Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    118
  • Joined

  • Last visited

Everything posted by bloodred

  1. ინთელს სული არ ძვრება და არც გაძვრება. უბრალოდ დესკტოპ და სერვერულ სეგმენტში მოუწია და მოუწევს პოზიციების დათმობა. ეს ფაქტია და ყველაფერი აქეთ მიდის. ისე იმდენი პროდუქტი აქვს რომ ამის გარეშეც იშოვის მილიარდებს უპრობლემოდ. მე ზოგადად ვლაპარაკობ იმაზე რომ, არა მარტო ინთელს ბევრ დიდ კომპანიას მოუწევს ქამრების შემოჭერა. მაღალ ტექნოლოგიებში უკვე ბევრი აზიური კომპანია გამოჩნდა და ართმევენ ბაზარს ამ დიდ ვეშაპებს. ასე იყო სონი, ნოკია, ერიქსონი და ა.შ. აბა მითხარი რა დღეში არიან დღეს? ისევ გრიმიტობენ? აღარ. გეხსომება აიბიემი ალბათ. კომპიუტერს სინონიმი წლები აიბიემი იყო. გეხსომება ასლის გადამღები მანქანა რომელსაც ქსეროქსი უშვებდა და ქსეროქს ვეძახით დღესაც ყველას. სადაა ახლა ქსეროქსი? კორეა კონკურენტულ ავტომობილებს თუ გამოუშვებდა ეგონა ვინმეს? დღეს უამრავი ჰიუნდაი და კია დადის. სამსუნგმა, სიაომიმ და ეგეთებმა ჩააჩოჩეს იაპონური გიგანტები და აქციეს რიგით კომპანიებად. აგერ ვკითხულობდი ჩინეთი იზიდავს მთელს ინჟინრებს ტაივანიდანო და სამჯერ მეტს უხდისო. მონოპოლისტების დრო წავიდა. ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო კიდე. აი ასანთს რომ უშვებდა ყველა ვისაც არ ეზარებოდა ისე უშვებენ აპარატურას უკვე ყველგან. პროცესორებიც მაღალტექნოლოგიური რაღაცეებიც ეგრე იქნება ნელნელა. ინთელი იქცევა ჩვეულებრივ ერთ ერთ დიდ რიგით კომპანიათ. ინთელმა თავისი პიკი გაიარა მე ასე მგონია. ამ სეგმენტში აწი ქვემოთ ტოჩკა ნე ვაზვრატაში წავა. თავად აღიარებს და ჩვენ რა ძალა გვადგია არა ვიძახოთ აი შენ რა ხეირი ასე რომ გიხარია ინთელის მილიარდები ვერ გავიგე მაინც? აემდეს წარმატება რატომ გვიხარია კი დაწერა აქ ბევრმა და მეც. აი არ გამოეშვა ეგ რიზენები აემდეს და რა ეღირებოდა ეგ 9700 და 9900 ნახავდი
  2. ონლაინ თამაშებს არც მე არ ვთამაშობ. ჩემი ბავშვები თამაშობენ. რამე კარგი სინგლი შუთერი ხომ არ იცი კრიზისის და ფარ ქრაის ვარიანტში მარტო რომ დავდიოდე? არ მევასება გრუპასთან ერთად სიარული. სნაიპერი დავიწყე და არ დამევასა
  3. 4 ბირთვიანების ბოლო ჟამია მე ასე ვფიქრობ. ახლა რომ კიდე ჰა და ჰა ყოფნის მალე აღარ ეყოფა. ასე იყვნენ 2 ბირთვიანებიც 5-6 წლის წინ ჯერ კიდე ქაჩავდნენ მაგრამ ეგრევე ჩავარდნენ. აი ამ ტესტში ჩანს თანამედროვე თამაშებში 4 ბირთვიანის და 4 ბირთვიანის თრიდებით უკვე რამხელა სხვაობას იძლევა და 4 ბირთვიანი კიდე 3-4 წელი გეყოფაო ვერ იტყვი. 6 ბირთვს უნდა გადაახტე ჩემი აზრით. პირდაპირ 8 ბირთვიანი უნდა აიღო. მე არ ვამბობ 350-400$ გადაიხადეო 8 ბირთვიანში. ავიღებ წინა თაობას გინდა ინთელს და გინდა აემდეს ნახევარ ფასში და ეგაა. ნუ რადგან ინთელს 8 ბირთვიანები არ აქ წინა თაობა კაი ფასში ავიღებ აემდეს. 3-4 წელი გეყოფა 8 ბირთვიანი. შეიძლება 4-5 გააქაჩინო კიდეც.
