Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Posts posted by eolsori

  1. 6 hours ago, Harmony Lines said:

    chrome-ს ვიყენებ...

    https://chrome.google.com/webstore/detail/ublock-origin/cjpalhdlnbpafiamejdnhcphjbkeiagm?hl=en

    ეს დააყენე და ყველაფერს დაბლოკავს.

    ან Opera გადმოწერე. მოყვება ჩაშენებული VPN, რეკ;ლამების და მაინერების დასაბლოკი დამატებები.

     

  2. 5 hours ago, Harmony Lines said:

    bitcoin-ს რეკლამას youtube-ზე თქვენც გიგდებთ? ფლეილისტები მაქვს გაკეთებული და სიმღერიდან სიმღერაზე გადასვლის შუალედში ტვინი წაიღო...  :fuk:

    რომელ ბრაუზერს იყენებ? თუ იუთუბის აპლიკაციას გულისხმობ ?

  3. 41 minutes ago, nseries430 said:

    100 ლარამდე ემანის საკომისიოებმა წაიღო ანუ 1300 ლარში 643 რიპლ მაქვს რა

    ბოლო პერიოდში მომხდარმა ამბებმა გვაჩვენა, რომ იმანის არ უნდა ენდო. 

    კარგი ფასები როცა იყო და გაყიდვა სურდა ხალხს ან საიტზე ვეღარ შედიოდნენ ან ყიდვა-გაყიდვა იყო შეზღუდული თუ საერთოდ შეჩერებული არა.

    მერე ფასებმა რომ დაიკლო არც იმის საშუალება მისცეს ხალხს, რომ დაბალ ფასში ეყიდათ..

    მოკლედ იმანის ჩემი აზრით სავსებით სამართლიანად უწოდებენ "სალობიეს"

     

    41 minutes ago, david_888 said:

    მაგას ვერავინ იყვის როდის და როგორ მარა აიწევს ფაქტია, ერთ ვალუტაზე არ უნდა გააკეთო სტავკა, მე ბიტკოინიც მაქვს ლაიტკოინიც რიპლის სტელარიც ნემიც კარდანოც, დაჟე ექსპანსიც, კიდე სტორჯის ყიდვას ვფიქრობ

    სამწუხაროდ მე ინვესტიცია არ შემიძლია. ანუ იმას ვინახავ, რასაც მაინინგით ვშოულობ.  ახლა ზეკს ვაგროვებ., მერე ზეკკლასიკს და ეთერიუმზე გადავალ ალბათ და ბოლოს ეთერიუმ კლასიკიც შეიძლება.

    შენახვით cex.io ზე ვინახავ, რადგან სხვა უკეთესი საშუალება ამ ეტაპზე არ მეგულება. 

  4. 4 minutes ago, G1ORG1 said:

    დროში ვეღარ ჩავეტიე, როცა ვნახე ისევ შეწყვეტილი იყო

    რა დრო კი მაგას სჭირდებოდა. PM მოგწერე და ონლაინში იყავი. მაშინვე რომ გადასულიყავი კი მოასწრებდი. 

    თუმცა აღარ მიკვირს ასე სწრაფად რომ დახურეს, რადგან იმდენი ხანი და იმდენი ხალხი ელოდებოდა თან ისეთი ფასი ედო მაგის ანგარიშებს  მიაწყდებოდა ხალხი.

    მე მთელი თვე უნდა ვაწვალო ჩემი კარტა 100-150$ რომ გამოიმუშაოს და ვიღაცებმა იგივე ფასად და უფრო ძვირადაც ისეთი ანგარიშები გაყიდეს რეგისტრაციას რომ 1 წუთი მოანდომეს სულ :დ

    სავარაუდოდ ისევ ვაჭრობა წავა მალე

    2 minutes ago, david_888 said:

    კარტები არ გაიფდება

    გაზაფულზე პანპი რო წავა პირიქიტ კიდე გააძვირებენ

    როგორ ფიქრობ დაახლოებით რამდენ ხანში და რამდენად შეიძლება მოიმატოს ფასებმა?

