Jump to content

Firefox + Android


Recommended Posts

Firefox ინტერფეისს შეიცვლის Honeycomb სისტემისთვის

1_honeycomb_landscape2.png

ნუ იმას რა დამალვა უნდა რომ Mozilla Firefox-ის უერთგულესი მომხმარებელი ვარ, ხოდა ამ ბოლო დროს ანდროიდსაც ცოტათი "გვერდით მვიუჯექი", შესაბამისად ძალიან გამიხარდა ამ ამბის გაგება :) :

Mozilla-ს ჯგუფი დიდი ხანია ცდილობს მათი სახელგანთქმული Open-Source ბრაუზერი სხვადასხვა პლატფორმებზე აამუშავოს, ეს დაიწყო ადრეული Maemo OS-ით, გავრცელდა სხვადასხვა პლატფორმებზეც ძრავის სახით(MeeGo), ვიხილეთ მისი ანდროიდისეული ვერსია (რომელიც ახლაც ხელმისაწვდომია Android Market-ში). უკანასკნელ დღეებში კი გავრცელდა მისი მისი Honeycomb UI-ს ვარიანტები, ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა და სავარაუდოდ ეს სურათებიც არ არის რეალობასთან ახლოს, თუმცა მიხარია რომ მოზილა ცდილობს მობილური პლატფორმების დაპყრობას.

ესეც რამდენიმე სურათი, უფროსწორედ კი mock-up:

ვიზუალური თემა:

2_closeup1.png

Firefox ზუსტადაა მორგებული Android 3.0-ს, კარგად ითვისებს მის მინიმალისტურ ინტერფეისის სტილს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც იგრძნობა რომ ეს Firefox-ია :) მსგავსი ვიზუალური ელემენტებითა და დიდი ღილაკებით :D

Awesomebar:

4_awesomebar.png

Awesomebar სანიშნეების, ისტორიისა და desktop activity-ს საჩვენებლად იგივე სტილის მენიუს იყენებს, როგორსაც 2.x ვერსიის ანდროიდები. როგორც შეამჩნიეთ ტაბები მარცხენა მხარესაა გადატანილი რაც სენსორულ ეკრანზე ბევრად უკეთესია - მარცხენა ხელით ადვილად მისაწვდომი გახდება საიტებზე გადართვა :)

ტაბები:

5_tabs.png

ტელეფონებისათვის განკუთვნილ ვერსიაში ინტერფეისის ოპტიმალური მოხმარების მიზნით მრავალი ელემენტი ამოიღეს, ახლა კი როდესაც უკვე დიდ ეკრანზე გადააქვთ touch experience :spiteful: უკვე რამრავი ინტერფეისის ელემენეტი დააბრუნეს, ისეთი როგორიცაა ტაბები. ლანდშაფტურ რეჟიმში ტაბები მარცხნივ thumbnail-ების სახით ჩანს, ასე რომ მარცხენა ხელით ტაბებს გადაშლით მარჯვენათი კი საიტებს დაათვალიერებთ, პორტრეტულ რეჟიმში კი ადგილის გასასუფტავებლად ტაბები კვლავ იმალება და მათ დათვალიერება ზედა ნაწილიდან მოგიწევთ.

იმედია მალე ხორცი შეესხმება ამ პროექტს და სრულფასოვან browser-ს მივიღებთ ანდროიდზე :)

20952_484516295021_14696440021_11121632_1169202_n.jpg

გამოყენებული წყაროები:

Ianbarlov

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კარგია ძალიან, რა ჯობია მრავალფეროვნებას იმას ვგულისხმობ რომ სხვა ბრაუზერებიცაა და არჩევანი უკვე გემოვნების საკითხია

FireFox-ს რაც შეეხება კარგი გამოუვათ ჩემი აზრით სკრინებზეც მომეწონა. PC ვერსიას ვიყენებდი ძალიან დიდხანს მაგრამ Google Chrome 15 უფრო მომეწონა :D

Link to comment
Share on other sites

ანდროიდისათვის დღეს-დღეობით საუკეთესოა ოპერა.

მიუხედავად იმისა რომ კომპში სულ FF-ს ვიყენებ, ანდროიდისათვის ვაღიარებ რომ ნაგავია (ჯერ-ჯერობით)

ზედმეტად ნელი და მძიმეა.

ველი შემდეგ ვერსიას :)

Link to comment
Share on other sites

ანდროიდისათვის დღეს-დღეობით საუკეთესოა ოპერა.

მიუხედავად იმისა რომ კომპში სულ FF-ს ვიყენებ, ანდროიდისათვის ვაღიარებ რომ ნაგავია (ჯერ-ჯერობით)

ზედმეტად ნელი და მძიმეა.

ველი შემდეგ ვერსიას :)

2.1-ზე სტოკ ვერსიაზე არც დაყენდა რომ ვცადე :D

ზომითაც დიდია აპკ

ოპერა მართლა კარგია თუმცა მე თავის ბრაუზერს ვიყენებ რადგან ხშირად არ მჭირდება საიტების გახსნა ტყუილად არ ვწერ სხვა ბრაუზერს :D

Link to comment
Share on other sites

გადადის მწვანეების განყოფილებაში

Link to comment
Share on other sites

გადადის მწვანეების განყოფილებაში

მადლობა, როგორ ვერ მოვიფიქრე ეგ.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Android Honecyomb ვერსიის ბეტა ტესტირება უკვე მიმდინარეობს ვიწრო წრეში :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.