Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5964
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. Microsoft-ი შეავსებს Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალს და აწესებს დროებით აქციას გამოწერაზე - 1 აშშ დოლარი სამი თვის განმავლობაში. კომპანია Microsoft-მა, რომელმაც ახალი კონსოლი Xbox Series X შექმნა, განაცხადა, რომ შეივსება Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომი გახდება დროებითი ფასდაკლება მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ გამოუყენებია სერვისი. Game Pass Ultra-ს შეძენა შესაძლებელი იქნება 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 აშშ დოლარად, ამასთან 15 დეკემბრიდან გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Electronic Arts-ის ყველა თამაში. დეკემბრის შევსებით გამოწერის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი თამაშები: Control Slime Rancher Rage 2 Haven, Va-11 Hall-A: Cyberpunk Bartender Action DOOM Eternal კიდევ ათზე მეტი თამაში შეავსებს ბიბლიოთეკას დეკემბრის მომდევნო დღეებში, მაგალითად, 8 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი გახდება Starbound. სამწუხაროდ, Game Pass-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომ თამაშებში ვერ მოხვდა: MudRunner Infinifactory Pathologic 2 Ticket to Ride The Turing Test eFootball PES 2020 Untitled Goose Game Metro: Last Light Redux Age of Wonders: Planetfall შეგახსენებთ, რომ Game Pass ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კონსოლების მფლობელებისთვის, არამედ პერსონალური კომპიუტერის მქონე გეიმერებისთვის, რომელთაც ასევე შეუძლიათ სერვისის გამოწერა. https://bit.ly/3lNvsQ9
  2. კომპანია ASUS-მა წარადგინა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 3060 Ti-ს ცხრა ვარიანტი სერიებში - ROG Strix, TUF Gaming, Dual და KO. ყველა ვიდეო დაფა ხელმისაწვდომია როგორც ეტალონური სიხშირეებით, ისე ქარხნული აჩქარებით. ფოტოს წყარო: ASUS ASUS-ის ფლაგმანური მოდელია ROG Strix GeForce RTX 3060 Ti, რომელსაც აქვს გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით, ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების მაჩვენებელია 1890 მჰც. დაფას აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ამ გრაფიკული ამაჩქარებლისთვის რეკომენდებულია კვების ბლოკი სიმძლავრით 750 ვატიდან (AMD-სა და Intel-ის ფლაგმანური პროცესორების გამოყენების გათვალისწინებით). GeForce RTX 3060 Ti დაფის ზომაა 318,5 × 140,1 × 57,8 მმ. პერსონალური კომპიუტერის კორპუსში იგი დაიკავებს გაფართოების 3 სლოტს. აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. TUF Gaming GeForce RTX 3060 Ti ვერსიის გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების სიხშირეა 1785 მჰც Boost-რეჟიმში. ამ დაფასაც აქვს გაგრილების მოზრდილი სისტემა სამი ქულერით, გათვლილია გაფართოების 2.7 სლოტზე, აქვს ასევე უხმაურო და მაღალი წარმადობის ორმაგი BIOS. დამატებითი კვებისთვის დაფაში გათვალისწინებულია ერთი 8-პინიანი კონექტორი. გრაფიკულ ამაჩქარებელში ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. დაფის ზომაა 301 × 143 × 54 მმ. Dual GeForce RTX 3060 Ti და KO GeForce RTX 3060 Ti მოდელებში კომპანიამ გამოიყენა გაგრილების უფრო კომპაქტური სისტემა ორი ქულერით. პირველი მოდელის ზომა შეადგენს 269 × 136 × 52 მმ-ს, მეორისა - 275 × 135 × 54 მმ-ს. თითოეული მათგანი პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკში დაიკავებს გაფართოების 2.7 სლოტს. Dual GeForce RTX 3060 Ti ვერსიაში გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების სიხშირეა 1740 მჰც Boost-რეჟიმში, KO GeForce RTX 3060 Ti მოდელისა - 1785 მჰც. ASUS Dual GeForce RTX 3060 Ti Mini კომპაქტური პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის ASUS-მა წარადგინა სპეციალური ვარიანტი ASUS Dual GeForce RTX 3060 Ti Mini. მისი განსაკუთრებული მახასიათებლებია მეტად კომპაქტური გაბარიტები და გაგრილების სისტემის განსხვავებული იერსახე. ეს დაფა ორსლოტიანია. დამატებითი კვებისთვის ზემოთხსენებული სამი მოდელი იყენებს თითო 8-პინიან კონექტორს. ვიდეო დაფებს აქვს ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. წარმოდგენილ ყველა ვერსიას გააჩნია RGB-განათება, რომლის მართვა შესაძლებელია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - ASUS Aura. კომპანიას ახალი ვიდეო დაფების ფასები არ გაუხმაურებია. რესურს Notebook Check-ის აზრით, მთელი GeForce RTX 30xx სერიის ვიდეო დაფების დეფიციტის ფონზე, ASUS-ის მიერ წარმოდგენილი ახალი დაფების ფასი დიდი ალბათობით 60%-ით მაღალი იქნება ეტალონური GeForce RTX 3060 Ti ვერსიის სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს NVIDIA 399 აშშ დოლარად აფასებს. https://bit.ly/3mFd1yj
