Jump to content

Overclockers.GE ჟურნალ "ნავიგატორ"-ში!

Recommended Posts

ლეპტოპი თუ გაქვთ რომელიმეს, ლაივსტრიმი შეგიძლიათ ჩართოთ გვაჩვენოთ ოვერქლოქინგის პროცესი :)

:programisti: გუდ აიდეა .

EEPC და ვებ კამერა არ წავა? :D

Link to comment
Share on other sites

:programisti: გუდ აიდეა .

EEPC და ვებ კამერა არ წავა? :D

წავა როგორ არ წავა :)

Link to comment
Share on other sites

ხო. კაია ერთ სესიას ჩავაარებ. წავათრევ ჩემ 7500 სხვა მაზერზე და იქ ვცდი ბედს. არ გამიშვა ამ P5Q Se ვერსიამ. 1.5+ ვოლტი ა მმაცემინდა და სადამდეც გაქაჩა (4.18გჰზ) იქამდე ავიყვანე.

ეხლა ვაპირებ კაკ მინიმუმ 4.5+ დავადებინო . საუკეთესო 5 :D :dabolili:

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

რო არ დავედოსეთ უფრო მეტი იქნებოდა

ქართველმა(თუ რუსმა) ჰაკერებმა განახორციელეს დოს შეტევები ამ საიტზე???

საინტერესოა,

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ქართველები იყვნენ, რუსებს არაფერი აქვთ ჩვენთან საერთო.

Link to comment
Share on other sites

ქართველები იყვნენ

ქართველ ჰარეკებზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს

უფრო სწორად არანაირი :D

Link to comment
Share on other sites

თქვენ თუ ეგენი ჰეკრები გგონიათ საიტს რახან ასეთი რამე უქნეს :chojinfc:

ვინ არიან და რას აკეთებენ, შეიძლება სადმე ეწეროს ინტერნეტში?

ჰაკინკ.ჯი ვიცი ერთი ფორუმი, აღარ მუშაობს კაი ხანია

ბოტნეტი სად იშოვეს?

საქართველოში აქვს ვინმეს?

Link to comment
Share on other sites

არა არსად არაფერი არ წერია ,ვინ არიან შეიძლება იცის ბევრმა ,მაგრამ აქ ამაზე საუბარი არ გამოვა

ეს თემა დავიწყებას მიეცა და ხელახლა ამაზე კამათის წამოწყება არ ღირს :)

  • Upvote 1

ok

ზოგადად მაინტერესებს, OC-ს შემთხვევა არა :)

main ra gainteresebs vigac boroti xalxi gvdosavda magram ukve vegar shedzleben

ახალი ძრავის დახმარებით

Link to comment
Share on other sites

გეოჰაკ-ზე არის რამოდენიმე რომელსაც შეიძლება ცოტაოდენი გაეგებოდეთ.

პ.ს ჰაკერი ცუდი ადამიანი ნუ გგონიათ, ჰაკერები 4 ჯგუფად იყოფიან :D

Black Hat ეს არის ჰაკერი რომელიც ამხობს კომპიუტერულ უსაფრთხოებას. ადამიანი რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს: (კომპიუტერს, ინტერნეტს) ვანდალიზმისთვის, ტერორიზმისთვის, ნგრევისთვის, თაღლითობისთვის, ქურდობისთვის და სხვა კრიმინალური ქმედებისთვის. ეს შეიძლება გამოიხატოს : დაშორებულ კომპიუტერებთან წვდომით, მათი ზომბირებით, დაცული ინფორმაციის მოპარვით, აგრეთვე პროგრამების გატეხვით. იგი მთელს ჰაკერულ წრეში ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად ითვლება სხვა ჰაკერული წარმოსადეგობებისგან განსხვავებით. Black Hat ჰაკერები აგრეთვე იყოფიან ნამ ნაწილად: პირველი ეს არის ნიჭიერი, მცოდნე , საკმაოდ ინტელექტუალი პიროვენება რომელიც თვითონ წერს პროგრამებს და ამა თუ იმ სკრიპტებს. მეორე ეს გახლავთ ეგრედ წოდებული Script kiddie რომელიც არ გახლავთ ექსპერტი კომპიუტერულ უსაფრთოხებაში. იგი სისტემაში აღწევს პროგებისა თუ სხვა ჰაკერული იარაღების დახმარებით რომელიც დაწერილია სხვების მიერ. მესამე ეს არის ეგრედ წოდებული Hacktivist პიროვნება რომელიც Black Hat-ის ამ დარგს მიეკუთვნება გახლავთ მცოდნე და ამავდროულად ამბიციური. იგი თავის ცოდნას იყენებს რათა ხალხს გამოუცხადოს ესა თუ ის პოლიტიკური შეტყობინება. ვებ ვანდალიზმი მათთვის ყევლაზე საინტერესო და საჭირო დარგია თუმცა არა აუცილებელი.

