-
Posts
8136 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
31
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ASRock Z77 Extreme3 ვიყიდე მადლობა და ვხურავ
-
ვერა, მარა რეალურ ჰარდზე არ ღის ჯერ ისედაც დაყენება კი, VMWare Player-ზეც
-
ხო, TPM 2.0 და Secure Boot უნდაო გაჟონილ ბილდს რომ რეალურ ჰარდზე დააყენო, მე დავაყენე ვირტუალში და საკმაოდ კარგად მუშაობს, თან ზომაშიც პატარაა, ეს TPM 2.0 მხარდაჭერის მოთხოვნა ზედმეტია ჩემი აზრით ძაან უკვე, ბევრ თანამედროვე Consumer დედაპლატას არც აქვს დღესაც, იდეაში Secure Boot-იც არაა საჭირო, რადგანაც 775 სოკეტები მშვენივრად ამუშავებენ Windows 10-ს საოფისე დონეზე მაინც, თანამედროვე ვიდეოკარტა თუ აქვს GT 1030/RX 550 დონის მაინც უკვე HEVC 4K ვიდეოეებსაც მშვენივრად უმკლავდებიან და უნდა ჩამოწერო ფაქტიურად ეგ კომპები და e-waste გახადო (ნუ Linux თუ დააყენებ რა თქმა უნდა გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს) ამ გაჟონილ ბილდში გარდა ინტერფეისისა და ბევრი არაფერი სიახლეა, (თან ეგ უმეტესობა Win 10-საც დაემატება მგონი, რაც ძაან არ მომეწონა, Taskbar-ზე გახსნილი პროგრამების/ფანჯრების კომბინირების გათიშვა არ აქვს, მე მაგალითად ახლაც ძველი სტილით ფართე იკონკებს ვიყენებ გაცილებით უფრო მოსახერხებელია როცა რამდენიმე დოკუმეტი მაქვს გახსნილი მათ შორის გადართვა, კომბინირებულში ჯერ მაუსი უნდა მიიტანო ჯგუფთან, მერე გაიხსნება ახალი ფანჯარა შიგნი დოკუმენტებით ცალ-ცალკე და იქ უნდა აირჩიო იმედია 24-ში წარმოადგენენ უფრო მნიშვნელოვან სიახლეებს და ტასკბარის ძველებურად მოწყობაც იქნება შესაძლებელი
-
გაუმარჯოს, ერთი პროექტისთვის მჭირდება 1155 სოკეტის დედადაფა, აუცილებელია ქონდეს OC შესაძლებლობა (თუმცა არა მაინცდანმაინც OC-ზე ოპტიმიზირებული) ჩემი მიზნებისთვის შევარჩიე ეს ორი მოდელი: INTEL-DZ68BC https://www.mymarket.ge/ka/pr/21118423/dedabaraTebi/1155soketi-INTEL-DZ68BCLGA1155-2xPCI-E და ASRock Z77 Extreme3 https://www.mymarket.ge/ka/pr/21118395/dedabaraTebi/ASRock-Z77-Extreme3LGA1155-3xPCI-E ფასი ერთნაირი აქვს, რომელს მირჩევდით ამ ორს შორის? Z77 თითქოს უკეთესი OC-ერი უნდა იყოს, თუმცა Intel-ის დედადაფას უკეთესი features ები აქვს და დიზაინიც (რასაც გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებ ამ შემთხვევაში) გაცილებით უკეთესია ასევე მაინტერესებს RAM-ების მაღალ სიხშირეზე მუშაობა 2133-იანი კიტს ველოდები და Intel-ის ბორდზე რაც ვნახე მგონი 1600 Mhz აქვს მხარდაჭრა,(მანუალში +1600 უწერია, რაც ცოტა გაუგებარია) როცა AsRock 2400-მდეც ადის ასევე Intel-ის დედა დაფები უფრო სტაბილურებიაო, მაგრამ ძველ მოდელებში ალბათ გამართლებაზეცაა, მქონია Intel-ის x58 დედადაფა რომელმაც აურია, მაგრამ მაგალითად NAS-ში მაქვს ერთი და მუშაობს 24/7 ჯიგრულად (თუმცა ძალიან დაბალი ენერგომოხმარების კომპონენტებით), ასევე AsRock მქონდა x99 და აურია, მაგრამ 775 მაზერები მაქვს AsRock და კარგად მუშაობს (თუმცა არა ყოველდღიურ რეჟიმში) მოკლედ რომელს აირჩევდით ამ ორიდან?
