Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. ძალიან კარგი :thumbsup:

    არაფრის მითითება აღარ გინდა,

    ორივე ლოგიკური ფართიშენებაია, ოღონდ, D-ს თუ დააფორმატებ NTFS-ში (C-საც პრინციპში) ბევრად უკეთესია: უფრო დაცულია და სტაბილური, + არ აქვს შეზღუდვები ფაილის ზომაზე და ა.შ

  2. უი რამდენს დაუპოსტავს :)))) არა მე პრობლემა არ მაქვს ერთს ვინდი გადავუყენე მაგარი ბანძი კომპი ქონდა მარა მაინც სევენი დავუყენე და ვერარ რთავდა ამ ქაუნთერს... ეი ვეტყვი რო ვიდეო დრაივერი გადმოწეროს ხომ???

    მაგან არ უშველაა

    დაწერე კომპის მონაცემები,

    ასევე ვიდეოკარტა, გეტყვით რომელი დრაივერი დააყენო...

    თუკი ორბირთვიანი პროცესორი არაა და 1გბRAM მინიმუმ, Seven-ის დაყენება არ ღირს, ისიც Home Basic აჯობებს სუსტებზე

  3. გადმოვწერე როგორც იქნა :|

    და ულტრა ისოთი ვწერთ,მარა თუ სწორედ მახსოვს დამატებით ჭირდება რაღაც ფაილი,აი ეს ერთიც მომწერეთ და მერე უეჭველი ქლოზედ :! :D:miyvarxar:

    არაფერი ფაილი არ სჭირდება, გახსენი UltraISO-თი და Burn-ს დააჭირე

    xm4vq.png

    ან გადახედე კომენტარებში რას გიწერენ დაწვრილებით:

    http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=83

  4. ფორუმზე უკვე არის თემა ვირუსებთან ბრძოლის ალტერნატიული გზები, სადაც განხილულია ასევე Live ანტივირუსები, კერძოდ, კი Dr.WEB Live CD და Avira Rescue System.

    დღეს კი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ Kaspersky-ს ანალოგიურ სისტემაზე Kaspersky Rescue Disk 10

    KRS 10 Homepage

    z38wd.jpg

    მისი გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან

    განახლება ხდება პერიოდულად, ასე, რომ ახალგადმოწერილი დისკი შეიცავს მიმდინარე ვირუსთა ბაზებს.

    შემდეგი ეტაპია ISO იმიჯის ჩაწერა CD/DVD-ზე, ან USB ფლეშკაზე

    ISO-ს ჩაწერა დისკზე ხდება სტანდარტულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი მეთოდი(Nero, UltraISO თუ Windows7-ის სტანდარტული პროგრამა), ვინც არ იცის თუ როგორ ხდება ეს, გადახედეთ ინსტრუქციას ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად

    ფლეშკაზე ჩასაწერად საჭიროა, ის დაფორმატებული იყოს FAT16 ან FAT32 ფაილურ სისტემაში, უმჯობესია თუ გამოიყენებთ ახალდაფორმატებულ ფლეშკას, ხოლო თვითონ იმიჯის ჩასაწერად, ნახეთ ინსტრუქციები Kaspersky-ს საიტზე

    გადავდივართ ახალ ეტაპზე: ჩვენს მიერ გამზადებული დისკიდან ან ფლეშკიდან ჩატვირთვაზე

    CD/DVD-ს შემთხვევაში, BIOS-ში Boot განყოფილებაში უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე ოპტიკური (CD/DVD) დრაივი, ხოლო USB-ს შემთხვევაში Removable Drive

    ალბათ Windows ყველას გადაგიყენებიათ და ეს არ შეგეშლებათ

    Let's Boot...

