Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8136
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    31

Everything posted by gio_kiborg

  1. ვინმე არის თბილისში ვინც ფლეშკების შეკეთებაზე მუშაობს? ორი ფლეშკა გამიფუჭდა ამ ბოლოს, 256 და 64 გბ-იანი და ვფიქრობ ორივე შეკეთებადია (მონაცემები არ მაინტერესებს, რომ იმუშაოს ის მინდა)
  2. ჩემი i9 ძალიან ხურდებოდა 5 გჰზ-ზე 360 მმ-იანი AIO ზეც და Noctua NH-D14-ზეც 4.7-ზე დავაყენე ყველა ბირთვი და ახლა დატვირთვაზე 80-ის ფარგლებშია ხოლმე, არა მგონია ღირდეს 5-ზე წვალება თუ მუღამისთვის არ გინდა
  3. არ ყოფილა ცალკე თემა და ჯობია ალბათ რომ ქონდეს თამაშის შესახებ: გამოშვების წელი: 2021 წლის 14 მაისი ჟანრი: RPG შემქმნელი: BioWare გამომცემელი: Electronic Arts პლატფორმა: PC (X-Box, PlayStation) გამოცემის ტიპი: ლიცენზია (Denuvo ამოღებულია ბოლო ვერსიაში) ენა: Multi (ENG&RUS) კრეკი: არის (FLT) მინიმალური მოთხოვნები OS: 64-bit Windows 10/11 Processor (AMD): FX-8350 or Equivalent / (Intel): Core i5 3570 or Equivalent RAM: 8 GB Graphics card (AMD): Radeon 7970 / R9280X or Equivalent / (NVIDIA): GTX 760 or Equivalent Hard-drive space: 120 GB რეკომენდირებული მოთხოვნები OS: 64-bit Windows 10/11 Processor (AMD): Ryzen 7 3700X or Equivalent /(Intel): Core i7-7700 or Equivalent RAM: 16 GB Graphics card: (AMD) Radeon Vega 56 or Equivalent /(NVIDIA): GTX 1070 or Equivalent Hard-drive space: 120 GB https://store.steampowered.com/app/1328670/Mass_Effect_Legendary_Edition/ https://www.ea.com/games/mass-effect/mass-effect-legendary-edition Bioware-ს ლეგენდარული ტრილოგიის რემასტერი, განახლებული ძრავით და გრაფიკით, გაუმჯობესებული გეიმფლეით, კონტროლერის მხარდაჭერით და ა.შ. ლეგენდარულ გამოცემაში შესულია თითქმის ყველა DLC რაც ცალკე იყო გამოცემული ინდივიდუალური თამაშებისთვის Mass Effect-ში ირგებთ კომანდერ შეპარდის როლს (რომლის სქესის და გარეგნობის კონფიგურაცია შეგიძლიათ), რომელიც სამი თამაშის განმავლობაში იბრძვით ადამიანების და სხვა უცხოპლანეტელთა რასების გადასარჩენად Mass Effect 1-ში ხართ გალაქტიკური საბჭოს სუპერაგენტის წინააღმდეგ, რომელმაც მოახერხა გეტების-ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების რასის დამორჩილება და ადამიანების კოლონიების წინააღმდეგ გამოყენება Mass Effect 2-ში კი იკვლევთ ადამიანების კოლონიების გაუჩინარებას, რომელიც აღმოჩნდება ენიგმატური უცხოპლანეტელების რასის-კოლექტორების (კოლექციონერების) ჩადენილი Mass Effect 3-ში კი გალაქტიკას და კონკრეტულად დედამიწას შემოუტევს ლეგენდარული ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერ-რასა რიპერები, რომლებიც პირველ ორ თამაშში პირდაპირ არ ჩანან, თუმცა შეპარდის თავგადასავალი აჩვენებს, რომ ყველაფრის უკან რიპერები არიან და შეპარდს მოუწევს მთელი გალაქტიკის მოვლა რიპერების წინააღმდეგ სხვადასხვა რასების გასაერთიანებლად თამაში არის მესამე პირის ხედით, დაფუძნებულია კლასებზე (ჯარისკაცი, ტექნიკოსი, ბიოტიკი და ა.