Jump to content

SauberF1

წევრი
  • Posts

    127
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by SauberF1

  1. ნუ რავი შენ ადგილას ან მოვიცდიდი, ან სხვას ვიყიდიდი (არა Creative-ს) თუნდაც ამას http://www.amazon.com/Xonar-DX-Channels-Express-Interface/dp/B0017DJXG6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1303286624&sr=8-1 ვიდით Creative ჯობია მარა ხმით ეს გაცილებით კარგი იქნება. თუმდა ინტეგრირებულის მერე ეგ კარტაც კარგი იქნება.
  2. მე გირჩევ Asus ის Xonar სერიები იყიდო, ფასში სხვაობა არის, მაგრამ... http://www.newegg.com/Product/ProductList.aspx?Submit=ENE&DEPA=0&Order=BESTMATCH&Description=Asus+Xonar&x=0&y=0 ფასი 150-220$ მდეა, გააჩნია მოდელს, მოდელის არჩევა შენზე მომინდია მთავარია Xonar იყოს. მაგ ეს http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16829132010&cm_re=Asus_Xonar-_-29-132-010-_-Product. ეხლა რაც შეეხება Creative ის კარტას, რომელიც შენ დალინკე. 3 Creative კარტა მქონდა მოყოლებული 2003 დან, Creative Live, Creative 5.1, Creative XtremeGamer. სამივე კარტა გაფუჭდა , ანუ ჰარდი გაფუჭდა თვითონ. 3 კარტას მუდმივად ქონდა დრაივერების პრობლემა, ხან რეინსტალლი უნდოდა დრაივერს, ხან კარგავდა დრაივერს და ა.შ. ზოგადათ ცუდი დრაივერები Creative ისთვის ზალიან ცნობილი თემაა, არამარტო ჩემი მოსაზრებაა დრაივერებთან დაკავშირებით, არამედ ბევრი აღნიშნავს მაგას. რაც შეეხება მაგ კარტას, ცუდი საუნდ კარტა ნამდვილად არაა მაგრამ.. Creative XtremeGamer ისგან განსხვავდება ვიდით მარტო. (ეს კარტა ნახე ამ ლინკზე)http://www.amazon.com/Sound-Blaster-X-Fi-XtremeGamer-Refurbished/dp/B002A3MWQ0/ref=sr_1_2?ie=UTF8&s=electronics&qid=1303285480&sr=8-2 დაჟე Champion სერიები რომლებიც 200$ მდე ღირს, 50$ იან XtremeGamer ისგან ზალიან ცოტათი განსხვავდება, კერძოთ კი ვიდით, ლამაზი პანელით და ეგეთი რაღაცეებით. იმენა ხმა როგორც ეგეთი , 50$ იან Creative ის და 200$ იან Champion სერიებსაც აქვს ანალოგიური. ეს ვიღაცეების ნათქვამს არ გეუენები, მეთვითონ მქონად ერთი კარტა და მეორე კარტა რომელიც 200$ მდე ღირს ჩემ მეგობარს ქონდა და იგივენაირი ხმა ქონდა. ახალი რაც Creative მა გამოუშვა, და წესით უკეთესი ხმა უნდა ქონდეს არის http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16829102033&cm_re=Creative-_-29-102-033-_-Product ეს. თუმცა ზემოთ აღნიშნულ Xonar-ებს 100-ჯერ უკეთესი ხმა აქვს, ჩემი თუ არ გჯერა შეგიძლია წაიკითხო კომენტარები და review ები. უზლიერესი კარტებია Xonar ები. ეხლა რაც