Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. 2-იანი ხაზი გაქვს?
  2. ოპერის ქეში გავასუფთავე და გამოსწორდა.
  3. მეც მაგას ვამბობ, ოღონდ ინგლისურადაც რაღაცეებს მაინც ვხლაფორთობ, ელემენტარულ სალაპარაკო დონეს თითქმის ვქაჩავ, მაგალითად: koba: guram, tell me, what is size of your ass? guram: size of my ass is very big. koba: very fine. guram: are yoo gay? koba: hmm... to be continued.
  4. მეც მაგის მეშინოდა რუსულად არის, ინგლისური რომ იყოს კიდევ ხო, "გაქცეულის მობრუნების" დონეზე ვფლობ, მაგრამ 33 წლის კაცმა როგორ შეიძლება რუსული არ იცოდეს?! თქვენ კიდევ ხო, პატარები ხართ და "მეორე ენად" ინგლისური გაქვთ, ჩვენ დროს რუსული იყო, არადა სიამოვნებით გავცვლიდი ჩემს რუსულს ინგლისურში, ცოტა თანხასაც დავამატებდი მოკლედ, shadow of the chernobil-ზე შევჩერდი, ამით დავიწყებ.
  5. "არ გესმის დიალოგები"-ში რას გულისხმობ? :xeli:
  6. გასაგებია. ლინკს ხომ ვერ დამიგდებდი? ვსინჯავ ერთი როგორია. ვნახე, მაგრამ ეგენი 0-დან დასაწყებად ცოტა რთული ხომ არ არის?
  7. რაღაცით ხომ უნდა ავიდეს, თუნდაც 1-ზე?! ჯერ ეს სინჯოს და მერე თვითონ გაიკვლევს გზას, რაც მე მაგ გაკვეთილების კითხვაში ვარ, რაც მე მაგის დისკებს ვყიდულობდი, "მშრალი ხიდი" გავამდიდრე, უჯრა მაქვს სავსე 3D max-ის გაკვეთილებით და მოდელების და ტექსტურების კრებულებით. მაშინ სხვა გზას უნდა მიმართოს და კურსებზე იაროს, თუ ეს არ უნდა, აბა როგორ უნდა ისწავლოს თავისით? მითუმეტეს, როცა 0-დან იწყებს.
  8. ოო, ეგ კი არასდროს მიცდია, რომ არ ვეძებო, ბარემ აქვე მითხარი სად არის.
  9. 35, მაგრამ ახალ გადაყენებულ ვინდოუსზე ოპერას როცა ჩავწერ ხოლმე, თავიდან საკაიფოდ მუშაობს, ალბათ 1 კვირა ძლებს.
  10. ვხმარობ ოპერას, მაქვს სილქნეტის 4MB DSL ხაზი, გადმოწერის სისწრაფე მაქვს 420-430კბ/წ და მუშაობს სტაბილურად (ადრე ცოტა ჩავარდნები ჰქონდა და გამოასწორეს), მაგრამ პრობლემა რაშია, გვერდების გახსნას ცოტა დიდ დროს ანდომებს, მაგალითად ჩვენი ფორუმის, GOL.GE-ს, forum.ge-ს და ასე შემდეგ, fail.ge-ს კარგად ხსნის, მე რატომღაც ოპერას ვაბრალებ, თქვენ რას ფიქრობთ? ვინდოუსი ნორმალურად მუშაობს, მაგას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. აბა წამოვიდა ცხელ-ცხელი ვერსიები, ვინ რას ფიქრობთ?
  11. ჰა აბა, სტალკერის ყველაზე "მხეცი" ვერსია მითხარით, თქვენ რას მირჩევდით ბატონო მიხეილ?
  12. შეგეშალა, 21-ის მაგივრად 22 გამოდის, ეს ისეთი ფაქიზი და საპასუხისლმგებლო თემაა, რომ ზეპირ ანგარიშს ვერ ვენდე და გალაქტიკის პირველი კომპიუტერი მოვიშველიე (კალკულატორი).
