Jump to content

Danger77

წევრი
  • Posts

    1210
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Danger77

  1. ნუ როკსტარი კი გოთვერანია და ჯერ კონსოლების აუდიტორიის გამოწველას ცდილობს ხოლმე, მარა გტა5-ის მაგალითზეც ვნახეთ რო პკ-ზე თუ უშვებს, უშვებს დასტოინად. კარგი ოპტიმიზაციით.
  2. ჩემთანაც არ ჩანს. სერვერებს აქვსო პრობლემა
  3. მე მეგონა მეტს შეძლებდნენ. Until Dawn-ის შემქმნელები არიან. არადა ეგ იგრა კარგი იყო საკმაოდ. ნუ სონის ხო გამოეყვნენ და ალბათ Bandai Namco-მ ვერ გაუწია კარგი ფაბლიშერობა. სამწუხაროა
  4. მე პროსტა დემო ჩავიწერე და რუტრეკერიდან portable ვერსიის exe გავუშვი და ჩაირთო lol
  5. შენც Last Of Us არ ითამაშო დროებით. Demons Souls სცადე, 30 ფპს-ს i5-იც ჰქოფნის. პერსონა5 სცადე. კიდე ბევრია რასაც ძლიერი რკინა არ უნდა
  6. ერთი კვირის შემდეგ ისევ ფასიანი გახდება.
  7. Squadron 42 2020-ში გამოვა https://robertsspaceindustries.com/roadmap/board/2-Squadron-42 მილიარდერმა Clive Calder-მა პროექტში 46 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო რითაც 10% იყიდა აქტივების. კაცმა რო გამოთვალოს გამოდის რომ ციტიზენის კომპანია ნახევარი მილიარდი ღირებულა. მოკლედ ეს 46 მილიონი დოლარი ძირითადად Squadron-ის მასშტაბურ მარკეტინგში დაიხარჯება რომელსაც უკვე ნელნელა ქოქავენ.
  8. Crytek სასამართლო დავას აგებს. არგუმენტების გარეშე დარჩა. ყველაფერი რაც წარადგინა და რა ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლომ არ მიიღო. 21 დღე აქვს რომ რამე ახალი თქვას.
  9. აქვს თანაც ძაან საკაიფო/მისტიური მარა თვითონ თამაშში არ ჩანს ყველაფერს შენთვითონ უნდა მიხვდე და ოფიციალური ლორი იკითხო
  10. იქნება ყველაფერი კი, ოღონდ უფრო პატარა მასშტაბებში exploring-ის მხრივ ბუნებრივია. მისიების საზღვრებს გარეთ არ გაგიშვებს თამაში იმიტომ რომ სთორის უნდა მიყვე. ისე სთორი რამდენიმე მზის სისტემაში გვამოგზაურებს. სამხედრო ხარ. 42-ე დანაყოფში და კაცობრიობას უცხოების დამარცხებაში ეხმარები აი 2017-ში დადებულ Pre-alpha გეიმფლეის გადახედე ეს კიდევ მსახიობები
  11. ესეიგი რახდება კეთდება ორი თამაში ერთდროულად: Star Citizen ანუ MMO სადაც მეგობრებთან ერთად დაფრინავ პლანეტებზე, ვაჭრობ, პირატობ და ნუ ყველაფერი რაც ესეთ თამაშებს აქვთ ხოლმე. და Squadron 42 ანუ სინგლ-პლეერი ბოევიკი თავისი სთორით , რომლის ისტორიაც Star Citizen-ის სამყაროში მიმდინარეობს Star Citizen არ გამოვა კიდევ კარგა ხანი იმიტომ რომ ესეთი მასშტაბების და ხარისხის MMO-ს გაკეთება დიდ დროს მოითხოვს. პროგრამულადაც და კონტენტის მხრივ. წარმოიდგინე პლანეტას რო ქმნიან რომლის ფართობი მილიარდი კვადრატული მეტრია, ის პლანეტა რამენაირად უნდა გაავსონ და ნამდვილს დაამსგავსონ. მაგალითად კაკრაზ 2 კვირის წინ დაამატეს პლანეტა Hurston რომელიც უზარმაზარია და აქვს ტყეები, სავანები, ზღვები, მჟავური რელიეფები, ინდუსტრიების მიერ დამუშავებული კარიერები და ასე შემდეგ. მოკლედ რო დაფრინავ პლანეტის თავზე გსიამოვნებს რა პლასტმასის ლანდშაფტი არ გხვდება. მაგრამ ყველაზე დიდი დრო წაიღო პლანეტის ერთადერთი ქალაქის, Lorville-ის შექმნამ. წარმოიდგინე: მეგა ქალაქია რომელიც იმხელა მასშტაბებისაა რო მეტროს სისტემა გაუკეთეს და მოთამაშე მეტროთი მგზავრობ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. აი ასეთი უზარმაზარი რაოდენობის კონტენტის გამო უნდებიან დიდხანს. და წარმოიდგინე ეს ერთი პლანეტა გითხარი. მაგ მზის სისტემაში 4 პლანეტაა. ისინი არ დაუწყიათ ჯერ. და თამაშში კიდევ 100 მზის სისტემაა ჩაფიქრებული თავიანთი პლანეტებით და მთვარეებით... ეგ რაც შეეხებოდა Star CItizen-ს. ეხლა Squadron 42 Squadron 42 არის single player და მაგდენი რამე არ სჭირდება. Open world არაა. სთორის მიყვება. როგორც Uncharted ან თუნდაც Mass Effect. ზუსტად ამის გამო Squadron-ის დეველოპმენტი უკვე დასასრულისკენ მიჰყავთ. დეკემბერში დადებენ რელიზის სავარაუდო თარიღს. ხალხი 19-ის ბოლოს ფიქრობს ან 20-ის დასაწყისს. ნუ გავიგებთ მალე. დღეს ესკადრილია 42 გამოიყურება ასე: საკმაოდ საინტერესო თამაში გველის
  12. 200 მილიონს გაცდა დაფინანსება
  13. ეგეთი დიდი იგრები ჯერ ცუდად მუშაობს. ნუ თითქმის წესივრად არენდერებს ორივეს მაგრამ fps-ია ჯერ ძალიან დაბალი top i7-ზეც. ერთადერთი გამონაკლისი Demons Souls-ია. ეს საკაიფო ფპს-ით ეშვება ი3-ზეც კი. მაქსიმუმ ერთი წლის საქმეა ოპტიმიზაცია არაუშავს.
  14. მეც მასე ვარ ჯორჯ. ვერ ვუმუღამებ კონსოლს და რა გავაკეთო. ახალ წელს ვიყიდე PS4 და კი კაი ექსკლუზივები აქვს მარა აი ვერა მაინც რა. ძაან ერთჯერადი ადვენტურა ექსკლუზივებით აქვს სახელი განთქმული სონის რაც მე დიდად გულზე არ მეხატება. ნუ არის ბლადბორნი, ჰორაიზონი მარა ჰორაიზონი ძალიან თავთხელი რამე გამოუვიდათ, რისთვის გადავიხდა 70 ლარი. ბლადბორნს კიდე როგორც Souls-ის სერიას ჯერ არ ვეკარები სანამ მუღამი არ მომივა. ხოდა მოკლედ წინაზე მე4 ანჩართედი დავხურე და კი, ძალიან კარგი თამაშია, დეველოპერებს სისხლი და ოფლი აქვთ ჩადებული მარა 3-4 დღეში შემოგეფშვნება კაცს და ძაან გიტყდება. თან ტელევიზორთან კონტროლერით ჯდომა ვერასდროს ჩაანაცვლებს ჩემთვის მაგიდასთან ჯიგრულად მაუსი/კლავას კომბინაციას. ნუ ზოგჯერ მინდება დივანზე წამოგორება და ისე თამაში კონტროლერით როცა დაღლილი ხარ ადამიანი და რამე კაზუალური იგრის ყომარი გინდა დრაივკლაბის ან მასეთების. ხოდა რავი ეხლა 5.55 პრაშივკის exploit-ს ველოდები რო უფასოდ ჩავყარო იგრები თორე ძაან გამყვლიფა უკვე. სტუდენტი ვარ და ვერ ავუდივარ ისეთი ფასები ადევს. RDR-ც ძაან გამიტყდება PC-ზე თუ არ გამოვა იმიტო რო კლავით და მაუსით ეგ თამაში ათასჯერ უფრო კომფორტული იქნება ჩემი აზრით. ნუ თუ არ გამოვა სხვა გზა არ მექნება პს4-ზე ჩავიწერ.
  15. კაი განახლებაა მარა რავი წავითამაშე და ისეთი ფუნდამენტალური არაფერი შეცვლილა. უბრალოდ კონტენტი დაემატა რა. გრაფიკა იგივეა ჩემი აზრით, უარესი თუ არა. პლანეტარული რენდერინგი არც მაშინ უვარგოდათ და არც ეხლა.