შეეხება საუნდ კარტაში 200$ ის გადახდას, ჩემი აზრით მაგაში უფრო ღირს გადახდა მაგ თანხის ვიდრე ვიდეო კარტაში ან პროცესორში. საუნდ კარტას იყიდი 1 ხელ და 5 წელი მაინც მაგარს გასიამოვნებს, არც ფასი უვარდება და არაფერი, სხვა ნაწილები 1 წელიწადში ზველდება და ფასიც უნახევრდება, ეგეთ რაღაცაში ფულის გადახდა უფრო გამართლებულია ჩემი აზრით, "ვეჩნი" ნაწილია და შეგიძლია რამდენ კეისაც ააწყობ იმდენი ხანი დაიტოვო
  3. მდას, ვიღაცის პოსტი წავიკითხე pentium III თუ გაქვს კარგი OS იაო ზოგადათ რომ განვმარტოთ რა არის OpenSuse , აღარ დავიწყებ ზალიან შორიდან მოყოლას უბრალოდ მარტივად რომ მიხვდეთ , მიახლოებით Windows 7 ის ვარიანტია ლინუქსის ენაზე ოღონდ. ანუ ზომაში გაბერილი, კარგი ვიზუალი, ზალიან ბევრი დრაივერები შიგ ჩაშენებული და ა.შ. შესაბამისად ყველაზე hardware მომთხოვნი სისტემააა ლინუქსებიდან, თუმცა მარტივიც არის რა თქმა უნდა ამის ხარჯზე. სახლის პირობებში თუ ვინმეს გინდათ ლინუქსის დაყენება, ასევე ხართ ესე რომ ვთქვათ "newbie" ლინუქსში,ან არ გიზიდავთ shell ჩხიკინი, და ნორმალური(არა ხის) კომპი გაქვთ, იდეალური ვარიანტია OpenSuse. ყველაზე ნაკლები წვალება მოგიწევთ სხვა OS ებისგან განსხვავებით, იმიტო რო როგორც ვთქვი Win 7 ის ვარიანტშია, უმეტესი რაღაცა შიგნითვე აქვს ჩაშენებული და შესაბამისად ბევრი წვალება არ მოგიწევთ. ხის კომპიანებს რაც შეეხება, text mode ში მშვენივრად იმუშავებს ნებისმიერ კომპიუტერზე ლინუქსი, ან კიდევ Xfce , ან რაიმე მსგავსი GTK+ ის "X" სერიების ინტერფეისით. 256 RAM მაინც გაქვთ, მაშინ უკვე GNOME იც შეიძლება, KDE 512MB მდე არაა რეკომენდირებული. რაც შეეხება ubuntu ზე .exe და .rar ფაილების გაშვება, მცნება .exe ფაილი დაივიწყე ლინუქსში. რარს რაც შეეხება, აგერ არის tutorial-ი http://www.cyberciti.biz/faq/open-rar-file-or-extract-rar-files-under-linux-or-unix/
  4. გრადუსები ზალიან ნორმალურია ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ხმის მომატებას, სანამ მაგ ბიოს დააყენებდი უკეთ რო გაგექექა ნახავდი რო პირდაირ უწერია თითქმის ყველას რო ახალი ბიოსის მერე "idle" ზე ხმაური იმატებს ანუ "idle" რეჯიმში ახალი ბიოსი უფრო ზლიერ % ულობაზე უბერავს ფენი ვიდრე ზველ ბიოსებში იყო. ეს ალბათ საჭიროთ ჩათვალეს და მაგიტო გააკეთეს, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი რო ახალი ბიოსი "უფრო ხმაურიანია"
  5. ინტერნეტ კაფეში იქნები ნამყოფი დროს უნიშნავ, იმ დროში უზერს შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, როცა დრო გაუვა, დაებლოკება სისტემა. club timer ს ეს შეუძლია.
