Jump to content

iGame GTX560Ti Kudan


Recommended Posts

კომპანია Colorful-მა ოფიციალურად წარმოადგინა ვიდეობარათი iGame GTX560Ti Kudan. ის მოთავსებულია დიდი ზომის, 820 х 165 х 140 მმ-იან ყუთში, რომელშიც აქსესუარების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ თვითონ პროდუქტი მათ ფონზე უკვე იკარგება. ის აღჭურვილია სამი ფენის მქონე გაგრილების სისტემით, რომელიც იკავებს გაფართოების 3 სლოტს კომპიუტერის კორპუსში. მათ შორის ბეჭდურ დაფასთან ახლოს განლაგებულის ზომა 80 მმ-ია, ხოლო დანარჩენი ორი 70 მმ-იანია და მათი Shark Bionic ხრახნების ფორმა უზრუნველყოფს ხმაურის დონის შემცირებას.

083881c3108308d58491a984d0271884.jpg

8e48c8542594c767f6a310ef4064dae0.jpg

მოდელი დაკომპლექტებულია ორ BIOS-მიკროსქემით, რომელთაგანაც ერთი ითვალისწინებს ქარხნულ სიხშირეებს (820/4000 მჰზ-ს - GPU-სა და მეხსიერებისთვის), ხოლო მეორე - გაზრდილს (900 და 4200 მჰზ-ს შესაბამისად). მათ შორის გადართვა კი ხდება PCB-ზე განთავსებულ ღილაკის მეშვეობით. გარდა ამისა, კომპლექტში შესულია Power-Kit მოდული, რომელიც ყენდება დაფის უკანა მხარეს. მას გააჩნია კვების ოთხი დამატებიი ფაზა (საერთო ჯამში, მათი რაოდენობა ხდება 12) და კიდევ ერთი აღნიშნული მიკროსქემა, რომელშიც შეტანილია უკვე ექსტრემალური მაჩვენებლები - 1010 და 4500 მჰზ.

e47534d95723e33570f63cf6721211db.jpg

eaffedf6edc0e819a3430fe2eb6bd55b.jpg

ნაწარმს ასევე თან ერთვის Air-Kit ნაკრები, რომელიც შედგება ხუთ დამხმარე რადიატორისგან. ისინი მაგრდება ქულერის სითბური მილაკების გარკვეულ ადგილებზე და უზრუნველყოფენ დამატებით გაგრილებას.

670fc39fe5a90a5e1f9fe328692b9f7c.jpg

სულ ეს არ არის, მომხმარებელი აგრეთვე მიიღებს Color-Kit კომპლექტსაც. მასში შესულია რვა ცალი აკრილის საღებავი და სამი ფუნჯი, რომლის საშუალებითაც, ენთუზიასტებს შეეძლებათ საკუთარ ხელოვნური ნატურის დემონსტრირება და ქულერის საფარველის გაფორმება მათი გემოვნებისდა მიხედვით. მსგავსი რამ, აქამდე ნამდვილად არავის არ შემოუთავაზებია.

d9d2a4dd7673675d3226817505dbeca6.jpg

გაგრილების სისტემის ქვეშ, დამალულია კიდევ ერთი Mini PCI-E სლოტი, რომელიც ითავსებს WHDI-ინტერფეისის ან TV-ტუნერის ფუნქციას (ხელმისაწვდომია ოპციონალურად). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოდულ Power-Kit-ისა და გაფართოების ბარათების დაყენებისთვის, აუცილებელი გახდება ქულერის მოხსნა.

ნაწარმი სულ მცირე დროში გამოჩნდება ევროპისა და აზიის ბაზრებზე. ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება გადააჭარბებს 400 ევროს.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ფასით 580-ის დონისაა და წარმადობით მოვა მაგის დონემდე? მარტო დაბალი ტემპერატურა ხომ არ არის საქმე?! მთავარია შესაძლებლობები, თუ ფუნჯებში უნდა აიღონ ზედმეტი 250$? ბარემ 1 ცალი პალიტრაც მოაყოლონ.

ამ ფასში დაუფიქრებლად ავირჩევდი 580-ს.

Link to comment
Share on other sites

ლოლ

გააფერადე შენით :D

ესეთი რამე მართლა არ მინახავს

მაგრამ ეს დამატებითი კვების ფაზები და 1010 და 4500 მჰზ სიხშირეები საღოლ

ისე კაი მონსტრი კი არის ზომით

ამის ჩამოტანა ცალკე ვიდეოს ფასი დაგიჯდება :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ფუნჯები რა "ლედ უნდოდათ ადექით და იყიდეთ

400 ევროზე ძვირიო? 270 დოლარამდე დაითრევ ჰავკ 560ტი-ს :SNEMOTICON13:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ფუნჯები რა "ლედ უნდოდათ ადექით და იყიდეთ

400 ევროზე ძვირიო? 270 დოლარამდე დაითრევ ჰავკ 560ტი-ს :SNEMOTICON13:

მეც მაგას ვამბობ, აქ რომ ლაპარაკი იყოს 50$-ის ფარგლებში, ბაზარი არაა, სიახლის ვარიანტში გადაიხდი, მაგრამ თითქმის იგივე სიძლიერს კარტა რომ ნახევარი ფასი ღირს, ამის პიკასო დედა არ ვატირე?! თან რამდენი ფერის საღებავი მოყვა, "რუბენსის ცოლს" დახატავ.

