Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. კი წავა, მაგრამ მე პირადად თიბისი ბანკს გირჩევ. 30 ლარი ვიზა კლასიკის შემთხვევაში ჯდება. ჩვეულებრივ ვიზა ელექტრონზე 11ლ მითხრეს მთლიანი ფასი 1 კვირის წინ. მე თიბისის ვიზა კლასიკი მაქვს და 30ლ მიჯდება წლიური მომსახურების საკომისიო, მაგრამ რაკი ამხელა ლიმიტები არაფერში მჭირდება უბრალო ვიზა ელექტრონის აღებას ვაპირებ მეც. შესწორება : თუ ერთჯერადად გჭირდება, მაშინ იმ ბანკის ვიზა ბარათი აიღე, რომელიც ყველაზე იაფი ჯდება. თუ სისტემატურად უნდა გამოიყენო და ხშირად აპირებ ფეიფალით ყიდვა-გაყიდვას, მაშინ თიბისი ჯობია.
  2. შეგიძლია ეგ კასტრირებული ვინ 10 დამილინკო? მხოლოდ 64 ბიტიანი. რატომღაც 7-დან არ განახლდა.
  3. Asus EX-GTX1070-O8G ეს მოდელია. ოვერქლოქინგს ჯერ არ ვაპირებ და იმ მაინერს ვცდი ამის ნაცვლად, ახლა რასაც ვიყენებ. ასევე მირჩიეს ვინდის შეცვლაც. ვინ 10 -ზე უკეთესიაო და ამაზე რას ფიქრობ?
  4. თუ მაინინგში სხვაობას ვერ მომცემს და გეიმინგიც არ მაინტერესებს ჩემ შემთხვევაში სხვა საჭიროებას ვერ ვხედავ 10-ზე გადასვლის გარდა იმისა, რომ მაინინგის პროცესში იქნებ 10-ზე უფრო გრილად იყოს კარტა, ვიდრე 7-ზეა ახლა. მაგალითისთვის თამაშის დროს ლინუქსზე ( უბუნტუ 16.04.3 ) ზემოხსენებულ ორივე ვინდთან შედარებით ბევრად უფრო გრილად მუშაობდა კარტა თამაშის პროცესში.
  5. ამ შემთხვევაში მე აქცენტს მაინინგზე ვაკეთებ და თუ ამ მხრივ განსხვავება არაა, მაშინ XP-იც რომ მეყენოს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება არჩევანის 7-ზე შეჩერებას ვინ 10-ის რამდენიმე თვიანი გამოყენების შემდეგ ( თითქმის ყველა ვერსია მეყენა, რაც ბოლო 2-3 წლის მანძილზე გამოსულა ) და MIcrosoft-ის აგრესიული მიდგომის გამო მომხმარებლისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკისადმი ისევ 7-ზე გადმოვედი, რომელსაც წლებია სტაბილურად ვიყენებ. 7 უფრო მორჯულებადია შედარებით. თუ 10-ზე გადავედი ისევ მხოლოდ და მხოლოდ იმ უპირატესობის გამო, რომელსაც მაინინგში მომცემს, თუმცა ისიც საკითხავია მომცემს თუ არა და ამიტომ ვკითხულობ რჩევას, მირჩევნია სუფთა ვინდი დავაყენო, კორტანას, მარკეტის და მსგავსი აპების გარეშე.
  6. მიღებული რჩევის გათვალისწინებით მე-2 დღეა gtx 1070-ით Zcash-ზე ვამაინინგებ და დღეში საშუალოდ 4$ მდე გამოდის. ბარათზე არაფერი მომიმატებია და არც დამიკლია ანუ არაფერს შევხებივარ გარდა ტემპერატურებზე ქულერის ბრუნვების გაწერისა. ვიდეო ბარათის ტემპერატურა სტაბილურად 57-58 გრადუსია. ქულერების დატვირთვა 62-დან 65% მდე ესეც სტაბილურად. pool: https://zec.nanopool.org Mining Client: EWBF OS: windows 7 x64 Total speed: საშუალოდ და სტაბილურად 420-დან 445sol/s მდე მერყეობს Accepted share: უკანასკნელი 14 საათის განმავლობაში: Accepted 774 , Rejected 1 მოცემულ მომენტში: ZEC Price $669.4 მაინტერესებს 1 დღისთვის და დამწყებისთვის როგორი შედეგია და რით შეიძლება გავაუმჯობესო?
