Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5415
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ფორმულის ჩასაწერი ველის წინ Fx რო წერია მაგას დააჭირე და გაგიხსნის პატარა ფანჯარას სადაც ფორმულებია და იპოვი სასურველ ფორმულას.
  2. Windows 10 მიყენია და ადრე უპრობლემოდ ვიყენებდი Store-ს. მაქვს კიდეც რამდენიმე აპლიკაცია მაქედან დაყენებებული, რომლებსაც ვიყენებ ჩვეულებრივ ახლაც, მაგრამ თვითონ Store-ში ბოლო დროს რატოღაც არ შედის. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია მაგრამ არაფერმა უშველა. კიდე ერთი პრობლემა აქვს ვინდოუსს 1903-ვერსიაზე ვერ ააპდეიტებს შუა პროცესში წყვეტს სულ და მაგის გამო ხო არ იქნება?
  3. https://www.easeus.com/datarecoverywizard/free-data-recovery-software.htm ამით ადრე კაი ბლომად ფაილები აღვადგინე, ოღონდ დაკრეკილი პრო ვერსიით. სადღაც 27გბ-მდე იქნებოდა, მაგრამ როგორც George-მა დაწერა მაგ შემთხვევაში გაქ შანსი აღდგენის, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსები მცირდება.
  4. https://www.tenorshare.com/topics/christmas.html?edm ამ ბმულზე მეილის შეყვანის შემთხვევაში მოგივათ ლიცენზიის კოდი უფასოდ პროგრამაზე Tenorshare ReiBoot for Android. მეილზე მომივიდა შეტყობინება და რავი იქნებ ვინმეს გამოგადგეთ. ესაა პროგრამის ფუქნციონალის აღწერა Key Features of Tenorshare ReiBoot for Android 1. Totally free to enter and exit Android fastboot mode by one click. 2. Free to enter and exit Android recovery mode and simple operation. 3. Free to enter and exit Android download (odin) mode.free 4. Fix 50+ Android system issues like stuck on Samsung logo, app crashing, black screen, and so on. 5. One click to clear Android system cache to keep your phone optimized.
  5. ბოლო ელ კლასიკოს საიდან გადმოვიწერ?
  6. მოკლედ ეგ ვიდეო მერე ჩემ სისტემაზე დავაერთე და არანაირი პრობლემა არ ქონია. ახლა მივედით და ისევ თავის სისტემაში ჩავსვით და რო ვრთავთ რეალურად ყველაფერი მუშაობს მაგრამ ბიოსის ჩატვირთვას უნდება ძან დიდი ხანი და ისე იტვირთება ბიოსის ლოგო თითქოს 1 კადრი იყოს წამში სურათი ნაწილ-ნაწილ იტვირთება ზემოდან ქვემოთ, 15 წამის საქმეს 2-3 წუთს მაინც ანდომებს. არის მომენტები როცა სწრაფადაც იტვირთება მაგრამ ძირითადად უფრო პრობლემები აქვს. დედაპლატაზე, არამგონია რამე კავშირში იყოს, მაგრამ სოკეტის 2 ფეხია განასწორები. ვიდეოკარტის გარეშე 10-15 წამში იტვირთება სისტემა უპრობლემოდ. GTX 960-ზეც ეგ დედაპლატა მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ამ ვიდეოკარტასთან აქვს რაღაც კონფლიქტი.
  7. სხვა სისტემაზეც იგივე პრობლემები აქვს გამოდის ვიდეოს ბრალია.
  8. ანუ ჯერ მასთან თვითონ hdmi კაბელით ხო მოსინჯა მერე მეგობარმა display პორტზეც დატესტა და მერე მომიტანეს მე და ჩეთან hdmi პორტზე ვცადეთ. ცხადია სხვადასხვა კაბელებით. ეგ პისიაის მითითება დაინტეგრირებულის გათიშვა რომელი პარამეტრებია ხო ვერ მეტყვი არ შემიმჩნევია. IGD და PEG-ის გადამრთველი იყო ერთი, მე როგორც ვხვდები IGD - Integrated Graphic Device იშიფრება და PEG-ზეც მეყენა უმეტეს შემთხვევაში. და ახლა პისიაი სლოტის არჩევის ვარიანტი არ მომხვედრია თვალში.
  9. ამ სისტემაზე GTX 960-იც გვქონდა დაერთებული მაგრამ მაგას არ ქონია მსგავსი პრობლემა.