  3. ცნობილი გახდა, რომ კომპანია VISA პარტნიორებთან ერთად გეგმავს გამოუშვას საკრედიტო ბარათი არა ტრადიციული ფულის, არამედ Bitcoin-ის ქეშბექით. სიახლის შესახებ იტყობინება Forbes კრიპტო სტარტაპ BlockFi-ს მონაცემებზე დაყრდნობით. ეს უკანასკნელი გახლავთ Visa-ს პარტნიორი ზემოთხსენებულ პროექტში. BlockFi-მ უკვე დაიწყო ახალ ბარათზე განაცხადების მიღება თავის ვებ-გვერდზე. ამჟამად გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ BlockFi-ს შევსებული ანგარიშის მქონე მომხმარებლებს. იანვარში ყველა მსურველს შეეძლება შეიტანოს განაცხადი ახალ ბარათზე, პირველი მომხმარებლები საკრედიტო ბარათებს მიიღებენ 2021 წლის გაზაფხულიდან. არსებული მონაცემების თანახმად ახალი ბარათით განხორციელებული ყოველი ოპერაციიდან უკან დაირიცხება ფულადი თანხის 1.5%, რომელიც დაგროვდება, ავტომატურად დაკონვერტირდება Bitcoin-ებში და გადავა BlockFi-ს ანგარიშზე. სხვა მხრივ ახალი საკრედიტო ბარათები იმუშავებს სტანდარტული სახით. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბარათი დამზადებული იქნება არა პლასტმასის, არამედ ლითონისგან. ხსენებული შემოთავაზების ფარგლებში BlockFi 250 აშშ დოლარის ოდენობით Bitcoin-ში ბონუსებს ჩაურიცხავს მომხმარებლებს, თუკი ბარათის ხარჯები პირველი სამი თვის განმავლობაში 3 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს. ბარათის წლიური მომსახურების საფასური 200 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი საკრედიტო ბარათი კრიპტო სამყაროში. თავდაპირველად, საკრედიტო ბარათები, რომელთაც აქვთ Bitcoin-ით ქეშბექი, მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, BlockFi აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბარათის მიღების მსურველთა სიაში, რათა დროულად მიიღონ ინფორმაცია მომავალში პროექტის ახალ ბაზრებზე შესვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Visa უკვე მონაწილეობდა კრიპტო პროექტში, რომლის ფარგლებში სტარტაპ Fold-თან პარტნიორობით გამოიცა სადებეტო ბარათი Bitcoin-ის ქეშბექით. გარდა ამისა, Visa-სა და Coinbase-ის ერთობლივი მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია ბარათის გამოშვება, რომლითაც შესაძლებელი იქნება Bitcoin-ით შესყიდვების განხორციელება. https://bit.ly/2JrBkkE
  4. Qualcomm-მა ტექნოლოგიურ სამიტზე დააანონსა ფლაგმანური მობილური პროცესორი Snapdragon 888. ეს გახლავთ 8-ბირთვიანი ჩიპი ახალი არქიტექტურით. ძირითადი ბირთვი Kryo 680 მუშაობს 2.84 გჰც სიხშირეზე და დაფუძნებულია ARM Cortex-X1 ბირთვზე, მოცემულია კიდევ სამი დიდი ბირთვი Cortex-A78 2,4 გჰც სიხშირით. დანარჩენი ოთხი მცირე Cortex-A55 ბირთვების სიხშირე აღწევს 1.8 გჰც-ს. ცენტრალური პროცესორის სიჩქარე და ეფექტურობა 25%-ით გაიზრდება. ჩიპში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Adreno 660. მისი დამუშავების სიჩქარე 35%-ით არის გაზრდილი, ეფექტურობა კი - 20%-ით. სიხშირეები არ ხმაურდება, სამაგიეროდ საუბარია გამოსახულების ხარისხის ამაღლებაზე, მათ შორის OLED-დისპლეების თანაბარზომიერებასა და საბპიქსელებიან რენდერინგზე. გამოყენებულია მეექვსე თაობის Qualcomm AI Engine ახალ პროცესორ Hexagon 780-ის ჩათვლით. მისი ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა თექვსმეტჯერ გაიზარდა, ენერგომოხმარების ერთეულზე წარმადობა - სამჯერ. AI Engine-ის სამუშაო სიჩქარე 26 TOPS-ს შეადგენს, აგრეთვე გამოყენებულია მეორე თაობის Sensing Hub - ხელოვნური ინტელექტის საკუთარი პროცესორით. მომდევნო კომპონენტია გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 580 HDR-სენსორების მხარდაჭერით. პროცესორს შეუძლია დაამუშაოს წამში 2.7 გიგაპიქსელი, რაც 35%-ით მეტია წინა მოდელთან შედარებით. მხარდაჭერილია ერთდროულად სამი 28-მეგაპიქსელიანი ფოტოს გადაღება. შესაძლებელი იქნება 10-ბიტიანი ფოტოების გადაღება HEIF-ფორმატში მილიარდიანი ფერთა გამით. არ უნდა დაგვავიწყდეს მოდემი Snapdragon X60 5G შემავალი 7.5 გბ/წმ და გამომავალი 3 გბ/წმ მაჩვენებლით. მხარდაჭერილია sub6 სიხშირეების არხები და მესამე თაობის mmWave. რაც მთავარია, მოდემი ინტეგრირებულია ჩიპის სისტემაში და საჭირო აღარ არის სმარტფონში ცალკე ჩიპი. შედეგად მოწყობილობა ხდება უფრო იაფი და მეტად ენერგოეფექტური. ბევრმა კომპანიამ უკვე დააანონსა სმარტფონები ხსენებული პროცესორით, მათ შესახებ სიახლეებს სამომავლოდ გავეცნობით. https://bit.ly/2VtzqCM
  5. კომპანია Boston Dynamics, რომელიც ცნობილია თავისი ფანტასტიკური რობოტებით, კიდევ ერთხელ იცვლის მფლობელს. Bloomberg იუწყება, რომ კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი Softbank-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამხრეთკორეულ ავტომობილების მწარმოებელ Hyundai-სთან. გარიგების ოდენობამ შეიძლება 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს, ამასთან კორეელებს რობოტები კი არა, მათი უნიკალური ფეხები სჭირდებათ. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მედიამ უკვე ააგო თანმიმდევრული თეორია იმის შესახებ, თუ რა ხდება. ერთი წლის წინ, ლას-ვეგასში Consumer Electronics Show-ზე Hyundai-ს წარმომადგენლებმა მსოფლიოს აჩვენეს Elevate - კონცეპტუალური მანქანა, რომელსაც არამარტო მართვა, არამედ „ფეხებით სიარულიც“ შეუძლია. საკვანძო სიტყვაა "კონცეფცია", რადგან კორეელებს ამჟამად არ აქვთ საავტომობილო „კიდურების“ ტექნოლოგია. Boston Dynamics-ის ინჟინრებმა კი ეს დიდი ხნის წინ და ძალიან მაღალ დონეზე გამოიყენეს თავიანთ რობოტებში. რა თქმა უნდა, პატარა რობოტ ძაღლ Spot-ის ფეხების მიმაგრება მარტივად შეუძლებელია თუნდაც ერთადგილიან ავტომობილზე. ამავე დროს Hyundai-ს ვიცე-პრეზინდეტმა ჯონ სუმ რეკლამა გაუკეთა არა ექსპერიმენტალურ მორბენალ ტრანსპორტს, არამედ უკიდურესად სასარგებლო უნივერსალურ მანქანას, რომელიც მეტად გამოსადეგი იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიწისძვრის, ცუნამის ან სხვა სახის კატასტროფის შემდეგ მაშველებს მოუწევთ გადაადგილდნენ ნამსხვრევებით მოფენილ ადგილებში. Elevate-მა უნდა გადააბიჯოს ორმოებს და ავიდეს 1.5 მეტრიან კედლებზე - სწორედ ასეთ დროს გამოდგება Hyundai და Boston Dynamics თავიანთი ტექნოლოგიებით. https://bit.ly/39AJCBx