  7. პირადი გამოცდილებიდან ან სანდო წყაროდან გამომდინარე მაინინგისთვის და ზოგადად უახლეს კარტებზე უკეთესი წარმადობისთვის ვინ 7 ჯობია თუ 10 ? ვიცი ამ საკითხე აზრთა სხვადასხვაობაა და ბევრი ჯერ კიდევ ვერ ელევა 7-ს, რადგან სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო იწუნებენ 10-ს, მაგრამ ბევრიც პირიქით ამ უკანასკნელს ანიჭებს უპირატესობას, რაკი ბევრად უფრო ახალია და Direct x12 ის მხარდაჭერაც აქვს განსხვავებით ვინდოუს 7-სგან. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: იმის გამო, რომ ვინ 10-ს DX12 -ის მხარდაჭერა აქვს მაინინგში რაიმე შესამჩნევ სხვაობას თუ მომცემს? და თუ პასუხი დადებითია, მაშინ ისევ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე 7-დან 10-ზე განახლებას media creation tool-ით განახლებას მირჩევთ თუ სუფთა ინსტალაციას? მე პირადად თითქმის ყოველთვის განახლებას ვარჩევდი, რადგან 7 ზე აქტივაცია ბევრად უფრო მარტივია, ხოლო განახლების შემდეგ ინსტალაციის პროცესში მყარი დისკის დაფორმატებას ვუთითებდი შესაბამისად აქტივირებული ვინ 10 მრჩებოდა და არც აქტივატორის გამოყენების საჭიროება გამაჩნდა და არც აქტივაცია დაკარგულა ოდესმე.
  8. თავიდან რა გიწერია ვერ მივხვდი. ანუ მოტყუებით გაყიდე ნივთი თუ მყიდველმა მოიტყუა, რომ სხვა ნივთი მიუვიდა? როცა გიჩივლა საერთოდ არაფერი პასუხი გაგიცია და ფეიფალმა ავტომატურად გაგამტყუნა? და რა ოდენობის თანხაზეა საუბარი? 1) კარტიდან ხელფასი როცა დამერიცხება ხო არ ამახევენ ავტომატურად ? ეგ კარტა ისევ იმ ფეიფალზეა მიმაგრებული? შენ ადგილზე ან კარტას წავშლიდი ფეიფალიდან ( თუკი საერთოდ მოგცა მაგის ნება აწი ) ან ბარათს გავაუქმებდი, მაგრამ რაკი ფეიფალზე პირადი მონაცემებით აქვთ ორივე ფუჭია ჩემი აზრით და ჯობდა მყიდველთან მორიგებულიყავი. 2) ხო არ მიჩივლებენ ალბათ თანხაზეა დამოკიდებული. შედარებით მცირე თანხებზე წესით დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მაქსიმუმ ფეიფალი ვეღარ გამოიყენო. ადრე ტექ. დახმარებას ვწერდი რამხელა საკომისიო გაქვთ ჩემი ქვეყნისთვის ბარათზე გატანაზე თქო და ერთჯერადად მაშინდელი კურსის მიხედვით კარგი ფული მაჩუქეს მაგრამ უფრო კომპეტენტურის პასუხს დაელოდე. თუ დიდი თანხის "მოტეხვას" აპირებ და გინდა შეგრჩეს, მაშინ შეიძლება სერიოზული პრობლემებიც აიკიდო. ნებისმიერ შემთხვევაში რომც შეგრჩეს სხვა ქართველი "სელერების" და ფეიფალ მომხმარებლების რეპუტაცია და სანდოობა ილახება გარკვეულწილად... მე-3 პუნქტში რაც გიწერია დაივიწყე. თუ ფეიფალის მსგავსი სისტემის გამოყენება გჭირდება ( ყიდვა-გაყიდვისთვის ) skrill სცადე.