  10. მოკლედ ფორუმზე ვიყიდეთ მეგობრისთვის ვიდეოკარტა MSI RX 580 8GB-იანი. აყენია ამ სისტემაზე: პროცი- 6600K დედაპლატა MSI Z270 SLI SSD - Crucial MX500 ოპერატიული 16გბ მოდელი არ მახსოვს. მოკლედ რომ ჩასვა hdmi კაბელით დაუკავშირა მაგრამ არ გამოიტანა გამოსახულება. მერე რაღაცნაირად იწვალა და ბოლო ვერსია დააყენა დრაივერის. მაგრამ წუწუნებდა ხან ირთვება ხან არაო. მომიტანა მერე მე, ჩემთანაც შევამჩნიე ეგ პრობლემები ანუ დააჭერ ჩართვის ღილაკს და მონიტორს რეაქცია არ აქვს არადა კომპი თითქოს მუშაობს. ჩართლ კომპზე მეორე მონიტორს ვუერთებთ ინტეგრირებული ვიდეოს პორტზე და ვუალა ვინდოუსი ჩატვირთლია და დევაის მენეჯერში მხოლოდ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას ხედავს. დარესტარტების ან გამორთვა/ჩართვის შემდეგ შეილება ისევ იგივე გამეორდეს და ინტეგრირებულიდან ჩართოს ან იპოვოს ვიდეოკარტა და ვიდეოკარტიდან ჩართოს. წავშალე დრაივერი და ბოლოს წინა ვერსია დავაყენე, რამდენიმე ჩართვა თითქოს უპრობლემოდ მაგრამ მალევე დაიწყო ისევ იგივე პრობლემები. მაშინაც კი როცა ვიდეკორტით ირთვება ზოგჯერ 10-15 წამში ირტვირთება ზოგჯერ თავიდან კარგა ხანი ასე 30წამამდე შავი ეკრანია და მერე იწყება ბიოსის შეტყობინება და ვინდოუსის ჩარტვირთვა და 1-1.5 წუთი ჭირდება მთლიან ჩართვას. დედაპლატის ბიოსის განახლებამაც არ უშველა. ბიოსშიც ყველანაირი პარამეტრები ვცადეთ მაგრამ რავი. მარტო უეფიზეც გვეყენა, უეფი+ლეგასი-ზეც IGD და PEG-საც დავეჩალიჩეთ. მაგრამ უშედეგოდ. ინტერნეტშიც ვიპოვე სხვადასხვა თითქოს მსგავსი შემთხვევა მაგრამ იმან რამაც მაგათ უშველა ჩვენთან შედეგი არ გამოიღო. ანუ პრობლემა სწორედ ეგაა რომ ჩართვა უჭირს ზოგჯერ კომპს, თორე თუ ჩაირთო მერე მშვენივრად უბერავს ფურმარკსაც უპრობლემოდ გადის და გამოსახეულებაც უპრობლემოდ გამოაქვს. ერთადერთი რაც არ გვიცდია მაგ ვიდეოკარტის სხვა კომპზე დატესტვაა, მაგრამ მაგასაც ვცდით როგორც კი მოვახერხებთ. მანამდე იქნებ ვინმემ იცოდეთ რა პრობლემაა, რას დავაბრალო?
  11. ჩემი აზრით SSD-ს ერთადერთი მინუსი ფასია. 5 წლის განმავლობაში HDD-ზე დაახლოებით 100ტბ ფაილების ჩაწერა მომიწია, ძირითადად სერიალების ტორენტიდან გადმოწერაში, მარტო ბოლო ნახევარ წელში გადმოვიწერე 9ტბ-მდე სერიალები. სისტემაზე მიყენია 250გბ-იანი Crucial MX500, რომლის რესურსიც 100ტბ არის. სისტემაზე მარტო ვიყენებ და 1 წელში 6ტბ -მდე ავიდა გამოყენებული რესურსი. ასეთი ტემპით კიდე 15 წელი მაინც უნდა მემსახუროს წესით. 850-ს არა, მაგრამ ბიუჯეტი რო მიწყობდეს ხელს 860 PRO ან თუნდაც EVO-ს 1TB ვერსიას თამამად გამოვიყენებდი ყველაფრისთვის. ან თუნდაც იგივე MX500-ის 360ტბ-იანი რესურსიც მეყოფოდა დიდი ალბათობით.