    მე მაგალითად ზეკს ვაგროვებ და ვინახავ, მაგრამ ხომ არ ჯობია ბიტკოინში ან რიპლში გადავცვალო? :/

  5. 5 minutes ago, david_888 said:

    ცოტახანი იყო ჩართული ეხლა ისევ შეზღუდულია

    ხოდა ჰქონდა საკმარისი დრო, რომ რეგისტრაცია მოესწრო.

    ზოგმა რამდენიმე ანგარიში დაარეგისტრირა იმ იმედით კიდევ დაიხურება და გაყიდვას დავიწყებთო.

    იბეიზე გაიყიდა cex.io-ს რამდენიმე ანგარიში.  ფბ  ჯგუფებშიც გაყიდეს ქართველებმა და რამდენიმე დღეში რეგისტრაციაც გაიხსნა.

    ისე ასე სწრაფად თუ დახურავდნენ არ მეგონა.

     

    8 minutes ago, david_888 said:

    ჩვეულებრივად ღირს დაწყება, არც კარტები გაიფდება და არც არაფერი შეიცვლება რადიკალურად 

    ფასები ხომ საგრძნობლადაა შემცირებული. ვინც პანიკას აყვა ან აყვება  უკვე ყიდის ან მომავალში გაყიდის, როცა დაინახავს ფასები დასტაბილურების და მომატების ნაცვლად კიდევ იკლებს. თავიდან ძვირად შეეცდება გაყიდოს და ბევრს შეიძლება გაეყიდოს კიდეც, მაგრამ ისევ თუ გაგრძელდა კლება, მაშინ შემოიყრება ბევრი და იაფადაც იქნება შედარებით.

     

  6. 1 hour ago, gamezer123 said:

    ამირია ამ მაინიგნმა თავ გზა : არა და ვაფშე სხვა გეგმები მქონდა ამაზე რო არ მომეკრა თვალი

    ახლა ნამდვილად არ ღირს არაფრის დაწყება.  ფასები კატასტროფულად დაეცა და კიდევ უფრო დაიწევს. უკვე აშკარად პანიკამ მოიცვა ხალხი და ცოტა ხანში ალბათ კარტებიც ბლომად დაიყრება, შესაბამისად უნდა დაიწიოს კარტების ფასმაც.

    იმ სხვა გეგმებს მიყევი თუ უფრო ჭკვიანურია და რისკიც ნაკლებია.

     

    26 minutes ago, nseries430 said:

    რიპლი ვიყიდე 643 რიპლი მაქვს ეხლა

    რა ფასად იყიდე?

     

    @G1ORG1    არ დარეგისტრირდი cex.io ზე?  მოგწერე მგონი რომ ჩაირთო და დაგეზარა? :დ

  7. @მათე

    მადლობა!

    8 hours ago, მათე said:

    WUBI-ს გზით სისტემის დაყენებას და მის ყოველდღიურად გამოყენებას არ გირჩევდით.

    WUBI მე არ გამომიყენებია, მაგრამ გამიგია ნელიაო, თუმცა ექპერიმენტის სახით ცდა ალბათ ღირს.

    ზემოთ აღწერილი მეთოდი კი რამდენჯერმე დამიტესტავს და სრულყოფილად აყენებს სისტემას და არც შემდგომ აქვს პრობლემები.

    ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ რომელიმე სისტემა უნდა ეყენოს. სულერთია რომელი, რადგან UNetbootin  ვინდზეც მუშაობს, მაკზეც და ლინუქსზეც.