შ), მისიებზე შეგიძლიათ წაიყვანოთ ორი თანაგუნდელი, რომლებიც გარდა ბრძოლებისა, თავიანთი უნარებით გეხმარებიან სხვადასხვა სიტუაციაში (მაგალითად ჰაკინგი და დაშიფრული ფაილების გაშიფვრა), გარდა ბრძოლებისა, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგები და გადაწყვეტილებები, რომლებმაც თამაშის შედეგები შეიძლება სულ შეცვალონ ტრილოგიის ძლიერი მხარეა მისი საინტერესო შინაარსი, გარდა ძირითადი მისიებისა, არის ბევრი გვერდითი მისიაც, მართალია ყველა ძალიან საინტერესო არ არის (განსაკუთრებით ME1-ში) თუმცა ზოგიერთი საინტერესო ისტორიებს ყვება Mass Effect-ის სამყაროდან, შეგიძლიათ გმირის იმპორტი შემდეგ თამაშში, რითაც გააგრძელებთ ისტორიას სადაც ყველა მიღებული გადაწყვეტილება იქნება შენარჩუნებული მოთამაშის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მისი გუნდის შემადგენლობა და გუნდის წევრების ლოიალობა, ასევე ბევრი სხვა პერსონაჟის, თუ უცხოპლანეტელთა რასის ბედი Legendary Edition წარმოადგენს რემასტერს, რომელსაც აქვს გაუმჯობესებული გრაფიკა და გეიმფლეი, თუმცა არის მოდები, რომლებიც კიდევ უფრო აუმჯობესებენ თამაშს, მაგალითად მასიური ტექსტურების მოდი ALOT და გაუმჯობესებული სტატიკური განათების მოდი (Improved Static Lights), ასევე ME1-ის DLC Pinnacle Station, რომელიც არ არის LE-ში, იმიტომ რომ მისი კოდი დაეკარგათ ,არის Community Patch ები, რომლებიც წვრილ-წვრილ ბაგებს ასწორრებენ, ასევე Mass Effect-ის ვეტერანი მოთამაშეებისთვის მრავალი quality of life მოდი, რომელიც თამაშის შედარებით მონოტონურ ნაწილებს ამოიღებს, მაგალითად მინითამაშებს, თუმცა ახალ მოთამაშეებს ვურჩევ რომ გეიმფლეის მოდებს პირველ ჯერზე ნუ გამოიყენებენ ყველა ეს მოდი შეგიძლიათ გადმოიწეროთ NexusMod-დან https://www.nexusmods.com/masseffectlegendaryedition/mods/popularalltime/?nav=1&page_size=15&page=2
  4. მართალი ხარ, ყველაფერი ჩავხსენი (კლაიატურა და მაუსის ჩათვლით) უბრალოდ არ გამიმართლა, თუმცა ახსნა მაინტერესებდა უსტად რატოა ასე უცნაურად ვიდეოზე თვითონ მეც მაქვს უცნაურობა, RX 480 მაქვს, რომელიც შერჩევითად ირთვება მაზერებზე ანუ ზოგზე ირთვება ზოგზე არა, თან ვერ გავიგე რა ახდენს გავლენას secure boot/ CSM, Above 4g Decoding, resizable bar ყველაფრის ჩართვა/გამორთვა ვცადე და არ ირთვება ცოცხალი თავით (B350-ზე), AM4-ზე მუშაობს და Z390-ზეც, Z77-ზე არა, არც 775 სოკეტებზე (სხვადასხვა ჩიპსეტებით) ორ X58-ზე ვცადე, ერთი Dell Workstation-ის მაზერი, მეორე EVGA, ერთი და იგივე CPU, სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდები და Dell ზე მუშაობს და Evga-ზე არა
  5. არც RX 480-მა იმუშავა ისე, ანუ დაიწრიპინა ერორი (— · · ·) გამოსახულება არ გამოიტანა, მაგრამ ყურსასმენებში Windows-ის ჩატვირთის ხმა გავიგონე, საერთოდ როგორ უნდა ჩატვირთულიყო ვიდეოკარტის გარეშე? როგორც ვიცი Windows არ აგრძელებს ბუთს ზუსტად PCI-E ძალიან გავრცელებული სტანდარტია და ასევე უკუთავსებადი, ამიტომ არ მოველოდი მსგავს პრობლემას, თან როგორც ვნახე (წყარო) მესამე სლოტი დამატებითი ჩიპიდანაა სამხრეთის ხიდიდან და Gen 1-ია, და ეს მიკვირს როცა პირდაპირ x38-ზე მიერთებულ PCI-e-ზე არ პოსტავს, მის ქვემოთ მიერთებულზე რატომ პოსტავს? მაინც ხომ უნდა გაიაროს ჩიპსეტი სანამ პროცესორში მივა
