Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by მათე

  1. რათქმაუნდა ექნება უპირატესობა ახალ არქიტექტურას, მაგრამ windows რამდენად გამოიყენებს ცალკე საკითხია. აგერ ლამის ყველაზე ნელი დისტრო ubuntu შეადარეს windows 10-ს Core i7 1185G7-ზე 120 სხვადასხვა ბენჩმარკის შედეგია ეს https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=1185g7-windows10-ubuntu&num=4 ეს აგერ amd-ს ryzen linux vs windows geekbench-ში https://browser.geekbench.com/v5/cpu/compare/8784212?baseline=8792820 ამხელა სხვაობა, მხოლოდ OS-ს გამო. შენ უნდა ნახო უფრო სწრაფი დისტროების შედარება windows-თან. ეს ახალი big.LITTLE არქიტექტურა linux-სა და mac-ს გადაღეჭილი აქვს. ნუ linux იმდენ არქიტექტურაზე მუშაობს, რომ ბევრმა მათი არსებობაც შეიძლება არ იცოდეს. ეს ცოტა ძველი ტესტებია და ნათლად ჩანს ubuntu 7%-ც ჯობია windows 10-ს ხოლო clear linux 21%-თ კოლოსალური სხვაობაა ერთიდაიგივე hardware-ზე. ანუ hardware-ს ვერც კი იყენებს ისევე ეფექტურად windows როგორც იგივე linux. მანდ ზოგი დისტრო სხვადასხვა CPU-ს feature-ებსაც იყენებს. იგივე x86_64_v2, x86_64_v3 და ა.შ. თუ იცი ამის შესახებ. მაგას windows-ს უბრალოდ ვერასოდეს შეძლებს, რადგან მოუწევს ბევრი ძველი cpu-ს გადაგდება. linux-ზე კი ზოგ დისტროს თავისუფლად შეუძლია ამის გაკეთება, ან ჩვენ თვითონ მომხმარებლებს შეგვიძლია ისე დავბილდოთ რომ დავიკიდოთ ძველი cpu-ები, სამაგიეროდ კიდევ უფრო ავაჩქაროთ სისტემა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი სისტემა windows-თან შედარებით მინიმუმ 15-20%-თ უფრო სწრაფია მსგავს სამუშაოებში. ეგ კიდევ მოგეხსენება ლამის 4 წლის cpu upgrade იყო არც თუ ისე ცოტა ხნის წინ intel-ს პროცესორებში
  2. თავიდანვე დამთანხმებოდი არ ჯობდა? მაგას ვამბობ ზუსტად. 1300$-დ მაგაზე უკეთესს ვერაფერს იყიდი მაგ კატეგორიაში. როგორც 999$-იან air-ზე, ასევე 650$-იან mac mini-ზე. M1-ზე რაც აქვს ყველაფერი არის საუკეთესო ფასი/წარმადობით. ვერაფერი მივა მაგ მოწყობილობებთან ახლოსაც კი.