  9. თუ ადამის დროინდელ პროცესორზე ( i3 550 ) ვერაფერ მსგავს ვერ ვამჩნევ ვერც თამაშის და ვერც ძლიერი პროგრამების გაშვების დროს ანუ ჯერ არ დავმდგარვარ პრობლემის წინაშე თუ გადაურჩა ეს?
  10. @MILANISTA 1 ქულერი რომ აქვს მაინინგის დროს ყოფნის ეგ? ზომას რაც შეეხება gtx 1070 ვიყიდე და მყარი დისკი თუ არ ამოვიღე ისე არ ეტევა :დ
  11. მას შემდეგ, რაც cex.io -მ რეგისტრაცია გაურკვეველი დროით შეაჩერა და ვერიფიკაციაც პრობლემურია უკვე არსებული მომხმარებლებისთვისაც კი Emoney.ge-ს გარდა სხვა ალტერნატივა თუ არსებობს რამე? იმანიზე რეგისტრირებული ვარ და ვერიფიკაციაც გავლილი მაქვს წლებია, მაგრამ არ ემადლიერება არავინ და მით უმეტეს დიდი საკომისიოები აქვთო + ბიტკოინის გადარიცხვა-გადმორიცხვაში დაკარგული დიდი დრო. cex.io-ს მსგავსი თუ ვერა იმანიზე უკეთესი მაინც არაფერია? არსებობს
  12. FB-ზე ჯგუფში ვადევნებ თვალს და რამდენიმე წერს, რომ ამ ბოლოს არ დარიცხესო + გამოსატანი მინ. ოდენობა კიდევ უფრო გაუზრდიათ. არადა დამწყებისთვის, რომელსაც ჯერ მაინინგთან შეხება არ ჰქონია საკმაოდ მარტივი ჩანდა.
  13. პრობლემა Spybot Anti-Beacon-შია. ამ პროგრამის გამოყენება და შეცვლილი პარამეტრები მაუსის და კლავიატურის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს. ავტო განახლება გამორთული მაქვს. პროგრამა და პარამეტრები დაყენებული რომ მქონდა მაშინ გადმოვწერე აფდეითები და გავუშვი. ანუ წესით ის სერვისები, რასაც ეს პროგრამა ბლოკავს არ უნდა დაეყენებინა. ახლა სისტემა რომ განვაახლე ეს პროგრამაც გავთიშე და ვინდის განახლებებიც გამორთული მაქვს.
  14. @მათე დატესტილი გაქვს ამ ვერსიებიდან რომელიმე? მეორედ დავაყენე ეს https://mega.nz/#!ZsVlDbba!HLNQJFq48VSEvSZCqcozolS-n-xj3byYk7lxCsNd8Zk და როგორც წინაზე, ასევე ახლაც მაუსის და კლავიატურის პრობლემა გაჩნდა სისტემის პირველი ჩართვისას. წინაზე დუალ ბუთში ვიყენებდი უბუნტუსთან ერთად და იქ ვცვალე რაღაცები, ამიტომ დუალ ბუთს დავაბრალე, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა მხოლოდ ვინდი მიყენია და აშკარად იგივე პრობლემა აქვს უარეს ფორმებში. ახლა ეს Spybot Anti-beacon გავთიშე და უნდა ვნახო რას იზამს.