  6. BIOS-იც ჩავწერე თავიანდ (ბოლო ვერისა იყო მაგრამ მაინც) და არც მაგან უშველა პირველ და მეორე PCI-E სლოტში ვერ ხედავს Quadro-ს, როცა სხვა ბარათს (GT 8800) უპრობლემოდ აღიქვამს და კვადროც მესამე სლოტში მუშაობს (მაგრამ PCI-E v1.1 X4 რეჟიმში, რაც წარმადობაზე საგრძნობ გავლენას ახდენს) ასევე სხვა მაზერებზეც არაა აქვს პრობლემა
  7. ვიყიდე ლეგენდარული 775 კომბო Asus Maximus Extreme და QX9650 ცოტა უცნაურად იქცევა PCI-E ბარათებთან მიმართებით: ყველას არ რთავს რატომღაც ყველა სლოტში, ანუ PCIE_1 და PCIE_2-ში ზოგჯერ არ ბუთავს ბიპების მიხედვით (ერთი გრძელი სამი მოკლე) დავადგინე რომ ვერ ხედავს VGA-ს, მაგრამ ზოგჯერ რატომღაც აგრძელებს ჩატვირთვას სიგნალის გარეშე PCIE_3-ში იგივე ვიდეო (quadro 2000) აღიქვა და გამოსახულებაც მომცა, თუმცა x4 რეჟიმში (არადა იდეაში სლოტი x16-იანია) მორე კარტაზე (8800 GT) პრობლემა არ აქვს იდეაში მეტი არც მინდა ვიდეო ამ სისტემისთვის, მაგრამ რატომ აქვს ასეთი უცნაური საქციელი მინდა გავიგო
  8. proc არ არის ხოლმე მასეთი, OS-ებს აქვთ თვითონ მინიმალური მოთხოვნები, მაგალითად ინსტრუქციები (SSE, AVX და ა.შ) ან კიდევ როგორც Windows 11-ს, VBS მხარდაჭერა თუ i5 3470 საუბარი, ნებისმიერი Desktop Linux წავა ზედ და ასევე Windows-იც 11-ის ჩათვლით, აპგრეიდს თუ ვერ გააკეთებ 10-დან, სუფთა ინსტალით დაყენდება მაინც Language Bar გამოსწორდა, ბაგი მგონია მაინც, რამდენჯერმე შევცვალე ენების კონფიგუირაცია და დატოვა კლავიატურები წავშალე და თავიდან დავაყენე ენები და გასწორდა
  9. 5 კლავიატურის ინპუტი ჩანს Language Bar-ში არადა 2 მიყენია სულ
  10. არა, არ ღირს, თუკი პროცესორში არ არის ინტეგრირებული, იდეაში პროცესორის ოფიციალური მხარდაჭერა მაინც არ გექება და არაოფიციალურად tpm გარეშეც ყენდება, Intel-ის მე-8 სერიიდან და amd ryzen მე-2 სერიიდანაა მხარდაჭერილი Win 11 თუ ეს პროცესორები გაქვს, დიდი შანსია, რომ BIOS-დან შეიძლება ჩართვა უნდა (ახალი BIOS ები გამუშვა მაგალითად Asus-მა, სადაც მხოლოდ ისაა შეცვლილი, რომ default-ზე secure boot და tpm ჩართულია
  11. არ იმუშავა ჩემთან ხო კიდევ ტასკბარზე drag'n'drop რომ აღამ მუშაობს ტეხავს
  12. ეგ მთავარი Deal braker-ია ჩემთვის პირადად სამუშაო სიტუაციაში განსაკუთრებით არაფერი დიდი, იდეაში იგივეა წარმადობა რაცWin10-ზე.,მაგრამ თუ VBS ჩართულია (დამატებითი უსაფრთხოებაა, რომელიც დეფაულტად გათიშულია) მაშინ შესამჩნევად ეცემა წარმადობა, ასევე AMD-ს პროცესორებზეა ბაგი რაც 15%-მდე აკლებს ზოგ თამაშში წარმადობას Win 10 შედარებით ემატება კონკრეტული ბაგები ზოგ თამაშებში და ამიტომ თითქოს არ ურჩევენ, მაგრამ ამ თვის ბოლომდე ეს ძირითადი ბაგები ალბათ მოგვარდება, თამაშებზეც გამოვა აპდეითები.
