Jump to content

SauberF1

წევრი
  • Posts

    127
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

SauberF1 last won the day on December 12 2010

SauberF1 had the most liked content!

Profile Information

  • Gender
    Not Telling
  • CPU
    Core i7 720QM
  • MoBo
    ASUS G73
  • GPU
    ATI 5870M 1GB
  • RAM
    8GB DDR3 1333
  • HDD
    SATA 500 7200RPM
  • PSU
    none

SauberF1's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

15

Reputation

  1. ssd ს მიდგმას მეც ვაპირებ აუცილებლად. უპგრეიდებს რაც შეეხება არ ვარ არც დიდი გეიმერი და არც ოვერკლოქერი კვირაში მაქს 5 საათი ვითამაშო.
  2. ნდობა არ ნდობა რა შუაშია, ASUS საერთაშორისო გარანტიით ორჯერ მივიტანე ალტაში, ერთხელ ქულერი ქონდა მკვდარი, ერთხელ კვება, დავუტოვე, მითხრეს რა სჭირდა, მითხრეს რამდენ ხანში ჩამოიტანდნენ ნაწილს და შეაკეთებდნენ, გააკეთეს რაც მთავარია უფასოდ.
  3. ვისთვის როგორ, იცი რა არი მე მაგალითად კომპს 3-4 წელიწადში ერთხელ ვცვლი, იქამდე უმეტესად ხელს არ ვკიდებ ხოლმე, შესაბამისად ეხლა რო ვიყიდი კეის 2010-2013 წლის მოდელი იქნება და 4 წლის მერე ეს კეისი უკვე საკმაოდ მოძველებული იქნება , შესაბამისად ის რომ იყიდი და გაქვს, მთლად მასე არ არის მგონი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მირჩევნია 3-4 წელიწადში ახალი კეისი ვიყიდო. რაც შეეხება მაგ კეის, კარგია მეც მომწონს მაგრამ საქმე იმაშია რო მარტო ერთი 120M FAN აქვს გამწოვი, და მინიმუმ 2 ფანი მაინც უნდა და ფასი 250 ლარზე ავა მიახლოებით, და მაგ ფასში უკვე HAF XM მომდის რომელსაც ფანები მოყვება. http://www.mbc.ge/printable.php?productID=2535 Cooler Master Storm Enforcer 200 ლარი ღირს, ერთი 200მმ იანი უყენია და ერთი 120მ, ერთი 200მმ იანიც რო დავუყენო 220 ლარში გამომივა უკეთესი ვიდრე Scout 2. რავი ესე ვფიქრობ მე ჯერ ჯერობით ვნახოტ ეხლა ვარჩევ, 1 კვირაში გავივლი და ლაივში ვნახავ და ავიღებ რომელიმეს, თუ სხვა ახალი არ გამოჩნდა
  4. გამარჯობა, თემა მინდა ავწიო ზემოთ მოკლედ მაქვს შემდეგი დივაისები: PSU: Seasonic x650 Full Modular 80+ Gold Certified HDD SATA: 1TB WD Blue Cooler: Cooler Master hyper 212 evo ASUS DVD Drive მაისში გამოდის z97 ჩიპსეტი და მაგას ველოდები, პროცესორს ივნის ველოდები Devil Canyon ს, არ ვარ გადამხდელი პროცესორში 250$ მეტის მარა თუ მაგ თანხაში რამე ცოტა სარაზგონო მოდელი იყო მაგას ვიყიდი, რაღა ზველი მოდელი ვიყიდო. ოპერატიულსაც მაზერის არჩევის მერე Supported RAM სიას რო გადავხედავ ავარჩევ რამეს LP მოდელს რადგან Cooler მა არ შეუშალოს ხელი. VGA ც ჯერ არ მეჩქარება. ეხლა რისი ყიდვაც მინდა არის Case, მაქვს რამდენიმე კრიტერიუმი: უნდა იყოს შიგნიდან შავი, კნოპკები USB და ეგეთები სასურველია ზემოდან ქონდეს და