Jump to content

OverDozeD

OC Legends
  • Posts

    4014
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Posts posted by OverDozeD

  1. ჩემი აზრი ასეთია:

    პორტალი აუცილებელია სიმარტივის გამო, ასევე არსებობს "ზარმაცი" ვიზიტორების კასტა, რომლებსაც ეზარებათ ფორუმის "ჯურღმულებში" ხეტიალი და მარტივად ურჩევნიათ პორტალზე ლამაზად გაფორმებულ დიზაინში კითხვა. მე ის უფრო მაინტერესებს რას გვიშლის ასე ძალიან პორტალი, რომ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა?

  2. გამარჯობათ, მინდა შემოგთავაზოთ რევიუ hwbot.org საიტის შესახებ, სადაც უკვე საკმაოდ წარმატებით გამოდის ჩვენი გუნდი Overclockers.ge

     

     

     

    logo.png

     

    HWbot.org

     

     

    რა არის HWbot.org?

     

    HWbot.org არის web რესურსი, სადაც ხდება კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი და შედარება, ამ საიტზე ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილი ინფორმაცია მოვიძიოთ კომპიუტერის ნებისმიერი ძირითადი (CPU, GPU, RAM, HDD...) კომპონენტის შესახებ, გავიგოთ რეალური ტესტების საფუძველზე რისი მაქნისია რომელიმე აქ ჩამოთვლილი კომპონენტის ახალი მოდელი და შევადაროთ მისი წარმადობა სხვა მოდელებს. ასობით მომხმარებლების ხარჯზე შედგენილია უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, სადაც შესულია ინფორმაცია სხვადასხვა ტესტების შედეგების შესახებ. მაგალითად, ძალიან მარტივად შეგვიძლია გავიგოთ highest frequency reached (მაქსიმალური მიღწეული სიხშირე). ამჟამად HWbot.org-ის მონაცემებით ეს რეკორდი შეადგენს 8179.89 mhz რომელიც დააფიქსირა ThuG OC Team Italy-მ შედეგების ვალიდაცია დგება ტესტების საფუძველზე (განვიხილავთ ქვემოთ). შედეგების შეფასება ხდება სპეციალური ქულებით (hwbopints) და თასებით trophy-gold.giftrophy-silver.giftrophy-bronce.giftrophy-medal.gif

     

    რა არის hwbopints?

     

    როგორც უკვე აღვნიშნე, შედეგების შეფასება ხდება სპეციალური ქულებით და თასებით. არსებობს შეფასების ორი კრიტერიუმი ეს არის Global rank და Hardware rank.

    Global rank წარმოადგენს ამა თუ იმ ტესტში მიღწეულ უმაღლეს შედეგთან შედარების ქულას, ამ ტესტში მონაწილეობს ყველა ამ სახეობის hardware, მაგალითად, ავიღოთ პროცესორი Pentium 4 631.

    simxgs.jpg

    სურათზე ჩანს, რომ ორივე შეფასების კრიტეიუმით არის პირველი ადგილი მიღწეული, მაგრამ Global rank-ის ქულები გაცილებით უსწრებს Hardware rank-ს. ეს იმიტომ ხდება, რომ Pentium 4 631 არის მსოფლიიოს რეკორდსმენი უმაღლეს სიხშირის მიღწევაში და შესაბამისად Global rank-შიც პირველზეა გასული ყველა პროცესორთან შედარებით. ასევე Hardware rank-შიც პირველზეა იმიტომ, რომ მარტო ამ კონკრეტული მოდელის პროცესორის უმაღლესი შედეგიც ესაა თავისთავად.

    ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. core 2 duo E8400

    49wxr8.jpg

    ამ სურათზე დაფიქსირებულია E8400 პროცესორის უმაღლესი მიღწეული სიხშირე, მაგრამ გაცილებით დაბალი ქულები აქვს მოპოვებული, რატომ? პასუხი მარტივია -

    Global Rank: not in top 1000

    რაც შეეხება თასებს და მედალს; ნებისმიერ რენკინგში პირველ ხუთეულს ენიჭება შესაბამისად

    I - trophy-gold.gif

    II - trophy-silver.gif

    III - trophy-bronce.gif

    IV - trophy-medal.gif

    V- trophy-medal.gif

     

    რაც მეტია დაფიქსირებული შედეგების რაოდენობა, მით მეტია ქულების წილობრივი რაოდენობა, მაგალითად:

    SuperPI 1M - Global Rank: 1st - 104.8 points / 33079 ვალიდაცია

    SuperPI 32M - Global Rank: 1st - 85.6 points / 12350 ვალიდაცია

     

     

    რა ტესტებით(ბენჩმარკებით) ხდება ქულების და მედლების მინიჭება?

