Jump to content

Recommended Posts

კომპანია Canon-მა გამოუშვა კიდევ ერთი ახალი კომპაქტური კამერა, რომელიც 'ულტრაზუმების' კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. Canon PowerShot SX40 HS-ის თანაფარდობა ობიექტივის მაქსიმალურ და მინიმალურ ფოკუსურ მანძილს შორის შეადგენს 35-ს. სხვა თავისებურებათა რიცხვში ასევე შედის ექსპოზიციის პარამეტრების ხელით მართვა და მაღალი რეზოლუციის ვიდეოს გადაღება Full HD 1080p-ში. აპარატში გამოიყენება CMOS ტიპის და 1/2,3 ფორმატის გამოსახულების სენსორი საპირისპირო განათებით. მისი გაფართოებაა - 12,1 მპ.

PdeZjNG2.jpg

UYkRsXnk.jpg

ობიექტივი, რომელიც ფარავს 24-დან 840 მმ-მდე დიაპაზონს (35 მმ ეკვივალენტში), აღჭურვილია ავტომატური ფოკუსირების ულტრახმოვანი წამყვანით და ოპტიკური სტაბილიზატორით, რომლის ეფექტურობასაც, მწარმოებელი აფასებს ექსპოზიციის 4,5 საფეხურზე. მას გააჩნია ტექნოლოგია Intelligent IS, რომელიც შვიდი შესაძლებელი რეჟიმიდან თავისით არჩევს ყველაზე მისაღებ პარამეტრებს.

აღნიშნული პროდუქტი გახდა PowerShot-ის ერთ-ერთი პირველი კამერა, რომელშიც გამოიყენება გამოსახულების ახალი პროცესორი Canon DIGIC 5. საინტერესო ინოვაციას აგრეთვე წარმოადგენს თეთრი ფერის ბალანსის მრავალზონური განსაზღვრა, რომელიც პროდუქტს ეხმარება იმ შემთხვევების დროს, როდესაც კადრში არსებობს რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მომავალი სინათლე.

ScFtl375.jpg

პროცესორის სისწრაფე იძლევა სერიული გადაღების საშუალებას 2,4 კადრი/წმ ტემპით - მეხსიერების ბარათის სრულად შევსებამდე. რვამდე გამოსახულების მიღება შესაძლებელია მოხდეს 10,3 კადრ/წმ სიჩქარით (High-speed Burst HQ რეჟიმი). აგრეთვე გათვალისწინებულია შენელებული პროცესიც (Super Slow Motion Movie), რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ვიდეოგადაღებას VGA გაფართოებით და 120 კადრ/წმ სიხშირით. კამერა აღჭურვილია 2,7 დუიმიანი ბრუნვადი ეკრანით და HDMI-პორტით.

PowerShot SX40 HS ევროპაში ოქტომბრიდან გამოჩნდება და მისი ფასი 529 ევრო იქნება.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

თავის წინამორბედისგან ბევრით ვერ განსხვავდება მემგონი თუ არ ჩავთვლით ვიდეოს გადაღებას და ახალ პროცესორს.

ფასები იგივე აქვს მაგრამ გარჩევადობა რატომ შეუმცირეს?

http://www.usa.canon.com/cusa/consumer/products/cameras/digital_cameras/powershot_sx40_hs#Overview

http://www.amazon.com/Canon-Digital-Stabilized-2-7-inch-Vari-Angle/dp/B005MTMFHU/ref=sr_1_2?m=ATVPDKIKX0DER&s=photo&ie=UTF8&qid=1316178604&sr=1-2

Link to comment
Share on other sites

ქენონია და იმიტომ :D

ეს ისე, ხუმრობით. რეალურად რომ მივუდგეთ საკითხს, 12 და 14 მეგაპიქსელს შორის მიზერული სხვაობაა (დაახლოებით 4000x3000 ექნება, SX30-ის 4320x3240-ის წინააღმდეგ). შედარებით მცირე გარჩევადობის სენსორის წყალობით კი მიყოლებით გადაღება უფრო მაღალსიჩქარიანი გახდა (მაქსიმალური სიჩქარე 2.4fps-ია უწინდელი 1.6fps-ის ნაცვლად. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ SX30-ს საერთოდ არ ჰქონდა 10.3fps-იანი "High-speed Burst HQ" რეჟიმი).

Link to comment
Share on other sites

სურათები მარტო ჩემთან არ ჩანს?

Link to comment
Share on other sites

ქენონია და იმიტომ :D

12 და 14 მეგაპიქსელს შორის მიზერული სხვაობაა (დაახლოებით 4000x3000 ექნება, SX30-ის 4320x3240-ის წინააღმდეგ).

და არც ვიდეოში არ ექნება სხვაობა? თუ სენსორს ააქვს მნიშვნელობა?

Link to comment
Share on other sites

მადლობა ავტორს სიახლისთვის, მაგრამ ვერ ვხხდები რატომ უნდა მისცე ამხელა თანხა ასეთ კვერცხობაში, როცა აი ასეთი რამ მოგივა!

http://www.amazon.com/Olympus-Interchangeable-Lens-Silver-14-42mm/dp/B002CMLIIC/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1316199388&sr=8-3

Link to comment
Share on other sites

და არც ვიდეოში არ ექნება სხვაობა? თუ სენსორს ააქვს მნიშვნელობა?

სენსორის ზომას და გარჩევადობას მანდ მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგან Full HD ვიდეოც კი სულ რაღაც 2 მეგაპიქსელია (1920x1080=2073600). მანდ პროცესორი ასრულებს მთავარ როლს. ხოლო განსხვავება იქნება თუ არა, არ ვიცი.

