Jump to content

KFA2 GeForce GTX 570 MDT X4


Recommended Posts

e519605f56e48c833e66a14e18e6a881.jpg

საკუთარი წარმოების ბეჭდური დაფის, გაგრილების სისტემისა და ბირთვზე 800 მჰზ სიხშირით, გამოშვებით, კომპანია KFA2-მა ვიდეობარათი GeForce GTX 570 შემდეგ საფეხურზე აიყვანა. მოდით, ჯერ პირველ რიგში გავარკვიოთ ის, თუ რას ნიშნავს MDT X4.. როდესაც მოხდა Eyefinity-ის წარდგენა, NVIDIA-სთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო და საინტერესო ის გახლავთ, რომ ის არასდროს იყენებდა რაიმე სახის ამგვარ ტექნოლოგიას თავის ერთ ვიდეობარათისთვის.

დღესდღეობით, მას გააჩნია Surround view რეჟიმი, მაგრამ ამისთვის, საჭიროა ორი ცალი ასეთი პროდუქტი SLI-ში ან ძალიან ძვირადღირებული GeForce GTX 590, ორი ბირთვით. ამჟამად, ტემპი ამ სეგმენტის ბაზარზე, საკმაოდ დაბალია და დაფების პარტნიორები გულმოდგინედ ცდილობენ თავიანთ ნაწარმებში ახალი ოპციების შეტანას - მათი გარჩევისა და სათანადო დონის გადაწყვეტილებების შემოთავაზებას -კონკურენტებთან შედარებით. ხოლო, ერთ-ერთი მოთხოვნა, GTX 560, GTX 570 და GTX 580-ს მაგვარ ბარათებზე იყო ის, რომ მათ ჰქონოდათ surround view-ის მხარდაჭერა.

დღევანდელი ტესტირების მთავარი გმირი გახლავთ MDT X4 მოდელი, რაც გულისხმობს ოთხი მონიტორის ერთდროულად დაკავშირების საშუალებას და მათ გამოყენებას დესქტოპისთვის, წარმადობის რეჟიმისთვის და ასევე გეიმინგისთვის. მას გააჩნია 2/3/4 დისპლეის მხარდაჭერა - span და 2x2-ის - stack კონფიგურაციაში, DVI-კონექტორების მეშვეობით. თუმცა, ამის შესახებ, ოდნავ მოგვიანებით.

ახლა კი, მგონი უკვე დროა უშუალოდ მიმოხილვაზე გადავიდეთ.

GeForce GTX 570-ის გრაფიკული პროცესორი

პირველ რიგში, მოდით ვთქვათ ორიოდე სიტყვა რეფერენს პროდუქტზე. GTX 570-ში გამოყენებულია მსგავსი GPU, რაც GTX 580-ში, თუმცა რამდენადმე შეზღუდული უნარებით. ეს გახლავთ GF100 ASIC-ზე დაფუძნებული რევიზია, რომელიც ცნობილია GF110 სახელწოდებით. მასში მცირე არქიტექტურული ცვლილებებია, ზოგიერთი რამ ამოღებულ იქნა, თუმცა გაჩნდა დამატებითი ფუნქციონალური იუნიტები ტესელაციისთვის, შეიდინგისა და ტექსტურებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ბირთვი კვლავინდებურად დიდი ზომისაა, რადგანაც ის ისევ 40 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით მზადდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ რეფერენსული GeForce GTX 570 აჩქარებულია 732, ხოლო შეიდერ პროცესორები - 1464 მჰზ-მდე.

bd6ed707e1a8.jpg

მეხსიერების ოდენობამ, NVIDIA-ს 400 და 500 სერიის ვიდეობარათების უმეტესობაში, 1 გბ-იან ზღვარს უკვე გადააბიჯა. თითოეული ფართიშენი იყენებს ერთ კონტროლერს შესაბამის გრაფიკულ ბირთვზე და მასთან ერთად, 256 მბ-ს.



