Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by davita

  1. მშვენიერი არჩევანია კარგი პომპა შეურჩიე და ეგ რადიატორიც გეყოფა მაგ საქმისათვის.
  2. ამ მოდელის შემთხვევაში შემაერთებელ აუდიო კაბელს დაჭირდება გადაკეთება. ერთი თავი იქნება სტერეო ჯეკი, რომელიც კომპის საუნდ კარტაზე შეერთდება(გამყოფით). მეორე ბოლო კი რაც მაგას მოყვება. სტერეო ჯეკიდან გამომავალ სამი წვერს მინუს მინუსზე დასვამ, მარჯვენა/მარცხენას ერთად პლიუსზე. პასიური საბიც შეიძლება ოღონდ უკვე ცალკე გამაძლიერებელი დაგჭირდება. შეერთების ვარიანტები მაინც დამოკიდებულია საუნდ კარტების ინტერფეისზე ზოგს ჯეკის ბუდეები აქვს ზოგს RCA კაბლის. ბასავიკებიც ასევე განსხვავდება, კონკრეტული მოდელის მიხედვით აირჩევ რა შეერთების ვარიანტს.
  3. თავისუფლად შიძლება აქტიური საბვუფერი საუნდ კარტაზე პარალელურად დაერთდეს ჯეკის გამყოფით https://www.google.ge/search?q=jack+splitter&client=firefox-a&hs=oCr&rls=org.mozilla:ru:official&channel=sb&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=rdjdU-bBGYfmyQPhtoDIBA&ved=0CB4QsAQ&biw=992&bih=490
  4. ღირს თუ: 1. ნორმალური საუნდ კარტა გიდგას. 2. უსმენ ვოკალურ/ინსტრუმენტალურ მუსიკას(ანუ სინთზური მუსიკის გარდა ნებისმიერს - კლასიკა, ჯაზი, ბლუზი, როკი, მეტალი და ა.შ.) 3. აუდიოფილური გადახრები გაწუხებს. თუ კი თამაშებზე, ფილმებზე ელექტრონულ მუსიკაზე ხარ ორიენტირებული, მაშინ აჯობებს მულტი სისტემებზე გაამახვილო ყურადღება. მინიმუმ 2.1 მსგავსი ბიუჯეტური სისტემები(ლინკების სახით რაც დევს ზევით) ურიგო არაა, თუმცა აკუსტიკურ/სიხშირული მაჩვენებლები დიდი არაფერი აქვს. აუდიოფილებზე გათვლილი არაა. ადამიანის ფსიქო-აკუსტიკური ბუნებიდან(კერძოდ ბინაურალური სმენა) გამომდინარე ვერ დაგეთანხმები ჯერ-ჯერობით სანამ ორი ყური გვაბია და ნახევარ სფეროების სახით გვიდევს ტვინი თავში, სივრცული ბგერები მუდმივად პოლარულად დაილექება ჩვენს გონებაში
  5. ფეხბურთის ლაივებს სულ მაგით ვუყურებ ხოლმე. http://www.wiziwig.tv/index.php?part=sports დაჟე სოპკასტს მირჩევნია.
  6. solo6 და solo7 ორივე მქონდა. კარგი დინამიკებია კომპიუტერზე მუსიკის მოსასმენად. სოლო7 ჯობია აშკარად, იგივე დრაივერები უდგას რაც სოლო6-ს. პლიუს 3 ზოლიანია. ხმოვანება უფრო დაბალანსებული აქვს. შედარებით ძლიერია და დიდ ხმაზე ნაკლები ხარვეზი აქვს. განსაკუთრებით კარგი ჟღერადობა გააჩნია მიდბასში და საშუალო სიხშირეებზე. რამე ნორმალური დისკრეტული საუნდ კარტაც ურიგო არ იქნება. დაახლოებით ასეთი მაინც: http://www.amazon.com/Creative-SB0570L4-Sound-Blaster-Audigy/dp/B000LP0R3E/ref=pd_sim_pc_1?ie=UTF8&refRID=1PQZ60X7HK9JCNQJX7BY მარკეტჯეზე ყიდდნენ სოლო7-ს იაფად. ზუსტად არ მახსოვს, 200-250 ლარის ფარგლებში.
  7. მუსიკალური ფასეულობების ცვლა ხდება... პეროიდი გაქვს ეგეთი. მაგრამ გადაგივლის, დრო ინდივიდუალურია დიდი ხნის წინ გავიარე. რამდენიმე წელი საერთოდ აღარ ვუსმენდი მუსიკას. აპარატურაც გავყიდე და ვინილების მთელი კოლექცია დავარიგე, ახლა ვნანობ
  8. არ მქონია, მხოლოდ მცირე მიმოხილვებს გადავხედე იუთუბზე. ერთად ერთი პლიუსი რაც ვნახე ეს რავფორმატია. თუმცა გადაღებული მასალა გამოდის ძალზე უმი. აუცილებლად საჭიროებს პროგრამულ დამუშავებას. 30p-ზე მეტი არა აქვს. ISO - შეზღუდული, თან საკმაოდ ხმაურიანი. მენიუ პრიმიტიული, ვერაფერი განსაკუთრებული ფიშკა ვერ ვნახე. პირადი სუბიექტური აზრით იგივე ფასად კარგი ალტერნატივაა ქენონის DSLR რომლებზეც დგება magic lantern-ი და იღებს 14 ბიტში. ან სონის SLT და NEX-ები, ფოტო აპარატისათვის იდეალურ ვიდეოს იღებენ.