  8. მას შემდეგ, რაც იანვარში ყიდვა-გაყიდვის მინიმალური ოდენობა გაზარდეს დღეს მივაღწიე ამ მინიმუმს, მაგრამ ფასი წასულა ქვესკნელში

     

    ZEC Price

    :givi:

     

    ანუ 2 კვირის ნაგროვები დღეს დაახლოებით იგივე ღირს  რა ფასადაც თავიდან 4-5 დღის გამომუშავებული გავანაღდე

    თუმცა პროგნოზირებენ, რომ თებერვალში კიდევ უფრო მეტადაც შეიძლება დაიწიოს და შემდეგ მარტში დაიწყება მომატებაო

  9. ლინუქსის და კონკრეტულად უბუნტუს  შესახებ ამავე კატეგორიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემები არსებობს, მაგრამ ამ თემის ცალკე შექმნა საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მიზეზის გამო:

    1) გვინდა ლინუქსის დაყენება, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს USB flash drive ან ცარიელი CD/DVD დისკი.

    2) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ ჩაწერა არ გამოგვდის  ტექნიკური თუ სისტემური მიზეზით

    3) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ საინსტალაციოს შექმნა არ გვინდა,  გვეზარება ან დისკი თუ ფლეშკა გვენანება ( ეს უკანასკნელი მე პირადად ხშირი გამოყენების შედეგად გამოუსადეგარი გამიხდა )

     

    ლინუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი დისტრიბუტივის Ubuntu-ს ინსტალაცია არავითარ პრობლემას და განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს რიგითი მომხმარებლისთვის. ასევე მარტივია უბუნტუს დაყენება ჩამტვირთავი მოწყობილობის გარეშე პირდაპირ ვინდოუსიდან.  

    ამისთვის გვჭირდება:

    ა) პროგრამა UNetbootin   59lpwfA.png

    ბ) Ubuntu-ს საინსტალაციო ISO ფაილი

     

    გ) დრო, სურვილი და მონდომება

     

    მას შემდეგ, რაც გადმოვწერთ ჩვენთვის სასურველი ვერსიის საინსტალაციო ფაილს და  პროგრამა  UNetbootin-ს, რომელიც ზომით საკმაოდ მცირეა, ხოლო გამოყენების მხრივ მარტივი და პრაქტიკული, უბრალოდ  ადმინისტრატორის უფლებით გავუშვებთ ( ინსტალაცია არ სჭირდება )

     

    8m3WGEC.png

    Distribution-ის ნაცვლად ვირჩევთ Diskimage

    ავირჩევთ გადმოწერილ ISO ფაილს

    Type-ში USB flash drive -ის ნაცვლად ვირჩევთ Hard Disk

    Drive:  ვუთითებთ C დისკს ( სადაც ვინდი აყენია )

    და ბოლოს OK.

    Unetbootin  საინსტალაციო ISO ფაილს ჩაწერს C დისკზე ( დააყენებს, როგორც ჩვეულებრივ პროგრამას ) რასაც 1 წუთზე მეტი არ სჭირდება ხოლმე ( დრო დამოკიდებულია ISO ფაილის ზომაზე )

    როდესაც ჩაწერა დასრულდება გადავტვირთავთ სისტემას და ბუთ მენიუში გვექნება არჩევანის საშუალება Windows 7, 8, 10 -თან ერთად გაჩნდება Unetbootin. არჩევის შემდეგ ვაჭერთ TAB-ს და მენიუდან ვირჩევთ Install Ubuntu

    Ulxf2r5.png

     

    დანარჩენი ინსტალაციის პროცესი სტანდარტულია და იგივეა, რაც ამ თემაშია აღწერილი

    როდესაც უბუნტუს დაყენებას მოვრჩებით და ლინუქსში ძრომიალი მოგვწყინდება ვინდზე ჩატვირთვის შემდეგ უბუნტუს საინტალაციო მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ( შემდეგ გადატვირთვაზე ხელახლა დაყენება რომ არ შემოგვთავაზოს ან ბუთ მენიუში არ გამოგვეჩხიროს თვალში ) დაყენებული პროგრამებიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ My Computer ან This PC-ში შევიდეთ, შემდეგ Uninstall or change a program და ჩამონათვალში Unetbootin   ვიპოვოთ შემდეგ კი Uninstall

     

    ყურადღება!