  • GTX 470-ს გააჩნია ხუთი მეხსიერების კონტროლერი (5x256MB) = 1280 MB GDDR5
  • GTX 480-ს - ექვსი (6x256MB) = 1536 MB GDDR5
  • GTX 570-ს - ხუთი (5x256MB) = 1280 MB GDDR5
  • GTX 580-ს - ექვსი (6x256MB) = 1536 MB GDDR5

ამ ყველაფრისა და 320-ბიტიან ინტერფეისის საშუალებით, გრაფიკული ბირთვი მუშაობს ფრეიმბუფერის გამტარიანობის ძალიან მაღალ დონეზე. ეფექტური რეფერენს სიხშირე მეხსიერებისთვის შეადგენს 3800 მჰზ-ს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის და განხორციელებული ცვლილებების გასაცნობად, გადავიტანოთ მონაცემები ცხრილში:

d2511eb8808d.jpg

გადავინაცვლოთ ROP (Raster Operation) ძრავზე, რომელიც GTX 580-ში 48 ცალია. ისინი განკუთვნილნი არიან ისეთი თავისებურებებისთვის, როგორიცაა პიქსელ-ბლენდინგი და ანტი-ალიასინგი, ხოლო GTX 570-ში, მათი რაოდენობა 8-ით ნაკლებია. გარდა ამისა, მას მთლიანობაში გააჩნია 6 ტექსტურების ფილტრაციის იუნიტი, მათგან ყოველი ოთხი კი მიბმულია თითოეულ SM-ზე.



  • GeForce GTX 470 has 14 SMs X 4 Texture units = 56
  • GeForce GTX 480 has 15 SMs X 4 Texture units = 60
  • GeForce GTX 570 has 15 SMs X 4 Texture units = 60
  • GeForce GTX 580 has 16 SMs X 4 Texture units = 64

40 ნმ-ზე დაფუძნებული, GF110 გრაფიკული ბირთვი აღჭურვილია თითქმის 3 მლრდ ტრანზისტორით. თერმოპაკეტის დონე დაახლოებით 219 ვ-ია, რაც მსგავსი პერფორმანსის მქონე, GTX 480-თან შედარებით, 30 ვ-ით ნაკლებია. ეს კი არც თუ ისე ცუდი შედეგია.

86695852d3fc2070fe86f596538b0fbf.jpg

გალერეა

გაიცანით, GeForce GTX 570, MDT X4 მოდელი. მისი ღირებულება დაახლოებით 325~350 ევროა. უშუალოდ ბარათის გარდა, ყუთში რა თქმა უნდა, მოთავსებულია სტანდარტული ნაკრები, რომელშიც შესულია ინსტრუქცია, დემო, დრაივერების დისკი, 6-პინიანი კვების კონექტორები და HDMI-კონვერტერი (მინი).

c9e46dbeaeb2ca661870bb3c7130b7c0.jpg

f6a8963a3852ec983e2c4443f7d78fa4.jpg

272f394cda5c9c8e34d8c458508d5ead.jpg

რეფერენს GeForce GTX 570 ბარათები აღჭურვილნი არიან 1.2 გბ მეხსიერებით, ხოლო მათი სიხშირეები გაზრდილია 732/1464/3800 მჰზ-მდე, ხოლო KFA2-ს ამ მოდელისა კი - 800/1600/3800-მდე.

b66525bdd331273c1371e9b25b2253ae.jpg

ბარათის სიგრძე 27 სმ-ია. რასაკვირველია, სურვილისამბერ, შესაძლებელია მისი გამოყენება SLI-კონფიგურაციაშიც.

c175e50e1798278013d4458c10dd3170.jpg

KFA2-ს სურდა, რომ პროდუქტს ჰქონოდა ოდნავ მეტი აჩქარების პოტენციალი და გადაწყვიტა ის აღეჭურვა 6 და 8-პინიან PEG კონექტორებით.

0e1ad35e615882b3f6c0e0c83754baff.jpg

მთლიანობაში, მოწესრიგებული შესახედაობის და შავი გაფორმების მქონე PCB, უამრავი მცირე კომპონენტით. მასზე აგრეთვე განთავსებულია ყველა მაღალი რეზოლუციის მონიტორის მხარდაჭერის მქონე, ოთხი dual-link DVI კონექტორი და ხოლო უკიდურეს მარჯვენა მხარეს კი, ვხედავთ mini-HDMI-საც (კონვერტერი კომპლექტშია).

e9f75cb2c2c7fc14c935cca98c493248.jpg

როგორც ხედავთ, კონექტორების რაოდენობა სერიოზულად უშლის ხელს ჰაერის ნაკადის გამოსვლას, ასე, რომ დარწმუნდით, თქვენი კომპიუტერის კეისის კარგ ვენტილაციის ხარისხში.