  3. @Harmony Linesაგერ ამ ტიპს მოუსმინე მიუკერძოებელია ბევრისგან განსხვავებით. ალტერნატივა არ აქვს M1 ultrabook-ებს. სისულელეა იმის მტკიცება რომ ეფლი ძვირიაო (სასაცილოა ამას მე რომ ვამბობ) M1-ზე device-ები იმდენად იაფია და დახვეწილი, რომ windows-ს მხარეს ალტერნატივა არ აქვს. აგერ ხსნიან თუ რატომ მოკვდება x86 იმაზე ადრე ვიდრე ბევრს გონია
  4. კი ბატონო. მე თუ არ ვიცი აბა ვინ იცის AMD-ს apu-ები რომ ძლიერია. შენ მაინც მოგეხსენება apu-ები როგორ მევასება. მაგრამ მაგ 700$-ში imac-ს დონის 4.5 k ეკრანი მისი პანელითა და კალიბრაციით რომ გეყიდა ჰაჰა 1 შაურმა მოგსვლოდა კიდევ უბრალოდ M1-ზე ვერ იტყვი ასე 4650g ჯობიაო. 5750G-მ კიდევ შეიძლება აჯობოს დამატებითი 2 ბირთვისა და დახვეწილი IPC-ს ხარჯზე. აქაც უნდა გაითვალისწინო რომ 3-ჯერ მეტი TDP აქვს მაგ AMD-ს ჩიპებს. intel-სგან და amd-სგან განსხვავებით კი apple-ს tdp დაცულია მოცემულ ფარგლებში განსაკუთრებით უქულერო ვარიანტი. პლიუს ეს შენი არის დესკტოპი. სწორედ ამიტომ ვუთხარი @George-ს რომ 1300$-დ ეჩვენებინა ჩემ თავს დავაქუოტებ და ultrabook-ს რომელსაც ქულერიც კი არ აქვს, 11 მილიმეტრიანი all in one-სა და ხელის გულზე რომ ეტევა ისეთი კომპიუტერის (mac mini) -ს შედარება ჩემოდნისხელა კეისზე და ზედ დამატებული მონიტორზე ტეხავს უბრალოდ. თუმცა თუნდაც ასე იყოს მაინც ვერ ჯობს მაგ საქმეში mac os + M1-ს. mac mini 650$ ღირს საერთოდ რაზეა ლაპარაკი. მაგაზე უკეთესი მაგ ფასად 0-ა შანსი იყიდი მსგავს კატეგორიაში. მანდ ტესტებში უნდა დააკვირდე როზეტათია ბევრი გაშვებული და რა performance აქვს უბრალოდ და მერე უნდა ნახო m1 native code-ზე. მანდ მარტო ეგეც არ არის ML და AI სერიოზულად იხვეწება ეხლა ყველგან მაგას ტენიან და მაგ M1-ს hardware ამაჩქარებელი აქვს მაგისთვის, როგორც თანამედროვე მობილურებს. მოკლედ სულ სხვა დონეა M1. x86 უკვე ძველი ტექნოლოგიაა. იგივე ტესტები რო აიღო გინახავს M1-ს i3-ს ან i5-ებს ადარებდნენ, სულ i9-ებთან და 12 და 16 ნაკადიან ryzen-ებთან ჭიდილში ყავთ ეგ ძლიერი 4 + სუსტი 4 ბირთვის მქონე პროცეოსრი. მაგას რომ 8 ძლიერი ბირთვი ქონდეს წარმოდგენაც არ მინდა რას იზამდა. ნუ გამოვა M1x და ვნახავთ...
  5. აგერ ზემოთ გაგისწორე შეცდომები. apple silicon imac-ები დესკტოპზე არ გამოუშვიათო ამბობ, macbook pro-ები apple silicon-ზე არ გამოუშვიათო. ხომ გითხარი M1 ჯობია content creating-ში, machine learning-ში AI-ში ბევრად intel-ებსაც და amd-ებსაც hardware acceleration-ს გამო. სადაც x86 მხოლოდ soft-თ იქაჩება. soft hard-ს ვერასოდეს აჯობებს. 1700$ ღირსო რომ ამბობ. ეგ high end მოდელია. იმას რატომ არ ამბობ რომ 1300$-დ ყიდის apple ზუსტად იგივე M1-ს 7 core GPU-თი და იგივე 8 core cpu-თი. სულ 2 ვარიანტი არსებობს m1-ს და ორივე ვარიანტი სახეს ახევს ინტელებსაც და ამდებსაც იმიტომ რომ ერთიდაიგივე CPU უდევს ორივეს. content creator-ებზე რომ არის გათვლილი სწორედ ამიტომაა რომ საუკეთესო ეკრანები უყენია მაგ imac-ებსაც და macbook-ებს. 500-600$ რომ მაგის დონის მონიკს მისცე გჩეა 700$ იმ 1300$-დან რაც imac ღირს. რა მოგივა დღეს 700$-დ? მანახე 1300$-დ გინდა ინტელის გინდა ამდს იგივე კატეგორიის პროდუქტი, რომელიც აჯობებს ან ამ M1 imac-ს ან იმ macbook pro-ს ან macbook air-ს.
