Jump to content

Foxconn Quantumian 1


Recommended Posts

სისტემური დაფების სხვა მწარმოებელთან ერთად, კომპანია Foxconn-მა 'შემთხვევით' გაავრცელა Sandy Bridge-E-სთვის განკუთვნილი ასეთი პროდუქტის ფოტოსურათები. მოდელის სახელწოდება გახლავთ Quantumian 1, რომელიც განეკუთვნება 'გეიმერულ-ოვერქლოქერულ' სერია Quantum Force-ს და გააჩნია ფუნქციონალის გაფართოების ფართო შესაძლებლობებით. სოკეტის ორივე მხარეს განთავსებულია ორ-ორი სლოტი DIMM DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, ხოლო დაყენებული პროცესორები მიიღებენ 14-არხიან სქემას. ყურადღებას იპყრობს ქარხნული რადიატორების მოკრძალებული ზომები VRM ტრანზისტორებსა და ჩიპსეტზე. კვების დამატებით პორტ EPS12V (8 კონტაქტი)-ის რაოდენობა კი მხოლოდ ერთია.

8a8cec86fd0a092d5957a07c11c8a224.jpg

ქვევით, ადგილი ერგო PCI Express x16-ის ოთხ ინტერფეისს (წითელს, როგორც ჩანს, გააჩნია PCI-E 3.0 x16-ის გამტარიანობის უნარი - 128 გტ/წმ-მდე), ამდენივე SATA 3 და SATA 6 გბიტ/წმ გასასვლელს, ასევე PCI, PCI-E x1-ს. გარდა ამისა, ბეჭდურ დაფაზე განლაგებულია ჩართვისა და გადატვირთვის, დამხმარე სიხშირის რეგულირებისა და ოვერქლოქინგის ღილაკები. ATX 24-pin-სა და Serial ATA-ს შორის, მჭიდროდ მოთავსდნენ ძაბვის საზომი კონტაქტები.

5f79d36561e73ffd6d3713669e505a0d.jpg

უკანა პანელზე ვხედავთ ერთ PS/2-ს კლავიატურისთვის, ექვს ცალ USB 2.0-ს, UEFI-პარამეტრების ჩამოყრის კლავიშს, ოპტიკურ და კოაქსიალურ S/PDIF-ს, ორ პორტს - გიგაბიტიან ქსელისთვის, წყვილ USB 3.0, eSATA-ს, აუდიოსისტემის, ორი საბ-ვუფერისა და რვა სატელიტის მხარდაჭერის მქონე, 6 Mini-Jack გასასვლელს.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ვა ესენი კიდე უშვებენ მაზერებს?

775 სოკეტზე ქუხდა ამათი და DFI სახელი

ეეხლა სამწუხაროდ აღარ

Link to comment
Share on other sites

ჩადგებიან მწყობრში

Link to comment
Share on other sites

ეს მაზერი სომეხია? "ქვანტუმიან!" :mameda:

:D

looks cool

Link to comment
Share on other sites

ეს მაზერი სომეხია? "ქვანტუმიან!" :mameda:

:lollol: :lollol:

პ.ს. მგარია FoxConn.

მაგათგან ისწავლა ასუსმა და EVGA-მ დედაპლატების დიზაინი...

X58 პირველი იყო Bloodrage შავ/წითელში.

მერე გამოუშვეს Rampage IV Extreme-ები და Classified-ები.

Link to comment
Share on other sites

პ.ს. მგარია FoxConn.

მაგათგან ისწავლა ასუსმა და EVGA-მ დედაპლატების დიზაინი...

X58 პირველი იყო Bloodrage შავ/წითელში.

მერე გამოუშვეს Rampage IV Extreme-ები და Classified-ები.

Bloodrage და DFI X58 Lanparty UT რჩებიან ჩემთვის დედაპლატების მამათა-მამებად :)

Link to comment
Share on other sites

Bloodrage და DFI X58 Lanparty UT რჩებიან ჩემთვის დედაპლატების მამათა-მამებად :)

:yes:

Link to comment
Share on other sites

სად გაქრა ფოქსკონის სახელგანთქმული დიზაინი? :SNEMOTICON13:

+1 :| არ მომეწონა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.