არა წინიდან, არ უნდა ღირდეს 200 ლარზე მეტი, Mid Tower (Full არ მჭირდება) ჩამოტანა უაზრობა, შესაბამისად აქ ვეძებ მაღაზიებში. pcshop ში შემიძლია ფასდაკლებით აღება, მანდ შემდეგი შესაზლო ვარიანტები შემდეგი ავარჩიე: COOLERMASTER CASE HAF 912 (200 ლარი ფასდაკლების გარეშე) არ მომწონს შიგნიდან რო თეთრია. Cooler Master Storm Scout 2 (225 ლარი ფასდაკლების გარეშე) არ მომწონს რო ერთი 120მ გამწოვი ფანი მოყვება, და 1 წინიდან და ერთი გვერდიდან 120mm იანები რო დავუყენო მაინც ფასი უკვე იწევს მაღლა. Cooler Master 690 II (209 ლარი ფასდაკლების გარეშე) არ აქვს USB 3.0 წინა მხარეს. Zalman Z11 Plus (145 ლარი ფასდაკლების გარეშე) ფასი კარგია, ხარისხში მეპარება ეჭვი და ნამეტანი უცხო პლანეტელის ვიდი აქვს, მონაცემებით ცუდი არ ჩანს. მოკლედ ვერ ავარჩიე, თქვენ თუ გეგულებათ რამე აზრი მომწერეთ, pcshop ში ფასდაკლებით ვიყიდი და მაგიტომ ვარჩევ მანდ, სხვაგანაც შეიძლება ყიდვა რა თქმა უნდა, სულ ერთია ვისგან ვიყიდი. მადლობა წინასწარ.
  5. ამ Zalman ის კეისებს მაინცდამაინც არ აქებენ, Cooler Master ებს ვფიქრობ მე. Cooler Master 212 65 ლარად სად იყიდე? ამაზონიდან გამოწერას ვფიქრობ მაგრამ როგორც ვატყობ საკმაოდ დიდ ყუთში დევს, სავარაუდოთ აქ ვიყიდი, უფრო იაფი გამოვა.
  6. გამარჯობა, წლებია ამ ფორუმზე არ დამიპოსტია მოკლედ ლეპტოპი მოზველდა და გადავწყვიტე ნორმალური დესკტოპის აწყობა. დესკტოპის აწყობას ვაპირებ ნელ ნელა ,არ მეჩქარება არსად, სექტემბერში ან მაგის მერეც რო იყოს არაა პრობლემა. არ ვარ გადამკვდარი გეიმერი, aliasing 16x ზე და ეგეთებზე არ მემართება კრუნჩხვები თუ ეგენი არ არი ჩართული, მინდა Full HD ზე medium-high გრაფიკაზე თამაში (ვთამაშობ იშვიათად, ისიც ძირითადად ონლაინ თამაშებს), არ ვარ video ან photo ედიტორი. ხო რაც მთავარია კეისი უნდა იყოს ჩუმი!!! გამოწერას ვაკეთებ ნელ ნელა, მაქსიმალურად ვცდილობ ისეთი დივაისები გამოვიწერო რომლებიც არ იაფდება, და სულ ბოლოს ვიყიდო CPU,Mother,VGA (მაქამდე იქნებ ახალი თაობები გამოვიდეს, მაგ Nvidia 800 სერია) ჯერ ჯერობით ვიყიდე ეს ნაწილები: HDD: WD Blue 1 TB Desktop Hard Drive: 3.5 Inch, 7200 RPM, SATA 6 Gb/s, 64 MB Cache http://www.amazon.com/gp/product/B0088PUEPK/ref=oh_details_o00_s00_i01?ie=UTF8&psc=1 PSU: SeaSonic X Series X650 Gold ((SS-650KM Active PFC F3)) 650W ATX12V V2.3/EPS 12V V2.91 SLI Ready CrossFire Ready 80 PLUS GOLD Certified Full Modular Active PFC http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16817151088 ცოტა ხანში ვაპირებ გამოვიწერო: Cooler Master Hyper 212 EVO (ასევე ვპიქრობ Corsair h60, მაგრამ რეალურად მგონი მარტო ვიზუალურად ჯობია ეს კორსაირის ქულერი) Asus 24x DVD-RW Serial-ATA Internal OEM Optical Drive ხო ამის მერე ვფიქრობ Corsair Vengeance Blue 8 GB (2X4 GB) PC3-12800 1600mHz და Crucial M500 240GB SATA 2.5-Inch 7mm Internal Solid State Drive. საკმაოდ კარგ ფასებშია ორივე, და უაზრო მგონია ზედმეტის გადახდა Corsair Dominator ში, და მაგ Samsung ის SSD ში. ხო შემდეგზე უკვე ვფიქრობ ვიყიდო კეისი(თბილისში) და FAN ები გამოვიწერო, აქ თქვენი დახმარება მჭირდება,ვერ ავარჩიე. ასევე ვერ გადაწყვიტე СPU,Mother,VGA ს ბედი, რადგანაც არ მეჩქარება და იქამდე ბევრი ნაწილი მაქვს საყიდელი, მონიტორის და მაგიდა სკამის ჩათვლით , ვფიქრობ ხო არ დაველოდო ახალ თაობის პროცესორებს და ვგას (ანუ Intel i5 ან i7 1150 სოკეტზე, 5 თაობა არ გამოვა და იქამდე 4 თაობის რეფრეშ იქნებაო 14nm ზეო მე როგორც წავიკითხე , z97 ჩიპსეტზე, და Geforce 860 ს, თუმცა 1 წელი ნაღდათ ვერ მოვიცდი მარა სექტემბერი მაქსიმუმ ოქტომბრამდე შემიძლია მოცდა) მოკლედ ვინმე თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები.
  7. წინასწარ რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ ეგ იქნება ARP Poisoning სავარაუდოთ, ანუ იოლ ენაზე რომ ვთქვათ, ვიღაცა შენ კომპს ატყუებს რომ Gateway არის თვითონ, კერძოდ კი Router ის MAC address იღებს, შესაბამისად როცა შენი კომპი ცდილობს ინტერნეტში გასავლას, პაკეტს აგზავნის Gateway ის MAC ადდრესსზე, ეს MAC კი ვიღაცას აქვს "მითვისებული" , ვიღაცა სამეზობლოში ხულიგნობს როგორც ჩანს. პრობლემის მოგვარების გზები არის რა თქმა უნდა, სიმართლე გითხრა მე არ მქონია მასეთი შემთხვევა პრაკტიკაში მარა გეტყვი რაც უნდა ქნა. როცა ინტერნეტი არის, გაპინგე gateway , CMD ში ნახე ARP -a , ამოიწერე MAC address-ი Gateway-ის შემდეგ გადმოწერე Netcut პროგრამა (რითიც აკეთებენ ARP Poisoning-ის, შეიძლება უშუალოდ მაგ soft ით გიკეთებენ მაგას) და ამონიტორინგე ეგ Mac-address-ი, ანუ იქნებ დაინახო რომელი IP იღებს მაგ MAC ს ქსელში, ასევე ეგ სოფტი დაგიწერს მაგ IP ის Computer Name ს, დიდი შანსია რო დაადგინო სახელი იმ კომპიუტერის , შესაბამისად რომელი მეზობელია მაგასაც მიხვდები. ანუ იოლად რომ ვთქვათ, არკვევ როუტერის MAC ადდრესს როცა ინტერნეტი არის ოღონდ მაშინ, რთავ Netcuts, ამონიტორინგებ მაგ MAC ს სხვა IP ზე ხო არ გადადის(ან როცა გაგეთიშება ინტერნეტი მაშინ შეგიძლია ნახო პირდაპირ) თუ გადავიდა და ვთქვათ 192.168.1.1 როცაა GW , ხედავ რო 192.168.1.3 ს აქვს ეგ MAC, ნახულობ რა უზერია , შემდეგ ადგები ბინაზე , ან თიშავ Netcut ით შეგიძლია ეს ყველაფერი მარტო CMD თი ქნა, ან რამე სხვა პროგითაც, ანუ მოძებნა მაგ MAC ის, მე უბრალოდ ერთ ერთი ხერხი გითხარი, ARP -a აკეთო შეგიძლია სულ CMD ში და იგივენაირად დაინახავ რაუტერის MAC ი თუ ვინმე სხვას აქვს. თუ ესე ვერ ქენი, გადადი ვიკიზე დალინკულ defense soft ებზე,აგერ სია. ArpON - ARP handler inspection ARPDefender appliance Arpwatch XArp anti-arpspoof AntiARP არ გამომიყენებია არცერთი პროგრამა, შეიძლება ამით უფრო იოლი იყოს, შესაბამისად გადმოწერე რომელიმე და ეცადე გარკვევა თვითონ