     

    skn5ol.jpg

     

    http://www.hwbot.org/benchmark.do

    სურათზე ნაჩვენებია ყველა ბენჩმარკი რაც გამოიყენება ამ საიტზე, აღსანიშნავია ის, რომ სამი აპლიკაცია, კერძოდ PCMark 2004, PCMark Vantage და SisoftSandra არ იძლევა ქულებს, აქ ენიჭება მარტო თასები და მედლები.

     

    განვიხილოთ სათითაოდ:

     

    1. 3Dmark 2001 - სკრინის ნიმუში

    გამოიყენება ძველი ვიდეო კარტების დასატესტად, (DX7,8,9) თუმცა ახლაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark01 (default @ 1024X768)

    აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში.

    ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

    Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

    რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 4 ტესტის გატარება

     

     

    2. 3Dmark 2003 - სკრინის ნიმუში

    ესეც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი ვიდეო კარტების გსატესტად (DX8,9)იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark03 (default @ 1024X768)

    აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში.

    ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

    Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

    რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 4 ტესტის გატარება

     

    3. 3Dmark 2005 - სკრინის ნიმუში

    3DMark05 შეიქმნა DX9 ვიდეო კარტების გასატესტად, ასევე ოპტიმიზებულია ორ ბირთვიან პროცესორებზე მუშაობაც. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark05 (default @ 1024X768)

    აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში.

    ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

    Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

    რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 3 ტესტის გატარება CPU test-ების გატარება არაა აუცილებელი.

     

    4. 3Dmark 2006 - სკრინის ნიმუში

    3DMark06 დაფუძნებულია 05-ის ბაზაზე გაუმჯობესებული გრაფიკით და ახალი CPU test-ებით. ასევე დამატებულია SM3.0/HDR ტესტი. სარგებლობს უზომო პოპულარობით და მიჩნეულია ერთერთ ძირითად ბენჩმარკად ვიდეო კარტის და პროცესორის რეალური პოტენციალის გამოსავლენად. სრული ტესტის გასავლელად აუცილებელია DX9 + SM3.0 მხარდაჭერის მქონე ვიდეო კარტები.იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark06 (default @ 1280X1024)

    აკრძალულია MIPMAP tweaking, ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში. და ე.წ. post-processing

    ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

    Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

    აუცილებელია ყველა default ტესტის გატარება!

     

    5. 3DMark Vantage - Performance - სკრინის ნიმუში

    ჯერჯეობით 3DMark სერიის ბოლო ვერსია, აუცილებელი მოთხოვნაა windows vista და DX10. შესანიშნავად იყეენებს მულტი CPU/GPU არქიტექტურას. გააჩნია ინოვაცია, აქვს მუშაობის რამდენიმე პროფილი, თუმცა HWBOT-ზე გამოიყენება default (Performance). იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark VANTAGE (default @ 1280X1024)

    აკრძალულია MIPMAP tweaking, ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში

    PhysX-ის მხარდაჯერის მქონე ვიდეო კარტებისთვის (NVIDIA) სავალდებულოა გამოირთოს ეს ფუნქცია და ისე გაიტესტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულა არ ჩაითველბა

    ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

    Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

    აუცილებელია ყველა default ტესტის გატარება!

     

    6. Aquamark - სკრინის ნიმუში

    Aquamark - საშუალებას გვაძლევს მარტივად გავზომოთ ვიდეო კარტის სათამაშო პოტენციალი სხვადასხვა ტესტებზე დაფუძნებული მეთოდით, აქვს DX9-ს მხარდაჭერა და ასევე მრავალმხრივ დატვირტული გრაფიკის ვარიაცია. იყენებს 3D რენდერინგის სხვადასხვა მეთოდებს. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z და Aquamark-ის სკრინი გადატანილი paint-ში.

    ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

    ეს ბენჩმარკი უფასოა და არ საჭიროებს ვალიდაციის ლინკს!

     

    7. CPU-Z - სკრინის ნიმუში

    CPU-Z არის უფასო უტილიტა კომპიუტერის ძირითადი მახასიათებლების საჩვენებლად და ასევე უტყუარი საშუალება მიღწეული ამა თუ იმ შედეგის დასაფიქსირებლად. ამ პროგრამით იზომება

     

    Quote
    CPU

    * Name and number.

    * Core stepping and process.

    * Package.

    * Core voltage.

    * Internal and external clocks, clock multiplier.

    * Supported instructions sets.

    * Cache information.

    Mainboard

    * Vendor, model and revision.

    * BIOS model and date.

    * Chipset (northbridge and southbridge) and sensor.

    * Graphic interface.

    Memory

    * Frequency and timings.

    * Module(s) specification using SPD (Serial Presence Detect) : vendor, serial number, timings table.

