Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8074
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    28

Everything posted by gio_kiborg

  1. არა, თავიდან თვითმფრინავი რომ აფეთქდება და მეორე აგენტი რომ გეხმარება, დივიზიაც იხმარება სამხედრო ტერმინოლოგიაში რუსულ ენაში და უფრო ადრე იყო ვიდრე "სპეცატრიად", უბრალოდ თამაშს ქვია "The Division" და ყველა ამ სახელით იცნობს, რუსული მიმომხილველებიც Division-ს უძახიან თუ არ ვცდები და ამ შემთხვევაში ზედმეტია მხატვრულად თარგმნა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, (და მასეთი მხატვრულად, მაგრამ შეუსაბამოდ ნათარგმნები ბევრია ლიტერატურაშიც როცა არ იყო აუცილებელი მხატვრული თარგმნა და ჯობდა ორიგინალი ტერმინი გამოეყენებიან მთარგმნელს) ძალიაან ცუდად ხვდება ყურს სპეცნაზი როცა ვიცი რომ დივიზიას გულისხმობენ, ძალიან კარგი გახმოვანებულია ისე, მსახიობების მხრივ, უბრალოდ მაინც ინგლისურად მირჩევნია, თუ საშუალება მაქვს ორიგინალში მირჩევნია ყოველთვის (ნუ ბევრ ენაზეა ნათარგმნი, მაგრამ ყველაზე ინგლისურიდან ალბათ), Metro მაგალითად რუსულად მაქვს დახურული ორივე, ბოლო რუსულად ნათარგმნი თამაში პირველი Mass Effect ვითამაშე და სხვათა შორის ძალიან მაღალ დონეზე იყო გადათარგმნილი თითქმის ყველაფერი, არანაირი შეგრძნება არ მქონდა რომ ნათარგმნს თამაშობდი. (მერე ინგლისურადაც დავურე არაერთხელ და პირადად შევადარე) მოკლედ თუა გაინგლისურების საშუალება ძალიან კარგი იქნება
  2. HP არის საბვენდორი, ჩიპის მწარმოებელი AMD არის და AMD-ს საიტიდან შეიძლია გადმოწერო (Aromatically detect drivers ფუნქციაც აქვს) თუმც ზოგჯერ საბვენდორები (განსაკუთრებით ლეპტოპის მწარმოებლები) ვიდეო ჩიპს მოდიფიკაციას უკეთებენ რაც მათ დრაივერებში აისახება და არ არის AMD-ს დრაივერებში, ამის გამო შეიძლება შენს შემთხვევაში HP-ს დრაივერები ჯობდეს, ნუ რაც არის შენი ვიდეოსთვის ის გადმოწერე, თუმცა მე მაინც AMD-ს საიტიდან ვამჯობინებდი ხოლმე გადმოწერას და დაყყენებას.
  3. მე Steam-ზე ვიყიდე 7,90$-ად მაგრამ რუსული აღმოჩნდა ენაც კი არ იცვლება... გახმოვანებას თვითონ არაუშავს, მაგრამ ზოგი სიტყვები უზაროდ ნათარგმნია მაგალითად რატომ ქვია "The Division"-ს "Спецотряд" და არა "Дивизия" ან "Hold on" რატომ გადათარგმნეს "Потерпи" და არა "Держис" ვიცი ოფიციალური გზა არ არის, მაგრამ არის საშუალება არაოფიციალურად გაინგლისურების?
