Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by davita

  1. პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს: ნუ ნერვიულობ, მაგ მხრივ არაფერი არ შეიცვლება
  2. მშვენივრად მოუფიქრებია, ის ორმხრივი სკოჩები დიელექტრიკია და მოკლე ჩართვისაგანაც დაცული იქნება.
  3. ბოლოდან მეორე თუ სულ ბოლოა x16? http://www.asrock.com/mb/overview.asp?cat=Specifications&Model=Z68%20Extreme4%20Gen3 არაფერი არ დაიწვება ..... ზევით ჩავაწორე x4უნდა დამეწერა. ... ახლა შევნიშნე დადებული ლინკი - ბოლოდან მეორეა
  4. ჩემთანაც სლოტების მსგავსი განლაგებაა. ვიდო კარტა დგას ზევით პირველში. მიტყუპულად მიწევდა საუნდის ჩადგმაც და ავდექი და გადავაყენე ბოლოში, სულ ქვედა ვიდეო კარტის სლოტში. ნებისმიერი მოწყობილობა რომელსაც ინტერფეისი აქვს PCI Express x4-ზე, თანაბრად მუშაობს PCI Express x16-ში რადგან იდენტური პინები აქვს იგივე ვოლტაჟით. ე.ი. ვიდეო კარტა - ვიდეო კარტის პირველ(ზედა) ბუდეში, საუნდი - ვიდეო კარტის მესამე(სულ ქვედა ბუდეში).
  5. Xzibit შენი დედადფა ხომ ეს არის ზუსტად? http://www.asrock.com/mb/overview.asp?cat=Specifications&Model=Z68%20Extreme4%20Gen3 მაგას აქვს 3 ცალი PCIe x16 და 2 ცალი PCIe x8, ბოლო ორიდან ერთერთში გიყენია საუნდ კარტა რომელიც ვიდეოსთან ახლისაა. ხო და აიღე საუნდი და გადასვი სულ ქვედა PCIe x16-ში. იგივე ნაირად იმუშავებს როგორც x8-ში. არც გახურდება და პამეხებისაგანაც მოშორებული იქნება. მე ეგრე მაქვს გაკეთებული.
  6. Xzibit საკმაოდ დაიწერა ითქვა მიზეზების შესახებ, მოკლედ სათითაოდ უნდა შენით გამოიკვლიო. როგორც TARAS-მა დაწერა ბასბოჩკიდან გამოსული კაბელი ნაკლებ სავარაუდოა. მარტივით დაიწყე - საუნდიდან გამოსული კაბელით. ჩართულზე ხელით მოსინჯე, კაბელი გადაადგილე შეიძლება ცვლიებაც შეამჩნიო. ახლახანს დავაკვირდი შენს მაზერბორდს... აიღე და სულ ბოლოში ჩასვი ეგ საუნდ კარტა, ბოლო PCI ექსპრესში, რასა წვალობ
  7. მეგონა ისეთი გჭირდებიდა და მაგიტომ დავდე რა დინამიკებია მასეთი კაბელი რომ ჭირდება?