  6. ქსელის მართვა ცოტა სხვა რამეა... შენ PC ების მართვა გნდომებია, მაგისთვის კიდე Soft ის თემაში ჯობია დაპოსტო. "ქსელის მართვით" შეგიძლია მაქსიმუმ უზერებს ქსელზე წვდომა შეუზღუდო, ან ინტერნეტზე წვდომა. შენ კიდე გინდა საერთოდ PC ზე წვდომის შეზღუდვა გინდა დროის მიხედვით როგორც მივხდი, ანუ ე.წ დაბლოკვა. ზემოთ სწორი softის სახელი მოგცეს, მსგავსი რაღაცა გჭირდება
  7. უაზრობა მაგათ მაილებს რო გაყვე. PM შიც მოგწერე და აქაც მოგწერ რო მაგათ სულ ერთნაირი პასუხი აქვთ ყველაფერზე ფლეში რა შუაში უნდა იყოს ბიოსთან ვერ ვხდები, 1% თუ იქნება მაგისი რავიცი.. დაიწყე cookies ამოშლა, ბრაუზერის რეინსტალი, Flash Player , Java, Codec ები , ATI ს დრაივერი და ბოლოს Windows ი რავიცი სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. Bioსის გაფლეშვა სისულელედ მიმაჩნია
  8. რავიცი $#^#(|დები ცოტა დროში მიჭირს და ხშირ ხშირად არამგონია შევძლო ხოლმე თემების დადება. რაც შეეხება ამას, კაია რო გაინტერესებს მარა კონფიგურაციაში რო შეხვალ მაგას აღარ იტყვი მემგონი :D
  9. ვინმეს თუ დაგაინტერესებთ Cisco to Linux IPsec over GRE , შემიძლია დავდო თემა. საკმაოდ რთული კონფიგურაციაა როგორც ცისკოს მხარეს,ასევე ლინუქსის მხარეს. ინტერნეტშიც არ მოინახება ნორმალური ლინკი რის მიხედვითაც თავიდან ბოლომდე შეძლებ ადამიანი აწყობას. ერთი სიტყვით თუ ვინმე დაინტერესებულია ამ თემით დაწეროს ვისაც ლინუქსთან და ცისკოსთან გაქვთ შეხება , შეიძლება დაგჭირდეთ VPN-ი მარშუტიზაციით :)
  10. Antivirus ის ფუნქცია არის სხვადასხვა ტიპის "ვირუსების" დაჭერა. Firewall ის ფუნქცია არის პორტების გახსნა/დახურვა. მარა ეხლა უკვე არის ისედი პროდუქტები, რომელსაც ორივე ფუნქცია აქვს ერთად. ანუ antivirus იც არის და Firewall-იც, Intrusion Prevention იც, Intrusion Detection იც და ა.შ. Windows Firewall ს რო შეადარო სხვა რაიმე Firewall , მარტო Firewall და არა ისეთი პროდუქტი, რომელსაც Firewall ქვია და იდეაში სხვა ბევრ რამეს მოიცავს, განსხვავება არის User-Friendly GUI ში, ანუ შეიძლება ერთს იოლი GUI ქონდეს, მეორეს რთული, ერთს ცოტა მეტი ფუნქცია ქონდეს მეორეს ნაკლები, მარა Firewall ის იდეა არის პორტებზე მუშაობა... თუმცა ეხლა უკვე ბევრ პროდუქტს Firewall ქვია და ბევრ სხვა ფუნქციებსაც ასრულებს, ან შეიძლება სხვა რამე ერქვას და Firewall ის ფუნქციაც ქონდეს.. მაგ Kaspersky Internet Security,Kaspersky Pure როგორც მახსოვს ანტივირუსიც არის და Firewall იც ეგ Symantec იც მასეა :)
