მიშა Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 მრავალი ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებული ხარისხით გამორჩეულმა Carl Zeiss-მა თავისი ახალი ლინზა - Distagon T* 2.8/15 წარმოადგინა. როგორც სახელიდან ხვდებით, მას 15მმ-იანი ფოკუსური მანძილი აქვს, მაქსიმალური დიაფრაგმა 1:2.8-ს უდრის. ლინზაში გამოყენებულია ასფერიკული ელემენტები, რითაც მიიღწევა 110 გრადუსიანი მხედველობის კუთხე. მინიმალური საფოკუსო მანძილი 25 სანტიმეტრს უდრის. მწარმოებლის განცხადებით Distagon T* 2.8/15-ს კარგი სიმკვეთრე და სიღრმე ექნება (რაც არც მეეჭვება), გამოსახულების დისტორსია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და Zeiss-ის მენეჯერ მიხაელ პოლმანის განცხადებით "ამ ლინზით Carl Zeiss ახალ სტანდარტს დაადგენს ულტრაფართოკუთხიან ოპტიკაში". რათქმაუნდა როგორც ხარისხიან ოპტიკას შეეფერება, ამ ეგზემპლარშიც მინისა და ლითონის ელემენტებია გამოყენებული (პლასტმასის ნაცვლად). აქედანაა მისი წონაც - 720 გრამი, რაც არც თუ ისე ცოტაა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს: ფოკუსური სიგრძე - 15მმ; დიაფრაგმა - f/2.8-22 შემადგენელი ელემენტების/ჯგუფების რაოდენობა - 15/12 ფოკუსური მანძილი - 0.25მ-უსასრულობა ხედვის კუთხე - ჰორიზონტალური 100°, ვერტიკალური 76°, დიაგონალური 110° ფილტრის სამაგრი - M95x1.0 სიგრძე - 12მმ დიამეტრი - 103მმ ლინზა ამა წლის მაისში გახდება ხელმისაწვდომი, სულ რაღაც 2900 დოლარად. გამოვა მისი ორი ვერსია - "EF" ბაიონეტზე Canon-ის წარმოების კამერებისათვის და "F" ბაიონეტზე - ნიკონებისთვის. ვიდეოპრეზენტაცია: წყარო - dpreview.com 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 სულ რაღაც ხო? :mad: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 16, 2012 Author Share Posted March 16, 2012 სულ რაღაც ხო? ჰეჰ. დიახ, სულ რაღაც. აბა წადი ლეიკების ფასები ნახე :905: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 ჰეჰ. დიახ, სულ რაღაც. აბა წადი ლეიკების ფასები ნახე დაილოცოს რუსული ლინზები რა მაგათთან შედარებით კაპიკები ღირს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 16, 2012 Author Share Posted March 16, 2012 დაილოცოს რუსული ლინზები რა მაგათთან შედარებით კაპიკები ღირს Helios-40 http://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=m570.l2736&_nkw=helios+40 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 Helios-40 http://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=m570.l2736&_nkw=helios+40 რამდენიმე გადარეულია და დიდი ფასი უდევს იმათთან შედარებით მაინც ხო იაფია? :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 16, 2012 Author Share Posted March 16, 2012 რამდენიმე გადარეულია და დიდი ფასი უდევს იმათთან შედარებით მაინც ხო იაფია? "სავეცკი" ფასი 60 მანეთი იყო, რა ნამუსით უნდა მივცე მაგაში თუნდაც 200 ლარი... დროის მანქანას გამოვიგონებ, წავალ წარსულში, შევისყიდი ათას ცალ მაგ ლინზას (სამაგისო მანეთებს კი მოვიძიებ მშრალ ხიდზე კაპიკებში), აქ გავყიდი და გავმდიდრდები. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 "სავეცკი" ფასი 60 მანეთი იყო, რა ნამუსით უნდა მივცე მაგაში თუნდაც 200 ლარი... დროის მანქანას გამოვიგონებ, წავალ წარსულში, შევისყიდი ათას ცალ მაგ ლინზას (სამაგისო მანეთებს კი მოვიძიებ მშრალ ხიდზე კაპიკებში), აქ გავყიდი და გავმდიდრდები. რა იცი, რომ ეგენიც ეგრე არ აკეთებენ? :hmm: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 16, 2012 Author Share Posted March 16, 2012 რა იცი, რომ ეგენიც ეგრე არ აკეთებენ? არ ვიცი, უბრალოდ გულითადი იმედი მაქვს... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 არ ვიცი, უბრალოდ გულითადი იმედი მაქვს... რატომღაც SONY-ს სუნი მცემს :hmm: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 16, 2012 Author Share Posted March 16, 2012 რატომღაც SONY-ს სუნი მცემს ალბათ სურდო გაქვს, რადგან NiCanon-ზე გამოვა ეს ლინზა მხოლოდ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted March 16, 2012 Share Posted March 16, 2012 ალბათ სურდო გაქვს, რადგან NiCanon-ზე გამოვა ეს ლინზა მხოლოდ. ვერ მიმიხვდი აქამდე ნიკონის სუნი მცემდა ეხლა სონის სუნი მცემს (მინოლტას ხათრით) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 16, 2012 Author Share Posted March 16, 2012 ვერ მიმიხვდი აქამდე ნიკონის სუნი მცემდა ეხლა სონის სუნი მცემს (მინოლტას ხათრით) ცოტა მარჯვნივ წაიწიე, სანამ Pentax-ის სუნი არ მოგივა :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LevanVerdzeuli Posted March 22, 2012 Share Posted March 22, 2012 ამის ყიდვაზე რომ დაფიქრდე მინიმუმ ფულფრეიმი უნდა გქონდეს და შემოსავლის წყარო უნდა იყოს ფოტოგრაფია (ჩემი აზრით) ეხ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 22, 2012 Author Share Posted March 22, 2012 ამის ყიდვაზე რომ დაფიქრდე მინიმუმ ფულფრეიმი უნდა გქონდეს და შემოსავლის წყარო უნდა იყოს ფოტოგრაფია (ჩემი აზრით) ეხ ჰო, მაგრამ ისე ვატყობ, სერიოზული რამაა, ამიტომ დავწერე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LevanVerdzeuli Posted March 22, 2012 Share Posted March 22, 2012 სერიოზული კი არის, ნერწყვი ახრჩობს ფოტოსამყაროს ალბათ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 22, 2012 Author Share Posted March 22, 2012 Leica-საც აქვს თითქმის ანალოგიური მონაცემების ოპტიკა, ოღონდ ის უფრო ძვირი ღის და ასე "საზოგადო" ბაიონეტებზედაც არაა ხელმისაწვდომი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.