  8. ციფრები ერთია და რა ხარისხის დეტალებზეა აწყობილი კონკრეტული დივაისი მეორე. შეიძლება უკეთეს მუსიკალურ გაფორმებას იძლევა dna, რასაც ტესტების დროს ციფრებში ვერ გამოხატავ. სხვა მაგალითს მოგიყვან. მაქვს სონის აუდიო სისტემა LBT-V950 რომელსაც რესივერი/დაკი ცალკე აქვს და გამაძლიერებელი ცალკე, ანუ საკმაოდ მაღალი ხარისხის სბორკაა. მეორე სისტემა ლამპებზე(L34). ამ ორის THD მონაცემები საკმაოდ განსხვავდება ერთი მეორისაგან, დაახლოებით ასჯერ, ანუ სონის ტრანზისტორულ სისტემა ხმის გამოსავალზე ბევრად უფრო სუფთა სიგნალს იძლევა ვიდრე ლამპური გამაძლიერებელი. მაგრამ რომ მოუსმინო ლამპებზე ისეთი ჟღერადობა მოაქვს რომ მეორესკენ არც გაიხედავ. ასე რომ ციფრები მხოლოდ ზოგად, ნაწილობრივ წარმოდგენას იძლევა ამა თუ იმ აპარატურის შესახებ. ბევრჯერ ნანახს ერთხელ გაგონილი ჯობიაო... ნუ, პირიქით ამბობენ ხოლმე მარა ამ შემთხვევაში ასე უპრიანი იქნება
  9. რა თქმა უნდა, ლითონის გამტარს ეგ არ წარმოადგენს. შენ როგორც აღწერე, მაქიდან გამომდინარე ეჭვი ხმის გარე სტერეო კაბელზეა, რომელიც დაბალი ხარისხის იქნება. დაახლოებით ასეთი ხარისხის დააყენე და პრობლემა მოგვარდება: http://www.amazon.com/Mediabridge-3-5mm-Male-2-Male-Adapter/dp/B004YEBK66/ref=sr_1_4?s=electronics&ie=UTF8&qid=1397583102&sr=1-4&keywords=3.5mm+Male+to+2-Male+RCA+Adapter http://www.amazon.com/KabelDirekt-feet-Pro-Adapter-Cable/dp/B00DI89NPE/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1397583102&sr=1-3&keywords=3.5mm+Male+to+2-Male+RCA+Adapter
  10. ზევით რაც დავწერე უმეტეს წილად ძირითადი მიზეზი ეგაა - სტატიკური ველების გავლენა. შენს კონკრეტულ შემთხვევაი შეიძლება გარეთ დინამიკზე მიმავალი აუდიო კაბელის გამოც იყო, კარგი ეკრანიერება არ ქონდეს და მაგიტომ. კაბელები ერთგარი ანტენის მოვალეობას ასრულებს და მაგ "პამეხების" გამტარი ხდება. იქნებ სხვა კარგი ხარისხის აუდიო კაბელით გეცადა დინამიკის შეერთება ოპტიკურ ბოჭკოვანი(SPDIF) კაბელით შეერთებისას ეგ გამორიცხულია. ყველაზე მარტივი მეთოდია ფოლგა ან ლითონის ფირფიტა საუნდ კარტასა და ვიდეო კარტის შორის დაამაგრო, ისე რომ სადმე კონტაქტებს არ შეეხოს. პატარა სადინის მეშვეობით კი დააკავშირე კეისის კორპუსთან - ერთგვარი დამიწება იქნება. მახსოვს ერთი პერიოდი სპეციალური დისკრეტული ბარათებიც კი გამოუშვეს PCI-ზე სტატიკური ველებისაგან იცავდა საუნდს, ყოველ შემთხვევისათვის უნდა დაეცვა. 3-4 წლის წინ(ზუსტად არ მახსოვს) აქ თემაც კი მიეძღვნა მაგ ამბავს. არ აქვს. ნანახი გექნება საუნდ კარტები რომლებიც ზემოდან მთლიანად დახურულია ლითონის კორპუსით.
  11. nseries430, ცოტცოტა ყველას აქვს მნიშვნელობა, მაგ სიიდან htc one-ს ყველაზე კარგი მონაცემები აქვს. მთლიან სიხშირულ სპექტრში ყველაზე ნაკლები რყევები(db-ში), დაბალი ხმაურის დონე და მაღალი დინამიური დიაპაზონი.