White Hat-ები არიან ეთიკური ჰაკერები, რომლებიც ტეხავენ კომპიუტერული უსაფრთხოებას ოღონდ არა ზიანის მომტანი მიზეზებისთვის ან მიზნებითვის. მათ ჩვეულებრივ აქვთ გასაზღვრული ეთიკის კოდი. ისინი მუშაობენ მფლობელებითვის რათა გააუმჯობესონ ან აღმოაჩინონ უსაფრთხოების სისუსტეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში. მწარმოებლებითვის, რომლებიც აქტიურები არიან კომპიუტერულ თუ ნეტ ბაზარზე White Hat ჰაკერები მათთვის ბიზნესისა და წამატებული პროდუქციის საწინდარია. ისინი Black Hat-ებისგან განსხვავებით კმაყოფილდებიან იმითი რასაც ბედი აძლევთ. White Hat-ები გვხვდებიან: როგორც ვებ უსაფრთოების საკითხებში ასევე პროგრამულ უსაფრთხოებებშიც.

Grey Hat ამ დარგის წამომადგენლები გახლავთ ორაზროვანი ჰაკერები. ისინი დგანან ლეგალურობისა და არალეგალურობის საზღვარზე. უმეტეს შემთხვევაში ისინი არიან გულახდილად ამღიარებლები თავიანთი ნამოქმედარის. მათ სინამდვილეში მშვიდი ცხოვრება სურთ შეიძლება რომელიმე Grey Hat -ი სათამაშო დათუნიების საიტის ადმინობაზეც ოცნებობდეს, მაგრამ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებს ვანდალიზმისთვის ან პირადი ამბიციებისთვის. ისინი უფრო შემბრალებლები არიან ვიდრე Black Hat-ები მაგრამ არც ისეთი კეთილები და პატიოსნები როგორიც White Hat-ები. ლეგალური პიროვნებებისთვის ისინი ყველაზე მეტად სახიფათონი და გაუკონტროლებელნი არიან. კომპანიის უფროსს ურჩევნია იცოდეს რომ მისი პროგრამერი Black Hat - ია ან White Hat-ი ვიდრე ეჭვი ეპარებოდეს იმაში რომ იგი Grey Hat ჰაკერია.

Blue Hat-ი გახლავთ მრჩეველი კომპიუტერული უსაფრთხოების დარგში. იგი კონსულტანტის სახით არის წამოდგენილი ჰაკერულ წრეში. იგი არ ერევა არცერთ ჰაკერულ ქმედებაში არ ტეხავს არაფერს და არც ფულს იღებს რაიმე პროგრამის გასაუმჯობესელად. ესე ვთქვათ სახალხო მთქმელის სავარძელი უჭირავს. ასევე არის მასწავლებელი. უნიჭოთა დამრიგებელი. microsoft.com-ი თავის ფართო ბიზნესში ხმარობს ამ ტერმინს და ხშირათ აწყობს Blue Hat ინსტრუკტაჟებს (ბრიფინგებს) თავისი კომპანიის განვითარებისთვის. წყარო http://geohack.ge