  15. გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
  16. ამერიკასა და ევროპაში გასაგებია, მაგრამ საინტერესოა ჩვენთანაც თუ მოქმედებს იგივე შეზღუდვები და რეგულირდება თუ არა კანონმდებლობით? ახლა მე რომ Wifi მიმღებ ანტენაზე სიჩქარე მაქვს 300გბ 3-4 წელიწადში ვერ დახარჯო შეიძლება, მაგრამ 4G ულიმიტო ინტერნეტზე რამდენიმე თვეში ნახევარ ტერაბაიტამდე მართლა მექნება გამონაყენები.
  17. ამის 2 წლიანი განვადებით ყიდვა რამდენად გიჟური აზრია? http://ultra.ge/shop/index.php?route=product/product&path=34_370&product_id=7421 დღეში 12 საათიანი მაინინგით ვერ ამოიღებს ყოველთვიური განვადების საფასურს? დანარჩენი 12 საათი მე გამოვიყენებ მუშაობისთვის და დამატებით ერთი 150-200$ ისე უნდა დატოვოს..
  18. პერიფერიებში დღემდე არ გვაღირსეს საკაბელო ინტერნეტი. კავკასუსის ინტერნეტს გვაწვდიან Wifi მიმღები ანტენებით ბოლო რამდენიმე წელია, მაგრამ მხოლოდ გადამყიდველები და საკმაოდ გაზრდილ ფასებში. მაგალითად 3-4მბ 25-30ლარიან პაკეტებად აქვთ. ანუ 350-400კბ/წმ ინტერნეტ სიჩქარეში 30 ლარი მიაქვთ, თუმცა მაგთიფიქსის ან ნებისმიერ მოდემს ნამდვილად სჯობს. ისე ამ ბილაინმა ძალიან მაგარი საქმე გააკეთა ჯერ 5 ლარიანი და მერე 20 ლარიანი ულიმიტო ინტერნეტით. ამ ბოლოს საახალწლო ფასდაკლებითაც ჰქონდათ 15 ლარად და 170გბ -ზე მეტი გამოვიყენე უკვე. რამდენად მართალია, რომ ულიმიტო ინტერნეტი სულაც არ ნიშნავს, რომ N რაოდენობით შეგიძლია გადმოწერა და ტრაფიკის გამოყენებაო? თუ არ ვცდები 300გბ-ზე ზემოთ შეზღუდვები და ლიმიტებია. ევროპის ქვეყნებში ჯარიმებიცააო ზოგგან.
  19. თუ ფეიფალის ანგარიში შენ სახელზეა, მაშინ ვიზა ბარათიც აუცილებლად შენ სახელზე უნდა იყოს. თუ სხვის სახელზეა, მაშინ იმ კონკრეტული პიროვნების ვიზა ბარათი უნდა დაამატო, ვის მონაცემებზეც არის რეგისტრირებული. და როგორც ზემოთ ახსენეს ვიზა ბარათი აუცილებელია გამოსატანად. ვიზა ბარათის დამატების შემდეგ ვერიფიკაციაა საჭირო რისთვისაც ბარათზე 2-3$ ან ექვივალენტი ვალუტა უნდა გქონდეს ლარში როცა ბარათს დაამატებთ ანგარიშიდან ჩამოიჭრება 1$ და მოგვიანებით ისევ დაგიბრუნდება. თანხის ჩამოჭრის შემდეგ მობაილ ბანკით ან ინტერნეტ ბანკით უნდა შეამოწმოთ ტრანზაქცია და 4 ნიშნა კოდი შეიყვანოთ ფეიფალზე. მე პირადად საქართველოს ბანკის ვიზასაც ვიყენებდი, მაგრამ წელიწადზე მეთია თიბისი ბანკის ვიზა კლასიკი მაქვს ( ჩვეულებრივი ვიზა ელექტრონიც საკმარისია ) და ფეიფალიდან გადმოტანიტან ძალიან მოკლე ხანში ისახება ანგარიშზე და ბანკომატიდან შეიძლება განაღდება, ხოლო 3-დან 5 დღის განმავლობაში ინტერნეტ ბანკითაც შემიძლია გამოყენება. ნებისმიერი ბანკის ვიზა ბარათი გამოგადგება, მაგრამ თიბისი ბანკის უფრო მოსახერხებელია რაკი ინტერნეტ ბანკი უფასო აქვთ და ტრანზაქციების გაკონტროლება იოლად შეგიძლია + ამას სხვა ბანკებთან შედარებით ძალიან მალე ისახება ანგარიშზე. ჩვენი ქვეყნისთვის ფეიფალიდან ბარათზე გადმოტანის საკომისიო ფიქსირებულია და 5$-ს შეადგენს. ისე თუ დიდი თანხა არ გაქვს გვერდით ფორუმში რამდენიმე ადამიანი ყიდულობდა ფეიფალის ვალუტას და იმანიზე რიცხავდნენ ლარს.