  6. მაგაშია საქმე მერე მაგ იაფიანმა 4 ძლიერი ბირთვითა და 4 სუსტი ბირთვით თან 3 GHZ-ზე სახე გააძრო x86-ებს. ენერგომოხმარების მიხედვით მითუმეტეს. ყველაფრის გათვალისწინებით მის საქმეში მაგ შენს 4770-ზე 5-6 ჯერ ძლიერი მაინცაა და მეტი რა უნდა მოთხოვო arm-ს? ეგ ყველაფერი hardware accelerator-ების დამსახურებაა გასაგებია მაგრამ M1 SOC-ა და არა CPU არ უნდა დაგვავიწყდეს. macbook pro-ები უკვე კაი ხანია გამოსულია apple silicon-ზე მაკი content creator-ებისთვის N1 სისტემაა და საკმაოდ ბევრი დეველოპერიც მაგ სისტემაზეა ზუსტად რადგან unix-ა და არა junkows. Windows-ზე ხალხის უმეტესობა უფრო სხვა სისტემების უცოდინრობის გამო რჩება, თორემ სასტავს ისეთ კომპებზე უყენიათ 10 counter-ს გარდა რომ ვერაფერს ითამაშებ, არადა შეეძლოთ counter-ც ეთამაშათ და გაცილებით უკეთ გამოეყენებინათ linux-ზე იგივე კომპიუტერი დაჟე ssd-ს გარეშეც კი. MS-მა იცის რომ კარგავს მომხმარებლებს და სწორედ ამიტომ ჩააშენა მთლიანი linux მის junkows-ში. ამაშიც ცდები უკვე გამოშვებული აქვს apple-ს imac-ები apple silicon პროცესორებით 1300$-დან იწყება ფასი. gaming-ა ერთადერთი windows-ს გასაქანი და იქაც კი მაგრად იხოდება linux-ზე უკვე ყველაფერი. ბევრს შეუძლია გადასვლა და იქ თამაში, ესეც უცოდინრობის და სწავლის დაზარების ამბებია უფრო და არა იმის რომ არ არსებობს ასეთი რამე. arm-ზე ქუალქომი დადებს ეხლა მალე 2022-ში M1-ს კონკურენტს დაჟე ვაჯობებთო, ტრანზიშენი თუ წავიდა arm-ზე და ხალხმა გემო გაუგო ასეთ ლეპტოპებს, რომლებსაც i9-ზე 2-ჯერ სწრაფად შეუძლია იგივე ფოტო ვიდეო ედითინგი,machine learning, AI და თან 2-3 ჯერ მეტხანს ძლებს ელემენტზე, თან უქულეროდ მუშაობს, მერე x86-საც უნდა დაემშვიდობო და მასთან ერთად windows-საც. რადგან linux-ც და mac-ს უკვე სრულიად უპრობლემოდ და გამართულად მუშაობენ arm-ზე.
  7. რამდენიმე უზუსტობაა შენ პოსტში. მაკის სისტემები აღარ ღირს ორჯერ და 3-ჯერ ძვირი. პირიქით გაცილებით ძვირიან windows-ს ლეპტოპებზე ძლიერებია უკვე. M1-მა სულ მთლად თავზე დაახია ყველაფერი intel-ს. AMD-კიდევ მულტიკორით უწევს წინააღმდეგობას ლეპტოპებშიც კი. 999$ და 1249$ უნდა macbook air-სა და macbook pro-ს. ელემენტზე მუშაობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. აქაც უკვე სხვა კომპანიებმა გადაუსწრეს ეფლს ფასებში. იგივე სამსუნგი რომ ახენე. მაგის ტოპ მოდელები არანაკლები ფასი ღირს და update-ბს არც გაძლევს მის დროზე და იმდენივე ხნით. სისწრაფით კი უძლიერესი ჰარდი უდევს ეფლს მისი nvme ssd-ებითა და საუკეთესო პროცესორითა და GPU-თი. ასევე ეფლი 5 წელი გაძლევს update-ებს და samsung 2 წელი. ეგეც 8-9 თვიანი დაგვიანებებით iphone 6s მიგდია აგერ და ბოლოს 2- თვის წინ მიიღო update. ამის დროის სამსუნგები დიდი ხანია უკვე software ნაგავსაყრელზე განისვენებენ ამ მხირვ. პლანშეტებში M1-ს ჩადებით ხომ მთლად მოუსპეს ბოლო იმედებიც სხვებს. P.S. apple თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა რას ვიფიქრებდი
