Jump to content

Zotac-ის და Palit-ის GeForce GTX 680-ები


Recommended Posts

GeForce GTX 680-ის პრემიერის დღეს, Zotac-ის ხელმძღვანელმა გვამცნო 2 გჰზ ბირთვის სიხშირის მქონე, ვიდეობარათის გამოშვების გეგმების შესახებ - თავისი კომპანიის ინჟინერული პოტენციალის გამოვლენის დემონსტრირების მიზნით. ვებ-რესურს EXPreview-მ მოახერხა ამ 'საოცრების' რამდენიმე ფოტოსურათის ხელში ჩაგდება.

ამავე ინფორმაციის წყარომ გამოაქვეყნა ამ პროდუქტის მახასიათებლები, რომლის დასახელებაშიც ფიგურირებს 'Extreme Edition'. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1.212 ვ-სა და 1.2 გჰზ სიხშირეზე, ამასთან, ეს მაჩვენებელი დამახასიათებელია როგორც ბაზურ, ასევე GPU Boost უტილიტით აჩქარებული 'მდგომარეობისთვის'. ვიდეომეხსიერების ნიშნული უცვლელი დარჩა და გახლავთ 6000 მჰზ. გულად ოვერქლოქერებს შეეძლებათ GPU-ძაბვის გაზრდა 1.5 ვ-მდე, ხოლო ექსტრემალური გაგრილებისა და იღბლის მეშვეობით კი, მოხდება ამ 2 გჰზ-ის დაპყრობა - როგორც ამტკიცებენ კომპანიაში.

ede5a92ad138c5f6ca61d33df99e5fd5.jpg

d03d83b4b6e227d6a2267e35410b2aae.jpg

729b076a6c9ee412f79838488449062c.jpg

ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია GK104 გრაფიკული პროცესორი და Hynix-ის მეხსიერების მიკროსქემების ნაკრები, საერთო ჯამში 2 გბ ოდენობით. კვებას უზრუნველყოფს 12-ფაზიანი ძაბვის გარდამქნელი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტანტალის, FPCAP და International Rectifier GaNpowIR კონდენსატორები.

e4fd4d174ec86316d2f647ccc57aa099.jpg

076ea6be3b18d2afd7120598e414e9d2.jpg

ბარათზე ასევე ადგილი ერგო კონტაქტური ზედაპირების ჯგუფი - კონტროლ-საზომი მოწყობილებებიდან მონაცემების მიღებისთვის და აგრეთვე სპეციალური მოდული, რომელიც პარამეტრების საშუალებით, იძლევა მართვის შიდა ორგანოს ჩართვის შესაძლებლობას.

29fb0d269678c6f151109e43ad5b4e68.jpg

გაგრილების სისტემა იკავებს გაფართოების ორ სლოტს, ხოლო სითბოს მოცილებაზე ზრუნავს ორი ფენი და სითბურ მილაკებზე დაფუძნებული რადიატორი.

GeForce GTX 680-ის მეორე მოდელი დამზადებულია Palit-ის მიერ და განეკუთვნება JetStream სერიას. მისი გაგრილების სისტემა მოიცავს სამ ფენს (გვერდზე განთავსებულები - 80, ცენტრალური კი - 90 მმ), რომელთა სისწრაფეც მყარდება განივ-იმპულსური მოდულაციის მეთოდით. რადიატორის კონსტრუქციაში გამოყენებულია ოთხი სითბური მილაკი, რომლებიც უშუალო კონტაქტს ახდენენ გასაგრილებელ ზედაპირთან.

ef00ddfe9037372a3002d941cce68851.jpg

057550172a34e7d26cf55cca549a8524.jpg

პროდუქტის ბირთვის ბაზური სიხშირე გაზრდილია 1085 მჰზ-მდე, ხოლო GPU Boost რეჟიმში მისი აჩქარება შესაძლებელია 1150 მჰზ-მდე, ხოლო მეხსიერების ეფექტური მაჩვენებელი - 6300 მჰზ-ია. კვების უზრუნველყოფა ხდება 8 და 6-პინიანი პორტების საშუალებით.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

