Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8074
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. მოდემს აწერია თავისი ნომერი, რომელიც ხელშეკრულებაშიც გიწერია...

    მონოს კი რაც შეეხება, ნომერი შეგყავს mymagtifix.ge-ზე (ოღონდ, მაგ მოდემით უნდა იყო იასნად ნეტში შესული) და მაგ საიტზე ნებისმიერ შემთხვევაში შედის, თუნდაც ანგარიშზე არ გქონდეს

    უფრო დაწვრილებით მაგთის ოფისში გეტყვიან და აგიხსნიან თუ სად და როგორ უნდა გადაიხადო (არა მგონია ეგ მნიშვნელოვანი იყოს ისე...)

  2. არა არ გამოვა, რადგან ფაილების გარდა რეგისტრებშიცაა საჭირო ჩანაწერები, თან ვერ განსაზღვრავ ზუსტად რომელი ფაილი ჩაწერო ან წაშალო

    რეინსტალლ windows

  3. დაწერე რომელი მაზერია და რომელი დრაივერის გამო არესტარტებს (ალბათ ჩიპსეტის) და საიდან ხვდები რომ დრაივერის გამოა

    შეგიძლია SafeMode-დან ჩაიტვირთო და იქედან ამოშალო, მერე კი განახლებული ვერსია გადმოწერე და ის დააყენე

  4. DVD9 არის ეგრეთ წოდებული ორმაგშრიანი DVD დისკი, სადაც 2X4.7Gბ იწერება დაახლოებით უფრო ზუსტად 8.54

    დაწვრილებით DVD სპეციფიკაციებზე: http://en.wikipedia.org/wiki/DVD

  5. მაქსიმალს თბილისში აქვს მარტო....

    მაქგთს 3G მოდემზე კი აქ ნახავ დეტალურად: http://www.magtifix.ge/?L=geo&act=content&id=95&pid=0

    თვითონ

    evdo0.gif

    USB მოდემია პატარა, ტელეფონი ან სჭირდება, მონობარათებით ან სწრაფი გადახდის აპარატებით იხდი

    დრაივერს დააყენებ, პროგრამაც მოყვება, Connect-ს დააჭერ და ვსიო...

  6. ნეროთი როგორ უნდა ჩავწერო მუსიკა??? ოღონც იცით როგორ მინდა??? აი track01 ;track02 და ასე შემდეგ რო იყოს როგორც ნაყიდი დისკები

    შენ რეკორდი გინდა დაამყარო თემების გახსნაში?

    „ „გამოიყენე ხოლმე მასეთი შეკითხვებისთვის

  7. მწარმოებლის საიტიდან გადმოწერე ახალი დრაივერები და უშველის წესით

    + ვორნი არასწორ ადგილას თემის გახსნისთვის

  8. მაგთის EVDO მოდემში კარტა არ დევს (ყოველ შემთხვევაში გამოცვლის საშუალება არაა), სიჩქარით ბევრად ჯობია DialUP-ს, თუმცა დიდი ხეირიანი სიჩქარე არც მაგას აქვს...

    "პამეხებს" რაც შეეხება, ეტყობა ისეთ სიხშირულ დიაპაზონში მუშაობს ბილაინის მოდემი, რომ ძლიერად ურთიერთქმედებს დინამიკებთან, მაგას მოშორების გარდა ვერაფერს უშველი...

    ხო, შენ ინტერნეტი ფილმების ან დიდი ფაილების გადმოსაწერად თუ გინდა, EVDO მოდემი ვერაა კარგი გადაწყვეტა: 5გბ-ის გადმოწერის მერე სიჩქარე მკვეთრად ეცემა

    ისე, დაუნლოადებზე ზოგჯერ 80kbs მოაქვს, ხან მეტით (იშვიათად) ხან ნაკლებით

    მოკლედ, მობილური ინტერნეტი არ გვივარგა საქართველოში რა.. ერთადერთი მაქსიმალია ნორმალური უკაბელო სერვისებში

  9. არ მუშაობს პირდაპირ WinAMP-ში?

    რა თქმა უნდა, კონფიგურაციის შეცვლა შეიძლება, როგორც Wiamp-ის Preferences-ებიდან, ისე კლავიატურის დრაივერიდან (თუ არ გიყენია, დააყენე მოდელის მიხედვით)

  10. rolandi2

    რა გინდა გითხრათ პროცესორს ან ქულერს აქვს პრობლემათქო?