     

    * აღნიშნული მეთოდი დატესტილი მაქვს მხოლოდ უბუნტუზე, მაგრამ წესით ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს ლინუქს მინტზე, შესაძლოა დებიანზეც და რამდენიმე სხვა დისტროზე. უკლებლივ ყველაზე არ მუშაობს.

    * უბუნტუს ინსტალაციის პროცესში C დისკის დაფორმატება არ მიუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემაც წაგეშლებათ და უბუნტუს საინსტალაციოც.

     

     

    • Thanks 1
  10. 6 minutes ago, Luka_Lucha said:

    მადლობა პირველ რიგში
    რაც შეეხება შეზღუდვებს იყო თან საკმაოდ ადმინისტაროტორის უფლებით თითქმის ვერაფერს ვერ ვიყენებდი პარამეტრებშიც ბევრი რამ იყო მიუწვდომელი მაგრამ განახლების მერე ბაგები ბევრად ნაკლები იყო და საკმაოდ აჩქარდა და მაგიტო მინდა რომ განვაახლო გამახსენდა პრო ვერსია მეყენა ახლა დავაყენე enterprise და მინდა რო გავარკვიო ისევ სტუდენტზე არ დამაბრუნოს 

    ამ სტატიაში შეგიძლია გაეცნო განსხვავებებს https://liliputing.com/2015/07/differences-between-windows-10-home-pro-enterprise-and-education.html

    მე პირადად PRO ვერსიას გირჩევ,  აფდეითები გამორთული მაქვს და სტაბილურად მუშაობს, თუმცა თუ მაინცდამაინც Enterprise გინდა ალბათ იქნება საშუალება, რომ Student-ზე არ გადაგიყვანოს.

  11. 1 minute ago, Luka_Lucha said:

    ანუ ღირს განახლება შემთხვევით ჩემ შეკითხვაზე ხო არ შეგიძლია რო გამცე პასუხი enterprise ვერსია მიყენია და განახლების მერე student-ზე დააყენა და ისე როგორ განვაახლო რო ეს არ შეცვალოს ? 

    გააჩნია აღნიშნული ცვლილების შემდეგ რამდენად შეიცვალა შენი ვინდი და გზღუდავს თუ არა რამეში. ანუ რაც student -ზე გადავიდა ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა თუ არა ეს?

    სამწუხაროდ Enterprise ვერსია არასდროს არცერთ ვინდზე არ მქონია და პირადი გამოცდილებიდან ვერაფერს გეტყვი რას რატომ ცვლის. განახლებებს რაც შეეხება ამ საკითხზეც იყოფა აზრები და ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს. მე პირადად არ ვანახლებ ხოლმე თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ მაქვს. ვთიშავ ავტომატურ განახლებას და დრაივერებს ხელით ან ერთიანად ვაყენებ სპეციალური პროგრამის საშუალებით. 

    ცხადია განახლებული სისტემა უფრო სასურველია, რადგან ამ განახლებით მწარმოებლები უამრავ ბაგს და კრიტიკულ სისუსტეს ასწორებენ ხოლმე, მაგრამ საჭირო განახლებებთან ერთად უამრავი ნაგავი მოდის და რიგ შემთხვევებში უფრო აუარესებენ სისტემის წარმადობას ან საერთოდ გადასაყენებელი ხდება ხოლმე.

  12. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ შემთხვევაში Windows 10 Pro   1709 ვერსია ( 16299.192 ) რაც აქამდე მეყენა იმ ვინდებს შორის ყველაზე სტაბილურია და ყოველმხრივ გამართულად მუშაობს.

     

    მაგრამ ეს System Availability რას ნიშნავს და რატომ იკლებ ყოველდღიურად? 