  8. lol MacOS-ს და windows-ს upgrade-ს როგორ ადარებენ ერთმანეთს არ სცხვენიათ? კაი ხანი ვიყენებდი და update-ზე არასოდეს არაფერს გაუსხამს. საკმაოდ ლამაზია და დალაგებული, ასევე საკმაოდ ოპტიმიზირებული. windows ერთი დიდი ნაგავსაყრელია. უაზრო აპებითა და პროგრამებით გატენილი out of box. მერე update-ბზე სულ რაღაც ასხავს, სულ რაღაც ურევს. საათები უნდება, ძალით აფდეითთება. მხოლოდ gaming-შია უპირატესი დანარჩენში სრული ნაგავია shitndows. apple კარგი os-ს გარდა გთავაზობს მთელს ექოსისტემას, ამათ კიდევ საერთოდ არ იციან რა არის ექოსისტემა
  9. კი შეიძლება, მაგრამ windows-ს update ზოგჯერ აზიანებს boot-ებს. მანდაც როგორც ბევრ სხვაგან პრობლემებს იწვევს windows. დისტროს რაც შეეხება Pop!_OS თუ დებიანზე ძველი, სტაბილური ვერსიები manjaro თუ arch-ზე გინდა bleeding edge + rolling release. ზოგადად gaming სულ უფრო და უფრო იხვეწება ახალი ტექნოლოგიები მოდის და bleeding edge დისტრო ფაქტობრივად ეგრევე იღებს ამ სიახლეებს.
  10. linux-ში ვერ ერკვევი ეტყობა. უნდა ცადო ჯერ და დარწმუნდები რომ საკმაოდ ბევრ თამაშს ითამაშებ linux-ზე მშვენივრად, ეს ვგულისმობ native-დ + proton-ს დახმარებით. GPU passthrough-ს თუ გამოიყენებ qemu-ში გამომწყვდეულ windows-ს VM-ში უკვე ყველაფერს ითამაშებ. თუმცა ეს ბოლო კი ბატონო არ ითვლება linux-ზე თამაშად. თუმცა windows-სნაერ სისტემაზე 24/7-ზე ყოფნას ეს ჯობია 1000 თავით. native-დ 7000-მდე თამაშია linux-ზე + proton-თ https://www.protondb.com/ 15,117 თამაში. ბოლოს 1 თვის წინ forza 4-ც გაუშვეს უკვე სადაც ვინდს 80 fps აქ linux-ზე 70 ქონდა. საინტერესო ისაა რომ 7-ზე არ ეშვება ეს თამაში და linux-ზე ეშვება ბოლოს რომ ვნახე ყველა დროის TOP 50 თამაშიდან 75%-ს თამაში შეიძლება linux-ზე თავისუფლად valve-ს წყალობით linux კაი ხანია ჩაერთო gaming-ში და დიდ თამაშის ძრავებსაც დაემატა linux-ს support. ცუდი ისაა რომ ვინც არ იცის ავრცელებს მითებს რომ linux-ზე თამაში შეუძლებელია, საშინელებაა და ა.შ. და ცდა და ახლის სწავლა არავის უნდა. ესაა მთავარი მიზეზი დღეს. გინდ დაიჯერე გინდ არა. საკმაოდ ბევრი ადამიანი თამაშობს linux-ზე https://www.reddit.com/r/linux_gaming/
  11. აგერ დიდი ტესტირება ჩატარდა AMD-ს R9 5950x-ზე. ubuntu-ს შეადარეს 10 და 11. როგორც მოსალოდნელი იყო დაჟე უბუნტუსნაერ ნელ დისტროსთანაც კი ჩაისვარა 10-მაც და 11-მაც. სხვა უფრო სწრაფ დისტროებთან ხომ საერთოდ ახლოსაც ვერ მოვა windows-ები. ამ ახალმა windows 11-მა მის წინამორბედსაც ვერ აჯობა. საკმაოდ ჩამორჩება და ჯერ არ ღირს მაგის დაყენება. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=windows-11-early&num=5