  9. რა მაგარი იამაჰები ყოლია პატრულს, მანქანიდან გადავუღე სანაპიროზე
  10. თუ არ დაგეზარება ამას გადახედე: http://theheadphonelist.com/headphone-list/ ცხრილის სახით არის მოცემული IEM ტიპის ყურსასმენების შეფასებები 10 ბალიანი სისტემით. ნრმალური ხარისხის, ისეთი მოსმენისას რომ მოგეწონება დაახლოებით იწყება 5-6 ქულიდან.(საუნდის შეფასება). ეს ძველია, მაგრამ ყურადსაღები: http://www.head-fi.org/t/478568/multi-iem-review-318-iems-compared-narmoo-r1m-added-07-03-14-p-936
  11. აკუსტიკის სიმძლავრის ვატებით განსაზღვრა დაახლოებით იგივეა რაც ვიდეო კარტის წარმადობის შეფასება ოპერატიული მეხსიერების მოცულობით. მით უმეტეს როცა დინამიკის "სიმძლავრეზე" განსხვავებული სტანდარტები არსებობს. აბა დაფიქრდი, აპარატურა რომელიც მოიხმარს 75 ვატამდე დენის ენერგიას, გამაძლიერებლიდან გამომავალი სიმძლავრე რა საშუალებით უნდა გახდეს 470 ვატი?
  12. შეიძლება სარკეზეა, ან პენტაპრიზმაზე ქვემოდან მიწებებული.
  13. +1 მეც არ გირჩევდი ეგ UV და ND სხვა ნებისმიერი ბრენდისაც ასე თუ ისე ნორმალურია და დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევა. რაც შეეხება პოლარულს, მანდ რაც დევს უხარისხოა, იგივე სერი(ND) ფილტრია მცირე პოლარული ეფექტით. დაახლოებით მსგავსი დაბალი ხარისხის CPL ფილტრი მეც მაქვს, 3 სტოპით აგდებს სინათლეს(კარგისთვის ცოტა არაა) - პოლარული ეფექტი კი უმნიშვნელო. ასე რომ ჯობია მეტი გადაიხადო პოლარულში, ერთი გექნება და კარგი. მარიუმი, ჰოია, ტიფენი - ყველაზე პოპულარულია, ფასი/ხარისხით ნორმალური. საუკეთესოდ კი რა ვიცი B+W-ს თვლიან, თუმცა იაფი არაა.
  14. ფილტრი იმ ობიექტივისთვის შეარჩიე რომლის გამოცვლასაც სამომავლოდ არ ფიქრობ და ამის მიხედვით გადამყვანი
  15. ობი დაედო ამ თემას, პაწა მოვასულიერებ შეიძლება გაგებულიც გქონდეთ ტუნისური მეტალ ჯგუფი Myrath. ჯანმრთელ მეტალს უკრავენ, აზიური ფოლკის ელემენტებით. ეს ბოლო 2011 წლის ალბომი ყველაზე მეტად მომწონს Tales of the Sands გადმოწერა: http://allshares.ge/download.php?id=A4F9AD7175 http://4file.ge/file/16982/2011-Myrath---Tales-of-the-Sands-rar.html
  16. Blackbaron, 990 პროს ავიღებდი, ოღონდ მაგ 250 ომიანის ფასი მაეჭვებს, განარემონტები ხომ არაა ......... ზევით განყოფილებაში ვაპირებდი თემის გახსნას, მაგრამ აჯობებს აქ ვიკითხო. რჩევა მჭირდება ვაჭრობის საკითხებში Westone 3-ის რეალური ფასი რა იქნება აქ? გაყიდვა მინდა და მაგიტომ
  17. თუ მოცულობაში გარკვეულ ზომებს აღემატება, მერე მოცულობითი წონა იანგარიშება. ნიკუშა სპიკერების ჩამოტანას აზრი აქვს როცა საკმაოდ ძვირიანს ყიდულობ, თან ისეთი აქ რომ არ იშოვება. აქ რატომ არ გინდა? კომპისთვის კარგი დინამიკები აქაც იშოვება: http://www.ultra.ge/product/833.html
  18. Xzibit მაგ მაზერზე სხვა ვარიანტი არაა. ვიდეოს სლოტები გაქვს: x16 პირველი და x8 მეორე. როგორც არ უნდა გადაადგილო საუნდი და ვიდეო, ვიდეო ბარათი ყველგან x8-ზე დადგება. რადგან ქროს/სლაის პრინციპით იმუშავებს x8+x8. ერთად ერთი თუ ისევ ძველ ვარიანტს დაუბრუნდები ვიდეო იმუშავებს x16-ზე. ამ შემთხვევაში ნამდვილად ღირს რამდენიმე ფრეიმზე უარის თქმა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.