  13. კიდევ არ შეგიცვლია აზრი? დიდი ხანია, რაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღე? 2008 წელშიც ასე ფიქრობდი? და, თუ მაშინაც ამ აზრზე იყავი, ომში რატომ არ წახვედი? სამშობლოსაც გამოადგებოდი, გმირობაშიც ჩაგეთვლებოდა, თან შენს სურვილს აიხდენდი და დიდი შანსი გქონდა, რომელიმე დაქირავებული, ან ადგილობრივი "ბოევიკისგან" 9 გრამიანი საჩუქარი მიგეღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიკდივლზე ამდენი ლაპარაკის შემდეგაც კი, ყველაზე ძალიან შენ გეშინია და არ გინდა სიკვდილი, არ ვიცი რა მიზეზით დაიმუშავე საკუთარი ფსიქოლოგია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ შენი საკუთარი ფანტაზიების გავლენაა და არავითარი "სხვა გარემოება" არ ახდენს ზემოქმედებას, კი, გასაგებია, რომ რაღაცაზე გაქვს გული აცრუებული და ასეთი ფიქრებისთვის რაღაც მიზეზიც გაქვს, მაგრამ რამდენჯერაც ვინმე "დაგიბღვერს", იმდენჯერვე რომ სიკვდილი ინატრო, ეეე, სადა ბანაობ... თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილს სერიოზულად არასდროს ინატრებ (და არც მინდა, რომ ინატრო, ან რატომ უნდა მინდოდეს?!), ქუჩის გადასასვლელზე როცა გადადიხარ, ფეხით მოსიარულეთა მწვანე შუქს ხომ ელოდები? ჩემი აზრით, სიკვდილზე მეოცნებე კაცი ასე არასდროს მოიქცევა, ამ შემთხვევაში ის ვარიანტიც გამორიცხულია, რომ სხვას არ გინდა ცოდვა აჰკიდო, საკუთარი თავის სიკვდილზე ფიქრით გაბოროტებული კაცი, შანსი არ არის ვიღაც უცნობის ბედით დაინტერესდეს, ხანდახან მგონია, რომ მაგრად გვეკაიფები ამ შენი ახირებით, მოკლედ, თავი ხელში აიყვანე და ცხოვრებაზე იფიქრე, დამიჯერე, ასეთი ფიქრებით სამუდამოდ დაიმახინჯებ ფსიქიკას, ასეთ ასაკში, რომ ასეთი მწარე პესიმისტი ჩამოყალიბდი ეგ უკვე მისახედი პრობლემაა, საწყენად არ მიიღო ჩემი სიტყვები, პირიქით, გულზე რომ მხვდება შენი პოსტები და გული რომ შემტკივა იმიტომაც დავწერე ამდენი, იმედია ისე მიიღებ ჩემს სიტყვებს, როგორი მნიშვნელობითაც დაგიწერე. ბოდიში, თუ რამეს საწყენად ჩათვლი, თუმცა სამაგისო ინტერესი ნამდვილად არ მაქვს. Do not think about the bad, it would interfere with a happy life!
  14. როდის რა იქნება, ან როგორ, კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ "მოდის"!
  15. 42-იან სონიზე ვითამაშე და რა საზიზღრობა იყოოოო, გეიმფლეი და ფიზიკა მომეწონა, მართლაც კარგი აქვს, მაგრამ გრაფიკა საშინელებაა, 2000 წელს გამოშვებული თამაშების დონის, AA საერთოდ აქვს კი? აბა თრეილერებით ასეთ დონეზე აგოიმებენ ხალხს? თრეილერს რომ ვუყურე, აი ძმაო თამაშითქო, არა რა, xbox მირჩევნია, სონის, FORCA გადააუღანვს თავზე იმ თავის GT5-ს, ბაზარი არაა, სონი უძლიერესი, ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია (ძალიან დიდ პატივს ვცემ სონის ნებისმიერი სახის აპარატურას), მაგრამ PS-ში რა ჯოისტიკი ეტაკათ?
  16. ვაახ, ვეღარ გავიგე რა ვითამაშო, ის არ მეყოფა, რომ ამხელა კაცი თამაშებს ვქექავ? თან არც კი ვიცი რას ვეძებ, იმიტომაც მივასკდი სარბოლო სიმულატორებს, არა, რბოლებს ყოველთვის ვთამაშობდი და ვითამაშებ კიდეც, მაგრამ სხვა სტილიც "მომწყურდა", სულ რბოლები დამღლელია, ხანდახან დასვენების მიზნით მინდა რაღაც დავხურო, თორემ ცოტა ხანში ელიავაზე თუ მანქანის კარები ვიყიდე და შემოვიდგი მარცხნიდან, მერე ვარ ცოდო, წინ საჭე, მარცხნივ კარები, მარჯვნივაც ვინმეს მოვისვავ და ერთ დღესაც შეიძლება ქუჩაში დამინახონ, მარტო საჭე მეჭირება ხელში და წითელზე ვიდგები, მთავარია ღვედის გაკეთება არ დამავიწყდეს.