  11. საერთოდ სიმართლე თუ გაინტერესებს NAT ის უკან როცა ხარ , შემომავალი ტრაფიკი ისედაც დაბლოკილია. ანუ რა ხდება მაგ დროს. ზოგადად რაუტერზე გარედან არი ხოლმე ყველა პორტი დახურული (1-2 პორტის გარდა, მაგ 23 და 80 ან სხვა) მაგრამ არი სხვანაირი გარემოებებიც. მაგალითისთვის როდესაც შენ ხსნი ბრაუზერს და კრიფავ დომეინის სახელს, შენგან სესია იწყება 53 UDP პორტით DNS Server ზე, რაუტერი ამ პაკეტს გაატარებს, ხოლო იქიდანაც როცა დაბრუნდება პაკეტი მასაც შემოატარებს, რადგანაც სესია დამყარებულია შიგნიდან, ანუ სესიის ინიცირებას/წამოწყებას ახდენ შენ და შესაბამისად რაუტერი ამას იმახსოვრებს და იქიდან მოსულსაც ატარებს 53 პორტზე მოსულ პაკეტს,თუ მოდის იმ IP დან, რა IP ზეც შენ გააკეტე ზაპროსი. მარა სესია რო წამოიწყოს გარედან, ანუ წარმოვიდგინოთ რო DNS სერვერმა თვითონ გამოაგზავნოს პაკეტი შენ IP მისამართზე (რაც არ ხდება ხოლმე მარა წარმოვიდგინოთ) , რაუტერი მას არ შემოუშვებს, რადგანაც კავშირის დამყარება არ მომხდარა შიგნიდან. თუ NAT ის კონფიგში მითითებული გაქვს რო ეგ პორტი გამოატაროს კონკრეტულ IP მისამართზე, ეგ ავტომატურად ნიშნავს იმას რომ გარედან ინიცირებულ პაკეტსაც შემოატარებს მაგ პორტზე. ზოგადათ, NAT-ი ასრულებს Firewall ის ფუნქციას, ანუ კი შენ შეგიძლია საერთოდ არ იხმარო კომპზე Firewall, თუ რაუტერი ნორმალურად დაცული გაქვს. მარა რაუტერი ვერ დაგიცავს შიდა ქსელიდან. ანუ თუ გარედან დაცული ხარ მაგ მხრივ, შიდა ქსელიდან იქნება შესაძლებელი ზიანის მოყენება. ანუ არა ინტერნეტიდან არამედ LAN იდან. მაგალითისთვის თუ შენ საერთოდ არ დააყენებ Firewall ს იმის მიზეზად რო NAT ის უკან ხარ, მაშინ შეიძლება შენივე ქსელიდან , ვიღაცამ რომელიღა პორტები გადმოიმისამართოს თავის კომპზე რაღაც მიზეზით, თამაში იქნება თუ სხვა რამე, უკვე ჩნდება საფრთხე შენთვისაც. იმიტო რო სხვას შეეძლება შენ LAN ში მყოფი კომპიდან განახორციელოს სხვადასხვანაირი Exploit-ი შენ კომპზე. ანუ ჯერ შევიდეს იმ პორტებით იმ კომპზე, რომელმაც გადმოიმისამართა პორტები თავის თავზე სხვადასხვა მიზეზების გამო, ხოლო შემდეგ იქიდან უკვე შესაძლებელი იქნება შეტევა შენ კომპზე. ზოგადათ რაც შეეხება პორტებს. წარმოიდგინე რო თითო პორტზე მიახლოებით 1 ტიპის Exploit-მაინც არსებობს, ანუ რაც უფრო მეტი პორტია ღია, მით უფრო ბევრნაირი ხერხი აქვს შემტევს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო რო დახურო ზედმეტი პორტები, რომლებსაც არ იყენებ. ხო კიდე Firewall და NAT ვერ იცავს კომპს ვირუსებისგან ,იმიტო რო ვირუსი შეიძლება ფაილში იყოს რომელსაც შენ ექაჩები შენი კომპიდან, მაგის ანალიზს საერთოდ ვერ ახდენს ვერც NAT ი და ვერც Firewall , რადგანაც ეგენი მუშაობენ Layer 4 ზე, ხოლო ვირუსები კი არის Layer 7 ზე, ანუ არ შეუძლია არცერთს დაგიცვას ვირუსებისგან და მსგავსი რაღაცეებისგან. ასე თუ იზე ზოგადათ მაინც გაიგებ რას რა დანიშნულება აქვს, და შენთვითონ მიხვდები შენი კითხვის პასუხს :)