-
Necromunda: Hired Gun მომეწონა (2 მისია ვითამაშე ჯერ) განსაკუთრებით ვისაც Warhammer 40K მოწონს, თან ასწორებს რომ Space Marine-ები არ არიან, ძირითადად "სტანდარტულ" ადამიანებს ებრძვი titanfall სტილში, (კედლებზე სირბილი მგონი უკეთესადაცაა, მართალია არარეალისტურად, მაგრამ ასწორებს) შესამჩნევი ნაკლიც ბლომად აქვს (ზოგი ტექსტურა ძალიან დაბალი რეზოლუციისაა, sound mixing ძალიან არეულია და დიალოგის ხმა არ ისმის) თუმცა მალე გამოვასწორებთო, შინაარსითაც არ გამოირჩევა, მაგრამ გეიმფლეი და ატმოსფერო ნამდცილად 40K-ს შესაფერისია
-
EA რა თქმა უნდა ბოლოდმე იღორა და მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ტრილოგია და + ანდრომედაც მაქვს ნაყიდი, პატრა ფასდაკლებაც კი არაა 60 USD გაჭიმული, არადა იდეაში მხოლოდ პირველშია სერიოზული გრაფიკული და გეიმფეის ცვლილებები და დაახლოებით 10-ჯერ მაქვს დახურული და კიდევ 60 უსდ გადახდა მაგრად მენანება
-
მე წაშლილი მქონდა ალბათ ხო და მერე PC Enhanced Edition-ში შეხვალ და დააყენებ
-
ცალკე ვერსიაა, სთორში ნახე და ის უნდა გადმოწერო
-
DLSS Quality, RTX-Ultra და Reflection-ებიც Raytraced 130+ FPS აქვს 2K-ზე DLSS გავუთიშე და 60-90 FPS აქვს საღოლ, კარგი ოპტიმიზაცია გაუკეთებიათ DLC-ები მაქვს ნაყიდი, მაგრამ ვერ ვრთავ, რომ შევდივარ DLC მენიუში Epic Store-ში მაგდებს იყიდეო არადა დაყენებულია
-
RX 480 + B360M-DS3H ვერ შევათავსე ერთმანეთთან
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
polaris bios editor თუ რომელ პროგრამას იყენებდი? -
RX 480 + B360M-DS3H ვერ შევათავსე ერთმანეთთან
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
ანუ ბიოს რომ დავარედაქტირებ ავტომატურად გაეთიშება UEFI მოთხოვნა? გაიხარე, ვცდი მაგას! ისე მეეჭვება Intel სპეციალურად აკეთებდეს ამას, AMD-ს აქვს არასაჭირო და სავარაუდოდ დაბაგული იმპლემენტაცია UEFI/Secure Boot მოთხოვნის -
RX 480 + B360M-DS3H ვერ შევათავსე ერთმანეთთან
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
კონკრეტულად რა შევცვალო? ან რომლით ნერვებს მიშლის ეს AMD უაზროდ რომ ზღუდავენ თავის ბარათებს და მაზერების მიმართ პრეტენზიულები რომ არიან R9 290 მქონდა შარშან (200 ლარად ვიყიდე, რა დრო იყო) და ერთ ჩემს მაზერზე (EVGA x58) არ ჩაირთო, მაგრამ მეორეზე (x58 ჩიპსეტი, მაგრამ DELL-ის OEM) ჩაირთო და იმუშავა, მაგრამ ამ შემთვევაში რა პრობლემაა ვერ ვხვდები მაზერი უფრო ახალია მგონი -
გაუმარჯოს, მაქვს ასეთი უცნაური პრობლემა, Gigabyte B360M-DS3H დედადაფა (ბოლო BIOS, F17B) ვერ ხედავს RX 480-ს (Sapphire Nitro OC 8Gb), ანუ BIOS-შიც არ ჩანს, PCI Device-ებში, არც Windows-ში თავისთავად, BIOS-დან ინტეგრირებულ ვიდეოს რომ გავთიშავ (პროცესორი i7 8700-ია ინტეგრირებული HD 630-თი) არც მაშინ, საერთოდ არ იპოსტება 5 მოკლე beep-ია და ითიშევა, როგორც ვნახე ვიდეოს პრობლემებთანაა დაკავშირებული, რამდენჯერმე დავარესეტე და მაინც ვერ ხედავს სამაგიეროდ, RTX 2080 ხედავს, RX 480 ვიდეო/RAM სხვა კომპში უპრობლემოდ მუშაობს Secure Boot ჩავრთე, CMS გამოვრთე, PCI-e ხელით დაყენება ვცადე Gen 2, Gen 3-ზე, მაინც არაფერი ხომ არ გაქვთ რამე იდეა რა შეიძლება ვცადო?