MDT - ამას როგორ აკეთებენ?

19259c929b1bd46117b25cfc460bb515.jpg

მულტი-დისპლეი ტექნოლოგიის მხარდაჭერისთვის, Galaxy/KFA2-ს ალტერნატიული გზა უნდა მოეძებნა. IC იჭერს მონიტორის სიგნალს, შემდეგ ჰყოფს და აერთებს მას ერთ დიდ რეზოლუციად. გამოყენებული ჩიპის სახელწოდებაგახლავთ IDT VMM 1400 IC, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ ერთ DisplayPort გასასვლელით მოახდინოს ოთხამდე დისპლეის ჩართვა და მიიღოს ვერტიკალური გამოსახულების მხარდაჭერა. ის წარმოადგენს VESA DisplayPort v1.1a, HDMI v1.3 და VESA DDM Standard-თან თავსებად, მულტი-მონიტორ კონტროლერს - ერთ DisplayPort input და ოთხ HDMI ან DVI output გასასვლელებით. მისი გაშვების შემდეგ, ის ადგენს საკუთარ output პორტებში დაკავშირებულ დისპლეების რაოდენობას, პოულობს Extended Display Identification Data (EDID)-ს - თითოეული მათგანისთვის, ქმნის EDID-ის შესაბამის კომბინირებულ რეზოლუციებს და ეს ყველაფერი გამოაქვს DisplayPort ინტერფეისზე - Hot Plug Detect (HPD)-ის გააქტიურებით. კომპიუტერული კუთხით კი, ჩანს მხოლოდ ერთი, დიდი ზომის მონიტორი.

KFA2 GeForce GTX 570MDT X4 კონფიგურაცია

ამგვარად, MDT-ს ტექნოლოგია ფაქტობრივად ეფუძნება NVIDIA Surround Vision-ის მსგავს პრინციპს.

368b03bf4f353d6be25297176fdd80b3.jpg

იდეა მარტივია, KFA2 იღებს ყველაზე ფართო გამტარიანობის მქონე, ხელმისაწვდომ სიგნალს და ანაწევრებს მას. თუმცა, თუ ის შეზღუდულია, თქვენ მაშინვე სხვადასხვა ლიმიტაციების წინაშე აღმოჩნდებით. ამ მიზეზის გამო, ჩვენ სამ 1920x1200-ის ნაცვლად, შევაერთეთ ორი და განცალკევებით კიდევ ერთი ცალი - email/ბრაუზინგისა და მსგავს სამუშაოებისთვის.

MDT ფუნქციას გააჩნია ვირტუალური რეზოლუციების მხარდაჭერა - 1920x1200-მდე, 3 დისპლეის გამოყენებით, თუმცა ერთი უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ ისინი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ 50 ჰზ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, surround view რეჟიმში თამაში შეუძლებელი იქნება.

ed17d5c17bbfb9e51a238d6d5272a7e7.png

სისტემის ჩართვის შემდეგ, მონიტორები მცირე ხანს დაიწყებენ ციმციმს და წესით, ისინი უკვე მზად უნდა იყვნენ გარკვეულ ფართო რეზოლუციისთვის. შედით properties/resolution პარამეტრებში და აირჩიეთ სასურველი ზომები.

822be26e8d87ec7279d9f8d8d7605619.jpg

კიდევ ერთი უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ თქვენ ვერ შეძლებთ იმის მომართვას, თუ რომელი მონიტორი იქნება მარჯვნივ, მარცხნივ ან შუაში. ასე, რომ მოგიწევთ კაბელების ხელახლა დაკავშირება იქამდე, სანამ მათ სასურველ პოზიციებს მიუჩენთ.

