Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია MSI-მ დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები Alpha 15 და Alpha 17, რომლებიც გათვლილია გეიმინგის მოყვარულებზე. მოწყობილობებს საფუძვლად უდევთ AMD-ის პლატფორმა. ლეპტოპებს აქვთ 15.6- და 17.3-დუიმიანი დისპლეები, შესაბამისად. გამოყენებულია Full HD ფორმატის პანელი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი და აქვს AMD FreeSync Premium ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Ryzen 7 4800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.2 გჰც-ს. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 გბ-ს. შესაძლებელია ორი М.2 NVMe PCIe Gen3 SSD-ის დაყენება. აღჭურვილობა მოიცავს ქსელურ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს, Wi-Fi 6 (802.11ax) კონტროლერს, 2 ვატი სიმძლავრის სტერეოფონურ დინამიკებს, გეიმინგ კლავიატურა SteelSeries-ს. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის ამაჩქარებელი Radeon RX 5600M 6 გბ GDDR6 მეხსიერებით. გათვალისწინებულია ინტერფეისები Mini DisplayPort 1.2 და HDMI. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. ლეპტოპების საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://bit.ly/2F7a7BJ
  2. კომპანია Phison-მა დააანონსა პლატფორმა SSD-ებისთვის - SRE250 Series, რომელიც გათვლილია SSD-ების შექმნისთვის, რომლებიც გამოყენებული იქნება კორპორატიული დონის აღჭურვილობაში. მწარმოებლებისთვის მიწოდება უკვე დაიწყო. წარმოდგენილი პლატფორმა შეიცავს ორიგინალ პროგრამულ უზრუნველყოფას, კონტროლერს, მზა PCB-ს და დამკვეთის მიერ შერჩეული SSD-ის წარმოების სერვისს მეხსიერების გამოყენებით. არსობრივად, Phison გვთავაზობს მზა SSD-ებს, რომელთა შეცვლას მისი მომხმარებელი კომპანიები შეძლებენ თავისებურად. საკუთარი ბრენდის სტიკერის განთავსების პარალელურად, Phison-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ პროგრამულ უზრუნველყოფაში, აირჩიონ მეხსიერების ჩიპები, დააკონფიგურირონ SLC-ქეშირება და სხვა - ჯამში ყველაფერი, რაც აუცილებელია კომერციული SSD-ების შექმნისთვის. ახალ პლატფორმას საფუძვლად უდევს 3D QLC ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპები და საფირმო კონტროლერი Phison S12DC. ტექნოლოგია QLC ითვალისწინებს ერთ “უჯრედში“ ოთხი ბიტი ინფორმაციის შენახვას, რის შედეგად ეს მეხსიერება ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია. SRE250 Series-ში წარმოდგენილია ოთხი მოდელი 1,92, 3,84, 7,68 და 15,36 ტბ მოცულობით. მოწყობილობები დამზადებულია 2.5-დუიმიან ფორმ-ფაქტორში, დაკავშირებისთვის კი გამოიყენება სტანდარტული ინტერფეისი SATA 3.0 სიჩქარით 6 გბ/წმ-მდე. კორპუსის სისქე 7 მმ-ს შეადგენს. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე აღწევს 530 მბ/წმ-ს, ჩაწერისა კი - 220-270 მბ/წმ-ს. IOPS მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 90 ათასს შემთხვევითი წაკითხვისას 4 კბ ბლოკზე და 10 ათასამდე - ჩაწერისას. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონია 0-70 გრადუსი ცელსიუსით. მოწყობილობა წარმოდგენილია ხუთწლიანი გარანიტიით. რესურსი შეადგენს 0.1 DWPD-ს (დისკის სრული მოცულობის გადაწერა დღეში), რაც ხუთი წლის განმავლობაში 180-ზე მეტი სრულფასოვანი გადაწერის საშუალებას იძლევა. აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი პლატფორმის საფუძველზე SSD-ების მწარმოებლებმა შესაძლოა გასცენ გაცილებით ნაკლები ვადის გარანტია, მაგალითად, ორწლიანი. ამ დროისთვის ხსენებული პლატფორმის ბაზაზე SSD წარადგინა კომპანია Team Group-მა. მისი 15.6-ტერაბაიტიანი დისკის ფასი 3990 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის საფუძველზე კომპანიები შეძლებენ წარადგინონ არა მხოლოდ კორპორატიული, არამედ სამომხმარებლო სანახი სივრცეები. https://bit.ly/3i84mln
  3. Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ პროდუქტს, რომელიც ახალი ტოკენების - BNB, BUSD და სხვა მონეტების დაგროვების საშუალებას იძლევა. Launchpool-ზე პირველი პროექტი იქნება Bella Protocol (BEL). BNB-ს, BUSD-ის ან ARPA განთავსდება სამ ინდივიდუალურ პულზე BEL-ის მოპოვების მიზნით. 16 სექტემბერს Binance გახსნის ვაჭრობას ტოკენების წყვილით BTC, BNB, BUSD და USDT. Launchpool-ზე სტეიკინგის ჯილდოდ გამოიყოფა 5 000 000 BEL - საერთო ემისიის 5%. პულებზე ჯილდოს მოცულობა შემდეგნაირად განაწილდება: BNB - 4 500 000 BEL (90%); BUSD - 450 000 BEL (9%); ARPA - 50 000 BEL (1%). სტეიკინგისთვის აუცილებელი არ არის KYC პროცედურის გავლა, დეპოზიტის ლიმიტი არ არსებობს - აღნიშნავს Binance. მომხმარებლები თავიანთი აქტივების გატანას Launchpool-იდან შეძლებენ ნებისმიერ დროს „დაყოვნების გარეშე“, ნათქვამია განცხადებაში. Bella Protocol შეიქმნა პროექტ ARPA-ს მიერ. იგი გვევლინება, როგორც აგრეგირებული სამომხმარებლო ინტერფეისი მოქმედი DeFi-პროტოკოლებისთვის. აგვისტოში Bella Protocol-მა მოიზიდა ჯამში 4 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი კერძო ტოკენის ემისიის 6%-იანი ტოკენსეილის ფარგლებში. BEL-ის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 0,75 აშშ დოლარი ერთ მონეტაზე. ადრე პლატფორმა Binance Chain-მა აამოქმედა ახალი ქსელი Binance Smart Chain, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას სმარტ-კონტრაქტები და გამომუშავდეს BNB ტოკენი სტეიკინგზე. https://bit.ly/32Z1roY
  4. კომპანია Logitech-ის გეიმინგ ქვეგანყოფილება Logitech G-მ აამოქმედა კიბერსპორტსმენების მომზადების პროგრამა Playmaster. პროგრამა შეიქმნა პროფესიონალურ კიბერსპორტულ ასოციაციებთან თანამშრომლობით და მას, კომპანიის მტკიცებით, „სამეცნიერო ფუნდამენტი გააჩნია“. პირველი თამაში, რომელიც Playmaster-ის სამიზნეში მოხვდა, გახლავთ უკვდავი Counter-Strike: Global Offensive. Logitech G-ის პროგრამა ნებისმიერ მსურველს სთავაზობს გაიაროს საბაზისო 30-წუთიანი ტესტი სპეციალურად მომზადებულ დაფებსა და დონეებზე, რათა შეფასდეს გეიმერის უნარები. ტესტირების ბოლოს Playmaster-ი მონაწილეს ვიზუალურად წარუდგენს შედეგს სხვა გეიმერებისა და პროფესიონალი კიბერსპორტსმენების მონაცემებთან შედარებით. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი შეადგენს გეიმერისთვის წვრთნის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც ამოქაჩავს მის სუსტ უნარებს და გააუმჯობესებს ძლიერ მხარეს. ხელმისაწვდომ ფოტოებზე ვხედავთ, რომ Counter-Strike: Global Offensive-ის შემთხვევაში სისტემა Playmaster გეიმერებს 8 პარამეტრის მიხედვით აფასებს, რომელთა შორისაა სროლა, რეაქციის სიჩქარე, გადაადგილება, ხელით სროლა და ა.შ. Logitech G-ს განცხადებით, Playmaster-ის პერსონალურ წვრთნებს შეუძლია გააუმჯობესოს ნებისმიერი დონის გეიმერის უნარები და ეს უკვე დამტკიცებულია. ამჟამად პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, სამომავლოდ Playmaster-ს დაემატება სხვა თამაშებიც. მოახდენს თუ არა Logitech თავისი პროგრამის მონეტიზებას, ამას დრო გვიჩვენებს. https://bit.ly/3jU8R3K
