Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. CeBIT 2012 გამოფენაზე, რომელიც დღეს, ქალაქ ჰანოვერში იწყება, კომპანია Tt eSPORTS და DesignworksUSA-ს განზრახული აქვთ დაამტკიცონ, თუ რამდენად შეუძლია მანიპულატორის გარეგნულ მხარეს გავლენის მოხდენა სათამაშო პროცესზე. ორივე მათგანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, წარმოადგენს Thermaltake და BMW Group-ის ქვეგანყოფილებებს შესაბამისად. საუბარია კი არის გეიმერულ მაუს Level 10 M-ზე, რომლის შესახებაც პირველი ცნობები წლის დასაწყისში გავრცელდა. პროდუქტი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა: კორპუსი დაყოფილია ორ ნაწილად, რომელთა შორისაც დარჩენილია ცარიელი სივრცე, ხოლო ზედა მხარეს დატანებული ხვრელები კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფენ ჰაერის ნაკადის ცირკულაციას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს პროდუქტის სიმაღლე და კუთხე და ამგვარად, მოირგოს მისი ერგონომიულობა საკუთარი სურვილისდა მიხედვით. ზედაპირი დამზადებულია ალუმინისგან - უკეთესი მოძრაობისთვის და უფრო მეტი ცვეთაგამძლეობისთვის. ის აგრეთვე აღჭურვილია 800-დან 5000 DPI-ს მქონე ოპტიკური სენსორით (პროგრამულად ხელმისაწვდომია მაჩვენებელი 8200 DPI), ხოლო არჩეულ გაფართოებაში ორიენტირებისთვის, მღრღნელზე დატანებულია შესაბამისი საინდიკაციო ნიშნულები. ორი ძირითადი ღილაკის გარდა, კორპუსის გვერდითა მხარეს განთავსებულია ხუთი პროგრამირებადი კლავიში და კიდევ ერთი უზრუნველყოფს მათ შორის გადართვას. პარამეტრების დაყენება ხორციელდება კომპლექტში არსებული სოფტის მეშვეობით. მაუსს აგრეთვე გააჩნია განათების შვიდი ვარიანტი. პროდუქტი ხელმისაწვდომია თეთრ, შავ და ხაკისფერში. ღირებულებასა და გამოჩენის თარიღზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. IXBT, Tt eSPORTS
  2. დღეს, ტაივანურ კომპანია MSI-ის პროდუქციის ქსელში გამოჩნდა 28 ნმ Pitcairn Pro/XT ვიდეოჩიპზე დაფუძნებული ერთდროულად ოთხი ვიდეობარათი. MSI R7870 Twin Frozr და R7870 Twin Frozr/OC (Radeon HD 7870) აღჭურვილნი არიან 2 გბ GDDR5 მეხსიერებით და ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს Propeller Blade ხრახნების მქონე, ორ ცალ, 80 მმ-იან ფენს, სპილენძის ხუთ სითბურ მილაკს და ალუმინის რადიატორს. მათ კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია 1280 ნაკადური პროცესორი, 32 რენდერული/80 ტექსტურული ბლოკი და 256-ბიტიანი ინტერფეისი. ჩვეულებრივი ვერსიის სიხშირეები შეადგენს 1000/4800-ს, ხოლო აჩქარებულისას კი - 1050 მჰზ-მდე (ჩიპზე). MSI R7850 Twin Frozr და R7850 Twin Frozr/OC (Radeon HD 7850) ხასიათდებიან შედარებით ნაკლები SP/TMU-თი (1024, 64) და უფრო მოკრძალებული TDP-თი - დაახლოებით 130 ვ-ით - Radeon HD 7870-ის 175-ის წინააღმდეგ. ქულერმა მიიღო სამი 6 მმ-იანი ჰითპაიპი და ორი, ~70 მმ-იანი ფენი. ვიდეოგასასვლელების ნაკრები კი სტანდარტული სახისაა: DVI, HDMI და Mini DisplayPort (2). ორივე მათგანს რასაკვირველია გააჩნია API DirectX 11.1, OpenGL 4.2, CrossFire-კომბინაციების, AMD Eyefinity-ისა და ენერგოდაზოგვის ტექნოლოგია ZeroCore Power-ის მხარდაჭერა. გაყიდვაში კი, ყველა ახალი მოდელი 19 მარტიდან გამოჩნდება. Overclockers.ua
