X-treme user Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 Fujifilm X 'პრემიუმ-კლასის' კამერების ხაზის მესამე წარმომადგენელი გახდა მოდელი X-S1, რომლის მთავარ ღირსებად მიიჩნევს 'სუპერზუმ' კატეგორიის უხსნადი ობიექტივი - 26-იანი ზუმით. მას აგრეთვე გააჩნია სტაბილიზატორიც და მოიცავს ფოკუსურ მანძილს - 6,1-დან 158,6 მმ-მდე (35 მმ-იან ეკვივალენტში 24-624 მმ). ციფრული Zoom იძლევა გამოსახულების ორჯერ უფრო ახლოს მოტანის საშუალებას, ამასთან მაქსიმალური დიაფრაგმა იცვლება F/2,8-დან F/5,6-მდე, ხოლო მინიმალურის მუდმივი მნიშვნელობა კი შეადგენს F/11-ს. გარდა ამისა, ამ კომპონენტის კონსტრუქციაში შესულია 12 ჯგუფში გაერთიანებული 17 ლინზა, მათ შორის ოთხი ასფერული ელემენტი და ორი ED მინა. ფოკუსირების მინ. მანძილი 30 სმ-ია, თუმცა Super Macro Mode რეჟიმში, ის მცირდება 1 სმ-მდე. კამერა აღჭურვილია 2/3 დუიმ ფორმატის, EXR CMOS ტიპის გამოსახულების სენსორით, 12 მპ გაფართოებით, ისეთით, როგორიც მოდელ FinePix X10-შია. მას გააჩნია მუშაობის სამი რეჟიმი, რომელიც განკუთვნილია განათების სხვადასხვა პირობებისთვის: High Resolution, Wide Dynamic Range და High Sensitivity & Low Noise. მისგან გამომავალი სიგნალი მუშავდება პროცესორ EXR-ით, რომელიც იძლევა სერიული გადაღების საშუალებას - შვიდამდე (Large JPEG) ან ათამდე (Medium JPEG) კადრ/წმ-მდე. ასევე შესაძლებელია ფოტოსურათის მიღება - RAW ან RAW+JPEG ფორმატში ერთდროულად. გათვალისწინებულია სტერეოხმის მქონე, მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა (1080p/30) H.264-ში. ხოლო მონაცემთა შენახვისთვის, გამოიყენება SD/SDHC/SDXC (UHS-I) ტიპის მეხსიერების ბარათი. გადაღებისთვის ხელმისაწვდომია PASM რეჟიმები (პროგრამული, დიაფრაგმის პრიორიტეტი ან დაყოვნება და 'ხელისა'). შუქმგრძნობელობის სტანდარტული დიაპაზონი მოიცავს მაჩვენებლებს - ISO 100-დან ISO 3200-მდე, გაფართოებული კი - ISO 12800-მდე. მოდელის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 0,47 დუიმ დიაგონალის და 1,44 მლნ. წერტილ რეზოლუციის მქონე, ელექტრონული ვიდეომაძებარი, რომელიც ფარავს კადრის ფართობის 100%-ს. 3-დუიმიან, მბრუნავი თხევად-კრისტალური ეკრანის გაფართოება კი გახლავთ 460 ათასი წერტილი. Sunny Day რეჟიმი იძლევა დისპლეიზე გამოსახულების ნახვის საშუალებას კაშკაშა მზის სინათლეზეც კი. კამერას გააჩნია ე.წ.'Hot shoe', USB 2.0, HDMI და 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონის შესაერთებლად. ელემენტის ერთი დამუხტვა საკმარისია 500 სურათის გადასაღებად. პროდუქტის ზომები შეადგენს 135 х 107 х 149 მმ-ს, ხოლო მასა კი - 920 გ-ს (ელემენტით და მეხსიერების ბარათით). IXBT, Fujifilm 4 Quote
მიშა Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 ფუჯი არ მიყვარს დიდად იმიტომ, რომ სარკიან კამერებს არ აწარმოებს, თუმცა ასეთ ჰიბრიდებში ბადალი არ ჰყავს. კაი მძიმე კია ისე :D Quote
Vako™ Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 მშვენიერი კამერაა. ფასი რამდენი იქნება? Quote
გათი Posted January 5, 2012 Posted January 5, 2012 ეს კამერა ამას მაგონებს ოღOნდ მეორე მხრიდან :D Quote
Ako*G Posted January 5, 2012 Posted January 5, 2012 ეს კამერა ამას მაგონებს ოღOნდ მეორე მხრიდან მართლა მაგრა გავს წარმოვიდგინე რო აზუმებს და ამის პირი წინ და უკან რო მოძრაობს :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.