  5. GeForce RTX 3000 სერიის ანონსის შემდეგ ეტაპობრივად ვრცელდება ვიდეო დაფების ტესტირების შედეგები. ამჯერად წარმოგიდგენთ RTX 3080-ის შეფასებას Compubench-ის ტესტების ნაკრების შედეგად CUDA და OpenCL გამოთვლით დავალებებში. GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ტესტირება განხროციელდა 456.16 დრაივერის გამოეყენებით. საუბარი ეხება ვარიანტს 20 გბ ვიდეომეხსიერებითა და 68 გამომთვლელი ბლოკით (ნაკადური მულტიპროცესორებით), სიხშირე - 1710 მჰც. ეს გახლავთ ან Founders Edition მოდელი, რომელიც ერთ-ერთმა მიმომხილველმა გატესტა, ან გარე მწარმოებლების მიერ შექმნილი დაფა ანალოგიური სიხშირით. CUDA-ს საინფორმაციო გვერდი ადასტურებს, რომ საუბარი ეხება 320-ბიტიანი მეხსიერების კონფიგურაციას 19 გბ/წმ მოდულებით. ეს ტესტები ორიენტირებულია გამოთვლებზე და კავშირი არ აქვს გეიმინგ წარმადობასთან. განსაკუთრებით, თუკი მხედველობაში მივიღებთ გამოთვლების აჩქარებისთვის განკუთვნილ ახალ ბლოკებს (მაგალითად, ტენსორული ბირთვები და რეითრეისინგის ბლოკები). VideoCardz-ის წარმომადგენლებმა შეაგროვეს მონაცემები CUDA და OpenCL ტესტებისთვის. ორივე ტესტის საშუალო მაჩვენებელი მეტნაკლებად მსგავსია. GeForce RTX 3080 დაფას საშუალოდ შეუძლია 68%-ით მეტი წარმადობის დემონსტრირება RTX 2080-თან შედარებით და 38-41%-ით მეტი - RTX 2080 Ti დაფასთან შედარებით. შეგახსენებთ, NVIDIA GeForce RTX 3080 მოდელს აქვს 8-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი GA102-200 – 8704 CUDA ბირთვით, მუშაობს ახალი თაობის 10 გბ GDDR6X მეხსიერებასთან ერთად და გამოყენებულია 320-ბიტიანი მეხსიერების სალტე. ვიდეო დაფის ოფიციალური გაყიდვა 17 სექტემბრიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ რეცენზენტები Founders Edition წარმადობის ტესტებს გამოაქვეყნებენ 14 სექტემბერს, გარე მწარმოებლების მიერ შექმნილი დაფების მიმოხილვა კი დაახლოებით 17-18 სექტემბრისთვის გახმაურდება. https://bit.ly/329X0Zr
  6. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ერთ-ერთი ცხელი ტრენდია ფინანსურ, სახელმწიფოებრივ და კომერციულ ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ სფეროსთან დაკავშირებული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე უახლეს საინტერესო ინიციატივას. Huawei შექმნის ჭკვიან ქალაქს ბლოკჩეინზე ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-მ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ჩინეთის ხელისუფლებასთან, რაც უკავშირდება ჭკვიანი ქალაქის ამოქმედებას ბლოკჩეინზე. სისტემის მიზანია გაიზარდოს მუნიციპალური სერვისების მუშაობის ეფექტურობა და გაუმჯობესდეს ბიზნეს-სივრცე პეკინში. განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის პარალელურად, იგეგმება 5G-ს, ხელოვნური ინტელექტისა და ქლაუდ-გამოთვლების გამოყენება. Huawei შექმნის ქსელს - Huawei Cloud Blockchain, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში იმართოს მონაცემები და მიღებულ იქნას უკუკავშირი. 2019 წელს Huawei-მ და ჩინეთის ხელისუფლებამ შექმნეს ბლოკჩეინ-სისტემა Big Data ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა 50 მუნიციპალურ დეპარტამენტს და უზრუნველყოფდა უწყებათშორის გაცვლას. სამომავლოდ ეს სისტემა მოიცავს უძრავი ქონების მართვას, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა სფეროებს, აგრეთვე უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ავსტრალიის უმსხვილესი ფინანსური დაწესებულებები საბანკო გარანტიებს ბლოკჩეინზე გადაიტანენ სამმა უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა დააფუძნა კომპანია Lygon, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფინანსურ დაწესებულებებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით საბანკო გარანტიების ციფრულ ფორმატში გადატანაში. პროექტში მონაწილეობენ Australia and New Zealand Banking Group, Commonwealth Bank of Australia და Westpac Banking Corporation. სხვა მონაწილეებს შორისაა Scentre Group და ტექნოლოგიური გიგანტი IBM. ციფრული საბანკო გარანტიები განთავსდება სისტემაში IBM Hyperledger. ახალი ტექნოლოგიების წყალობით გაფორმების პროცესსა და დოკუმენტების გაცემას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდება. Shinhan Bank დანერგავს ICON-ის დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიას უძველესმა სამხრეთკორეულმა ფინანსურმა დაწესებულება Shinhan Bank-მა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება ბლოკჩეინ-პროექტ ICON-ის ქვეგანყოფილება ICONLOOP-თან, რათა გამოუშვას სერტიფიკატები KYC-ის („იცნობდე შენს კლიენტს“) მოთხოვნების შესაბამისად. სმარტფონების მომხმარებლები შეძლებენ დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის (DID) გამოყენებას, რაც განხორციელდება ICONLOOP-ის მიერ შექმნილი აპლიკაციით Zzeung. ამგვარი სერტიფიკატები საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი შემოწმებები, ასევე, მომხმარებლები შეძლებენ დისტანციურად გახსნან ბანკში ანგარიშები. NASA ბლოკჩეინს გამოიყენებს დრონებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის ორი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია აერონავტიკისა კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტოსთვის ქმნის პროგრამას ბლოკჩეინის ბაზაზე, რომელიც გამოყენებული იქნება სააგენტოს დრონებში. Orbit Logic-მა და ფრაუნჰოფერის სახელობის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტიმენტალური შემუშავების ცენტრმა NASA-სგან 124 800 აშშ დოლარიანი გრანტი მიიღეს. რესურსები მიმართული იქნება პროექტის - „კოსმოსური კავშირის რეკონსტრუქცია და კარტოგრაფირება Blockchain Ledgering-ის მეშვეობით“ - განვითარებისაკენ. პროექტში აღწერილ გადაწყვეტილებაში გამოიყენება ბლოჩეინი ქსელურ თანამგზავრებს შორის მონაცემთა გადაცემისთვის. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს კავშირის უწყვეტობას, აუმჯობესებს კოორდინირებისა და კომუნიკაციის ეფექტურობას სისტემის კომპონენტებს შორის. ინდოელი ფერმერები ბლოკჩეინს გამოიყენებენ გაერთიანებულ არაბთა ემირატებისთვის პროდუქტის მიწოდების სფეროში არაბთა გაერთიანებული ემირატების კვებითი მრეწველობის წარმომადგენელი კომპანიები მუშაობენ ბლოკჩეინ-სისტემაზე Agriota E-Marketplace, რომელიც მათ საშუალებას მისცემს პირდაპირ ინდოეთიდან მიიღონ სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ახალი პლატფორმის მეშვეობით ინდოელი ფერმერები ემირატებს მიაწვდიან მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს, სანელებლებს. ბლოკჩეინის მიზანია უზრუნველყოფილ იქნას ოპერაციების გამჭვირვალობა და ვერიფიცირებულობა. Agriota E-Marketplace-ში აგრეთვე რეალიზებული იქნება დეპონირების პირობები. პლატფორმაზე მუშაობს ინდური კომპანია CropData Technology დუბაის მრავალპროფილიანი სასაქონლო-ნედლეულის ბირჟის (DMCC) მხარდაჭერით. უმსხვილესი თურქული ლოგისტიკური ოპერატორი იყენებს ბლოკჩეინ პლატფორმა TradeLens-ს თურქულმა საპორტო და ლოგისტიკურმა ოპერატორმა YILPORT Holding-მა დაიწყო ბლოჩეინ-პლატფორმა TradeLens-ის გამოყენება, რომელიც შექმნილია IBM-ისა და დანიურ ლოგისტიკურ გიგანტ Maersk-ის ძალისხმევით. YILPORT-ის მონაცემების ინტეგრაცია TradeLens-თან დაიწყო 2020 წლის ივლისში. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ტექნოლოგიით ინფორმაციისა და ტვირთის მართვის პროცესი მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება. https://bit.ly/2QXO8iO