  13. ეგ გათიშულია დეფაულტად (Core Isolation ჩაუწერეთ Start-ში და Memory Integrity გამორთული უნდა იყოს) ანუ რაღაც ნაწილია VBS-ის გათიშული რომელიც ანელებს სისტემას, თუმცა შეიძლებ ბრენულ კომპიუტერებზე ჩართული ქონდეთ მწარმოებლებს ეგ ყველაზე მარტივი გზაა, ეგ კი არა Windows 10 21H1-შიც ვერ აკეთებ Home ვერსიაზე ლოკალ ექაუნთს ინტერნეტი თუ გაქვს
  14. დავაყენე clean install ით ამ კომპზე რაც მიწერია აღწერაში კარგადაა ბევრი რამე, თუმცა ბევრ რამეს აშკარად ვერ ვეჩვევი და სანამ ნორმალური გზები არ იქნება "მორჯულების" მანამდე სხვა კომპზე (განსაკუთრებით სამუშასო ლეპტოპზე) ვერაფრით ვერ დავაყენებ ჯერ ერთი ახალი მარჯვენა კლიკის მენიუ, საკმაოდ კარგია და სტილშიც ჯდება, მაგრამ ძალიან ცუდად ემატება სხვადასხვა item-ები, მაგალითად დაარქივებულ ფაილზე დაკლიკვისას კი ჩნდება Default გამხსნელი winrar, მაგრამ ფასქტიურად მხოლოდ Open with WinRAR არის და არა მაგალითად WinRAR-ის პირდაპრი ფუნქციები (extract here...) ამის გამოსაჩენად Show More Options უნდა დააჭირო, სადაც ახალი, უფრო სწორად კლასიკური მეორე მენიუ იხსნება (მაუსის წვერთან და არა ფაილთან!) და უნდა ვახტუნაო მაუსი წინ და უკან ძალიან ხშირად ვიყენებ ამ პუნქტს და კიდევ Edit with Notepad++ და აწი ამისთვის დამატებით მენიუში უნდა ვიძრომიალო ასევე ცოტა ნერვებოს მომშლელია Default browser დაყენება, თუმცა არა სე როგორც მეგონა, ძირითადებზე დადგა ავტომატურად და რაამდენიმეზე მივუთითე ხელით, სამომავლოდ ალბატ ბრაუზერის მწარმოებლები მიაგნებენ გზას (მგონი Firefox-მა მიაგნო კიდეც უკვე) მთავარი პრობლემაა ის რომ არ მაქვს საშუალება რომ ტასკბარზე ungroup გავუკეთო იკონკებს ანუ ისე როგორც xp-ზე იყო, თითოეული ფანჯრის/პროგრამისთვის იყო ზოლო გამოკვეთილი, Vista-დან დეფაულტად Group-ია მგონი მაგრამ ყველგან შეგეძლო ამის შეცვლა კლასიკურ სტილზე, როცა ვმუშაობ ძირითადად ორ მონიტორს ვიყენებ, რამდენიმე დოკუმენტი ფოლდერი და ვებგვერდი მაქვს გახსნილი და სანამ ეტევიან არიან დაჯგუფების გარეშე, რაც გაცილებით აადვილებს მათ შორის გადართვას სწრაფად, ხოლო დაჯგუფებული ღილაკების დროს ჯერ ჯგუფთან უნდა მიხვიდე და მერე გამოიცნო კონკრეტულად რომელი ფაილი გინდოდა პატარა