  12. შედი რაუტერზე, ან NAT ის ქვეოფციებში იქნება ან პირდაპირ ეწერება Port Forwarding, ან Port Redirection , აირჩიე 1200 TCP და შემდეგ 1200 UDP პორტი და გადაამისამართე შენ კომპიუტერის IP ზე (მაგ 192.168.1.20) მაგ თამაშში დიდათ ვერ ვერკვევი, თუ არ ჩავთვლით რო 1 ხელ მაქვს ნანახი, რისთვის გინდა ეგეც არ ვიცი პორტის გადამისამართება. აგერ გუგლიდან რაც მანახა პორტის ნომრები მაგეებს გეუნები. Application: DODS External port: 1200 Internal port: 1200 Protocol: TCP/UDP Application: DODS1 Port range: 27000 - 27015 Protocol: TCP/UDP Application: DODS2 Port range: 27020- 27039 Protocol: TCP/UDP DODS1 და DODS2 როგორც ჩანს სხვა პორტებს ხმარობს. შეგიძლია youtube ის ვიდეოებიც მოიხმარო http://www.youtube.com/watch?v=i1bSNJQNLAU. ზოგადათ ყველა რაუტერს სხვადასხვანაირი ინტერფეისი აქვს, მარა ობშიში ყველა ერთი ხრენია, ყველგან Port Forwarding ან Port Redirection ქვია.
  13. კარგია ცისკოს ახალი პარტნიორი, მართალია Entry Level ია მარა მაინც კაია იმედია წინსვლა გექნებათ კარგ ტემპში.
  14. ნუ მაგაში მართალი ხარ პროსტა მთლად მასე არ გავანადგურე თამაში 3d max ში პირდაპირ რო ააწყო ანიმაცია მასე არ გაჭედავს როგორც ეგ თამაში გაჭედა ზემოთ აღნიშნულმა ლეპტოპმა. ისე მგონი აქ პოსტავენ ამ თამაშზე მომუშავე პიროვნებები, და მაინტერესებს მაინცდამაინც ამ შუტერს რატო ეტაკნენ, შუტერის გაკეთება მემგონი უფრო რთულია ვიდრე სხვა რამე სტილის. თუ შეკვეთა იყო მასეთი ზემოდან? ხო კიდე ტელევიზორში ისე გამოაცხადეს რო, აუი და უი ტიტრები დაედებაო და მთელ მსოფლიოში უნდა გავცელდეს უფასოდო, ამ თამაშის გავრცელება მე რაც ვნახე დღეს ცოტა არ იყოს ტეხავს, იმედია დაიხვეწება კი არადა 100% მოიმატებს ყველა მხრივ, არ ველოდებით ეხლა Bad Company 2 და კრიზის და მაგისთანას მარა, მიახლოებიტ 5-7 წლის წინანდელ კაი თამაშს ხო მაინც უნდა გავდეს ან გრაფიკით ან გეიმფლეით, ან სთორითი მაინც
  15. რავიცი დღეს ვნახე ეს თამაში. რეალურად CS 1.5 (half-life) ის გრაფიკას შევადარბდი მე პირადათ. ნუ სხვადასხვა დვიჯოკია გასაგებია მარა ნუ მიახლოებით გრაფიკის ხარისხით მე მასე მიმაჩნია. + ამას Core i5 ზე და 425GTS ზე ვნახე (ლეპტოპზე) და 800x600 ზე საშინლად დაბალი FPS იყო.