    ყველაფერი წესრიგში გაქვს, არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ნორმებიდან გადახრას გულისხმობს

    სხვასთან ტემპერატურა შეიძლება ცოტა ნაკლებია, სხვასთან ცოტა მეტი

    თუკი იყიდი უკეთეს ქულერს (რომელიც მინიმუმ 50-60 ლარი ღირს) დაიწევს ტემპერატურა 2-3 გრადუსით (შეიძლება ცოტა მეტითაც) თუმცა ტყუილი ფულის ხარჯვა იქნება ჩემი აზრით (თუკ პროცესორის აჩქარებას არ აპირებ)

  11. ესეიგი მოგეხსენებათ გუშინ დავწერე რო ხვალ ვიდეო კარტას ვყიდულობ კერძოდ GTS250 512 MB ხო და გასწორებულში ვარ მოშნად და მივხვდი ჩემ დანაშაულს :D რომ აქამდე რა სისტემაც გვერძე მიწერია ადრე 9800GTX+ მქონდა ოპერაციული სისტემა სულ windows xp მეყენა ხო და გადავწყვიტე რო ეხლა რო გავაკეთებ კომპს დავაყენო ვინ7 და წინასწარ ვემზადები იმიტო რო იმ კომპზე რომელიც უნდა გავაკეთო ვინჩესტერი დაფორმატებულია და რო გავტესტო კარტა რა ფლეშკაზე ჩავწერე ვინდი როგორც ამ სურათში მანახეს ეგრე ვქენი ზუსტად

    ud227.jpg

    ხო და რო მორჩა დამიწერა საღოლ მალადეც ჯიგარი ხარო ვსო ჩავწერეო და გოჭივითა არისო მეც გადავწყვიტე გამეტესტა დაიბუთებოდა თუ არა ფლეშკა გადავტვირთე კომპ და მივაჭირე f11 და მერე გამოვიდა ბოტ მენიუ ავირჩიე ფლეშკა და მიწერს შემდეგ ერორჩიკს

    FILE: \BOOT\BCD

    Status: 0xc00000e

    info: An error accoured while attemping to read the best configuration data.

    გამიჩნდა სრულიად ლოგიკური კითხვა რა ჩემი შალა უნდა? :xeli:

    გამოიყენე Windows 7 USB/DVD Download Tool რომელიც Microsoft-ის ოფიციალური ხელსაწყოა Win7-ის ჩასაწერად ფლეშკაზე

  12. მაშინ უცნაურია..

    აბა რა ქენი იცი? ორიგინალი EXE სადმე შEინახე, კრეკი ჩააგდე იმ ვერსიის რომელიც გიყენია და ჩართე თამაში (რომ შეიქმნას პროფილი მოთამაშის)

    მერე გამშვებ ისევ ორიგინალით შეცვალე და ცადე პატჩის დაყენება

  13. წაიღებს, ოღონთ სხვადასხვა ვერსია უნდა ცადო...

    ზოგზე მიდის ზოგზე არა

    http://rutracker.org/forum/tracker.php -- აქედან აიღე რომელიმე ... ისე შეიძლება VMWare დააყენო არ გირჩევნია? ორივე ერთად გექნება, არც გადატვირთვა დაგჭირდება არაფერი ...

    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2565437

    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2186210

    ვერცერთს ვერ წაიღებს...

    მართალია OverDozeD VMWARE სულ გაჭედავს, მითუმეტეს არც ვირტუალიზაცია არ აქვს Celeron-ს და არცსაკმარისი წარმადობა

  14. გადმოიწერე ეს დრაივერი: http://us.download.nvidia.com/Windows/266.58/266.58_desktop_win7_winvista_32bit_english_whql.exe

    დაყენებამდე წინა წაშალე

    DirectX-ის განახლებული ვერსია კი აქედან გადმოწერე:http://filehippo.com/download_directx/

    ასევე, windows-ის თემა შეცვალე, Aero თემა არ გინდა, რმე სტანდარტული, ან საერთოდ Basic დააყენე

  15. DialUp წინა საიკუნის ტექნოლოგიაა, ნელი და ნაკლებად სტაბილურ, ამიტომ კონკრეტული რა ახსნა უნდა ჰქონდეს ვერ გეტყვი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული (შენს კომპზე ნაკლებდ)თან, DiaUP იყენებ GPRS კავშირს, რაც თავის მხრივაც ნელია, დამოკიდებულია ხაზის ტევაობაზე, დატვირთვაზე, საბაზო სადგურიდან მანძილზე და ა.შ

    USB-ს გარდა რა შეერთებაა? LAN-ის თუ ტელეფონის კაბელით? "პამეხებში" კიდევ რას გულისხმობ კონკრეტულად?

    ხმა ალბათ უკაბელო სისტემის მუშაობით გამოწვეული დინამიკების წუილია ხომ? ამ დროს რადიოტალღების წყარო უნდა მოაშორო დინამიკებს და არა კეისს

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.