  12. https://www.tomshardware.com/news/amd-launches-recycled-xbox-series-x-apu-4700s-desktop-kit ეს xbox-ს CPU-თი მაზერი საკმაოდ საინტერესო რამე იქნება. ნუ ჯერ ერთი CPU ისედაც ძლიერია 8 ბირთვი 16 ნაკადი Zen 2 ბირთვები 3.6 GHZ base + 4 GHZ boost. თუმცა აქ საინტერესო ისაა რომ მეხსიერება აქვს GDDR6 8 ან 16 GB. გულდასაწყვეტია რომ iGPU-ები გამორთული აქვთ, თუმცა მთელი ეს bandwith cpu-ს რჩება 10 GB 560 GB/s-თ მუშაობს ხოლო 6 GB 336 GB/s-თ. მსგავსად წინა თაობის ჩიპებით ჩIნელებს აქვთ გამოშვებული მაზერები და იქ სრულად იყენებდა ამ მეხსიერებას ჩიპი. აქაც თუ ასე იქნა, RAM-თ 6-10 ჯერ აჯობებს დესკტოპების RAM-ებს. ryzen-ს კი იცით როგორ ძალიან უყვარს RAM და 300$-დ როგორც ეხლა წერენ თუ იქნა ხელმისაწვდომი საკმაოდ საინტერესო რამე იქნება.
  13. აქ ბევრს რო გონია ვირუსები და malware არ მაქო. გეუბნებით windows თვითონაა malware და არ გჯერათ. Driver including rootkit malware signed by Microsoft https://www.pcgamer.com/a-driver-containing-rootkit-malware-was-certified-by-microsoft/ https://www.bleepingcomputer.com/news/security/microsoft-admits-to-signing-rootkit-malware-in-supply-chain-fiasco/
  14. ძაან მაგარი აღმოჩენა გააკეთეს PC ენთუზიასტებმა თურმე რამხელა სხვაობა ყოფილა ზუსტად ერთიდაიმავე მონაცემების, სიხშირის, latency-სა და ყველა დანარჩენის მიუხედავად თუკი ერთ RAM-ს სიტყვაზე 4 ჩიპი აქ და მეორეს 8. როგორც ჩანს მონაცემების ჩაწერა წაკითხვა RAM-ში პარალელურად ხდება ამ ჩიპებში და თუ 16 GB-იან stick-ს ერთს 8 ჩიპი აქ და მეორეს 16 დანარჩენი ყველაფერი იგივე რომ ქონდეს 16 ჩიპიანი ბევრად ჯობია განსაკუთრებით ძლიერ კომპიუტერებში. აგერ ვიდეოშიც დატესტეს. intel-ს ლეპტოპში უკეთესი RAM-ები იდო და 3080 ჯობდა საკმაოდ 6800-ს AMD-ს სისტემაში. RAM-ები როგორც კი გადაცვალეს ეგრევე AMD-მ აჯობა ზოგ თამაშში 20% მოაკლდა intel-ს და AMD-ს დაემატა 20% performance. ასე რომ დესკტოპებზეც და ლეპტოპებზეც მიაქციეთ ყურადღება ამ ამბავს და ტყუილად არ დაკარგოთ performance. DDR4-ზე გადასვლისას RAM-ებს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ძალიან დიდი სხვაობა იყო სხვადასხვა სიხშირეების ram-ებში DDR3-სგან განსხვავებით და ეხლა ესეც დაემატა და სხვაობა ზოგ თამაშებსა და ბენჩებში კოლოსალურია, ასეთი უაზრო რაღაცის მიუხედავად. აი კიდევ რამხელა სხვაობაა მხოლოდ RAM-ს upgrade-თ
  15. 1.2-ზე არაო, არა! Microsoft does away with ‘soft floor’, updates minimum Windows 11 specs with TPM 2.0 requirement https://mspoweruser.com/microsoft-does-away-with-soft-floor-updates-minimum-windows-11-specs-with-tpm-2-0-requirement/ https://docs.microsoft.com/en-us/windows/compatibility/windows-11/
