Jump to content

ErK

წევრი
  • Posts

    21
  • Joined

  • Last visited

Everything posted by ErK

  1. შემოწმება რას ნიშნავს? ტრაფიკს - შემომავალ პაკეტებს - ამოწმებს ყველა ვერსიაში და ყველა შემთხვევაში (ძველ ვერსიებში უფასო ვარიანტი არ ამოწმებდა სკრიპტებს). თუ ლაპარაკია უსაფრთხო საბანკო ოპერაციეებზე, ანტი-ფიშინგზე, - ესენი უფასოში არაა. შედარება: http://www.avast.com/free-antivirus-download (ინგლ.) http://www.avast.com/ru-ru/free-antivirus-download (რუს.)
  2. სურათზე უფასო ვერსიაა. IS ვერსია აქვთ, ოღონდ ფასიანი. სურათზე ვებ-მონიტორია, როგორც იქვე უწერია, ამოწმებს მთელ ინტერნეტ-ტრაფიკს.
  3. ჰო, მეც ეგ აზრი დამრჩა.
  4. რუტრეკერზე ნახე ბოლო ვერსია - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3599997 ინსტრუქცია არის პუნქტში: Установка на USB носитель, პირველი ან მეორე ქვეპუნქტი (მოქმედებების მიმდევრობა ცოტა განსხვავდება, იმის მიხედვით, ფლეშკა დაფორმატებული თუ არა, ან გინდა ხელახლა დააფორმატო თუ არა. ისე, მეორე ვარიანტი სჯობია). დაგჭირდება პატარა პროგრამა BOOTICE, რომელზე ბმულიც იქვეა, ცოტა ქვემოთ. თუ არადა, გუგლში იოლად ნახავ. BOOTICE-ში ოპერირების დროს საჭირო იქნება იმიჯის გახსნა UltraISO-თი ან WinRAR-ით და ყველაფრის ამოარქივება პირდაპირ ფლეშკაზე.
  5. ერთ პროგრამას თუ ყველას?
  6. აუუ... ვინდოუსი რისთვის უნდა გადააყენო. აიღე მრავალჯერადი დისკი (მერეც გამოგადგება), ჩაწერე რამე და ნახავ.
  7. ძველ ვერსიას - 2.5 - ეს არ ეხება. ოღონდ 2007-ის ვერსიაა... http://www20.zippysh...ru&key=27154567 უბრალოდ დააინსტალირე.
  8. ანონიმაიზერის ერთ-ერთი ვარიანტი. შედიხართ მისი სერვერების ქსელში. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობა ამ ქსელში არ უნდა ჩაატაროთ, - მთლიანად სერვისის მეპატრონეთა ხელში ხართ, რომლებიც კანონისადმი ლოიალურნი არიან, რა თქმა უნდა. დაშიფვრა და სხვა ასეთი აქ არაფერს შველის. ამ კონკრეტული ქსელის პატრონმა ყოველთვის იცის, რომელ საიტებზე შეხვედით (სულ ცოტა).
  9. იმის თქმა მინდა, რომ უფასო ვარიანტი მხოლოდ სკანერია, რომელიც მომხმარებლის გამოძახებით (შეკვეთით) მუშაობს. ანტივირუსი კი ნიშნავს, რომ სისტემაში აყენია ფონურად მუდმივმოქმედი რეზიდენტული მოდული. თორემ მალვარებაიტის პროგრამა, როგორც სკანერი, ძალიანაც კარგია. მაგრამ მაშინაც კი, როცა ის გაშვებულია და რამეს ამოწმებს, ამ დროს სისტემა დაცული არ არის, თუ მისი რეზიდენტი ამ დროს უმოქმედოდაა.
  10. miriani0101 იმედია, მალვარებაიტის პროგრამა მარტო სკანერი არ გაქვს? თუ არადა - ჩათვალე, რომ ანტივირუსი საერთოდ არ გქონია. :)