-
Owners of Metro Exodus are also entitled to the Metro Exodus PC Enhanced Edition - a stunning visual upgrade that REQUIRES a Ray-Tracing Capable GPU as part of the minimum spec. ანუ უფასოდ მერგება შეიძლება კიდევ დახურვა, თავის დროზე 1080ti-ზე დავხურე, DLC-ებიც არ მითამაშნია
-
ვისაც ნაყიდი აქვს იმისთვის ნეტავ უფასო აპგრეიდი იქნება?
-
hotfix-ია მცირე რამეები გაასწორა, არ მითამაშია ჯერ, 1.20 განახლების მერე გავაგრძელე ერთი საღამო (point no return-ის წინა სეივზე ვარ) და კარგად გავერთე გვერდით და რენდომ მისიებით, ერთი ნაკლია, რაც ზოგადად გეიმფლეიში და მის დიზაინშია ადრეც მეწერა, სტელს სტილით თამაშისას არ ჯილდოვდები, ანუ არალეტალური იარაღით, ან trakedown-ების გამოყენებაზე რომ იწვალო, ნაკლები loot და ფული გექნება, ვიდრე ლეტალურზე, ნებისმიერ ბანდასთან დაპირისპირებისას უფრო სწრაფი და შედეგიანია რომ დახოცო ყველა უბრალოდ, მეტ XP-ს და ფულს იღებ, არადა ზოგზე ძებნა და ჯილდო ნალებად მძიმე დანაშაულზეა გამოცხადებული და თუ არ მოკალი, ვერ მიიღებ ვერც ჯილდოს, ასევე ნაკლები XP გაქვს აგრესიული თამაში კი ნამდვილად სახალისოა, მაგრამ ჯერ ერთი არარეალურია, რომ მაგალითად მანქანის ქურდობაზე გამოცხადდეს ვინმეზე ჯილდო რომელსაც მოკვლის მერე აძლევენ bounty hunter-ს, მეორეც, გაცილებით უფრო შრომატევადია სტელსი და უმეტესობა თამაშებშიც შესაბამისად გაჯილდოვებს მეტი XP-თი და უკეთესი შედეგებით ზოგადად ერთი რომ სახალისო გეიმფლეის ანებებ თავს რომ ჩუმად გაიარო მისია, მეორეც რომ არაეტალურად აკეთებ ამას, მესამეც საკმაოდ რთული და ზოგჯერ დამღლელიცაა იდეალური სტელსი, ამიტომ მეტი ჯილდო უნდა გქონდეს, განსაკუთრებით Dishonored დამამახსოვრდა ამ მხრივ, სადაც არალეტალური სტელსი ყველაზე კარგ საბოლოო შედეგს გაძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ლეტალური (სტელსი, თუ პირდაპირ ხელჩართული) ძალიან სახალისოა, აქ კიდევ, გაქვს მშვენიერი შესაძლებლობა და რომ გამოიყენებ ჯერ ერთი საბოლოოდ არანაირი გავლენა არ აქვს, მერე ნაკლები XP, ფული და ლუტია, ძაან უაზრობაა და საკმაოდ ადვილად შეიძლება ალბათ გამოსწორება
-
portal 2 უბრალოდ მოკლეა კოოპ რეჟიმი, მაგრამ PvP რეჟიმიც აქვს
-
წავითამაშე რამდენიმე საათი, მოტოცილკეტი ხშირად ეჭედება ისევ კედლებში და ტრასების ჯებირებზე, უნდა ჩამოხვიდე და მერე დაჯდე თავიდან რომ გამოიხსნას შიგადაშიგ წაიბორძიკებს ხოლმე (FPS ჩამოვარდება) სხვა გამაღიზიანებელი ბაგები არ შემიმჩნევია
-