Link to comment
Share on other sites

ჩემი უსაყვარლესი სერიაა ეს :blush:

ყოველთვის უმაგრესია ამ სერიის ვიდეო ბარათები და ბევრად ძლიერი სტანდარტულ მოდელებზე თან ლიმიტირებულად გამოდის

Link to comment
Share on other sites

ამათ თავი ხო არ მიარტყეს რამბავია 500 მწვანე

თან რამხელა მახინაა

ან ეს ფუნჯები და საღებავები რა უბედურებააა რომელი "პიკასო" იყიდის ამას

მარა სოსოს თქმის არ იყოს ეს გიგაგერციანი სიხშირე და კვების ფაზები ასწორებს :D

Link to comment
Share on other sites

ამათ თავი ხო არ მიარტყეს რამბავია 500 მწვანე

თან რამხელა მახინაა

ან ეს ფუნჯები და საღებავები რა უბედურებააა რომელი "პიკასო" იყიდის ამას

მარა სოსოს თქმის არ იყოს ეს გიგაგერციანი სიხშირე და კვების ფაზები ასწორებს :D

ზდაროვა რავა ხარ? შენგან ვიყიდე ეს GTS250 მარკერით დავახატავ კვების ფაზები და ფუნჯები ღის 300 დორალი :D ზეიდან? :D

Link to comment
Share on other sites

ფუნჯები რა "ლედ უნდოდათ ადექით და იყიდეთ

400 ევროზე ძვირიო? 270 დოლარამდე დაითრევ ჰავკ 560ტი-ს :SNEMOTICON13:

+1

Link to comment
Share on other sites

ამ ვიდეო ბარათს ისეთი გაგრილების სისტემა და რაზგონის პოტენციალი აქვს რომ ვერც იოცნებებს Mars II იც კი :) ცოტა კი გადავამეტე მაგრამ მართლა მაგარია :D

Link to comment
Share on other sites

ზდაროვა რავა ხარ? შენგან ვიყიდე ეს GTS250 მარკერით დავახატავ კვების ფაზები და ფუნჯები ღის 300 დორალი :D ზეიდან? :D

რავი ამ 200 დოლარიან ფუნჯების ხელში როგორ ვიქნები? :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

აუ ეხლა დავფიქრდი რა უაზრობაა :D ფასი არაა ცნობილი 400 ან მეტი ანუ :D 400 ევრო ამ წამს გადავამრავლე არის 900 ლარი ზუსტად ხო და 50 ევროთი ძვირი რო იყოს და ეს რაღაც იავაზოვსკის GTX560 450 ევრო რო ღირდეს ხო გამოდის უკვე 1000 ლარი აიი რატო უნდა იყიდო ეს როცა წახვალ ჯიტეკში :D და 2 ცალ GTX560 TI იყიდი და გაუშვებ სლაიში გინდა მერე ეს დაარაზგონე გინდა გამოარაზგონე იმაზე კაი შედეგს მაინც ვერ მოგცემს ეს არის პროსტა აი მანიაკი რო ხარ და გაქ საშუალებაც და გკიდია რა

Link to comment
Share on other sites

ძაან მაგარი ვიდი აქვს სიხშირეებიც კარგია გაგრილების სისტემაც კარგია "პიკასოდ" ქევა მომწონს :D მაგრამ აი ფასიიიი :SNEMOTICON13: 580-ს ვიყიდიდი აუცილებლად :D

Link to comment
Share on other sites

ნუ ვისაც ფული აქვს იმას გაუსწორდება... მე პირადად არ გავაფერადებდი შავი უფრო საკაიფო ვიდზე დგას...

მაგრამ რამხელა ყუთშია ჩადებული მაგის დედა ვატირე სიგრძეში ალბათ 1 მეტრამდე მაინც იქნება არა? :D

Link to comment
Share on other sites

რა ძვირია,მარა ფუნჯები კარგია,ხატავ და რამე :D ზედ "UCKING Edition For Price" დააწერდი :D

Link to comment
Share on other sites

ვისაც ფული აქვს ეჰ ნეტა რატომ არ იყიდისxelitavi.gif :(

Link to comment
Share on other sites

820 х 165 х 140

ეს ეხლა შევამჩნიე მაგრამ 82 სანტიმეტრი თუ ყოფილა კიდე არაუშავს მეთქი მეტრზე გრძელი იქნება თქო...

Link to comment
Share on other sites

მეც ვნახე ეხლა ამ კარტაზე ინფო და მართლა მაგარი რამეა http://www.3dnews.ru/news/619785/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.