კვების მოხმარების დონე

აქ ჩვენ ვტვირთავთ GPU-ს და არა პროცესორს. before და after ვოლტაჟებით შევიტყობთ, თუ დაახლოებით რამდენ კვებას მოიხმარს ვიდეობარათი დატვირთვაზე.

სისტემა დაფუძნებულია 3.75 გჰზ-მდე აჩქარებულ Core i7 965-ზე. სისტემურ დაფისთვის და პროცესორისთვის, ენერგო დაზოგვის ფუნქციები გამორთულია.



  1. System in IDLE = 162W
  2. System Wattage with GPU in FULL Stress = 317W
  3. Difference (GPU load) = 155W
  4. Add average IDLE wattage ~ 25W
  5. Subjective obtained GPU power consumption = ~ 180 Watts

1170a6dc3b24c015f0542a6f19335b01.png

ვიდეობარათის ტემპერატურები

პირველ რიგში, შევიტყოთ IDLE (დესქტოპ) ტემპერატურები.

1947c8628f121ea812b0c643e54dde6c.png

50 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა ნორმალურ შედეგად მიიჩნევა, 40-მდე კი - საკმაოდ კარგად. რაც შეეხება გეიმინგის პროცესს, ჩვენ გავუშვით თამაშის მსგავსი ინტენსივობის მქონე აპლიკაცია და გავზომეთ GPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით.

29b50a2f2313ec48cb8d8a864a363d6f.png

GPU-ს მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირებულ იქნა მის სრული დატვირთვის პირობებში.

ხმაურის დონეები

31dac2733dcc9615f0ffa311282b2d1d.png

ხმაურიანობის გაზომვისთვის, dBA-მზომი შევაჩერეთ კომპიუტერის კეისიდან 75 სმ-ს დაშორებით. ზემოთ მოცემულია IDLE რეჟიმის შედეგები, სადაც ვიდეობარათს დიდად სულ არ არის დატვირთული.

c215f19054b3a525625977dd7fa71aec.png

სრულად დატვირთულ პირობებში (თამაშის დროს), დაფიქსირდა 43 დბ. ამ დროს, ჰაერის ნაკადის გაგონება მართალია შესაძლებელია, მაგრამ გამაღიზიანებელი სულაც არ არის.

ტესტირების გარემო და კომპონენტები



  • სისტემური დაფა - MSI Big Bang XPower X58
  • პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHz
  • ვიდეობარათი - KFA2 GeForce GTX 570 MDT X4
  • 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHz
  • კვების ბლოკი - 1200 Watt
  • მონიტორი - Dell 3007WFP - up to 2560x1600

ოპერაციული სისტემა და Software:



  • Windows 7 RTM 64-bit
  • DirectX 9/10/11 End User Runtime (latest available)
  • NVIDIA GeForce series latest WHQL 285.62 WHQL

ბენჩმარკები:




  • Battlefield 3
  • Battlefield Bad Company 2
  • Colin McRae Dirt 2
  • Far Cry 2
  • Call of Duty: Modern Warfare 2
  • Crysis 2
  • Anno 1404
  • 3DMark Vantage
  • 3DMark 11
  • Metro 2033
  • Alien vs Predator
  • Lost Planet 2
  • Hard Reset

DX9: Hard Reset

4e335557edb67d3850a9c83849ffa7ef.png



  • DirectX 9
  • Ultra Quality settings
  • 4x MSAA
  • 16x AF
  • Internal benchmark

9ab23469c87b607d673cc2d6950ff611.png

ცხრილში აგრეთვე შეტანილ იქნა GTX 590, ASUS Mars II და EVGA GTX 580 Classified ვიდეობარათებიც. უჩვეულო აქ არაფერია, მხოლოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ არც თუ ისე ურიგოდ გამოიყურება GTX 560 Ti 448 core-ის შედეგიც.

DX9: Call of Duty: Modern Warfare 2

გამოსახულების ხარისხის პარამეტრები ამ თამაშში მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე იქნა დაყენებული.

5210aa923dd168185ecacaebc10a28c0.png



  • Level Contingency
  • 4x Anti-Aliasing
  • 16x Anisotropic Filtering
  • All settings maxed out

363f4ec33697f959bc2b54377fd843e9.png

შედეგები მოცემულია 1920x1200 გაფართოებაზე.