  7. ბოლო პერიოდში არსებობს შეგრძნება, რომ NVIDIA-მ საბოლოოდ სძლია AMD-ის წინააღმდეგობას. ბოლო დარტყმა იყო ახალი თაობის „მწვანე“ ვიდეო დაფების ანონსი, რომელთა წარმადობა ყველა რეკორდს ხსნის. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახალი GeForce RTX 3080 80%-ით აღემატება GeForce RTX 2080 Ti-ს. მათ შორის ფასის სხვაობა კი 500 აშშ დოლარიდან იწყება ახალი დაფის სასარგებლოდ. თუმცა, სანამ არ გამოჩნდება დამოუკიდებელი ტესტირებების შედეგები, ცალსახა დასკვნების გამოტანა ნაადრევია. რაც შეეხება AMD-ის ჯერ კიდევ დაუანონსებელ ჩიპებს, ბოლო დროს მათ შესახებ სიახლეები ან არ ვრცელდება, ან რაც ვრცელდება, ისინიც უკიდურესად პესიმისტურია. როგორც ცნობილია, AMD-ის ფლაგმანი საკმაოდ საკამათოა. თუმცა, თავად განვსაჯოთ - RDNA 2 არქიტექტურა აგებულია TSMC-ის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, Ampere კი - Samsung-ის 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაკმაყოფილდა. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ პირველი მათგანის ეფექტურობა ბევრად მაღალი იქნება ვიდრე მეორესი. ამ მიმართულებით ეჭვგარეშე გამარჯვება AMD-ს ეკუთვნის. ინსაიდერების ინფორმაციით, ექსკლუზიური უფლება GDDR6X სწრაფ მეხსიერებაზე NVIDIA-ს ეკუთვნის. სავარაუდოდ, მწარმოებლები შეზღუდულნი არიან ორმხრივი ხელშეკრულებებით და არ გაყიდიან მოწინავე მეხსიერებას AMD-ზე. როგორ გამოვა წითლების გუნდი ამ სიტუაციიდან, გაუგებარია. შესაძლოა მათ ჰქონდეთ რაიმე კოზირი. მთავარია მათ შეძლონ გაუგებრობიდან დროულად გამოსვლა, რადგანაც მოლოდინი იმდენად გახანგრძლივდა და გახდა დამღლელი, რომ იწვევს კომპანიის გულშემატკივრების იმედგაცრუებას. ამჯერად კი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა დასაშვები, რომ Big Navi გაცილებით სუსტი იქნება ახალ GeForce RTX 3080 დაფასთან შედარებით, რადგანაც ნელ მეხსიერებას შეუძლია AMD-ის ინჟინრების მონდომება წყალში ჩაყაროს. https://bit.ly/335oKxc
  8. კომპანია NVIDIA-მ წარადგინა აპარატულ-პროგრამული კომპლექტი Reviewer Toolkit for Graphics Performance, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს წარმადობის მონიტორინგი თამაშებში, რიცხვობრივად შეფასდეს გამოსახულების გამოსვლის შეყოვნება (input lag), აგრეთვე გაიზომოს გრაფიკული ბარათების ენერგომოხმარება. ინსტრუმენტების ნაკრები სასარგებლო იქნება პირველ რიგში ახალი ვიდეო დაფების მიმომხილველთათვის. ნაკრების შემადგენლობაში შედის აპარატული ბლოკი გამოსახულების გამოტანის დაყოვნების მონიტორინგისთვის (LDAT), მოხმარებადი ენერგიის ანალიზატორი (PCAT), აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფა FrameView 1.1. NVIDIA განმარტავს, რომ LDAT (Latency Display Analysis Tool) არის ინსტრუმენტი გამოსახულების გამოტანის დაყოვნების მაჩვენებლის მონიტორინგისთვის (input lag). ეს ტერმინი გამოიყენება გეიმინგ სისტემების კომპლექსურ წარმადობასთან მიმართებაში და აღწერს მომხმარებლის მხრიდან ოპერაციის ბრძანების მიცემასა და ეკრანზე გამოტანის შედეგს შორის ნაჩვენებ დროს. პროფესიონალი კიბერსპორტსმენებისთვის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შესაბამისი მონიტორის შერჩევისას. რეაქციის დროის შემცირება გეიმერს თამაშში შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობას ანიჭებს. მეორე ინსტრუმენტი, PCAT (Power Capture Analysis Tool) - ეს არის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის კომბინაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად გაიზომოს ვიდეო დაფის ენერგომოხმარების დონე, აგრეთვე წარმადობის მაჩვენებელი თითოეულ მოხმარებულ ვატზე. მისი წყალობით შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა გრაფიკული დაფის ენერგოეფექტურობის შედარება. ინსტუმენტების ნაკრებში შესულია პროგრამული უზრუნველყოფა FrameView 1.1, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში მონიტორზე მიედევნოს თვალ-ყური აპარატული საშუალებებით შეგროვებულ ინფორმაციას. ახალ ვერსიაში NVIDIA-მ გადაამუშავა ანგარიშები და ფაილები. სრულ ანგარიშში ამჟამად მოცემულია კატალოგში არსებული ყველა ჩანაწერის ბმული. გაჩნდა დიაგრამების ავტომატურად შექმნის მაკეტი მონაცემთა Excel-ის ცხრილში გადატანისას. დაემატა ინტერფეის Vulkan-ისა და PCAT მოდულის მხარდაჭერა. გარდა ამისა, კომპანიამ გადაამუშავა პროგრამის საინსტალაციო ფაილი, გაამარტივა მისი განახლება, აგრეთვე დაუმატა ახალი მნიშვნელობები გამოსახულების გამოტანის შეყოვნების (Render Present Latency), CPU-ისა და სხვა სისტემური პარამეტრების მუშაობისთვის. FrameView 1.1-ის გამოყენება უკვე შესაძლებელია, ჩამოტვირთვისთვის ხელმისაწვდომია NVIDIA-ს ვებ-გვერდზე. LDAT-სა და PCAT-ს კი კომპანია წარუდგენს რჩეულ მიმომხილველებს მთელ მსოფლიოში, რათა მათ შეძლონ შეკრებილი ინფორმაციის გამოყენება თავიანთ მიმოხილვებში. https://bit.ly/3bDFBv5
  9. ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები წარმოადგენდნენ კონტრკულტურის მიმართულებას, რომლებიც გაჩნდნენ, როგორც წარუმატებელი ფინანსური სისტემის პასუხი 2008 წლის კრიზისის დროს. დღესდღეობით ისინი საფინანსო სერვისების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი ეტაპი ახალ გადაწყვეტილებებს საჭიროებს მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტებისა და გლობალური კორპორაციების მიერ ციფრული ფულისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მიღებამ აქამდე არნახულ პიკს მიაღწია. PayPal-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავის 325 მილიონზე მეტ მომხარებელს წარუდგენს კრიპტოვალუტების შესყიდვის შესაძლებლობას. ბევრი ხელისუფლება აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. Visa-მ საპატენტო განაცხადა შეიტანა საკუთარ ციფრულ დოლარზე, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული. წარმატება დამოკიდებულია ერთ პირობაზე: ციფრული აქტივების უსაფრთხო შენახვის ინფრასტრუქტურაზე. მეტად ბევრი შემთხვევაა კრიპტოვალუტების მოპარვისა და კიბერშეტევების შესახებ ინფრასტრუქტურის არაეფექტურობის გამო. თუმცა ამ პრობლების გადაწყვეტისთვის