  12. You action is required წერია პირველ სკრინშოტზე ანუ შენ უნდა ქნა ახლა რაღაც მანდ ლინკიცაა take action გადადი მაგაზა და ნახე რას გთხოვს. შეილება ესკალაცია იყოს. და მაგას რომ იზამ მერე უკვე იბეი ჩაერთვება საქმეში და მოსთხოვენ რო დაგიბრუნოს ფული.
  13. სადღაც 15-20 ტაბი რო მაქ გახსნილი ისე ოპერა დაახლოებით 3გბ-ს ან მეტს მიჭამს ოპერატიულიდან. ხოლო თუ საერთოდ რამდენიმე ტაბი დავამატე და იუტუბის ვიდეოც ჩავრთე მაშინ მთლად ღორდება. აქამდე მხოლოდ პროცესორს ვუჩიოდი. Celeron G1840 მეყენა მაგრამ რამდენიმე დღის წინ Xeon E3 1225 V3-ით ჩავანაცვლე და წესით შვება უნდა ეგრძნო კომპს მაგრამ პირიქით. წეღან საერთოდ 95%მდე ავიდა და ჭედვები დაიწყო როცა პროცესორი 10%ითაც არ იყო დატვირთული. არადა Mozilla Thunderbird, Filezilla და Notepad++ ტექსტური რედაქტორი მქონდა ჩართული და ოპერაში ჯამში მაქსიმუმ 25 ტაბი ალბათ და ჭედვები დაიწყო. 16 ტაბი როცაა გაახსნილი პროცესებიში 35მდე ოპერას პროცესია, რა ჯანდაბად უნდა ამდენი პროცესი? არადა ამაზე მეტი ტაბიც გამიხსნია მაგრამ ასეთი პრობლემები არ მქონია, ელემენტარული ბუქმარკებშიც არ დამიმატა ბმულები რო ტაბები დამეხურა.
  14. ხო ადრე რამდენჯერმე მომიწია უსათ გამოწერა და 4-5 დღეში ჩამოვიდა მაგრამ 1-2 თვის ხნის წინ მთელი 10 დღე დასჭირდა ზედიზედ 2 თუ 3 რეისს. ისე ინექსს ვიყენებ რადგან რეგიონში ვარ და არც ეგენი არიან სწრაფები. რეგიონებში უწერიათ 6-7დღე მაგრმა რეალურად მინიმუმ 10 დღე უნდა ხოლმე მგონი არცერთმა კომპანიამ არ იცის პუნქტუალურობის მნიშვნელობა. ახლა მაინც ზაფხულია და ზამთარში ამინდებს რო აბრალებენ ან საახალწლოდ რეისების გადატვირთულობას იმიზეზებენ, ახლა რა მიზეზი აქვთ ნეტა.
  15. ქეში და ქუქიები გაწმინდე ბრაუზერში და ისევ სცადე, წესით უნდა შეგიშვას. მეც არ მიხსნის ხშირად საიტს ბოლო დროს და მასე ვშვები. ადრეც ქონდა ეგ პრობლემა რაღაც პერიოდი მერე გამოსწორდა, ახლა ისევ აქვს.
  16. ინტელის საიტზე ნახა ტიპმა რო i3 2100-ის რეკომენდირებული ფასი 120$ და არ ჯერა რომ რეალურად 40ლარებში ყრია, თურმე არ ყოფილა ეგენი ორიგინალები და მისი პროცესორია მარტო ორიგინალი
  17. მოკლედ მაქვს ვიდეო ass ფორმატის სუბტიტრებით და მინდა რომ დავაკონვერტირო ისე რომ ვიდეოფაილშივე ჩავაშენო სუბტიტრები ანუ hardsub. ბევრი პროგრამა ვცადე მაგრამ სტილები ვერ გადააქვს ზოგს, ზოგი ქართულ ასოებს გაუგებარი სიმბოლოებით ცვლის მიუხედავად იმისა რომ UTF-ს ვაყენებ პარამეტრებში. რაიმე პროგრამა არ იცით რომელიც ass ფაილში გაწერილ სტილებს შეუნარჩუნებს სუბტიტრებს და ისე ჩააშენებს ვიდეოში?
  18. მოკლედ LG G5-ზე გუშინდლიდან ასეთ რამე ვამჩნევ. ფილმს ვუყურებდი ტელეფონში. ვიდეოს ვოთერმარქივით ქონდა ზედა კუთხეში არხის ლოგო თუ რაღაც. რო გამვორთვე ვიდეო მაგის შემდეგაც მოჩანდა ეგ ლოგო ცოტა ხანი. ესაა ის Burn-ს რო ახსენებენ ხშირად ინტერნეტში? ჰარდის პრობლემაა თუ სოფტის?