  11. gio_kiborg ევრისტიკული ანალიზი სკანირების დროსვე ტარდება და გულისხმობს ბაზებში არსებული ვირუსული სიგნატურების საფუძველზე რომელიმე ვირუსის მოდიფიკაციის ან ახლის აღმოჩენას, რომელიმე სიგნატურასთან მსგავსების მიხედვით. კასპერსკის ეს საქმე მთლად კარგად არ გამოსდის. ამ სფეროში საუკეთესოა ნოდი და ვბა (ვირუს-ბლოკადა, ბელორუსების ანტივირუსი; სამაგიეროდ ვბა ზოგადად ზედმეტად მძიმე და პრობლემური ანტივირუსია). ცხადია, ევრისტიკას თან ახლავს შეცდომების საკმაო რიცხვი, და რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება ის დაყენებული, მით მეტი იქნება შეცდომაც. გაშვების შემდეგ გამოიყენება აღმოჩენის პროაქტიური მეთოდები (ქცევის ანალიზატორი, სისტემური ფუნქციების და ფაილების გამოძახებების კონტროლი, რეესტრისა და საფაილო სისტემის დაცული ადგილების კონტროლი და სხვა); დამატებით - პროგრამაზე ვირტუალურ გარემოში დაკვირვება.
  12. პრო ვერსია იყო და ვებ-გუარდი - ჩართული, ხომ? დიდად საჭირო არაა. ძირითადი, საფაილო მონიტორი ისედაც ამოწმებს ყველაფერ შემომავალს.
  13. როგორც წესი, მაგრამ სინტაქსზე რატომღაა ფანჯარა, შეიძლება რაღაც ისე არ იყოს. თან ვერ გავიგე - მარტო სეტაპს აუტორანი რად უნდა, და მიერთებას რატომ ცდილობდა, იქნებ ის "არქივი" მართლაც იმიჯია და ემულაცია სჭირდება? იმიტომ ვიკითხე, რა არქივია-მეთქი.
  14. რომელ არქივში? ან იმ აუტორან-ში რა წერია (ნოუტპადით თუ გახსნი)?
  15. ვირუსი შეიძლება იყოს, მაგალითად, პროგრამულ ფაილებში. ყველაფერში რომ იყოს, ასეთი ძირითადად ვირუს-შიფრატორია. ეს ფაილები იხსნება?
  16. სჯობია, ტყუილად არ იწვალო. სისტემის გადაყენებაც (იქს-პეა?) არ უშველის, თუ იგივე თამაშებს გაუშვებ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს - ინახოს კონტროლ-პანელში, Add-Remove Programs, რა ვერსიებია დაყენებული Microsoft Visual c++, ძირითადად სავარაუდოა, რომ ამათი ახალი პაკეტია დასაყენებელი. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება მისი (მათი) გადმოწერა მაიკროსოფტისგან და დაყენება (შეიძლება სჯობდეს არსებულების წაშლა და შემდეგ სამივე პაკეტის - 2005, 2008, 2010 - თავიდან დაინსტალირება).
  17. ჰო, სიმანტეკი 4 წლის წინ შევცვალე. იქამდე ტრადიციულად ნორტონის ანტივირუსი მეყენა, და მეგონა, რომ ანტივირუსმა თავად უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა. თან სიმანტეკის კლიენტმა ლიცენზიის მოუთხოვნელობით მომხიბლა, და მქონდა ერთი წელი. მერე ერთხელაც, რომელიღაც საბავშვო საიტზე შესვლისას, შემოვიდა ვირუსი (რომლის აღწერილობაც სიმანტეკს ბაზაში ჰქონდა და უნდა შეენიშნა), 15-ოდე წამში წყნარად მიაძინა ანტივირუსიც, აუტპოსტის ფაირვოლიც, მზრუნველად გადაიტანა ისინი ცალკე ფოლდერში (რომელსაც სარეზერვო ბექაფი დაარქვა), თვითონ ჩაჯდა მათ ადგილას და დაირქვა მათი სახელები, თან ქვემოთ, საათთან, მათი შორტქატები არც გაუთიშია, რომ პატრონს ეჭი არ აეღო, ანტივირუსი სად გაქრაო. წითელქუდას ვარიანტი, მოკლედ. თან დაიწყო ქსელიდან