ფინასნურ დაწესებულებებს სჭირდებათ გადაწყვეტილება ინსტიტუციონალურ დონეზე. კრიპტოვალუტებს ცენტრალური ბანკები შეინახავენ ციფრული აქტივების სწრაფად განვიტარებადი ბაზრის გათვალისწინებით, შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს აშშ-ის სახაზინო ორგანოს (OCC) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ეროვნულ ბანკს შეუძლია წარადგინოს კრიპტოვალუტების შენახვის სერვისი. ეს გახლავთ წლის უმნიშვნელოვანესი სიახლე ციფრული აქტივების დანერგვის სფეროში, რომელიც მთლიანად ცვლის ბაზარზე თამაშის წესებს. აშშ-ის სახაზინო ორგმანომ კალმის ერთი მოსმით შეცვალა კრიპტოვალუტების შენახვასთან დაკავშირებული სიტუაცია აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ამჯერად ჩნდება გავრცელების ეფექტი - სხვა იურისდიქციებიც ამ მაგალითს მიმართავენ. ხსენებული გადაწყვეტილების მიღებაზე, ეჭვგარეშეა, გავლენა იქონია ციფრული აქტივების მიმართ მარეგულირებლის დამოკიდებულებამ ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. Fidelity-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპაში მსხვილი ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების გამოყენების მხრივ მნიშვნელოვანი უთანასწორობაა. აშშ-ში ინსტიტუციონალური ინვესტორების მხოლოდ 27% დებს თანხას ციფრულ აქტივებში, ევროპაში კი ეს მაჩვენებელი 45%-ია. სწორედ ისეთ იურისდიქციებში, სადაც მარეგულირებელ ორგანოებს მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული კრიპტოვალუტების კლასიფიკაცია და ლიცენზირების რეჟიმი - როგორებიცაა გერმანია, შვეიცარია, იაპონია და სინგაპური - რესპექტაბელური ბანკები იძლევიან ციფრული ფულის შენახვის შესაძლებლობას. მომავალი უკვე დადგა ეს მოვლენები შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ის ფინანსური გიგანტებისთვის, რომელთაგან ბევრმა განახორციელეს ექსპერიმენტები კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით ისე, რომ არ გააჩნდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, ბიზნეს-საფუძველი და პროდუქტიული ამოქმედების ვადები კონკრეტული რეგულაციების არარსებობის გამო. ეს პრობლემა ამჟამად გადაჭრილია. ბანკებს შორის უსაფრთხო საცავი ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო Standard Chartered Bank-მა. მისმა გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ განაცხადა ციფრული აქტივების საცავის შექმნის გეგმის შესახებ. მას შემდეგ, რაც ფინანსური ბაზრების ძირითადი მოთამაშეები უზრუნველყოფენ უსაფრთხო შენახვას, ციფრული აქტივების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას შეძლებთ იმავე ბროკერისა და ბირჟის საშუალებით, როგორც EUR / USD ფიუჩერსებით, ფიუჩერსების ბაზრებზე კრიპტოვალუტის შესასვლელად ყველა ბარიერი დაეცემა. ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ახალი ტექნოლოგიების ასპარეზობის ციებ-ცხელებასთან ერთად ყურადღების ცენტრში იქნება ციფრული შემნახველების ბაზარზე გასვლის სიჩქარე. ამ სეგმენტში კონკურენცია კულმინაციას მიაღწევს რამდენიმე თვეში, რადგანაც ყველა სერიოზული საფინანსო ინსტიტუტი შეეცდება ბაზარზე თავისი წილი დაიკავოს. ზოგიერთი ექსპერტი სიფრთხილეს იჩენს ცვლილებების ტემპებისადმი, რასაც უნდა ველოდოთ კონსერვატიული ბანკებისგან, თუმცა რეალობა იმგვარია, რომ ბევრ მსგავს ბანკს უკვე აქვს გეგმა ახალი მიმართულებით. ამიტომაც, მარეგულირებლების მხრიდან მწვანე შუქი ბევრს აიძულებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას, რათა არ ჩამორჩნენ ლიდერებს. https://bit.ly/3jHl2Rj
  10. კომპანია Micron-მა წარადგინა მისი მტკიცებით ყველაზე სწრაფი GDDR6X მეხსიერება გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის. ეს მეხსიერება უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ-მდე სიჩქარეს. მისი დებიუტი შედგა NVIDIA-ს ახალ GeForce RTX 3080 და RTX 3090 ვიდეო დაფებში. Micron-ის GDDR6X მეხსიერებაში გამოყენებულია სიგნალების გადაცემის ინოვაციური ტექნოლოგია - ოთხდონიანი ამპლიტუდურ-იმპულსური მოდულაცია (PAM4), რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წინა თაობის მეხსიერება. GDDR6X-ის ერთი კონტაქტის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 21 გბ/წმ-ს იმ დროს, როდესაც GDDR6-ის მაჩვენებელი მხოლოდ 16 გბ/წმ-ია. შედეგად, მეხსიერების მთლიანი ქვესისტემის სიჩქარე (GDDR6) ადრე აღწევდა მხოლოდ 700 გბ/წმ-ს, ამჯერად კი ამ მაჩვენებელმა თეორიულად შეიძლება მიაღწიოს 1 ტბ/წმ-ს. კომპანია ამტკიცებს, რომ ახალი სტანდარტი ყველაზე სწრაფია ვიდეო დაფებისთვის, რაც სამართლიანი ნაწილობრივაა. GDDR6X ნამდვილად არის ყველაზე სწრაფი კლასიკური ტიპის მეხსიერებაში, თუმცა HBM2 უზრუნველყოფდა რეალურ 1 ტბ/წმ სიჩქარეს Radeon VII ვიდეო დაფაში კერ კიდევ 2019 წელს. ასეა თუ ისე, ამით არ კნინდება ახალი GDDR6X მეხსიერების ღირსება. Micron-ის განცხადებით, მისი უზარმაზარი სიჩქარე მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს 3D-რენდერინგში, გეიმინგში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში, სამეცნიერო, ინჟინრულ და საფინანსო გამოთვლებში. ყველა ამ შემთხვევაში ხდება უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება და რაც მეტია მეხსიერების სიჩქარე, მით უფრო სწრაფად ხდება ამ მონაცემების დამუშავება. https://bit.ly/3jJGQeS
  11. თავად NVIDIA-ს მიერ ვიდეო დაფებზე ფასების გამოცხადების შემდეგ გარე ვენდორებმა და პარტნიორმა კომპანიებმაც გაახმაურეს თავიანთი დაფების ღირებულება: ცნობილია Gigabyte-ის, ASUS-ის, INNO3D-ისა და MSI-ს მიერ წარმოებული RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების ფასები. ფასები დასახელებულია ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. ევროპის რეგიონისთვის ფასები ევროში უნდა დაკონვერტირდეს. ამ დროისთვის აქტუალური კურსია 1.13 ევრო 1 ფუნტ სტერლინგზე. თუმცა არ უნდა გამოირიცხოს გაცილებით მაღალი ფასებიც. GeForce RTX 3090 ASUS ROG STRIX Gaming OC 24GB – £ 1,589.99 AORUS Xtreme 24GB – £ 1,589.99 AORUS Master 24GB – £ 1,559.99 MSI Gaming X Trio 24GB – £ 1,499.99 Gigabyte Gaming OC 24GB – £ 1499.99 Gigabyte Gaming OC 24GB – £ 1499.99 ASUS TUF Gaming OC 24GB – £ 1499.99 Inno3D iChill X4 24GB – £ 1,429.99 MSI Ventus 3X OC 24GB – £ 1399.99 Inno3D iChill X3 24GB – £ 1399.99 Gigabyte Eagle OC 24GB – £ 1399.99 ASUS TUF Gaming 24GB – £ 1399.99 Inno3D Gaming X3 OC 24GB – £ 1399 GeForce RTX 3080 ASUS ROG STRIX Gaming OC 10GB – £ 799.99э AORUS Xtreme 10GB – £ 799.99 AORUS Master 10GB – £ 749.99 MSI Gaming X Trio 10GB – £ 749.99 ASUS TUF Gaming OC 10GB – £ 698.99 Gigabyte Gaming OC 10GB – £ 689.99 MSI Ventus 3X OC 10GB – £ 679.99 Inno3D iChill X4 10GB – £ 679.99 Inno3D iChill X3 10GB – £ 659.99 Inno3D Twin X2 10GB – £ 649.99 Gigabyte Eagle OC 10GB – £ 649.99 ASUS TUF Gaming 10GB – £ 649.99 GeForce RTX 3070 Inno3D iChill X4 8GB – £ 499.99 Inno3D iChill X3 8GB – £ 479.99 Inno3D Twin X2 OC 8GB – £ 469.99 როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა, ОЕМ-პარტნიოების ფასი დიდად არ განსხვავდება NVIDIA-ს საფასო პოლიტიკისგან და უმეტეს მოდელზე მსგავსი ფასები დააწესეს. პრემიალური მოდელებიც კი სარეკომენდაციო ფასებს დიდად აცდენილი არ არის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების მოცემული მოდელები და რეფერენსული გადაწყვეტილებები ერთდროულად ხელმისაწვდომი არ იქნება. Founders Edition ბარათების გაშვების თარიღებზე მხოლოდ წინასწარი შეკვეთები იქნება არაორიგინალურ ადაპტერებზე. https://bit.ly/2QP9dMv