  19. ანგარიშში ვერსად ვიპოვე რეგიონის შეცვლა, მაგრამ უცნაური ისაა რომ თბილისში მომიწია წამოსვლა და აქ ჩემი ძმის კომპზე ჩემივე აქაუნთით შევედი გუგლში და მშვენივრად არის ყველაფერი ანუ ანგარიშის ბრალი ვერ იქნება. ან ვინდოუსშია რაღაც პარამეტრი ისეთი მიცემული რაც გუგლს არ მოსწონს, რადგან ყველა ბრაუზერში ჩემ კომპზე ერთნაირად მიჩვენებს ბრაუზერს ვერ დავაბრალებ, ან გუგლს არ მოსწონს ჩემი IP ვითომ ?
  20. მოკლედ ბოლო კვირა ან ცოტა მეტი იქნება რაც გუგლის საძიებო საიტი გადაერთო პრეისტორიულ დიზაინზე რომელსაც არ აქვს არანაირი დამატებითი ფუნქცია როგორიცაა სურათების ძებნისას ზომის ან სხვა პარამეტრების მიხედვით ძებნა და ა.შ. ვიფიქრე Google + -ის დახურვასთან დაკავშირებით ხო არ არისთქო, მაგრამ როცა ჩავრთე VPN და ისე შევედი მაშინ თანამედროვე დიზაინით გამიხსნა და ყველა ფუნქციონალი ადგილზე იყო. ხო არ იცით VPN-ის გარეშე არის თუ არა შესაძლებელი ახალი დიზაინის დაბრუნება? ბრაუზერის ბრალი აშკარად არაა, ყველა ბრაუზერში იგივე პრობლემა მაქვს. ნუთუ ის არ კმაროდა რომ ფლეი სთორში თითქმის ყველაფრის გადმოწერა შეგვიზღუდეს ახლა აქაც გვზღურდავენ? პირველი სურათი პრეისტორიული დიზაინით, მეორე თანამედროვეთი.
  21. სამწუხარო სიახლე. დღეს ვიყავი ფოსტაში და მითხრეს რომ აწი რაც კი ამანათები ჩამოვა ალიდან ან ნებისმიერი სხვა საიტიდან თვითონ საქ ფოსტაში(არ იგულისხმება მალეო) ანუ გადამზიდის გარეშე პირდაპირ ჩვენ მისამართზე რო გამოვიწერთ ამანათებს გატანისას ადრე უფასო რო იყო აწი მოგვიწევს 2-2 ლარის გადახდა, წონას არ აქვს მნიშვნელობა ფასი ფიქსირებულია. მაინც რო იცოდეთ, პატარა ნივთების გამოწერა ჯობია აწი ჩინეთიდან ამერიკაში გავაგზავნოთ მაინც 2ლარზე მეტი არ ჯდება და უფრო სწრაფადაც ჩამოდის ხოლმე ვიდრე პირდაპირ საქართველოში გამოგზავნით.
  22. თბილისში ცხოვრებისას ვიყენებდი CAMEX, კმაყოფილი ვიყავი. ფასი, დაგროვების პროგრამა, რეისებიც საკმაოდ ნორმალურად ჩამოდიოდა, თუ დაკმაოდ დააგვიანდებოდა რეისს, დაახლოებით 1 კვირით, მაშინ ტრანსპორტირების თანხას გვინაზღაურებდნენ. მინუსი ის აქვს კამექსს რომ მინიმალური ტრანსპორტირების ფასი არის მაღალი, ანუ 100გრამი თუა ამანათი, 200გრამის ფასი უნდა გადავიხადო მაინც როგორც მახსოვს. ასევე გამომიყენებია USA2GEO, საკმაოდ სწრაფად ჩამოჰქონდათ და კომპიუტერიზებული ფილიალები მომწონდა კოდი შეგყავდა და ამანათი გამოდიოდა თაროდან. მაგრამ ფასი ვერა და ვერ დააგდეს. კიდე მქონდა სხვა გადამზიდებთან შეხება მაგრამ კმაყოფილი არ ვიყავი და არც მახსოვს სახელი, მგონი ზოგი დაიხურა კიდეც. ზუგდიდში გადაბარგების შემდეგ გადავედი Inex-ზე. ფასი კარგია, ბონუს პროგრამაც არაა ცუდი, კარგია რომ ბევრ ქვეყანაში აქვთ ოფისები. მაგრამ აი იმის ნაცვლად რომ გააკეთონ ის რაც კლიენტებს უნდათ ამატებენ სულ სხვა უაზრო სერვისებს, მაგალითად ბონუს ქულების სხვისთვის გადარიცხვა. აი რატო უნდა გადავურიცხო წვალებით დაგროვილი