Popular Post Inferno Posted October 29, 2011 Popular Post Share Posted October 29, 2011 დღესდღეობით როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგია ასე სწრაფად მიდის წინ და ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა ჩართული ვართ ამ პროცესში ისღა დაგვრჩენია მხოლოდ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენც ხომ ზუსტად ამისთვის ვარსებობთ. ასე რომ თანაფორუმელებო დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ მყარი დისკების მომავალი SSD (Solid-State Drives). წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია. გაქვს Hi-End კომპიუტერი რომელიც დაგიჯდათ 3000 ანდა 3500 ლარი, მშვენიერი შენაძენია ვერაფერს იტყვი თუმცა ასეთ კომპიუტერს უბრალოდ ვერ მოაცდენთ. იწერთ თამაშებს, არც ამ შემთხვევაში გვინდობს გამომცემელი და უხვად გვაწვდის 13, 15 ანდა სულაც 21GB-იან თამაშებს. იწერთ 3ds Max -ს, AutoCAD-ს მაგარმ რაღაცა ისე ვერაა. გარდა იმისა, რომ ვინდოუსი დიდხანს უნდება ჩართვას პროგრამებიც ვერ იტვირთება სწრაფად. არადა 6 ბირთვი და 12 ნაკადიანი პროცესორი გაქვს, სამ არხიანი 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და დედიკოც მშვენიერია! სანამ ქსელში თამაში ჩაიტვირთება სერვერზე შეიძლება უკვე 1-0 -ს აგებდე (თუ იგებ მაშინ კიდევ არაუშავს ) ნეტა რატომ? ხოდა ახლა ბევრი რომ არ ვილაპარაკო მოდი ძმურად იყიდე SSD და დასივენებ რა. დღეს უნდა წარმოგიდგინოთ SSD ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი Corsair. შემთხვევით ხელში ჩამივარდა Corsair Force Series SSD F180 (CSSD-F180GB2-BRKT). რაღათქმაუნდა ისევდაისევ ჩვენი სპონსორის Gitec -ის დახმარებით თან რაოდენობაში ასე რომ ხელიდან არ გავუშვი Raid 0 -ზე ტესტირებაც. ყოველივე ამან შეიწირა ერთი სრული დღე (ცოტა გვიან დავიწყე ტესტირება) თუმცა ჩათვალეთ ეს ერთი დღე ფორუმისთვის შემიწირია (ეს იყოს კარგად და ...) ტექნიკური მონაცემები: Latest generation SandForce controller and MLC NAND flash for fast performance Maximum sequential read speed 285MB/second Maximum sequential write speed 275MB/second Included 2.5" to 3.5" bracket for installation on your desktop computer Internal SATA II connectivity სურათები სამუშაო მაგიდიდან: სისტემა რაზეც მოხდა ტესტირება: MB: P6T SE CPU: Intel Core I7 970 RAM: 12GB Corsair CMX4GX3M2A1600C9 VGA: Nvidia Geforce GT430 HDD: 2x SSD F180 PSU: XFX 850W OS: Windows 7 64Bit მაშ ასე წარმოგიდგენთ ტესტირების შედეგებს. ამ შემთხვევაში ერთი ცალი SSD იყო მიერთებული ცალკე "ფართიშენად" რათა ასევე გაგვეტესტა ჩაწერის სიჩქარე. ATTO Disk benchmark Crystal Disk Mark HD Tach HD Tune Read HD Tune Write Test File Win 7 მაშ ასე როგორც ხედავთ მშვენიერი შედეგებია. ეს სწორედ ისაა რაც ჩვენ და ჩვენ სისტემას სჭირდება თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და კიდევ ერთ SSD -ს ვამატებთ. მოემზადეთ Raid 0! ATTO Disk benchmark Raid 0 Crystal Disk Mark Raid 0 HD Tach Raid 0 HD Tune Read Raid 0 "იტოგში" სისტემამა აიწყვიტა ვეღარ ვეწევით. "უნაბლეა" 12 ნაკადი და 12GB ოპერატიული დაეწიოს ასეთ სიჩქარეს არაფერს ვამბობ ჩიფსეტზე. კომპიუტერი თავისთ ხვდება როცა გამორთვა ან ჩართვა გინდათ ისეთი სწრაფია. არ გჯერათ? არც მე მჯეროდა და რა ვქნა . დასკვნა: მეგობრებო ეს სწორედ ის შედეგებია რაც ასე სჭირდება ჩვენ კომპიუტერს რათა მყარმა დისკმაც ფეხი აუწყოს განვითარების