  6. კრიპტოვალუტა Bitcoin-მა ახალ ნიშნულს მიაღწია - ბევრად აღემატება 19 ათას აშშ დოლარს. ვალუტის ფასი ზრდას განაგრძობს და არავინ ელის მის მოულოდნელ ვარდნას. დაფიქსირდა კრიპტოვალუტის აღმასვლა, ამჟამად მისი ფასმა ფაქტობრივად უკვე მოიმატა 2019 წელს არსებული საწყისი ღირებულების თითქმის ნახევრით და ამით ვალუტა არ გაჩერებულა: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი დარწმუნებული იყო ვალუტის კოლაფსში, ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზები შესრულდა - კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა რეკორდულ ღირებულებამდე - თითქმის 20 000 აშშ დოლარამდე. ერთ კონკრეტულ დღეში მან 6%-იანი ზრდა განიცადა. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის რეკორდული მაქსიმუმი 2017 წლის 17 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ მისი ფასი იყო 20.089 აშშ დოლარი, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის დეკემბერში, კრიპტოვალუტის ფასი 3 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. შეერთებულ შტატებში Bitcoin-ი ფაქტობრივად სრულფასოვან ვალუტად იქცა, რომლის გადახდა შესაძლებელია Burger King-ში, Pizza Hut-ში და არა მხოლოდ, ხოლო PayPal-მა გაზარდა ვალუტის შეძენის ლიმიტი 10 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე. არხ Real Vision-ის დირექტორი, რაულ პალი თვლის, რომ 2021 წლის ბოლოს Bitcoin-ი გადააჭარბებს დაუჯერებელ 250 ათას აშშ დოლარიან ზღვარს, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ კრიპტოვალუტად აქცევს მსოფლიოში. რაული თავის განცხადებას ამტკიცებს იმით, რომ მოთხოვნისა და გაყიდვების ბაზარი ძალზე გაუწონასწორებელია, Bitcoin-ი მოთხოვნადია და „ახლად გამომცხვარი“ კრიპტოვალუტა დაუყოვნებლივ იყიდება ფინანსურ კრიპტოსავალუტო ფონდებსა და PayPal-ში. https://bit.ly/33vrLIv
  7. პანდემიის გამო ინდუსტრიული კონფერენციების ონლაინ ფორმატში გადატანამ გარკვეულწილად გაამარტივა მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების მონაწილეობა, რადგან მათ აღარ სჭირდებათ ფიზიკური გადაადგილება ღონისძიებაზე დასასწრებად - უბრალოდ უნდა გამონახონ თავისუფალი დრო ვიდეოს საშუალებით კომუნიკაციისთვის. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ შეძლო კონფერენცია Credit Suisse-ზე ამ ფორმატში საუბარი. მან ისაუბრა დესკტოპ-სეგმენტში Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორების წარმატებაზე და განაცხადა, რომ მალე მათ შეუერთდება მობილური და სერვერული მოდელები. ხსენებული თანმიმდევრობით თუ ვიმსჯელებთ, პირველი კვარტალის დასაწყისში გამოვა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Ryzen პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, სერვერული EPYC Milan თაობის პროცესორები კი წარდგენილ იქნება ოდნავ მოგვიანებით. ლიზა სუმ აღნიშნა, რომ AMD-ის მობილური პლატფორმა Zen 3 არქიტექტურაზე სწორედ 2021 წელს გადავა. ამავე დროს, AMD-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2021 წელს კომპანია წარადგენს რამდენიმე ახალ დესკტოპ-პლატფორმას. სავარუდოდ, არა მხოლოდ ახალი თაობის Ryzen Threadripper პროცესორების, არამედ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ახალი თაობის სამომავლო წარდგენა შეიძლება მოიაზრებოდეს ამ მრავალფეროვნებაში. https://bit.ly/3fRxgpT
  8. მიმდინარე წელს პირველად ფართოდ გავრცელდა საუბარი გლობალური კვანტური ქსელის - ფატობრივად, კვანტური ინტერნეტის შექმნის შესახებ. ამოცანა სცდება მონაცემების უკვე ნაცნობ დაშიფვრას განაწილებული კვანტური გასაღებების გამოყენებით. პერსპექტივაში კვანტურმა ინტერნეტმა უნდა უზრუნველყოს განაწილებული კვანტური გამოთვლებიც კი. ზაფხულში ამგვარი პროექტი ამოქმედდა აშშ-ში, ამჟამად კი - ნიდერლანდში. აგლომერაცია რანდსტადისთვის კვანტური ქსელის შექმნით ერთობლივად დაკავდებიან კავშირგაბმულობის ოპერატორი KPN, ნიდერლანდის საგანმანათლებლო და კვლევითი ასოციაცია SURF და OPNT (ოპტიკური პოზიციონირება, ნავიგაცია და სინქრონიზაცია). ისინი განახორციელებენ ინოვაციებისა და ცოდნის ალიანსის პროექტს, პროექტის საერთო მართვა კი გადაეცემა ნიდერლანდის კვლევით ჯგუფს - QuTech. ამ ჯგუფს კვანტური გამომთვლელი ელემენტებით კომპანია Intel-ი ამარაგებს. წარმოდგენილი პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას კვანტური ქსელი ამსტერდამის ნაწილისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - პროცესი უნდა დასრულდეს კვანტური ინტერნეტ სეგმენტის პროტოტიპის შექმნით. ქსელი ერთმანეთთან დააკავშირებს კვანტურ პროცესორებს ოპტიკური არხებით კვანტური ბიტების ან კუბიტების გაცვლის მიზნით განაწილებული დამუშავების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში, უფრო მეტად პროზაული ამოცანები გადაიჭრება: კვანტური მონაცემების დაშიფვრა, პოზიციონირების დადასტურება, სინქრონიზაცია და სხვა. სხვა საკითხებთან ერთად, პრესრელიზის თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს ახალი მეთოდების, იდეებისა და სტანდარტების მიღწევას, რაც კვანტური ქსელის განვითარებას დააჩქარებს. ბევრი რამ იქნება ახალი და საინტერესო. „ყოველდღე ვმუშაობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეუძლიათ ქსელის ისეთ ოპერატორებს, როგორიცაა KPN ან SURF კვანტური ქსელის განთავსება და რა სერვისებს შესთავაზებენ მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენ უკვე ვაშენებთ მომავლის კვანტურ ინტერნეტ-ეკოსისტემას მთავარ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს ეკოსისტემა გადამწყვეტი იქნება, რადგან ჩვენი კვანტური ქსელი სრულფასოვან კვანტურ ინტერნეტად გადაიქცევა. ” - განაცხადა Wojciech Kozlowski-მ, QuTech-ის პოსტ-დოქტორმა და TKI პროექტის ერთ-ერთ სამუშაო პაკეტზე პასუხისმგებელმა პირმა. https://bit.ly/3o9RLRt
