Jump to content

დამეხმარეთ რა


Recommended Posts

გაუმარჯოსს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რაა...ტორენტიდან მინდა ფილმის გადმოწერა და არ ვიცი ამის ჩალიჩი იქნებ ვინმემ დამაკვალიანოს რაა.. დიდი მადლობა წინასწარრ =))

Link to comment
Share on other sites

რეგისტრაცია გავლილი გაქვს? და კონკრეტულად რა ცადე და რას ვერ აკეთებ? უტორენტი ან რამე ტორენტ კლიენტი გიყენია?

Link to comment
Share on other sites

რეგისტრაცია გავლილი გაქვს? და კონკრეტულად რა ცადე და რას ვერ აკეთებ? უტორენტი ან რამე ტორენტ კლიენტი გიყენია?

არა ძმაო რავი რაღაც ფილმი ვნახე რა და ვერ ვიწერ...ტორენტში ვერ ვერკვევი და იქნებ ამიხსნათ რა როგორ მოვახერხო, თუ არ შეწუხდებითთ..

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში, გჭირდება ტორენტ-კლიენტი

მე გირჩევ uTorrent-ს

გადმოწერა და დაყენებას იმედია ახსნის გარეშეც შეძლებ ;)

შემდეგ, გჭირდება ტრეკერი, ანუ ტორენტ საიტი

ტორენტ საიტები ბევრია, ზოგი რეგისტრაციის გარეშე გაწერინებს, მაგალითად, ყველაზე დიდი ტრეკერი PirateBay

უმეტესობაზე გჭირდება რეგისტრაცია, მაგალითად Geotorrents; RuTracker; Kinozal....

არის ე.წ "დახურული" ტრეკერები, სადაც რეგისტრაცია მხოლოდ მოსაწვევბითაა

მოკლედ, გაქვს uTorrent და სასურველ ტრეკერზე მონახე სასურველი ფაილი

შემდეგ მარტივია: Download torrent ღილაკს (ან მსგავსი შინაარსისას) აჭერ და იწერ torrent ფაილს, რომელიც სულ რამდენიმე კბ-ია

შემდეგ, ხსნი torrent ფაილს (იხსნება utorrent-ით ავტომატრად) და უთითებ სად შეინახოს გადმოსაწერი ფაილი (ფილმი, პროგრაა, მუსიკა თუ ა.შ)

ზოგ ტრეკერზე არის ე.წ Magnetic Link-ები, ანუ Torrent ფაილს ვერ იწერ, მათზე დაჭერისას პირდაპირ Utorrent იხსნეა და იწყებს გადმოწერას

ტორენტის მუშაობის პრინციპი იმაშია, რომ ფაილები განთავსებულია არა სადმე სერვერზე, არამედ ტორენტის მომხმარებელთა კომპიუტერებში და ისინი ერთმანეთს უზიარებენ ამ ფაილებს ტორენტ კლიენტბის და ტრეკერების დახმარებით, ანუ, ვთქვათ შენ იწერ რაღაც ფილმს, ასევე გადასცემ ამ ფილმს სხვაბეს ვინც იწერს, ანუ გაქვს აა მარტო Download, არამედ Upload-იც, torrent ფაილში კი განთავსებულია ინფორმაცია ვის კომპშია ეს ფაილი

როდესაც 100% გაქვს გადმოწერილი ფაილი, გაქვს მხოლოდ upload, ამ დროს ქვია რომ ასიდირებ, ან ხარ სიდერი (Seed) როდესაც გადმოწერა არ დამთავრებულა, ხარ ლიჩერი (Leecher)

სიდებს და ლიჩებს ერთად აღებულს ქვია პირები (Peer) ანუ სულ რამდენია ამ ფაილით დაკავებული, რაც მეტი სიდი და პირი, მით სწრაფია გამდმოწერა

ტორენტ საიტებზე მნიშვნელოვანია ე.წ Ratio, ანუ ატვირთული ფაილების მოცულობის ფარდობა ჩამოტვირთულთან

თუ Ratio ტრეკერის წესებით მითითებულზე დაბალია, მაშინ შეიძლება ბანი დაგადონ, ან შეგიზღუდონ ფაილების გადმოწერა, ან სიჩქარე

ამიტომ, როდესაც რამეს გადმოწერ, ეგრევე არ უნდა წაშალო, უნდა ასიდირო, რომ Ratio არ დაეცეს (ეს არ ეხება ისეთ საიტებს სადაც არ გჭირდება რეგისტრაცია)

თუმცა, რადგან ატვირთვის სიჩქარე ჩამოტვირთვისაზე ბევრად ნალკებია როგორც წესი, ძნელია Ratio-ს შენარჩუნება, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ხრიკები

აქ განხილულია რამდენიმე მათქგანი:

იმედია ცოტა მაინც გაერკვიე

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.