X-treme user Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 სანამ NVIDIA 28 ნმ გრაფიკული გადაწყვეტილებების მზადების პროცესშია, ვიდეობარათების მწარმოებლები ცდილობენ დღეს არსებული პროდუქტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. წინა კვირას, კომპანია Inno3D-მ განაცხადა Jericho სუფიქსის მქონე, GeForce GTX 570-ის გამოსვლის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობად ეტალონურ მოდელებთან შედარებით, უნდა ჩაითვალოს ორსლოტიანი გაგრილების სისტემა. ის მოიცავს ალუმინის რადიატორთან დაკავშირებულ ხუთ სითბური მილაკს, 92 x 92 x 15 მმ ზომის PWM-მართვის მქონე ფენს, რომლის სისწრაფეც იცვლება ავტომატურად - 1000-დან 4200 ბრ/წთ-მდე, ამასთან გამოსცემს არაუმეტეს 18 დბ-ს (რეფერენს ვერსიებზე 15%-ით ნაკლებს და ამდენივე პროცენტით უკეთეს გაგრილებას) და წუთში უზრუნველყოფს მაქსიმუმ 45 ფუტ3 ჰაერის ნაკადის გატანას, ხოლო სტაბილური მუშაობის ხანგრძლივობა კი შეადგენს 40 000 სთ-ს. ნაწარმის მასა შეადგენს 420 გ-ს, ხოლო GTX 570-ის ჩვეულ ვერსიებთან შედარებით, დიდი ალბათობით გაიზრდება სიხშირეების ნიშნულებიც. მის გარდა, კომპანია აგრეთვე აპირებს მსგავსი ვიდეო-ადაპტერის, 448 ნაკადური პროცესორით აღჭურვილ, Inno3D GeForce GTX 560 Ti Jericho-ს გამოშვებასაც. Overclockers.ua, Overclockers.ru 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ray_ban Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 კარგ ვიდზეა +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 აუუ ესეთი გამჭირვალეა ? მაგარია ძალიან დიზაინი :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 საკაიფო დიზაინიცაა და ეგ სერიალიც მევასებოდა თავის დროზე :cry: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 მესიმპატიურა. დალაგებული, პროპორციული დიზაინი აქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.