Jump to content

გათი

VIP
  • Posts

    2239
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by გათი

  1. ღირსები არიან რომ მაგ XP-ს გამო რაიმე უქნან დანადგარებზე, ბანკომატში და ეგეთ აპარატურაში Windows Embedded ვერსიები აყენია, ეგ სრულიად განსხვავებული კერნელის ოპერაციული სისტემაა იმის მიუხედავად რომ თითქოს იდენტურებია.
  2. თვითონ პროგრამირების პროცესში არც ბევრი მათემატიკაა საჭირო და არც ფიზიკა, მაგრამ სიტყვაზე რაიმე თამაშს რომ წერ და გაგორებულ ბურთს გინდა აჩქარება ჰქონდეს ცხადია ძალიან გაჭირდება რამის მოფიქრება თუ აჩქარება და ვექტორი რა არის არ გეცოდინება. ფიზიკის მაგრად ცოდნა კოდის წერას ხელს არ შეუწყობს, მასეთი კონკრეტული ცოდნა მარტო კონკრეტულ ამოცანებში შეიძლება გამოიყენო ხოლმე. p.s. ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ისწავლო ან ერთი ან მეორე
  3. მესმის რატომაც ჩადე, გასაგებია ყველაფერი. უბრალოდ დროა შევეშვათ და დავივიწყოთ რა დღეს თუ კიდე მარტო ურბანული ლეგენდების გამო უნდა მიგაჩნდეს XP საუკეთესოდ
  4. სკოლაში ინგლისური და მათემათიკა (პროგრამირება მათემატიკა არაა, მაგრამ კავშირში არიან) კარგად ისწავლე. უნივერსიტეტს და სწავლას რაც შეეხება მეგობრებს ჰკითხე, ნაცნობებს - ვინც იცი რომ პროგრამისტია და შენ თავად შეაჯამე რომელი უფრო მოგეწონება. research გააკეთე. რამდენი წლის ხარ? https://www.reddit.com/r/learnprogramming/wiki/faq თუ დამოუკიდებლად სწავლის დასაწყებად მზად იქნები ამას ესტუმრე, დაგეხმარება დიდი ალბათ. პირველი უფრო ხელობაა, ზოგადად კოდის წერასა ან კოდზე ფიქრთან არანაირი კავშირი აქვს, მეორე კიდე მეცნიერებას ჰგავს და კოდის წერაც მანდ ხდება ხოლმე.
  5. ვისტასაც გააჩნია, Vista SP2 ტექნიკურად იდენტურია Windows 7-ისა, განსხვავება მხოლოდ user interface-შია. და Windows XP არარელევანტურია მაინც, როგორ შეიძლება საუკეთესოდ მიგაჩნდეს დღევანდელ დღეს არ მესმის. Windows 8.1-ც კი უფრო მეტ კომპიუტერზე აყენია ვიდრე XP, სტატისტიკა (რომლის მეტწილად დაჯერება შეიძლება) ინტერნეტში არის.
  6. reddit.com/r/gamedev აქ შედი და ვიკი წაიკითხე
  7. ფუნქციონალური პარადიგმის ენაა, ცოტათი ჩამკვდარი, ძირითადად მაგისი დიალექტი Scheme გამოიყენება ხოლმე და თვითონ Lisp-ით emacs-ის კონფიგურაციაც შეგიძლია ფიქრის სხვა სტილი გინდა Lisp-ით პროგრამირებისთვის, ძირითადად ხელოვნურ ინტელექტში იყენებენ.
  8. მართალია, ОpenGL-ს ნაკლები "overhead" აქვს ვიდრე DirectX-ს და Source (2) Engine კარგად ხმარობს მაგ ფაქტს. დამჯერი დაიჯერებს
  9. choosing sides is dumb. ორივე მშვენიერი კონსოლია. დღესდღეობით 2 რამაა განსხვავება, PS4-ს ცოტათი უკეთესი არქიტექტურა აქვს (not a big game changer though) და კვების ბლოკი თან არ ჰკიდია. დანარჩენით - who gives a shit? რომელიც არ უნდა იყიდო - სწორი არჩევანი გაგიკეთებია! ორივე კარგი კონსოლია და ვერაფერს დაუწუნებთ მართლა. აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ რა გინდათ და იმის მხიედვით აირჩიეთ კონსოლი.
  10. Neon Genesis Evangelion / The End of Evangelion. საკულტო ანიმეა, ტვინს ასხმევინებს ადამიანებს. ისევე როგორც Akira
  11. საწმუხარო სიმართლეა, მაგრამ მარკეტინგულად აქვთ კარგად საქმე (რაც უცნაურია, იმიტომ რომ Mc მარკეტინგის აზრზე არაა)
