X-treme user Posted March 31, 2012 Share Posted March 31, 2012 GeForce GTX 680-ის პრემიერის დღეს, Zotac-ის ხელმძღვანელმა გვამცნო 2 გჰზ ბირთვის სიხშირის მქონე, ვიდეობარათის გამოშვების გეგმების შესახებ - თავისი კომპანიის ინჟინერული პოტენციალის გამოვლენის დემონსტრირების მიზნით. ვებ-რესურს EXPreview-მ მოახერხა ამ 'საოცრების' რამდენიმე ფოტოსურათის ხელში ჩაგდება. ამავე ინფორმაციის წყარომ გამოაქვეყნა ამ პროდუქტის მახასიათებლები, რომლის დასახელებაშიც ფიგურირებს 'Extreme Edition'. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1.212 ვ-სა და 1.2 გჰზ სიხშირეზე, ამასთან, ეს მაჩვენებელი დამახასიათებელია როგორც ბაზურ, ასევე GPU Boost უტილიტით აჩქარებული 'მდგომარეობისთვის'. ვიდეომეხსიერების ნიშნული უცვლელი დარჩა და გახლავთ 6000 მჰზ. გულად ოვერქლოქერებს შეეძლებათ GPU-ძაბვის გაზრდა 1.5 ვ-მდე, ხოლო ექსტრემალური გაგრილებისა და იღბლის მეშვეობით კი, მოხდება ამ 2 გჰზ-ის დაპყრობა - როგორც ამტკიცებენ კომპანიაში. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია GK104 გრაფიკული პროცესორი და Hynix-ის მეხსიერების მიკროსქემების ნაკრები, საერთო ჯამში 2 გბ ოდენობით. კვებას უზრუნველყოფს 12-ფაზიანი ძაბვის გარდამქნელი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტანტალის, FPCAP და International Rectifier GaNpowIR კონდენსატორები. ბარათზე ასევე ადგილი ერგო კონტაქტური ზედაპირების ჯგუფი - კონტროლ-საზომი მოწყობილებებიდან მონაცემების მიღებისთვის და აგრეთვე სპეციალური მოდული, რომელიც პარამეტრების საშუალებით, იძლევა მართვის შიდა ორგანოს ჩართვის შესაძლებლობას. გაგრილების სისტემა იკავებს გაფართოების ორ სლოტს, ხოლო სითბოს მოცილებაზე ზრუნავს ორი ფენი და სითბურ მილაკებზე დაფუძნებული რადიატორი. GeForce GTX 680-ის მეორე მოდელი დამზადებულია Palit-ის მიერ და განეკუთვნება JetStream სერიას. მისი გაგრილების სისტემა მოიცავს სამ ფენს (გვერდზე განთავსებულები - 80, ცენტრალური კი - 90 მმ), რომელთა სისწრაფეც მყარდება განივ-იმპულსური მოდულაციის მეთოდით. რადიატორის კონსტრუქციაში გამოყენებულია ოთხი სითბური მილაკი, რომლებიც უშუალო კონტაქტს ახდენენ გასაგრილებელ ზედაპირთან. პროდუქტის ბირთვის ბაზური სიხშირე გაზრდილია 1085 მჰზ-მდე, ხოლო GPU Boost რეჟიმში მისი აჩქარება შესაძლებელია 1150 მჰზ-მდე, ხოლო მეხსიერების ეფექტური მაჩვენებელი - 6300 მჰზ-ია. კვების უზრუნველყოფა ხდება 8 და 6-პინიანი პორტების საშუალებით. Overclockers.ru 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 31, 2012 Share Posted March 31, 2012 პალიტი რა კარგად ამოიქაჩა . . . პალიტი რაღაც "ზე"-დაფა იქნება ისე ეტყობა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted March 31, 2012 Share Posted March 31, 2012 2GHz ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SileNt. Posted March 31, 2012 Share Posted March 31, 2012 ორივე ძაან მაგარია, მაგრამ პალიტი უფრო დეზლია :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted March 31, 2012 Share Posted March 31, 2012 დაა 12 ფაზიანია ნაღდად? ან 8ანია ან 13 ან 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted March 31, 2012 Share Posted March 31, 2012 ? 2GHz??? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 2, 2012 Author Share Posted April 2, 2012 ჩავამატე Zotac GTX 680-ის მახასიათებლები და ვიდეოები. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
