Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by gio_kiborg

  1. აუ ძაან ტვინს ბურღავს ეს თამაში ჯერ იყო და Xbox Live-ზე ვერ შედიოდა და ვერ ვრთავდი საერთოდ თამაშს (რა თქმა უნდა Microsoft-ის ტექნი9კურმა მხარდაჭერამ ვერაფერი მიშველა, ვიდეო დრაივერი წაშალე და დააყენე თავიდანო). თამაშის ფორუმზე ვნახე ერთი პოსტი, თურმე Windows-ის Time-ის სინქრონიზაცია შველის, მერე Windows 10-ზე არ მუშაობს ეს სინქრონიზაცია ნორმალურად და nist.gov-დან გადმოვწერე უტილიტა რომელიც ხელით აკეთებს, როგორც იქნა შევედი თამაშში მერე მეორე აქტის მეხუთე თავში ლეველ ბოსს რომ მოკლავ ქათსცენაა და ჭედავს მაგაზე, ვეღარ ვაგრძელებ თამაშს (აუდიო ისმის, ვიდეო ჭედავს) და რა თქმა უნდა რომ დავხურავ ძალით გაწყებიებს ლეველ ბოსამდე და არა მის მერე, 3-ჯერ მოვკალი უკვე და სამივეზე ჭედავს მერე ვნახე, შეიძლება UltaHD Texture Pack-ის ბრალიაო, ვერ ვნახე როგორ წავშალო, არადა თამ,აში რომ წავშალო მთლიანად, სავარაუდოდ მერე მაინც დააყენებს ახლა ვფიქრობ გატეხილი ვერსია გადმოვიწერო, მაინც არ ვთამაშობ ონლაინს....
  2. პირველზე უფრო დახვეწილია კიდევ, ნუ გრაფიკაც გაუმჯობესებულია თუმცა ისეთი არტ სტილია, ძაან მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ გარემოს დეტალიზაცია და ტექსტურები გაცილებით კარგია სიუჟეტიც კარგია, ნუ სასწაული და ორიგინალური არაა თუმცა მეტი ინფორმაციაა სამყაროზე ზოგადად, გეიმფლეიც მრავალფეროვანია, როგორც სტელსით, ისე პირდაპირი, ან შერეული, ეგ კიარა outsiderის ძალების გარეშეც შეგიძლია ითამაშო. ნაკლი ქონდა ოპტიმიზაცია და სტაბილურობა, რაც გაასწორეს როგორც ვიცი ასე თუ ისე
  3. Windows 10 ავტომატურად აკეთებს წესით დეფრაგმენტაციას მთლად უნდა კვდებოდეს მაშინ HDD მაგის გამო რომ ჭედავდეს, თან ლეველი რომ ჩაიტვირთება, მერე HDD-დან ბევრს არაფერ იღებს და არ უნდა გაგიჭედოს წესით... RDR2 თუ გაგიქაჩა, ეს არ უნდა გაუჭირდეს ნამდვილად, თუ სვა თამაშებში არ აქვს მსგავსი პრობლემები, თვითონ მაგ თამაშის ბრალია ალბათ ნახე პატჩი ხომ არ არის ან ახალი ვერსიის რეპაკი გამოსული,
  4. გაუმარჯოს სოსო! კარგად ვარ, შენსკენ რა ამბებია? დიდი ხანია აქ აღარ გამოჩნილხარ მოკლედ, აღარ დავწერე და მგონი მაინც არ იმუშავა წესიერად, ტესტებზე ჭედავდა (დეფაულტზეც კი) ვცდი კიდევ ერთხელ დავუკლებ QPI-ს თიუ იქნება სტაბილური რომ მოვიცლი 5675-ს 5.0-ს ადებიებს ხალხი კარგი გაგრილებით
  5. დაატებითი სერვისები და პროგრამები გამორთე რაც არ გჭირდება თამაშის დროს რომ მაქსიმალურად გამოანთავისუფლო RAM და CPU Task Manager-ში ნახე რამე პროცესს ხომ არ მიაქვს დიდი რესურსი და თუ შესაძლებელია გამორთე/მოკალი პროცესი თუ ნახავ მსგავსს სტარტაფში ნახე გაშვებული პროგრამები და მაქსიმალურად გამორთე ეს პროგრამაც ცადე აბა https://www.wagnardsoft.com/content/intelligent-standby-list-cleaner-v1000-released P.S: იმედია AMD-ს ბოლო დრაივერს იყენებ შენ სისტემაზე არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ ეს ვიდეოც ნახე(რუსული სუბრტიტრებიც აქვს ვიდეოს):