  12. Xzibit, ვიდო კარტის(ასევე სოკეტის) ელექტრო მაგნიტური ველი რომელიც დატვირთვის დროს ძლიერდება, მოქმედებს საუნდ კარტაზე. შეიძლება კვების ბლოკის ბრალიც იყოს - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუნდს აქვს დამატებითი კვების კაბელი. გამოსავალი: 1.ჩადგა ხარიხიანი საუნდი რომელსაც ექნება დამცვი ეკრანი, ან შენ თვითონ გაუკეთო. 2. კეისში კაბელების მენეჯმენტი - შეძლების და გვარად დამალე. საუნდ კარტაზე მიმავალ კვების კაბელზე, თუ რა თქმა უნდა მსგავსი გააჩნია დააყენე ფილტრი. შემავალ და გამომავალ კაბელებს ყველას გაუკეთე ეკრანირება. 3. დისკრეტული შეცვალე გარე საუნდ კარტით. უშუალოდ თუ კეისიდან მოდის ე.ი. რომელიღაცა კონდენსატორი ვერაა კარგად. სტატიკური ველის გამო განმუხტვას აკეთებს. დიდი ხნის წინ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ვიდეო კარტიდან ისმოდა ხოლმე დატვირთვის დროს.
  13. ყინწვისი ძამას ხეობა. ორთუბანი ბატეთის ტბა
  14. OgaiB Power_VANO გმადლობთ ბიჭებო მეგონა ჩემთან იყო რამე პრობლემა... კი, ამერიკან ექსპრესია.
  15. პეიპალზე ექაუნტი გავაკეთე, ბარათის მიბმისას დასამოწმებელი კოდი(4 ნიშნა) არ მომსვლია, 2სთ-ზე მეტი გავიდა. სმს და ინტერნეტ ბანკინგი ჩართული მაქვს. ანგარიშში უჩვენებს რომ თანხა დაიბლოკა. რამდენი ხანი უნდა საშუალოდ ლოდინი პპ კოდის გამოსაგზავნად?
  16. ლუმია უძახე და ზოგი ფოტო აპარატი ვერ იღებს ეგეთ ხარისხში, თან ფონს რა კარგად აკეთებს. კაცურად ერთი მილიონი დოლარი მასესხეთ რა, ერთი წლით მაინც
  17. გიორგი ორიგინალი მომე რა, ან ლინკი საიდანაც გადმოწერე
  18. პირადად არ მქონია 2კარტიანებთან შეხება, მაგრამ რა უნდა დაზიანდეს? ეგ მეც პირველად მესმის. რომელი აპარატია?
  19. Blackbaron, გასაგებია რასაც გულისხმობთ. სტაბილიზატორიც ელექტრო მექანიკური დეტალია და მუშაობისას გარკვეულ რხევებს გამოსცემს. რა თქმა უნდა ისეთი ხმა არ ექნება როგორც მოტორს, მაგრამ აპარატის მიკროფონი მაინც აღითქვამს. მაგას გარე მიკროფონი უფრო უშველის. ან უხმო მოტორის მქონე ლინზა.
  20. კი, ცოტათი დიდია. EXPEED 2 VR სტაბილიზატორის ფუნქციაა, ხმასთან კავშირში არაა. ფასს გააჩნია. მიუხედავად სიძველისა მაინც კარგი აპარატია. ერთად ერთი ისო მგრძნობელობაში მოიკოჭლებს.
  21. http://www.amazon.com/Monitor-Balanced-Armature-Earphones-Earbuds/dp/B005XSBNG4/ref=pd_ybh_3 http://www.amazon.com/RHA-MA750-Isolating-Headphone-Warranty/dp/B00ELAM8LE/ref=pd_ybh_4 http://www.amazon.com/HiFiMAN-RE400-HIFIMAN-RE-400-HEADPHONES/dp/B00AWLEAH6/ref=pd_ybh_1
  22. პირადად სონის SLT-ებს გირჩევდი, კონკრეტულად კი A65-ს. წამში 60 კადრს იძლევა სრულ გაფართოებაზე. ვიდეო რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა(სენსორის გაცხელებამდე, მერე თიშავს ავტომატურად) მეტი აქვს SLT-ებს, ასევე ავტოფოკუსის სისწრაფე ვიდრე სხვა ბრენდის სარკულ აპარატებს. აქვს გამოსახულების შიდა სტაბილიზაცია. ნორმალურ ობიექტივთან ერთად + განბაჟებით მაგ ფასში ჩაეტევი. ოღონდ ჩუმი მატორიანი ობიექტივით არა მგონია რადგან შედარებით ძვირი ჯდება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.