  3. კომპანია HIS-ის ასორტიმენტს შეემატა IceQ სერიის, Radeon HD 7800 კლასის ვიდეობარათების ერთდროულად სამი მოდელი. პირველ ორ მათგანს ერგო უკვე ნაცნობი IceQ X ქულერი, რომლებიც წინა თაობის პროდუქტებში გვხვდებოდა; ცვლილება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ საფარველი ცისფერ და ფირუზისფერის ნაცვლად, ახლა უკვე შავ და ვერცხლისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი. მესამე ვერსია სრულიად განსხვავებული სახისაა. პირველ რიგში ეს გახლავთ ახალი გაგრილების სისტემა IceQ iTurbo, რომლის შემადგენლობაშიც შესულია ალუმინის რადიატორი და 8 მმ დიამეტრის მქონე, სპილენძის ოთხი სითბური მილაკი. ხოლო ცენტრში განთავსებულ ფენს, თავის მხრივ, მაგივრობას უწევს ტურბინა. მწარმოებელის აზრით, ამ შემუშავებულ ნოვაციას ყველაზე უკეთ შეესაბამება დევიზი 'უფრო ჩუმად, გრილად, გაუმჯობესებულად'. მიუხედავად ეფექტური ქულერებისა, ტაქტური სიხშირეები ქარხნულ მაჩვენებლებზე დარჩა. HD 7850 IceQ X-ის გრაფიკული პროცესორი ფუნქციონირებს 860 მჰზ-ზე, HD 7870 IceQ X და HD 7870 IceQ iTurbo კი - ერთ გიგაჰერციან ნიშნულზე. სამივე ნაწარმმა აგრეთვე მიიღო 4,8 გჰზ-იანი 2 გბ GDDR5 მეხსიერება, რომელიც GPU-სთან კავშირს 256-ბიტიანი ინტერფეისის მეშვეობით ახდენს. TechPowerUP! IXBT
  4. დღესდღეობით ცნობილ, Ivy Bridge-ის 25 მოდელიდან, რომელთა შორისაც არის 17 სამაგიდო და 8 მობილური პროცესორი, წარმოდგენილი იქნება მომდევნო წლის 8 აპრილს. პირველ ნაკადში შესული იქნება მოდელები: Core i7-3770K, Core i7-3770, Core i7-3770S, Core i7-3770T, Core i5-3570, Core i5-3550, Core i5-3450 - ღირებულებათა დიაპაზონ 184-332$-მდე. მაისში კი, მათ დაემატება Core i5-3470T. მათთან ერთად, შედგება Z77, H77, Z75 და B75 ჩიპსეტების დებიუტი. ხოლო იმავე თვის 13 რიცხვში, გამოჩნდებიან Q77 და Q75-იც. ნოუთბუქებისთვის განკუთვნილი პირველი CPU-ები კი გახლავთ Core i7-3920QM, Core i7-3820QM და Core i7-3720QM - 1096, 568 და 378$-ად შესაბამისად. Core i5-3520M, Core i5-3360M, Core i5-3320M და Core i7-3667U/Core i5-3427U (ულტრაბუქებისთვის) ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდებიან. Overclockers.ru
  5. ამ კვირას, AMD-მ უნდა წარმოადგინოს კიდევ ერთი ექვსბირთვიანი პროცესორი Socket AM3+-ზე - FX-6200. კომპანიის მონაცემთა ბაზაში ეს გახსნილი მამრავლის მქონე მოდელი უკვე აღინიშნება, თუმცა მას ჯერჯერობით მარკირება არ მიუღია. ის ფუნქციონირებს ნომინალურ 3.8 გჰზ სიხშირეზე (ავტომატურ აჩქარების დროს კი - 4.1 გჰზ). თერმოპაკეტის დონე გაიზარდა 125 ვ-მდე, ხოლო III დონის კეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 მბ-ს. Overclockers.ru