  16. შეიძება სერვერი ხურავს TCP სესიას განგებ, ანუ განგებ არის მასე გაკეთებული. თუ მასეა არანაირი download manager არ უშველის მაგას
  17. ჩვეულებრივ რაუტერზე მაგას ვერ იზავ, გინდა ან Cisco, ან Juniper , ან HP რომლებიც არის ცნობილი ბრენდები და რომლებიც ღირს საკმაოდ ზვირი, პლიუს ყველაზე სხვადასხვანაირად კონფიგურდება რაც მოითხოვს ცოდნას უშუალოდ ამ ბრენდების სისტემების. თუ არაფერ ზემოთ ჩამოთვლილის საშვალება არ არის, მაშინ მოგიწევს ხელით ყველაზე დაბლოკვა. კერძოდ 1) მიდიხარ და ყველას უშლი Local Area Connection იდან DNS მისამართებს, თუ DHCP თი იღებენ მისამართებს მაშინ რაუტერზე თიშავ DNS ის მინიჭების ფუნცქიას (ამ ქმედებით ვეღარავინ ვეღარ მოახდენს DNS Resolving ის, შესაბამისად IP მისამართი თუ არ ჩაწერა ბრაუზერში ვერ შევა ვერცერთ საიტზე, გარდა იმისა რაც კეშირებული აქვს სისტემას) 2)მიდიხარ ყველა კომპზე და შლი ლოკალურ კეშს , cmd ში ipconfig /flushdns ბრძანებით (პირველი და მეორე პუნქტის მერე ვეღარავინ ვეღარ შეძლებს საითის გახსნას თუ IP მისამართი არ იცის საითის, IP მისამართები სათების 99.9% მა არ იცის) 3)მიდიხარ hosts ჩანაწერში, და წერ მარტო იმ საითის IP მისამართებს და სახელებს, სადაც გინდა რო შევიდეს უზერი. სულ ეს ყველაფერი 1-2 წუთის ბაზარია თითო კომპზე, პროსტა მერე ვინმე თუ დაჯდა ვინც ნორმალურად ერკვევა, LAN სეთინგებში შევა და DNS გაუწერს, ესეთი რაღაცეები რო აკრძალო, უნდა ჩამოართვა უზერებს ადმინისტრაციული უფლებები და ა.შ
  18. გააჩნია რა დონეზე გინდა საითების ბლოკირება. ბევრნაირი ხერხია მაგის გაკეთების, გააჩნია რა ინფრასტრუქტურა გაქვს. მაგ შეგიძლია დაბლოკო ქსელის პერიმეტრზე, ანუ Cisco ს Router თუ გაქვს ACLs ებით შეიძლება მაგის გაკეთება, ასევე შეიძლება დაბლოკო hardware Firewall ებზე, ASA, Checkpoint, IPS და ა.შ ასევე შეიძლება დაბლოკო Server ის დონეზე, ანუ რაუტერი უნდა იდგეს პერიმეტრზე, შემდეგ იქიდან მოდიოდეს კაბელი Server ზე, რომელზეც იქნება Proxy Server , ან რომელიმე ჯიშის Software Firewall აწეული, და შემდეგ მეორე ქსელის კარტით იყოს მიერთებული სვიჩზე, საიდაც უზერები არიან მიერთებული, ანუ მთელმა ტრაფიკმა უნდა გაიაროს ჩერეს Server რო გავიდეს ინტერნეტში, და სერვერზე მოახდინო მისი დაბლოკვა. ასევე შეიძლება აქტივ დირექტორიებით მე რამდენაც მახსოვს , მარა საიდან ზუსტად არ მახსვს, სავარაუდოთ Group Policy ებით, არის ხერხები დაბლოკვის DNS სერვერით, თუ კი შიდა DNS სერვერს ხმარობენ უზერები. ხო თუ ზემოთ ჩამოთვილიდან არ გაქვს არცერთის საშვალება, შეგიძლია დაბლოკო ლოკალურად, მარა ყველა კომპზე სათითაოდ მოგიწევს სირბილი. კერძოდ, წაუშალო DNS Server ების მისამართები, ყველა ჰოსტს Local Area Network იდან, თუ DHCP დან ანიჭებ IP ინფორმაციას, მაშინ DHCP დან წაშალე DNS Server ის მიცემა lease ის