    System

    * Windows and DirectX version.

    აუცილებელი მოთხოვნაა ვალიდაციის ლინკი და ამ ლინკში მითითებული ავტორის მიერ დაფიქსირება ამ ვალიდაციის!

    არაა აუცილებელი ვალიდაცია იყოს იმ დღესვე გაკეთებული როდესაც შედეგი დაფიქსირდა, შესაძლებელია შეინახოს (F7 ღილაკის დაჭერით ინახავს ფაილს CPU-Z folder-ში) ვალიდაციის ფაილი (*.*.cvf) და მოგვიანებით გაკეთდეს მისი ვალიდაცია.

     

    8. PCMark 2004 - სკრინის ნიმუში

    PCMark 2004 - შექმნილია 3DMark-ის შემქმნელებისგან და მოიცავს თავის თავში მთლიანი სისტემის ტესტს. მასში გაერთიანებულია

     

    Quote
    * System Test Suite

    * CPU Test Suite

    * Memory Test Suite

    * 2D and 3D Graphics Test Suite

    * Hard Drive test Suite

    * And more.

    როგორ უკვე აღვნიშნე, ამ ტესტში არ იწერება ქულები, მარტო ხუთეულში მოხვედრილებს ეძლევა თასები და მედლიები შესაბამისად.

    აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2004

     

    8. PCMark 2005 - სკრინის ნიმუში

    PCMark 2005 - წარმოადგენს 04-ის განახლებულ ვერსიას

     

    Quote
    Basic Edition features:

     

    * System tests, presenting the total PCMark score.

    * System Info, showing your PC hardware and system software in detail.

    * Online services. Submit your results and compare them to - PCMark05 results from all over the world.

     

    Advanced Edition features:

     

    * System tests, presenting the total PCMark score.

    * CPU test suite, giving a CPU score

    * Memory test suite, giving a Memory score.

    * Graphics test suite, giving a graphics score.

    * HDD test suite and a total HDD score.

    * System Info, showing your PC hardware and system software in detail.

    * Online services. Submit your results and compare them to -PCMark05 results from all over the world.

    აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2005

    TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ორიგინალი ვერსია)

     

    9. PCMark Vantage - სკრინის ნიმუში

    PCMark Vantage - ჯერჯერობით PCMark-ის ბოლო ვერსია,

    როგორ უკვე აღვნიშნე, ამ ტესტში არ იწერება ქულები, მარტო ხუთეულში მოხვედრილებს ეძლევა თასები და მედლიები შესაბამისად.

    აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2004

    TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ორიგინალი ვერსია)

     

    10. PiFast - სკრინის ნიმუში

    PiFast - pi რიცხვის გამოთვლის ყველზე სწრაფი მეთოდი, დაწერილია Xavier Gourdon-ის მიერ.

     

    Quote
    PiFast features

     

    * Computes decimal digits of pi, e=exp(1), sqrt2, with the high limit of 17 billion digits.

    * Very fast (fastest pi program available on the web - July 5 2003).

    * Much more economical in memory than other pi programs.

    * Parameters can be used to fit in the memory machine (memory saved <-> time lost).

    * Able to handle disk memory for very large computations, permitting to compute much more digits than could be contained in the physical memory.

     

    Very large computations can be done in several chunks.

     

    * Can compute a lot of other predefined constants (log(2), zeta(3), …) with many formulas.

    * User can define his own formula to compute a constant.

    * Can compress directly the output result and later, decompress all or part of it.

    აუცილებელია სკრინის გაკეთება ისე, როგორც ნიმუშზეა მითითებული, ანუ უნდა ჩანდეს DOS box, CPU-Z memory და CPU-Z processor

     

     

    10. SiSoftware Sandra - სკრინის ნიმუში

    SiSoftware Sandra- წარმოადგენს windows-ის მთლიანი სისტემის ანალიზს. ამ პორგრამით შესაძლებელია ისეტი კომპონენტების შედარება, როგორიცაა CPU, chipset, video adapter, ports, printers, sound card, memory, network, Windows internals, AGP, ODBC Connections, USB2, და FireWire.

    სავალდებულოა სკრინის გაკეთენა ისე, როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ SiSoft Sandra 2007, CPU-Z processor CPU-Z memory

     

     

    11. SuperPi 1M - სკრინის ნიმუში

    SuperPi - გათვლილია სპეციალურად შემუშავებული რიცხვების გამოსათველად, რომელიც იყენებს FFT არითმეტიკას. შესანისნავი მეთოდია პროცესორის singletasking-ის გასატესტად. ძირითადად დამოკიდებულია პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების სიხშირეზე. SuperPi-ს აქვს გამოთვლის მრავალი ვარიაცია, მაგრამ ამ ტესტში გამოიყენება 1M (1 მილიონი).