  4. ვერ დაგეთანხმები იმაში რომ 8 ბირთვიანები არავის სჭირდება. თამაშებს რომ თავი დავანებოთ იმდენი პროცესია უკვე გაშვებული კომპში და თუნდაც ბრაუზერები ისე ტვირთავენ თავისი ფლეშებით და ათასი სკრიპტებით კომპებს, აღარაფერს ვამბობ ანტივირუსებზე და ათას აფდეითის მუდმივ ლოდინის რეჟიმში გაშვებულ პროცესებზე. თამაში შესვლის დროს აღარ გიჭირავს ხელში მთელი სიმძლავრე კომპის. ამ ათას სისულელეს მიაქვს. ახლა ყველა შენსავით ვერ დაუწყებს სათითაოდ პროცესების ოპტიმიზირებას და გამორთვას. არც იციან და არც უნდა იცოდნენ ეს ჩვეულებრივმა უმრავლესობამ. ამიტომ ვფიქრობ რომ დღეს და დღეის იქეთ 8 ბირთვი სტანდარტია უკვე. ადრე მქონდა 2 კომპი. ერთი ფენომი იყო 1090ტ და მეორე აი3240. თავიდან ამათ შორის სხვაობას ვერ ვგრძნობდი. ნელ ნელა წლების გასვლასთან ერთად ვგრძნობდი როგორ შესუსტდა აი3 როგორ იდგა ისევ თავის ჯანზე ბებერი 1090ტ. მერე ეს 1090ტ ძმაკაცს ვაჩუქე და ვერ წარმოიდგენ რა მძიმე თანამედროვე თამაშებს თამაშობს ახლაც. ის აი3 იმ თამაშებს ალბათ ვერც გაუშვებს. ისე სწრაფად ტვირთავენ და ამძიმებენ პროგრამებს რომ ცოტა მეტი ბირთვი გქონდეს ზაპასში ჯობია მე მგონი
  5. სამწუხარო ინფორმაცია ინთელ ბიჭუნათათვის. სტიმი იტყუებაო. მძრეველა ბავშვებს მართლა საიდან უნდა ქონდეს 4 ბირთვიანებზე მეტის საყიდელი ფულიო და ვაფშეტა ჩინელი უზკაგლაზები აწვდიან მაგ გოიმებს ფეიკ ინფორმაციას მატ იხო. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32216/steam-daet-fejkovye-dannye-o-kolichestve-processorov-amd-ryzen-tomshardware კიდევ ერთი საინფაქტო ინფორმაცია კარდიოლოგიურში დასაწვენი https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32201/processory-amd-zen-4-na-5-nm-tehprocesse-popali-v-trojku-pervyh-zakazov-tsmc-na-2020-god ეხ ჩამორჩა ინთელი თანამედროვეობას. მილიარდერია მაგრამ დაბერდა და ვეღარ გებულობს ვერაფერსო? https://overclockers.ru/hardnews/show/100644/intel-gotova-osvoit-5-nm-tehprocess-k-seredine-2024-goda ეჰ აშკარად მოძველებულ ტექნოლოგიებს გვტენის მომავალ წელს. უბრალოდ აღარავინ იტენის. https://overclockers.ru/hardnews/show/100640/intel-obeschaet-predstavit-10-nm-processory-tiger-lake-cherez-god ეს ღარიბი და გასაცოდავებული ამდ რა მოძველებულ ტექპროცესებს გვტენის კაცო. აააა ინთელის 14+++++++++++++++ და უსასრულოდ ჯობია მაინც. https://overclockers.ru/hardnews/show/100609/proizvodstvo-5-nm-processorov-amd-s-arhitekturoj-zen-4-nachnetsya-v-2021-godu ჰო TSMC აზიაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გამხდარა. არადა სეპარატისტების კომპანიაა ეგ ოხერი. ნეტა საერთოდ არ არსებობდეს და ინთელს არ უშლიდეს ხელს რა
  6. სამსუნგმა უარყოო ეგ ინფორმაცია ინთელის პროცესორების გამოშვების შესახებ. ადრე თუ აკმაყოფილებდნენ ახლა ეგრე ძაან გაიზარდა მოთხოვნა? ისე კი შეიძლება. ადრე ნოუთბუქი იშვიათად თუ ქონდა ვინმეს და ახლა ყველა სახლში ლამის სამი ცალი აქვს ხალხს
  7. დაიცადე ჟორჟ. ნუ ჩქარობ. მანდაც მივლენ მალე. ტკეპნოს ინთელმა და აშლიფოვკოს 14 ნმ და ჯერ სადაა. რა თქმა უნდა ჯერ ბაზრის წილი ბევრად მეტი აქ ინთელს მაგრამ ჯერ მხოლოდ 2 წელი გავიდა რიზენის გამოშვებიდან. ტენდენციები გვაჩვენებს რომ აემდე გაყიდვებში გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ინთელმა რამე ძაან ბომბა თუ არ გამოუშვა სასწრაფოდ და (ჩემს ფეხებს გამოუშვებს) ისე ვეღარ დაიბრუნებს გაბანძებულ რეპუტაციას. უკვე მიდის ბაზარი რომ ზენ3 კიდე უფრო ბომბა იქნებაო.