ქულა სხვას, მაგას ჯობია ბალანსი და ბონუს ქულები გააერთანონ რომ შევძლოთ ბონუსის გამოყენება მაშინაც როცა ტრანსპორტირების თანხა უფრო ძვირია ვიდრე ბონუსების რაოდენობა. ასევე 2 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში სულ 1-2 რეისი მახსენდება რომლებიც დროულად მოვიდა დანარჩენი სულ აგვიანებდა უმეტესად 2-3 დღით, ცოტა ხნის წინ 1 კვირითაც დაიგვიანა და თავიც არ შეიწუხეს რომ გავერფთხილებინეთ რომ რეისს აგვიანდებოდა. როცა მივწერე მაშინ ელემენტარული ბოდიშიც არ მოუხდიათ. არ მიყვარს ასეთი დამოკიდებულება ამიტომ გადავწყვიტე შანსი მალეოს მივცე, თუმცა ისეთი პირი უჩანს რომ ვერ გაამართლებს მოლოდინს. საიტზე მაგარი მწირი ინფორმაციაა, მომხმარებლის კაბინეტშიც ძან ლიმიტირებული ფუნქციებია. ფეიბუქზეც ძან ცუდი შეფასებები აქვს. თუმცა მაინც მივეცი შანსი. იბეის მონაცემებით ამანათი 4 იანვარს მივიდა მალეოს საწყობში მაგრამ მალეოს მონაცემებით 6ში მივიდა, ამასთან არ მიჩვენებს გამოგზავნილია ამანათი უკვე თუ არა. არც წონას მიჩვენებს. ფაქტიურად ყველა გადამზიდი უკვე ამერიკის ოფისში მიტანისთანავე გიჩვენებს ამანათის წონას, ეგენი კი არა. ეგ კიდე ერთი მინუსი.
  23. მაშინ იბეის ნაცვლად ჯობია სხვა საიტები იპოვო, ფორუმებზე მსმენია სადაც იყიდება ტექნიკა კაი ფასებში მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი სახელი. სავარაუდოდ როგორც ოც.გე-ს აქ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება ისე ექნება უცხოურ მსგავს ფორუმებს. თუ არ გაგიყიდია აქამდე იბეიზე გეტყვი რომ განცხადების განთავსება უფასოა, მაგრამ 100$ად როცა ვყიდი რამეს 10% ანუ 10$ მიაქვს იბეის გაყიდვის შემთხვევაში. ამას ემატება პეიპალის საკომისიო რომელიც 5%-მდეა ეგ უკვე 15% გამოვიდა. ნუ მერე 5$ არის კიდე პეიპალიდან თანხის გამოტანის საკომისიო, ეგ არ აქ მნიშვნელობა რამდენი გამოგაქ ყოველთვის 5$-ია ასე რომ დიდი თანხის შემთხვევაში არ იგრძნობა, მაგრამ ზედა %-ები რაც დავწერე რაც უფრო იმატებს ნივთის ფასი უფრო მაღალია. მე პირადად ერთ სელერს(კერძო პირია მაგრამ შენსავით აქ მაღაზია ინტერნეტში, ადგილზე ყიდულობს იაფად საქონელს რაც მის რეგიონში მარტო იშოვება და ცოტას უგებს ინტერნეტით გაყიდვით) მოველაპარაკე რო იბეის გვერდის ავლით პირდაპირ მეილით გვეკონტაქტა და პეიპალზე გამოეგზავნა ინვოისი და მაქედან გადავუხდიდი, ისიც დამთანხმდა და პირველ შენაძენზე რომელიც იბეიზე 35$ დამიჯდებოდა 28$ გამომართვა. და + 1 ნივთი 7-8$იანი კიდე საჩუქრად გამომაყოლა. პეიპალი იბეის გარეშეც საკმაოდ უსაფრთხო გადახდის სისტემაა, როცა იბეი 2 თვიან გარანტიას გაძლევს თანხის დაბრუნებისას, პეიპალი 6 თვიანს გაძლევს ასე რომ თუ კონტაქტი გაქვს კარგ სელერთან იბეი არაფერში გჭირდება. შეგიძლია შესთავაზო რომ ის 10% რაც იბეის უნდა უხადოს გაიყოთ 5-5%-ად და 5%იანი ფასდაკლება გაგიკეთოს როცა მუდმივი კლიენტი იქნები რატო არ დაგთანხმდება. მისთვისაც საქმეა და შენთვისაც.