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

თუ გსურთ იაფი კატეგორიის ტექნოლოგიით, 3–4-მაგი ფასის მქონე ძვირადღირებულ ტექნოლოგიას დაეწიოთ, ან ხართ გეიმერი და თქვენი კომპიუტერის წარმადობა თანამედროვე თამაშებისთვის არ გყოფნით, ან უბრალოდ გსურთ კომპიუტერის შიდა თუ გარე მიკროარქიტექტურაში და ზოგადად კომპიუტერულ ტექნოლოგიაში გაერკვეთ, ამ დანაკლისის შევსებასა და კონკრეტული ცოდნის შეძენაში Overclockers.ge დაგეხმარებათ.

ფორუმი Overclockers.ge 2007 წელს შეიქმნა. გიორგი მარგებაძემ, ზვიად ხარატიშვილმა, ნოდარ სვანიძემ, დათო დვალმა, ვანო ნარიმანიძემ და ზურა უთმელიძემ ერთმანეთი ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმების საშუალებით გაიცნეს. პირველი ურთიერთობის საშუალებაც Skype და სხვადასხვა ფორუმები იყო, სადაც საკუთარ ინტერესებს და გამოცდილებებს ერთმანეთში ცვლიდნენ. როდესაც წინ წაიწიეს და ინფორმაციაც საკმაოდ დაგროვდა, გადაწყვიტეს, რომ ცალკე ფორუმი ჩამოეყალიბებინათ, სადაც თავიანთ გამოცდილებას მომხმარებლებს გაუზიარებდნენ და მათ პროგრამულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევდნენ.

შემდეგ მოგროვდა იუზერების ბაზა. საწყისი ეტაპზე ფორუმი 100 კაცისგან შედგებოდა, აქედან 90 მაყურებელი, ხოლო 10–აქტიური იყო. დასაწყისში ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი, გაიტესტა უამრავი კომპიუტერული ნაწილი. იმ მომენტისათვის მსგავსი არაფერი ხდებოდა საქართველოში და Overclockers.ge-მ მხოლოდ ინტერესის გულისთვის, წმინდა ენთუზიაზმით დაიწყო ამ საქმის კეთება. როგორც ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, არც ერთ მათგანს ფორუმის დაარსებიდან დღემდე არანაირი მატერიალური სარგებელი არ უნახავს. ფორუმს ერთადერთი სპონსორი ჰყავს - კომპიუტერული მაღაზია Gitec, რომელიც ოვერქლოქერებს ახალი ტექნოლოგიით ამარაგებს.

თავიდან ძალიან მარტივად დაიწყეს, ჰობის დონეზე. როდესაც ამოიწურა ყველა რესურსი და ჰაერის გაგრილების გამოყენებით უკეთესის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ექსტრემზე გადავიდნენ - წყლის, მშრალი ყინულისა და თხევადი აზოტის გაგრილების ტექნოლოგიების გამოყენებით ოვერქლოქერებმა გაცილებით უკეთესი შედეგები მიიღეს და საერთაშორისო ასპარეზზეც გამოიჩინეს თავი. დღეისთვის HWbot.org-ზე, რომელიც მსოფლიოს ოვერქლოქერების შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი არენაა, უკვე არსებობს Overclockers.ge-ს გუნდი, რომელიც საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს და 1700 გუნდში მე-80 ადგილზეა.

ფორუმელების საქმიანობის მთავარი იდეა არის, იყიდო იაფად და მიიღო იმაზე მეტი წარმადობა, ვიდრე ძვირადღირებული ტექნიკით მიიღებ. იუზერების ნახევარი ფორუმზე შემოსვლისას კითხულობს „რა ვიყიდო ამ ბიუჯეტში?“. შესაბამისად, იღებს რჩევას, რა პოტენციალის ტექნოლოგია შეუძლია იყიდოს თავისი ბიუჯეტით.