  6. ერთი არკადის რეტრო თამაშის (CarnEvil) ძებნისას წავაწყდი ამ საიტს, TheCollectionChamber: https://collectionchamber.blogspot.com ავტორს საიტზე გამოქვეყნებული აქვს უამრავი რეტრო თამაში, Windows, DOS თუ სხვადასხვა კონსოლების და არკადებისთვის რაც მთავარია თამაშებისთვის არის Custom ინსტალერები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ DOSBOX-ის თუ MAME-ს კონფიგურაციას, ჩვეულებრივ ინსტალერით დააინსტალებთ და გაუშვებთ თამაშს Shortcut-იდან გადმოსაწერ თამაშები არის ისეთები, რომლებიც არის ე.წ abandonware, ანუ არცერთ პლათფორმაზე არ იყიდება, ორიგინალი copyright-ის მფლობელი აღარ არსებობს (გაკოტრდა მაგალითად) ან არ აინტერესებს თამაში თამაშებს ახლავს დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ გაუშვათ (ძირიადად ინსტალაცია სჭირდება სტანდარტული) AAA თამაშებს ალბათ ვერ ნახავთ, თუმცა ძალიან საინტერესო Retro თამაშებს შეხვდებით COLLECTION CHAMBER FAQ Facebook Page Twitter: @TheCC101 მეორე, უფრო დიდი ბაზის მქონე ვებგვერდია MyAbandonWare: https://www.myabandonware.com 1500-მდე თამაშია 1977-2010 წლების შუალედში განსხვავებით წინა საიტიდან, არაა თამაშების გაშვების დეტალური ინსტრუქციები, თუმცა ძალიან ძველი DOS და უფრო ადრინდელი თამაში შეგიძლიათ ბრაუზერშივე გაუშვათ, ხოლო გადმოსაწერად კი დისკების იმიჯებია, ასევეა პატჩები, ფიქსები და მანუალები, თუმცა გაშვებაზე თავად უნდა იზრუნოთ. ვებსაიტს აქვს უფრო მოსახერხებელი ინტერფეისი (blogspot-ს გაცილებით ჯობია), შეიძლება თამაშების დათვალიერება პლატფორმის, წლის, ჟანრის, დეველოპერის და ა.შ მიხედვით, საკმაოდ ბევრი კარგად ცნობილი თამაშია წარმოდგენილი, მაგალითად 007: Nightfire , Colin Macray Rally MECHWARRIOR 4: MERCENARIES და ა.შ Facebook Page Twitter: @myabandonware ერთ კარგ თამაშსაც ვახსენებ: Dark Earth პირველად ვნახე Myabondenware-ზე, ვნახე ასევე პატჩები და ინსტრუქციები რომ გამეშვა პირდაპი თანამედროვე სისტემებზე, მაგრამ სამწუხაროდ დიდი წარმატების გარეშე, Windows 10-ზე ვერ გავუშვი, Windows 98-იან ლეპტოპზე გაეშვა, თუმცა მთავარ მენიუს ვერ გავცდი, ერთგან ვირტუალურ კომპიუტერზე XP-ზე გავუშვი თუმცა ხარვეზებით, TheCollectionChamber-იდან კი გადმოვიწერე custom ინსტალერი, რომელმაც დააყენა DosBox და მის თავზე Windows 95, რომელშიც თამაში ეშვება უპრობლემოდ ესეც ამ თამაშის რევიუ:
  7. თუ არ ყიდულობ ნახე დიდი დიდი რამდენიმე საათი დაკარგო სიმართლე გითხრა ეგ Fallout in space რეფერენსები არაა მთლიანად გამართლებული ჩემი აზრით, კი, სტუდია და ხალხი იგივეა, რეტრო-ფუტურისტული ატმოსფეროა და ირონიული იუმორი, მაგრამ გეიმფლეი სულ სხვანაირია, RPG ელემენტები უფრო გამარტივებულია, თუმცა დიალოგები როგორც fallout-ში შესანიშნავია, მაგრამ გეიმფლეი გაცილებით უკეთესია ვიდრე თუნდაც F4, ხოლო მთავარი სიუჟეტური ხაზი უფრო კონცენტრირებულია, უმეტესობა გვერდითი მისიებიც მთავარ მისიებთანაა დაკავშირებული, ასევე განსხვავებით Fallout-იდან ბაგები თითქმის არ არსებობს და არც იქრაშება (თანამედროვ თამაში არ დაქრაშულიყოს თითქმის არ მახსოვს )
  8. ითამაშე გიო, არ ინანებ მთავარი მინუსია რომ მალე მთავრდება, თორე გეიმფლეი, იუმორი, გრაფიკის სტილიც კი ძალიან კარგია 2 კვირაზე გავწელე 30+ სთ ვითამაშე, მაქსიმალურად ვასრულებდი გვერდით მისიებს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თამაშს, რამდენიმე გამომრჩენია კიდეც ბაგიც გაასწორეს პარვატის რომ მკვდრად თვლიდა და მისი მიის ნორმალურად დამთავრებაც შეიძლება ახლა ასე არ მისიამოვნია თამაშით დიდი ხანია, Gears 5, RDR2 და Fallen Order მაქვს ჩაწერილი და კვირა ისე გავა 1 საათსაც არ ვითამაშებ, ისე ვერცერთმა ვერ მიმიზიდა