  6. მაშინ, როდესაც Radeon HD 7970-ის ოფიციალური ღირებულება უკვე იანვარში შეიძლება დაეცეს 499$-მდე, Radeon HD 7990 ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 849$-ად. სავარაუდოდ, ის მიიღებს 2 X 3 გბ GDDR5-ს (ეფექტურ სიხშირე 5 გჰზ-ით), ხოლო ორი Tahiti ბირთვის სიხშირე გაუტოლდება 850 მჰზ-ს. არ უნდა გამოვრიცხოთ ფუნქციონალური ბლოკების რაოდენობის შემცირება თითოეულ ვიდეოპროცესორისთვის. ----------------------------------------------------------- ინფორმაციული წყარო იტყობინება, რომ Radeon HD 7950-ს ექნება 112 ტექსტურული (Radeon HD 7970-ში ეს რაოდენობა 128-ს შეადგენდა) და 32 რასტერული ბლოკი. სხვა დეტალური ინფორმაცია მის ტაქტური სიხშირეებზე, ენერგომოხმარების დონეზე, თერმოპაკეტზე და რეკომენდირებული ღირებულებაზე, ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ru
  7. გერმანულმა კომპანია Cougar-მა, რომელმაც ამ წელს შესანიშნავად დაგვამახსოვრა თავი - კომპიუტერული კორპუსების, კვების ბლოკების და ფენების გამოშვებით, განაცხადა, რომ 2012-ში აპირებს ახალი ბაზრების ათვისებას და წარმომადგენლობების გახსნას მსოფლიოს დიდ ქალაქებში. ეს კი, თავის მხრივ, რასაკვირველია დაკავშირებულია მის ბოლო პროდუქტების წარმატებებთან, რომლებსაც ადასტურებს საიტებისა თუ ჟურნალებისგან მიღებული სხვადასხვა ჯილდოები და ასევე პრემია დიზაინის სფეროში - Designpreis Deutschland 2012-ზე. გარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, ის იწყებს გლობალურ ქსელში გამოსვლასაც. კერძოდ კი, უკვე რამდენიმე წელია, რაც ფუნქციონირებს Cougar World, ხოლო 2011-ში მისმა პრეს-სამსახურმა გახსნა საკუთარი გვერდი Facebook-ზე და არხი - YouTube-ზე. ხოლო სპონსორობის პირველი გამოცდილება, მან შეიძინა ახლახანს დაანონსებულ ტურნირ Futuremark Operation: Overclock-ის დროს. კომპანიის ბრენდ-მენეჯერი ლიო ჰუანგი (Lio Huang) ოპტიმიზმით არის განმსჭვალული: 'უკანასკნელ რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ უკვე შევედით რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, მაგრამ ზუსტად 2010-ში მიღებულ ჯილდო Computex Design & Innovation Award-ით, ვიგრძენით, რომ აუცილებელი იყო ძალისხმევის გაორმაგება და პროდუქტების გამოტანა მსოფლიო მარკეტზე. Cougar-ის ოფისები განლაგებულია გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, რუსეთში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში და ტაივანში (მისი ქარხანაც სწორედ აქ არის). იმედი ვიქონიოთ, რომ 2012-ში ექსპანსიის ტენდენცია კიდევ გაგრძელდება'. Overclockers.ua
  8. როგორც ცნობილი იყო, Razer Blade-ის გაყიდვები უნდა დაწყებულიყო მიმდინარე წლის IV კვარტალში, თუმცა ახლა წყარო იტყობინება, რომ ეს თარიღი გადატანილ იქნა იანვრის შუა-ბოლო პერიოდისთვის, რაც განაპირობა 320 გბ-იანი მყარი დისკის - 256 გბ SSD-თი შეცვლამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მის თვითღირებულებას, მისი ფასი მაინც იგივე, ანუ 2800$ დარჩება. ამ დაყოვნების კომპონსირების მიზნით, ზოგიერთი მაღაზია მომხმარებლებს ლეპტოპს შესთავაზებს Razer Orochi Blade Edition მაუსთან კომპლექტში, რაც გახდება როგორც სასიამოვნო, აგრეთვე უფასო დამატება მისთვის.