  8. NAT რა ტიპის არის ჩართული რაუტერზე? Port Address Translation არის თუ Static NAT? თუ PAT ია ზედ (default-ზე ეგ არის), DDOS ი მიდის რაუტერზე და სერვერამდე სულ ვერ მიაღწევს, შესაბამისად ზედ კერიო სულ ტყვილა არის, უბრალოდ რაუტერი ითიშება. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებებს, ცოტა დაწვრილებით , თავისი IP addressing იანა დაწერე ტოპოლოგია, და თუ ფეინთში დახატავ იოლად აღსაქმელად შენც გააიოლებ საქმეს და მეც.
  9. ლოგიკა სწორი გაქვს. 255.255.255.252 მასკა (ანუ /30) გულისხმობს რომ block size არის 4 იანი, აქედან 0 არის Network ID , 3 არის Broadcast . ანუ Valid IP არის მარტო 1 და 2. იგივენაირად გრძელდება ყველა სუბნეტებში. რაც შეეხება 4 დან რატო იწყება და ა.შ, მე ვერ გეტყვი მაგას რა ქვია არა Cisco ენაზე, მარა Cisco პირველ საბნეტს ეზახის subnet zero-ს. რამდენიმე წლის უკან ეს ბრძანება არ იყო გააქტიურებული დევაისებზე, და უნდა შეგეყვენა ხელით (IP subnet zero), სხვანაირად პირველ და უკანასკნელ საბნეტს ვერ იხმარდი Range იდან. ასე რომ ნორმალურად შეგიძლია იხმარო 1 საბნეტიც, თუ დენიკინის დროინდელი Device არ გაქვს. თუ გკითხეს მსგავს შემთხვევაში პირველი ქსელი რომელი იქნებაო, არასოდეს არ უპასუხო 4 დანო დამიჯერე დიდი შეცდომა იქნება.
  10. წესით ეგ გაფართოება უნდა ქონდეს მაგ Acer ს , ოღონდ 15.6 იანია. 17.3 იანი ჩემი ლეპტოპია , დესკტოპი თუ არ გაქვს კაი ზომაა მარა თუ ყოველდღიურად გინდა რო ატარო , 17.3 დაგღლის. ზალიან კარგი ლეპტოპია ეგ ალტასი, ჩემ ნაცნობს აქვს და ვიზუალურადაც კარგია და კარგი hard იც აქვს. გააჩნია შენ რისთვის გინდა მაინც, თუ საერთოდ არ თამაშობ, შეგიძლია ის Hp აიღო (მე მაგას ავიღებდი)
  11. სულ ყველგან ინტელია რა იყიდე რამე ორ სოკეთიანი G34 AMD ს მაზერი (მაგ http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813131643 ეს), და ჩატენე 2 ცალი 8 ბირთვიანი AMD . AMD Opteron 6128 Magny-Cours 2.0GHz 8 x 512KB L2 Cache 12MB L3 Cache Socket G34 115W 8-Core Server Processor Now: $279.99 http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819105266. იაფიც გამოვა და კარგი დიდი ხანი ვირივითაც იქნება, ბოლო ბოლო 16 ბირთვია. ორი ცალი სერვერის 8 ბირთვიანი პროცესორი + მაზერით 1000$ ში მეტი უკეთესი რა გინდა , როცა 1000$-ის მარტო პროცესორში აპირებდი მიცემას. AMD Opteron 6168 Magny-Cours 1.9GHz 12 x 512KB L2 Cache 12MB L3 Cache Socket G34 115W 12-Core Server Processor $769.00. ერთი ესეც შეიძლება, მარა პირველი ვარიანტი ჯობია.