  12. მკვდარი თემაა, მაგრამ, for the love of god არ იხმაროთ dev-c++ (მკვდარია) და რაშიც გინდა იმაში წერეთ, 1 წელი emacs-ში ვწერდი c/c++-ს.
  13. დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი არ დამიწერია, რთული მიზეზების გამო არ ვიცი კარგ გემრიელ სტატიას როდის დავწერ. ცვლადებზე ოპერაციების ჩატარება თვითონ RAM-ზე საკმაოდ "ძვირია" (საჭირო მეხსიერების ბლოკის მოძებნა ყოველ მიმატება გამოკლებაზე ძალიან ცუდია), ამიტომ გამოთვლები ხდება პროცესორის რეგისტრებში. 64-ბიტიანი კოდი როგორც წესი კარგად აკეთებს ყველა რეგისტრის (რეესტრის) უტილიზაციას და შესაბამისად უფრო ეფექტიანი მანქანური კოდი მიიღება. წარმადული განსხვავება პროგრამიდან პროგრამაში განსხვავდება, გააჩნია რამდენად ინტენსიური გამოთვლებია და ა.შ. მაგრამ საერთო ჯამში 64-ბიტიანი უკვე დეფაქტო სტანდარტი უნდა იყოს, რადგან მიზეზი არ არის თუ რატომაა ცუდი. OS X მაგალითად უკვე დიდი ხანია მხოლოდ 64 ბიტიანია, ხოლოდ უბუნტუს გადმოწერისას კი default-ად გთავაზობს 64-ბიტიანს.
  14. ზოგიერთ თამაშზე 1080p-ზეც ჩანს უკვე. შეგიძლია დამატებით მასალებისთვის ანანდტექს (anandtech.com)-ს გადახედო.
  15. დღეს ჰითსინქი გამოვცვალე და როგორც აღმოჩნდა დისკიდან არ მოდის ხმა :/ და საიდან მოდის ეგ ვერ გავიგე, თუმცა მოგვიანებით ჩავუჯდები. დახურეთ თემა, მგონი არავინაა კიდე აქ დამწერი.
  16. სალამი ხალხო. ჩემს HDD-ს ძალიან დიდი უცნაურობა სჭირს. cold boot-ზე საზიზღარ ხმაურს უშვებს, რომელი დაახლოებით 1 წუთში ჩერდება და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ოპერირებს. საუბარია Caviar Black-ზე. არ მითხრათ გაბენჩეო და ეგეთები, იმდენ სოფტზე გავატარე რომ არც ვიცოდი ამდენნაირი ტესტი თუ არსებობდა. სისწრაფე, seek time ვყელაფერო ნორმაშია, არც ბედ ბლოქები, სმარტ სტატუსიც ok აქვს. მაინტერესებს რამე ასეთი თუ შეგხვედრიათ? ცხადია მგონი ენძრევა და უნდა გამოვცვალო, მაგრამ მაინც საინტერესოა გამოცდილება თუ არსებობს ასეთი შემთხვევის. ეს ხმა: https://soundcloud.com/gati-1/hdd-grinding-noise emedded ვერ ვქენი.
  17. community-ზე ახალი იმიჯი დევს, non-EFI მანქანებზე დგება და dualboot შეუძლია. ISO ფაილი.
  18. კარგი, უახლოეს მომავალში (რამდენიმე დღეში) დავწერ.
  19. როდესაც სურს ენჯინი პირველად გადართეს opengl-ზე, სერიოზული წინსვლა ჰქონდა წარმადობაში თავიანთ თამაშებს. ისე ზოგადად, გასაგებია ვინდოუსზე გაზრდილი ხალხნი ვართ ყველანი, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ "biased" არ ვიყოთ. მე სამივე ოპერაციულ სისტემას ვიყენებ (desk-ზე windows, ლეპტოპზე os x და ubuntu), მაგრამ ვინდოუსს არც ვიხმარდი თამაშებზე რომ არ მაფერხებდეს.
  20. სათამაშო დისტროს პონტში ჯერ-ჯერობით უბუნტუა კარგი (და ზოგადად, მგონი ყველაზე user friendly დისტროა ჯერ-ჯერობით). თუმცა ზოგადად ორივე სტიმ ოს და უბუნტუ დებიანის ბაზაზეა და ერთმანეთთან პრაქტიკულად ბოლომდე თავსებადია. კრეკების საქმე იგივეა, ახლა ბევრი არ იშოვება იმიტომ რომ მოთხოვნა შესაბამისი არაა, მაგრამ ეგ ვალვს მაგრად ჰკიდია, 60$-იან თამაშს სეილზე უცებ გაასაღებს.
  21. კი. მე იმ კომპანიების დაცვას ნამდვილად არ დავიწყებ, რადგან ძალიან მკიდიან თავიანთი მიზნებით, მაგრამ ზოგადად ძალიან ცუდი არგუმენტები ითქვა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.