  4. ეგ ჩემთან არ შემინიშნია, უფრო სწორად მაშინ აკეთებს როცა რამდენჯერმე უარი უთხარი დარესტარტებაზე (მარა აქ იგულისხმება რამდენიმე დღე) და მერე მაინც დააესტარტებს (იმ პონტში ტუალეტში რომ გეჩქარება ძალიან, ითმენ, ითმენ და მერე ვეღარ მოითმენ მიუხედავად იმისა ტუალეტში ხარ თუ არა მოკლედ მაგ მხრივ Win10 Full of sh***t არის ) მიწერე Microsoft-ს Feedback აპიდან
  5. მაინინგზე მთლიანი განყოფილებაა გახსნილი დეტალური ინსტრუქციებით: https://www.overclockers.ge/index.php?/forum/100-bitcoin-btc-და-ალტკოინები-altcoins/
  6. BRÜTAL LEGEND არის უფასოდ ცოტა დრო დარჩა
  7. Game as Service მოდელს მოვიაზრებთო და მულტიპლეერს თამაშისთვისო იმედია CD Project Red არ დაადგება EA-ს გზას, არ გაღორდება და თამაშებს მხოლოდ იმიტომ არ გააკეთებს რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მოუტანოს მიკროტრანზაქციებით და ლუტ ბოქსებით
  8. Night Dive Studio უშვებს მისი საკულტო კლასიკის System Shock-ის რემასტერ ვერსიას, თუმცა თამაშის ისტორია და შინაარსი ფაქტიურად იგივე იქნება, შეცვლილი იქნება გრაფიკა (თავისთავად) და გეიმფლეი-ორივე გათანამედროვებული, თუკი გიყვართ ეს თამაში, ახალი გრაფიკით და გეიმფლეით კიდევ უფრო უნდა მოგეწონოთ, ან თუკი ჩემსავით გინდათ თამაში, მაგრამ მოძველებული გრაფიკა და გემფლეის გამო ვერ გადაგიწყვეტიათ რა ქნათ, ახლა აღარ გაგიჭირდებათ გადაწყვეტა თამაში ხელმისაწვდომი იქნება Steam, GOG და Humble Bundle საშუალებით, გამოსვლა იგეგმება 2018-ში, თუმცა Kickstarter-ზე 2017 წლის დეკემბერია მითითებული ბექერებისთვის. ხელმისაწვდომი იქნება როგორც Windows, ისე Linux (SteamOS) პლატფორმებისთვის Kickstarter Steam GOG Humble Bundle სისტემური მოთხოვნებიც არც ისე მაღალი უნდა: მინიმალური: OS: Windows 7/8.1/10 (64-bit only) Processor: Intel Core i5-2400/AMD FX-8320 or better Memory: 4 GB RAM Graphics: NVIDIA GTX 670 2GB/AMD Radeon HD 7870 2GB or better DirectX: Version 11 Storage: 2 GB available space რეკომენდირებული: Processor: Intel Core i7-3770/AMD FX-8350 or better Memory: 8 GB RAM Graphics: NVIDIA GTX 970 4GB/AMD Radeon R9 290 4GB or better DirectX: Version 11 პრე-ალფა დემო: და შედარება ორიგინალთან:
  9. დახურეთ ყველაფერი დაყენდა, რაც მთავარია სკანერი მშვენივრად მუშაობს RTL-ის ქსელის დრაივერი გაჯიუტდა, მაგრამ ხელით რომ მივუთითე ფაილები დაყენდა და ამუშავდა
  10. მოვაგვარე (მგონი) მოკლედ ავიღე ლეპტოპის DVD დრაივი და შევაერთე USB ადაპტერით გავუთიშე Secure boot სერვისი და დაინახა (დადასტურება მაინც მომთხოვა Boot Media შეიცვალაო) ერთი შეცდომა მაინც მომივიდა, USB3 პორტში შემიერთებია მაუსიც და DVD დრაივიც, კი ჩართო ინსტალერი, მაგრამ მაინც არ გაუშვა ინსტალაცია დრაივერები არააო არადა Browse რომ მივეცი მშვენივრად ხედავდა, მაგრამ არათავსებადი დრაივებიაო კი არის ხერხი Win7-ის USB3-დან ინსტალაციის (Intel-ს ქონდა მშვენიერი მანუალი Nook-ზე Win7 ინსტალაციისთის) მაგრამ აღარ ვიწვალე, გადმოვაერთე USB 2 პორტში და ჯერ ჯერობით აინსტალრებს ყველაფერს კარგად.... ჯერ არ დავხურავ ვნახავ თუ კიდევ გამოხტება რამე
  11. საერთოდ ვერ ვირჩევ ჩამტვირთავ დისკს სხვას...
