Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. ამ პროგრამითაც სცადე აბა https://www.ccleaner.com/speccy ძალიან მაღალი ტემპერატურებია. თუ სენსორის პრობლემა არაა კრიტიკულ ნიშნულს აცდენილია და შეიძლება დაიწვას. ჯობია გამორთო და ხელოსანს აჩვენო ან ვინც მოგყიდა იმას. შეიძლება გაწმენდამ და თერმოპასტის შეცვლამ უშველოს.
  2. Aida64 თუ დააყენე მაგ პროგრამითვე შეგიძლია ტემპერატურების კონტროლი. მარცხნივ ჩამონათვალში კატეგორიებიდან Computer აირჩიე, შემდეგ გახსნილ ფანჯარაში Sensors და გიჩვენებს ყველა ნაწილის ტემპერატურას. თუ უფრო მარტიცად გინდა Speccy გადმოწერე. ქართული ენის მხარდაჭერაც აქვს. ეს aida64
  3. თავიდანვე nanopool.org-ზე რომ დამეწყო აჯობებდა ალბათ, მაგრამ ethermine.org -ზე ის პლუსი აქვს, რომ თუ ფასი არ დაუვარდა ნორმალური რაოდენობის ეთერიუმი მექნება დაგროვებული და ერთიანად გავანაღდებ. პაუერ ლიმიტის შემცირება რამდენად კავშირშია შეარების რაოდენობასთან? თუ 100-ზე ქვემოთ ჩამომყავს და 90-საც ჩამოვაცილებ ვატყობ, რომ საგრძნობლად იკლებს.
  4. არ ვიცი, შეიძლება წინა გვერდებზე უკვე გედოთ ინფო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ახლა ვნახე. https://cryptojackingtest.com/ ბოლო პერიოდში ბიტკოინისა და კრიპტოვალუტისადმი ინტერესიდან გამომდინარე აქტუალური გახდა ვებ საიტებზე ჯავასკრიპტის საშუალებით ვიზიტორთა კომპიუტერებით მაინინგი. ბევრ უცხოურს არც ქართული საიტები ჩამორჩა და რიგ შემთხვევებში საკმაოდ დიდი ხმაურიც მოყვა მათ გაშიფვრას. ჰოდა აგერ ოპერას ბოლო ვერსიებში ჩაშენებული ჰქონია მათი დაბლოკვის საშუალება. ზემოთ დადებული ბმული კი გვთავახობს ჩვენი ბრაუზერის შემოწმებას რამდენად დაცულნი ვართ ფარული მაინინგისგან. ამ შემთხვევაში მე ოპერა არ მიყენია, მაგრამ მოზილაზე მაქვს რამდენიმე სპეციალური დამატება და you are protected -ო Edge -ზეც იგივე დამიწერა :/
  5. კი, მხოლოდ მაგ თამაშშია და მხოლოდ თვითმფრინავებში, როცა მზე პილოტის კაბინას ან ფრთებზე ანათებს და სხივებს ირეკლავს. გრაფიკა რომ დავწიე და რაღაც ტექსტურები გამოვრთე გაქრა. მაგრამ მაინც მინდოდა შემოწმება თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ხერხი, რომ ტექ. პრობლემები გამოავლინოს
  6. თუ ინტერნეტთან მიგიწვდება ხელი მობილურით მაინც და ბუნებრივია უნდა მიგიწვდებოდეს, თორე ისე რას გადმოწერ. პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება, რომ aida64 გადმოიწერო, გადაიტანო მაგ კომპზე და დააყენო. მერე მაგ პროგრამით ნახავ კონკრეტულად რა მოდელის ქსელის კარტა გაქვს და შემდეგ მოდელის მიხედვით შესაბამისი დრაივერის მოძებნა ბევრად იოლია. ჩამოყევი შემდეგ ჩამონათვალში და კატეგორიებიდან Network აირჩიე. აი მანდ ნახავ შენი მოწყობილობის სახელს, რომლის მიხედვითაც გადმოწერ შესაბამის დრაივერს.