პიქტოგრამიდან, ანუ იმაზე სადაც ერთი სწრაფი კლიკი მყოფნიდა, ახლა უნდა მივიტანო მაუსი, დავკლიკო (ან დაველოდო ოდნავ) გამოსული ჯგუფიდან კი დავაჭირო სასურველ ფანჯარას, ეს სერიოზული შეფერხებაა ჩემი მუშაობის სტილში და ვერ მივეჩვევი აღარაფერს ვამბობ ახალ სტარტ მენიუზე, რომლის ძირითადი დანიშნულებაა რეკლამების და ყოვლად უვარგისი Web Search ის ჩვენება, მგონი Microsoft-ის საშუალო დონის მენეჯერები, ან ინჟინრები ამით უფრო bing-ის მომხმარებელთა რიცხვს ბუსტავენ მარკეტინგის განყოფილებითვის ან მაღალი რანგის აღმასრულებლისთვის, Microsoft Teams-იც დაუკითხავად დაყენდა წაშლის მერე. რას ერჩოდნენ ასევე ტასკბარის მარჯვენა კლიკის მენიუს? ახლა ზოგი მარტივი ოპერაციის განხორციელებისთვის სეთინგებში უნდა ვიძრომიალო, თუნდაც ტასკ მენეჯერის გახსნა ორი კლიკით შემეძლო, ახლა ყველაზე ადვილი გზა Ctrl Alt Esc კომბინაციაა, რაც მართალია საკმაოდ მარტივია, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს მაუსით გავაკეთო მირჩევნია ვიცი რომ ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება რეესტში ძრომიალით და regedit ის ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვით, მაგრამ ჯერ ერთი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და სავარაუდოდ აპდეითებზე დარესეტდება არადა საკმაოდ მომწონს განახლებული ინტერფეისი, AutoHDR (თუმცა არ მაქვს HDR მონიტორი, ტელევიზორზეც არ მომწონს ფერები) სავარაუდოდ დაემატება Direct memory access (ანუ ვიდეობარათმა პირდაპირ nvme ssd-დან რომ მიიღოს მონაცემები CPU გავლის გარეში, სავარაუდოდ ამ ფუნქვიებს არ დაამატებენ მოკლედ სამუშაო კომპზე ჯერ არ გადავდივარ, მხოლოდ ერთი კომპი რომ მქონდეს არ გავრისკავდი Win 11 დაყენებას (მერე არ მოწონებას და 10-ზე დაბრუნებას). 2025-მდე (სადამდეც Win 10 იქნება მხარდაჭერილი) შევეჩვევი იმედია, ან მოგვცემებ ამ პარამეტრების გადართვის საშუალებას სავარაუდოდ 90% მომხმარებლებს ეს ხელს არ შეუძლის. მაგრამ რეალურად Win 10 სტილის მენიუები ჯერ კიდევაა win 11-ში მაგრამ Microsoft Image Viewer-ივით რეესტრიდან უნდა, თუმცა Image viewer ერთი პარამეტრის შეცვლა ყოფნის აქ კიდევ ბევრი უნდა იძრომიალო და რაღაც რაღაცაებმა შეიძლება არც იმუშაონ.