    როგორც წინა თემაში განხილული ორივე სისტემა, KRS-იც წარმოადგენს Linux-ზე დაფუძვნებულ Live სისტემას ანტივირუსული სკანერით

    სხვათა შორის NTFS/FAT-ის გარდა მხარდაჭერილია Ext2/Ext3/Ext4/Reiser ფაილური სისტემები

    მოკლედ, ამასობაში უკვე ჩაიტვირთა და მივედით პირველ ეკრანთან:

    wch9k.png

    ისრებით ვირჩევთ სასურველ ენას და ვაწვებით Enter-ს

    შემდეგ ეკრანზე, ვაწვებით A-ს რათა დავეთანხმოთ სალიცენზიო შეთანხმებას

    asg6z.png

    ვირჩევთ მუშაობას გრაფიკულ რეჟიმში

    2ghuk.jpg

    (ვისაც გირჩევნია, შეგიძლიათ მუშაობა განაგრძოთ ტექსტურ რეჟიმში Midnight Commander-ით)

    ჩაიტვირთა გრაფიკული გარსი, დამონტაჟდა დისკები, SWAP, დაკონფიგურირდა ქსელი

    გამოდის მთავარი ფანჯარა:

    uo2m9.png

    აქ შეგვიძლია მოვნიშნოთ ის დისკები/ფაილები, რომელთა სკანირებაც გვინდა, სურათზე ჩანს მარტო C, რადგან სკრინები დამზადებულია ვირტუალური კომპის გამოყენებით, სადაც მხოლოდ C დისკია, თქვენთან კი ყველა დისკი გამოჩნდება

    სანამ Start Objects Scan-ს დააწვებით, შედით Settings განყოფილებაში(მარჯვენა ზედა კუთხე)

    და "ჩაპტიჩკეთ" ასე:

    t9may.png

    ამის საშუალებით, სკანირება წავა სრულ ავტომატურ რეჟიმში, Kaspersky ჯერ ეცდება ნაპოვნი ვირუსის გაუვნებელყოფებას,თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას.

    Settings განყოფილებაში კიდევ დამატებითი პარამეტრებიცაა, რომლებიც კირკიტა User-ებმა შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა, სტანდარტული სკანირებისთვის ისიც საკმარისია რაც დავწერე

    ვაჭერთ Apply და OK-ს

    თუკი დისკი დიდი ხნის (მაგალითად თვეზე მეტის) გადმოწერილია, უმჯობესია თუ მას დავააპდეითებთ, ამისთვის პროგრამის მთავარი ფანჯრიდან გადავდივართ My Update Center განყოფილებაში და ვაჭერთ Start Update

    emapm.png

    იმედია, იმის შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ამ პროცედურას სჭირდება ინტერნეტი ;)

    თუკი ჩართვისას სისტემამ ვერ დააყენა ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად, ამისთვის მოგიწევთ მისი ხელთ შეყვანა (იგივეა, რაც თქვენი Windows-ის ინტერნეტ პარამეტრები)

    ამისათვის, შევდივართ Start მენიუში (არა Windows-ის, არამედ KRS-ის) და ვირჩევთ პუნქტს Network Setup

    vddqi.png

    გაითვალისწინეთ: ახალ გადმოწერილ KRS-ს ფაქტიურად არ სჭირდება აპდეითი...

    Start მენიუში სხვათა შორის ახავთ Xfe ფაილ მენეჯერსაც და Namoroka ვებ ბრაუზერს, რომელიც დაფუძვნებულია Firefox-ზე

    მოკლედ, დისკები არჩეულია, ბაზები დააპდეითებული (ან ახალი)

    ერთადერთი დაგვრჩენია, დავაჭიროთ Start Object Scan-ს პროგრამის შესაბამის განყოფილებაში:

    kcriv.png

    და დაველოდოთ სანამ სკანირება არ დასრულდება...

    rkeao.png

    შემდეგ, კი გამოვრთოთ კომპიუტერი Start მენიუდან Restart-ით ან ShutDown-ით, გამოვაძროთ ფლეშკა, ან ამოვიღოთ დისკი და ვნახოთ რა დღეშია ჩვენი საყვარელი ვინდი

    ვისაც წინა სტატია არ აქვს წაკითხული, მოკლედ გეტყვით: ამ ტიპის სკანირების უპირატესობა, იმაშია, რომ ამ დროს ანტივირუსს აქვს წვდომა აბსოლიტურად ყველა ფაილთან, თან ამავე დროს, ვირუსები არააქტიურ მდგომარეობაში არიან: იმის გამო, რომ სისტემა (Windows) არ არის ჩატვირთული და ასევე Linux-ში არც ერთი Windows ვირუსი არ მუშაობს ფაქტიურად, ასე, რომ ყურებით გვყავს გამოჭერილი :)

    ვისაც მეტი გაინტერესებთ ამ პროგრამაზე, შეგიძლიათ გადახედოთ ამ ინსტრუქციებს: Work with program

    • Upvote 8
  5. არ უნდა ცალკე არაფერი, გინდ ნეროთი ჩაწერე, გინდ სტატიაში აღწერილი პროგრამით, გინდ UltraISO-თი, გინ Windows7-ის სტანდარტული საშუალებით (Windows7-საც შეუძლია პირდაპირ ISO იმიჯის დისკზე ჩაწერა)

    პროგრამებში უბე=რალოდ უნდა მონახო Disk Image-ს Burn...

