Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by davita

  1. http://www.myftp.ge/download.php?id=BD31545E1 რამდენიმე დავამატე, მოგეწონება
  2. კომპეტენტური ნამდვილად არა, უბრალოდ მუსიკა და რაც მასთან კავშირშია ყველაფერი მაინტერესებს ხოლმე, ყურსასმენებზე კი ნაღდად გართულება მჭირს ცოლს კი რაღაცით წააგავს ყურსასმენი, პირველ გაცნობისას შეილება არც მოგეწონოს(ხდება ხოლმე), მერე დროთა განმავლობაში კი ხვდები რომ ეს ის არის... ერთი უპირატესობა კი ნაღდად აქვს - შედარებით ადვილი გამოსაცვლელია მაგაში მაინც რა არ მოგწონს, ან უფრო როგორი გინდა? დაახლოებით რომ აღწერო დეტალიზაცია, დიდი მუსიკალური სცენა, თანაბრად ზომიერი სპექტრი მთელ დიაპაზონში, უფრო დინამიური ბასი და ა. შ. ისე, მართალი გითხრა უკაბელოებით არასოდეს არ დავინტერესებულვარ.
  3. შენც ისეთი სტაჟიანები შეარჩიე რომელიც გამოცდილი და უტყუარია. ამ სფეროში სიახლე არ ნიშნავს უკეთეს, ეს კომპის დეტალი არაა რომ ახალი მოდელივით უკეთესი შედეგი გიჩვენოს. თუმცა აქაც, ყურსასმენის შემადგენელი დეტალების წარმოებაში მოწინავე ნანოტექნოლოგიები არის ჩადებული, მაგრამ ბევრი ახალი მოდელი არ ამართლებს. საუკეთესო ბრენდების წლების წინანდელი გამოშვებები დღესაც აქტულურია, ზოგზე ფასები არა თუ ეცემა პირიქით მატულობს ხოლმე. მაგალითისათვის სენჰეიზერის HD800, თავიდან(4 წლის წინ) 1000$-მდე ღირდა, ახლა 50-60%-ით მეტად ფასობს, ზევით რომ დავწერე ATH ES7 - დაახლოებით 8 წლის წინანდელი მოდელია და თავის სერიაში საუკეთესოდ თვლიან. AKG K702 5 წლის მოდელია, 3 წლის წინ ვიყიდე ორიგინალი ავსრიულები ბევრად იაფად, ვიდრე ახლა ღირს ამაზონზე. ბეიერდინამიკის DT48E გამოშვებულია გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, დღესაც უშვებენ ამ მოდელს და ითვლება სტუდიური მონიტორების ეტალონად. ზევით რომ დადე სონის ახალი მოდელი, ვეძებე და ნორმალური რევიუ-ტესტები ვერ ვნახე. სხვა ალტერნატივები პლეერისათვის: http://www.amazon.co..._pr_product_top Grado - დიდი ხნის ბრენდია(თითქმის 60 წლის), უშუალოდ ყურსასმენებზე მუშაობენ. http://www.amazon.co...eiser HD 215 II ისევ და ისევ ეს ATH-ES7 http://www.amazon.co...echnica ATH-ES8 აკჯ-ს ამ ტიპის, მომცრო ზომის ყურსასმენებში, ყურებს მხოლოდ ზემოდან რომ ედება, განსაკუთრებული არაფერი არა აქვს, მაგ სერიაში ერთი მეორისაგან დიდად არ განსხვავდებიან. AKG K430-ს ერთი პერიოდი სამსახურში პლეერზე ვამუშავებდი, კარგი ხმა ქონდა, მარა ვერ შევეგუე. ფილმების ყურებისას ასწორებს, კარგი დეტალიზაციით გამოირჩევა. ..... იქნებ როგორმე გადაიფიქრო და in ear-ზე გადახვიდე. ადექი და პირდაპირ Westone 2 იყიდე, თუ 3-ს გაწვდები ან ზევით მთლა კაი. მაგის მერე სხა ყურსასმენებისაკენ გახედვაც აღარ მოგინდება :)