  7. პაუერ ლიმიტი 75-80% ზე დავწიე, ქლოქი -400 და მემორი +750 თუ 800 რამდენიმე წამი წერდა 32.5 Mh/s და შემდეგ გაითიშა. ახლა მიყენია პაუერ ლიმიტი 80% -ზე, ქლოქი -300 და მემორი +650 და 31Mh/s წერს სტაბილურად. რა მქონდა არასწორად რომ გამითიშა?
  8. გასაგებია, მადლობა! ქლოქი -400 და მემორი + 1000 -ზე რომ ავწიე გამითიშა. პაუერ ლიმიტი თუ არ დავწიე რამდენად ბევრს მოიხმარს დენს? პული ethermine.org -ზე უკეთესი ხომ არ იცი რამე? მინიმალური გამოსატანი ოდენობა საკმაოდ ბევრია ერთი კარტისთვის და miningpoolhub.com -ზე რომ ვცადე რატომღაც არ დაუკავშირდა მაინერი, თორე ამ უკანასკნელზე გაცილებით უფრო მცირე რაოდენობის ეთერიუმის გადმოტანაც შეიძლება.
  9. კი, CEX.io-მ მიიღო ყოველ შემთხვევაში. cex.io -ზე ფეიფალის ვერიფიცირებულ ანგარიშზე ინგლისურად მითითებული მისამართი გავგზავნე და 10 წუთში მიიღეს.
  10. მაღალ გრაფიკაზე მქონია. რაღაც ტესქტურები იყო ჩართული და გამოვრთე. ახლა მსგავსი აღარაფერია, მაგრამ მაინც მაინტერესებს ტექ. პრობლემასთან ხომ არ მაქვს საქმე
  11. GTX 1070 -ზე დღეს შევამჩნიე, რომ კონკრეტულ თამაშში მზის სხივების ანარეკლი გამოსახულებაზე ცისერტყელას მსგავს ფერებს აჩენს პრობლემა შევამჩნიე დღეს და ჯერჯერობით მხოლოდ ამ თამაშში მხოლოდ მზის სხივების მიერ პილოტის კაბინაზე ან თვითმფრინავის ფრთებზე არეკვლის შემდეგ ჩნდება ჩვეულებრივ დეკტოპზე არაფერი ჩანს, არც სხვა თამაშში არ მიკეთებს მსგავსს. მონიტორი მაქვს დაზიანებული და ამის ბრალიც შეიძლება იყოს, მაგრამ მინდა არტეფაქტები გამოვრიცხო ან თუ არტეფაქტებია ვიცოდე რასთან მაქვს საქმე FurMark-ში გავატარე, მაგრამ შედეგები არ ვიცი როგორია და სხვა რითი შეიძლება შევამოწმო?
  12. @Power_VANO დღეს საცდელად გადავედი ეთერიუმზე. მაინერი: Claymore's Dual Ethereum AMD+NVIDIA GPU Miner v10.5 პული: ethermine.org პაუერ ლიმიტი 95 ქლოქი -100 მემორი: + 600-650 სიჩქარე: 31mh/s მაძლევს მაგრამ ეს Stale shares რა არის ან რატომ მაქვს ამდენი? რის შეცვლას მირჩევ?
  13. ვერ დაუმუღამე თუ არ გამოდგა ისეთი ეფექტური ბარათები, როგორსაც ელოდი? საშუალება რომ მქონდეს და თუ გამომიჩნდა სიამოვნებით დავიმატებდი კიდევ 2-3 ბარათს, მაგრამ ამდ ინვიდიას როგორ შეეწყობა ერთად არ ვიცი მე gtx 1070 მაქვს და ჯერ არ ვემდური. ზეკზე კარგადაც წერს და თავიდან ფასიც 750$ მდე ჰქონდა, მაგრამ ახლა 440$ -ზეა ჩამოსული. თუ ლოდინი არ გეზარება და არც განაღდება გეჩქარება მოგროვება და შენახვაა ჭკვიანური ფასის მატებას რომ ელოდო და შემდეგ ერთიანად გაანაღდო კარგ ფასად მაგრამ ჩემ შემთხვევაში ლოდინი ძნელია. თვეში ერთხელ მაინც დამჭირდება განაღდება და ახლა რომ შევადარე ეთერიუმი უფრო მომგებიანი გამოდის. ისე თემებს თუ გადახედე ამდ-ს ბარათებზეც ეთერიუმის მაინინგი უფრო მომგებიანიაო. Gtx 1070, gtx 1080, gtx 1080ti
  14. საღამოს დავტესტავ აუცილებლად რამდენიმე თამაშზე და შედეგებს მოგახსენებთ ოფლაინზე მეტად მე ონლაინ თამაშებში მაინტერესებს რა სხვაობას მომცემს
  15. წლებია ამ ბრაუზერს ვიყენებ და მოზილას შემდეგ ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ბოლო ვერსიებში ჩაშენებული VPN სერვისიც საკმაოდ კარგი და მოსახერხებელია, მაგრამ რაღაც უცნაურობები დასჩემდა. მაგალითად ზოგიერთ საიტზე, სადაც 2 ეტაპიანი ავტორიზაცია მიყენია ოპერა გვერდს უვლის და ისე შედის. რამდენჯერმე თავისით წაიშალა და გაქრა.