    DVD-ზე ჩაწერას რაც შეეხება, თუ ჩაწერა არაა პრობლემა, თუ არა, UltraISO-თი მოგიწევს ImageProperties-შეცვლა და მითითებამ, რომ 4.7 DVD და არა CD ფორმატია

  6. ისა ბარემ ლაივ სიდი როგორ ჩავწერო?

    პ.ს რუსულია თუ ენგ

    ისევე, როგორც Windows-ის საინსტალაციო,

    ისე, კომენტარებში პირველივე ლინკზე იყო ყველაფერი:

    http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=91&artpage=2&type=special

    http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=83

  7. მოიცა, რა სკრინიც დევს TeamViewer-ისაა და არ თქვა რომ ჩერეზ მაგით თამაშობ სხვა კომპზე...საერთოდ როგორ ირთვება მიკვირს...

    თუ არა, გრაფიკის სეთინგებში რენდერი შეცვალე არის Software, OpenGL და D3D(DirectX) ეს ბოლო ჯობია, ნახე რომელზე შეინახავს სეთინგებს

  8. არ არის ქართულ სერვერებზე, იმიტომ რომ განახლებადი ვერსიებია (ყოველ დღე ანახლებენ ფაქტიურად)

    Live CD ჯობს ყველას, აშკარად ვირუსია

  9. დახურულია

    Windows 7-ის თემაში არის ინფორმაცია SP1-ში შესულ ცვლილებებზე

    1გბ-RAM არის მინიმალური სისტემური მოთხოვნა 32 ბიტინი Windows7-ისთვის, ამიტომ გირჩევ HomeBasic დააყენო (SP1-ით თუ მის გარეშე, თუმცა დაბალი წარმადობის კომპისთვის განსხვავება SP1-ისა და მის გარეშე ვინდს შორის უფრო შესამჩნევი შეიძლება იყოს, ამიტომ SP1-იანი დააყენე, Win7-ის თემაშია ლინკი

  10. აუუ სხვაგან ატვირთეთ რა კაცურად კრეკი რა არ იწერს ბლიად 1 გვერძე რო დევს მაგ კრეკს

    Rutracker-ზეც დევს და ქართულ ვარეზევზეც დაძებნე...

    ამასაც მხოლოდ ორნაირი დასასრული აქვს? :D

    არც მე ვიცოდი

    რა და რაა აბა?

  11. მე-13 ტურში ვარ

    Advanced კოსტუმიც ავიღე უკვე...

    ნოლანს თავი გავუპე ძალური ფისტოლეტით :)

    ელი რომ გაუშვა სამაშველო შატლით მაგარი გამისწორდა... თან ნიკოლის მოჩვენებასთანაც მოაგვარა პრობლემები :)

    აუ სპეცნაზს რა ვუქენი :) შუქი გამოვურთე და წალეკეს ნეკრომორფებმა :)

    ესეც ინფექტორთან ხელჩართული ბრძოლა:

    ჩემი დაინფიცირებაც უნდოდა მაგრამ ვერ მივართვი (სააკაშვილის ტონით)

    ppu9r.jpg

    მე-13 ტურში ლაზერებთან გავჩერდი ახლა, ხვალ დავხურავ ალბათ... მაგარი თამაშია ;) :thumbsup:

  12. სწორად ჩააგდე?

    C:\Users\შენი იუზერი\Documents\BioWare\Mass Effect 2\Save

    და რას წერს რატომ არ ვირთვებიო?

    Mass Effect 1-ს სეივები რომ დააკოპირო (კონფიგურაციის უტილიტიდან)

  13. დაკრეკვის რა მოგახსენო, მაგრამ Windows XP-ს სრული Un-attanded setup-ის საშუალებაა: სერიალის შეყვანამ რეგიონალური პარამეტრები, იუზერები, კლავიატურის დრაივერები და ა.შ....