  20. urekeli_l ძალით რომ ტანჯავ და იტანჯავ თავს ეგაა საქმე.
  21. 2 ვიდეოკარტის ყიდვას ვერ შევძლებ. მირჩევნია ახალი და ბიუჯეტური ვიყიდო დასაწყისისთვის. მაგალითად gtx 1050ti აღნიშნული ბარათი რამდენადაც ვიცი დენს ბევრს არ წვავს არა? თუმცა არც შემოსავალს იძლევა დიდს. და ნაისჰეშზე წერს ყველაზე მეტს და მანდ მაინინგი ღირს ყოველთვიურად რომ გამოვიტანო? https://www.nicehash.com/profitability-calculator/nvidia-gtx-1050-ti?e=0.1&currency=USD დედაპლატა ეს მაქვს Asrock H55M LE და ერთი კარტისთვის გამოდგებაო. კვებას Gogla1990 სგან ვიყიდი მრჩება ვიდეო საყიდელი და ეს ვარიანტები ვნახე: 1) http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=16510&category_id=29&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en&vmcchk=1&Itemid=6 2) http://adashop.ge/2016-08-05-08-19-59/video-cards/product/view/59/42803 3) http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=78527&sphrase_id=625786 4) http://altaok.ge/computers-and-office/pc-components/graphics-card/asus-strix-geforce-gtx1050-ti-4gb-gddr5-90yv0a31-m0na00.html საიდან და რომლის ყიდვა ჯობია? ან რაზე უფრო უკეთესია ამ კარტით მაინინგი?
  22. მეც გილოცავთ შობა-ახალ წელს მრავალს და ბედნიერად დაესწარით! შე ამას რამდენი პოსტები ჰქონია ამდენი იბერია ფორუმზე არ მიწერია 7 წლის განმავლობაში @მათე იქნებ შენ უთხრა რამე, დენიკინის დროინდელ ლეპტოპზე, რომელსაც პენტიუმის პროცესორი, 32მბ ვიდეო და 2გბ ოპერატიული აქვს, რა უნდა ვინდოუს 10ს თან 64 ბიტიანს და ისიც Pro ვერსიას რატომ უნდა იტანჯო თავი, როცა შეგიძლია დააყენო lubuntu ან arch -ი lxde გარსით ან საერთოდ Puppy linux რა მაინტერესებს: Asrock H55M le ამ მაზერზე თანამედროვე და ნორმალური ვიდეო კარტები თუ იმუშავებს? მაგალითად მაინინგისთვის გამოსადეგი კარტები. GTX 1060, GTX 1070, GTX 1080 ან RX 470, RX 480, RX 570, RX 580 ამათგან რომელიმე. იმ შემთხვევაში თუ იმუშავა, მაშინ ალბათ დამატებით მხოლოდ კვება მექნება საყიდელი და რაღაც წვრილმანები. 1 კარტით მაინინგი დიდი ვერაფერია ვიცი, მაგრამ დასაწყისისთვის მგონი ასე აჯობებს.