  15. გაუმარჯოს, მაქვს Sony KDL-49WE755 TV და დღეს ვიყიდე Samsung HW-JM45C 2.1 საუნდბარი (Sven-ის ძველი 2.1 დავააპგრეიდე) ტელევიზორზე შევაერთე ARC HDMI-თი (ორივეს აქვს მხარდაჭერა) და დაინახა კიდეც Bravia Sync-მა, ტელევიზორის პულტით ეწევა ხვა და ასევე ირთვება და ითიშება კიდეც არის ერთი პატარა მიზეზი: TV-ს აქვს ორი HDMI in, ერთი ARC, ერთი სტანდარტული, როცა კომპს ვაერთებ მეორეში (ARC-ზე საუნდ ბარია დაერთებული) ზოგჯერ ცალ დინამიკში ხმა არ ისმის (მაგალითად ამ ვიდეოში მარცხენა არ ისმის ტექსტირების დროს არადა ფონზე და საუნდ ეფექტებზე ისმის, შემდეგ შევაერთე კომპი საუნდბარის HDMI In-ში, მაგრამ დაჭირდა HDMI-ზე გადართვა რომ გამოსახულება გამოიტანოს და ხმა იყოს, ამ დროს მუშაობს ARC ფუნქციაც (ნუ ტელევიზორის პულტი მართავს) და ზემოთა ტესტშიც ყველა ხმა ისმის განსხვავებით წინა შემთვევისგან ასეცე ყველაფერი მუშაობს ოპტიკურ აუდიო კაბელზეც (საუნდვარს ვგულისხმობ, TV-ს არც აქვს TV-ს მეორე ინპუტზე PS3 და Xbox 360 შევაერთე და ხმა არის, თუმცა ამ დროს HDMI-დან TV-ARC ზე უნდა გადართო ინპუტი, რომელიც იდეაში დეფაულტია და გამორთვა ჩართვის მერე თავისით ირთვება მაგაზე და კომპისთვის ხელით (ან საუნდბარის პულტით) უნდა გადავრთო ინპუტი, არადა კომპს უფრო ხშირა ვიყენებ ვიდრე კონსოლებს... როგორც ვხდებ ბოლომდე არ არის თავსებსდობა? არადა ARC იდეაში სტანდარტია ხომ არ გაქვთ გამოცდილება ამაზე? P.S: საკმაოდ ჩახლართული სეტაპი მაქვს: TV-ს 2 HDMI-in-ზე ერთი ARC შეერთებულია კომპი, ხოლო მეორე HDMI-ზე კი შეერთებული მაქვს HDMI switch 3 input-ით (XBox 360, PS3, XBox-OG (Microsoft HD AV Pack-ის და მერე Component to HDMI ადაპტერით) სამივე კონსოლზე (OG Xbox შემთხვევაში კი ადაპტერზე) შეერთებული მაქვს ოპტიკური აუდიო, სვიჩის გავლით ეს ყველა შედის კომპში (Audigy 2ZS საუნდკარტაზე) კოპზე კი შეერთებული მქონდა Sven დინამიკები 3.5 ჯეკით მოკლედ ტელევიზორის უკან გველების ბუდე მაქვს, საუნდბარს იდეაში უნდა ეშველა, მხოლოდ დენის და HDMI კაბელები (იდეაში 1 დაემატა მხოლოდ)
  16. მართალია, ამიტომ ყოველთვის უახლესი ვერსია უნდა გამოიყენო, სადაც დრაივერის სტრუქტურაში ცვლილებები გათვალისწინებული იქნება
  17. მეც ვიყენებდი Nvidia Driver Slimmer-ს, მაგრამ ეს უფრო მოსახერხებელია, თვითონვე იწერს და აინსტალირებს კიდეც
  18. NVCleanstall არის პატარა, უფასო უტილიტა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ Nvidia-ს დრაივერების ინსტალაციის პარამეტრების მორგებას საკუთარ მოთხოვნებზე, მაგალითად ამოითღებთ არასაჭირო მოდულებს (ტელემეტრია, Virtual Audio, USB-c და ა,შ) განსაკუთრებით თუკი არ იყენებთ Geforce Experience (თუ Shadow Play არ იყენებთ, არც დაგჭირდებათ) მხოლოდ მისი გათიშვა არ შველის სტანდარტული დრაივერის ინსტალაციიდან, შეგიძლიათ აირჩიოთ ბოლო დრაივერი, ან რომელიმე კონკრეტული ვერსია, ან უკვე გადმოწერილი დრაივერი დააკონფიგურიროთ, აქვს ასევე დრაივერების განახლების შემოწმებაც აქვს (თქვენი კომპიუტერის Nvidia-ს სერვერებთან დაკავშირების გარეშე) თითოეულ პუნქტზე აქვს აღწერებიც და ინსტალაციის პრესეტები: მინიმალური, რეკომენდირებული და ყველა ასევე შეგიძლიათ დაკონფიგურირებული ინსტალერი შეინახოთ სხვა კომპებზე გამოსაყენებლად. პროგრამის ვებ გვერდი: https://www.techpowerup.com/download/techpowerup-nvcleanstall/ Chris Titus Tech ვიდეო