  16. ფორუმზე რომ ყიდდა 3 ცალ კარტას იმისგან იყიდე ესენი? თუ შენ ყიდდი? ნაისჰეშს ჩემი აზრით ისევ ეთერიუმი სჯობს.
  17. ეტყობა ამას იყენებს ზოგი ორდერებით რომ ვაჭრობენ ისე მეორე ვიდეო კარტი დამატება ჩემ ძველ კარტაზეც შეიძლება ხო რაიზერერებით?
  18. უსახელო ფლეშკაა. ამის ზუსტი მოდელის დადგენის და შესაბამისი მეთოდის/ხელსაწყოს პოვნის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული შანსები თანაბარია და ძალიან მცირე. და რადგან შეკეთების ცდუნება დიდი იყო და ვინ იცის ღამესაც გადამათენებინებდა, ამიტომ "გავჭყლიტე" ახალს ვიყიდი რამეს ან გამოვიწერ. 4-8გბ იანი სავსებით საკმარისია.
  19. ასეთი პრობლემა მაქვს: 8გბ-იან ფლეშკა, რომელიც 4-5 წელია მაქვს და გაურკვეველი ფირმისა და მოდელისაა ( სიგარეტის კოლოფს მოყვა საჩუქრად არსად არაფერი არ აწერია), ლინუქსის ერთ-ერთი დისტრიბუტივის ჩაწერის შემდეგ მოკვდა. წლებია ვიყენებ ხან ვინდის და ხან ლინუქსის დასაყენებლად და არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ჰოდა ლინუქსის ჩაწერის შემდეგ ბიოსში გაშტერდა კომპი. სანამ უსბ არ მოვაძვრე და არ დავარესტარტე ნაბიჯი ვერ წადგა წინ და არც არაფერზე რეაგირება არ ჰქონია. ჩართულ ვინდზე ფლეშკის შეერთების ან გამოძრობის შემდეგ ხმას გამოსცემს ჩვეულებრივად. ნათებითაც ანათებს, მაგრამ ვერც diskpart და ვერც gparted ვერ ხედავს. არის რაიმე შანსი ამის გაცოცხლების თუ ტყუილად უნდა გადავიკითხო თემა თავიდან ბოლომდე?
  20. The Ultimate Gift (2006) სანახაობრივი ნაკლებად ეთქმის, მაგრამ აზრობრივად და შინაარსით ერთ-ერთი საუკეთესო ცხოვრებისეული ფილმია.
  21. კი, PC-ზე მინდა, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ შეზღუდული ბიუჯეტის გამო, თუმცა მომენტი თუ ჩამივარდება და ვიპოვე ნორმალური ზომის & ფირმის ვაპირებ ყიდვას. მანამდე პროცესორის შეცვლაზე უფრო ვფიქრობ. ადრე რომ უნდა მეყიდა ის X3440 თუ X3450 ისევ გაქვს?
  22. %-ის ნაცვლად $-ის ნიშანი დამიწერია ზემოთ
  23. 32gb -იან SSD -ზე რომ დავაყენო ეს ჰდდ-სათან შედარებით მაინც მომცემს სხვაობას? ახლა რაც მიყენია ეს სისტემა 22გბ-ს იკავებს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.