Jump to content

გთხოვთ დამეხმარეთ...


Gio G

Recommended Posts

გამარჯობათ, გილოცავთ ახალ წელს.

რამდენიმე დღის წინ ვიყიდე HP Probook 4530s, გრაფიკა: AMD Radeon HD 6490M with 1 GB of dedicated GDDR5 აქვს ჩაყენებული და Intel® HD Graphics 3000 1GB ინტეგრირებული, თავიდან SUSE Linux ეყენა და windows 7 Professional x64-ით შევცვალე, ყველა დრაივერი დაყენდა და ati-ს დრაივერს პროგრამას მოყვა switchable graphics საიდანაც შეგიძლია შეცვალო რომელიმე პროგრამა Hihg Performance-თი გაუშვას თუ power saver-ით, როცა Gomplayer-ზე ვუთითებ high performance-ს ვიდეოს რაღაც პატარა ხარვეზები აქვს და power saver-ზე იგივე ხარვეზები არ აქვს, იგივეა თამაშზეც.

ვინმეს შეუძლია რამე მიშველოს? :|

Link to comment
Share on other sites

ვიდეოს ჩვენების დროს ხაზები აქვს

მდა. თუ ისაა, რაც მე მგონია, ცუდია ეგ. ტემპერატურა ნახე აბა მაგ high performance რეჟიმზე როგორი აქვს.

თამაშის დროსაც ხომარ ყრის?

Link to comment
Share on other sites

მიახლოებით შეგიძლია აღგვიწერო როგორი ხაზებია? (ფერადი, უფერო, ჰორიზონტალური, ვერტიკალური...?)

Link to comment
Share on other sites

სურათის გადაღებისას არ გამოჩნდა :( გადასვლებისას აქვს ხაზები ფერადები არაა, თითქოს ქვედა ნაწილი ჩერდება და ზედა აგრძელებს ჩვენებას და მალე სწორდება :))

ტემპერატურა როგორ ვნახო?

Link to comment
Share on other sites

თუ ახალი ნაყიდია ნოუთბუქი არ ექნება ტემოპერატურის პრობლემა

სცადე სხვა ფლეიერი და არა Gomplayer

თუ სხვა გართულებებიც აქვს დააყენე 32 ბიტიანი სისტემა

არაა გამორიცხული თვითონ ვიდეო მასალაც იყოს დაზიანებული ,თამაშებს რაც შეეხება შეიძლება DX გაქვს გასანახლებელი

ვიდეო ბარათის დრაივერს რაც შეეხება Driver Checker გადმოწერე პროგრამა და დააყენე ახალი ვერსია ან კიდევ ვნდოუს Update ში ნახე და იქნება რამე

Link to comment
Share on other sites

ტემპერატურა როგორ ვნახო?

http://www.cpuid.com/softwares/hwmonitor/versions-history.html

აი ამ პროგრამით.

იმის მიხედვით, რაც ზემოთ დაწერე, შეიძლება არც იყოს არტეფაქტები, მაგრამ მაინც საინტერესოა ტემპერატურის ამბები მაგ დროს.

Link to comment
Share on other sites

http://www.cpuid.com/softwares/hwmonitor/versions-history.html

აი ამ პროგრამით.

იმის მიხედვით, რაც ზემოთ დაწერე, შეიძლება არც იყოს არტეფაქტები, მაგრამ მაინც საინტერესოა ტემპერატურის ამბები მაგ დროს.

36.5 °C

დენზე შეაერთე და ნახე იქნებ ბატარეის რესურსი ვერ არის ...

დენზეც იგივეა

Link to comment
Share on other sites

ზემოთ რაც დავწერე ისე გააკეთე

სხვა ფლეიერი სცადე პირველ რიგში ვიდეოზე და თამაშებზე დრაივერს და DX ს მიხედე

Link to comment
Share on other sites

გარანტია ხომ აქვს მიიტანე და ანახე თუ უშველეს ხომ კარგი თუარადა გამოაცვლევინე :)

ისე საშინლად არ მომწონს ეგ პრობუქები, ეკრანი არცერთს არ უვარგა ჩევენება არ აქვთ კარგი

Link to comment
Share on other sites

ზემოთ რაც დავწერე ისე გააკეთე

სხვა ფლეიერი სცადე პირველ რიგში ვიდეოზე და თამაშებზე დრაივერს და DX ს მიხედე

DivX ვცადე და იგივეა, DX-ახალი მიყენია

Link to comment
Share on other sites

DivX ვცადე და იგივეა, DX-ახალი მიყენია

ზუსტად კი ვერ ვიგებ რას ამბობ მაგ ხაზებში ?

თამაშებზე ჭედავს ? ახალ თამაშებზე გაჭედავს რადგან არაა გე ძლიერი ვიდეო ბარათი '

ახალი დრაივერ გადმოწერე

Link to comment
Share on other sites

თამაშებზეც შვრება? atitool რომ გაუშვა და ნახო? კარგად ვერც მე ვხვდები როგორ ხაზებზეა ლაპარაკი. ესეთი მოძრავი ხაზები ხომ არაა სურათზე როა (გაადიდე და ისე ნახე)

rdcah.jpg

Link to comment
Share on other sites

ზუსტად კი ვერ ვიგებ რას ამბობ მაგ ხაზებში ?

თამაშებზე ჭედავს ? ახალ თამაშებზე გაჭედავს რადგან არაა გე ძლიერი ვიდეო ბარათი '

ახალი დრაივერ გადმოწერე

სწრაფი მორძრაობის დროს რაღაც ნაწილი ჩამორჩება ხოლმე მაგრამ უცბად სწორდება

nfs run ვცადე ჯერ მარტო :))

თამაშებზეც შვრება? atitool რომ გაუშვა და ნახო? კარგად ვერც მე ვხვდები როგორ ხაზებზეა ლაპარაკი. ესეთი მოძრავი ხაზები ხომ არაა სურათზე როა (გაადიდე და ისე ნახე)

rdcah.jpg

atitool საიდან გადმოვწერო? :)

დაახლოვებით ეგეტია ოღონ მთელ გამოსახულებაზე არაა პატარა ნაწილზეა ხოლმე და უცბად ქრება

Link to comment
Share on other sites

აქედან შეგიძლია:

http://www.techpowerup.com/downloads/436/ATITool_0.26.html

ეგ atitool რას შვრება საერთოდ? :))

Link to comment
Share on other sites

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რისი ბრალი უნდა იყოს, მარტო ქვემოთ თუ შვრება ეგრე. ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ გარანტია გაქვს, მიუტანო და ანახო რასაც შვრება.

Link to comment
Share on other sites

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რისი ბრალი უნდა იყოს, მარტო ქვემოთ თუ შვრება ეგრე. ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ გარანტია გაქვს, მიუტანო და ანახო რასაც შვრება.

მარტო ქვემოთ არ შვრება :( ხო მგონი მასე ჯობს :(

Link to comment
Share on other sites

FURMARK გაატარე ან რაიმე სერიოზულ სტრესში და ნახავ თუ გამოჩნდება რამე, ისე თუ თამაშებში და ვიდეოებზე გიკეთებს სადღაც 90% რომ ვიდეოს GPU-ს დაერხა ანუ შეიძლება რაიმე წუნიანი ვიდეო შეჰხვდა.

Link to comment
Share on other sites

NFS Run ს ბევრად უკეთესი ვიდეო კარტა სჭირდება და რა თქმა უნდა გაჭედავს მაგაზე :) აბა ცოტა დაბალი დონის თამაში სცადე

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.