  19. ვცადე მეილით შემოსვლა სხვა ბრაუზერიდან და არ შემოვიდა, არადა ნამდვილად სწორად ვწერ მეილსაც და პაროლსაც
  20. ძალიან მომეწონა Snap Layout ები და მულტიმონიტორის გაუმჯობესებული მხარდაჭერა (რომ იმახსოვრებს რომ გამოაერთებ ფანჯრების მდებარეობას და აღადგენს შეერთებისას კიდევ Direct Storage ექნება Windows 11-სო (როგორც Xbox Series და PS5-ს) და ასევე Android აპლიკაციებს გაუშვებს პირდაპირო (თუმცა Microsoft Store-ში უნდა ნახო) ეს ორიც საინტერესოა ონლაინ სერვისების ინტეგრაციების (ვიჯეტები, თიმსი, ვებ-სერჩი და ა,შ) გათიშვა იმედია შესაძლებელი იქნება აპდეითები უფრო მცირე ზომის და "ეფექტური" იქნებაო, იმედია ტვინს არ გაბურღავს რესტარტზე შუაგულ პრეზენტაციაზე როდის გამოვაო არ უთქვამთ 7 წუთიანი ქათი აქვს The Verge-ს მთლიანი ევენთის
  21. არა, რაც მაინტერესებდა ვირტუალში ვცადე
  22. პლატის მანუალში იქნება, ან BIOS-ში სადმე (Security-შია ხოლმე TPM) მაგრამ არ ჭირდება "მორჯულებულს"
  23. Win 11 საინსტალაციოში install.wim ან install.esd თუ წაშლით, ყენდება ნებისმიერ ჰარდზეო, ცოტა შემოვლითი გზით უნდა ოღონდ თუმცა ამ ბილდის რეალურ ჰარდზე დაყენებას მხოლოდ სატესტოდ გირჩევთ და არა ძირითად OS-ად
  24. TPM 2.0-იც უნდა ქონდეს (ნუ თუ აქვს TPM სავარაუდოდ 2.0-ია)
  25. იმედია არა, შეიძლება ეს ბილდი PR სვლაა Microsoft-ისგან, "გაჟონეს" ბილდი, სადაც ძირითადად ინტერფეისია შეცვლილი, თან რეალურ ჰარდზე ვერ დააყნებ TPM 2.0 მოთხოვნას იმედია ამოიღევენ, თორე ბევრი თანამედროვე სისტემაც დარჩება Win 11 გარეშე აი Secure Boot მოთხოვნა მეეჭვება ამოიღონ, რადგან ბოლო 5 წელს გამოშვებულ თითქმის ყველა ჰარდს აქვს (უფრო ძველებსაც, თუმცა გაცილებით იშვიათად) და ამ სვლით კომპის გამოცვლასაც აიძულებენ ხალხს (ნუ 2025 წლის მერე მაინც როცა Windows 10 მხარდაჭერა შეწყდება) პრინციპში რო დაფიქრდე 775, 1156 და 1366 პლატფორმები 10+ წლისაა უკვე და 2025 კიდევ 4 დაამატე, ასე ძცელი ჰარდის მხარდაჭერა ძაან არაეფექტურია: ცოტაა რაოდენობით და გაცილებით პრობლემატურია მაგალითად დრაივერის დაწერა Win 11-ზე რომ კარგად იმუშაოს, როცა მწარმოებელს არ განუახლებია წლებია თან ახალი ჰარდის გაყიდვებიც გაიზრდება .... უბრალოდ Win Vista-ს მერე სერიოზული ცვლილება რესურსების მოხმარების მხრივ არ ყოფილა, ამიტომ ის Hard რომელიც Vista-ს "ქაჩავდა" Win7/8/10/11/.... გაქაჩავს მეტნაკლები წარმატებით და ცოდოა რომ აღარ ექნება მხარდაჭერა Windows -ის მხრიდან (ალტერნატივა-ლინუქსი )
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.