radeon Posted April 2, 2012 Share Posted April 2, 2012 2GHz არა ისა კიდე ჩემი E5300 ძლივს მუშაობს მაგ ჩასტოტაზე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 2, 2012 Share Posted April 2, 2012 ორივე კარგი ფირმაა ნამდვილად ,ნუ პალიტი ცოტა ახალია ,მაგრამ კარგია ნამდვილად Zotac უფრო კარგია ვიდზე რაც შეეხება 2GHz იან მოდელს თუ გამოვა მართლა ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ვიდეო ბარათი ამხლეა Core სიხშირით :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted April 3, 2012 Share Posted April 3, 2012 ზოტაკი მხეცი იქნება, მაგრამ თუ 560Ti-ის ბედი გაიზიარა, გატეხავს 560Ti გააკეთა ზოტაკმა მასეთი PCB-თი, მაგრამ ევროპა-ამერიკაში არ იყიდებოდა http://xtreview.com/addcomment-id-20143-view-Zotac-gtx-560-Ti-Extreme-OC-Plus.html არადა 560Ti-ს ვანტაჯის რეკორდი მაგ კარტას ეკუთვნის: http://hwbot.org/submission/2192350_x_powerx800pro_3dmark_vantage___performance_geforce_gtx_560_ti_35060_marks კარგად დარაზგონებული 580-ის GPU ქულა აქვს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 4, 2012 Share Posted April 4, 2012 Zotac GeForce GTX 680 Extreme clocked at 1.2GHz http://guru3d.com/news/zotac-geforce-gtx-680-extreme-clocked-at-12ghz/ იფ მხეცი რამე იქნება ეს ზოტაკიც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 13, 2012 Share Posted April 13, 2012 Palit GeForce GTX 680 JetStream review http://www.guru3d.com/article/palit-geforce-gtx-680-jetstream-review/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 Palit GeForce GTX 680 4GB edition photo's http://guru3d.com/news/palit-geforce-gtx-680-4gb-edition-photos/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 22, 2012 Author Share Posted April 22, 2012 Palit-მა ოფიციალურად გამოუშვა 4 გბ ვიდეომეხსიერებით აღჭურვილი GeForce GTX 680. ის გახდა JetStream სერიის მეორე წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო ეს სახელწოდება გაუმჯობესებული აეროდინამიკის მქონე, სამი ფენისგან შემდგარი ქულერის გამო. GDDR5-ის ამგვარი მოცულობა სავსებით შეესაბამება ფლაგმანი მოდელის წოდებას, თუმცა მისი და GPU-ს სიხშირე შემცირებულ იქნა სტანდარტულ ნიშნულებამდე. კვების სისტემა დამზადებულია '6+2' ფაზის მიხედვით, ხოლო ბეჭდური დაფის დიზაინი უმნიშვნელოდ შეიცვალა, კერძოდ კი, მეხსიერების მიკროსქემები განლაგებულია პროდუქტის მეორე მხარეზეც. უკვე Palit-იც სთავაზობს თავის ბარათების მფლობელებს აჩქარებისთვის განკუთვნილ საფირმო გადაწყვეტილება ThunderMaster-ს. რეკომენდებული ღირებულება 640$-ია. IXBT Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted April 28, 2012 Share Posted April 28, 2012 გამოდის ზოტაკის მონსტრი http://en.expreview.com/2012/04/08/zotac-geforce-gtx-680-supreme-edition-graphics-card-review/22203.html 1.4 გიგაჰერცზე რაზგონდება ჰაერზე 1.35 ვოლტზე და 1.5 ვოლტამდეა შესაძლებელი ძაბვის გაზრდა