  9. დიდი კორპორაციები დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან ბლოკჩეინით. 2020 წელს კომპანია Microsoft-მა დააპატენტა მაინინგის საკუთარი სისტემა ფიზიკური აქტივობის საფუძველზე. პატენტის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ კირპტოვალუტების მიღება ფიზიკური და მენტალური აქტივობების შედეგად. დოკუმენტში ნათქვამი არ არის გამოიყენებს კომპანია არსებულ მონეტებს თუ შექმნის საკუთარ ტოკენს ამ მიზნებისათვის. კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად, მომხმარებელს მოუწევს სხეულს დაუკავშიროს სპეციალური სენსორები, რომლებიც აკონტროლებენ გულისცემას, ტვინის აქტივობას და სხვა პარამეტრებს. შეგროვებული ინფორმაცია განსაზღვრავს რას აკეთებს ადამიანი მოცემულ მომენტში. თუ იგი ასრულებს მითითებულ ამოცანას, მაგალითად, 3 ათასი მეტრის გარბენას ან უყურებს ვიდეორგოლს, იგი ჯილდოდ მიიღებს კრიპტოვალუტას. სამწუხაროდ, პატენტის არსებობა ჯერ არ იძლევა გარანტიას ასეთი ტექნოლოგიის სწრაფად ამოქმედების შესახებ. ამასთან, ეს არ არის Microsoft-ის ერთადერთი კრიპტო ინიციატივა. პორტალი Social.Bet-ის რედაქციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კორპორაციამ ადრე ინვესტიცია ჩადო Bakkt-ში. https://bit.ly/3mrYfLe
  10. ორი ცნობილი იტალიური ბრენდის - საავტომობილო Lamborghini-სა და მოტოგიგანტ Ducati-ს ერთობლივი ძალისხმევის პირველი ნაყოფი გახლავთ ჰიბრიდული სუპერ მანქანა Sian FKP 37 800 ცხენის ძალის მქონე ძრავით, რომელიც წარდგენილ იქნა 2019 წელს. სულ 63 მანქანა იქნა წარმოებული, რაც სიმბოლურად მიუთითებს ელიტური სუპერმობილების მწარმოებელი კომპანიის დაარსების წელზე - 1963 წ. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მათგანი პრემიერამდე გაიყიდა - თითოეული 2 მლნ აშშ დოლარად. თანამშრომლობის ფარგლებში შემდეგი ნაბიჯი გახდა სუპერმოტოციკლ Ducati Diavel 1260-ის გამოშვება. იგი აღჭურვილია 1.3-ლიტრიანი, 162 ცხენის ძალა სიმძლავრის ძრავით. აქვს სამუხრუჭე მექანიზმი Brembo, რეგულირებადი ამორტიზატორები Ohlins და ელექტრო კომპონენტების სრული ნაკრები. ორივე კომპანიის დიზაინერებმა იზრუნეს, რომ მოტიციკლსა და ავტომობილს ერთნაირი ფერი ჰქონოდათ - პირველ რიგში ეს შეეხო საბურავებს. Diavel 1260 შეღებილია იმავე „Gea Green“ საღებავით, რომლიტაც Sian, დამატებულია შეფერილობა „Electrum Gold“ საბურავის დისკებსა და ჩარჩოებზე. Ducati-მ შეცვალა პრაქტიკულად პლასტმასის ყველა დეტალი ნახშირბადის ბოჭკოს ანალოგებით, დეტალებს შორისაა ცენტრალური ავზის საფარი, ჰაერამღები, სავარძლები, შხეფამრიდი, ფარების ბუდე და ძრავის სპოილერი, რის შედეგად წინა მოდელ Diavel 1260S-თან შედარებით წონა რამდენიმე კილოგრამით შემცირდა. უკვე ცნობილია, რომ გამოვა 630 მოტოციკლი. მიწოდების ვადები და ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://bit.ly/3lmm1qy
  11. როგორც ინტერნეტ-რესურსი C4ISRNET აცხადებს, აშშ-ის არმიამ დაიწყო ნეირობიოლოგიის სფეროში კვლევების დაფინანსება. მიზანია შეიქმნას სისტემა, რომელიც ჯარისკაცებს ტელეპათიური კომუნიკაციის საშუალებას მასცემს. თამამი ინიციატივაა - შეიქმნას ახალი სამედიცინო ტექნოლოგია, რომელიც ომის ხასიათზე მოახდენს გავლენას. გამომცემლობამ აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-ის არმიის კვლევითი ორგანიზაცია (ARO) აპირებს პროექტის რეალიზაციაზე ხუთი წლის განმავლობაში დახარჯოს 6 მილიონ 25 ათასი აშშ დოლარი. დღეისათვის, ARO-ს ნეირობიოლოგებმა უკვე ისწავლეს იმ ნეირონების სიგნალების დეკოდირება და ანალიზი, რომლებიც აკონტროლებენ ქცევას. ეს მიღწევა არ ითვლება აზრების წაკითხვად, ეს გახლავთ მხოლოდ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვინის სხვადასხვა სიგანილის არსის გაგებისკენ. როგორც პროგრამის მენეჯერმა განმარტა, მომდევნო ნაბიჯი იქნება ტვინის სხვა კატეგორიის სიგნალების დეკოდირება, რათა შედეგად კომპიუტერმა შეძლოს „გაახმოვანოს“ სამხედრო პირების აზრები. https://bit.ly/3llBZRB
  12. კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების სირთულემ, ასევე მისმა ჯამურმა გამომთვლელმა სიმძლავრემ ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია. სირთულის წინა რეკორდული მაჩვენებელი, 3606 TH, Etherscan-ის თანახმად დაფიქსირდა 2018 წლის 9 აგვისტოს. კვირას, 29 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 3748 TH-ამდე გაიზარდა. წყარო: Coinwarz. 2018 წლის 9 აგვისტოს ასევე შეინიშნებოდა ჰეშრეითის წინა მაქსიმალური მაჩვენებელი - 295.91 TH/s. სტატიის წერის მომენტში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 312.63 TH/s-ამდე. წყარო: Coinwarz. Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო მოცულობა მცირე ხნის წინანდელი, 7.7 აშშ დოლარამდე ზრდის შემდეგ შემცირდა 1.1 აშშ დოლარამდე. სტატიის წერის მომენტში მონეტის გასაყიდი ფასი 550 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი იყო. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს შედგება Ethereum 2.0 ნულოვანი სტადიის ამოქმედება. სადეპოზიტო კონტრაქტის ბალანსმა, რომელიც ETH-ის არსებული ქსელიდან ETH2-ზე გადატანის საშუალებას იძლევა, გასულ კვირაში აუცილებელ ზღვარს გადააბიჯა. https://bit.ly/2JjOWOZ
