Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'კომპიუტერი'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor

Found 14 results

  1. პერსონალურმა კომპიუტერმა იმდენად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბინა ან ოფისი მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ამასთან, თუ ადრე "პერსონალურ კომპიუტერში" სტაციონარული კომპიუტერი (დესკტოპი) იგულისხმებოდა, დღეს უპირატესობა პატარა, კომპაქტურ და ფუნქციონალურ ნოუთბუქებს ენიჭება. თუმცა ამდენი ბრენდის, მოდელის და კონფიგურაციის არსებობისას რთულია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა - ბევრ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით. ფორმატი დესკტოპებისგან განსხვავებით, რომელთა მასა და გაბარიტები არ ახდენას დიდ გავლენას კომფორტზე, ნოუთბუქების ფორმატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ ნოუთბუქის შერჩევა ამ კრიტერიუმით უნდა დაიწყოთ. დღეისთვის ნოუთბუქები სამ კლასად იყოფა: მცირეფორმატიანები (დისპლეის დიაგონალი 10-13"), საშუალოფორმატიანები (14-16") და მსხვილფორმატიანები (17-19"). მცირეფორმატიანები (10,1", 11,6", 12,5", 13,3") - ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც ყველაზე კარგად შეესაბამება მობილურობას - ყოველდღიური ტრანსპორტირება სამსახურში, სასწავლებელში; შვებულება და მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეკრანის და კლავიატურის მცირე ზომა და შედარებით სუსტი "შიგთავსი" გავლენას ახდენს მუშაობის კომფორტზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორის მოცულობას - რაც უფრო დიდხანს ხართ შორს, მით უფრო მეტად დაგჭირდებათ ავტონომიურობა. საშუალოფორმატიანები (14", 15,6") - მოწყობილობების საშუალო კლასია. ყველაზე პატარების (14 დუიმი) თან ტარება თავისუფლად შეიძლება, დიდების კი (15,6 დუიმი) - პერსონალური კომპიუტერივით გამოყენება. ეს ნოუთბუქები აღჭურვილია საკმაოდ დიდი ეკრანით მრავალი ტიპიური ამოცანის შესასრულებლად, კლავიატურა კი შეიძლება ციფრების დამატებითი ბლოკით იყოს აღჭურვილი. საკმაოდ ხშირად ამ მოდელებში მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათებია გამოყენებული, რისი წყალობითაც მოწყობილობას თამაშებისთვის გამოიყენებთ. მსხვილფორმატიანები (17,3", 18,4" და მეტი) - ყველაზე მასიური და მძიმე ნოუთბუქებია, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მუდმივი სამუშაო ადგილისთვის ყიდულობენ. დიდი წონის გამო თქვენ ნაკლებად მოგინდებათ მათი ხშირად გადატანა, მაგრამ ეკრანის დიდი ზომა, მაქსიმალურად მოსახერხებელი კლავიატურა და მძლავრი შიგთავსი დესკტოპს ჩაანაცვლებს. შეიძლება ითქვას, რომ 15,6" დიაგონალის მქონე ნოუთბუქები დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია, ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მოდელი, აირჩიეთ უნივერსალური ფორმატი. კატეგორიები ნოუთბუქების თითქმის ყველა მწარმოებელი მოდელებს შემდეგ კატეგორიებად ყოფს - მულტიმედიური, უნივერსალური, ბიზნეს, თამაშისთვის განკუთვნილი და ულტრაბუქები. თითოეულში არის ყველა ფორმატის მოდელი: მცირე-, საშუალო- და მსხვილფორმატიანი. ამგვარად, როგორც კი შეარჩევთ ეკრანის სასურველ ზომას, შეუდექით თქვენთვის სასურველი კატეგორიის შერჩევას. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებულობები გააჩნია: მულტიმედიური ნოუთბუქები - აღჭურვილია კაშკაშა დიზაინით და ფუნქციონალურობით, რომელიც ამოცანების ფართო წრის შესასრულებლად არის განკუთვნილი (ფოტოს და ვიდეოს დათვალიერება, მუსიკის მოსმენა, ტექსტთან მუშაობა, თამაშები და სხვა). ასეთ მოდელებს, როგორც წესი, მრავალი სხვადასხვა კონფიგურაცია გააჩნია, ფასშიც შეიძლება იყოს დიდი სხვაობა. მარტივი ამოცანებისთვის გამოსადეგია მოწყობილობები ჩვეულებრივი, დამწყები დონის პროცესორით და ჩაშენებული ვიდეო ბარათით. საშუალო და მაღალი დონის პროცესორები (შესაბამისი დისკრეტული ვიდეო ბარათით) კარგია დამწყები გეიმერებისთვის. ნოუთბუქები პროფესიონალური გეიმერებისთვის - ეს საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალიზირებული მოწყობილობებია ეფექტური "აგრესიული დიზაინით", ყველაზე მძლავრი პროცესორებით და ვიდეო ბარათებით, რომლებიც თანამედროვე თამაშების მაღალ პარამეტრებზე თამაშის საშუალებას იძლევა. ისინი გამოირჩევა გაგრილების გაძლიერებული სისტემით, ოპტიმიზირებული კლავიატურით (განათება, გამოკვეთილი კლავიშები W-A-S-D და სხვა), დიდი "სწრაფი" ეკრანებით და ხარისხიანი "სათამაშო" აკუსტიკით. ბიზნეს ნოუთბუქები - "მშვიდი", არაფრით გამორჩეული დიზაინის მქონე მოწყობილობებია (შავი ან რუხი ფერის, მქრქალი ზედაპირით, კორპუსის მკაცრი მოხაზულობებით), დამატებითი მულტიმედიური ელემენტების გარეშე. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გაძლიერებულ კონსტრუქციაზე, რომელიც აქტიურ ექსპლუატაციას უძლებს; ერგონომიულ კლავიატურაზე, რომლის გამოყენება მოსახერხებელია მთელი დღის განმავლობაში; და სლოტების საკმარის რაოდენაბოზე. ულტრაბუქები - ძვირადღირებული, თანამედროვე, თხელი და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც მაღალი ავტონომიურობით და სიმძლავრით გამოირჩევა. მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომია მოდელები დიაგონალით 11,6" და 15,6". ისინი აღჭურვილია მართლაც დახვეწილი დიზაინით, ძვირადღირებული მასალების გამოყენებით (კარბონი, მინა, სხვადასხვა შენადნობი). როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებს უზრუნველყოფილი ადამიანები ყიდულობენ, რომლებსაც საკუთარი სტატუსის კიდევ ერთხელ აღნიშვნა სურთ. ამ მოწყობილობების მფლობელებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თხელ კორპუსში დისკრეტულ ვიდეო ბარათს არ აქვს ადგილი - ვიდეოაქსელერატორი ჩაშენებულია პროცესორში. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა არსებობს ასევე უნივერსალური ნოუთბუქები. მათი გამოყენება თანაბარ პირობებში შესაძლებელია, როგორც სამსახურისთვის და სწავლისთვის, ასევე გართობისთვის. ეს იდეალური არჩევანია, თუ სალხში მხოლოდ ერთი კომპიუტერი გჭირდებათ, რომლის წაღება მეგობრებთან ან საქმიან შეხვედრაზე შეგიძლიათ. კონფიგურაციები მას შემდეგ, რაც თქვენი მომავალი ნოუთბუქის ფორმატი და ტიპი შეარჩიეთ, რჩება ბოლო და ყველაზე მარტივი ნაბიჟი - კონკრეტული აპარატული კონფიგურაციის შერჩევა. აქ ორი მიდგომის გამოყენება შეგიძლიათ: ყველა თანამედროვე მახასიათებლის შესწავლა ან უბრალოდ ყველაზე ძვირი კონფიგურაციის ყიდვა, რომელზეც ფული გყოფნით . თუ ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე შეჩერდით, მაშინ აირჩიეთ ყველაზე მძლავრი პროცესორი და ვიდეო ბარათი, ყველაზე მოცულობითი ვინჩესტერი - HDD, SSD და კომუნიკაციური ინტერფეისების ფართო კომპლექტი. მათთვის, ვისაც დაზოგვა და ამავე დროს ჩვეულებრივი ამოცანების ამოსახსნელად საკმარისი სიმძლავრის მქონე ნოუთბუქი სურს - ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ: » პროცესორის ტიპი - დღეისთვის ოპტიმალური ვარიანტია Intel Core i5 ან AMD A8, თუ კი სახსრები არ გყოფნით, მაშინ - Intel Core i3, Pentium ან Celeron, ასევე AMD A2/A4; » ოპერატიული მეხსიერების და მყარი დისკის მოცულობა - Laptop RAM 4GB და Laptop SSD 300-500GB შესაბამისად; » ვიდეო ბარათის ტიპი - პროცესორში ჩაშენებული აქსელერატორი Intel ან AMD დაზოგავს თქვენს სახსრებს, დისკრეტული ადაპტერები ATI ან NVIDIA კი თამაშის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს; » უსადენო ადაპტერების არსებობა - WiFi როუტერის მოდული ყველა ნოუთბუქშია ჩაშენებული, აი Bluetooth-ზე კი ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება დაზოგოს; » სლოტების კომპლექტი - შეარჩიეთ მოდელი USB პორტების მაქსიმალური რაოდენობით, ქართდრიდერით და HDMI-ით თხევად-კრისტალურ ტელევიზორებთან შეერთებისთვის; » ოპერაციული სისტემის ტიპი - ბიუჯეტური ნოუთბუქები ხშირად დაკომლექტებულია ОС Linux ან MS-DOS სისტემით. ასეთი მიდგომა მოწყობილობის დაბალ ფასს უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მოცემული სისტემის შესწავლას არ აპირებთ, ჯობია მისი გადაყენება და ჩვეული Windows-ის დაყენება.
  2. გამარჯობა. მესაჭიროება ზუსტი ინსტრუქცია თუ როგორ შეიძლება რამოდენიმე კომპიუტერის 1 ქსელში ჩართვა. როგორც აკეთებენ ინტერნეტ კაფეებში, 7 კომპიუტერი ერთად რომ მუშაობს, 5 კომპიუტერის ერთ ქსელში ჩასართავად რა დამჭირდება, ხუთივემ ერთი ინტერნეტი მინდა ამუშაოს. და იქნებ ისიც იცოდეთ რა პროგრამა გამომადგება: როცა მინდა კომპიუტერის გამორთვის დრო მიუთითო და გასვლის შემდეგ ავტომატურად გამოირთოს. როოგორც ინტერნეტ კაფეებში
  3. მაქვს usb დინამიკები(კვება მოაქვს უსბ-პორტიდან დენის წყარო ცალკე არ აქვს) და თუ ჯერ კომპიუტერს ჩავრთავ და მერე ჩავრთავ დინამიკს კომპიუტერი იმწამსვე ითიშება, მაგრამ კომპიუტერის ჩართვისას უკვე თუ იყო ჩართლი დინამიკი და ჩართულ კომპიუტერზე თ გამოვრთე და ჩავრთე დინამიკი არანაირი პრობლემა არ არის. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
  4. ხალხო 1151 სოკეტი მაქვს , 16 გიგა ოპერა, ნუ იასნია კვებაც და პროცესორი რა როგორ სად დავაყენო მითხარით და როგორ და რა თანმიმდევრობით. 2 კვირაა ველოდები ამას და მიშველეთ ვინმემ ამაწყობინეთ კომპიუტერი <3 ხეელფ
  5. ბიჭებო კომპიუტერს რო ჩავრთავ ,როგორ შეიძლება ვნახო მანამდე თუ იყო ჩართული ?ანუ რამდენი ხნის წინ იყო ჩართუყლი დრო რო დამიწეროს ეგეთი რამე იცით ვინმემ?