2GHz არა ისა კიდე ჩემი E5300 ძლივს მუშაობს მაგ ჩასტოტაზე :D

Link to comment
Share on other sites

ორივე კარგი ფირმაა ნამდვილად ,ნუ პალიტი ცოტა ახალია ,მაგრამ კარგია ნამდვილად

Zotac უფრო კარგია ვიდზე

რაც შეეხება 2GHz იან მოდელს თუ გამოვა მართლა ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ვიდეო ბარათი ამხლეა Core სიხშირით :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

ზოტაკი მხეცი იქნება, მაგრამ თუ 560Ti-ის ბედი გაიზიარა, გატეხავს :(

560Ti გააკეთა ზოტაკმა მასეთი PCB-თი, მაგრამ ევროპა-ამერიკაში არ იყიდებოდა :(

http://xtreview.com/addcomment-id-20143-view-Zotac-gtx-560-Ti-Extreme-OC-Plus.html

არადა 560Ti-ს ვანტაჯის რეკორდი მაგ კარტას ეკუთვნის:

http://hwbot.org/submission/2192350_x_powerx800pro_3dmark_vantage___performance_geforce_gtx_560_ti_35060_marks

ab8a2e859ece.jpg

კარგად დარაზგონებული 580-ის GPU ქულა აქვს :)

Link to comment
Share on other sites

Zotac GeForce GTX 680 Extreme clocked at 1.2GHz http://guru3d.com/news/zotac-geforce-gtx-680-extreme-clocked-at-12ghz/ იფ მხეცი რამე იქნება ეს ზოტაკიც

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Palit GeForce GTX 680 JetStream review http://www.guru3d.com/article/palit-geforce-gtx-680-jetstream-review/

Link to comment
Share on other sites

Palit GeForce GTX 680 4GB edition photo's http://guru3d.com/news/palit-geforce-gtx-680-4gb-edition-photos/

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Palit-მა ოფიციალურად გამოუშვა 4 გბ ვიდეომეხსიერებით აღჭურვილი GeForce GTX 680. ის გახდა JetStream სერიის მეორე წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო ეს სახელწოდება გაუმჯობესებული აეროდინამიკის მქონე, სამი ფენისგან შემდგარი ქულერის გამო. GDDR5-ის ამგვარი მოცულობა სავსებით შეესაბამება ფლაგმანი მოდელის წოდებას, თუმცა მისი და GPU-ს სიხშირე შემცირებულ იქნა სტანდარტულ ნიშნულებამდე.

4007f9262ddd5734e16202992f2a74e8.jpg

ab52e2b2985104a2c7584eda792c19d8.jpg

კვების სისტემა დამზადებულია '6+2' ფაზის მიხედვით, ხოლო ბეჭდური დაფის დიზაინი უმნიშვნელოდ შეიცვალა, კერძოდ კი, მეხსიერების მიკროსქემები განლაგებულია პროდუქტის მეორე მხარეზეც.

უკვე Palit-იც სთავაზობს თავის ბარათების მფლობელებს აჩქარებისთვის განკუთვნილ საფირმო გადაწყვეტილება ThunderMaster-ს. რეკომენდებული ღირებულება 640$-ია.