მადლობა ავტორს სიახლისთვის, მაგრამ ვერ ვხხდები რატომ უნდა მისცე ამხელა თანხა ასეთ კვერცხობაში, როცა აი ასეთი რამ მოგივა!

http://www.amazon.com/Olympus-Interchangeable-Lens-Silver-14-42mm/dp/B002CMLIIC/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1316199388&sr=8-3

მობის თამარაშვილის ფილიალში უდევთ ეგ აპარატი სამი ობიექტივითა და მაშუქით.

Link to comment
Share on other sites

სენსორის ზომას და გარჩევადობას მანდ მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგან Full HD ვიდეოც კი სულ რაღაც 2 მეგაპიქსელია (1920x1080=2073600). მანდ პროცესორი ასრულებს მთავარ როლს. ხოლო განსხვავება იქნება თუ არა, არ ვიცი.

მობის თამარაშვილის ფილიალში უდევთ ეგ აპარატი სამი ობიექტივითა და მაშუქით.

უთხარი რევიუშნიკი ვარო და მათხოვეთ 1 კვირაო :D რა ღირს?

Link to comment
Share on other sites

შეკითხვის შემეშინდა :drug:

მემგონი ისეთ ფასს დაგიფასებდნენ რომ შენი აპარატის მთელი აქსესუარებით რო გაგაეყიდა მაინც მოგიწევდა 1 ხელფასის დამატება :D

Link to comment
Share on other sites

უბრალო PEN1-ს ამაზონის ფასს რომ ვუყურებ, თავისი კიტ ობიექტივით, ასე მგონია აქ ერთი 1200 ლარი ეღირება, სამობიექტივიან და მაშუქიან ვერსიაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ვალიდოლი გამომიგზავნე და ვიკითხავ შენ მაგიერ :D

Link to comment
Share on other sites

ვალიდოლი გამომიგზავნე და ვიკითხავ შენ მაგიერ :D

:D :D :D

არადა მაგრად მომწონს ეგ აპარატი, ზესწრაფი ავტო ფოკუსი აქ.

Link to comment
Share on other sites

სენსორის ზომას და გარჩევადობას მანდ მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგან Full HD ვიდეოც კი სულ რაღაც 2 მეგაპიქსელია (1920x1080=2073600). მანდ პროცესორი ასრულებს მთავარ როლს. ხოლო განსხვავება იქნება თუ არა, არ ვიცი.

მობის თამარაშვილის ფილიალში უდევთ ეგ აპარატი სამი ობიექტივითა და მაშუქით.

ადრე გადავამოწმე და აღმოჩნა რომ დიდი ეფექტი აქვს სენზორის ზომას ვიდეოზე, თუმცა არა პიქსელების რაოდენობას რა თქმა უდნა.

Link to comment
Share on other sites

ადრე გადავამოწმე და აღმოჩნა რომ დიდი ეფექტი აქვს სენზორის ზომას ვიდეოზე, თუმცა არა პიქსელების რაოდენობას რა თქმა უდნა.

სენსორი ორივეს ერთი ზომის აქვს. ისე არამარტო ვიდეოზე, ფოტოზეც სერიოზული გავლენა აქვს სენსორის ზომას.

Link to comment
Share on other sites

სენსორი ორივეს ერთი ზომის აქვს. ისე არამარტო ვიდეოზე, ფოტოზეც სერიოზული გავლენა აქვს სენსორის ზომას.

ისე ზოგადად ვთქვი, არ შემიმცნევია თუ რომელიმე ორს შორის იკითხეს.

1/2.3"-იანით და APS-C-ით გადაღებული ვიდეოს ხარისხი საკმაოდ განსხვავდება.

აღარ ვამბობ 3-CCD-ზე :D

3MP იდეალური გაფართოებაა ვიდეოგადაღებისთვის, როგორც მახსოვს ნაკლები პიქსელის რაოდენობა დიდი ზომის სენსორზე უკეთეს pixel density-ს გვაძლევს და მეტი ფოტონი მოვა თითოეულ პიქსელის ფართობზე, შედეგად უკეთესი ხარისხის უნდა იყოს გამოსახულება.

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Canon Powershot SX30is

ძაან მაგარი აპარატი

Canon SX30is (უხმარი)

•ეკრანის ზომა: 2.7 დუიმი

•პიქსელების მთლიანი რაოდენობა: 14 MP

•ოპტიკური ზუმი: 35 X

•ვოდეო გარჩევადობა: HD 720p

იყიდება Canon Sx 30 IS საერთოდ უხმარიიიი ყუთში მოყვება ყველაფერი +1 დამატებითი ბატარეა ცალკე 55 ლარი ღირს აგრეთვე მოყვება გარე განათება ცალკე ღირს 120 ლარი.

საჩუქრად მოყვება ჩანთა..

აპარატი არის გამოწერილი ამაზონიდან და აქვს ყველა საჭირო საბუთი და გარანტია.

თბილისში ამის ახალის ფასი ყველამ იცის !

დარეკეთ ამ ნომერზე 551-000-530 ავთო

ფოტოები იხილეთ ქვემოდ

v0zf0.jpg

llw6v.jpg

xv4gf.jpg

სალამი ავთო :)

მართლაც ძალიან კარგი სუპერზუმია!

ნივთის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განყოფილებაში თუ გახსნი ცალკე თემას, უფრო მეტი შანსი გექნება, რომ ფორუმელებმა ნახონ შენი განცხადება და დაინტერესდნენ :)

ყიდვა-გაყიდვის განყოფილება:

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/36-%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90/

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.