  8. იაპონიაში ხალხი სხვადასხვა ქალაქიდან ჩადის ტოკიოში AMD Ryzen 9 3950X საყიდლად. დიდი რიგი და ღამეებს ათენებენ?
  9. ?? ინთელი სადღაც კუთხეში ჩუმად იწმენდს ცრემლებს. აუ ეს მომცა და 10-12 წელი არაფერი აღარ დამჭირდებოდა
  10. HP მა თქვაო აგური და ქვაო. ინთელი პროციკებს არ მაწოდებს რაღა უნდა ვქნაო? მოკლედ აწუწუნდნენ დიდი კიტები. პროციკების დეფიციტი გვაქვს და სერიოზულად ვზარალობთო. აემდეზე კი არ გვინდოდა გადასვლა მაგრამ რას დავეძებთ დახურვას გვირჩევნიაო? https://overclockers.ru/hardnews/show/100509/govorya-o-deficite-processorov-glava-hp-inc-priznalsya-v-neizbezhnoj-zavisimosti-ot-intel
  11. ამაზონზე 10 დან 8 პროცესორი აემდესი იყიდება. კაი ხანია ასეაო უბრალოდ არ ვამბობდითო ?? ნუ ახლა ეს რა თქმა უნდა ინთელის პროცესორების დეფიციტის ბრალია. ეგრე არაა ჯორჯ? ? https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32020/processory-ryzen-zahvatili-top-10-samyh-prodavaemyh-processorov-na-amazon-8-iz-10-za-amd
  12. არ გამოუვიდათ რაღაც კარგი მეათე სერიაო ინთელს.
  13. 3 მილიარდი დაუკარგია ინთელს უკვე ამ წელში. 10 ნანოს 2021 შემოგთავაზებთო ? ამასობაში კიდე ბლომად დაკარგავს მილიარდებს.
  14. აი ამას ვამბობდი მე იმ დღეს. ვიცი ჯორჯს არ მოეწონება მაგრამ რას ვიზავთ. ესეც ჯორჯის საყვარელი საიტიდან. აი ამას ვამბობდი მე იმ დღეს. ვიცი ჯორჯს არ მოეწონება მაგრამ რას ვიზავთ. ესეც ჯორჯის საყვარელი საიტიდან. ჩახიეს ინთელი ყველა ფრონტზე უკვე გაყიდვებით. ვივა ამდ! ინთელის კოშმარი აქტიურ ფაზაში შედის. მიდის კრემნია ტექნოლოგია დასასრულისკენ და აღარ აქვს გამოკვეთილი საშუალება დარჩენილი რომ სხვებს ძალიან გაუსწროს დიდმა ფულიანმა ბიძია ინთელმა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29028/amd-stavit-rekordy-prodazh-hudshij-koshmar-intel-sbylsja
  15. ეგ ყველაფერი გასაგებია და ვინმეს უკვირს ინთელის ხელა კომპანიას მეტი რომ შეუძლია? აი ინთელის თემაში კიდე გასაგებია და აემდეს თემაში მაინც ინთელი რომ გაქვს ცენტრალურ ხაზად და ლაიტმოტივად აი ეგ არ მესმის. აქ ბევრი შემოდის აზრზე რომ არაა ან ასე ღრმად რომ არ იცის ესა თუ ის პროცესორი და ხედავს იმას რომ საიტის მთავარი მოდერი საოცრად არის მიკერძოებული ერთი მწარმოებლის პროდუქციაზე. რა უნდა გააკეთოს აემდემ ან სხვამ, რამდენად უნდა გაასწროს რომ შეცვალო პოზიცია. ამ საიტზე შემოვდივარ ბევრი წელია ვკითხულობ (მათ შორის შენს ყველა პოსტს) მაგრამ არ ვპოსტავ. არც აწი ვაპირებ დაპოსტვას. უბრალოდ კეთილ რჩევად ჩათვალე ქართული ოვერ საიტის განვითარების გულშემატკივარისგან.