  9. თვითონ ალუმინს ხომ გააგრილებს? ან კიდევ პროცესორის ქვემოთ რომ რადიატორია იმაზეც შეიზლებამ ჩიპსეტიდან მაქეთ heatpipe გამოდის და მაგის გაგრილებით ჩიპსეტსაც გააგრილებ, თან რადიატორის გაგრილება უფრო ეფექტური იქნება ვიდრე მეტალის ნაჭრის
  10. ჩემთანაც მასე იყო, ძველ ვიდეოკარტას მოვხსენი და ორმაგი წებოვანი ლენტით დავაწებე და 60 გრადუსს ქვემოთ ჩამოწია
  11. Widows 10 რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საკმაოდ მიმზიდველი სისტემაა რეტრო თამაშებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო: 1. Steam, GOG Galaxy მხარდაჭერილია ფაქტიურად მხოლოდ ამ Windows-ზე (2020 წლის 14 იანვრიდან Windows 7 აღარ იღებს განახლებებს, შემდეგ ალბათ Steam-იც შეწყვეტს მხარდაჭერას) 2. გრაფიკული ბარათის დრაივერების Advanced ფუნქციები მხარდაჭერილია (Virtual Super Resolution, G-Sync, Free-Sync, HDR....) 3. მხარდაჭერილია თანამედროვე აპარატურა, რომლითაც შეიძლება რეტრო თამაშები ძალიან მაღალ რეზოლუციაზე გავუშვათ (მაგალითად 8K-ზე Virtual Super Resolution-ით) 4. რეტრო თამაშებს არ სჭირდებათ მაღალი სისტემური მონაცემები, თუმცა თუკი ძლიერი თანამედროვე კომპიუტერი გაქვთ, შეგიძლია გამოიყენოთ მისი უპირატესობებიც, ან შეგიძლიათ შედარებით ძველი (775 სისტემა) გამოიყენოთ 5. სისტემა იღებს უსაფრთხოების განახლებებს, ასე რომ ძირითად კომპიუტერადაც შეიძლება გამოყენება რამდენიმე რეკომენდაცია: 1. თუკი მთავარ სისტემად არ იყენებთ, გირჩევთ დააყენოთ 32 ბიტიანი Windows, რადგანაც მეტია თავსებადობა ძველ თამაშებთან, თუმცა წინასწარ შეამოწმეთ თუ თანამედროვე აპარატურისთვის არის დრაივერები (შეიძლება Dual Boot-იც ერთსა და იმავე სისტემაზე) 2. ზოგი თამაშის სტაბილურობისთვის საჭიროა რომ პროცესორის მხოლოდ ერთ ბირთზე (ლოგიკური) ჰქინდეს აფინობა, ანუ მეტს არ იყენებდეს: https://thegeekpage.com/set-affinity-for-an-application-on-windows-10/ (არის ამის ავტომატიზაციის საშუალებაც) 3. EAX ამუშვაება შეიძლება Creative-ის აუდიობარათის და Alchemy-ს გამოყენებით, (თუმცა ყოველთვის არ მუშაობს.) და ბოლოს PhilsComputeLab-ის ვიდეო:
  12. როგორც ტექსტია ჩაკოპირებული გადავასწორე ციფრებად და ჯამი 4227.1-ია Book1.xlsx
  13. ვა, გასწორდა MPC-HC შიც, MadVR-ზე გადავიყვანე და HDR path-trough მოვითითე სეთინგებში, ანუ თვითონ ტელევიზორი უკეთებს ფერების კორექციას მეტადატას საფუძველზე, რაც ყველაზე ახლოსაა ალბათ ორიგინალთან
  14. HDR კონტენტისთვის საუკეთესო პლეერია, სერიალი მქონდა გადმოწერილი HDR 10 ბიტიანი ფერებით 4k რეზოლუციით, გავიტანჯე ყურებისას, ვერანაირად ვე ავაწყვე ნორმალურად Windows HDR ფერები და ტელევიზორის HDR რეჟიმი, საშინლად მუქად ჩანდა, მეორე ვიდეო კიდევ პირიქით, ძალიან გახუნებული ფერებით, Netflix-ის ლოგო სტაფილოსფერი იყო წითლის ნაცვლად, PowerDVD ზე კი იდეალურად გამოჩნდა ყველაფერი, True Theater ეფექტებიც კი მომწონს ერთი უმნიშვნელო რამე შევატყვე, ჩემი აუდიოკარტის (Sound Blaster-ის Z სეია) SDIF-ზე ხმა ფაქტიურად არ მუშაობდა (ხმაური ისმოდა მარტო), თუმცა სტანდარტულზე რომ გადავრთე იმუშავა, Windows და სხვა აპები უპობლემოდ მუშაობენ.
