მიშა Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 უკვე კარგა ხანია, რაც უცხოეთში ყოველდღიურობაში შემოვიდა ახალი, Core i5 პლატფორმა 1156 სოკეტზე. მართალია ექსტრიმ ოვერქლოქერები Core i7-ს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან იგი უკეთესად "იქოქება" და ბენჩმარკებშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს სისტემა ცოტა არ იყოს ძვირია... ამიტომ მე ისევ i5 პლატფორმის მომხრედ ვრჩები და ვცდილობ მისი პოპულარიზაცია მოვახდინო (ან თუ გნებავთ, რეკლამირება დაარქვით)... თვით პროცესორის რეკლამირებისკენ მიმართული სტატია ადრე შემოგთავაზეთ, ამ ტესტში i5-ის პროცესორმა არც ისე ურიგოდ აჩვენა თავი... ახლა კი მივხედოთ სისტემის სხვა კომპონენტებს... კერძოდ, დღევანდელ სტატიაში განხილულ იქნება 6 ოპერატიული მეხსიერების "კიტი" და 8 დედაპლატა P55 ჩიპსეტზე. ---------------------------------------------------------------------------------------------- სანამ სტატიის მთავარ ნაწილზე გადავინაცვლებდე, გადავწყვიტე მცირეოდენი ექსკურსი ჩამეტარებინა P55-თან დაკავშირებით. დავიწყოთ იქიდან, რომ LGA1366 სოკეტის სისტემას X58 ჩიპსეტი აქვს, ხოლო LGA1156-ისას - P55. ვნახოთ რა შეუძლია თითოეულ ჩიპსეტს და რის შესაძლებლობას დაკარგავთ, თუკი P55-ის დედაპლატას იყიდით. ამის გარკვევაში ჩემი ბრაუზერის განუყრელი bookmark-ი - Wikipedia დამეხმარება. X58. ჩიპსეტის კოდური სახელწოდებაა Tylersburg. იგი სპეციალურად Intel-ის Nehalem არქიტექტურისთვის შეიქმნა. აქვს 45/32nm ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორების - Core i7/i9 მხარდაჭერა, სალტის QPI (QuickPath Interconnect) ინტერფეისი 6.4GT/s გამტარობით, SATA 3.0 და USB 2.0 მხარდაჭერით. ჩიპი 65nm ტექნოლოგიით მზადდება და აი ასე გამოიყურება: ეს კი მისი არქიტექტურის სქემაა. თუკი მოითხოვთ, ქართულადაც გითარგმნით: P55. ჩიპსეტის კოდური სახელწოდებაა Ibex Peak. უზრუნველყოფს 45/32nm არქიტექტურის მქონე Core i3/i5/i7 პროცესორების მუშაობას, აქვს სალტის DMI ინტერფეისი და 2GB/s გამტარობა, SATA 3.0 და USB 2.0 მხარდაჭერით. ჩიპი X58-ის მსგავსად 65nm ტექნოლოგიით მზადდება, ასე გამოიყურება: ეს კი სქემაა: ახლა კი რაც შეეხება განსხვავებას. როგორც ქვედა სურათიდან კარგად ჩანს, X58-ს P55-თან შედარებით ნაკლები სიხშირის მეხსიერების მხარდაჭერა აქვს (max 2000MHz vs max 2600MHz), მაგრამ უზრუნველყოფს სამარხიან მეხსიერების სქემის მუშაობას და 2 GPU-ს მუშაობის სქემას max x16+x16 რეჟიმში, ამასთან ერთად აქვს 3 და 4 GPU-ს მხარდაჭერაც. P55 - მხოლოდ x8+x8 სქემას უზრუნველყოფს, მესამე დაფის გამოყენება კი მიზანშეწონილი არ არის. ანუ, როგორც ხვდებით, გეიმერებს P55-ის არჩევის შემთხვევაში მოგიწევთ დათმოთ ვიდეოდაფების "ტოპ" სქემით მუშაობის შესაძლებლობა და სამარხიანი მეხსიერება. ძირითად განსხვავებას თუ "გავუგეთ", გადავიდეთ დედაპლატებზე... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რევიუში გამოყენებული დედაპლატების ფასი "იქ" 150-დან 200 დოლარამდე მერყეობს. ---------------------------------------------------------------------------------------------- როგორც უკვე გითხარით, ტესტში 8 დედაპლატა მიიღებს მონაწილეობას. გავიცნოთ თითოეული მათგანი. 1. ASRock P55 Deluxe. ეს ერთადერთი დედაპლატაა რევიუში, რომელსაც SATA600-ის მხარდაჭერა აქვს. აი სპეციალური ადაპტერიც: 2. Asus P7P55D EVO. 3. Biostar TPower I55. 4. EVGA P55 SLI. 5. Foxconn Inferno Katana GTI. 6. Gigabyte P55-UD4P. 7. Jetway HI05. 8. MSI P55-GD65. სტატიაში ჩასმული მქონდა ყველა დედაპლატის BISO-ის 4-7 სქრინი, მაგრამ გამოქვეყნებისას დაეწერა, რომ "უკაცრავად, მაგრამ თქვენ ჩასმული გაქვთ დასაშვებზე მეტი რაოდენობის სურათი", ამიტომ ბიოსის სქრინები ამოვიღე....ეს კი ყველა დედაპლატის მახასიათებლებია, დაწვრილებით და წვრილად: ---------------------------------------------------------------------------------------------- როგორც ბრძენკაცი იტყოდა, "რევიუ ბენჩების გარეშე იგივეა, რაც ადამიანი მეგობრის გარეშე". ასე რომ გადავხედოთ სატესტო სისტემას და შემდეგ მივადგეთ ბენჩმარკებს... ჩემდა ჭირად ბენჩმარკებისთვის კი გამოიყენება 1156 სოკეტის პროცესორი, მაგრამ ის i7-ია CPU: Intel Core i7-870 (2.93 GHz, 8MB Cache) Cooler: Thermalright MUX-120 RAM: Kingston KHX2133C9D3T1K2/4GX (4GB) DDR3-2133 at DDR3-1600 CAS 8-8-8-24 Graphics: XFX GeForce GTX 285 XXX Edition Power: Corsair CMPSU-850HX 850W Modular ბენჩმარკები: Crysis FarCry 2 STALKER: Clear Sky World In Conflict Audio & Video Encoding image editing/rendering File Compression 3DMark Vantage PCmark Vantage Sandra Arithmetic Mem. Bandtwidth OC ენერგომოხმარება ძაბვის რეგულატორის ტემპერატურა ჯამური ეფექტურობა მინდა მათ ვუთხრა, ვინც ყველა ზედა ცხრილს გადაახდა და პირდაპირ "ჯამურ ეფექტურობა"-ს მიახტა: გენაცვალე, მე ამ ყველაფრის დაკოპირებაზე 1 საათი ვიწვალე და კეთილი ინებე, აახვიე ვებ-გვერდი მაღლა და დაწვრილებით გადაათვალიერე თითოეული გრაფიკი! შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბენჩმარკებში Biostar-მა გაიმარჯვა. მაგრამ ის, რაც ტესტებში არ ეწერა, წერია აქ:"Gigabyte-ის 170 დოლარიანი P55-UD4P, Biostar-ის 185 დოლარიანი TPower I55, Asus-ის 195 დოლარიანი P7P55D EVO და EVGA-ს 200 დოლარიანი P55-SLI ის ოთხი დედაპლატაა, რომელთაც მთელი ტესტირების მანძილზე შეინარჩუნეს სტაბილურობა. ამათგან გიგაბაიტის დედაპლატას აქვს სიდიდით მეორე მაქს. ოვერქლოქინგის მაჩვენებელი, უმაღლესი "base clock", მეხსიერების უმაღლესი სიხშირე, ყველაზე დაბალი ენერგომოხმარება და VRM ტემპერატურა. თანაც ოთხეულიდან იგი ყველაზე იაფია. ეჭვგარეშეა, P55 სისტემის აწყობას თუ დავაპირებ, გიგაბაიტის P55-UD4P-ს ვიყიდი. მაგრამ მოდით ოცნება გვერდზე გადავდოთ და ოპერატიულ მეხსიერებებს მივხედოთ... წარმოდგენილია ექვსი 4GB-იანი კიტი: 1. A-Data DDR3-1333 CAS 9 (მოდელი HY63I1B16K) 2. Crucial DDR3-1333 CAS 