    აუცილებელია გამოვიყენოთ XtremeSystems version 1.5 ვერსია. სკრინი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, ანუ უნდა ჩაანდეს SuperPi ფანჯარა და "calculation done" ღილაკი, ასევე CPUZ processor და CPUZ memory

     

     

    12. SuperPi 32M - სკრინის ნიმუში

    SuperPi - გათვლილია სპეციალურად შემუშავებული რიცხვების გამოსათველად, რომელიც იყენებს FFT არითმეტიკას. შესანისნავი მეთოდია პროცესორის singletasking-ის გასატესტად. ძირითადად დამოკიდებულია პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების სიხშირეზე. SuperPi-ს აქვს გამოთვლის მრავალი ვარიაცია, მაგრამ ამ ტესტში გამოიყენება 32M (32 მილიონი).

    აუცილებელია გამოვიყენოთ XtremeSystems version 1.5 ვერსია. სკრინი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, ანუ უნდა ჩაანდეს SuperPi ფანჯარა და "calculation done" ღილაკი, ასევე CPUZ processor და CPUZ memory

     

     

    13. wPrime 1024m - სკრინის ნიმუში

    wPrime 1024m - ძირითადად გათვლილია პროცეორის multitasking-ის გასატესტად, ანუ აქ მოქმედებს ლოგიკა, რომ რაც მეტია ბირთვების რაოდენობა პროცესორში მით სწრაფია ის. ტესტში არის ორი პროფილი 32M და 1024M. ამ ტესტში გამოიყენება 1024M და რაც ნაკლებია ტესტის ხანგძლივობა მით უკეთესია შედეგი. უნდა გამოვიყენოთ პროგრამის ბოლო ვერსია. 4 ან მეტი ბირთვიანი პროცესორის შემთხვევში Advanced განყოფილებაში ხელით უნდა მიეთითოს ბირთვების რაოდენობა.

    აუცილებელია გავაკეთოთ სკრინი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ wPrime 1024M ფანჯარა, ასევე CPU-Z processor და CPU-Z memory

    TOP20-ში მოსახვედრად უნდა გაკეთდეს online validation (პროგრამა უფასოა)

     

    14. wPrime 32m - სკრინის ნიმუში

    wPrime 32m - ძირითადად გათვლილია პროცეორის multitasking-ის გასატესტად, ანუ აქ მოქმედებს ლოგიკა, რომ რაც მეტია ბირთვების რაოდენობა პროცესორში მით სწრაფია ის. ტესტში არის ორი პროფილი 32M და 1024M. ამ ტესტში გამოიყენება 32M და რაც ნაკლებია ტესტის ხანგძლივობა მით უკეთესია შედეგი. უნდა გამოვიყენოთ პროგრამის ბოლო ვერსია.4 ან მეტი ბირთვიანი პროცესორის შემთხვევში Advanced განყოფილებაში ხელით უნდა მიეთითოს ბირთვების რაოდენობა.

    აუცილებელია გავაკეთოთ სკრინი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ wPrime 32M ფანჯარა, ასევე CPU-Z processor და CPU-Z memory

    TOP20-ში მოსახვედრად უნდა გაკეთდეს online validation (პროგრამა უფასოა)

     

    რატომ უნდა დავრეგისტრირდეთ HWbot.org-ზე?

     

    ამ საიტზე არსებობს სხვადასხვა რენკინგები, არის კლასიფიკაცია ქვეყნების მიხედვით, გუნდების მიხედვით, მონაწილეების მიხედვით. ჩვენი მიზანია ღირსეული ადგილი დავიკავოთ მსოფლიო ასპარეზზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოშიც არსებობს overclocking! რათქმაუნდა ვერ შევედრებით გიგანტებს, ისეთებს, როგორიცაა Team finland, XtremeSystems.org და ა.შ. მაგრამ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა ბევრ მასზე განვითარებულ და მრავალრიცხოვან ქვეყნებს უსწრებს უკვე. რაც მეტი იქნება ჩვენს გუნდში მით მეტად წავიწევთ წინ! არაა აუცილებელი ბოლო თაობის hardware იმისათვის, რომ ქულები და ჯილდოები ავიღოთ. საჭიროა უბრალო მონდომება და ერთიანობის განცდა.

    გისურვებთ წარმატებას!

     

     

    ნებისმიერ გაუგებარ საკითხზე დასვით კითხვა და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

     

     

     

    ©OverDozeD

     

     

     

    """"""""""""""""""""""

    EDITED!!

     

    3Dmark 03-05-06 -ებში აუცილებელია სკრინზე ნაჩვენები იყოს subtest score ანუ თითოეულ ტესტის fps-ები, ან ORB ვალიდაციის ლინკი

    • Upvote 5
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.