  12. Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა დაადასტურა კომპანიის გეგმები პირველადი საბირჟო შეთავაზების (IEO) პლატფორმის ამოქმედების შესახებ. მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა პერიოდში გაჟღერდა. იმ დროს O’Shaughnessy Asset Management-ის ხელმძღვანელთან საუბრისას არმსტრონგმა განაცხადა, რომ Coinbase მუშაობს პროდუქტზე, სახელად „Coinbase Launch ან რაღაც ამგვარი“. „ეს გადაწყვეტილება განკუთვნილია ყველასთვის, ვინც კრიპტო სტარტაპის ამოქმედებას მოისურვებს. ნებისმიერი შეძლებს მოვიდეს და თქვას: „მინდა ტოკენი გამოვუშვა. ან - მინდა ფული მოვიზიდო. ან - უბრალოდ მინდა შევქმნა საკუთარი ქომიუნითი“. ჩვენ ამ ხალხს დავეხმარებით პროცესის მანძილზე, ხელს შევუწყობთ აქტივების შენახვაში, სმარტ-კონტრაქტების შექმნაში, სამმართველო საკითხების გადაწყვეტაში“ - განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, Coinbase Launch ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების მასობრივი მიღებისა და დანერგვის საკითხს. „მას შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კრიპტოეკონომიკის პოტენციალის გამოვლენას და ხელი შეუწყოს ათასობით სტარტაპს“ - დაამატა არმსტრონგმა. https://bit.ly/2QITOgN
  13. კომპანია MSI-მ დააანონსა დესკტოპ კომპიუტერი MEG Aegis Ti5 - როგორც ცნობილია, ეს არის მსოფლიოში პირველი გეიმინგ სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის უახლესი მაღალი წარმადობის გრაფიკა NVIDIA Ampere. დესკტოპი წარმოდგენილია მიმზიდველი დიზაინითა და ფერადი განათებით. ფრონტალურ ნაწილზე მოცემულია სპეციალური გადამრთველი სამუშაო რეჟიმის სწრაფი არჩევისთვის წარმადობის სხვადასხვა პარამეტრით. კომპიუტერში განთავსებულია პროცესორი Intel Core i9-10900K, რომელიც შეიცავს 10 ბირთვს და შეუძლია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 3,7 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 5.3 გჰც-ს. მაქსიმალური კონფიგურაცია მოიცავს 128 გბ DDR4 ოპერატიულ მეხსიერებასა და გრაფიკულ ამაჩქარებელს MSI GeForce RTX 3080. შესაძლებელია განთავსდეს სამი M.2 2280 SSD, ორი 2.5-დუიმიანი და ერთი 3.5-დუიმიანი სანახი სივრცის მოდულები. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 AX201 და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელური კონტროლერები 2.5G LAN (Intel WGI225V) და 1G LAN (Intel WGI219V). 80 Plus Gold სერტიფიკაციის კვების ბლოკი 750 ვატიანია. დეკსტოპ კომპიუტერს გააჩნია გაგრილების საფირმო მაღალეფექტიანი სისტემა Silent Storm Cooling 4. ხელმისაწვდომია ინტერფეისები - USB 3.2 Gen2 Type C, USB 3.2 Gen1 Type A, HDMI 1.4, Thunderbolt 3 და ა.შ.  https://bit.ly/2GlgMbQ
  14. გასული თვის დასაწყისში კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy Note 20 ფლაგმანური სერია და დააანონსა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold 2. ამჯერად შედგა სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის ყველაზე ძვირაღირებული მობილური ტელეფონის პრემიერა. სმარტფონს აქვს Foldable Dynamic AMOLED პანელი, რომელსაც ფარავს საფირმო მინა Samsung Ultra Thin Glass. მოწყობილობის უკანა მხარე დამზადებულია მინისგან, ჩარჩო - ალუმინისგან. Samsung Galaxy Z Fold 2-ის ზომა დაკეცილ მდგომარეობაშია 159,2 х 128,2 х 6,9 მმ, გახსნისას - 159,2 х 68 х 16,8 მმ. დისპლეის ზომაა 7.6 დუიმი, გაფართოება - 1768 х 2208 პიქსელი. მატრიცას აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონის მხარდაჭერა, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი. დაკეცვისას მომხარებლის განკარგულებაშია უკანა მხარეს განთავსებული 6.23-დუიმიანი დისპლეი. მისი გაფართოება შეადგენს 816 х 2260 პიქსელს, პროპორციაა 25:9. გარე ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 60 ჰერცი. კომპანია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გამოუვიდა პირველი თაობის სმარტფონთან დაკავშირებული პრობლემების გამოსწორება. აღსანიშნავია, რომ ამაღლდა კონსტრუქციის საიმედოობის დონე, დისპლეის შუაში დაკეცვის ადგილი კი გაცილებით შეუმჩნეველი გახდა. Samsung Galaxy Z Fold 2 წარმოდგენილია ცალკრისტალიანი სისტემით Snapdragon 865+. მისი მთავარი მნიშვნელოვანი მახასიათებელია 3.1 გჰც სიხშირე. 7-ნანომეტრიან მობილურ პროცესორთან ერთად ხელმისაწვდომია 12 გბ ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერების მოცულობაა 256 გბ. ფლაგმანში გამოყენებულია მეხსიერების უახლესი მოდულები - LPDDR5 და UFS 3.1. კვებაზე პასუხისმგებელია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც აქვს 25-ვატიანი სადენიანი და 11-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. ბიომეტრიული სენსორი გვერდით ნაწილზეა განთავსებული. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერის მოდულები - უზრუნველყოფილია 4K Ultra HD ფორმატის ვიდეოგადაღება 60 კადრი/წმ სიჩქარით. სამივე ძირითადი კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს, ფრონტალური კამერის ორი მოდულის გაფართოება კი გახლავთ 10 მეგაპიქსელი, მოცემულია 26-მილიმეტრიანი f/2,2 ობიექტივი. Samsung Galaxy Z Fold 2 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-ზე, რომელსაც ემატება One UI 2.5 პროგრამა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია: Wi-Fi 6, Bluetooth 5.0, USB Type-C და NFC. სადენიანი ყურსასმენის კონექტორი გათვალისწინებული არ არის. ასევე აღსანიშნავია AKG-ის სტერეოდინამიკები, GPS მოდული, apt-X HD კოდეკის მხარდაჭერა და Samsung DeX რეჟიმი. Samsung Galaxy Z Fold 2-ის გაყიდვა 10 სექტემბრიდან დაიწყება. მისი ფასი ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება: დიდი ბრიტანეთი - 2415 აშშ დოლარი; სამხრეთ კორეა - 2025 აშშ დოლარი; კანადა - 2130 აშშ დოლარი, ესპანეთი - 2400 აშშ დოლარი, აშშ - 2000 აშშ დოლარი, გერმანია - 2340 აშშ დოლარი. დასკვის სახით დავამატებთ, რომ კომპანიამ წარადგინა სპეციალური გამოშვება Galaxy Z Fold 2 Thom Browne Edition. კომპლექტში შედის Galaxy Buds Live ყურსასმენი, სტილიზებული ქეისი და სმარტ-საათი Galaxy Watch 3. ამ მოდელის ფასი 3300 აშშ დოლარია და მისი მხოლოდ 5 ათასი ეგზემპლარი გამოვა გაყიდვაში. https://bit.ly/3bjIC3u