  13. Valve-მ განაახლა ფინანსურად ყველაზე წარმატებული ათი თამაშის ჩამონათვალი Steam-ზე. პირველი ადგილი უცვლელი დარჩა - მას კვლავ იკავებს წინასწარი შეკვეთები Cyberpunk 2077-ზე, რომლის რელიზი დაახლოებით ერთ კვირაში შედგება. გასულ კვირაში რეიტინგში ბევრი რამ შეიცვალა: მაგალითად, მესამე ადგილზე გავიდა Football Manager 2021, ათეულში დაბრუნდა PUBG, Death Stranding და DOOM Eternal. გასული კვირის ლიდერების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: Cyberpunk 2077 (წინასწარი შეკვეთა); Valve Index VR Kit; Football Manager 2021; Phasmophobia; Hades; Red Dead Redemption 2; Halo The Master Chief Collection; PlayerUnknown’s Battlegrounds; Death Stranding; DOOM Eternal. საინტერესოა, ზედიზედ კიდევ რამდენი კვირა შეინარჩუნებს ლიდერობას Cyberpunk 2077 Steam-ის გაყიდვების რეიტინგში. ეს თამაში გვევლინება როგორც წლის, თუ არა მთელი ათწლეულის, ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი თამაში. https://bit.ly/3mlFUix
  14. Tesla გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან განახლებას ელექტრომობილებისთვის, გვაცნობებს რესურსი Electrek. განახლება მოიტანს ძალიან სასარგებლო ფუნქციას, რომლის მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცნობილი გახდა, რომ Tesla ახორციელებს ავტოპილოტირების სისტემაში კამერებზე დისტანციურად დაკავშირების შესაძლებლობას ვიდეო კადრების რეალურ დროში სანახავად. მფლობელებს საშუალება ექნებათ უყურონ რა ხდება მათი მანქანის გარშემო მობილური აპლიკაციის საშუალებით. ელექტრომობილის კამერები მოახდენენ წუთში დაახლოებით 30 მბ მოცულობის მონაცემთა გენერირებას. ასე რომ დისტანციური დაკვირვებისთვის სავსებით საკმარისი იქნება 4G/LTE ფიჭური კავშირი, რომ არაფერი ვთქვათ 5G-ზე. მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა იმუშავებს მანქანაში სხვა ბორტ-სენსორებთან ერთად. მაგალითად, როდესაც ხდება რაიმე სენსორის ჩართვა, მფლობელი მიიღებს შეტყობინებას თავის ტელეფონზე, რის შემდეგაც მას შეეძლება ავტოპილოტირების კამერების საშუალებით რეალურ დროში შეაფასოს მანქანის გარშემო არსებული სიტუაცია. ელექტრომობილების კამერებზე დამცავი ფუნქციები უკვე დიდიხანია ხელმისაწვდომია - მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია რეჟიმი Sentry Mode. იგი უზრუნველყოფს ვიდეოს ჩაწერას ბორტის კამერების მიერ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვინმე მეტად ახლოს იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან ცდილობს მანქანისთვის ზიანის მიყენებას. https://bit.ly/3o7Zuj4
  15. Facebook-ის მიერ შემუშავებული ციფრული ვალუტა Libra- ს შესახებ ახალი ინფორმაცია გამოჩნდა ინტერნეტში. Financial Times-ის თანახმად, იგი შესაძლოა გამოუშვან 2021 წლის იანვარში. ციფრული ვალუტის გამოშვებით დაკავდება შვეიცარიაში, ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაცია Libra Association, წერს Financial Times ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით. მან განაცხადა, რომ პროექტი ბევრად შემოკლებული იქნება იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დაიგეგმა მიმდინარე წლის აპრილში. ეს გამოწვეულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობით, აგრეთვე მთელი რიგი ქვეყნის პოლიტიკოსისა და მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან წამოსული კრიტიკით. Libra Association-ში შემავალი 27 წევრიდან ერთ-ერთია Facebook, რომელიც ცდილობდა მიეღწია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს (FINMA) დასტურისთვის ისეთი Stablecoin-ების სერიის გამოშვების შესახებ, რომლებიც მხარდაჭერილი იქნებოდა ცალკეული ტრადიციული ვალუტებით, აგრეთვე გეგმაში იყო გამოსულიყო ტოკენი Stablecoin-ის ბაზაზე, რომელიც ვალუტაზე იქნებოდა მიბმული. ამჟამად კი იგეგმება მხოლოდ ერთი ვირტუალური ვალუტის გამოშვება, რომლის კურსი დაკავშირებული იქნება დოლართან. სხვა ვალუტებთან დაკავშირებული ტოკენები, აგრეთვე მულტისავალუტო ტოკენები მოგვიანებით გამოვა. FINMA-ს კომენტარი არ გაუკეთებია სიტუაციის შესახებ, თუმცა აპრილში მან დაადასტურა Libra Association-ის განაცხადის მიღება საგადახდო მომსახურების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. https://bit.ly/2Jfgvc4
  16. მალე ბაზარზე გამოვა დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფები GeForce RTX 3070 და RTX 3060 Ti. GeForce RTX 3000 სერიის დაფების რაოდენობა მაღაზიებში არც ისე ბევრია. ყველა არსებული მათგანი არის NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მოდელები. როგორც წესი, კომპანიებმა თავდაპირველად გამოუშვეს მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული დაფები, რომლებიც ეტალონურ მოდელებთან შედარებით ძვირია და ოდნავ სწრაფი. ამ ყველაფერმა დეფიციტთან ერთად გამოიწვია ის, რომ ხელმისაწვდომი მოდელები პრაქტიკულად აღარაა. როგორც ჩანს, ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ცნობილი ხდება, რომ მალე გველოდება RTX 3060 Ti სერიის ვიდეო დაფების ტალღა. ეს გახლავთ ათეულობით მოდელი კომპანიებისგან - Gigabyte, Inno3d, ZOTAC, Palit და სხვა. პირველად ფასებს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ. ისინი 400 აშშ დოლარს აღემატება და ჯერჯერობით არც ისე გონივრულად გამოიყურება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ პირველი ეტაპი და მათ მოჰყვება გაცილებით დაბალფასიანი ვარიანტებიც. ამის დამამტკიცებელი საბუთია დაფები MSI GeForce RTX 3070 Twin Fan და ZOTAC GeForce RTX 3070 Twin Edge OC. პირველ მათგანს აქვს ბიუჯეტური ქულერი და საკმაოდ უბრალო დიზაინი. დაფას აქვს 8+6-პინიანი კვების კონექტორი და მცირე ქარხნული აჩქარება 1740 მეგაჰერცამდე. ფაქტობრივად, ჩვენ წინაშეა ეტალონური ვერსია, რაც მწარმოებელ კომპანიას საშუალებას მისცემს მასზე გონივრული, ხელმისაწვდომი ფასი დააწესოს. მეორე უკვე კარგად ცნობილი მოდელის თეთრი ვარიანტია და აქვს მცირე 1755 მჰც-მდე აჩქარება. ეს დაფაც მიეკუთვნება დაბალბიუჯეტურ სერიას და საშუალებას იძლევა ბაზარზე გაიზარდოს იაფი ვიდეო დაფების რაოდენობა. ეს იქნება ჯერ მხოლოდ პირველი დაფები, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ გეიმერების მოთხოვნები. https://bit.ly/39omm9N
