Jump to content

Nvidia ახალი 600 Mobile სერიის Kepler და Fermi GPUs


Recommended Posts

nvidia-geforce-gt-640m-mobile-kepler-gpu.jpg

როგორც ვიცით Nvidia-მ დააანონსათავისი 600 სერიის ვიდეო დაფები როგორც დესკტოპ ისევე მობილური სეგმენტისთვის, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვეგონა, მობილურ სეგმენტში ვიდეო დაფებიდან ყველა Kepler არქიტექტურაზე არ არის და ზოგი მათგანი ძველ Fermi ბირთვზეა. ენთუზიასტებისთვის განკუთვნილია GeForce GTX 675M, GeForce GTX 670M, და GeForce GTX 660M, საშუალო დონეა GeForce GT 650M, GeForce GT 640M, GeForce GT 640M LE და GeForce GT 635M, ხოლო ყველაზე სუსტი GeForce GT 620M ვიდეო დაფაა. ძველი 610M უკვე გამოდის კარგა ხანია და ლეპტოპიც კი მიდევს სახლში მაგ ვიდეოზე, რომელიც ცნობილია, რომ Fermi არქიტექტურაზეა . ახალ ვიდეო დაფებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ ლეპტოპებში და ერთ-ერთი პირველი Acer იქნება თავისი Acer Aspire M3-581TG Ultrabook-ით და GT 640M GPU ვიდეო დაფით.

acer-ultrabook-m3-gt-640m.jpg

და მიუხედავად იმის არომ ეს პირველი Ultrabook-ია რომელიც დისკრეტული ვიდეო დაფით გამოვა და არა ინტეგრირებულით, ეს ისტორია მაინც არ ეხება Acer-ს. GeForce GT 640M აქვს 384 Cuda ბირთვი 625 MHz სიხშირით და 1GB მეხსიერებით რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია მობილური ჩიპისთვის. შედარებისთვის შემიძლია მოვიყვანო ჩემი 610M-ის სკრინი რომელიც GF108 ბირთვზეა ისევე როგორც GT 520M და 525MX

სულ 48 Cuda ბირთვით და მხოლოდ რებრენდინგია და არა რამე ახალი

711b9cc7cf1a.jpg

GT 640M ჩაანაცვლებს 540M Fermi ვიდეოს და ექნება წარმადობის მაღალი მაჩვენებელი და Nvidia Optimus ტექნოლოგიის წყალობით ბევრად უფრო ენერგოდამზოგველი (ელემენტის სამუშაო დრო 8 საათამდე) როცა გრაფიკული პროცესორი დატვირთული არ იქნება.

geforce-600m-enthusiasts.jpg

ეხლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ 600 სერიის მობილური ვიდეო დაფები. ორი "High end" მოდელი GeForce GTX 675M და GeForce GTX 670M დაფუძვნებულია ძველ Fermi არქიტექტურაზე და Kepler აქ მხოლოდ ერთი მოდელია GeForce GTX 660M და როგორც ჩანს სწორედ ის იქნება ყველაზე ძლიერი მოდელი ამ სერიიდან, მანამ სანამ მართლაც High end მოდელი არ გამოვა სავარაუდოდ 680M და იმედია Kepler არქიტექტურაზე, რადგან ახალი სერიის დაფებს შორის დიდი სხვაობა წარმადობაში ნამდვილად არ ჩანს. მონაცემები საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან და ბირთვების რაოდენობა თითქმის ერთნაირია. თუმცა GTX 660M შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ Kepler-ს შეიდერების სიხშირე არ აქვს მომატებული როგორც Fermi-ს და კიდე საკითხავია რეალურად რომელი აჯობებს GeForce GTX 675M 384 ბირთვით Fermi არქიტექტურაზე და შეიდერების მეტი სიხშირით თუ GTX 660M Kepler არქიტექტურაზე მეტი ტაქტური სიხშირით მაგრამ შეიდერებიც იგივე სიხშირეზე და არა ორმაგი. ასევე გასათვალისწინებელია რომ 675M მეხსიერების სიხშირე 1500Mhz-ია ხოლო ინტერფეისი 256 ბიტიანი, მაშინ როცა 660M მეხსიერება 2000Mhz სიხშირეზე მუშაობს მაგრამ ინტერფეისი 128 ბიტიანი. ერთი რამე ცხადია 660M უფრო გრილი იქნება და ნაკლებს დენს დაწვავს 28nm ტექნოლოგიის წყალობით.

geforce-600m-performance.jpg

რაც შეეხება საშუალო დონის მობილურ GPU-ებს. GT 650M და 640M 28 ნანომეტრულ Kepler არქიტექტურაზეა, ხოლო GT 640M LE საერთოდ ყველას თავგზას აგვიბნევს რადგან იქნება ორი ვარიანტით Fermi-ც და Kepler-იც, ამასთან პირველს ექნება 96 Cuda ბირთვი ხოლო Kepler ვერსიას 284 ! GT 635M იქნება მხოლოდ Fermi არქიტექტურაზე. ხოლო GT 650M და 640M 28 მონაცემებს თუ კარგად დავაკვირდებით საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდება რითი არიან ნეტა ნაკლები უფრო "მაღალი" დონის თანამოძმებზე?!

geforce-600m-mainstream.jpg

ყველაზე უმცროს მოდელებიდან GeForce GT 630M იქნება ორი ვარიანტი 28 ნანომეტრული Kepler და 40 ნანომეტრული Fermi, ხოლო GT 620M მხოლოდ Kepler არქიტექტურაზე. GT 610M სკრინი დევს ზევით რეალურად რაც არის.

ასეთი ნომენკლატურა და განლაგება საკმაოდ უცნაურია და დამაბნეველიც და ერთადერთი შეკითხვა რაც მიჩნდება ეს არის: რატომ? :ugly_confused2:

წყარო:

http://3dvision-blog.com

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ულტრაბუქებშიც ასეთი ვიდეოების ჩადგმა ცოტა არ იყოს, გაუმართლებელი მგონია. :blink:

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი ვიდეო ბარათებია ,თიმცა მართლა აურ-დაურიეს ბევრი რამ .ნუ ამას გამართლებაც აქვს სჩვევია ენვიდიას მობილურ სეგემნტში მრავალფეროვანი წარმოება

Link to comment
Share on other sites

ინტერვიუ ნვიდიას მობილური პადრაზდელენიის თავკაცთან რენე ხააასთან http://www.3dnews.ru/news/626571/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.