სხვა ვირუსების ქაჩვა. მაგრამ რაკი ამ 15 წამში ინტერნეტი შეფერხდა, და დისკი არაბუნებრივი აქტიურობის ხმას გამოსცემდა, ეჭვი გამიჩნდა, შევამოწმე, ვირუსი მოვკალი და ანტივირუსი გადავარჩინე, მაგრამ მისდამი ნდობა სამუდამოდ დავკარგე. სიმანტეკი იმ დროიდან არც შეცვლილა მაინცდამაინც. აი, 2011-2012 ნორტონ ინტერნეტ სექიურიტის არა უშავს. ნორტონის პროდუქტები ძალიან ღრმად ჯდება სისტემაში (ანტივირუსების მწარმოებელთაგან ეს კორპორაცია მგონი ერთადერთია, რომელსაც ვინდოუსის კოდთან ახლო ნაცნობობა აქვს). თუ პრობლემა გაჩნდა წაშლისას, ან რამე კვალი დარჩა - არის მწარმოებლის უტილიტა ანინსტალაციისათვის: https://www-secure.symantec.com/norton-support/jsp/help-solutions.jsp?docid=20080710133024EN&lg=english&ct=united%20states&product=home&version=1&pvid=f-home (საბოლოო ბმული ფეტეპეზეა და ხშირად ლოდინი უნდა) ______________ ძალიან კარგი რჩევაა. ოღონდ - თუ ლაპარაკია ავირას (ან მაიკროსოფტის პროგრამის) და კომოდოს ტანდემზე, მაშინ კომოდო - ცალკე ფაირვოლი კი არა, ინტერნეტ სექიურიტის ვარიანტი, საიდანაც ინსტალაციისას აირჩევა თვით ფაირვოლი და, აუცილებლად, პროაქტიური დაცვის კომპონენტიც, ხოლო მესამე კომპონენტი - კომოდოს ანტივირუსი - არაა საჭირო.
  18. ამას ამბობს სიმანტეკი, რომ ანტივირუსის მითითებული ვერსიისათვის მიზეზი ესაა (არ ნიშნავს, რომ სიმანტეკის მოსაზრება ერთადერთი ჭეშმარიტებაა). ტერმინალური სერვისების პროცესი ირთვება: სტარტი > Run > services.msc > Terminal Services. თუ ის არაა გაშვებული, რა თქმა უნდა; შეიძლება ჩართულია და მაშინ ანტივირუსის მწარმოებელი ცდება. ასევე, შესაძლოა ეს სერვისი არაა ჩართული ,მაგრამ მისმა გაშვებამ ვერც გადაწყვიტოს პრობლემა. ამ შემთხვევაში დარჩება ორი გამოსავალი: ან ყოველი ჩართვისას სკანერმა დაასრულოს სკანირება, და ამასობაში პროცესორი იქნება დატვირთული; ან პარამეტრებში გამოირთოს სკანირება სისტემის ჩართვისას. ამისათვის ანტივირუსის მწარმოებელს აქვს მომზადებული რეესტრის ფაილი: http://www.symantec....t&id=TECH101254 > ფაილი RemoveStartScan.reg - (Save target as... ფაილი გაუშვით და დაეთანხმეთ). შეიძლება ხელითაც: http://www.symantec....-managed-client (პირველი კომენტარი) სადღაც ოთხი წლის წინ მქონდა ეს პრობლემა და ველოდებოდი თვინიერად. მერე ანტივირუსმა იმედები რომ ვერ გაამართლა თავისი ძირითადი დანიშნულების კუთხით (ანუ მე რომ მომიწია მისი დაცვა ვირუსისაგან ), ბარემ გადავედი სხვა პროდუქტზე.
  19. თავის თავს შეამოწმებს. ან დააცადე ეს ერთი-ორი წუთი, გააკეთოს თავისი საქმე. ანდა - შეცვალე ანტივირუსი.
  20. ნებისმიერი ნორმალური (ცალკე) ანტივირუსი, პლიუს კომოდო IS, მაგრამ მარტო ფაირვოლი და პროაქტიული დაცვა, ანტივირუსის გარეშე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.