კონკრეტულად პორტი 667 არაფერ შუაშია, სხვა პორტებზეც შეიძლება გაკეთება
ბოტნეტის აღმოსაჩენად საკმაოდ სკრუპულოზური ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს კომპს, ერთი პორტის შემოწმება არ უშველის
რაც შეეხება საქართველოს, ნუ გგონიათ, რომ რადგანაც პატარა ქვეყანაა - ნაკლებია რისკი შპიონაჟისთვის განკუთვნილი ტროიანით დაინფიცირების ან ბოტნეტში/სპამნეთში მოხვედრის
პირატული პროგრამები ხელს უწყობენ ბოტნეტების გავრცელებას - რო ჩამოქაჩავ პროგრამას და keygan-ს რო გაუშვებ, სავარაუდოდ რამეს აიკიდებ კიდეც
ზოგიერთ შემთხვევაში, რატომ არ არის კიგანები მოცემული ტექსტურ ფაილში და რატომ არის მოცემული .exe ფაილად? იმიტომ რომ executable ფაილის გაშვებით ინფიცირდებით კიდეც
ამას გარდა, პირატული XP არის რუთქითების გავრცელების უპირველესი წყარო (ოპერაციულ სისტემას თავიდანვე აქვს ჩაწერილი რუთკითი, რომელიც ინიღბება ლეგიტიმურ პროგრამად), შეიძლება ითქვას, მავნე პროგრამებიდან რუთკითის პოვნა ყველაზე რთულია ოპერაციულ სისტემებში რუთკითების გავრცელების 75% მოდის (პირატულ) XP-ზე
კონკრეტულ მაგალითებს რაც შეეხება, ქართულ კომპიუტერებზე (ძირითადად საჯარო დაწესებულებების კუთვნილ კომპიუტერებზე) შპიონაჟს ახორციელებდა Georbot ბოტნეტი. Eset-მა გამოაქვეყნა ამაზე კვლევა და თუ გინდათ დაგუგლეთ
თუ მოვიცალე ჩემს ბლოგზე დავწერ ქართულად