  16. ძალიან კარგად იცის ყველამ რა უნდა იყიდოს შენ რომ არ უთითო ყოველდღე ერთი და იგივე. ან სადღაა გეიმინგი? აღარც გეიმები გამოდის წესიერი კაი ხანია. ან რა სხვაობას ჩანს რეალურად გეკითხები ვთქვათ როცა ერთი პროცი აჩვენებს 150 კადრს და მეორე 130 კადრს? შენც ხომ კარგად იცი მარტო კადრების დიდი რაოდენობა არაა მარტო მთავარი თამაში და კიდე ბევრი ფაქტორია თამაში პლავნი იგრა რომ იგრძნო? შენი პოსტებიდან ისეთი აზრი გამომაქ თითქოს მარტო თამაშებისთვის იქმნება პროცესორები ეგაა მთავარი და მეტი არაფერი. ვთქვათ ამდს 3800 ან 3900 რომ ავიღო ვერ ვითამაშებ? რამე სხვაობას ვიგრძნობ 9700 შემთხვევაში რეალურად? არა რეალურად არაფერსაც არ ვიგრძნობთ არავინ. ზატო სხვა უამრავ პროგრამაში რომელშიც მუშაობს ხალხი აემდე მომცემს დროის სოლიდურ უპირატესობას იგივე ან ნაკლებ ფასში ვიდრე მეგა გაღორებული კომპანია ინთელი. ხომ ყველამ ვიცით რომ ეს ფასები რაც ინთელმა ამ ბოლო დროს იკადრა და ჩამოწია სწორედ იმ უნიკალური და საოცარი კოლექტივის მწირი რესურსებით ბრძოლის შედეგია რასაც აემდე ჰქვია დღეს. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ნუ ვიქნებით უმადურები და მიკერძოებულები. ისიც ხომ ვიცით ყველამ რომ თუ ვინმე გამოზარდა და ჩამოაყალიბა აემდემ და სხვებმა ეს მეგა ღორი კომპანია ართმევს და იწოვს ყველას. კიდე როგორ ახერხებენასეთ უთანასწორობაშიამხელა გარღვევის გაკეთებას მიკვირს. თუნდაც ნაკლები პერფომანსი ჰქონდეს აემდეს (რაც საბედნიეროდ აღარ აქვს) სოლიდარობის და თუნდაც საკუთარი ინტერესებისთვის გულისთვის სწორედ აემდეს პროდუქციას უნდა ვყიდულობდეთ და ყიდულობს კიდეც ხალხი. ნუ დასავლეთის და აზიის ქვეყნების მაგალითი უკვე სახეზეა. ვინატროთ რომ სწორედ ეს პარიტეტი გაგრძელდეს და აღარ მოხდეს ინთელის ისეთი ცინიკური გაბლატავება როგორც 10-12 წელი გრძელდებოდა თავისი სენდებით ივებით და მრავალმხრივი ტბების სახელწოდებებით
  17. არ გეწყინოს ჩემო სუპერპუპერ მოდერატორო გიორგი მაგრამ ნუთუ სხვამ უნდა გითხრას რომ შენი ამდს ჰეითინგი ყველას ყელში ამოუვიდა და ეს შენი საიტი სამ ტანცუემ სამ პაიომ გახადე? გერმანიაში და სხვა დასავლეთის ქვეყნებში უკვე ლამისაა 80% ავიდა აემდეს გაყიდვები და თურმე ვის სჭრდება ეგეთი პროცესორები კაცო. ? აი საკუთარ საიტს კაცი ასე აფუჭებდეს პირველად ვნახე. მომიტევე მაგრამ შენი პოსტების კითხვაც კი ღიმილს იწვევს ყველა უზერში.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.