  4. http://www.amazon.com/Audio-Technica-ATH-ES7-Portable-Headphones-Black/dp/B000R0TPQ8/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1360193434&sr=8-2&keywords=Audio-Technica+ATH+ES+7 ამისი დიზაინი თუ მოგწონს? ხარისხზე ნუ დაეჭვდები, თავის ფასში ალბათ ბადალი არცა ყავს. ადრე ვაპირებდი ამის ყიდვას(სანამ AKG ვიყიდიდი), სადაც წამიკითხია ფორუმებზე ყველგან დადებითი შეფასებები აქვს, ზოგი ბევრად ძვირიან მოდელებსაც ადარებდნენ. დიდი არ არის, ყურებზე გარედან ჯდება ოღონდ მთლიანად არ ფარავს. ძალიან რბილი ბალიშები აქვს(როგორც ყველა აუდიო ტექნიკის ყურსასმენს), სატარებლადაც მოსახერხებელია. 32 ომიანია, კარგი მგრძნობელობა აქვს(100დბ) და ძალიან დიდი ხმა - 1 ვატი, დაახლოებით ეს იგივეა რომ 500 ვატიან დინამიკებს გვერძე დაუდგე. ადრე ATH A700 მქონდა 500 მილივატი სიმძლავრით, ბოლომდე ვერ ვუწევდი, ისეთი კომპრესია ქონდა ყურებს ტკენდა. გამოირჩევა დინამიური მკვრივი ბასით, რაც მთავარია ბასები არ ახშობს დანარჩენ დიაპაზონს. რავიცი, შენს ადგილზე პირადად ამას ვიყიდიდი.
  5. რადგან ეფლის პლეერზე უსმენ, შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება ყურსასმენის წინაღობას მიაქციე - 32 ომიანზე ზევით არ აიღო, ვერ მოერევა პლეერი, დაბალი ხმა ექნება დააკუმლატორსაც მალე დასვავს. რადგან რაჟანრის მუსიკას უსმენ? კიდევ უფრო ძვირი სიამოვნებაა მაგისთვის გათვლილი გამაძლიერებელი Burson Audio HA160 თქვენი არ იყოს, მეც ასუსის Xonar Essence XST-ზე მაქვს შეერთებული ყურსასმენები, ტიტანიუმ HD-ს და ამ ქსონარსაც მაღალი ხარისხის ყურსასმენის გამაძლიერებელი უდგას. ორივე მხეცი კარტაა, დაახლოებით 150$-მდე ეკონომიას აკეთებს ცალკე ყურსასმენის გამაძლიერებელზე. არა, რატო თავის ფასში მშვენიერია. როგორც ჩანს ფასდაკლება აქვთ, თორე იბეიზე და ამაზონზე ბევრად მეტი ადევს ფასი.
  6. თუ რუსული არ გიჭირს ეს ფორუმიც გამოდგება: http://doctorhead.ru/forum/viewforum.php?f=28&sid=d872ebd1047fcb99882228d397aa95e7 http://doctorhead.ru/catalogue?c=51 ბევრს ყურსასმენებზე აქვთ ცალკეული ტესტები, მომხმარებელთა კომენტარებიც საინტერესოა. მაგ ბეიერ დინამიკზე საინტერესო რევიუა: http://www.hardwareluxx.ru/index.php/artikel/hardware/soundkarten/23122-test-beyedynamic-custom-one-pro.html როგორც ჩანს უფრო ბითსების ტიპისაა, რადგან აქცენტი გაკეთებული აქვთ ბასის ხმოვანებაზე. აქვს ბასის რეგულირება 4 პოზიციაში. ხაზგასმით აღნიშნავენ მაღალ რეგისტრის სისუსტეს, საშუალო სიხშირეებს დაბალი რეგისტრში პიკები აქვს. დეტალიზაციში მოიკოჭლებს. 16 ომი დიდი პლიუსია ნებისმიერი პლეერისათვის, დიდ ხმაზე იმუშავებს. გარეგნულად საკმაოდ კომფორტული ჩანს.