  17. Volkswagen-მა დააჩქარა ახალ კომპაქტური ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობა, რომელთა ღირებულება 30 ათას ევროზე ნაკლებია. ახალი ელექტრომობილების გამოშვება კომპანიას 2023 წლამდე სურს. სიახლის შესახებ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამომცემლობის თქმით, მანქანათმშენებელმა კომპანიამ შესაძლოა ახალი მანქანა მომდევნო წელსვე წარადგინოს - ახალ ელექტრო ქროსოვერ ID.5-თან ერთად. გარდა ამისა, გერმანული ავტოკონცერნი მუშაობს ელექტრო მიკროავტობუსზე, რომლის გამოშვება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ასევე გამოვა ახალი ელექტრო უნივერსალი Aero, რომლის დებიუტი 2023 წელს შედგება. ელექტრომობილს ექნება 700 კმ-მდე სვლის მარაგი ბატარეის ერთ დამუხტვაზე - აღნიშნავს Bloomberg. Volkswagen-მა პირველი სერიული ელექტრომობილი ID.3 ევროპაში წარადგინა გასული წლის სექტემბერში. ელექტრომობილი წარმოდგენილია სამი ვარიანტის - 45, 58 და 77 კვტ/სთ მოცულობის მქონე ბატარეით, ერთ დამუხტვაზე შეუძლია გაიაროს 330-დან 550 კილომეტრამდე მანძილი. 2021 წელს ყველგანმავალ ID.4 მოდელის გამოშვებით გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია აპირებს გავიდეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარზე, წერს Bloomberg. ზემოთხსენებული მოდელი იწარმოება ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-ში. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ კომპანია აპირებს შეამციროს საკუთარი შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების პორტფოლიო, რათა რესურსები გამოთავისუფლდეს ახალი ელექტრომობილების შემუშავება-წარმოებისთვის. კომპანიას უკვე უარი აქვს ნათქვამი მოდელების - Beetle-სა და Scirocco-ს წარმოებაზე. ბრენდი ელოდება ელექტრომობილების ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ასევე 2021 წელს - 8.1 და 8.6%-ით - აღნიშნეს საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებმა. https://bit.ly/3mgoKDe
  18. კრიპტო ბირჟა Binance-ის ამერიკელმა მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს 14 დღის განმავლობაში პლატფორმის დატოვების მოთხოვნით, იუწყება Decrypt. კომპანია სთხოვს Binance.com-ის ექაუნთის მქონე აშშ-ის რეზიდენტებს გაიტანონ თანხები და დარეგისტრირდნენ Binance.US-ზე. „თუ ეს არ გაკეთდა, თქვენი ანგარიში დაიბლოკება. დაბლოკვის შემდეგ შემდგომი დახმარების მისაღებად მოგიწევთ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის სამსახურს, ”- ნათქვამია ბირჟის წერილში. Binance-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მთელი სერიოზულობით ეკიდება უფლებრივი შესაბამისობის საკითხს. მისი თქმით, აშშ-იდან მომხმარებლების გათიშვა არსებული კონტროლის ღონისძიებაა ”და არა რაღაც ახალი”. ადრე პლატფორმაზე ვაჭრობისთვის ამერიკელ მომხმარებლებს რეგისტრაციის დროს შეეძლოთ მიეთითათ, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან. 10 ნოემბერს, Binance-მა მომხმარებლებს გაუგზავნა ელექტრონული წერილები მათი IP მისამართების საფუძველზე და სთხოვა 90 დღის განმავლობაში პლატფორმიდან თანხის გატანა. https://bit.ly/3l4TS77
  19. NVIDIA GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის დებიუტის მოლოდინში, რომელიც ადგილს დაიკავებს საშუალო ფასის სეგმენტში, უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ახალი პროდუქტის წარმადობის დონის შესახებ: რამდენიმე დღის წინ კომპიუტერულმა საზოგადოებამ შეაფასა ახალი მოდელის მიღწევები, შეისწავლა ოფიციალური სლაიდის მონაცემები, ამჯერად კი რესურს VideoCardz-ის წყალობით შესაძლებელი გახდა გრაფიკული ადაპტერის შედეგების შეფასება 3DMark ბენჩმარკის ტესტირების შედეგად. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, Fire Strike და Time Spy ტესტებში GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფამ მოაგროვა 30706 და 12175 ქულა და გაუსწრო Turing-თაობის მოდელ GeForce RTX 2080 SUPER-ს 6 და 4%-ით, შესაბამისად. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ GeForce RTX 3060 Ti-სა და RTX 3070-ს შორის განსხვავება მხოლოდ 11-13% იყო, ამ უკანასკნელში შესამჩნევად დიდი რაოდენობით CUDA ბირთვია. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ დაფას ექნება გრაფიკული ჩიპი, რომელიც ფუნქციონირებს 1410/1665 სიხშირეებზე საბაზისო/Boost-რეჟიმში და აქვს 4864 აქტიური CUDA-ბირთვი, აგრეთვე 8 გბ GDDR6 ტიპის ვიდეო მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირით. არსებული ცნობებით, GeForce RTX 3060 Ti ოფიციალურად გამოვა 2 დეკემბერს, პროდუქტის მიმოხილვები კი ერთი დღით ადრე გამოჩნდება. მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელის სარეკომენდაციო ფასი არ აღემატება 400 აშშ დოლარს. https://bit.ly/2V5bjKo