„მისი შეძენის შემდეგ კი ვეხმარებით შედეგის ამოწურვამდე, ოღონდ ისე, რომ არაფერი გააფუჭოს, რადგან ჩვენი ჰობი ექსტრემში ძალიან სახიფათოა. ერთი ვიდეო დაფის დატესტვას ერთი დღე მიაქვს, რთულ ტესტს შესაძლოა 2–3 დღეც დასჭირდეს. ჩვენ ვტესტავთ არა მაქსიმალურად ძვირფას ტექნოლოგიას, არამედ მეინსტრიმსა და საშუალო ფასის კატეგორიას, რომლის ყიდვის საშუალებაც ქართველ მომხმარებელს აქვს.“ ამბობს Overclockers.ge–ის ერთ-ერთი ძირძველი ადმინისტრატორი ზურა უთმელიძე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და თანაფორუმელებს საზღვარგარეთიდან უახლესი ტექნოლოგიების შედეგებით იმ დანაკლისს უვსებს, რაზეც საქართველოში ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

„აქაური ფორუმელები ჩვენი სპონსორის “Gitec”-ის მიერ შემოტანილ მეინ სტრიმს და საშუალო პროდუქციას ტესტავენ, მე–High-end ტექნოლოგიებს, იმ ტექნიკას რაზეც საქართველოში ხელი არ მიუწვდებათ. შემდეგ კი საიტზე მიმოხილვას და ვიდეოს ვდებ, რომ იცოდნენ რამდენად ღირს ამ ტექნიკის ქართულ ბაზარზე შემოტანა. თავიდანვე, როცა ფორუმი ჩამოყალიბდა მე ვიღებდი ჩემ თავზე რისკს, ვტესტავდი ახალ ტექნიკას და თუ რაიმე გაფუჭდებოდა ვეუბენებოდი იგივე აღარ გაეკეთებინათ. ამ რისკზე იმიტომ მივდიოდი, რომ გერმანიაში უკეთესი საგარანტიო პირობებია, იოლად ცვლიან გაფუჭებულ ნაწილებს, მით უმეტეს, როცა რომელიმე კონკრტული ფირმის ტექნიკას კარგი შედეგით დადებ, ეს მისთვის მარკეტინგული სვლაა და აინტერესებს.“

ამჟამად ფორუმზე 3000 წევრია და დაახლოებით 100 მუდმივად ონლაინშია. მათი რეიტინგის და იუზერების რაოდენობის გაზრდას ადმინისტრაციის წევრები ფორუმზე არსებული მეგობრული გარემოს გავლენას მიაწერენ. ამბობენ, რომ ნებისმიერი ახალი იუზერის მიმართ ძალიან ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ და სიამოვნებთ, როცა იუზერები მოგვიანებით აღიარებენ, რომ ფორუმზე დარჩენა სწორედ ამ მიდგომის და დამოკიდებულების გამო გადაწყვიტეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Overclockers.ge–ზე არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ შედარებით ასაკიანი იუზრებიც რეგისტრირდებიან. ბოლო დროს გოგონებიც გააქტიურდნენ და ერთ–ერთი მათგანი ადმინისტრაციის წევრიც კი გახდა.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან უცნაური მმართველობის სისტემა. ყველას ეძლევა ერთი ხმა და და არ არსებობს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. არც ერთ ადმინისტრაციის წევრს არ შეუძლია რაიმე გადაწყვეტილება მარტო მიიღოს, თუნდაც მეტი ჰქონდეს ნაკეთები ფორუმზე. ადმინისტრაციის გარდა, ზოგ შემთხვევაში იუზერებსაც ვაძლევთ ხმის ულებას. ნებისმიერ იუზერს შეუძლია მოითხოვოს „პოლი“ და ჩვენ მას აუცილებლად ჩავატარებთ,“ ამბობს “Overclockers.ge”–ის ადმინისტრაციის წევრი გიგა ჩოხელი.