  12. მე ჩემს Gaming PC-ზე დავაყენე და პირიქით, ყველა უბრედურება გამოასწორა თითქმის (მაგალითად ხშირად ირეოდა Start Menu და Windows App-ები არ მუშაობდა, არც ვიყენებდი, მაგრამ რაღაც რომ არ მუშაობს მაინც არ მოგწონს მოკლედ ძალიან არასტაბილური სიტუაციაა ზოგადად რა წესით ახალ ვერსიებში აპდეითები რესტარტის გარეშე უნდა დაყენებულიყო, მაგრამ მაინც ხშირად ითხოვს რესტარტს, + კიდევ ყოველ აპდეითზე იმის შიში მაქვს რომ რომელიმე სპეციფიურმა სოფტმა უარი არ თქვას მუშაობაზე ან არათავსებადობის, ან ლიცენზიის პრობლემის გამო კარგი კია სულ ბოლო მიღწევებზე ყოფნა, მაგრამ თუნდაც Slow წრისთვის ძალიან ხშირი და დაბაგული აპდეითები გამოდის, რაც ბევრ თავსატეხს აჩენს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როცა სპეციფიური და არც ისე სტაბილური სპეციფიური სოფტ(ებ)ი გიყენია Win10-ზე ერთხელ მაგალითად ერთმა სოფტმა Windows update-ს შემდეგ ისე გაჭედა. გადასაყენებელი გახდა მთლიანად სისტემა და შემდეგ იმ სოფტის საფორთმა Remote-ით დააყენა "სპეციალური" ვერსია და ვინ იცის რომელიმე ახალ აპდითზე კიდევ რომ არ აურევს ამდენ ასე სწრაფ განახლებას მე მირჩევნია ძველ სტრატეგიას დაუბრუნდეს და Windows იყოს როგორც პროდუქტი და არა სერვისი, დახვეწონ მაქსმალურად და ისე გამოუშვან მერე მცირე აპდეითებით და სერვის პაკებით გამოასწორონ და არა 2-3 Major აპდეითით ყოველწლიურად და უამრავი პატარა აპდეითით რომელიც სულ რესტარტს ითხოვს უდროო დროს
  13. გაუმარჯოს დღეს დამაწყვიტა ნერვები HP-ს ბრენდ კომპიუტერმა HP 285 G2 Microtower PC- AMD-ს A8 APU-ზეა და (მგონი) A სერიის ჩიპსეტზე კომპიუტერს მოყვა ლიცენზირებული Win10 (+ ოხრად HP-ს Bloatware), მაგრამ პრობლემა გამოჩნდა მაშინ როცა HP-სვე პრინტერ/სკანერ კომბაინზე სკანერმა არ იმუშავა (XP-Vistta-ს ცვლილება გამახსენდა ) რაც ვნახე HP-სვე "გადასარევ" support ფორუმებზე, ჰაერში უნდა ახტე, გაიკვანძო და სამჯერ დაბზრიალდე (ერთხელ აუცილებლად სხვა სიბრტყეში) და მერე არსებობს შანსი რომ ამუშავდევს, ხოდა ამდენ ბზრიალ-ტრიალს მეთქი გამოცდილ Win7-ს დავაყენებ და დამთავრდება ამბავითქო მოკლედ, ჩავწერე Win7 ISO USB-ზე სტანდარტულად და ნურას უკაცრავად, არ ირთვება, მერე ჩავწერე RUFUS-ით UEFI-ს მხარდაჭერით და ბოდიშით, არც ახა ჩაირთო, BIOS აშკარად ხედავს რომ მოწყობილობა შეერთებულია, მაგრამ არ აჩვენებს ჩამტვირთავ სიაში, გავუთიშე Secure Boot (კიდევ ერთი HP-ს "იდეალური" გადაწყვეტილება) რომ Legacy Boot მხარდაჭერა გამეაქტიურებია, მაინც არ აჩვენებს, (არც სტანდარტული მეთოდით MBR-ზე ჩაწერილს) (ხო, ფლეშკა შევამოწმე ჩემს ლეპტოპზე და ნამდვილად ტვირთავს საინსტალაციოს) მერე კიდევ უფრო გადასარევ -HP-ს Support Document-ებში ვნახე, რომ თურმე ზოგი პროცესორების თავსებადობაც ყოფილა შუაში (ეს ისედაც კი ვიცოდი, მაგრამ თავსებადობას ჩატვირთვასთან მეეჭვება კავშირი ქონდეს) მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ კომპის პროცესორი არც Win7-ის მხარდაჭერილ პროცესორებში იყო და არც WIn 10-ის, მოკლედ უწერიათ რომ Intel--ის და AMD-ს მე-6 თაობამდე Win7 თავდებადიაო, Intel-ზე გასაგებია, მაგრამ AMD-ზე ნამდვილად არ ვიცი თაობები პროცესორის მოდელების სახელებით (მითუმეტეს, რომ A6 ზოგი მოდელი მე-6 თაობაშიცაა და მე-7-შიც) მერე გადავწყვიტე ესეც მეცადა, რომ Win 10 USB-ს თუ ჩატვირთავდა, მაგაზეც ვერაფერს მივაღწიე, ცოცხალი თავით არ უნდა გარე დევაისიდან (გარდა ქსელისა) ჩატვირთვა ხვალ ვაპირებ USB-DVD ROM წავიღო და DVD დისკიდან ვცადოო, მაგრამ მეეჭვება ჩატვირთოს რამე რჩევა ხომ არ გაქვთ რანაირად ჩავატვირთვინო ფლეშკიდან? ხო, დამავიწყდა მეთქვა, საიტზე Windows 7-ის დრაივერები არის