  23. გავასწორე, მადლობა! ადრე მქონდა ვინდზე გასწორებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თუ ეგ იგულისხმებოდა არ მეგონა. აქ ვკითხულობდი კომენტარებს ამ პრობლემაზე გადმოწერის მცდელობისას სათითაოდ ჩამოვყევი ყველას, თუმცა შეიძლება ნიდერლანდები გამომრჩა. ამ მომენტში კანადის სერვერს ვიყენებ და Free trial-ს ვადა როდესაც გაუვა მხოლოდ ნიდერლანდების სერვერის გამოყენებას შევძლებ? დანარჩენი ქვეყნების ფაილებიც მაქვს გადმოწერილი და შენახული.
  24. იმედი მაქვს, რომ დაეხმარება. რაც დრო გადის ლინუქსის პოპულარობაც იმატებს და შესაბამისად ეს პრობლემაც ბევრისთვის გახდება აქტუალური. მე პირადად რაც რეზოლუცია გავასწორე ჯერ Dual boot-ზე ვამუშავებდი ხანგრძლივად და ახლა უკვე მარტო ლინუქსი დავტოვე.
  25. მაინინგის თემას უკვე თვეებია ვაკვირდები როგორც ფბ-ზე სხვადასხვა ჯგუფებში, ასევე ფორუმებზე, მაგრამ სიღრმისეულად არ ჩავძიებივარ, რადგან ერთი ის, რომ ჩემი კომპი და ვიდეოკარტა ძალიან ძველი და უვარგისია მაინინგისთვის და მეორე და ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ არც თანხა მქონია საკმარისი შესაბამისი ვიდეო კარტები და მით უმეტეს დ3, ს9 ან რომელიმე სხვა ანტიმაინერი შემეძინა. გარდა ამისა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საქმეს, რაკი გამომუშავება და გამომუშავებული თანხის ოდენობა სტაბილური არაა. მაგრამ ფიქრი ხომ მაინც ყველაფერზე შეიძლება და აი რა მოვიფიქრე პრიმიტიულად: თიბისი ბანკი, რომელმაც იცის რომ არ ვმუშაობ (მაგრამ ცოტაოდენი შემოსავალი მაქვს ფეიფალიდან და წინა სესხი წარმატებით დავფარე ) მთავაზობს და ლამისაა მეხვეწება, რომ 2200 ლარამდე თანხა კიდევ ვისესხო. თავიდანვე ვიცი, რომ ბანკიდან და ისიც თიბისი ბანკიდან სესხება სისულელეა და მერე ამ ნასესხები ფულით კიდე მაინინგის წამოწყება, მაგრამ დავუშვათ და გასწია ადამიანმა მსგავსი რისკი. მაინტერესებს შემდეგი საკითხები: მაქვს უპრობლემოდ მომუშავე 7 წლის PC და უწყვეტი ინტერნეტ კავშირი. კომპიდან მაინინგისთვის მხოლოდ მონიტორი, კლავიატურა და მაუსი თუ გამომადგება ( რომ შევხედო ხოლმე ). ანუ მაზერი, კვება და ვიდეოკარტები რაც ყველაზე მთავარია ესენი საყიდელია. ძველი კეისი რომ მოვიცილო სადღაც ჯამში 2500 ლარამდე მოიყრის თავს. ამ თანხით შეიძლება თუ არა ნორმალური ფერმის გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი არ მაქვს? მომიწევს ყოველთვიურად ბანკის ვალი ვიხადო და დენის ტარიფიც ჩვეულებრივია ჩემთვის ანუ არ მაქვს უფასო დენი და არც მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ შეღავათი რომ მქონდეს. ეთერიუმზე ან სხვა რომელიმე ვალუტაზე რომ ამაინინგო ადამიანმა დარჩება კი ბანკის ვალისა და დენის გადასახადის გარდა რამე და რამდენ ხანში შეიძლება ამ თანხის ამოღება? ვიცი ძალიან ზოგადად და აბდაუბდად დავწერე, მაგრამ თუ ვინმე თავს შეიწუხებთ ჯერ წაკითხვით და შემდეგ რჩევით წინასწარ დიდი მადლობა!
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.