  6. გამარჯობათ, მოკლედ ესეთი პრობლემა აქვს ჩემს კომპიუტერს, რამოდენიმე კვირაა უკვე როცა თამაშს ვრთავ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ეკრანი შავდება ხმა ცოტახანი ისმის და შემდეგ ხმა ქრება, არაფერს არ აკეთებს არსად არ შედის ეკრანიც არ იცვლება სულ შავია სანამ არ დავარესტარტებ, ამას აკეთებს მხოლოდ ცოტა დიდ თამაშებზე dota2 tomb raider ზე ორივეზე იგივე პრობლემაა შედარებით პატარა თამაშებზე ჩვეულებრივად მუშაობს. ვინდოუსის გადავაყენე რამოდენიმეჯერ 7 მეყენა ეხლა 8 დავაყენე მაგრამ არაფერი არ ეშველა და თუ იცით ვინმე რა ჭირს ან როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში (ადმინ თუ თემა არასწორ კატეგორიაში გავხსენი ბოდიში, და გადამიტანე შესაბამის კატეგორიაში.)
  7. PC CPU - E5300 M/B - P5KPL-AM SE HDD - Seagate 160GB RAM - Samsung 2x1GB (2GB) VGA - ინტერგრირებული DVD_RW - Asus 52x Mouse - Genius Traveler 100 Keyboard - Genius KB-21E Headphone - microlab K520 PSU - 450W Case - Colorful ფასი 195 ლარი Mob 551.901.901
  8. > CPU: Intel Celeron 2.4 GHz > RAM: 256 MB > VIDEO: AGP Nvidia GeForce4 64 MB > LG-ის Flatron სქელი მონიტორი > სიდირომი, ფლოპი, 60იანი ვინჩესტერი > მაუსი და დინამიკები * კეისში გაგრილება მწყობრშია * ქულერები - კვებისაც, პროცესორისაც და ვიდეოსიც მუშაობს * ვაბშე არაფერია გადამწვარი * არაფერია ხარვეზიანი * არც მონიტორი ურევს * არც ფერები აქვს არეული * არც მკვდარი პიქსელები არ აქვს * მოკლედ არაფერი არ ჭირს კომპიუტერს, უბრალოდ ძველია და ვსო ფოტოები: 1: http://f.cl.ly/items/2b1Q2d1S3y2g2B3k0o28/DSCN4782.JPG 2: http://f.cl.ly/items/0a3Q1g0615313Q342k38/DSCN4783.JPG 3: http://f.cl.ly/items/32330B1H1A0t34191F1h/DSCN4784.JPG 4: http://f.cl.ly/items/34423K2S2W1N033M1C1l/DSCN4785.JPG ბოდიში ამ მეოთხე ფოტოზე დინამიკების გამოჩენა დამავიწყდა დამიჯერეთ რომ ეგეც ნამდვილად მოყვება ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე ერთად 150 ლარი დამეკონტაქტეთ ან აქვე, ან მობილურზე 5 57 57 26 47, ან სკაიპში THEVAN3D
  9. Monitor - LG W2261V Screen size (inches) - 21.5 Type - LCD HD Monitors - Yes Aspect Ratio - 16:9 Resolution - 1920 x 1080 (Full HD) Brightness (cd/m2) - 300 Contrast Ratio - 20000:1 Response Time (ms) - 2ms D-Sub - Yes DVI-D - Yes HDMI - Yes F Engine PC CPU - E5300 M/B - P5KPL-AM SE HDD - Seagate 160GB RAM - Samsung 2x1GB (2GB) VGA - ინტერგრირებული DVD_RW - Asus 52x Mouse - Genius Traveler 100 Keyboard - Genius KB-21E Headphone - microlab K520 ფასი 390 ლარი Mob 551 901 901