  7. ისე, მაგ მიზეზის გამო ბევრი მართლა ვერ ხმარობს ინეარის ტიპებს. სხვა და სხვა ნაირები მქონია(მაქვს) და როგორც დავაკვირდი უშუალოდ ყურსასმენის კონსტრუქცია-ხარისხზე დიდად არის დამოკიდებული. სახლში მუსიკის მოსასმენად კი დინამიკებს ან დიდ ყურსასმენებს მართლა არაფერი შეედრება უკეთესი ციფრული პლეერები საკმაოდაა და იაფიც არ ღირს. დღეს დღეობით ექსტრა კლასის პორტატული ცფრული პლეერები აქვს: HiFiMan, iBasso, HiSound, Colorful, QLS Audio - ამ ბრენდის პლეერები გათვლილია მხოლოდ მუსიკის მოსასმენდ. არ გააჩნიათ არანაირი გვერდითი სოფტები და რაიმე კომუნიკაციური საშუალებები(WiFi, Blutus), ასევე არ გამოირჩევიან დიზაინთ, ზოგიერთი მადგანი კომპაქტურია ჯიბით სატარებლად, ზოგიერთი კი ზომა წონის გამო ძალიან მოუხერხებელი. ამ პლეერებს აქვს ყველაფერი რაც კი ყურსასმენს ჭირდება - უმაღლესი ხარისხის DAC(ციფრულ ანალოგური გარდამქმნელი) და გამაძლიერებელი ხმის გამოსავალზე, ნებისმიერი დონის ყურსასმენი ისმინება მშვენივრად. მაღალი კლასის პლეერებს მიეკუთვნება Cowon-ებიც, ზემო ხსენებულებისაგან განსხვავებით ზოგირთ მოდელს აქვს სრული ოპერაციული სისტემა, ოღონდ დიდი წინაღობის ყურსასმენებისათვის მაინც ჭირდება გამაძლიერებელი. კარგი პლეერები აქვს ასევე კრეატივს, სონის, ეპლს. ახლა ხანს მოვუსმინე სანდისკის სანსას უბრალო ყურსასმენზე, საკმაოდ მომეწონა, ლოსლეს ხარისხებს უპრობლემოდ ამუშავებდა, შეიძლება ითქვას რომ იაფ ფასიანებში საუკეთესოც არის(50ლარად შეიძინა მეგობარმა). მაგრამ თუ კაცს მაქსიმალური ხარისხი გჭირდება ქოვონზე ნაკლები არ უნდა იყიდო. რაც შეეხება ყურსასმენებს, ადვილი მართლა არა არჩევა. ბოლო 2-3 წელიწადში 7 ყურსასმენი გამოვიარე, აქიდან ერთად-ერთ(AKG K702) იყო რომელსაც ვერ შეველიე დღემდე და ალბათ არცა მგონია რომ ოდესმე გავყიდო, ნუ ახლა თუ სენჰეიზერის HD800 ჩამივარდა მაშინ კი, შეიძლება სიხარულისაგან გავაჩუქო კიდევაც პირველი კრიტერიუმი რის მიხედვითაც ყურსასმენს აირჩევ არის მაინც მუსიკა, მუსიკის ჟანრი. განსხვავებული ჟღერადობის გამო ბევრ ყურსასმენში ერთ დონეზე ნამდვილად ვერ ისმინება კლასიკა და ელექტრონული მუსიკა, ან თუნდაც რეპი და მეტალი. იშვიათია ასეთი უნივერსალები. ასევე დაუკვირდი კონსტრუქციას, არის დახურული და ღია ტიპის. დახურულ ყურსასმენებს კარგი ხმის იზოლაცია აქვს, ახასიათებს დინამიური ჟღერადობა - ბასებს მეტი