    პირველად რომ შევამჩნიე 98% ზე იყო, ახლა 92% -ზეა.

    gaUglO5.png

  13. 32 minutes ago, George said:

    ზეკის მოგებაც გამოსწორებულა ისე თორე ერთი პერიოდი მთლათ დაეცა მაგაზე გამომუშავება

    მე ვერაფერს ვატყობ გამოსწორებულს.  ახლანდელი  სირთულე:  6,978,348.93583640   ხანდახან 5-მდეც ჩამოდის ხოლმე, მაგრამ გუშინ პირიქით 8-დან 9-მდე გაიზარდა.  ფასსაც დიდად არაფერი მომატებია. ყოველ შემთხვევაში რომ იყო იმ ნიშნულს ძნელად თუ დაუბრუნდება თან არც მალე მგონია მოხდეს ეგ თუკი საერთოდ მოხდა.

     

     

       
  14. Just now, gamezer123 said:

    ეს საიტი ვნახე და მემგონი უფრო მარტივი გამოსათვლელია აქდა თუ არ დაგეზარებათ აქ გამომითვალეთ რამდენს გამოიმუშავებს დღეში ამ მონაცემებით და დამისქრინეტ და მეც შევხედავ და აზრზე მოვალ როგორ ანგარიშდება...გთხოოვთ კეთილო ხალხო ნუ დამზარდებით

     

    https://www.crypto-coinz.net/crypto-calculator/

     

    909090909.jpg

    http://whattomine.com -ზე უფრო ზუსტად და დეტალურად გიწერს.

    4 ცალ GTX 1070 -ზე  დღევანდელი კურსით დაახლოებით ასეთი შედეგი გექნება:   https://goo.gl/dPSVdR

    ახლა ეს შედეგი რომ გავშიფროთ

    wdiSUfs.png

     

    Ethash , Equihash, Neoscrypt და ა.შ.  ესენი ალგორითმებია

    Hash rate  კი გამომუშავების სიჩქარე, ამითმ თითოეულ ალგორითმს თავისი Hash rate  აქვს მიწერილი ქვემოთ ანუ შენ შემთხვევაში 4 კარტის Hash rate  არის ნაჩვენები ამა თუ იმ ალგორითმზე.

    Power  სადაც არის მანდ გიჩვენებს ამ ოთხი კარტის მიახლოებით  ენერგომოხმარებას

    Daily cost  კი ყოველდღიურ ხარჯს დენზე

     

    მერე ქვემოთ გიჩვენებს მოგებას თითოეულ ალგორითმზე რომელი რამდენს მოგცემს საშუალოდ ახლანდელი კურსის მიხედვით

    dTKSV1o.png

  15. Just now, მათე said:

    სადაც ტერმინალია იქ ყველაფერი შესაძლებელია.

    https://bbs.archlinux.org/viewtopic.php?id=37602

    windows-ს დაყენებაც შეგიძლია მაგ გზით :D

    2007-09-21 06:35:52

    ვინდსაც მარტივი გზით ვაყენებ.

    Easybcd და მისი ჯანი :D

    ფლეშკა რომ დამეწვა ლამის გამოვიგლოვე იმხელა საქმეს მიკეთებდა, მაგრამ თურმე სულ არ ყოფილა აუცილებელი და მით უმეტეს შეუცვლელი.

     

    ისე თუ ჯერ არ გვაქვს თემები ამ ორი მეთოდის შესახებ შეიძლება გაკეთება.  ანუ გამოუცდელმა მომხმარებელმა როგორ დააყენოს ლინუქსი ან ვინდოუსი ფლეშკის ან დისკის გარეშე

    2 minutes ago, მათე said:

    აბა უბუნტუ რა გგონია, პოპულარულია თორემ მაგაზე კარგიაო ვერ იტყვი.

    შენ ის არ ხარ წლების წინ და წლების მანძილზე უბუნტუს რომ აქებდი და ავრცელებდი? 