Link to comment
Share on other sites

გამოდის ზოტაკის მონსტრი :)

http://en.expreview.com/2012/04/08/zotac-geforce-gtx-680-supreme-edition-graphics-card-review/22203.html

1.4 გიგაჰერცზე რაზგონდება ჰაერზე 1.35 ვოლტზე და 1.5 ვოლტამდეა შესაძლებელი ძაბვის გაზრდა ჰარდმოდის გარეშე!!! აი ეს უკვე ექსტრიმია

Link to comment
Share on other sites

ხო რაღაც კარგი ფანი უყენია, ზალმანი აღარაა 400 სერიაზე რომ ედგა GTX480

Link to comment
Share on other sites

გამოდის ზოტაკის მონსტრი :)

http://en.expreview.com/2012/04/08/zotac-geforce-gtx-680-supreme-edition-graphics-card-review/22203.html

1.4 გიგაჰერცზე რაზგონდება ჰაერზე 1.35 ვოლტზე და 1.5 ვოლტამდეა შესაძლებელი ძაბვის გაზრდა ჰარდმოდის გარეშე!!! აი ეს უკვე ექსტრიმია

სოსოს დაუმალე ეგ ნიუსი თორემ მაგის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიადგება :D

Link to comment
Share on other sites

სოსოს დაუმალე ეგ ნიუსი თორემ მაგის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიადგება :D

არამგონია მაგ მოდელის გაყიდვები აზიის ბაზარს გასცდეს :(

Link to comment
Share on other sites

სოსოს დაუმალე ეგ ნიუსი თორემ მაგის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიადგება :D

დამჭიპე მიდი დამჭიპე :D

ისადა ბიჭებო ეს კარტა სად ვიყიდო?

ფული მაქვს :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

გამოდის ზოტაკის მონსტრი :)

http://en.expreview.com/2012/04/08/zotac-geforce-gtx-680-supreme-edition-graphics-card-review/22203.html

1.4 გიგაჰერცზე რაზგონდება ჰაერზე 1.35 ვოლტზე და 1.5 ვოლტამდეა შესაძლებელი ძაბვის გაზრდა ჰარდმოდის გარეშე!!! აი ეს უკვე ექსტრიმია

მოიცა აკი 2 გიგაჰერციო? სადაა ორი გიგაჰერცი? 1.4 მემგონი უფრო ნაკლებია ვიდრე 2.0 არა? ორამდე თვლა აღარ იციან?

ადამიანი როცა რაღაცას ამბობს ეს რეალობასთან ცოტათი მაინც უნდა იყოს ახლოს და ხალხს არ აბოლებდე... ეგენი რომ ვერ გამოუშვებდნენ 2 გიგაჰერციან მოდელს ეგ ცხადი იყო

2 გიგაჰერცი გაყინვითაც ვერ დადეს და ზოტაკი ჰაერზე გამოუშვებდა თან ისე რომ სტაბილურად ემუშავა კარტას?

Link to comment
Share on other sites

Palit GeForce GTX 680 4GB Jetstream review http://www.guru3d.com/article/palit-geforce-gtx-680-4gb-jetstream-review/

Link to comment
Share on other sites

დღეს სახტად დავრჩი :)

ალგორითმში ჰქონდათ პალიტის GTX680 1150 ლარად, ოღონდ რეფერენს გაგრილებით.

ენვიდიას ყველა ნორმალური ვიდეოკარტა ჰქონდათ GTX 670 და GTX 580 3GB-ს გარდა, მისაღებ ფასებში: GTX 560/560Ti, 570, 580

Link to comment
Share on other sites

დღეს სახტად დავრჩი :)

ალგორითმში ჰქონდათ პალიტის GTX680 1150 ლარად, ოღონდ რეფერენს გაგრილებით.

ენვიდიას ყველა ნორმალური ვიდეოკარტა ჰქონდათ GTX 670 და GTX 580 3GB-ს გარდა, მისაღებ ფასებში: GTX 560/560Ti, 570, 580

ვა საღოლ მაგათ ალბათ ვინმე ნორმალური მიიღეს სამსახურში

Link to comment
Share on other sites

კი მგონი 400 სერიიდან მოყოლებული პალიტის თითქმის ყველა ნვიდიას მოდელი ქონდათ გაყიდვაში,ფასებიც არ ადევს ისე კატასტროფა, არარეფერენსებსაც შემოიტანენ ალბათ მოგვიანებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.