ოვერქლოქერები იმითაც ამაყობენ, რომ ბოლო 2–3 წელია ხალხის დამოკიდებულება კომპიუტერებს და თამაშების მიმართ საგრძნობლად შეიცვალა, რაშიც მათ ლომის წილი მიუძღვით. მათი აზრით, დღეში 1100 უნიკალური ვიზიტორი, ამას დამატებული მათი სამეგობრო წრე ცოტა არ არის საქართველოს ბაზრისთვის. მომხმარებელი აღარ მიდის ბრმად მაღაზიაში და არ ამბობს, რომ რაღაც გარკვეული თანხის ფარგლებში სჭირდება კომპიუტერი. იგი კონკრეტულად მოითხოვს იმ წარმადობის კომპიუტერს, რაც მას სჭირდება.

„ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა ადამიანების განათლება და კომპიუტერული ნაწილების ცოდნა. ასევე, დიდი წვილი მიგვიძღვის ლიცენზირებული თამაშების გაყიდვაში. ბევრი პირატული თამაშებისგან თავს იკავებს, რადგან აცნობიერებენ იმ დანამატი ფუნქციების აუცილებლობას, რაც ლიცენზირებულ თამაშებს მოყვება,“ აცხადებს ზვიად ხარატიშვილი, “Overclockers.ge”–ის ადმინისტრაციის წევრი.

ფორუმის ჩამოყალიბება და გაცნობა ოვერქლოქერებმა ორი ხმაურიანი ლან-ფართით აღნიშნეს. მათი აზრით, განსაკუთრებით მეორე ლან-ფართი, რომელიც კლუბ „ნაით ოფისში“ ჩატარდა, თავისი მასშტაბებით და წარმოდგენით უპრეცენდენტო შემთხვევა იყო საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში საგრძნობლად იმატა უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ და 1300–სს მიაღწია.

„მსგავს ფართს საზღვარგარეთ ერთი კონკრეტული მწარმოებელი აფინანსებს, სადაც თავისი პროდუქციის პრეზენტაციას აწყობს. საქართველოში ბაზრის სიმცირის გამო ასეთი რამ არ ხდება. არავის აინტერესებს ტექნოლოგიის ასეთ დონეზე გაშუქება, ვინაიდან არც მყიდველია შესაბამისი. საქართველოში მომხმარებელს სურს რაც შეიძლება იაფად შეიძინოს კომპიუტერი,“ ამბობს ზვიად ხარატიშვილი.

ზურა უთმელიძის თქმით, გერმანიაში მსგავსი ტიპის ფორუმები ფულის შოვნის წყაროდაც კი გამოდგება: „მე პირადად მიმიღია კონკრეტული შეკვეთა. ვიღებ ვიდეო დაფას, ვუკეთებ ქულერის „მოდინგს“, სპეციალურ BIOS-ს ვუწერ და 100 ევროს სხვაობით forumdeluxx.de ან awardfabrik.de ფორუმებზე ვდებ გასაყიდად. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან მოთხოვნა არ არსებობს.“

მიუხედავად ტექნიკური და მატერიალური რესურსების ნაკლებობისა, როგორც ოვერქლოქერები ამბობენ, ნებისმიერი მსგავსი ფორუმი განვითარების ერთნაირ გზას გადის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ვითარდება მეორადი განყოფილებები, სადაც ფილმების განხილვაც კი მიმდინარეობს. ოვერქლოქინგს, ფორუმის წევრების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ ეწევა, ვინაიდან ბევრს არ აქვს ამის კეთების, დრო და ენერგია, ასევე ფინანსური რესურსები. თუმცა „ეს არის შოუ, რასაც ყველა ვერ აკეთებს, მაგრამ სიამოვნებით უყურებს.“

ავტორი:ნინა ბურჯანაძე

  • Upvote 4

ეს გადავიკითხე და უფრო შემიყვარდა ეს საიტი :blush:

და ძმურად მითხარით რა ნინა ბურჟანაძე ვინაა?

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.