9 (მოდელი CT25664BA1339) 3. G.Skill DDR3 CAS 8 (მოდელი F3-10600CL8D-4GBHK) 4. OCZ Gold Series DDR3-1066 CAS 7 (მოდელი OCZ3G10664GK) 5. Patriot DDR3-1600 CAS 9 (მოდელი PVS34G1600ELK) 6. PNY DDR3-1333 CAS 9 (მოდელი არ ვიცი) სატესტო სისტემა: CPU: Intel Core i5-750 (2.66 GHz, 8MB Cache) (ვაშაა, i5 ) Cooler: Thermalright MUX-120 Motherboard: Asus P7P55D v1.02G, BIOS 0606 (09/03/2009) Graphics: Zotac GeForce GTX260² 896MB Power: Corsair CMPSU-850HX 850W Modular OS: Microsoft Windows 7 Ultimate x64 Graphics: Nvidia Forceware 190.62 WHQL Chipset: Intel INF 9.1.1.1014 საუკეთესო ტაიმინგები: მაქს. გამტარობა: გამტარობა-1600: გამტარობა-1333: გამტარობა-1066: ფასი ინტერნეტ-სივრცეში: "ოვერქლოქერული" ღირებულება (ანუ რომელი უკეთ "რაზგონდება"): რომელი კიტი ჯობია, ამის შესახებ დასკვნა თავად გამოიტანეთ, მე გადავიღალე და მხოლოდ საბოლოო დასკვნას შემოგთავაზებთ. თუკი ყელში ამოგივიდათ LGA775 და მასზე მომუშავე გავარვარებული "ტოპ" პროცესორები - Core 2 Quad, გსურთ შეცვალოთ სოკეტი, პლატფორმა, დედაპლატა და საერთოდ ყველაფერი, მე გირჩევთ P55-ს. არა იმიტომ, რომ "გეიმერებს ესეც გეყოფათ". არა გენაცვალე, თუ გნებავთ იყიდეთ Core i7 სისტემა LGA1366-ზე და თან ბენჩმარკებში უმაღლესი ქულების მიღების შანსიც გექნებათ (თეორიული, მაგრამ მაინც). მაგრამ მე მაინც i5-ისკენ ვიხრები, რადგან "ჭკუადამჯდარ" და თხელჯიბიან გეიმერს, რომელსაც X58-ისთვის ფული არ ჰყოფნის, დიახაც უნდა აწყობდეს P55 პლატფორმა. ასე მგონია მე და თქვენ როგორც მოგესურვებათ ისე იფიქრეთ, ჩემ აზრს თავზე ვერ მოგახვევთ... წავედი ვითამაშო ცოტა... ჰო მართლა, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, სოსოს დავესესხები ერთ პოსტს : სხვათაშორის ის არის საინტერესო რომ i5 750, i7 860 და i7 920 დიდი სხვაობა სულაც არ არის და მამენტ შეგიძლაი საკმაოდ შეღავათიან ფასებში i5 იყიდო და ჰაი ენდ კომპი გექნება i7-ის ყიდვის ერთადერთი მიზანი იქნება ოვერქლოქინგ რეკორდები სხვა შემთხვევაში რეალურად გადახარჯვაა (IMHO ) დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით, მე, tomshardware და wikipedia :bow: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
michael Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 p55 vs h55? mat shedarebaze dadet ra posti Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
michael Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 აბსოლუტურად ერთი და იგივეა გეიმინგში მიშო. ერთადერთი სხვაობა მაგათ შორის ისაა, რომ H სერიის ჩიპსეტებს (H55/H57) შეუძლიათ ინტელის i3/i5 პროცესორებიდან ვიდეოსიგნალი მიიღონ და მონიტორზე გაგზავნონ, ხოლო P55-ს - არა. იმ პროცესორებში ისეთებს ვგულისხმობ, რომლებსაც აქვთ გრაფიკული ჩიპი. ესენია i3-5xx სერიის და i5-6xx სერიის პროცესორები. რათქმაუნდა ეგ ვიდეოჩიპები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე გეიმინგ-ვიდეოდაფა, მაგრამ საოფისე კომპიუტერებისთვის სავსებით საკმარისია. ასე რომ თუ ვინმეს მაგ პროცესორების ვიდეოჩიპის გამოყენება უნდა, უნდა იყიდოს H ჩიპსეტის მაზერი. ესაა და ეს. მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