  14. თუ Windows არ არის აუცილებელი Linux Mint რომ დააყენო აჯობებს ალბათ
  15. Guns Of Icarus Online Free არის HumbeBundle-ზე ცოტა ხნით: https://www.humblebundle.com/store/guns-of-icarus-online?linkID=&mcID=102:59f101f80fab4ee673b99fd8:ot:59c47eeb1c7d4cd39aada4cc:1&utm_source=Humble+Bundle+Newsletter&utm_medium=email&utm_campaign=2017_10_26_HauntedHalloweenSale_store&utm_content=Banner Online Steampunk ჟანრი თუ მოგწონთ, მოგეწონებათ ეს
  16. Outlast Deluxe უფასოდაა (DRM Free ვერსია თან)
  17. ლეპტოპის მწარმოებლის საიტზე შედი, თუ არ იცი დაგუგლე, მაგალითად თუ ASUS-ის ლეპტოპია დაგუგლე ASUS Driver Download შემდეგ მონახე შენი ლეპტოპის მოდელი (უნდა ეწეროს უკანა მხარეს სტიკერზე ModelNo) ან ყუთზე, უმეტესობა მწარმოებლებს AutoDetect-ის ფუნქციაც აქვთ, რომ ავტომატურად ამოიცნოს მოდელი გადმოწერე დრაივერები შესაბამისი ვერსიის Windows-ისთვის ფლეშკიდან დაყენება გაცილებით მარტივია (სწრაფია ყოველ შემთვევაში, სირთულე ზუსტად იგივეა რაც დისკიდან) ფლეშკაზე Windows-ის ISO იმიჯი ჩაწერე Windows USB/DVD Download Tool-ით და შემდეგ ლეპტოპის BIOS-იდან აირჩიე ჩამტვირთავად ფლეშკა
  18. ძალიან მარტივია Hotspot-ის გამოყენება, თუკი ლეპტოპზე (ან კომპზე რომელსაც აქვს როგორც LAN, ასევე WiFi ადაპტერი) შეერთებულია ინტერნეტი LAN კაბელით, შეხვალ Settings აპლიკაციაში და შემდეგ Mobile hotspot და ჩართავ, აირჩევ პაროლს (სასურველია) და ქსელის სახელს თვითონ შექმნილი ქსელი არის ეგრეთ წოდებული Ad-Hoc პროტოკოლი (მცირედ განსხვავებულია სტანდარტული WiFi-დან, დეტალებით არ დავინტერესებულვარ) და შესაძლოა ყველა მოწყობილობა არ უჭერდეს მხარს, მაგრამ ბოლო 2-3 წელში გამოსული ტელეფონები/ტაბლეტები არ უნდა იყოს პრობლემა. მახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ Galaxy Note (სულ პირველზე) შემექმნა პრობლემა, როცა Android 2.3-დან 4.0-ზე დავააპდეითე რატომღაც შეწყიტა AdHoc-ების მხარდაჭერა და Windows 7-ის Hotspot არ მუშაობდა, დარუთვის და რომელიღაც სისტემური ფაილის მოდიფიცირების მერე ამუშავდა ისევ, თუმცა მგონი ბოლო განახლებაში თავისითაც ამუშავდა მოკლედ, შეიძლება იშვიათი გამონალკლისი მოხდეს და შენს ტელეფონს არ ქონდეს AdHoc-ის მხარდაჭრა, ამ შემთვევაში უნდა ნახო თუ შეიძლება გააქტიურება დარუთვით და სისტემური ფაილების მოდიფიცირებით მაგალითად
  19. 1.10 განახლება ბოლო იქნება Single Player-ისთვისო, აღარც პატჩები და აღარც Content Update-ები იქნებაო, მხლოდ მულტიპლეერზე შეიძლება იყოს ცოტ-ცოტა ახალი რამეებიო (რაც დიდად არ მაინტერესებს) https://www.masseffect.com/news/mass-effect-andromeda-update-from-the-studio რაც მულტიპლეერზე დახარჯეს რესურსები, თამაშის დახვეწაზე (ტექნიკურად და შინაარსის მხრივ) დაეხარჯათ გაცილებით კარგი შეფასებები ექნებოდა და სერიას გაგრძელების დიდი შანსი ექნებოდა, არ ვიცი რატომ არ გაითვალისწინეს ME3-ის გამოცდილება, მულტიპლეერი კი მოეწონათ მაგრამ საბოლოოდ ყველამ მალე დაანება თავი და აღარავინ იყო სერვერებზე.... მოკლედ ძალიან მწყდება გული რომ ბოლო ათწლეულის საუკეთესო ტრილოგიას ასეთი ცუდი დასასრული აქვს, EA-მ საკმაოდ დიდი ფული იშოვა მაინც Andromeda-თი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მეორე თამაშზე უკვე ვეღარ ექნებოდათ ამის შანსი და სტუდია დახურეს მთლიანად, იმედია Anthem მაინც გამოუვათ კარგი...