DX10: Far Cry 2

e90cbf4a840816584654f43b2ae7cb0d.png



  • Level Ranch Small
  • high-quality DX10 mode
  • 8x AA (Anti-aliasing)
  • 16x AF (Anisotropic Filtering).

64dd4e423cc1afdc88fba607e0d233cf.png

საკმაოდ მსგავსი პარამეტრები, DX10, ძალიან მაღალი გამოსახულების ხარისხი და რვა AA.

DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery

cb689faa99a27d7b6ed259b0b984dec3.png



  • enable everything
  • enable the highest possible image quality settings.
  • DirectX 10 mode
  • 4x Anti-Aliasing enabled.
  • Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities.

მცირე შენიშვნა: 448 core-ის შედეგი 1600x1200 გაფართოებაზე არის 81 და არა 91 FPS.

1919d0b3554ec09cc9753238e6d5ec5c.png

როგორც ხედავთ, წარმადობის დონე საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ თამაში ნებისმიერ რეზოლუციაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდეს.

DX10: 3DMark Vantage

86ff73f1a540bfe582898df14afdc5af.png

bc07be7f0560e4516ac2b697cf6b3913.png

ბარათი აგროვებს დაახლოებით 23K GPU და ამდენივე P შედეგს, რაც უდავოდ მაღალი წარმადობის დონის მანიშნებელია.

DX11: Metro 2033 - The Last Refuge

1e81fa5c75aa9002edb4c5475509a94c.png

ტესტს აქ გავატარებთ მხოლოდ DX11 რეჟიმში. ზემოთ მოცემულია შედეგები გამოსახულების სხვადასხვა რეზოლუციების დროს. ბარათს აქ არცთუ ისე იოლი პერიოდი უდგას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტსაც. პარამეტრები მაქსიმალურ დონეზეა, ჩართულია AAA ანტი-ალიასინგი, რომელიც დაახლოებით შეესაბამება 4xMSAA-ს.

6594e4908400ddd7bd9307f304670ee9.png

შემდეგში, ამ თამაშს გამოვიყენებთ DirectX 11 ბენჩმარკის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ წინა თაობის (DX9/10) ვიდეობარათები ამ კონკრეტულ რეჟიმში, ტესტირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ზევით მოცემულია შედეგები 1920x1200 გაფართოებაზე, მაქსიმალურ პარამეტრებზე.

DX11: Colin McRae DiRT 2

c8da02ab89932f1cf8b9e9a5ac4542c6.png



  • Baja Iron Route 1
  • 8x Anti-Aliasing
  • 16x Anisotropic Filtering
  • All settings maxed out

359d63b245c0d835cb6b7633a817b86f.png

აქ გავააქტიურეთ DX11-ტესელაცია და 8x ანტი-ალიასინგი - 1920x1200 გაფართოებაზე.

DX11: Battlefield Bad Company 2

761ddf9c4f596e3ef263fef0d3cb51e6.png



  • Level Upriver
  • DirectX 11 enabled
  • 8x Multi-sample Anti-aliasing
  • 16 Anisotropic filtering
  • All image quality settings enabled at maximum

798f2bea9269398a1d6c6df146b2ead0.png

ცხრილში მოცემულია მთელ რიგ DX11 ბარათის შედეგები - 8xAA და 16xAF, 1920x1200 რეზოლუციაზე.

DX11: 3DMark 11

Graphics Test 1



  • Based on the Deep Sea scene
  • No tessellation
  • Heavy lighting with several shadow casting lights

Graphics Test 2



  • Based on the Deep Sea scene
  • Medium tessellation
  • Medium lighting with few shadow casting lights

Graphics Test 3



  • Based on the High Temple scene
  • Medium tessellation
  • One shadow casting light

Graphics Test 4



  • Based on the High Temple scene
  • Heavy tessellation
  • Many shadow casting lights

Physics Test



  • Rigid body physics simulation with a large number of objects
  • This test runs at a fixed resolution regardless of the chosen preset

d3f7f718576261390eacb034bf0c8934.png

3DMark 11 ჩართულ იქნა წარმადობის რეჟიმში და იქიდან გამომდინარე, რომ ის არის DirectX 11 აპლიკაცია, ცხრილში მოხვდნენ მხოლოდ მისი მხარდაჭერის მქონე ბარათები.