ტემპს High-End სეგმენტში. ყველას კარგად გვესმის ესაა მომვლის ტექნოლოგია რომელიც აღარაა უკვე მომავალის (უკვე საქართველოშია და ამიტომაც). თუმცა არის რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტი. ესენია: უნდა გქონდეთ Sata 3 ინტერფეისი ანდა PCI სლოტზე კონტროლერი სხვაგვარად თქვენ კარგავთ წარმადობას. იმის გათვალისწინებით, რომ Sata 3-იც არაა საკმარისი უკვე გამტარობისთვის ნამდვილად ცოდვაა Sata 2-ზე ამის ჩართვა. შემდეგი და უმთავრესი პრობლემა ესაა ფასი. მიუხედავად გასული დროისა ნამდვილად არ კლებულობს ფასები SSD-ზე. თავად განსაჯეთ ზემოთ ნახსენები SSD Amazon -ზე ღირს დაახლოებით 400$ და მითმეტეს 2 ცალის ყიდვა ნაღდად დაატყობს ხელს თქვენ ბიუჯეტს. ამავდროულად ჩემი რჩევა იქნება 120GB-ზე ნაკლები მოცულობის SSD არ იყიდოთ და დავწერ რატომაც. ისეთ კომპიუტერზე სადაც ეს მონსტრი იდგება დიდი შანსია იყოს Win7 რაც დაახლოები უდრის 10-დან 12გბ მოცულობა. როგორც დავწერე SSD -ს "მუღამი" ისაა სწრაფად ჩაიტვირთოს თამშები და პროგრამები. თამაშები რომელბიც იშვიათადაა 10-12GB-ზე ნაკლები პროგრამები რომლებიც 4-5GB აღწევს და როცა მინ 2-3 თამში გვიწერია დამენთანხმებით სრუალიდ აზრსმოკლებულია 40 ან 60GB-ნი SSD-ს ყიდვა. ჩემი პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ მინ. 120GB -ნი SSD საჭირო ამ ყველაფრისათვის. ასევე დავსძენ რომ დიდი მოცულობის SSD -ებ მეტი წარმადობა აქვთ ვდირე მცირე მოცულობისას, მცირედი მაგრამ რეალური. By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/ მხოლოდ overclockers.ge-სათვის! 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SileNt. Posted October 30, 2011 Share Posted October 30, 2011 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OverDozeD Posted October 30, 2011 Share Posted October 30, 2011 საღოლ ზვიად! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted October 30, 2011 Share Posted October 30, 2011 კაი რევიუა, ყოჩაღ ზვიო! მაგრამ აი მაგ SSD-ს შედეგებში 4K Random Read დაბალია ძალიან კონკურენტ SSD-ებთან შედარებით და როგორც ჩანს, რეიდშიც კი არ სკალირებს ცუდია ეგ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BANET@ Posted October 30, 2011 Share Posted October 30, 2011 ვა ეღირსა ამ ბენჩმარკებს გარევიუება ზვიო აწი OCZ Vertex-ის და Agility-ის ჯერია აუ ახლა შევხედე, Crystal Disk Mark-ის პირველი შედეგი რატომ არის ასეთი დაბალი ფოტო ხომ არ შეგეშალა შემთხვევით? აი ახლა ჩემს მიერ გატესტილ HDD-ს შედარე Samsung F3 1TB (HD103SJ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 1, 2011 Share Posted November 1, 2011 კაია ზვიად საღოლ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted November 2, 2011 Share Posted November 2, 2011 კარგია ზვიად !... მადლობა ინფოსთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
levanitit Posted November 3, 2011 Share Posted November 3, 2011 ისე ეგ სსდ რამდენ ხანში ამოწურავს თავს? საშუალო მოხმარებით? x68 დედაპლატა და ინტელ სმარტი ტექნოლოდია და 40გბ-იც საკმარიასია სრულიად, up faster x4 hdd. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Delfistyaosani Posted November 12, 2011 Share Posted November 12, 2011 რევიუ მაგარია მაგრამ ერთი რამე აკლია, არ შეგიძლია იგივე ვინტი SATA2-ზე გატესტო? იდეაში SATA II არის 3Gb/s, ანუ "გრუბად" რომ გადავიყვანოთ გამოდის (3000 / 8) 375MB/ს გამტარობის პოტენციალი, რაც single drive-ს მაქსიმალურ შედეგზე საგრძნობლად მეტია, ანუ თუ SATA2-ს რამე სხვა პრობლემა არ აქვს წესით ამან BOTTLENECK არ უნდა შექმნას, თუ შესაძლებელია იქნებ ექსპერიმენტულად შეგვემოწმებინა ეს ჰიპოთეზა ნეტში რაღაც ვერ ვნახე ერთი და იგივე SSD ცალკე SATA2 და ცალკე SATA3-ზე გატესტილი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted November 12, 2011 Author Share Posted November 12, 2011 რევიუ მაგარია მაგრამ ერთი რამე აკლია, არ შეგიძლია იგივე ვინტი SATA2-ზე გატესტო? იდეაში SATA II არის 3Gb/s, ანუ "გრუბად" რომ გადავიყვანოთ გამოდის (3000 / 8) 375MB/ს გამტარობის პოტენციალი, რაც single drive-ს მაქსიმალურ შედეგზე საგრძნობლად მეტია, ანუ თუ SATA2-ს რამე სხვა პრობლემა არ აქვს წესით ამან BOTTLENECK არ უნდა შექმნას, თუ შესაძლებელია იქნებ ექსპერიმენტულად შეგვემოწმებინა ეს ჰიპოთეზა ნეტში რაღაც ვერ ვნახე ერთი და იგივე SSD ცალკე SATA2 და ცალკე SATA3-ზე გატესტილი კაგი იდეაა თუმცა სამწუხაროდ აღარ არის ამის საშუალება. როგორც დავწერე მცირე დროში მოხდა ეს ყველაფერი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Delfistyaosani Posted November 12, 2011 Share Posted November 12, 2011 ცოტაოდენი რაღაც ინფო მოვიძიე, "სასარგებლო" გამტარობა SATA2-ის არი 280MB/s. SSD-ს არჩევისას უბრალოდ უნდა შევხედოთ, რამდენი აქვს მაქსიმალური გამტარობა, თუ ეს 280MB/s ან ნაკლებია მაშინ თამამად შეგიძლიათ ჩაარჭოთ SATA 3Gb/s პორტზე. SATA III მხოლოდ მათ დაჭირდებათ ვინც ძალიან სერიოზულ SSD-ს ყიდულობს. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted November 12, 2011 Share Posted November 12, 2011 ცოტაოდენი რაღაც ინფო მოვიძიე, "სასარგებლო" გამტარობა SATA2-ის არი 280MB/s. SSD-ს არჩევისას უბრალოდ უნდა შევხედოთ, რამდენი აქვს მაქსიმალური გამტარობა, თუ ეს 280MB/s ან ნაკლებია მაშინ თამამად შეგიძლიათ ჩაარჭოთ SATA 3Gb/s პორტზე. SATA III მხოლოდ მათ დაჭირდებათ ვინც ძალიან სერიოზულ SSD-ს ყიდულობს. საინტერესო და საჭირო ინფოა ! მე მომიწევს მერე ყიდვა და არაფერი არ ვიცი ამის შესახებ !... :facepalm: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Delfistyaosani Posted November 12, 2011 Share Posted November 12, 2011 მე მაინც მგონია რომ SSD-ში ყველაზე ყურადღებამისაქცევი არის თვითონ FLASH ჩიპები და მათი გამძლეობა, FLASH როგორც ასეთი მაინც არი არასრულყოფილი და ქაოტურად გაფუჭებადი ტექნოლოგია, არა მგონია წელიწადში ორჯერ ამხელა თანხის გადახდა ვინმეს სიამოვნებდეს. გარდა გაფუჭების რისკისა, როცა უჯრედები ნელნელა იხოხებიან იკლებს სიჩქარეც, რადგან reed-solomon ალგორითმი საკმაოდ ღორმუცელაა, განსაკუთრებით როცა ლაპარაკია მაღალ სიჩქარეებზე. ეხ, ნეტა როდესმე შეძლებენ FRAM ტექნოლოგიაზე გააკეთონ მაგხელა მოცულობის ჩიპები? ამჟამად ყველაზე დიდი მოცულობის ჩიპი არის 2MB და ღირს 63$, ზატო აქვს ფაქტიურად unlimited read/write და არი მოშნად სწრაფი, 60ns access time, შესაბამისად 4 ჩიპი (64-bit შინა) არი სუფთა 1GB/s random read/write. იმედია მომავალში ეგეც შემოვა, თორე ეხლა 1GB FRAM გამოდის 32256$, 512 ჩიპი, ანუ წარმოიდგინეთ დაახლოვებით ATX ზომის პლატა ორივე მხარეს გატენილი ჩიპებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 13, 2011 Share Posted November 13, 2011 მეინსტრიმ SSD-ებს აქვთ წაკითხვა სადღაც 285mb/s და რეალურად sata II მეტი არ სჭირდებათ ასევე მეინსტრიმს