Jump to content

ErK

წევრი
  • Posts

    21
  • Joined

  • Last visited

Profile Information

  • CPU
    E2220
  • MoBo
    D946GZIS
  • GPU
    GeForce 9400
  • RAM
    99U5316-028
  • HDD
    HD080HJ
  • PSU
    (coming soon)

ErK's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

5

Reputation

  1. შემოწმება რას ნიშნავს? ტრაფიკს - შემომავალ პაკეტებს - ამოწმებს ყველა ვერსიაში და ყველა შემთხვევაში (ძველ ვერსიებში უფასო ვარიანტი არ ამოწმებდა სკრიპტებს). თუ ლაპარაკია უსაფრთხო საბანკო ოპერაციეებზე, ანტი-ფიშინგზე, - ესენი უფასოში არაა. შედარება: http://www.avast.com/free-antivirus-download (ინგლ.) http://www.avast.com/ru-ru/free-antivirus-download (რუს.)
  2. სურათზე უფასო ვერსიაა. IS ვერსია აქვთ, ოღონდ ფასიანი. სურათზე ვებ-მონიტორია, როგორც იქვე უწერია, ამოწმებს მთელ ინტერნეტ-ტრაფიკს.
  3. ჰო, მეც ეგ აზრი დამრჩა.
  4. რუტრეკერზე ნახე ბოლო ვერსია - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3599997 ინსტრუქცია არის პუნქტში: Установка на USB носитель, პირველი ან მეორე ქვეპუნქტი (მოქმედებების მიმდევრობა ცოტა განსხვავდება, იმის მიხედვით, ფლეშკა დაფორმატებული თუ არა, ან გინდა ხელახლა დააფორმატო თუ არა. ისე, მეორე ვარიანტი სჯობია). დაგჭირდება პატარა პროგრამა BOOTICE, რომელზე ბმულიც იქვეა, ცოტა ქვემოთ. თუ არადა, გუგლში იოლად ნახავ. BOOTICE-ში ოპერირების დროს საჭირო იქნება იმიჯის გახსნა UltraISO-თი ან WinRAR-ით და ყველაფრის ამოარქივება პირდაპირ ფლეშკაზე.
  5. ერთ პროგრამას თუ ყველას?
  6. აუუ... ვინდოუსი რისთვის უნდა გადააყენო. აიღე მრავალჯერადი დისკი (მერეც გამოგადგება), ჩაწერე რამე და ნახავ.
  7. ძველ ვერსიას - 2.5 - ეს არ ეხება. ოღონდ 2007-ის ვერსიაა... http://www20.zippysh...ru&key=27154567 უბრალოდ დააინსტალირე.
  8. ანონიმაიზერის ერთ-ერთი ვარიანტი. შედიხართ მისი სერვერების ქსელში. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობა ამ ქსელში არ უნდა ჩაატაროთ, - მთლიანად სერვისის მეპატრონეთა ხელში ხართ, რომლებიც კანონისადმი ლოიალურნი არიან, რა თქმა უნდა. დაშიფვრა და სხვა ასეთი აქ არაფერს შველის. ამ კონკრეტული ქსელის პატრონმა ყოველთვის იცის, რომელ საიტებზე შეხვედით (სულ ცოტა).
  9. იმის თქმა მინდა, რომ უფასო ვარიანტი მხოლოდ სკანერია, რომელიც მომხმარებლის გამოძახებით (შეკვეთით) მუშაობს. ანტივირუსი კი ნიშნავს, რომ სისტემაში აყენია ფონურად მუდმივმოქმედი რეზიდენტული მოდული. თორემ მალვარებაიტის პროგრამა, როგორც სკანერი, ძალიანაც კარგია. მაგრამ მაშინაც კი, როცა ის გაშვებულია და რამეს ამოწმებს, ამ დროს სისტემა დაცული არ არის, თუ მისი რეზიდენტი ამ დროს უმოქმედოდაა.
  10. miriani0101 იმედია, მალვარებაიტის პროგრამა მარტო სკანერი არ გაქვს? თუ არადა - ჩათვალე, რომ ანტივირუსი საერთოდ არ გქონია. :)
  11. gio_kiborg ევრისტიკული ანალიზი სკანირების დროსვე ტარდება და გულისხმობს ბაზებში არსებული ვირუსული სიგნატურების საფუძველზე რომელიმე ვირუსის მოდიფიკაციის ან ახლის აღმოჩენას, რომელიმე სიგნატურასთან მსგავსების მიხედვით. კასპერსკის ეს საქმე მთლად კარგად არ გამოსდის. ამ სფეროში საუკეთესოა ნოდი და ვბა (ვირუს-ბლოკადა, ბელორუსების ანტივირუსი; სამაგიეროდ ვბა ზოგადად ზედმეტად მძიმე და პრობლემური ანტივირუსია). ცხადია, ევრისტიკას თან ახლავს შეცდომების საკმაო რიცხვი, და რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება ის დაყენებული, მით მეტი იქნება შეცდომაც. გაშვების შემდეგ გამოიყენება აღმოჩენის პროაქტიური მეთოდები (ქცევის ანალიზატორი, სისტემური ფუნქციების და ფაილების გამოძახებების კონტროლი, რეესტრისა და საფაილო სისტემის დაცული ადგილების კონტროლი და სხვა); დამატებით - პროგრამაზე ვირტუალურ გარემოში დაკვირვება.
  12. პრო ვერსია იყო და ვებ-გუარდი - ჩართული, ხომ? დიდად საჭირო არაა. ძირითადი, საფაილო მონიტორი ისედაც ამოწმებს ყველაფერ შემომავალს.
  13. როგორც წესი, მაგრამ სინტაქსზე რატომღაა ფანჯარა, შეიძლება რაღაც ისე არ იყოს. თან ვერ გავიგე - მარტო სეტაპს აუტორანი რად უნდა, და მიერთებას რატომ ცდილობდა, იქნებ ის "არქივი" მართლაც იმიჯია და ემულაცია სჭირდება? იმიტომ ვიკითხე, რა არქივია-მეთქი.
  14. რომელ არქივში? ან იმ აუტორან-ში რა წერია (ნოუტპადით თუ გახსნი)?
  15. ვირუსი შეიძლება იყოს, მაგალითად, პროგრამულ ფაილებში. ყველაფერში რომ იყოს, ასეთი ძირითადად ვირუს-შიფრატორია. ეს ფაილები იხსნება?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.