ჰარდმოდის გარეშე!!! აი ეს უკვე ექსტრიმია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 ხო რაღაც კარგი ფანი უყენია, ზალმანი აღარაა 400 სერიაზე რომ ედგა GTX480 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 გამოდის ზოტაკის მონსტრი http://en.expreview.com/2012/04/08/zotac-geforce-gtx-680-supreme-edition-graphics-card-review/22203.html 1.4 გიგაჰერცზე რაზგონდება ჰაერზე 1.35 ვოლტზე და 1.5 ვოლტამდეა შესაძლებელი ძაბვის გაზრდა ჰარდმოდის გარეშე!!! აი ეს უკვე ექსტრიმია სოსოს დაუმალე ეგ ნიუსი თორემ მაგის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიადგება :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 სოსოს დაუმალე ეგ ნიუსი თორემ მაგის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიადგება არამგონია მაგ მოდელის გაყიდვები აზიის ბაზარს გასცდეს :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 30, 2012 Share Posted April 30, 2012 სოსოს დაუმალე ეგ ნიუსი თორემ მაგის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიადგება დამჭიპე მიდი დამჭიპე ისადა ბიჭებო ეს კარტა სად ვიყიდო? ფული მაქვს :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted May 3, 2012 Share Posted May 3, 2012 გამოდის ზოტაკის მონსტრი http://en.expreview.com/2012/04/08/zotac-geforce-gtx-680-supreme-edition-graphics-card-review/22203.html 1.4 გიგაჰერცზე რაზგონდება ჰაერზე 1.35 ვოლტზე და 1.5 ვოლტამდეა შესაძლებელი ძაბვის გაზრდა ჰარდმოდის გარეშე!!! აი ეს უკვე ექსტრიმია მოიცა აკი 2 გიგაჰერციო? სადაა ორი გიგაჰერცი? 1.4 მემგონი უფრო ნაკლებია ვიდრე 2.0 არა? ორამდე თვლა აღარ იციან? ადამიანი როცა რაღაცას ამბობს ეს რეალობასთან ცოტათი მაინც უნდა იყოს ახლოს და ხალხს არ აბოლებდე... ეგენი რომ ვერ გამოუშვებდნენ 2 გიგაჰერციან მოდელს ეგ ცხადი იყო 2 გიგაჰერცი გაყინვითაც ვერ დადეს და ზოტაკი ჰაერზე გამოუშვებდა თან ისე რომ სტაბილურად ემუშავა კარტას? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 Palit GeForce GTX 680 4GB Jetstream review http://www.guru3d.com/article/palit-geforce-gtx-680-4gb-jetstream-review/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted May 15, 2012 Share Posted May 15, 2012 დღეს სახტად დავრჩი ალგორითმში ჰქონდათ პალიტის GTX680 1150 ლარად, ოღონდ რეფერენს გაგრილებით. ენვიდიას ყველა ნორმალური ვიდეოკარტა ჰქონდათ GTX 670 და GTX 580 3GB-ს გარდა, მისაღებ ფასებში: GTX 560/560Ti, 570, 580 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted May 15, 2012 Share Posted May 15, 2012 დღეს სახტად დავრჩი ალგორითმში ჰქონდათ პალიტის GTX680 1150 ლარად, ოღონდ რეფერენს გაგრილებით. ენვიდიას ყველა ნორმალური ვიდეოკარტა ჰქონდათ GTX 670 და GTX 580 3GB-ს გარდა, მისაღებ ფასებში: GTX 560/560Ti, 570, 580 ვა საღოლ მაგათ ალბათ ვინმე ნორმალური მიიღეს სამსახურში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 15, 2012 Share Posted May 15, 2012 კი მგონი 400 სერიიდან მოყოლებული პალიტის თითქმის ყველა ნვიდიას მოდელი ქონდათ გაყიდვაში,ფასებიც არ ადევს ისე კატასტროფა, არარეფერენსებსაც შემოიტანენ ალბათ მოგვიანებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.