  15. კრიპტოვალუტების ბაზრის მონაცემების აგრეგატორი CoinMarketCap (CMC) ხუთმა ხელმძღვანელმა, მათ შორის, დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა კერილინ ჩანმა, დატოვა Binance-ის მიერ პლატფორმის შეძენიდან ოთხი თვის შემდეგ. The Block-ის ინფორმაციით, ტოპ-მენეჯერები Binance-მა გაათავისუფლა და მათ ჩანაცვლებას საკუთარი პერსონალით გეგმავს. ბირჟის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ CoinMarketCap „დამოუკიდებლად მუშაობს“. აპრილში განხორციელებული გარიგების პირობების თანახმად, CMC-ის დამფუძნებელმა ბრენდონ ჩესმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. დროებითი ხელმძღვანელი გახდა კერილინ ჩანი, რომელიც იმ დრომდე იყო დირექტორი სტრატეგიების მიმართულებით. ამჟამად მასთან ერთად CMC დატოვა ორმა ვიცე-პრეზიდენტმა - სპენსერ იანგმა და ჯერემი სეოუმ, ასევე დიზაინისა და განვითარების გლობალურმა ხელმძღვანელმა მეთიუ ლიპლმა და პროექტის ხელმძღვანელმა ჯარედ ჩინმა. CMC-თან გარიგების შემდეგ Bitcoin-ბირჟის თანადამფუძნებელმა და CoinGecko-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობი ონგმა გამოთქვა აზრი, რომ სერვისი დამოუკიდებლობას დაკარგავს. მაისში CMC-მა შეცვალა კრიპტოსავალუტო ბირჟების რანგირების სისტემა, რის შედეგად Binanace რიტინგში პირველ ადგილას დაბრუნდა. ივლისში სერვისმა DeFi-ტოკენების რეიტინგში კაპიტალიზაციის მხრივ პირველ ადგილას განათავსა Binance Coin (BNB). სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ CMC-მა მონეტა ჩამონათვალიდან ახსნა-განმარტების გარეშე წაშალა. https://bit.ly/31LhQOo
  16. ეგზოჩონჩხების უმეტესობა - ეს გახლავთ ისეთი მანქანები, რომლებიც ბევრად აფართოებენ ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს. კომპანია Furrion Exo-Bionics-ის მიერ შექმნილი მოდელი წარმოადგენს 4 ტონაზე მეტი სიმძიმის ოთხფეხა მანქანას, რომელსაც შეუძლია აწიოს ავტომობილი, აცოცდეს ლოდებზე და ირბინოს თოვლზე. თუმცა, მისი შემქმნელების საბოლოო მიზანი სხვა რამეა: მათ სურთ საფუძველი დაუდონ სპორტის ახალ სახეობას - რბოლა პილოტირებადი ეგზოჩონჩხებით. ვიდეო: https://bit.ly/3jsu5Fq უნიკალური ეგზოჩონჩხის შექმნისთვის მის ავტორებს ათ წელზე მეტი დასჭირდათ და ამჯერად მისი საჯარო დებიუტის დრო მოვიდა. სპორტული ეგზოჩონჩხის პირველი პროფესიონალი „პილოტი“ გახდა კესი ჰავრიში - კანადის ჩემპიონი სკელეტონში. იმისთვის, რომ უჩვეულო ოთხფეხა მანქანის მართვა აეთვისებინა, მას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა. მისი თქმით, „ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მთელი გუნდისთვის. უსიამოვნებებსაც ვერ ავცდით - ორჯერ გადმოვვარდი ეგზოჩონჩხის სალონიდან, რაც იყო იმავდროულად სახიფათოც და სახალისოც, როგორც ყოველთვის - როდესაც სიმაღლიდან ეცემი“. დარეგისტრირებულ მონაწილეებს Furrion Exo-Bionics საშუალებას აძლევს გახდნენ სამომავლო სარბოლო ეგზოჩონჩხის ალფა-პილოტები. https://bit.ly/3gJfDXX
  17. რამდენიმე დღის წინ სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა წარადგინა თავისი პირველი M.2 NVMe SSD 980 Pro - PCI-Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერით. მოწყობილობის მახასიათებლები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა პირველი არ ნიშნავს საუკეთესოს. კომპანია Sabrent-მა გადაწყვიტა ეს გამოთქმა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა და დააანონსა თავისი „საიდუმლო იარაღი“ – NVMe SSD-ების სერია Rocket 4 Plus, რომელიც მახასიათებლებით სამხრეთკორეულ კონკურენტს აღემატება. Sabrent-მა განაახლა თავისი პოპულარული სერია SSD Rocket NVMe 4.0 მოდელებით - Rocket 4 Plus, რომლებიც გვთავაზობს უფრო მეტ სიჩქარეს. სერია წარმოდგენილია 500 გბ, 1 ტბ, 2 ტბ მეხსიერების მქონე მოდელებით. ახალი Sabrent Rocket 4 Plus M.2 SSD-ების თანამდევი წაკითხვის სიჩქარე Samsung-ის მსგავს მაჩვენებელს - 7000 მბ/წმ-ს აღწევს, თუმცა ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელმა შესაძლოა მიაღწიოს 6850 მბ/წმ-ს (Samsung-ის შემთხვევაში ეს არის 5000 მბ/წმ), შედეგად Sabrent-ის ქმნილება მსოფლიოში M.2 ფორმატის ყველაზე სწრაფი SSD გახლავთ. Sabrent-ის SSD-ები აგებულია TLC NAND მეხსიერების ჩიპების გამოყენებით და საფუძვლად უდევს მეხსიერების ახალი კონტროლერი Phison E18. SSD წარმოდგენილია გაგრილების მასიური ალუმინის რადიატორითა და სამი სითბური მილით. სამწუხაროდ, ახალი Sabrent Rocket 4 Plus SSD-ების ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/3bj0jjF
  18. კომპანია NVIDIA-ს ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა წარადგინა ახალი თაობის ვიდეო დაფები. როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერად დაანონსდა უფროსი მოდელები: GeForce RTX 3090, GeForce RTX 3080 და GeForce RTX 3070. ვიდეო დაფები აგებულია Ampere თაობის GPU-ებზე, რომლებიც დამზადებულია 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით Samsung-ის მიერ. მათი წინამორბედი Turing-სერიის წარმომადგენლები კი იწარმოებოდა TSMC-ის 12-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. GeForce RTX 3090 უფრო თხელ ტექნოპროცესზე გადასვლის შედეგად შესაძლებელი გახდა კრისტალზე ბევრად მეტი ტრანზისტორის განთავსება, რისი წყალობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ფუნქციური ბლოკების რიცხვი. სამწუხაროდ, ჯენსენ ჰუანგს არ დაუკონკრეტებია GPU-ების კონფიგურაციები, მახასიათებლებიდან კი დაასახელა მხოლოდ მეხსიერების ქვესისტემები. GeForce RTX 3090-ს აქვს 24 გბ GDDR6X ეფექტური 19.5 გჰც სიხშირით, 384-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 936 გბ/წმ მეხსიერების ქვესისტემის სიჩქარეს. შეგახსენებთ, GeForce RTX 2080 Ti-ს შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 11 გბ GDDR6 მეხსიერება დაახლოებით ერთნახევარჯერ ნაკლები სიჩქარით. ახალი ვიდეო დაფის GPU-ის მაქსიმალური თეორიული წარმადობა 36 Tflops-ს შეადგენს ტრადიციული shader-ების გამოყენებით (Shader-TFLOPS). რეითრეისინგის მუშაობისას წარმადობა 69 Tflops დონეზეა (RT-TFLOPS), ტენსორული ბირთვების გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებში კი წარმადობა აღწევს 285 Tflops-ს (Tensor-TFLOPS). NVIDIA-ს განცხადებით, მოცემული ვიდეო დაფა შექმნილია 8K გაფართოების თამაშებისთვის, სადაც მას შეუძლია სტაბილური 60 FPS-ის უზრუნველყოფა. ასევე აღინიშნა, რომ ეს დაფა დაახლოებით 50%-ით სწრაფია 4K გაფართოებაში Titan RTX-თან შედარებით. GeForce RTX 3080 GeForce RTX 3080 ვიდეო დაფას NVIDIA-ს ხელმძღვანელმა ფლაგმანი უწოდა და თავი აარიდა კითხვას - რას წარმოადგენს მაშინ GeForce RTX 3090. ნებისმიერ შემთხვევაში, GeForce RTX 3080 ნამდვილად გამოიყურება ფლაგმანივით როგორც ვიზუალურად, ისე წარმადობის კუთხით. მახასიათებლებიდან