  17. მეორე ნაწილი არ ვარგა? არასდროს მითამაშია, თუ ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილ კაპრიზებს ცოტათი მაინც დააკმაყოფილებს, მაშინ გასინჯავდა კაცი. სტალკერის გრაფიკა ყველა ვერსიაში თითქმის იგივეა ხო? ვნახოთ, შეიძლება ვიფიქრო გადმოწერაზე და რომელი ვერსიაა ყველაზე საინტერესო? მიშას ეცოდინება, ვიცი, რომ უყვარს სტალკერი (თამაშიც და ფილმიც, ფილმი მიშას რეკომენდაციით ვუყურე და მაგრად მომეწონა, ეხლა "სოლარისი"-ს ყურებას ვაპირებ, მაგრამ ეს ფილმების ტოპიკში განვიხილოთ, აქ ხომ არ გავაოფებ?!)
  18. ეგ დავიწყე და რატომღაც შუა გზაში მივატოვე, ჩისტა კონსოლური სტილის თამაშია. მანდ სად გიწევს ფიქრი?
  19. ახალი ედონია. ტიპებმა რამდენი იჩალიჩეს, ან არ დაეზარათ? sorry for off
  20. ეგ ვიცი, მაგრამ მაგხელა ხმლის ქნევა არ მინდა, დიხანია არ მივარგა და მალე ვიღლები. dark messiah კი არ ვიცი, ეხლა გადავქექავ ინფორმაციას და ვნახოთ აბა, თუ მომეწონა მთლად კარგი. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი პირის საინტერესო თამაში მინდა, ფიქრი რომ მიწევდეს ისეთი. ბიჭო რა არის იცი, რაღაც სტილი ვერ დავუმუღამესავით, არადა ვატყობ, რომ სერიოზული დონის თამაშია, მაგრამ რაღაც სტრანნი სტილი აქვს, რომელიც საჩემო არ გამოდგა, ეგ და fallout ერთი დვიჟოკი იქნება უეჭველი და ვერც fallout მოვიწონე, 2-ჯერ ჩავწერე და 2-ჯერვე წავშალე, თავს ძალას ვატანდი მოვიწონოთქო, მაგრამ ეტყობა მთლად კარგად ვერ მაქვს საქმე, ჩემს თავს მე თვითონვე ვაოცებ, ისეთი სტრანნი გემოვნება მაქვს. ეუფ, ვნახე dark messiah და "ობვილიონ დვა" ყოფილა, ავტომატიდან სროლა მეზარება და ხმალაობის თავი მაქვს? აი ესეთი რაღაც მინდა: crysis + mafia + resident evil + real myst=ჩემს სტრანნი გემოვნებას, ანუ ქვესტივით ფიქრი რომ სჭირდებოდეს, მაფიასავით მისიები რომ იყოს, რეზიდენტივით ჩამთრევი და კრიზისივით პირველი პირის შუთერი, რა გამოვიდა? ოხოხოხო, სად შევტოპე, EA-ს შეშურდებოდა, არა რა, ხომ ვამბობ, მთლად დალაგებული არ უნდა ვიყო... :dabolili:
  21. ხო რა, სახლში ერთი Canon IXUS 80 IS მიგდია და ეგ არის, ბავშვები დაათრევენ დასასვენებლად როცა მიდიან. მაგრამ ერთი რაღაც ვერ მივხვდი, წარმოიდგინე კაცს უღებ სურათს, რომელიც დგას ქუჩაში და სურათი რომ გადავუღო მთლიანი ქუჩა ბუნდოვნად გამოჩნდება? ანუ ამ შემთხვევაში ქუჩა ხომ უკანა ფონია?! ჩვეულებრივი, სამოყვარულო დონის აპარატი არ შვრება ეგრე და... აბა მთლიანი ქუჩის სურათი რატომ გამოდის BLUR-ის გარეშე? საღოლ ძმაო, შენც კარგად გამოიყურები.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.