  20. პირველი პატჩი გამოვიდა 1.01 ბევრი რამე დაუფიქსიათ, მაგრამ ჩემი პრობლემა ისევ დარჩა ვიდეო დრაივერიც დავააპდეითე 385,28 ზე და მაინც არ ეშველა... მივწერე დეველოპერებს და ვნახოთ თუ მიშველიან ისე Nvidia Ansel-ის მხარდაჭერა ქონია
  21. საკმაოდ გონივრული ფასია, თუმცა ბატარეა ძალიან პატარა მგონია ამ SOC-სთვის და ეკრანისთვის
  22. პატჩს ვამზადებთო Steam-ზე ეწერა დეველოპერს დაველოდები და მერე გავაგრძელებ, არ მინდა ყურადღება სულ ტანსაცმლის ფრიალზე მქონდეს თამაშისას ჩემს სისტემაზე 60 FPS არის საშუალოდ ყველა სეთინგით მაქსიმუმზე 1440p გარჩევადობაზე, თუმცა თამაშობს 55-75 ფარგლებში შეილება Very High დან High ზე ჩამოვწიო და მოშნად მოიმატებს FPS, მაგრამ ეს არ არის ისეთი Fast Pasted თამაში რომ თითოეული კადრი მნიშვნელოვანი იყოს, ძალიან გლადკია გეიმფლეი და ამ შემთხვევაში მაქსიმალური ვიზუალი მირჩევნია მაქსიმალურ FPS-ს
  23. დავიწყე თამაში, საკმაოდ კარგი ჩანს, განსაკუთრებით აუდიო ნაუშნიკებში ისე, მანამდეც შევატყვე რევიუ ვიდეოებში, სახის გამომეტყველება რაღაცნაირად არაბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ Live Face Capture გამოიყენეს და მსახიობს იყენებდნენ ყველაფრის ჩასაწერად, კერძოდ, თვალები როგორც Mass Effect Andromeda-ში იყო თვალები არაბუნებრივი შუქ-ჩრდილებით რის გამოც ბერი სამართლიანი კრიტიკა შეხვდა, აქაც მასეა, ეჭვი მაქვს Live Capture-ს ბრალია, რადგან სახის განათება ყველა მხრიდან ხდება რომ ჩაიწერონ მაქსიმალურად ზუსტად, თუმცა შემდეგ განათება მთლად სწორად არ არის დაყენებული, Global Illumination-ის გარდა საჭიროა ბევრი ლოკალური ეფექტის გამოყენებაც, მაგალითად ის რომ თვალის გუგის ზედა მხარეს ნაკლებად განათებულად ვხედავთ სხვის სახეზე ვიდრე ქვედას, და ამიტომაა ერთიანად განათებული თვალები დაჭყეტილივით ჩანს ასევე პირი, რატომღაც არაბუნებრივი ჟესტებია, ადამიანები იშვიათად აჩენენ კბილებს ისე როგორც სენუა, იმ შემთხვევაშიც როცა პირი დაღებული აქვთ კბილები არ ჩანს ყველა თანაბრად ეს ორი არაუშავს, სახეს ხშირად ვერ ხედავ, თუმცა მთავარი რაც ჩემს სისტემაზე ჭირს, ეს არის ტანსაცმლის არაბუნებრივი ფიზიკა, შეიძლება ბაგია, შეიძლება დრაივერის ბრალია, არ ვიცი მოკლედ: ტანსაცმლის ბოლოები არაბუნებრივი სისწრაფით ფრიალებს და ხშირად დალურულია სულ, რაც საკმაოდ თვალში საცემი და Immersion Barker-ია
  24. Microtransaction-ები სინგლ პლეერშიო ნუ ვინც ყიდულობს თამაშს არც ისე სასიამოვნოა, მარა მე დიდად არ მაინტერესებს, თუკი არ დაჭრიან თამაშსაც პატარ პატარა DLC-ებად
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.