evolution Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 აბსოლუტურად ერთი და იგივეა გეიმინგში მიშო. ერთადერთი სხვაობა მაგათ შორის ისაა, რომ H სერიის ჩიპსეტებს (H55/H57) შეუძლიათ ინტელის i3/i5 პროცესორებიდან ვიდეოსიგნალი მიიღონ და მონიტორზე გაგზავნონ, ხოლო P55-ს - არა. იმ პროცესორებში ისეთებს ვგულისხმობ, რომლებსაც აქვთ გრაფიკული ჩიპი. ესენია i3-5xx სერიის და i5-6xx სერიის პროცესორები. რათქმაუნდა ეგ ვიდეოჩიპები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე გეიმინგ-ვიდეოდაფა, მაგრამ საოფისე კომპიუტერებისთვის სავსებით საკმარისია. ასე რომ თუ ვინმეს მაგ პროცესორების ვიდეოჩიპის გამოყენება უნდა, უნდა იყიდოს H ჩიპსეტის მაზერი. ესაა და ეს. ერთ იმას მივამატებდი რომ fullhd ანუ 1080 გაფართოების ფილმებს თავისუფლად უშვებს და არანაირი პრობლემა არ აქვს თამაშებში კი მოიკოჭლებს, ყოველშემთხვევაში ჩემთან უჭირდა, underground 2_ს კი ვთამაშობდი მედიუმზე :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 რატომაც არ გვიღირს ფული იყოს თორე, რამე 1600-იანი 2X2GB კიტი და 750 ან 860 გაასწორებდა გეიმინგისთვის, მაზერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს ისე რომელს დაითრევ, ასუსის 150$-იც წავა თუ 4GHZ-ზე მაღლა დარაზგონებას არ აპირებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 Foxconn რა სექსუალურია :dabolili: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted December 6, 2010 Share Posted December 6, 2010 და ისე რაზგონისთვის რომელია საუკეთესო ამათ შორის? და საერთოდ რომელი ფირმის მაზერია ამ მხრივ კარგი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted December 6, 2010 Share Posted December 6, 2010 ნუ 90% მაინც 1 ან 2 GPU ზე არიან და ღირს 100% უბრალოდ თუ 860 იყიდიტ ბარემ 1366 და 920 იყიდოტ აჯობებს მადლობა მიშას :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 6, 2010 Share Posted December 6, 2010 ღირს კაცო აბა რა. მით უმეტეს, ტურბოს ხარჯზე რაზგონი ისედაც არაა საჭირო თანამედროვე თამაშების აბსოლუტური უმეტესობისთვის, ისედაც საკმარისი სიმძლავრე აქვთ ნეჰალემებს. რაც გადმოვბარგდი ახალ სისტემაზე, ბოდიშს მოვითხოვ ყველასთან ამ სიტყვებისთვის (რადგან არაეთიკურია ასეთი რამის აქ თქმა), მაგრამ მაგის მერე დიდად ოვერქლოქინგის სურვილი არც გამჩენია. 90% შემთხვევაში საკმარისი ჰორსპაუა აქვს სისტემას. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 7, 2010 Share Posted December 7, 2010 კი ეგრეა ნამდვილათ, ეგ შენი სისტემა დეფოლტზე უფრო სწრაფია ვიდრე ჩემი პროციკა 4GHZ-იან რაზგონზე + ტურბო ბუსტი ერთვება როცა ჭირდება იგრებში, რომც არ დაარაზგონო საერთოდ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.