DX11: Crysis 2 - High Res Textures

1583aa869a5668e693e6628718589a5c.png




  • DirectX 11
  • High Resolution Texture Pack
  • Ultra Quality settings
  • 4x AA
  • Level - Times Square (2 minute custom time demo)

38508b919532fd3f34bb3e49fbc4c6ca.png

გასაკვირი აქ არაფერია, ეს თამაში 1900x1200 გაფართოებაზე, DX11/HQ ტექსტურების რეჟიმსა და Ultra პარამეტრებზე, ნებისმიერი ვიდეობარათისთვის ურთულესი გამოცდაა.

ეს გახლავთ მცირე დემო-რგოლი - თამაშის წარმადობის გასაზომად. ეს მხოლოდ ზოგადი ჩანაწერია და ის სპეციალურად მხოლოდ დღეს ტესტირებად ბარათისთვის არ გაკეთებულა. ჩვენს წინაშე Times Square ეტაპია.

DX11: Battlefield 3

b2f3274f794a95280c4d6037bf1a3d7a.png




  • DX11
  • Ultra mode
  • 4xMSAAAA enabled
  • 16x AF enabled
  • HBAO enabled
  • Level: Operation Swordbreaker

1920x1200 გაფართოების შემდეგ, ფრეიმების სიხშირე ვარდება, რაც გამოწვეულია GPU-ზე გრაფიკული მეხსიერების შეზღუდვებით.

b0588bb0744bdcb6d35e93a35a56b5ff.png

ცხრილში მოცემულია სხვადასხვა ბარათები 1920x1200 გაფართოების დროს. რგოლი ჩაწერილ იქნა Operation Swordbreaker ეტაპის დროს, რაც კვლავინდებურად გაკეთდა თამაშის პერფორმანსის გასაზომად და არა კონკრეტულად ამ ვიდეობარათისთვის.

აქ ჩვენ ვიყენებთ DX11 რეჟიმს, Ultra პარამეტრებით. ეს ეტაპი წარმოადგენს კარგ ბალანსს - ვიდეობარათის გრაფიკული ბირთვისა და პროცესორის გამოყენების მხრივ, რითაც ის იდეალურია GPU-წარმადობის გასაგებად და თამაშის ძრავიც, აქ საუკეთესოდ წარმოჩინდება.

DX11: Alien Versus Predator

aa1b1e5ae2c1cd3e7245e91e9712a8ae.png

თამაში დაიტესტა 1920x1200 გაფართოებაზე, 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე - ვიდეობარათის უფრო მეტად დატვირთვისთვის. გამოსახულების ყველა პარამეტრი დაყენებულ იქნა მაქსიმალურ ნიშნულებზე - customized კონფიგურაციის ფაილის დახმარებით.

DX11: Lost Planet 2

438d8ec8fb4134e53f58b93fa62c873f.png

გამოყენებულ იქნა 2560x1600 რეზოლუცია, 4xMSAA და 16X ანიზოტროპული ფილტრაცია - ვიდეობარათების კიდევ უფრო მეტად დატვირთვისთვის. ყველა პარამეტრი აქაც მაქსიმალურ დონეზეა.

მულტი დისპლეი წარმადობა

რასაკვირველია, მიმოხილვას ვერ დავასრულებდით სამი მონიტორისგან მიღებული წარმადობის შედეგების გარეშე. გამოსახულების ხარისხის პარამეტრები ზემოაღნიშნულ ბენჩმარკებში გამოყენებულის მსგავსია.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ შეგვეძლო თამაშების სამ 1920x1200 დისპლეიზე განვრცობა, გამოვიყენეთ ორი და ამგვარად, მივიღეთ 3840x1080 პიქსელი. ხოლო მასთან შედარებით, 5760x1080-ზე, პერფორმანსის დონე შემცირდებოდა ერთი მესამედით, რაც არც თუ ისე კარგად გამოჩნდებოდა.