  9. ჯერჯერობით ვხურავ ამ თემას. 7990-ზე ახალ ცნობებს ჩავამატებ ხოლმე
  10. წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღეში კომპანია Sapphire აპირებს საშუალო ბიუჯეტურ ვიდეობარათ Sapphire HD 6850 Black Diamond-ის წარდგენას. ერთობ ალტერნატიული კონსტრუქციის მქონე, გაგრილების სისტემით აღჭურვილი პროდუქტის სიხშირეები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფოტოსურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასაგები ხდება, რომ ის დაპროექტებული და გათვლილია აჩქარებისთვის. ქულერი თავის მხრივ, მოიცავს სპილენძის რამდენიმე მილაკს, ალუმინის რადიატორსა და ორ ცალ, თავისებური მოყვანილობის, 92 მმ ზომის ფენს. კომპლექტაციაში შესულია 960 ნაკადური პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ GDDR5 მეხსიერება. გამომდინარე იქიდან, რომ ის ეკუთვნის 40 ნმ-იან Northern Islands ოჯახს, მას არ გააჩნია უახლეს API DirectX 11.1-ის მხარდაჭერა (გათვალისწინებულია DirectX 11). ვიდეოგასასვლელების რაოდენობა ოთხია - წყვილი DVI, თითო-თითო HDMI და DisplayPort. ჯერჯერობით სხვა ცნობები არ ვრცელდება. Overclockers.ua
  11. მაგ სამი მოდელიდან ნებისმიერი აიღე, გაგრილების სისტემა ყველას ძალიან კარგი აქვს, დიდი განსხვავება არ იქნება მათ შორის, არც ტემპერატურებში, არც პერფორმანსში.
  12. თურქულ საიტ Donanim Haber-ის ვარაუდით, ვიდეობარათ Radeon HD 7990 (New Zealand)-ის რელიზი მომავალი წლის მარტში შედგება. ამის დასამტკიცებლად კი, მოყვანილია სხვა რესურსის სლაიდი, სადაც ამ თარიღის სახით, მოყვანილია 2012-ის პირველი კვარტალი. გარდა ამისა, Radeon HD 69x0 სერიას აღნიშნულ პერიოდში მოუწევს ადგილის განთავისუფლება Radeon HD 78x0 გადაწყვეტილებებისთვის, ხოლო Radeon HD 68x0 და Radeon HD 67x0-ს - Radeon HD 77x0-ებისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ გარდა 384-ბიტიანი ინტერფეისისა და 6 გბ GDDR5 მეხსიერებისა, Radeon HD 7990-ში წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგია ZeroCore Power-ის განსაკუთრებული ვარიანტი, რომლის საშუალებითაც, ის მოახდენს გრაფიკული ბირთვის გათიშვას თავისუფალ რეჟიმში.