  14. რატომ არ შეიძლება :)

    უბრალოდ, მაგ სკრიპტის გაშვების მერე System ფაილებიც ჩანს, ამიტომ, შემთხვევით რომ არ მიგეშალოს, ჯობს Folder Option-ებიდან გამოურთო Hidden System Files-ების ჩვენება

  15. იმედია :)

    ცუდი კომენტარები არსად ეწერა...

    განსაკუთრებით ME1-ში Pinnacle Station მაინტერესებს, მაგის გამო შესაძლოა კიდევ ვითამაშო მეც :)

  16. საინტერესო რეპაკს წავაწყდი:

    Mass Effect Dilogy

    ამ რეპაკში არის Mass Effect და Mass Effect 2 -ს საინსტალაციოები ყველა DLC-თ რაც დღემდე გამოსულა, არაფერი ამოჭრილი არაა, ვიდეოები არის გადაკოდირებული 75%-ით...

    DLC-ების სია:

    Mass Effect:

    • Bring Down the Sky
    • Pinnacle Station

    Mass Effect 2:



    • Companion Zeed
    • Blood Dragon Armor
    • M-29 Incisor Sniper Rifle
    • Normandy Crash
    • Sentry Interface
    • Collectors Weapon And Armor
    • Terminus Weapon and Armor
    • Inferno Armor
    • Umbra Visor
    • Recon Hood
    • Cerberus Armor
    • Firewalker Pack
    • Alternate Appearance Pack
    • Kasumi Goto17
    • Archon Visor
    • Capacitor Helmet
    • Overlord
    • Aegis Pack
    • Firepower Pack
    • Lair of the Shadow Broker

    ინგლისური და რუსული ვერსიები...

  17. ჯობია ვინდის კომპონენტები, დრაივერები/განახლებები N-Lite-თი გააკეთო, დანარჩენები კი ცალკე CD-ზე Autoplay Media Studio-თი....

    რაც შეეხება N-Lite-ს განხილვას, ერთი ტუტორიალი არის ფორუმზე დრაივერების დამატების, დანარჩენი კი პროგრამის გვერდზეც უამრავი მასალააა ვისაც დააინტერესებს, ხოლო ყველაფერზე ქართული ვარიანტების დადებას დიდი აზრი არცა აქვს, მაინც ცოტა ვინმე თუ იყენებს XP-ს თანდათან....

  18. ხო, BIK ფორმატი განსაკუთრებულია, ინტერაქტიული ვიდეო ფორმატია,

    ძველ თამაშებში კი ბატონო, ერთი და იგივე დსაკრიპტული სცენა იყო, მაგრამ ახლა, დასკრიპტულ სცენებშიც კი ცვლილებებია შესატანი: მაგალითად გმირის გარეგნობა, იარაღი და ა შ

    HOMEPAGE: http://www.radgametools.com/bnkdown.htm

  19. ძალიან მწირი ცოდნა ამქვს ამასთან დაკავშირებით, მაგალითად წავშალო მაუსით ისეთი ფოლდერები რაც ზედმეტია (ჩემთვის ზედმეტი, ისიც ძალიან შეზღუდვით).

    nlite შეუძლია კიდევ რედაქტირება და ამას დღეს საღამოს შევამოწმებ

    მაგრამ ყველანაირი პროგრამის გარეშე სადმე ხომ არის ისეთი მონაცემებიი საიდანაც შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ.

    თუ ვინმემ ვიცით ამის შესახებ იქნებ დავწეროთ

    შენ საინსტალაციოდან გინდა ამოღებ რამწეების?

    კონკრეტულად რისი?

    N-Lite საუკეთესო ვარიანტია, რატომ არ გაწყობს?

    დამატებითი პროგრამების გარეშე კი (Microsoft-ის სტანდარტული პროგრამებით) შესაძლოა რაღაც-რაღაცეების შეცვლა CMD-დან) თუმცა თუ არ დააკონკრეტე, ძნელია მაგაზე პასუხის გაცემა

  20. მასეთი პროგრამები, რომლებიც Live რეჟიმში გააკეთებენ მაგა არარად არ ვარგა, წინასწარ კი შეგიძლია გაკეთო ფაილიდან კარაოკე მაგალითად Sony Sound Forge-თი (ინტერნეტში უამრავი ტუტორიალია თუ როგორ უნდა გჰააკეთო ეგ...)

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.