კომპრესია. ღია ტიპის ყურსასმენებში ხმა უფრო ბუნებრივად ისმის, თავში არ "ტრიალებს" გარედან მოდის, ხმის იზოლაცია ნაკლები აქვს. ორივეს თავის პლიუს მინუსი გააჩნია. სტუდიური და მელომანური - ამ გვარადაც ყოფენ. მაგრამ რადიკალური ზღვარი მათ შორის არ არსებობს, ინდივიდუალურია. მონტაჟისას მხოლოდ სტუდიურებს იყენებენ ხოლმე, მუსიკის მოსმენისას კი ორივეს - ვის როგორ, ზოგს ბგერის გდმოცემის სიზუსტე იტაცებს, ზოგს კი შელამაზებული ხმოვანება. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა უშუალოდ მოგესმინა და ისე შეგეფასებინა. რადგანაც ამის საშუალება არა, ფორუმებს და მომხმარებელთა გამოხმაურებებს უნდა ენდო. პირადად სულ ასე ვაკეთებ ხოლმე, თუმცა ყოველთვის არ გამიმართლა :unsure:
  8. მარკეტგეზე ერთს ედო განცხადება სხვა და ხვა გადამყვანებზე, რომ დავურეკე მასეთი არ მაქვსო, თან მითხრა აქ თბილისში ნაღდად ვერ იშოვიო, დავიჯერო სონის ალფები ასეთი იშიათობაა თბილისში? მომიწევს ალბათ გამოწერაზე ჩალიჩი :user:
  9. ვეძებ М42-დან Sony/Minolta A ბაიონეტზე გადამყვანს. შემთხვევით სადმე ხომ არ გეგულებათ? ვარიანტი პირველი - მშრალი ხიდი... ამაზონი/იბეი - ბოლო "პასადკა" :dabolili:
  10. იყიდე ინეარ ტიპის ყურსასმენები, ფასი/ხარისხით უფრო მოიგებ. ძალიან ძვირებსაც ნუ გამოეკიდები აზრი არა აქვს. სონის XBA-2 გირჩევდი, თავზე გადაუვა მაგ აიპოდს.
  11. მიზეზი არის კეისში(მის გარეთაც) არსებული ელექტრო-მაგნიტური ველების ერთგვარი ფონი. რაც მეტია სიხშირეები მით მაღალია ეს ფონიც. ცალკე ვიდეო ბარათებიც აძლიერებს ამ გამოსხივებას. ასევე უხარისხო კონდესატორები(მაზერზე) და კვების ბლოკები. ინტეგრრებულ საუნდ კარტები კი ადვილად რეაგირებს. დაბალი ხარისხის დისკრეტულ საუნდებსაც ჩვევია. მოკლედ რომ ვთქვათ ასეთ მოვლენას ვერ გაექცევი, მთავარია ფონის მაქსიმალური იზოლირება. ნებისმიერი კაბელი რომელიც გადის კეისში ან მიერთებულია, ასრულებს ანტენის ფუნქციას. უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ კაბელების ერთად შეკვრა და დამალვაც შველის, ან მათი ეკრანირება. ზოგადად კი ყველაზე კარგი გამოსავალია ხარისხიანი დისკრეტული საუნდ ბარათი + ასევე ხარისხიანი აუდიო კაბელები. ადრე რაღაც PCI ბარათიც კი გამოუშვეს, ერთი პერიოდი ამაზონზე იყიდებოდა, რომელიც ვიდეო კარტის ელ.მაგ. ფონს ახშობდა ვითომ, ზუსტად კი არ ვიცი რამდენად ეფექტური იყო.