  16. მაგარი ავხრები არიან. თან სიმართლეს ამბობენ თან იტყუებიან სამართლებრივად ვერ მოედავები. საქმე იმაშია რომ TPM 2.0 windows 11-ს რაც ჭირდება მაგის თავსებადობა აქვთ intel-ს და AMD-ს პროცესორებს. ოღონდ ახლებს. ასევე არსებობს ცალკე TPM 2.0 ჩიპი რომელიც მაზერს აქვს. მაგ სიაში რაც პროცესორებია აქვთ ეს ტექნოლოგია ზედვე ანუ მაზერზე არაა აუციელებელი ცალკე ჩიპი. მაგრამ რომ აიღო TPM 2.0-იანი მაზერი და დააყენ სენდი ბრიჯი ჩვეულებრივად იმუშავებს windows 11 მაგაზე. აი გადახედე. PTT ქვია ინტელზე AMD-ზე თუ სწორად მახსოვს fTPM ქვია. Trusted Platform Module (TPM 2.0) - TPM 2.0 is a microcontroller that stores keys, passwords, and digital certificates. A discrete TPM 2.0 also supports Intel® vPro™ Technology and Intel® Trusted Execution Technology (Intel® TXT). Intel® Platform Trust Technology (Intel® PTT) - Intel® Platform Trust Technology (Intel® PTT) offers the capabilities of discrete TPM 2.0. Intel PTT is a platform functionality for credential storage and key management used by Windows 8* and Windows® 10. Intel PTT supports BitLocker* for hard drive encryption and supports all Microsoft requirements for firmware Trusted Platform Module (fTPM) 2.0. მაზერს თუ აქ კონექტორი ეგ TPM კონტროლერი ცალკეც იყიდება. 27-ში ამოიყიდა უკვე ყველგან და ფასები 3-4 ჯერაა გაზრდილი უკვე. P.S. რამდენს წვალობთ ისე ხო ხედავთ არ უნდიხართ ამ microsoft-ს გადმოდით ნათელ მხარეზე
  17. რა კაია არა Ryzen-ს ხანაში ცხოვრება? სულ რაღაც 16%. მაგდენი რომ ინტელს მოემატებინა 5 თაობა ჭირდებოდა 2-3%-ს ამატებდა და 6->7-ში სულ არაფერი დაამატეს კარგად მახსოვს რაღაც VP9 encoder თუ რაღაც იყო მარტო სხვაობა.
  18. აბა რა. ვის რად უნდა გარე GPU თუ გადამკვდარი gamer არაა. 2010-შიც კი ვუბერავდი apu-ზე i3 540-ზე მაშინდელ ძველ თამაშებს საკაიფოდ ქაჩავდა ეგეც. ლეპტოპებზე რაც გადავერთე არასოდეს მქონია დისკრეტულ ბარათიანი ლეპტოპი. ზედმეტი თავის ტკივილია. ჯერ ერთი ელემენტი ვერ ძლებს დიდხანს, მერე linux-ზე nvidia თუა ცალკე პრობლემებია, ლეპტოპიც ხურდება საკმაოდ, მერე იბრიდება ხოლმე. მე რა ლეპტოპიც მქონდა პირველად იგივე ქონდა ახლობელს ოღონდ ვიდეობარათიანი და დაებრიდა. ჩემ მეორე ნაცნობსაც ვიდეო დაებრიდა ეხლა 1050 Ti gamer-ულ ლეპტოპში. AMD-ს iGPU იმდენად ძლიერია BF 5-საც ითამაშებ online-ში. ისე კი მარტო ინტელი კი არა AMD-ც ძალიან ატორმუზებს APU-ებს. ჯერ იყო და 4 სერია ძნელი საყიდელი იყო 5 OEM only-ო. მერე მერამდენე თაობაა უკვე VEGA-ს რომ დებენ. იმედია შემდეგ სერიაში მაინც ჩადებენ RDNA 2-სერიის GPU-ს. DDR 5-ზე როდესაც გადავა კომპიუტერები და RDNA 2 თუ ჩადეს საკმაოდ დიდი ნახტომი იქნება ამ FSR-ს გათვალისწინებით. საოცარ შედეგებს დადებენ თუ რათქმაუნდა ისევ არ იჟმოტეს კონკურენციის არ ქონის გამო. ინტელის iGPU-ები მაინც ნაგვებია ამათთან შედარებით. ის ინტელის დისკრეტული ბარათიც რომ დაიდო AMD-ს APU-ებს ვერ ჯობია და ცალკე კიდევ დრაივერებიც პრობლემური აქვს. სასაცილოა ინტელის GPU-ს news პირველად რამდენი წლის წინ გავიგე არც მახსოვს და ამდენი ხნის მერე დადეს ესეთი ნაგვობა DG1-ო თუ რასაც ეძახიან.