  15. Epic Store-ზე 10 დოლარიანი კუპონია საშობაოდ, 17% იანი ფასდაკლებაა ამ თამაშზე და 16 დოლარამდე ჯდება, კარგი ფასია, ვიყიდე
  16. ორივე გჭირდება რომ დაინსტალირებული იყოს~
  17. ბენჩმარკი იქრაშებოდა, დრაივერი დავააპდეითე (DDU-თი წავშალე ჯერ) და ვითამაშე ცოტა ხანი, არ დაქრაშულა, არც გაუჭედია, ერთია ხანდახან FPS ჩამოდის 40-ზე, თუმცა რაც მთავარია frametime სტაბილურია და არ ბორძიკობს როგორც მოთამაშე frametime-ისას, თუნდაც მაღალი FPS იყოს (Favor quality-ზე მიყენია მეორე გადასვლაზე, დეტალურ სეთინგებზე აღარ მიწვალია, მაგრამ Digital Foundry-ს აქვს კარგი რევიუ ოპტიმიზაციის) ონლაინს არ ვთამაშობ საერთოდ :) სტანდარტი, არ ვყიდულობ ხოლმე სფეშიალებს, in-game item-ები არ მაინტერსებს დიდად, თუ რამე დიდი dlc მოყვება კიდევ შეიძლება, მაგრამ უმეტეს შემთვევაში არ მოყვება არაფერი ღირებული ჩემთვის (არტბუქი და საუნდტრეკებიც არ მაინტერესებს)
  18. ვიყიდე (კიდევ 5 დოლარიანი ფასდაკლება დაემატა 5000 ტოკენიანი კუპონით) იქრაშება თამაში ოღონდ ახლა ბოლო დრაივერს დავაყენებ და ვნახავ რა ვერ გააკეთეს ამათმა
  19. Postal 2 giveaway https://www.gog.com/?utm_medium=email&utm_source=newsletter&utm_campaign=20191216_nl_Winter_Sale_GIVEAWAY_2_EN&utm_term=EN&track_click=1&link_id=GIVEAWAY_section_CTA
  20. ვიყიდე, სპლიტ სკრინ მულტიპლეერი მაინტერესებს ამ შაბათ კვირას დავიწყებ ალბათ
  21. დავხურე ჯამში მომეწონა, თუმცა არც ისე გრძელი მთავარი მისიები ქონდა, თუმცა გვერდითი მისიები ავსებდა კარგად, ჯამში 35 საათამდე მოვუნდი გავლას, შინაარსი საინტერესოა, თუმცა თითქოს ძალიან სწრაფად განვითარდა და დამთავრდა, თამაშის ბოლო სლაიდებიც ძალიან მოსალოდნელი ინფეორმაცია იყო და რამე განსაკუთრებით საინტერსო არ უთქვია, თუმცა იმედია რამე სახის გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სამყაროა და ძალიან კარგად რეალიზებული პატარა ე.წ "ტვისტი" ქონდა ბოლოში, რაზეც შეიძლება აეწყოს მთელი ახალი სერია ბოლო მისიები ისე გავიარე ფაქტიურად არ მისვრია, თუმცა ალბათ უფრო რთული ალბათ მთელ არმიასთან ბრძოლა იქნებოდა, რამდენიმე ასპექტი რაც შეიძლება გააუმჯობესონ გეიმფლეიში: სტელსი: რუდიმენტული სტელსი არის, ასევე ჰოლო პროექტორიც, რომელიც ადგილებში შეპარვის საშუალებას გაძლევს, თუკი ID გაქვს იქ მომუშავის, თუმცა არ არის silent takedwn მაგალითად, ანუ რომ მიეპარები მოწინააღმდეგეს, ბოლოში მაინც სროლა უნდა ატეხო, ანუ სტანდარტულად ებრძოლო, მაშნ მიპარვა აზრს კარგავს. სნაიპერული იარაღი: არის hunting rifle და კიდევ1 თუ ორი სნაიპერული შაშხანა, მაგრამ შედარებით სუსტებია, ყველაზე ძლიერ სნაიპერულზე მინიმუმ 2 ჯერ ძლიერი იარაღები მქონდა მთელ თამაში ერთხელ არ დაქრაშულა რაც მიღწევაა ჩვენს დროში ბაგებიც ბევრი არ ქონია, ერთი რაც დამამახსოვრდა, ერთ-ერთი კომპანიონი რატომღაც მკვდრად ჩათალა, არადა ცოცხალი იყო ბოლომდე. მოკლედ ველოდები შემდეგს