  24. მეც საკმაოდ ხშირად მიწევს გამოწერა ბოლო 8 წელია. სამეზობლო-სამეგობრო-სანათესაოს გამოწერები ჩემ მხრებზეა. ახლებსაც ვიწერ და ნახმარებსაც. უნდა მოერიდოთ მაღაზიებს რომლებსაც 50-100 ათასი შეფასება აქვთ. ეგენი თავს არ იწუხებენ რო დეტალურად დატესტონ გასაყიდი ნივთი. უმეტესად მარტო ზედაპირულად ამოწმებენ, სურათებსაც შაბლონურს დებენ და არა ზუსტად მაგ ნივთისას. თუმცა ასევე ბევრი მყიდველი დელატულ აღწერას არ კითხულობს, არადა მანდ უწერია იმ კაცს რაზეა პასუხისმგებელი და რაზე არა. ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე მაღაზიისთვის ის შენი ერთი უარყოფითი ფიდბექი არაფერს ნიშნავს რადგანა %ულად არ შეეტყობა მის რეიტინგს არაფერი, ასე რომ ნაკლები შანსია რომ დათმობებზე წავიდეს თუ წუნიანი ნივთი გამოგიგზავნა. ასევე არის შანსი რომ ჩინელი იყოს ამერიკული მისამართით დარეგისტრირებული. ადრე ამაზონზე იყვნენ მასეთები, მაგრმა ახლა უკვე იბეიზეც გავჩითე. სპეციალურად ამერიკული მისამართიდან გამოვწერე ამანათი იმიტომ რომ სწრაფად მინდოდა ჩამოსულიყო მაგრამ ჩამოსულ ამანათს იბეის ნაცვლად ამაზონის ქაღალდები მოყვა და სელერის მონაცემებიც არ ემთხვეოდა. თუმცა ნივთი და მდგომარეობა ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო. ყველაზე ნაღდია 95-100%იანი ფიდბექები რო აქ ისეთი სელერები, რომლებსაც ცოტა გაყიდვა აქვს, თუნდაც 5-6 იყოს. ეგეთებს არასდროს გავუწბილებივარ, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენსავით კერძო პირები, რომლებიც სახლიდან ყიდიან მობეზრებულ ნივთს და უკეთ იციან გასაყიდი ნივთი რა მდგომარეობაშია და სურათებსაც გასაყიდი ნივთისას დებენ და არა ინტერენტიდან მოძიებულს. მსგავსი სელერებისგან ვიყიდე დეკემბერში ნახმარი ტელეფონი, გოუპრო და კიდე ლინზა 3$ად(ნუ 7$ შიფინგი დაემატა) რომელიც რეალურად 40-50$ებშია. გოუპროს რაც შეეხება, ტიპს ეწერა რო Silver ვერსიას ყიდდა არადა სურათებში Black ვერსია ედო, ვკითხე სურათები აქტუალურია თუ არათქო და როცა დამიდასტურა მეც ვიყიდე. შესაბამისად უკეთესი ვერსია უფრო იაფად ვიყიდე მისი უცოდინრობის გამო. მაღაზიებს კი ასეთი რამეები არ შეეშლებათ, ამიტომ ყოველთვის კერძო პირებს უფრო მეტი უპირატესობა აქვთ როცა ნახმარს ვყიდულობ.
  25. ვა მე არ მქონია პრობლემა. ნუ არ გამოგზავნის ამბავზე კი ხდება ხოლმე, უფრო იმ შემთხვევაში თუ იაფიანია და თრექინგი არ მოყვება მაშინ იკარგება მაგრამ ვერ დავაბრალებარ გამოაგზავნაო რადგან ფულს უპრობლემოდ მიბრუნებენ. პრობლემები მე ძირითადად ჩინელ სელერებთან მაქვს რომლებთანაც ძირითადად 1-2$იან მაიმუნობებს ვიწერ. იყო შემთხვევა სხვა ნივთი რო გამომიგზავნა, იყო შემთხვევა რომ არ ჩამოვიდა მაგრამ ყველასგან ფული დავიბრუნე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.