  12. თეიროული მაქსიმუმი 70 მეტრაა Wireless ის გაშლილ სივრცეში (350ft გამოდის თუ არ ვცდები) + 3-4 კედელი გზაში უკვე მანზილს მაქსიმუმ 30 მეტრამდე ამცირებს, ეგეც ზალიან მაქსიმუმ იმიტო რო 3-4 კედელი ზალიან ბევრია (თუ რა თქმა უნდა გადატიხრულ და 2-სმ სისქის ოფისის კედლებს არ გულისხმობ) 2 ვარიანტია, ან უნდა დადგა რამდენიმე Wireless Access Point , ან კიდევ შენი მოდემიდან კაბელი გაიყვანო სადამდეც შეგიძლია, და იქ დაუდგა რაუტერი (თუმცა კვება დაჭირდება და ახლოს თუ არ მიიტანე არც დაიჭერს. კაბელით რო მიუყვანო სახლამდე და იქ ჩადგას Access Point არ გამოვა მასე? 100 მეტრა 3-4 კედლით პანტასტიკის სფეროა, ვერც ანტენის მიმართვით და დამიზნებით და მაგეთებით არ გამოვა.
  13. ეს TP-Link ები Wireless Modem ები არ არის, ესენია Wireless Router ები, Modem სხვა რაღაცაა Routerი სხვა რაღაცაა, ჯერ დაწერე რისთვის გჭირდება.120 კვადრატულ მეტრს 1 ცალი ვერ დაფარავს ვერანაირად. მინიმუმ 2 ცალი მაინც დაგჭირდება. შეგიძლია მეორე Access Point იყიდო, უფრო იაფიც დაგიჯდება ცოტათი. რაც შეეხება მაგ ორ როუტერს, თითქმის ერთიდაიგივეა განსხვავება არის ანტენაში, ერთს ორი ანტენა აქვს მეორეს სამი. 3 ანტენიანი არის 3T3R MIMO 2 ანტენიანი არის 2T2R MIMO ანუ 3 ანტენიანი იღებს პაკეტებს 3 ნაკადათ, 2 ანტენიანი იღებს პაკეტებს 2 ნაკადათ. ანუ თეორიულად 3 ანტენიანს მეტი bandwith ის გატარება შეუძლია, მარა ეს თეორიულად. პრაკტიკაში ჯერ N სტანდარტის Wireless Card უნდა გქონდეს რა თქმა უნდა, მერე შენ ამ 3 ანტენის stream ს მიიღებ თუ არა საერთოდ ეგ კიდე მეორე საკითხია, ანუ პრაკტიკაში ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული რო შენ რაიმე სხვაობას დაინახავ, რადგანაც N სტანდარტი შედარებით ახალი შემოსულია ხმარებაში, შესაბამიას მე კი არა 90% ქსელის მცოდნე ვერ გეტყვის გადაჭრით დაინახავ თუ არა სხვაობას, პლიუს ამას ჩემი აზრით 3 ანტენა დიდი შანსია საერთოდ არ გამოიყენოს, ანუ 3 stream ად მიიღებს თუ არა ინფორმაციას ეგეც საკითხავია. თუ მარტო ინტერნეტისთვის გინდა Wireless ,და 1-2 უზერზე, G სტანდარტიც გეყოფა, თუ ქსელსაც ხმარობთ ხოლმე და შეარინგი არის და შედარებით მეტი უზერებია N გინდა უკვე. თვითონ ბრენდ TP-Link ს რაც შეეხება, საკმაოდ ნაგავი ბრენდია და ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირა მაინც მოუწევს დარესტარტება. უკეთესი თუ გინდა მაგ ფაში, მაშინ ისევ D-link ჯობია, Linksys კიდევ უფრო უკეთესია. თუმცა ჯამში ამ სამივეს შეიძლება დროდადრო გადატვირთვა დაჭირდეს ხოლმე. ჯამში 3 ვე ბრენდს მიახლოებით ერთი ფასი აქვს, ოდნავ უფრო ზვირია Linksys. გააჩნია თან რისთვის გინდა, თუ ოფისისთვის გინდა და ასე რომ ვთქვათ ინტერნეტი business critical ამოცანაა, მაშინ Cisco Small Business პროდუქტები კარგი იქნებოდა (მიახლოებით 150$-დან ზემოთ).
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.