  12. ბიოსის მონაცემები უფრო სანდოა, მარა შენს შემთხვევაში შეიძლება სენსორის მიზეზი იყოს. თუ ბიოსის თავდაპირველი ვერსია დგას, აჯობებს განაახლო. შენი მაზერის ბოლო F3 არის, შემდგომი ორი ბეტა ვერსიაა და არ გირჩევდი. კიდევ, ზევით სქრინებში ბირთვებზე 0.99v და 1.5v. ხოდა პროცესორის ძაბვაც ბიოსში დაუფიქსირე რომ ზევით არ ავიდეს თავისით, დაახლოებით 1.15-1.25v შუალედში. თორე თუ მართლა 1.5v-ზე ადის ძალიან დიდია სტოკისათვის, მაგხელა ძაბვას მარტო დიდ რაზგონზე ტესტირებისას იყენებენ ხოლმე. ... ეგ სპაირის ბოქს ქულერიც ვერაა მაინცა და მაინც გაგრილების მხრივ. ინტელის მაქვს სულ უხმარი, სპილენძის ძირი აქვს და თუ გინდა მოგცემ, ტყვილა მიდევს, მაინც არ ვხმარობ.
  13. ინდივიდუალურია, გაჩნია მომხმარებელს რა აინტერესებს. თუ რაზგონც გჭირდება კაცს მაშინ რა თქმა უნდა, ჯობია ეგ უტილიტები იხმაროს და ბარემ ფენის რეგულირებასაც მაგით გააკეთებს. თუ არა და მაშინ სხვა დამატებით უტილიტის დაყენებას და ზედმეტი პროცესის გაშვებას, ისევ თავისივე პროგრამით არეგულიროს არ ჯობია? ნუ, რა ვიცი პირადად ასე ვაკეთებ, რადგან მხოლოდ ფენის რეგულირება მჭირდება ვიდო კარტაზე არა, მაგისათვის ისევ ის ცნობილი სარაზგონო პროგრამები ჯობია.
  14. როგორც შენ გაგიხარდება. ახალი არაფერი დამიწერია, სავტოროც არაფერი სცხია ამას. უბრალოდ, წყაროდ ფორუმი მიუთითე და ეგაა :)
  15. 100 გრადუსამდე როცა ადის ტემპერატურა, ბოქს ქულერის გვერდებზე ხელით კი უნდა იგრძნო სიმხურვალე, თბილი ნამდვილად ვერ იქნება, უფრო ცხელი. ახლა ბიოსში რამდენს უჩვენებს? სხვა უტილიტით არ გინახია ტემპერატურები? Real Temp, Aida 64...
  16. ხშირად ისმის ხოლმე კიტხვები ვიდო ბარათის ფენის სიჩქარის რეგულირების შესახებ ავტომატურ რეჟიმში, ყოველთვის უთითებენ ხოლმე სხვა და სხავა გვერდითი საფირმო უტილიტებზე. როდესაც იგივე შესაძლებელია უშუალოდ ენვიდიას დრაივერიდან გაკეთდეს ბევრად მარტივად. nVidia-ს ოფიციალურ საიტიდან ვიწერთ nvidia system tools. ინსტალირებისას ვირჩევთ nVidia nTune-ს: შემდეგ ვხსნით კონტროლ პანელს. სადაც ვნახავთ ახლად დამატებულ პუნქტს - Performance. დავეთანხმებით მოთხოვნას, რის მერე გამოჩნდება 3 ქვეპუნქტი, გვჭირდება მხოლოდ Device settings Device settings-ში არის მოწყობილობის მართვის პატარა გრაფა - device rules, სადაც ვქმით ახალ პროფილს. ვაწვებით New Rules ღილაკს, გაიხსნება ახალი ფანჯარა, შესაბამის გრაფაში ვწერთ პროფილის სახელს, ვირჩევთ ვიდეო ბარათის ფენის ბრუნვასა და გრაფიკული პროცესორის ტემპერატურას. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია მაუსის მეშვეობით მოცემული გრაფიკი ვცვალოთ ჩვენთვის სასურველი პარამეტრებით. დასრულებისას შევინახავთ პროფილს. ფანი იმუშავებს ავტომატური სიჩქარეებით როგორც აქამდე იყო, ოღონდ განსხვავებული სიჩქარე/ტემპერატურულ რეჟიმში.