  16. არ ხსნის სურათს როდის დაგიწერია ეხლა შევხედე
  17. ანუ როგორც იქნა ისევ დააპაიკეს IHS პლატაზე ხო? ესეიგი delidding აღარ დასჭირდება იმდენად რაზგონის შემთხვევაში. ტემპერატურაც დაიწევს. ბირთვებიც ოხრად აქვს i9-9900K-ს, რენდერში გაასწორებს და თან 450დოლარამდე ეღირებაო. მგონი კარგი დროა მეოთხე თაობა გამოვცვალო
  18. მშვენივრად მუშაობს იმის გათვალისწინებით რო 0.0.5 ვერსიაა და უკვე ისეთ თამაშს აემულირებს რომელიც PS3-ის საზიზღარი CELL პროცესორის არქიტექტურის 100%-ს მოიხმარს
  19. * CDPR აღწერს თამაშს როგორც RPG-ის პირველი პირიდან, თუმცა დიალოგებისას კამერა სხვადასხვა რაკურსებს აიღებს. * მთავარი გმირი - სრულყოფილად გახმოვანებული პერსონაჟია სახელად V. * შესაძლებელი იქნება სქესისა და ბიოგრაფიის არჩევა. * ბიოგრაფიის არჩევა სიუჟეტის განვითარებაზე იმოქმედებს. * პერსონაჟის შექმნა იქნება დეტალური. * RPG ჟანრის ყველა პროგრესია ადგილზეა (უნარები/პერკები და ა.შ.) * თამაში შავი ანტიუტოპიაა ვერტიკალური მასშტაბით, რომელიც საშუალებას იძლევა თავი Blade Runner-ად წარმოისახოთ. * იარაღები სამი ტიპისაა: მძლავრი, ტექნიკური და ჭკვიანი. უკანასკნელს მაგ. შეეძლება მიზნის ტრასირება. * დღის მონაკვეთების დინამიური ცვალებადობა. * ტრანსპორტი წარმოდგენილია ავტოებით, მოტოებითა და საფრენი აპარატებით. * ტრანსპორტის მართვა შესაძლებელია როგორც პირველი, ასევე მესამე პირის კამერითაც. პირველი პირით მართვისას, ინტერფეისი სრულად პროეცირდება საქარე მინაზე. * ტრანსპორტის მართვისას შესაძლებელია ცეცხლის წარმოება და სროლები, ასეთ დროს ტექნიკის მართვას ხელოვნური ინტელექტი იკისრებს. * ეს არის "ვზროსლური" თამაში "ვზროსლებისვის". * რამოდენიმე პერსონაჟი Cyberpunk 2020-იდანაც გამოჩნდება. * როგორც The Witcher 3-ში, Cyberpunk-შიც შესაძლებელია და აუცილებელიცაა NPC-ებთან ურთიერთობა, მათგან მისიების/დავალებების მიღება და დიალოგებისას გარკვეული ვარიანტების არჩევა. * მჭიდროდ დასახლებული სათამაშო სამყარო 6 უნიკალური რაიონით. * ყოველ რაიონში აუცილებელი იქნება ასე ვთქვათ "იქაური ქუდის" დახურვა, რომ შეერწყათ მოსახლეობას და მათი ნდობა მოიპოვოთ, მაგ. ტანსაცმლის შეცვლა დაგეხმარებათ ამაში. * რაიონში კვესტების შესრულება ასევე უმატებს ნდობის ფაქტორს. * ინტერფეისი ძალიან მინიმალისტურია - პატარა ორიენტირი და დავალებების ლოგი. * ბრძოლისას ინტერფეისი ფართოვდება და სტანდარტული ინფო გამოდის (სიცოცხლის შკალა, მტრების მონაცემები და ა.შ.) * თამაშში არის Slow-mo - შენებულ მოძრაობაში სროლა. * ხაზი ესმევა იმას, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნებათ შედეგები როგორც ლოკალურ, ასევე სამყაროს მასშტაბითაც. * არის "დათვალიერების რეჟიმი", რომლითაც შესაძლებელია ნივთების შესწავლა და ლორის გაღრმავება. * "სიცოხლის შევსება" ხდება სპეციალური ინჰალატორით მეშვეობით. * ექშენი იგრძნობა უფრო ნელად ვიდრე Doom ან Borderlands-შია, თუმცა უფრო დინამიურად ვიდრე Fallout 4-ში. * შესაძლებელია ობიექტებს ქვეშ გასრიალება და აკვრა (Cover).
  20. ამ დღეებში E3-ზე კიდე მოგვაწოდებენ ინფოებს. დავაცადოთ გვანახებენ ღამის ქალაქსაც და dark cyberpunk vibe-ს
  21. https://rpcs3.net/download კი, Persona5-ს და Ni No Kuni-ს ვთამაშობ უპრობლემოდ. Nier Replicant-საც უნდა ჩავუჯდე მერე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.