დროს. ამ ქმედებით ვერავინ ვერ შეძლებს DNS Resolving ს, მხოლოდ სისტემას რაც აქვს კეშირებული მაგ საითებზე შევა, მაგეებსაც მოუშლი cmd დან ipconfig /flushdns ბრძანებით. შემდეგ შეხვალ C:\Windows\System32\drivers\etc საქაღალდეში, hosts ფაილს გახსნი text editor ით (notepad) , გააკეთებ ჩანაწერს მარტო იმ დომეინის ჩანაწერს, სადაც გინდა რო შევიდეს უზერი (მაგ 180.180.180.180 www.gol.ge) ანუ ამ ჩანაწერით, ჰოსტი როგორც კი აკრიფავს ბრაუზერში ამ მისამართს, სისტემა წავა მითითებულ IP მისამართზე რაც მიუთითე hosts ჩანაწერებში. თუ არასწორედ ჩაწერ IP ადრეს, საერთოდ ვერ შევა. საითების IP ს გასაგებად, იხმარე cmd ში nslookup ბრძანება. ასევე პირიქით შეგიძლია ეს hosts ჩანაწერი იხმარო, მაგალითად odnoklassniki და Facebook ის დაბლოკვა თუ გინდა, შედი მაგ ფაილში და გაუკეთე არასწორი ადრესაცია, ანუ გაუწერე სხვა IP მისამართი მაგ საითების. მარა ამ ლოკალური დაბლოკვის დაყენებაც და დაცვას დროს მოითხოვს, ამ ყველაფერს როცა გააკეთებ , თუ ცოტაოდენი ესმით უზერებს, შეუძლიათ Local Area Connection ში გაიწერონ IP მისამართი და გავლენ მაინც საითებზე, ან hosts საქაღალდეში შევიდნენ და შეცვალონ ინფორმაცია, ესენიც რო აკრძალო მაშინ ლოკალურად უნდა დაბლოკო მოდიფიცირება მსგავსი რაღაცეების.ალბათ მიხვდები რაც ვიგულისხმე. ზოგადათ, რაც უფრო "მაღლა" დაბლოკავ მით უკეთესი გასაკონტროლებელია, უფრო დაცულია და უფრო იოლია მისი მოდიფიცირება მერე, ვიდრე ლოკალურად ყველა PC ზე სირბილი
  19. მითი ჩემ მაუს 1593232DPI აქვს, შენსას 800. ჩემი ბევრად ჯობია მაუსები მარტო DPI თი არ განირჩევა, შეგიძლიათ შეადაროთ ნებისმიერი A4tech ნებისმიერ DPI იანი , Logitech ის 800 DPI იანს MX სერიებს, და უცებ ნახავთ სხვაობას. მიუხედავად იმისარო რო Logitech ის ეს სერიები 7-8 წელს ითვლის უკვე თუ მეტს არა.
  20. გააჩნია რა მიზნები აქვს თემის ავტორს. SSID ბროადკასტი რო გათიშოს,+SSID პაროლი, MAC ფილტრაცია დააყენოს, + tkip ით მაინც ქნას ენკრიფცია , არამგონია წეროვანში ეგ ვინმემ გატეხოს თუ გატეხავს და ეკუთვნის კიდევაც. არამგონია მანდ AES იყოს საჭირო. რომც ამ ყველაფერს თავი მოაბას და გატეხოს და დასნიფოს, ჯერ არა მგონია მაქედან იმდენად დიდი საიდუმლო ინფორმაცია გაიჟონოს , + ამას ეგეთი Application-ები საიდანაც შეიძლება საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, ისედაც იყენებენ ჩაშენებულ ენკრიფციებს , გინდაც ბანკინგი იყოს ან სკაიპი და სხვა რამე. მე პირადათ ვერ ვხედავ AES, RADIUS-ის და მსგავსი რაღაცეების საჭიროებას მანდ
  21. SSID Broadcast ის გათიშვა ან MAC ადრეს ფილტრაცია ტრაფიკს ჭამს? ტრაფიკს ჭამს ენკრიფციები და არა SSID და MAC ფილტრაცია. რომც ჭამდეს , საჭიროა ეს ენკრიფციები მინიმალური დონით მაინც, ბოლო-ბოლო clear text ში რო არ იფრინოს პაკეტებმა ჰაერში.