    იპოვა ახლა არჩი და აძაგებს ძველ სიყვარულს :D

    როცა რაღაც დაგიზიანდება და ლინუქსის ჩარევაა საჭირო უბუნტუ საუკეთესო ვარიანტია რიგითი მომხმარებლისთვის

    გამოცდილისთვისაც, რომელსაც ზედმეტი დროის დაკარგვა არ სურს

  16. 6 minutes ago, მათე said:

    manjaro დააყენე. distrowatch-ზე მეორე ადგილზეა Ubuntu-სა და debian-ს მაღლა :) arch linux-ზეა დაფუძნებული.

    პოპულარობა ყოველთვის როდი ნიშნავს კარგს :D  თუმცა კარგი დისტროა კი მეყენა ერთი პერიოდი.

  17. 20 minutes ago, Neo said:

    სიახლის არ მეშინია. შევეგუები მაგრამ ელემენტარული მოთხოვნები მაქვს, რის გამოც ვერც ერთ დისტროზე ვერ დავრჩი, უბუნტუც ვცადე, მინტიც და ელემენტარიც

    1. სწრაფი იყოს და ზედმეტი ნაგვისგან ცარიელი, როგორც ელემენტარი
    2. რეკლამებით ფულს არ აკეთებდეს და მონაცემებს არ აგროვებდეს, როგორც ელემენტარი
    3. ვიზუალურად რამეს მაინც გავდეს. ელემენტარი კი გავს მაგრამ დოკი არ მომწონს, კიდევ ეს ბრაუზერის "notch" ვერ მოვაშორე ვერცერთი დისტროდან, ვინდოუსზე ზემოთ არაფერი აქვს და მთლიან ეკრანზე ჩანს. იმდენი ცოდნა არ მაქვს რომ ჩემით შევცვალო ვიზუალი და ამიტომ მივეძალე მაგ ჩინურ დისტროს, თუმცა აღარ მგონია დავაყენო ახლა

     

    მოკლედ ამ ვინდოუსზე მართლა აღარ შემიძლია ყოფნა, მძიმეა. 4გბ რამი, პროცესორი i5-2430M , ახლა სამსუნგის 860 ევო მაქვს გამოწერილი და ამ ყველაფერზე მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფი კომპი გამოვიდეს, ჩართვა გამორთვიდან დაწყებული და ვერ მოვძებნე ვერაფერი საჩემო რა

    თუ სიმსუბუქე გინდა Gnome ან KDE გრაფიკულ გარსს მოერიდე. lxde ძალიან მინიმალისტურია და თვალს მართლა ვერ ახარებს,  თუმცა სწრაფი და მსუბუქი ეგაა, ამიტომ xfce იქნება ოპტიმალური ვარიანტი შენთვის. მოირგებ მერე საკუთარ თავზე ისე, როგორც გინდა. იუთუბზე უამრავი ვიდეოა უბრალოდ მოძებნა და ყურება არ უნდა დაგეზაროს.

     

    უბუნტუსაც customisation-ის დიდი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ Ubuntu xfce ანუ Xubuntu გეცადა.

     

    თუ არადა Linux mint  დააყენე xfce გარსით.

     

     

  18. 18 minutes ago, მათე said:

    said no arch user, ever! :D

    მინტი მირჩევნია ბევრად უბუნტუს და ყველა დამწყებებს უკვე mint-ს უფრო ვურჩევ. fedora კი კარგია მაგრამ arch სულ სხვაა. arch-ზე იმინა Linux-ს მთელ arch-ტექტურას სწავლობ. მერე arch wiki იმდენი ინფორმაცია წერია მანდ რომ მაგის მსგავსი სხვაგან არაფერია. მერე yaourt, AUR package-ები არც ამის მსგავსი რამეა სადმე სხვაგან. იმინა უძალიანმაგრესი სისტემაა. სანამ arch-ს მომხმარებელი არ გახდები linux_ს მთელ მუღამს ვერ გაუგებ გემოს.