  13. ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის გუშინდელი ანონსი ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ სერიული მოდელებიც გაყიდვაში დაუყოვნებლივ გამოჩნდებიან. AMD-ს პარტნიორებისთვის, 9 იანვრამდე მოქმედებს შეთანხმება ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ (NDA), რომლის მიხედვითაც, მათ საიდუმლოდ უნდა შეინახონ Tahiti XT-ს საფირმო ვერსიის დიზაინი. თუმცა, DonanimHaber-ზე გუშინ გამოქვეყნდა ამ პროდუქტის ფოტოსურათი, Club 3D-ს შესრულებით. ეს რეფერენსული მოდელი შესრულებულია წითელი ფერის ბეჭდურ დაფაზე. გაგრილების სისტემა სტანდარტული, ორსლოტიანი ტურბინული ტიპისაა და გარემოცულია პრიალა, პლასტიკური საფარველით. უკანა პანელზე განლაგებულია DVI, HDMI და წყვილი Mini DisplayPort გასასვლელები. ყუთზე დატანებულ ინფორმაციის მიხედვით, მას გააჩნია PCI Express 3.0 x16 ინტერფეისის მხარდაჭერა, აღჭურვილია 3072 მბ GDDR5 მეხსიერებით და თან ერთვის თამაშ DiRT 3-ის კუპონი. ღირებულება სავარაუდოდ 570$ იქნება. Overclockers.ua
  14. ჰოლანდიურ კომპანია Deonet-მა განაცხადა USB-ინტერფეისი მქონე ფლეშ-ბარათის გამოშვების შესახებ, რომელსაც ის 'ყველაზე მცირე ზომისას' უწოდებს. ამის ზუსტად გაგება რთული იქნება, რადგან მწარმოებელს არ მოჰყავს პროდუქტის ზომები. ამავდროულად ის იუწყება, რომ ასეთი რამ შესაძლებელი გახდა ახალ მიკროსქემა Micro UDP (USB Disk In Package)-ის გამოყენებით, რომლის გაბარიტებიც, 'კლასიკურებთან' შედარებით, ორჯერ უფრო მეტად ნაკლებია (19,5 x 14,5 х 2,9 მმ). სწორედ მის კორპუსშია განთავსებული მეხსიერება, კონტროლერი და სხვა კომპონენტები, ასე, რომ რჩება მხოლოდ აღნიშნული პორტის დამატება. ეს ციცქნა ხელმისაწვდომი იქნება 4, 8 და 16 გბ ვერსიებად. ხოლო მისი სრულფასოვნად დათვალიერება იანვრის PSI Düsseldorf გამოფენაზე მოხდება. მისი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი გახდება მასზე რაიმე შესამჩნევი ჩამოსაკიდის მიბმა. ფასების შესახებ კი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. IXBT
  15. მონობლოკურ კომპიუტერ ASUS ET2700-ის დებიუტი მარტში ჩატარებულ CeBIT-ის გამოფენაზე შედგა. სამი თვის შემდეგ, ის გამოჩნდა Computex-ზეც, თუმცა მისი ღირებულება და დეტალური სპეციფიკაციები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, როდესაც მის გამოჩენამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა. უნდა შეგახსენოთ, რომ ეს გახლავთ მთელი სერიის დასახელება, რომელიც მოიცავს სამ მოდელს: ET2700INKS, ET2700INTS და ET2700IUTS-ს. ყველა მათგანი შესაძლებელია დაკომპლექტებული იყოს Intel Core i7-2600S (2,8 გჰზ), Core i5-2400S (2,5 გჰზ) და Core i3-2120 (3,3 გჰზ) პროცესორებით, ხოლო მესამე ვერსიისთვის ხელმისაწვდომია Core i5-2405S (2,5 გჰზ)-იც. ET2700INTS და ET2700IUTS-ის ეკრანები სენსორულია და გააჩნიათ ტექნოლოგია 'მულტითაჩის' მხარდაჭერა, ხოლო ET2700INKS-ისა კი უბრალოა და შეხებისადმი უგრძნობი. ამავდროულად, სამივე ნაწარმში გამოყენებულია MVA ტიპის, 1920 х 1080 პიქსელ გაფართოების მქონე, თხევადკრისტალური პანელი და შუქდიოდური განათება. გარდა ამისა, თითოეული მათგანის არსენალში აგრეთვე მოიძებნება 2 მპ-იანი ვებ-კამერა და მიკროფონი, Ethernet და Wi-Fi 802.11b/g/n ადაპტერი, ოპტიკური წამყვანი სლოტური ჩატვირთვით, ორი USB 3.0, ერთი HDMI და პორტი SD ფორმატის ბარათებისთვის. ოპერატიული