Jump to content

კამერისთვის ბატარეები შემარჩევინეთ


Login

Recommended Posts

ეს აპარატი მაქვს http://www.amazon.com/Canon-PowerShot-Digital-Optical-Stabilized/dp/B0011ZCDKS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1323203629&sr=8-1 და თავისი ბატარეები ძალიან მალე უჯდება, გამორთული რომ დავტოვო და შიგ ედოს მაინც იხარჯება, ჩართვიდან ინტენსიურად რო ვიღებ სურათებს მაგალითად ერთი საათი ეგრევე ჯდება, ამაზონზე ვნახე რაღაცეები მაგრამ ტყუილად არ მინდა ფულის გადაყრა, იქნებ ვინმემ იცის კარგები რომელია.

Link to comment
Share on other sites

ამონარიდი ჩემი თემიდან:

თუკი კამერა "AA" ტიპის ელემენტებზე მუშაობს (ასეთი არამხოლოდ სასაპნეებია, Pentax უშვებს "AA"-ზე მომუშავე SLR-საც), დაგჭირდებათ ორი კომპლექტი ნორმალური აკუმულატორი. პირადი გამოცდილებით გირჩევთ არ გაეკაროთ 2500, 2800, 3000 mAh ტევადობის "სუპერელემენტებს". იყიდეთ 2000 mAh-იანი Sanyo Eneloop. რატომ 2000-იანი და რატომ მაინცდამაინც Eneloop? ახსნილია აქ:

"AA" ზომის დასატენი ელემენტები არის Ni-MH შემცველობის და ახასიათებთ მალე დაჯდომა (უხმარად დების დროსაც). მაგალითად თუ დღეს ჩემი 2500mAh-იანი ელემენტები დავტენე, დავდე "ყოველი შემთხვევისთვის" და ერთი კვირის შემდეგ დამჭირდა, აღმოვაჩენ, რომ სიმძლავრის 25-30% უკვე დაკარგული აქვს და დატენილი 2500mAh-ის ნაცვლად 2000-ზეა ჩამოსული. დიდი ვერაფერი სიახლეა ხომ? სწორედ ამიტომ მწარმოებლებმა შექმნეს "ნელაგანმუხტვადი" Low Self Discharge (LSD) აკუმულატორები, რომელთაც უქმად დების დროს კვირაში შეიძლება მხოლოდ 10-15% სიმძლავრე დაკარგონ. სწორედ ასეთ აკუმულატორებს განეკუთვნება Sanyo Eneloop და ამიტომ გირჩევთ მათ გამოყენებას. რათქმაუნდა დაგჭირდებათ შესაფერისი დამტენიც. დამტენის ძირითადი მოთხოვნაა ელემენტების ცალ-ცალკე (და არა წყვილებად) დატენვა. ეს იმიტომაა საჭირო, რომ წყვილად დატენვისას თუკი ორი ელემენტიდან ერთი მაინც მიაღწევს 100%-ს, წრედი ავტომატურად ითიშება. თუკი ასეთ დროს მეორე ელემენტი მხოლოდ 70%-ზე იქნება დატენილი, დამტენი მას მაინც დატენილად ჩათვლის. Ni-MH ელემენტის არასრულად დატენვა კი მისი საექსპლოატაციო პერიოდის შემცირებას ნიშნავს. დამტენის საუკეთესო ვარიანტია La Crosse-ის წარმოების დამტენები, მაგალითად ეს:

http://www.amazon.com/Crosse-Technology-BC500-Battery-Charger/dp/B0031ERMO4/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1323241609&sr=8-4

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო უმორჩილესად გთხოვთ ერიდოთ "AA" ტიპის ელემენტების მქონე ფოტოტექნიკას, ან თუ გვერდს ვერ აუვლით, ეცადეთ და ზემოთ მოყვანილი გარემოებები გაითვალისწინეთ.

დღეისთვის ყველაზე იაფი ენელუპი:

https://www.amazon.com/dp/B004UG41W8/ref=as_li_ss_til?tag=photandsoon-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B004UG41W8&adid=163YRQYQJ5ZFXDN4Q2MD&

დღეისთვის ყველაზე იაფი ხარისხიანი დამტენი:

https://www.amazon.com/dp/B0031ERMO4/ref=as_li_ss_til?tag=photandsoon-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B0031ERMO4&adid=01N0346GDDCCD6GE8YQD&

Link to comment
Share on other sites

ამონარიდი ჩემი თემიდან:

დღეისთვის ყველაზე იაფი ენელუპი:

https://www.amazon.com/dp/B004UG41W8/ref=as_li_ss_til?tag=photandsoon-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B004UG41W8&adid=163YRQYQJ5ZFXDN4Q2MD&

დღეისთვის ყველაზე იაფი ხარისხიანი დამტენი:

https://www.amazon.com/dp/B0031ERMO4/ref=as_li_ss_til?tag=photandsoon-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B0031ERMO4&adid=01N0346GDDCCD6GE8YQD&

მაგ ელემენტებს ვიყიდი და დამტენი მაგას ეს ჯობნის ? http://www.amazon.com/Crosse-Technology-BC-700-Battery-Charger/dp/B000RSOV50/ref=pd_bxgy_e_img_c

Link to comment
Share on other sites

კი, ჯობნის, მარა მაგ დამტენის და ელემენტების ფულს ერთი მაგდენი დაამატე და ბარემ რამე ახალი ციფრული იყიდე, არის 100$-ის ფარგლებში კარგი ვარიანტები

Link to comment
Share on other sites

კი, ჯობნის, მარა მაგ დამტენის და ელემენტების ფულს ერთი მაგდენი დაამატე და ბარემ რამე ახალი ციფრული იყიდე, არის 100$-ის ფარგლებში კარგი ვარიანტები

რავი, თუ ახალს ვიყიდი რამე უფრო კარგს ვიყიდი, პროსტა ეს რამოდენიმე თვე მაინც იყოს, კაი დახურე თემა

Link to comment
Share on other sites

რავი, თუ ახალს ვიყიდი რამე უფრო კარგს ვიყიდი, პროსტა ეს რამოდენიმე თვე მაინც იყოს, კაი დახურე თემა

კარგი, თუ რამეა ახალი გახსენი, ან PM მომწერე და ამას გავხსნი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.