  22. წინა პოსტში გამომრჩა, მაგრამ ჩამატების ნაცვლად ახალ პოსტში დავწერ (ეკუთვნის) Digital Foundry-ს (https://www.youtube.com/user/DigitalFoundry) DF Retro სერია რეტრო თამაშების რევიუ (PC თუ კონსოლები), ასევე თუ როგორ ამუშაო თანამედროვე სისტემებზე https://www.digitalfoundry.net/browse/df-retro
  23. გაიხარე! მეც ვნახე ერთი ლინკი https://www.mediafire.com/file/dtfgm97y78rdlcp/FIFAXIXIMs_mod_+_GIGAmod_5.1new.rar/file
  24. ამ თემაში დავდოთ Youtube არხები (ან კონკრეტული ვიდეოები) რეტრო თამაშებზე/სისტემებზე მოკლე აღწერით დავიწყებ Good Old Gamer არხით https://www.youtube.com/channel/UCVqOg8VjkLno7ZQKHOmIrxA არ არის რეტრო ჰარდზე, უფრო გეიმინგ სიახლეების არხია, მაგრამ აქვს ახალი ვიდეოების სერია რეტრიო თამაშებზე: ძველი თამაშების ოპტიმიზაცია თანამედროვე სისტემებზე: (იმედია გააგრძელებს) PhilsComputerLab ძირითადად ეხება რეტრო აპარატურას, ასევე რეტრო თამაშების გაშვებას მეტ-ნაკლებად თანამედროვე იაფფასიან სისტემებზე:https://www.youtube.com/user/philscomputerlab/featured ერთ-ერთი ბოლო ბილდ ვიდეო Windows 98 PC-ზეა: Modern Vintage Gamer https://www.youtube.com/user/jimako123/videos ძირითადად კონსოლებზეა, ასევე ემულაციაზე (ძველი კონსოლების ემულაცია ახალი კონსოლებით, PC-ზე და ა.შ) X-Box -ის ემულაციაზე აქვს საინტერესო ვიდეო The 8-Bit Guy https://www.youtube.com/user/adric22/featured არხი ძირითადად ძველ (70-90-იანების) კომპიუტერულ სისტემებზე და კონსოლებზეა, ასევე ძველ Mac-ებზე, ძველი სისტემების მოდებზე და შეკეთებაზე და ფერის დაბრუნებაზე (retrobright) ამ ბოლოს გამოუშვა თამაში Comodore 64-ისთვის და შემდეგ დააპორტირა DOS-ისთვის (Planet X3) LGR (Lazy Game Reviews) https://www.youtube.com/user/phreakindee/featured რეტრო თამაშების, პროგრამების და მოწყობილობების რევიუები, საინტერესო ისტორიები გამქრალ ფირმებზე და პროდუქტებზე, DOS კომპიუტერების მიმოხილვები, ასევე რეტრო სისტემების ბილდ გაიდები RetroManCave https://www.youtube.com/user/RetroManCave/featured ვიდეოები ძირითადად ძველ კონსოლებზე და არკად სისტემებზეა, მათ შეკეთებაზე და ზოგი ახალი რეტროო აქსესუარის მიმოხიულვებიც აქვს: Nostalgia Nerd https://www.youtube.com/user/nostalgianerdvideos/featured ბრიტანული რეტრო არხია და აქ განხილული სისტემები უფრო ნაცნობია ჩვენთვის, ვიდრე მაგალიტად ამერიკული რეტრო არხების, მრავალფეროვანი ვიდეოები აქვს ძველი თამაშების, სისტემების რევიუებით, ასევე საინტერესო ისტორიებიც
  25. ვინმეს ხომ არ გაქვთ FIFA 19-ის პატჩი ბოლო ტრანსფერებით? რა საიტებიც ვნახე რეკლამების და ტროიანების ბუდე იყო და არ მაქვს სურვილი იქედან გადმოწერის....
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.