Jump to content

რას ნიშნავს X32 X86 X64 ? 32bit 64 bit ?


Recommended Posts

222088_123740811033561_121007001306942_162188_770842_a.jpg

ბევრმა არ იცის ამ სიმბოლოების მნიშვნელობა, ზოგიერთს არც აინტერესებს, ზოგიერთს კი პირიქით. სასურველია რომ შეგეძლოთ მათი ერთმანეთისგან განსხვავება თქვენივე თავისთვის. მაგ: ალბათ შეგხვედრიათ ინტერნეტში პროგრამები რომელთა სახელწოდების შემდეგ მითითებულია: x32, x86 ან x64. ბევრი ყურადღებას არ აქცევს და განურჩევლად იწყებს მათ გადმოწერას. გადმოწერის დროს X32, x86 და x64 პროგრამებს შორის ზომის გარდა სხვა განმასხვავებელ ელემენტს ვერ აღმოაჩენთ, მაგრამ როდესაც საქმე მიდის პროგრამის დაყენებამდე უკვე წარმოიქმნება პრობლემები რომელთა მიზეზიც სწორედ ამ ნიშნების უგულებესყოფაა. პირველ რიგში გეტყვით რომ x32 და x86 ერთიდაიგივეა. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ეხლა კი განვასხვაოთ ერთმანეთისგან x86(x32) და x64. დავიწყოთ.

არსებობს x86(x32) და ახალი x64 ტიპის არქიტექტურა.

x64 ტიპის პროცესორები პირველად AMD - მ გამოუშვა ასე რომ ეს მისი ტექნოლოგიაა და შემდგომში აიტაცეს სხვა ფირმებმა...

1. x86(x32) ტიპის არქიტექტურაში იგულისხმება ის რომ, კომპიუტერის მუშაობის დროს პროცესორს (ცენტრალურ პროცესორს) ინფორმაცია მიეწოდება 32 bit - ის რაოდენობით. შესაბამისად ამ ტიპის არქიტექტურისთვის (კომპიუტერისთვის) გამოიყენება 32 ბიტიანი ოპერაციული სისტემა და რათქმაუნდა პროგრამებიც.

2. ხოლო x64 ტიპის არქიტექტურაში იგულისხმება რომ, კომპიუტერის მუშაობის დროს პროცესორს (ცენტრალურ პროცესორს) ინფორმაცია მიეწოდება 64 ბიტის ოდენობით. შესაბამისად ამ ტიპის არქიტექტურისათვის (კომპიუტერისთვის) გამოიყენება 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა და პროგრამები.

x64 არის ახალი თაობის პლატფორმა თუ ოპერაციული სისტემა, რომელიც ნელნელა იმკვიდრებს ფეხს მსოფლიო ბაზარზე.

P.S. რაც უფრო მეტი ბიტი გადაეცემა პროცესორს ერთი გადაცემით მით უფრო სწრაფია კომპიუტერი...

x86(x32) ტიპის არქიტექტურაზე (ანუ კომპიუტერზე) არ შეიძლება დავაყენოთ x64 ტიპის ოპერციული სისტემა. ზოგიერთ შემთხვევაში დაყენების დროს ამოვარდება შეცდომა სისტემის შეუთავსებლობის შესახებ ან მსგავსი შინაარსის მქონე შეტყობინება. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია მოხდეს ოპერაციული სისტემის დაყენება მაგრამ იმუშავებს ხარვეზებით.

x64 ტიპის არქიტექტურაზე შესაძლებელია დავაყენოთ x86(x32) ტიპის ოპერაციული სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ x64 ტიპის არქიტექტურის სრულ შესაძლებლობებს. როგორც ზევით აღვნიშნე x86(x32) ტიპის არქიტექტურაში ინფორმაციის გადაცემა ხდება 32 ბიტის ოდენობით, ხოლო x64 ტიპის არქიტექტურას შეუძლია გადასცეს 64 ბიტი. ანუ გამოდის რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ 64 ბიტის გადაცემის საშუალებას და ცენტრალურ პროცესორს გადაეცემა მხოლოდ 32 ბიტი. სისტემა იმუშავებს ისეთივე სიჩქარით როგორს მუშაობდა x86(x32) ის შემთხვევაში. ასე რომ ამ ტიპის არქიტექტურაზე უდა დაინსტალირდეს შესაბამისი x64 - ოპერაციული სისტემა და x64 - პროგრამები.

რაც შეეხება x86 ისა და x32 ის ერთიდაიგივეობას, პირველი პროცესორის სახელი იყო 8086. ეს სახელწოდება დღემდე შემორჩა და ასე უწოდებენ x32 - ს.

როგორ გავიგოთ ჩვენი კომპიუტერი რომელი ტიპის არქიტექტურას მიეკუთვნება???