  19. ბოლო vulnerability-ების დამფიქსავ microcode-ს update-ზეა ლაპარაკი ეხლა რომ განახლდა 2 კვირის წინ. https://travisdowns.github.io/blog/2021/06/17/rip-zero-opt.html კაროჩე სახე გააძრეს რა სულ სულ პირველი ხვრელის აღმოჩენიდან დღემდე. აბსოლუტურად ყველა დაცვა თუ გააქტიურებული გაქვს, შესაბამისად რეკომენდაციის მიხედვით HT გამორთული სადღაც 40-42%-თ სუსტი CPU გამოგდით. თუმცა ბევრს ყველა დაცვაც არ აქ ჩართული და აბსოლუტური უმრავლესობა HT-ს არც თიშავს. fix-ების performance hit haswell-ებიდან მოყოლებული ნელ-ნელა მცირდება და ბოლო 11 სერიაში მინიმალურია. 10-შიც დიდად აღარ ქონდა დარტყმა.
  20. ინტელის ვიდეობარათი გამოჩნდა. ძაან ბანძია. აქ რომ ბენჩებს ანახებს ეს ტიპი Cyberpunk 2077-ში 720 p-ზე low-ზე ამას 25-30 FPS-მდე აქვს, როდესაც AMD-ს ინტეგრირებულებს 37 FPS აქვთ. ინტელის ინტეგრირებულის დონეზეა და უაზრობაა ამის გამოშვება საერთოდ. ვნახოთ უფრო ძლიერი მოდელები როგორი გამოვა Driver-ს პრობლემებიც აქვთ როგორც ჩანს.
  21. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=rtx3080-linux-rebar&num=2 resizable bar-ს ტესტებია native linux თამაშებში nvidia კარტებზე. 15-დან 41%-მდე მატება ქონია. საოცარი შედეგია იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მხოლოდ სოფტით მიიღწევა იგივე hardware-ზე.
  22. Microsoft releases the Linux-style Windows Package Manager v1.0 (Winget) as a Store alternative https://betanews.com/2021/05/28/microsoft-releases-the-linux-style-windows-package-manager-v1-0-winget-as-a-store-alternative/ https://www.pcworld.com/article/3620215/if-you-hate-the-microsoft-store-windows-10s-package-manager-can-bypass-it.html ეგება მიხვდნენ რომ ჭამენ და ბოლო-ბოლო მოახდინონ linux-ს kernel-ს გამოყენება და DE-ს აწყობა მის გარშემო, ასევე dx-ს პორტირება და გადასვლა linux-ზე, თორემ უკვე meme-დაა მაგათი გასხმები აღიარებული. ყველამ იცის რომ 10-ზე უარესი os დღეს არ არსებობს გინდა სტაბილურობაში გინდა უსაფრთხოებაში.
  23. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=lenovo-ryzen5-5500u&num=1 449 $ -იანი Lenovo-ს ლეპტოპი Ryzen 5 5500U-თი 6 core 12 thread. ძალიან მაგარი ლეპტოპია და ამ ფასად უკონკურენტოა. უფრო ძვირიან intel-ებსაც გახევს. ასევე 6 ბირთვიან და 12 ნაკადიან i7 9750H-საც და ახალ 4 ბირთვიან 8 ნაკადიან i7 1165G7-საც აჯობა. თან ეს ZEN 2 არქიტექტურაზეა. Zen 3-ს U სერიის ჩიპები მთლად სახეს აახევენ ამ ინტელებს
  24. Microsoft confirms Windows 10X is dead მოკლეს ეს პროექტიც. ახლო მომავალში არაფერი ეშველება 10-ს. https://www.theverge.com/2021/5/18/22442421/microsoft-windows-10-x-canceled-official
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.