    მინტის დაყენება თუ გიცდია ფლეშკის, გარე ვინჩესტერის, CD ან DVD დისკის გარეშე? ან არჩის?   ვგულისხმობ დისტროს სრულფასოვნად დაყენებას წუნს რომ ვერ უპოვი შემდეგ.

    აი უბუნტუს შეუძლია და გაუმარჯოს UNetbootin -ს :დ

    მინტი დამწყებისთვის მართლა კარგია, მაგრამ მოსაწყენი და ერთფეროვანია.

     

    არჩს რაც შეეხევა თუ ველოსიპედით კატაობა მომწონს რა თქმა უნდა ჩემი ხელით აწყობილზე უფრო სიამოვნებით ვიკატავებ, მაგრამ იმისთვის რომ კატაობისგან სიამოვნება მივიღო რა აუცილებელია ჯერ აწყობა ვისწავლო და მერე ავაწყო, როცა შემიძლია თითქმის იდეალურად აწყობილი ავიღო და რამდენიც მინდა იმდენი ვიკატავო ის დრო კი სხვა რამეში უფრო გონივრულად გამოვიყენო :D

     Archევანი  გემოვნებაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად ჩემ გემოვნებას და მოთხოვნებს ამ ეტაპზე სავსებით აკმაყოფილებს ფედორა, ხოლო არჩი დროის და ნერვების ფუჭი ხარჯვაა გამომდინარე იქედან, რომ  ზოგადად სიღრმეები არ მაშინებს, მაგრამ ლინუქსის მთლად ასე სიღრმეებში ჩახედვაც არ მსურს :D

  19. 1 hour ago, Neo said:

    Deepin-ზე რა აზრის ხართ? ჩინელებისაა და შპიონურიაო, რამდენად მართალია?

    რამდენად მსუბუქია?

     

    და კიდევ, ინფორმაციის შეგროვებას თუ ახდენს როგორც უბუნტუ? მაგ: elementary და linux mint არ აგროვდებდა, ეს რას შვრება?

    Ubuntu 14.04 ვერსიაში ახდენდა ინფორმაციის შეგროვებას და დიდი ამბები მოჰყვა მაგას.  16.04 -ზე მსგავსი არაფერი მსმენია.  მარტივი და სტაბილური თუ გინდა უბუნტუ კარგი ვარიანტია. ყველაზე მეტი Tutorial სწორედ ამ დისტროსთვისაა დაწერილი, ყველაზე მეტად ყველა ასპექტში ეს დისტროა მხარდაჭერილი.  ანუ მაქსიმალურ შესაძლებლობებს გაძლევს მინიმალური გარჯის სანაცვლოდ. უბრალოდ უნდა ადგე და დაგუგლო კონკრეტული საკითხი იქნება  თუ რამე პრობლემა.

     

    თუ სუსტი მონაცემების კომპი გაქვს ლუბუნტუ დააყენე. თუ სუსტი მონაცემების კომპი გაქვს, მაგრამ თან თვალიც გინდა გაახარო, მაშინ Xubuntu.  თუ ნორმალური მონაცემების კომპი გაქვს მაშინ Kubuntu. მე პირადად Ubuntu 16.04 Unity მომწონს.  ყველანაირად სტაბილური და გამართული სისტემაა.

     

    უბუნტუს უფრო მარტივი და შელამაზებული ვარიანტია ლინუქს მინტი.  თუ უბუნტუ გერთულება ან თვალში არ მოგდის მინტი დააყენე.  ვინ 7-ის მგსავსად მე პირადად ესეც დიასახლისების ოპერაციულ სისტემად მიმაჩნია :დ

     

    თუ უბუნტუს და მინტის სიმარტივე მოგყირჭდა სცადე დებიანი ან მთლად უკეთესი  ფედორა. 

     

    ფედორა ძალიან მაგარია.  რატომ უნდა ვიმტვრიო არჩზე თავი და ვხარჯო ზედმეტი დრო, როცა ფედორა არსებობს ♥

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.