ამისათვის არსებობს სპეციალური პროგრამა SIW რომელიც დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენი კომპიუტერის შესახებ. მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. არ საჭიროებს დაყენებას. უბრალოდ ორჯერ კლიკი და გაეშვება. SIW::: http://www.mediafire.com/?hj4ovc3k3ioppef

216012_123741444366831_121007001306942_162189_2051962_n.jpg

ამ შემთხვევაში კომპიუტერი არის x86 ანუ x32 და სასურველია დაინსტალირდეს შესაბამისი ტიპის ოპერაციული სისტემა და პროგრამები.

https://www.facebook.com/note.php?note_id=123740601033582

Link to comment
Share on other sites

არაა ეს თემა დასაწერი, მითუმეტეს გადასაკოპირებელი :D ხო გითხარით არაა თქო სწორი ეგ ინფორმაცია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი

ავტორს მადლობა რომ შეეცადა მაგრამ ძალიან ზედაპირული და უაზრო ინფორმაციაა

აქედან ვისაც რამის გაგება უნდა მაინც ვერაფერს გაიგებს

თუმცა მაინც მადლობა

Link to comment
Share on other sites

მადლობა სტატიისთვის თუმცა უფრო ვრცლად შეიძლებოდა

8086 პირველი პროცესორი არ იყო

ეს იდეაში ინტელის პროცესორია რომელიც 78 წელში გამოვიდა და იდეაში 16 ბიტიანი ინტერფეისი ჰქონდა და არა 32 ბიტიანი

პირველი 32 ბიტიანი პროცესორი 80386 იყო

ამ შემთხვევაში X86 იგულისხმება ინსტრუქციების (ბრძანებების) კრებული რომელიც ძველი 8086 მოყოლებული ვითარდება

რეალურად X32 და X64 ბიტიან ინტერფეისებს შორის ძირითადი სხვაობა ის არის რომ X32 შეუძლია მხოლოდ 2 ხარისხად 32 ბიტ მეხსიერებას მიამრთოს რაც დაახლოებით 4GB გამოდის

ხოლო X64 მიმართავს 2 ხარისხად 64 ბიტ მეხსიერებას და მეხსიერების ლიმიტი ტრილიონობით გიგაბაიტებში გადადის

X64 ინტერფეის პირველად AMD-მ შემოიღო AMD64 AMD K8 პროცესორებიდან მოყოლებული და მხოლოდ შემდეგ გადავიდა ინტელი ამ ინტერფეისზე

მოკლედ ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ

Link to comment
Share on other sites

x64 ტიპის არქიტექტურაზე შესაძლებელია დავაყენოთ x86(x32) ტიპის ოპერაციული სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ x64 ტიპის არქიტექტურის სრულ შესაძლებლობებს. როგორც ზევით აღვნიშნე x86(x32) ტიპის არქიტექტურაში ინფორმაციის გადაცემა ხდება 32 ბიტის ოდენობით, ხოლო x64 ტიპის არქიტექტურას შეუძლია გადასცეს 64 ბიტი. ანუ გამოდის რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ 64 ბიტის გადაცემის საშუალებას და ცენტრალურ პროცესორს გადაეცემა მხოლოდ 32 ბიტი. სისტემა იმუშავებს ისეთივე სიჩქარით როგორს მუშაობდა x86(x32) ის შემთხვევაში. ასე რომ ამ ტიპის არქიტექტურაზე უდა დაინსტალირდეს შესაბამისი x64 - ოპერაციული სისტემა და x64 - პროგრამები.

ამ აბზაციდან ის აზრი გამოვიტანე რო x64 სისტემა 2-ჯერ სწრაფი უნდა იყოს x86-ზე მაგრამ ეს ასე არაა თორე მთელი ფორუმი x64-ზე იქნებოდა :) მართალია x64-სისტემაზე x64 პროგრამები ოდნავ ჩქარები არიან ვიდრე x86-ზე x86 პროგები მაგრამ განსხვავება უმნიშვნელოა. ძირითადი განსხვავება ოპერატიულის მოხმარებაშია თუ 4+ ოპერი გაქ x64 ჯობს იმიტო რო ის 2 ხარისხად 64 ოპერს იყენებს x86 კი 2 ხარისხად 32 რაც აღარაა საკმარისი უკვე. ნუ იქ კიდეა სხვაობა სინამდვილეში x64-ის ლიმიტი გაცილებით დაბლაა. მას ჰარდი ალიმიტებს მაგალითად ჩემ პროცესორს აქ Physical Address Extensions 36 bit რაც ნიშნავს რო ~ 8 gb-ს აღქმა შეუძლია მაგრამ არის ორ არხიანი ამიტომ max 16 gb. i7 980x-ს მაგალითად აქ სამარხიანი იგივე Physical Address Extensions 36 bit ამიტომ მას 24 gb-ს აღქმა ძალუძს.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.