აქვს MLC ტიპის ჩიპები რომლებიც უფრო იაფია და ნაკლებად გამძლე უკეთესია მაგრამ ორჯერ ძვირია SLC ტიპის ჩიპები მაგრამ SSD-ში ჩიპების გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს კონტროლერს დღეისათვის ძალიან მაგარია ინტელის კონტროლერები და sand force კონტროლერები სწორედ ეგენი განსაზღვრავენ რამდენად სწრაფი იქნება ჩაწერა წაკითხვა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted November 13, 2011 Share Posted November 13, 2011 აუ ძაან მაგარი შედეგებია და მაგრად მომინდა მეც სსდ. ისე სიტყვაზე რომ ვიყიდო მაგალითად 120-იანი და მთლიანად გავაკეთო ერთი პართიშენი [C დისკი], და ყველაფერი დავაყენო იქ. და დ დისკად რო გამოვიყენო ჩემი 500იანი სატა, მექნება იგივენაირი წარმადობა? [დ-დან ც-ზე გადაწერის სიჩქარეს არ ვგულისხმობ] Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 13, 2011 Share Posted November 13, 2011 კაი რევიუა რაიდზე მეტს ველოდი ისე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
caldera Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 ფასი რა აქვს 180-იანს და ზევით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 ფასი რა აქვს 180-იანს და ზევით? 250 დოლარი და ზევით ამაზონზე ჩვენთან მეტი გამოგივა განბაჟებიანად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
caldera Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 250 დოლარი და ზევით ამაზონზე ჩვენთან მეტი გამოგივა განბაჟებიანად კატასტროფული ფასია, hdd-თან შედარებით არც ისე სწრაფია ყოველ შემთხვევაში მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვამბობ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 კატასტროფული ფასია, hdd-თან შედარებით არც ისე სწრაფია ყოველ შემთხვევაში მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვამბობ) უნდა დაგეთანხმო მით უმეტეს რომ მქონდა SSD 30GB-იანი და გავყიდე მერე ჰაი ენდ მოდელი არ იყო მაგრამ ჩაწერა წაკითხვა თუ 3-ჯერ უკეთესი ჰქონდა ბენჩებში რალურად სულაც არ იყო სამჯერ სწრაფი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 უნდა დაგეთანხმო მით უმეტეს რომ მქონდა SSD 30GB-იანი და გავყიდე მერე ჰაი ენდ მოდელი არ იყო მაგრამ ჩაწერა წაკითხვა თუ 3-ჯერ უკეთესი ჰქონდა ბენჩებში რალურად სულაც არ იყო სამჯერ სწრაფი ანუ რა გინდა თქვა სოსო რომ სულ ცოტა სხვაობას მოგცემს კაცს sdd? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
caldera Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 უნდა დაგეთანხმო მით უმეტეს რომ მქონდა SSD 30GB-იანი და გავყიდე მერე ჰაი ენდ მოდელი არ იყო მაგრამ ჩაწერა წაკითხვა თუ 3-ჯერ უკეთესი ჰქონდა ბენჩებში რალურად სულაც არ იყო სამჯერ სწრაფი მეც მაგას ვამბობ) აგერ ამ თემაში მაგალითად Texas Memory System-ის RAM solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. ეს რეალურია თუ? TASOTTI ვიდეო ხომ დავდე უყურე და ნახავ რომ არც ისე დიდი სხვაობაა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 ისეთი SSD რომელიც ძალიან სწრაფია ძალიან ძვირიც არის ორჯერ და სამჯერ ძვირი ვიდრე ჩვეულებრივი SSD Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
caldera Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 გამოდის ხარისხიანი SSD-ს ფასად მაგარ სისტემურ ბლოკს დაითრევ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 ესეთი კაია? :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.