  10. გამარჯობა. მოკლედ ბავშვი გაიზარდა და ერთი კომპი აღარ გვყოფნის მინდა ჩემი ლეპტოპი დავუთმო (ლეპტოპი, რომელსაც ეკრანი გაუტეხა და გამოვცვალე, კლავიატურაზე ორი ღილაკი მოაძრო, შნური გაწყვიტა და გადაბმულია და ა.შ.) მოკლედ მას ადგება ბრაუზერის თამაშებისთვის, მე კი მინდა რამე დესკტოპი ავაწყო რაც შეიძლება იაფად, მაგრამ არ მინდა რაც შეიძლება უბრალო თორე დავითრევდი 775-ზე. საკმაოდ ჩამოვრჩი კომპიუტერულ სიახლეებს და ვერ ვერკვევი კარგად ფასებში და სიძლიერეში. მინდა რომ ისე თუ ასე რაღაც თამაშები მათამაშოს, მაგრამ არა უმაღლეს გრაფიკაზე და მაღალ რეზოლუციებზე. მაქვს 17-ანი მონიტორი, კლავიატურას და მაუსსაც ვიშოვი. დინამიკები არ მინდა. მინდა მხოლოდ პროცესორი. მინიმალური i3 ბაზაზე (1155 და 1156 სოკეტები ვნახე, მაგრამ ვერ მივხვი რა სხვაობაა, რომელი სჯობს და რატომ), ოპრატიული დდრ3 არც ისე ძვირია და ალბათ 4-6 გბ. hdd 500-იც მეყოფა, მაზერი უბრალო, კვება ისეთი რომ არც გამყიდოს და არც სულს ღაფავდეს. როგორც დავაკვირდი ფორუმზე აქაც და ჩვენ მეზობლებთანაც ხშირად იჩითება კარგი ვარიანტები (აი AVENGER ყიდიდა ვიდეოებს საკაიფო ფასებში). მოკლედ დამეხმარეთ, გამარკვიეთ რა სჯობს ვიყიდო ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იაფად. რა სჯობს რომ ახალი ვიყიდო და რა არ არის პრობლემა რომ ნახმარი დავითრიო. შეიძლება ნელ-ნელა ვიყიდო როცა კარგი ვარიანტები გამოჩნდება. მინდა ნორმალური კომპიუტერი, რომ მიქონდეს 17-იან ეკრანზე ახალი NFS, ფეხბურთი, ონლაინ შუთერებიც საშუალოზე მაინც და ა.შ. თქვენი იმედი მაქვს რომ არ დაიზარებთ და საუკეთესოს მირჩევთ. სამსახურის გამო ვერ ვიცლი, რომ კარგად ჩავუჯდე და მოვძებნო და გავერკვიო და ა.შ. წინასწარ მადლობა ყველას ვინც არ დაიზარებთ.
  11. ვყიდი კომპიუტერს სუ ამაზონის ნაწილებითაა აწყობილი + თავისი მონიტორით http://uploadpic.org...qYHKDauP9PA.jpg მონიტორის სურათი Philips 227EL 22" FullHD LED მაზერბორდი Asus P5P41D პროცესორი QuadCore Intel Core 2 Quad Q6600, 2400 MHz (9 x 267) ვიდეოკარტა http://www.amazon.co...ds=gtx 460 evga EVGA GeForce GTX 460 Superclocked EE (External Exhaust) 1024 MB DDR5 PCI Express 2.0 2DVI/Mini-HDMI SLI ოპერატიული Hyperx 2x2 = 4 GB DDR2 კვება ნამდვილად არ ვიცი კაროჩე ყოფნის კეისი http://megahosting.n...287IMAG0228.jpg ჰდდ ტერაბაიტ ნახევარი ფასს ვაფასებ 940 ლარს მყიდველს დავუკლებ +995568868670
  12. მაინტერესებს ამ მონაცემების კომპიუტერი თუ გაქაჩავს (მაგარ) თამაშებს ? პროცესორი http://ark.intel.com...ghz-800-mhz-fsb ვიდეო დაფა ( GTX 650 1GB ) http://www.asus.com/...ds/GTX650E1GD5/ ოპერატიული ( RAM ) 4 GB DDR 2
  13. კომპს ვყიდი და ვინმეს ხოარგინდათ ? :rofl:
  14. მეგობრის უნდა ახალი კომპის აწყობა არქიკადზე და ავტოკადზე სამუშაოდ. ბევრი ფული ნაღდად არ აქვს და ამიტომ მაქსიმალურად იაფად და კარგი წარმადობის კომპის აწყობა უნდა. ახლა აქვს Core 2 Quad Q9400, 9400GT, 2GB RAM და ჩიფსეტი P35. მაინტერესებს რომელს უფრო იყენებს ეს პროგრამები, პროცს თუ ვიდეოს, გამოადგება თუ არა ბევრი ოპერატიული (4გბ-ზე მეტი) და რა კონფიგურაციას მირჩევდით...
×
×
  • Create New...