აღინიშნა 10 გბ GDDR6X 1.71 გჰც სიხშირით. მეხსიერება დაკავშირებულია 320-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 760 გბ/წმ სიჩქარეს. შეგასენებთ, წინა GeForce RTX 2080 მოდელის მახასიათებლები იყო 8 გბ GDDR6 მეხსიერება და 448 გბ/წმ სიჩქარე. GeForce RTX 3080 დაფის წარმადობა შეიდერების გამოყენებით ტრადიციულ რენდერინგში შეადგენს 30 Tflops-ს (Shader-TFLOPS). რეითრეისინგის შემთხვევაში ვიდეო დაფა უზრუნველყოფს 58 Tflops-ს (RT-TFLOPS), ტენსორული ბირთვების გამოყენებისას ოპერაციებში კი უზრუნველყოფილია 238 Tflops-ამდე წარმადობა (Tensor-TFLOPS). ჯენსენ ჰუანგის თქმით, ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 წარმადობით ორჯერ აღემატება თავის წინამორბედ GeForce RTX 2080-ს. GeForce RTX 3070 წარმოდგენილი სამეულიდან ყველაზე უბრალოა GeForce RTX 3070. იგი ისევე, როგორც მისი წინამორბედი GeForce RTX 2070, გვთავაზობს 8 გბ GDDR6 მეხსიერებას. GeForce RTX 3070 ამაჩქარებლის წარმადობის დონეა 20 Tflops ტრადიციულ რენდერინგში შეიდერებით (Shader-TFLOPS). რეითრეისინგისას - 40 Tflops (RT-TFLOPS), ტენსორული ბირთვების გამოყენებისას კი აღწევს 163 Tflops-ს (Tensor-TFLOPS). NVIDIA-ს განცხადებით, ახალი GeForce RTX 3070 წინა სერიის ფლაგმანზე - GeForce RTX 2080 Ti-ზე მეტი წარმადობის მქონეა. გაყიდვაში პირველი გამოვა GeForce RTX 3080 – 17 სექტემბრიდან. მისი ფასი იქნება 699 აშშ დოლარი. შედარებით ხელმისაწვდომი RTX 3070 გამოვა ოქტომბერში და მისი ფასი იქნება 499 აშშ დოლარი. და ბოლოს - GeForce RTX 3090 გაიყიდება 24 სექტემბრიდან 1499 აშშ დოლარად. https://bit.ly/3hRRksn
  19. ტაილერ და კემერონ უინკლუოსებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი Bitcoin-ის მზარდ საიმედოობას აშშ-ის ოქროსთან, ნავთობსა და დოლართან დაკავშირებული „ფუნდამენტალური პრობლემების“ ფონზე. თავიანთ ბლოგში მილიარდერმა ძმებმა ივარაუდეს პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 500 ათას აშშ დოლარამდე: „ისეთ აქტივებში ჩადებული ფული, როგორებიცაა უძრავი ქონება ან საფონდო ბაზარი, დროს ფეხს აუწყობს. ოქროში ჩადებულ ფულს კი ინფლაცია ელის. რაც შეეხება Bitcoin-ში განხორციელებულ ინვესტიციებს, ისინი ყველაზე სწრაფად მოიტანს მოგებას და ოქროს გაუსწრებს“. კრიპტოენთუზიასტები მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად ყველა აქტივი ამჟამად ციფრულ ვალუტასთან შედარებით წაგებაშია. ტყუპები მიგვითითებენ იმაზე, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა აგრძელებს ტრილიონობით სახელმწიფო ფულის ბეჭდვას. „ჯერ კიდევ COVID-19-მდე ბეჭდავდა ხელისუფლება ფულს, ბანანის რესპუბლიკასავით“. ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის ეპიდემიის გავლენით გაიზრდება აშშ-ის ვალის მიმართება მშპ-თან იმაზე მეტად, ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში. ძმები აღნიშნავენ, რომ პრობლემები არსებობს როგორც ნავთობთან, ისე ოქროსთან დაკავშირებით. ნავთობი ზარალდება იმით, რომ მისი შეთავაზება იმაზე მეტია, ვიდრე რეალიზებულ იქნებოდა ჰიდრავლიკური ნარღვევი. COVID-19-მა ცალსახად აჩვენა, რომ ინდუსტრია მოწყვლადია „მოთხოვნის შოკისადმი“. Hydraulic fracturing, fracking - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ჭაბურღილებიდან ნავთობის ამოღებისა და ნაკადის ინტენსიფიკაციისთვის. მეთოდი გულისხმობს შესაბამის შრეებში მაღალი გამტარობის ბზარის შექმნას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოპოვებული ფლუიდის (აირი, წყალი, კონდენსატი, ნავთობი ან მათი ნაერთი) მიწოდება ჭრილის ფსკერისკენ. „ოქრომ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს დაგროვების საიმედო საშუალებასა და „ინფლაციისგან დაცვის კლასიკურ საშუალებას“, შესაძლოა სტატუსი დაკარგოს ასტეროიდებზე კომერციული მოპოვების გამო. გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის ტრანსპორტირება რთულია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. Bitcoin-ს ამგვარი პრობლემა არ გააჩნია. Bitcoin-ი, საბოლოო ჯამში, წარმოდგენს ერთადერთ გრძელვადიან დამცველს ინფლაციისგან“. https://bit.ly/2YRGFXb
  20. დასრულდა გამოფენა gamescom 2020. მის ფარგლებში გაჟღერდა უამრავი სასიამოვნო სიახლე, დასასრულს კი ორგანიზატორებმა გაახმაურეს Gamescom Awards 2020-ის პრემიის მრავალრიცხოვანი ნომინაცია. ღონისძიების ტრადიციის თანახმად, ნომინაციებში ძირითადად მონაწილეობას იღებდენ ჯერ კიდევ არგამოსული თამაშები. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი - 5 ჯილდო აიღო CD Project RED-მა წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტში - Cyberpunk 2077, რომელსაც განსაკუთრებულად ელის დაინტერესებული საზოგადოება. ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი მოწყობილობა გახდა Xbox Series X. ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: საუკეთესო სათავგადასავლო ბოევიკი — Watch Dogs Legion; საუკეთესო ბოევიკი — Star Wars: Squadrons; საუკეთესო თამაში დამოუკიდებელი დეველოპერებისგან — Curious Expedition 2; საუკეთესო მულტიფლეიერი — Operation: Tango; საუკეთესო მხარდაჭერილი თამაში — Borderlands 3; საუკეთესო რბოლური თამაში — DIRT 5; საუკეთესო როლური თამაში — Cyberpunk 2077; საუკეთესო სტრატეგიული თამაში — Humankind; საუკეთესო რემასტერი — Mafia: Definitive Edition; საუკეთესო სიმულატორი — Project CARS 3; საუკეთესო სპორტული თამაში  — Tony Hawk’s Pro Skater 1+2; საუკეთესო საოჯახო თამაში — KeyWe; საუკეთესო თამაში PC-ისთვის — Cyberpunk 2077; საუკეთესო თამაში PlayStation-ისთვის — Cyberpunk 2077; საუკეთესო თამაში Xbox-ისთვის — Tell Me Why; საუკეთესო თამაში Nintendo Switch-ისთვის — Little Nightmares II; ჯილდო ორიგინალურობისთვის — Voidtrain; საუკეთესო ანონსი — Unknown 9: Awakening; Gamescom-ზე წარმოდგენილი საუკეთესო პროექტი — Cyberpunk 2077; საუკეთესო პრეზენტაცია — Little Nightmares II; Heart of Gaming-ის სპეციალური ჯილდო — Indie Arena Booth. ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი თამაში — Cyberpunk 2077; ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი მოწყობილობა — Xbox Series X. https://bit.ly/2YN5KlO