  17. ბოქს ქულერია? შეიძლება ვერ ზის კარგად სოკეტზე ქულერის ფეხები, საკმაოდ მოუხერხებელია დასაყენებელად. ხელით შეატოკე, მყარად უნდა იჯდეს ოდნავაც არ უნდა მოძრაობდეს.
  18. კანადური ჯგუფი - Mystery თუ მოგისმენიათ. საკმაოდ მაღალი დონის პროგ-როკს ასრულებენ. ისე დიდი ხნის ჯგუფი კი არის. http://www.unicorndi...stery/news.html პირადად ძალიან მომწონს ხშირად ვუსმენ ხოლმე, წელსაც ძალიან კარგი ალბომი ჩაწერეს. ამათი ვოკალისტი ხმით ძალიან ჰგავს მათივე თანამემამულე ჯედი ლის(Rush), სტილისტურად შეიძლება სადღაც მერილიონი გაახსენოს კაცს, მარა მაინც ორიგინალურობას არ კარგავენ. ერთ ალბომს შემოგთავაზებთ, თუ მოგეწონებათ მერე ყველას ავტვირთავ. ეს ალბომი 2000-ში ჩაწერეს და წარმოადგენს წინა წლებში გამოცემული 3 ალბომის ნარჩევი კომპოზიციების კრებულს. Mystery - At The Dawn Of A New Millennium http://allshares.ge/...p?id=F6BD387B50 http://mydisk.ge/dow...id=B5AF79EAFAA4 http://rutracker.org...c.php?t=2809417 ისე, ტორენტებზე ერთიანი დისკოგრაფია არ უდევთ, თან ყველა ალბომიც არ არის, ძებნა უნდა სხვა და სხვა რესურსზე... მოკლედ, თუ ისურვებთ ყველას ავყრი სადმე აქვე ახოლოში :)
  19. ვაა ბატლერი თამაშობს... საინტერესო დასაწყისი აქვს, ვუყურებ აუცილებლად. საიტის ლინკისათვის დიდი მადლობა :)
  20. ბოდიში შემოსული ვიყავი დღეს და აქ არ შემომიხედია... მაინც არ მაძინებენ ეს ოხრები და ეხლავე აგიტვირთავ Elfenbein - Made In Rock http://allshares.ge/download.php?id=2678A7AD51 http://www.myftp.ge/download.php?id=25D877011 http://mydisk.ge/download.php?id=4D5734409D09
  21. ორივე მაგარია, მარა ვივიტარი უფრო მომეწონა, ფერებს ხატავს და ბოკეც ძალიან ლამაზი აქვს. დიონისეს Jupiter 9-ზეც ულამაზესი ბოკე გამოდის გუშინ მინოლტას AF 28-105 f3.5-4.5 შევიძინე 1994 გამოშვება, ისეთი კონტრასტული ფერები მომცა რომ სონის ობიექტივებისაკენ ალბათ კაი ხანი აღარ მომინდება გახედვა. ახალი წლის სუსხიანი დილა... ჩემი პახმელიის წამალი
  22. არ მაქვს ნანახი. ანოტაცია წავიკითხე, იგივე რეჟისორის გადაღებული ყოფილა, მსგავსი ჟანრის ტორენტებზეც ყოფილა მაღალი ხარისხით, ვნახავ აუცილებლად :bow:
  23. samsara-ს უყურეთ? http://www.imdb.com/title/tt0770802/ 70მმ-იანი კინოლენტით გადაღებული დოკუმენტური ფილმია. მოგზაურობაა მსოფლიოს უნიკალურ ადგილებში. უძველესი კულტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, სიმდიდრე და გაჭირვება, ყველაფერი ერთ ფილმში. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4288681 37 ინჩიან ლედზე ვუყურე, საოცარი ფერები, კონტრასტი. ტექნიკურად მაღალი დონის გადაღება, ბოლო პერიოდში ასეთი კინო პროდუქტი კაი ხანია არ მიყურებია, ნუ ავატარი იყო კიდევ მაგარ ფერებში... ბლურეის ველოდები :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.