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები მაგაში, 1) ჩვენ არ დაგვითქვია გამოშვების დრო 2) ჩვენ არ დაგვიჰაიპებია 2) ჩვენ არ მოგვითხოვია გინდა თუ არა გამოუშვი ახლა როგორიცაათქო ეგ კი არა სხვა თამაშებისგან განსხვავებით გაცილებით რბილად ექცეოდნენ ფანები და ოღონდ კარგი გამოვიდეს და გადადონო თავისივე პრეს რილიზებში ამბობდნენ რომ ვასალაშინებთ, რომ გამოსვლისთანავე საუკეთესო ტექნიკურ მდგომარეობაში იყოსო არაერთხელ თქვეს, ბოლო გადადებაზე იყო რომ ახალი თაობის კონსოლებს დაამთხვიეს და მაგაზე იყო საყვედურები თუ კონსოლისთვის მზად არ აქვთ PC-სთვის მაინც გამოუშვანო (ესეც მათივე ინფორმაციაზე დაყრდნობით) მოკლედ 100% CDPR ცუდი მენეჯმენტის ბრალია, რომ ვერ გათვალეს პროექტის მოცულობა და მის შესასრულებლად საჭირო დრო და ამ მდგომარეობაში გამოუშვეს და ზოგადადაც თუ რამე ცუდი გამოდის ყოველთვის გამოცემლის თუ დეველოპერის ბრალია (შიგა მიზეზები ბევრნაირი შეიძლება იყოს) და არა მომლოდინე ფანების, ჩვენ არანაირი სიტყვა არ გვეთქმის თამაშის (პროდუქტის) დეველოპმენმტსა და რილიზში თითქმის არასდროს, როცა გამოვა შეიძლება მერე მოუსმინონ feedback-ს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ და გააუმჯობესონ თამაში (უკეთეს შემთხვევაში), მაგალითად No Mans Sky, SW battlefront, ან კიდევ დაიკიდონ როგორც Anthem ერთი Star Citizen-ია რომლის დეველოპერებსაც ბევრი ურთიერთობა აქვთ ფანებთან, მაგრამ საბოლოო თამაში 10 წელია მგონი არ გამოსულა და არც ახლო მომავალში გამოვა
-
Macrium Reflect გაგიკეთებს მაგას მარტივად, შენს კომპშიც, ოღონდ Windows-ის დისკზე ყველა პარტიშენი მონიშნე (500 მეგაბაიტიანი UEFI პარტიშენი რომ ჩამტვირთავი იყოს)
-
ხო, თუმცა კონსოლებზე ახლა შეიძლება ასე თუ ისე ნორმალური თამაშიო, წვრილ-წვრილ ბაგებს რაც შეეხება, ბლომადაა ისევ, T პოზაში ყოფნა მანქანის/მოტოციკლის მართვისას წელს ქვემოთ დაურენდერებელი ტანსაცმლით მაგალითად თუმცა Game braking ბაგები გასწორებულია, ქვესტებს რომ ვერ აგრძელებდი მაგალითად და ბევრი Quality of Life ცვლილებებიცაა (ტარებაში, AI-ში და ა.შ) მაგრამ ჯერ მაინც Beta 0.9 შთაბეჭდილება აქვს ვიდრე დასრულებული პროდუქტის
-
მასე იყო პატჩამდეც, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა
-
Dream on ქვესტი გავაგრძელე, მაგრამ მოტოციკლეტზე T პოზაში მაინც გავიჩითე წელს ქვემოთ შიშველი არადა გამოვასწორეთო.... სულ 5 წუთიც არ მითამაშია, ამიტომ წარმადობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბაგი ეგრევე გაიჩითა (მართალია წვრილი, მაგრამ მაინც ბაგი)
-
ხო, ჩემთანაც ხელით მივუთითე დაწყება, რაღაც უაზრო schedule აქვს Steam-ს, ჩართვისას არ იწყებს აპგრეიდს, დაგეგმავს გამთენიას (თითქოს ჩართული მქონდეს კომპი 24/7) 28.8 გბ-ია ჩემთან
-
გამოვიდა თუ Coming-ო https://www.cyberpunk.net/en/news/37801/patch-1-2-list-of-changes ბლომად რამე დაუფიქსიათ (მე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა Dream On ქვესტი გასწორდა) ასევე კონსოლებზე და სუსტი კონფოგურაციის PC-ზე წარმადობის მატება შესამჩნევი იქნებაო (ალბათ 10-15% უკეთესი, ან ნაკლები სტატერინგით)ვნახოთ რა იქნება ასევე ოფიციალურად დაამატეს მოდების მხარდაჭერა