  20. AMD-მ შეზღუდვები მოხსნა არაეტალონური Radeon RX 6800 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ანონსსა და მიმოხილვაზე, ამიტომ კომპანიის ზოგიერთმა პარტნიორმა გადაწყვიტა წარადგინოს საკუთარი გადაწყვეტილება. რეალურად, არარეფერენსული ახალი Radeon ვიდეო დაფები ჯერ არც ისე ბევრია. ამჯერად Gigabyte-მა წარადგინა მოდელები Radeon RX 6800 XT და RX 6800 ვერსიებში Aorus Master და Gaming OC. ახალ დაფებს გაგრილების მასიური სისტემა აქვს სამი ქულერით და პერსონალური კომპიუტერის კორპუსში იკავებენ გაფართოების სამ სლოტს. სხვათა შორის, გაგრილების სისტემები, რომლებიც გამოიყენება Radeon RX 6800 (XT) ვიდეო დაფების Aorus Master და Gaming OC ვერსიებში, დიდად არ განსხვავდება იმავე მწარმოებლის GeForce RTX 30xx მოდელებში გამოყენებული სისტემებისგან. ახალი Radeon-დაფების სტანდარტულ და XT-ვარიანტებს აქვთ ორი 8-პინიანი კვების კონექტორი. პარალელურად, ამაჩქარებლების ყველა ვერსია წარმოდგენილია ორმაგი BIOS-სისტემით, უხმაურო და ეფექტური მუშაობით, აგრეთვე სრული ზომის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტებით. Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Aorus Master Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Gaming OC Aorus Master ვიდეო დაფების სერია წარმოდგენილია ორი ვარიანტით. ერთ-ერთში მოცემულია USB Type-C კონექტორი, მეორე მათგანის კონექტორების ნაკრების შემადგენლობაა ორი DisplayPort და ორი HDMI. ვინაიდან ეს სერია Gigabyte-ის ფლაგმანია, მასში შემავალ ვიდეო დაფებს აქვთ პატარა OLED-ეკრანი, რომელზეც აისახება სასარგებლო ინფორმაცია გრაფიკული ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ (ტემპერატურა, მეხსიერების სიხშირე, GPU და ა.შ.). Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Aorus Master Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Gaming OC სამწუხაროდ, მწარმოებელი კომპანია არ გვიზიარებს Aorus Master-დაფების სრულ ტექნიკურ მახასიათებლებს, თუმცა მოგვაწოდა ინფორმაცია უმცროსი Gaming OC სერიის მოდელების სიხშირეების შესახებ. მაშ ასე, Radeon RX 6800XT-ის GPU-ის სიხშირეა 2045 და 2285 მჰც გეიმინგ და Boost-რეჟიმებში, რაც 6.1 და 2.4%-ით მაღალია ამ დაფის ეტალონური ვერსიის მაჩვენებლებთან შედარებით. რაც შეეხება სტანდარტულ Radeon RX 6800 Gaming OC მოდელს, მისი სიხშირეებია 1925 და 2155 მჰც იმავე რეჟიმებში, რაც საშუალოდ 1.5%-ით მაღალია ეტალონურ მაჩვენებელთან შედარებით. https://bit.ly/3fzjSX8
  21. PayPal-ის მიერ Bitcoin-ის მხარდაჭერის დაწყება Square-ის Cash App-ის საშუალებით აქტიურ შესყიდვებთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირველი კრიპტოვალუტის დეფიციტზე და, შესაბამისად, იწვევს აქტივის ფასის ზრდას. ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Pantera Capital-ის ახალ წერილში. კომპანიის შეფასებით, Cash App-ზე მოდის ყველა გამოშვებული Bitcoin-ის 40%-ის შესყიდვა. PayPal-მა სულ ახლახანს აამოქმედა კრიპტოვალუტების პირდაპირი შესყიდვის სერვისი და ეს უკვე დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე, ნათქვამია ანგარიშში. ანალიტიკოსების გამოთვლით, PayPal-ის მომხმარებლები ყიდულობენ გამოცემული Bitcoin-ების დაახლოებით 70%-ს. ამას მოწმობს ბრუნვის ზრდა რეგულირებად ბირჟა itBit-ზე, რომლის უკან დგას PayPal-ის პარტნიორი კომპანია Paxos. წყარო: Pantera Capital. გრაფიკზე არსებული ჰორიზონტალური ხაზი წარმოადგენს ხელახლა გამოცემული Bitcoin-ების მთელ მარაგს დამატებული itBit-ის საწყისი მოცულობა. Pantera Capital-ის აზრით, თუ ზრდა გაგრძელდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში PayPal დაიწყებს უფრო მეტი Bitcoin-ის ყიდვას, ვიდრე კრიპტოვალუტა გამოდის. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ PayPal-ისა და Cash App-ის მომხმარებლები უკვე სრულად ხსნიან მიმოქცევიდან მაინერების მიერ ყოველდღიურად მოპოვებულ Bitcoin-ებს. „საიდან მიიღებენ Cash App-ის მომხმარებლები თავიანთ მონეტებს? აქვე გავიხსენებთ შემოთავაზების შეზღუდულობასა და მოუქნელობას. ისინი კრიპტოვალუტას შეიძენენ უფრო მაღალ ფასად“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, მაისში Square-ის დეველოპერებმა Cash App-ს დაუმატეს Bitcoin-ის ავტომატური ყიდვის ფუნქცია დროის გარკვეულ ინტერვალებში. https://bit.ly/2UZwtth
  22. ინტერნეტში გამოჩნდა სლაიდები კომპანია NVIDIA-ს მიერ ლეპტოპებისთვის რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფის მახასიათებლებით. სლაიდების თანახმად, მომდევნო თაობის ლეპტოპები ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც მაღალი წარმადობის AMD Ryzen 5000H პროცესორებით, ისე NVIDIA GeForce RTX 3000 გრაფიკული დაფებით. მობილური AMD Ryzen 4000H პროცესორების ამჟამინდელი თაობა შემოიფარგლება PCIe 3.0 x8-ით, რის გამოც რომ ახალ ლეპტოპებში ყველაზე ძლიერი გრაფიკული დაფა იყო RTX 2060. ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რადგანაც ახალი ინფორმაციის თანახმად NVIDIA RTX 3070 და RTX 3080 დაფები წარმოდგენილი იქნება მომდევნო თაობის Ryzen 7 პროცესორებთან ერთად. AMD Cezanne (Ryzen 5000H) ლეპტოპები უკვე შესულია გრძელვადიან გეგმაში GeForce RTX 3070 და RTX 3080 ვიდეო დაფებთან. სლაიდის თანახმად, კომპანია მზადაა მხარი დაუჭიროს AMD Ryzen 5000-ის ბაზაზე მოქმედ სისტემებს. ამგვარი რამ დიდ ზეწოლას მოახდენს Intel-ზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დომინირებდა ლეპტოპების ბაზარზე. რეკომენდებული კონფიგურაციის თანახმად, RTX 3060 გრაფიკა შემოთავაზებული იქნება 999 აშშ დოლარიდან ზემოთ ფასის მქონე ლეპტოპებში. RTX 3070 ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება 1299 აშშ დოლარის ზემოთ ფასიან ლეპტოპებში. უმაღლესი დონის RTX 3080 დაფები კი წარმოდგენილი იქნება ლეპტოპებში, რომელთა ფასი იქნება არანაკლებ 1999 აშშ დოლარი. NVIDIA-ს სამივე ვიდეო დაფა უკვე აღწერილია პორტალ Notebookcheck-ის მიერ. RTX 3080-ს ექნება გრაფიკული პროცესორი GA104-775, RTX 3070-ს - GA104-770, RTX 3060-ს კი - GA104-610. მეხსიერების კონფიგურაცია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა ვარიანტის შესაბამისად ამ დაფებს ვიხილავთ 8 და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით. ისევე როგორც ადრე, წარმოდგენილი იქნება ვიდეო დაფების ორი ვარიანტი: Max-P ან Max-Q. NVIDIA-ს, AMD-სა და Intel-ს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ როდის უნდა გამოვიდეს მომდევნო თაობის მობილური კომპიუტერები. ცნობილია ის, რომ ანონსები მოსალოდნელია გამოფენა CES 2021-ზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. https://bit.ly/2V1vkBy