  21. ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei ამჟამად რთულ პერიოდს გადის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. ავტორიტეტული ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo მიიჩნევს, რომ ამერიკული შეზღუდვები ძლიერ დარტყმას აყენებს Huawei-ს სმარტფონების ბიზნესს. მაისის შუა პერიოდში შეერთებულმა შტატებმა შემოიღო წესები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს უკრძალავდა Huawei-სთვის კომპონენტების მიწოდებას, თუკი ისინი წარმოებული იყო ამერიკული აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. ამ მიზეზით 15 სექტემბრიდან Huawei შეზღუდავს საფირმო Kirin ჩიპების წარმოებას ფლაგმანური სმარტფონებისთვის. რესურსი DigiTimes გვაცნობებს, რომ არსებულ ვითარებაში კომპანია იძულებულია შეამციროს სმარტფონების გამოშვების რაოდენობა ჩინურ ODM-მწარმოებლებთან კონტრაქტით. Ming-Chi Kuo მიიჩნევს, რომ მოვლენების ხელსაყრელი განვითარების შემთხვევაში Huawei-ს ემუქრება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე წილის მნიშვნელოვნად შემცირება, რასაც კონკურენტები გამოიყენებენ. უარეს შემთხვევაში კი, თვლის ანალიტიკოსი, კომპანიამ შესაძლოა საერთოდ დატოვოს სმარტ-მოწყობილობების ბაზარი, რომელზეც მას ამჟამად 18,4 %-იანი წილი უჭირავს და ჩამორჩება მხოლოდ Samsung-ს (18,6 %).  https://bit.ly/34PQoB8
  22. ამერიკელი ინსტიტუციონალი ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ დადებითად აისახება Bitcoin-ის მასობრივი მიღების საკითხზე - დარწმუნებულია კომპანია Gold Bullion International-ისა და 10T Holdings-ის თანადამფუძნებელი დენ ტაპიერო. მისი თქმით, ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა შტატ ოჰაიოს პოლიციისა და სახანძრო დაცვის ფონდმა, რომელმაც 16 მლრდ აშშ დოლარი ჩადო ოქროში - საერთო ინვესტიციების 5%. ამგვარად ორგანიზაციამ თავი დაიზღვია ინფლაციისგან დოლარის გლობალური რეცესიის ფონზე. „ფიატური ვალუტის გაუფასურება ასტიმულირებს ინვესტირებას ოქროში ამჟამად და Bitcoin-ში - სამომავლოდ“ - აღნიშნა ტაპიერომ. აგვისტოს დასაწყისში უნცია ოქროს ფასმა მიაღწია რეკორდულ 2089 აშშ დოლარიან მაჩვენებელს აშშ-ის ეკონომიკური გაურკვევლობის, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და მოსახლეობის ფულადი სტიმულირების ფონზე. ადრე მილიარდერმა უორენ ბაფეტმა ძვირფასი ლითონის ინვესტიცია მოახდინა - მან შეიძინა ოქროს მომპოვებელი კომპანია Barrick Gold-ის თითქმის 21 მლნ აქცია 562 მლნ აშშ დოლარად. ამასთან, ფასის კორელაცია ოქროსა და Bitcoin-ს შორის გაორმაგდა ბოლო სამი თვის განმავლობაში და მიაღწია რეკორდულ 67.1 %-იან მაჩვენებელს. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში დენ ტაპიერომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ნეგატიური განაკვეთები "მეგახარული" სიგნალია Bitcoin-ისთვის. https://bit.ly/3jvqd6Q
  23. კომპანია Tesla-მ დაიწყო თავისი ელექტრომობილების ავტოპილოტირების სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის გავრცელება. განახლება 2020.36 უზრუნველყოფს მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს. კერძოდ, რეალიზებულია სიჩქარის შეზღუდვის კონტროლის ახალი რეჟიმი. ამ დრომდე Tesla-ს ელექტრომობილები მძღოლებს ინფორმაციას აწვდიდნენ დაშვებული სიჩქარის შესახებ, რისთვისაც ეყრდნობოდნენ სანავიგაციო სისტემისა და ხელმისაწვდომი საგზაო რუკის მონაცემებს. ახალი სისტემა იყენებს ავტომობილის ბორტის კამერებს, რათა წაიკითხოს საგზაო ნიშნებზე მითითებული ინფორმაცია სიჩქარის შესახებ. შედეგად მძღოლს ხელთ ექნება უფრო მეტად აქტუალური ინფორმაცია. გარდა ამისა, დაემატა Green Traffic Light Chime ფუნქცია. იგი ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეუქნიშანთან გაჩერებულ მძღოლს ატყობინებს, რომ მწვანე შუქი აინთო. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება Tesla-ს ელექტრომობილის ყველა მფლობელისთვის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tesla-მ განახორციელა 80 050 ერთეული Model 3-ისა და Model Y ქროსოვერის მიწოდება, აგრეთვე მიწოდებულ იქნა 10 600 ეგზამპლარი გაცილებით ძვირადღირებული Model S და Model X. ამგვარმა შედეგებმა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ კომპანია შეძლებდა კვარტალში მხოლოდ 71 ათასი ელექტრომობილის წარმოებას. https://bit.ly/2YOjtsy
  24. მალე მოსალოდნელია მეხუთე თაობის მობილური კავშირის მხარდაჭერის მქონე ბიუჯეტური სმარტფონების გამოსვლა. ამგვარი მოწყობილობების ფასი, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, შეადგენს დაახლოებით 150 აშშ დოლარს ან უფრო ნაკლებს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტური 5G-სმარტფონებისთვის განკუთვნილ ახალ პროცესორებს ამზადებენ კომპანიები Qualcomm და MediaTek. საუბარი ეხება 20 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულების ჩიპებს. მსგავსი პროდუქტების წარმოება ორგანიზებული იქნება უახლოეს დროში. კერძოდ, როგორც ცნობილია, Qualcomm ამზადებს 5G-პროცესორს - sm4350. MediaTek-ის ასორტიმენტში კი გამოჩნდება Dimensity 600 სერიის ბიუჯეტური ჩიპები 5G მხარდაჭერით. ეს პროცესორები საფუძვლად დაედება ხელმისაწვდომ სმარტფონებს, რომელთა ანონსი მიმდინარე წელს უნდა შედგეს. Counterpoint Technology Market Research-ის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს 5G-მოწყობილობების გლობალური მიწოდება მოიცავს 170-დან 200 მლნ ერთეულამდე აპარატს. შედარებისთვის, 2019 წელს მოხდა დაახლოებით 18 მილიონ 700 ათასი ამგვარი მოწყობილობის მიწოდება. მომდევნო წელს, პროგნოზის თანახმად, რეალიზებული იქნება 340-დან 400 მილიონამდე 5G სმარტფონი. მოსალოდნელია, რომ სწორედ 5G-მოწყობილობები გახდება სმარტფონების ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახლო მომავალში. 2023 წლისთვის 5G-მოწყობილობები იქნება რეალიზებული ქსელური სმარტ-აპარატების რაოდენობის ნახევარი. https://bit.ly/34IGkK6
  25. აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის გადასვლა ახალ სტრატეგიაზე ინფლაციის შეკავებაზე უარის თქმით კრიპტოვალუტებს წაადგება სასარგებლოდ. ამგვარი აზრი გამოთქვა Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brad Garlinghouse-მა. ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ახლახანს განაცხადა ინფლაციის შეკავების შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ახალ პოლიტიკაზე. ახალი მიდგომა განაპირობებს შრომითი ბაზრისა და, საერთოდ, ეკონომიკის მხარდაჭერას - აღნიშნა მან. Brad Garlinghouse-მა კომენტარი გააკეთა ფედერალური რეზერვების ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც უარს ამბობს საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე ინფლაციის შესანარჩუნებლად. მარეგულირებელი ორგანოები ამ პოლიტიკას რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მისდევდნენ. „მოქმედება ეწინააღმდეგება ათწლეულების პრეცედენტს. არსებული ნიშნები მიგვითითებენ უახლოეს პერსპექტივაში დოლარის გაუფასურებაზე. ეს გამოიწვევს აქტივების სამომავლო დივერსიფიკაციას რაც, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტებს მოუტანს სარგებელს“ - განაცხადა მან. შეგახსენებთ, პაუელის განცხადების შემდეგ Bitcoin-ბირჟა Gemini-ს დამფუძნებელმა ტაილერ უინკლუოსმა აღნიშნა, რომ დოლარი მეტად აღარ ჩაითვლება დაგროვების საიმედო საშუალებად, Bitcoin-ი გვევლინება ამ სახით და შესაძლოა გადალახოს 500 ათას აშშ დოლარიანი დონე. https://bit.ly/3hKGZOM
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.