  22. რა სტანდარტს ხმარობ არ ვიცი საერთოდ, 802.11? 802.16 თუ რომელი? SSID broadcast გათიშე, MAC ფილტრაცია დააყენე, დაშიფრული authentication დააყენე, უამრავი გზა არსებობს უკაბელო ქსელის დაცვის, ისეთები რო სოფელში კი არა თბილისშიც ვერ გატეხავენ
  23. არ ვარ მთლად კომპეტენტური მაგ საკითხში მარა, სავარაუდოთ კეში მანდ buffer ის ფუნქციას ასრულებს, ანუ ნაგრუსკაზე შეუძლია 64mb კეში ჩადოს და როცა განთავისუფლდება შემდეგ მოახდინოს მისი გადამუშავება. სიჩქარის მატება მაგით არ იქნება, უბრალოდ დიდ ნაგრუსკაზე ოდნავ უფრო ეფექტურად იმუშავებს,ანუ ბევრი ტრანსფერი რო არის HDD ზე ერთდროულად , შეიძლება მოგცეს რაგაც მცირე სხვაობა 64 იანმა სავარაუდოთ ესე იქნება, გუგლში ნახე ან კიდე დაწერს აქ ვინმე. ღირს თუ არა , შედი www.newegg.com ზე, და www.amazon.com ზე, წაიკითხე review ები მაგ ჰარდის, როგორ კმაყოფილია მყიდველი და მერე მეიიღე გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში ტერაბაიტიანს 500 იანი ჯობია მაგის თქმა სისულელეა ჩემი აზრით.
  24. ვარგისიანი რო არ იყოს გაყიდვაში არ იქნებოდა და არც ხმარებაში პროსტა გრინ ვერსია მაინცდამაინც არ გინდა, თუ სხვა ნახე სხვა იყიდე. 200GB კინოები რა ამბავია :)
  25. სიმართლე გითხრა HDD ს ტევადობით მე პირადათ არ ვაფასებ, 2TB ს თავისუფლად მირჩევნია 120იანი ან უფრო პატარა SSD. არის პროფესიები ვისაც სჭირდება დიდი ჰარდები, მაგ ვინც ამონტაჯებს ვიდეო ფაილებს, მაგათ უწევთ Uncompressed კადრების შენახვა დიდი ხნით, და სხვა დიდი ზომის ფაილების შენახვა. ასევე File Server ებს და ა.შ მარა ზოგიერთს მაგრა ეზარება რაღაცეების ამოშლა, ჩაწერს 100 თამაშს ერთად და არცერთს არ თამაშობს, ან 1-2 ს თამაშობს, პლიუს ამას ყველა თამაშის საინსტალაციოს ინახავს, კინოებს და ა.შ. რავიცი თუ მართლა გჭირდება იყიდე ტერაბაითიანი მარა თუ უბრალოდ რაღაცეების ამოშლა გეზარება და იმიტო გაავსე მაგხელა ჰარდები, ჯობია დაშალო ზედმეტი რაღაცეები. სიმართლე რო გითხრა ერთი 10 წლის წინ მეც ესე ვიქცეოდი, სიმღერებს ვინახავდი და ვმარიაჟობდი მერე 10.000mp3 მაქვს თქო და რაღაცეები , კინოები და ა.შ მარა მაგარი სისულელეა ეგეთი რაღაცეების შენახვა, მაგ სიმღერა კომპიუტერში საერთოდ არ მაქვს, youtube იდან ვუსმენ სიმღერებს , მანქანის დისკზე თუ მინდა ჩაწერა მარტო მაგ შემთხვევაში ვიწერ ხოლმე ისიც არჩეულ სიმღერებს უკვე. არა იმიტო რო ჰარდზე ადგილი არ მაქვს, უბრალოდ არა სავალდებულო და არც სასურველი კოლექცია მქონდეს mp3 სიმღერების რავიცი ერთი სიტყვით ვისთვის როგორ, ნაგავი მაქსიმალურად უნდა მოიცილო კომპიდან.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.