DX11: Battlefield Bad Company 2

df0e193a3898a1ef99831c0c13b78a22.png

Crysis 2 - DX11 - High Res Textures 4xA

16c13c93225b0e76588a67bfdb395a82.png

DX10: Anno 1404

826b6a81bb880a1e2c18c8810a90e609.png

DX10: Far Cry 2 8xAA

d4f15223fb6db559d62de7bdd9e21e47.png

რასაკვირველია, ძველი თამაშების წარმადობის დონე უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე თანამედროვეებისა. რეალურად კი, თუ გსურთ ასეთ კონფიგურაციაში BF3, Crysis 2 და მისთ. ტაიტლებისგან თვალწარმტაცი გეიმპლეის მიღება, დაგჭირდებათ მეორე ვიდეობარათიც.

ოვერქლოქინგი

0e226ce06ee312ee1c756ca7977815c6.png

ბარათის აჩქარება შესაძლებელია 850 მჰზ-მდე ბირთვზე - ვოლტაჟის მომართვის გარეშე. ხოლო მასზე 1.1 ვ-ს დაყენებით, მიღწეულ იქნა სტაბილური 920 მჰზ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა ამით, GPU-ს ტემპერატურამ მოიმატა 73 გრადუსამდე. ხმის დონე დაახლოებით იგივე, 44 დბ დარჩა.

6dd7ed0f96b2492facca75d099b7a82f.png



  • DirectX 11
  • High Resolution Texture Pack
  • Ultra Quality settings
  • 4x AA
  • Level - Times Square (2 minute custom time demo)

f5bf3161f10a1902e8610ab32463327d.png

ზემოთ მოცემულია წარმადობის შედეგები GPU-რესურსების საკმაოდ მომთხოვნ, 3DMark 11-ში.

0b827b7dd2b5bf16979f870af428f27e.png

აქ კი, თამაში Alien versus Predator, 1920x1200 გაფართოებით - 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე.

დასკვნა

KFA2 GeForce GTX 570 MDT X4 მართლაც საოცრად სასიამოვნო პროდუქტია და ეს მხოლოდ მულტი-დისპლეი ფუნქციონალურობას არ ეხება. ძველი თამაშების ამ კონფიგურაციაში ჩართვით, არცთუ ურიგო გეიმპლეის მიღება შეიძლება, თუმცა არ არის გამორიცხული წარმოიქმნას გარკვეული პრობლემები იმ რეზოლუციებთან, რომელთა მხარდაჭერაც მათ არ გააჩნიათ. ახალი ტაიტლებისთვის კი, ეს რეჟიმი ერთი GPU-სთვის ზედმეტად დიდ დატვირთვას წარმოადგენს.

თუ თქვენ გსურთ სამი მონიტორისგან შემდგარი გამოსახულების მიღება (5760x1080), როგორც უკვე ითქვა, მათ გათვალისწინებული უნდა ჰქონდეთ 50 ჰზ, შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ custom-რეზოლუციის შექმნა - NVIDIA-ს დრაივერის მეშვეობით. ეს კი ნამდვილად კომპრომისია. სიტყვაზე 1280x1024 ან მაგალითად 1680x1050/1600x1200 დისპლეის გამოყენებით, თუნდაც 60 ჰზ-ზე, არანაირ უსიამოვნებას არ შეხვდებით.

გარდა თვალწარმტაცი გარეგნობისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ის მნიშვნელოვნად მაღალ სიხშირემდე (800 მჰზ) აჩქარებული პროდუქტია, ხოლო თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ ბირთვის ვოლტაჟის 1.1 ვ-ზე დაყენებით, შესაძლებელია 900 მჰზ-ის გადაჭარბებაც.