  23. ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა კომპანია Guangzhou Automobile Group-მა (GAC) განაცხადა, რომ რეალურ პირობებში საგამოცდო ექსპლუატაციისთვის ემზადება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი გრაფენის ბატარეები. ტესტირება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. თუკი გამოცდის შემდეგ მათ ექსპლუატაციაში მიიღებენ, ეს გახდება ბიძგი ელექტრო ტრანსპორტის განვითარებისთვის, რადგან ამგვარი ბატარეების 85 %-მდე დამუხტვისთვის საჭიროა მხოლოდ რვა წუთი. ამ დროისთვის GAC არ არის დარწმუნებული, დააკმაყოფილებს თუ არა გრაფენის ელემენტები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების პირობებს. გრაფენის ელემენტების ტექნოლოგია კოდური სახელით "3DG" შეიმუშავა ჩინურმა კომპანიამ Guangqi. ერთ დროს, GAC-მა შთანთქა დეველოპერი და 2014 წელს დაიწყო ახალი ბატარეების შექმნაზე ზედამხედველობა. ახალი ბატარეები ერთი წლის წინ დაანონსდა. ამ დროისთვის კომპანიამ დაამზადა საკმარისი რაოდენობის აკუმულატორები, რათა მოხდეს მათზე მომუშავე ელექტრომობილების შემოწმება რეალურ პირობებში და არა ლაბორატორიაში. გრაფიტის ხარჯზე ბატარეაში მრავალჯერ იზრდება ელექტრონების გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას იძლევა აკუმულატორი დაიმუხტოს დიდი ძაბვით დაზიანების საფრთხის გარეშე. ბატარეების დამუხტვა მნიშვნელოვნად მოკლე დროში ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება მთელ ინდუსტრიაზე და არა მხოლოდ. https://bit.ly/39cYSo3
  24. Bitcoin-ის აღმასვლა 20 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ გამყარებულია 2020 წლის სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობით. ამას მოწმობს კომპანია Arcane Research-ის ანგარიში. ანალიტიკოსების დაკვირვებით, კრიპტო ბირჟების ყოველდღიურმა სავაჭრო ბრუნვამ 5.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია - ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მარტში Bitcoin-ის ფასის ვარდნის დროს (5.05 მილიარდი აშშ დოლარი). სპოტ-ბირჟების საერთო ბრუნვის დინამიკა. Arcane Research, Skew, Messari. სპოტ-ვაჭრობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც შეესაბამება 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. ბაზრის მონაწილეთა ენთუზიაზმს ამტკიცებს კრიპტოვალუტის „შიშის ინდექსი“, რომელიც დაახლოებით 88-იან ნიშნულზე ნარჩუნდება. გასულ კვირას მაჩვენებელმა 94-ს მიაღწია, რაც ბაზრის მონაწილეების „უკიდურეს სიხარბეს“ ნიშნავს. წყარო: Arcane Research. Alternative.me. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე მიიღწევა 20 ათას აშშ დოლარიანი მაჩვენებელი, რომელიც 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა. „ფასების ამჟამინდელი დინამიკის გათვალისწინებით გასაკვირი არ იქნება, თუ Bitcoin-ი ავა 20 ათას აშშ დოლარზე მაღლა”, - აღნიშნა Arcane Research-მა. თუ ეს დონე სერიოზული დაბრკოლება გახდება ციფრული ოქროსთვის, მაშინ დაღმავალი კორექცია 16 ათას აშშ დოლარიან დონეს შეინარჩუნებს, ნათქვამია ანგარიშში. ჯერჯერობით დოლართან წყვილში ისტორიულ მაქსიმუმამდე ფასის დაახლოებით 2% რჩება. https://bit.ly/362Ly3y
  25. Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ სამშაბათს 500 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, კვოტირებამ გადააჭარბა 527.48 აშშ დოლარს თითო აქციაზე და შეადგინა 540.4 აშშ დოლარს. ინვესტორებს სჯერათ კომპანიის: წელს აქციების ფასი ხუთჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მეტწილად სიმბოლურია, ის მეტყველებს ბაზრის ნდობაზე ილონ მასკის მიმართ. სხვათა შორის, შეერთებული შტატების იმ მანქანათმშენებელ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების კოტირება ხდება ბირჟაზე, Tesla იანვარში გახდა 100 მლრდ აშშ დოლარს ზემოთ კაპიტალიზაციით პირველი. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა ზედიზედ მეხუთე მომგებიანი კვარტლის შესახებ: მესამე კვარტლის შემოსავალი 8.77 მილიარდი იყო. ამავე თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში მიწოდებულ იქნა 139 300 ელექტრომობილი, რაც კომპანიის ახალი რეკორდია. Tesla უნდა შეუერთდეს S&P 500 საბირჟო ინდექსს 21 დეკემბერს, რამაც მიმდინარე თვის დასაწყისში მისი აქციების ფასის ზრდა განაპირობა, რადგანაც საინვესტიციო მენეჯერებს, რომლებიც S&P 500-ს აკონტროლებენ, თავიანთი პორტფელისთვის აქციების ყიდვა მოუწევთ. გასულ კვირას სააგენტო Morgan Stanley-მაც აწია Tesla-ს რეიტინგი და მრავალი წლის მანძილზე პირველად მისი აქციების შესყიდვის რეკომენდაცია გასცა. მიმდინარე კვირაში აქციების ფასის ზრდის შედეგად მასკმა გაუსწრო Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს და გახდა მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც იკვლევს მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის მდგომარეობას. ილონ მასკის კუთვნილი კაპიტალი 2020 წელს 100 მლრდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მასკს 35-ე ადგილი ეკავა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ახლა კი Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ბეზოსს მიუახლოვდა. https://bit.ly/3748yhX
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.