0210a66515cdbaad05049cea4d1ac88d.jpg

ამ ბარათს ნამდვილად არ აქვს ის უარყოფითი მხარეები, რომლებზეც შეშფოთება ღირდეს. ტემპერატურები კარგია, რეფერენს-მოდელთან შედარებით, უკეთესი, ამასთან, ის აჩქარებული მოდელიცაა. ხმაურიანობის დონე მნიშვნელოვნად დაბალია (თუმცა, კარგი იქნებოდა, დატვირთულზე უფრო ჩუმი რომ ყოფილიყო) და ის იძლევა შთამბეჭდავ წარმადობის დონეს ნებისმიერ თამაშში. პრობლემას არც მაღალი გაფართოება წარმოადგენს. ყველაზე მაღალ ანტი-ალიასინგსა და გამოსახულების ხარისხის პარამეტრებზე, 1920x1200-მდეც კი, თქვენ მაინც შეინარჩუნებთ თვალისმომჭრელ გეიმინგ-ატმოსფეროს. ხოლო თუ ამის გაკეთება MDT-რეჟიმში გადაწყვიტეთ, უმჯობესი იქნება, რომ მეორე, ნებისმიერი ბრენდის, იგივე ვიდეობარათზეც დაფიქრდეთ. თუმცა, რასაკვირველია, სამ 1280x1024 ან 1680x1050 მონიტორის გამოყენების შემთხვევაში, მისი დამატება არ მოგიწევთ.

KFA2-მ უდავოდ დიდებული პროდუქტი წარმოადგინა. მართალია, შეიძლებოდა სულ ოდნავ ჩუმი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს დიდ უარყოფით მხარედ არ უნდა ჩაითვალოს. მოწონებას იმსახურებს ისიც, რომ ის წინასწარ არის აჩქარებული და მისი პერფორმანსის შედეგები, განუწყვეტლივ GTX 580-თან ახლოსაა. ამას დაუმატეთ თვალწარმტაცი გარეგნობაც და მიიღებთ შესანიშნავ ბარათს, რომელიც შედის კატეგორიაში ‘very much recommended’. იმედი ვიქონიოთ, რომ ის უფრო მეტად გახდება ხელმისაწვდომი ევროპაში, რადგან KFA2 ბრენდი ნამდვილად იმსახურებს ქსელების გაფართოებას, რის მიღწევაც, ამ კონტინენტზე არცთუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

დიდი მალდობა მიმოხილვისთვის :thumbsup:

რაც შეეხება ვიდეო ბარათს ,ძალიან კარგი 570 ია დიზაინითაც და ფუნქციონალურადაც ,რაც მთავარია იმათ გამოადგებათ ყველაზე მეტად ვისაც სურს 4 დისპლეიზე ან ცოტა ნაკლებზე მუშაობა ან თამაში ,საინეტრესოა MSI ის Twon Frozr III ის 570 თუ სჯობს ეს

მოკლედ მართლა ძალინა კარგი 570 ია და ერთ-ერთი საუკეთესო დღეს-დღეობით

Link to comment
Share on other sites

ხმაური დიდი არაფერი ბედენაა მათთვის, ვინც ასეთ ვიდეოდაფას ყიდულობს. საკმაოდ მძლავრია, ვიზუალიც კარგი აქვს, ბრავო KFA-ს.

მართლა და აქამდე რატომ არ მსმენია ამ ფირმის შესახებ არაფერი? :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

ხმაური დიდი არაფერი ბედენაა მათთვის, ვინც ასეთ ვიდეოდაფას ყიდულობს. საკმაოდ მძლავრია, ვიზუალიც კარგი აქვს, ბრავო KFA-ს.

მართლა და აქამდე რატომ არ მსმენია ამ ფირმის შესახებ არაფერი? :ugly_confused2:

არ გეპატიება მიშა შენ ეგ :D არადა ახალი ფირმა არაა და არაერთი მაგარი ვიდო ბარათი აქვს გამოშვებული :)

თუ არ ვცდები ამასაც ეხსენბა ხო მთლიანად Heatsink და ქულერი და ეგრევე "ამოდის"

Link to comment
Share on other sites

აუუუ რა მხეცუნიაააააა :xelebi: ეგ უნდა მიასვა წყალზე, 3 ცალი FULL HD P-IPS მონიტორი 24" ან 27" და ვიგულავეეეეეეეთ

Link to comment
Share on other sites

KFA2 GeForce GTX 580 MDT X4 Graphics Card http://guru3d.com/news/kfa2-geforce-gtx-580-mdt-x4-graphics-card-/ ხო სპეციფიკური კარტაა, ყველას არც დაჭირდება ეგეთი ფუნქციებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.