მეხსიერების სტანდარტული მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მაქსიმალური - 8 გბ-ს. ხოლო მყარი დისკისა - 2 ტბ-ს (საუკეთესო შემთხვევაში). ASUS ET2700INKS და ET2700INTS აღჭურვილნი არიან NVIDIA GT 540M დისკრეტული ვიდეობარათებით, ხოლო ET2700IUTS - CPU-ში ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით. პროდუქტების ზომები გახლავთ 660 x 508 x 233 მმ, მასა კი - 13,4 კგ. ფასები აშშ-ში 1500$-ის ნიშნულიდან იწყება. ASUS, Gizmag, IXBT
  16. დესქტოპ-სისტემების პერფორმანსი ნამდვილად ვერ ექნება. მეტისმეტსაც ნუ მოვთხოვთ
  17. კომპანია WD-მა განაცხადა 1 ტბ მოცულობის, Caviar Green WD10EZRX მყარი დისკების გამოსვლის შესახებ. მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი მაგნიტური ფირფიტა და უფრო მეტის მქონე, იმავე კლასის პროდუქტებთან შედარებით, როგორც მწარმოებელი იტყობინება, ეს მოდელი გამოირჩევა გაუმჯობესებული კვების მართვით და მესამედით შემცირებული ენერგომოხმარების და ნაკლები ხმაურის დონითაც. გარდა ამისა, ჩაწერის მაღალი სიმჭიდროვე, თავაკების პოზიციონირების ორწამყვანიან სისტემასთან ერთად, უზრუნველყოფს მონაცემებთან წვდომის სისწრაფის ზრდას. წაკითხვის ტემპი აღწევს 150 მბ/წმ-ს. ნაწარმი აღჭურვილია SATA ინტერფეისით და 64 მბ, DDR2 ტიპის ბუფერული მეხსიერებით. ადრე, კეშის ასეთი მოცულობის ნახვა, შესაძლებელი მხოლოდ დიდი ტევადობის, მაღალწარმადოვან HDD-ებში იყო. გარდა ამისა, გამოყენებულია ახალი თაობის ტექნოლოგია Advanced Format, რომელიც ავტომატურად ახდენს დისკების გამოყენების პირობების დადგენას და აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას (სექტორების გასწორება) - ოპერაციულ სისტემა Windows XP-ში. IXBT
  18. შედგა ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის ოფიციალური ანონსი, რომლის გაყივებიც უკვე იანვრის დასაწყისში დაიწყება. ეტალონური ვერსია აღჭურვილია თითო-თითო 8 და 6-პინიანი კვების პორტებით. უკანა პანელზე განთავსებულია ორი mini-DisplayPort, ერთი HDMI და DVI. ერთ ასეთ პროდუქტზე შესაძლებელია ექვსამდე მონიტორის დაკავშირება - mini-DisplayPort-ის სპეციალურ გამანაწილებლის გამოყენებით. ტექნოლოგია Eyefinity 2.0 უზრუნველყოფს სტერეოსკოპულ, პანორამულ გამოსახულება HD3D-ის, ეკრანის ჩარჩოების სისქის მაკომპენსირებელ, ახალ ალგორითმებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი აუდიოარხისა და აგრეთვე მომხმარებლის მიერ მომართული რეზოლუციის მხარდაჭერას. კომპლექტში შესულია mini-DisplayPort-DVI გადამყვანები, რომელთა საშუალებითაც ხდება DVI ინტერფეისით, სამი დისპლეის ჩართვა. გაგრილების სისტემის მხრივ, ამ სერიის ორივე მოდელი იდენტურია. დიდი ზომის რადიატორის ქვეშ, განთავსებულია ე.წ.'სითხის კამერა', რომელიც ეფექტურობის თვალსაზრისით, 'ორთქლისაზე' უკეთესია. როგორც უკვე ცნობილია, თავისუფალ რეჟიმში, Radeon HD 7970 მოიხმარს არაუმეტეს 3 ვ-ს და ქულერის ფენი ამ დროს ითიშება. CrossFire რეჟიმის დროს, idle-ზე, აქტიური რჩება მხოლოდ 'წამყვანი' ბარათის 'პროპელერი'. ხოლო დატვირთულზე, პროდუქტის ეს მაჩვენებელი შეიძლება აღწევდეს 250 ვ-ს, მაგრამ ამ მხრივ, ის არ განსხვავდება Radeon HD 6970-სგან. ენერგოდაზოგვაზე, ამ შემთხვევაში ზრუნავს ტექნოლოგია ZeroCore Power. გარდა ამისა, დაფაზე გათვალისწინებულია მეორე BIOS მიკროსქემა, რომელთა შორის გადართვაც ხორციელდება 'ხელით'. შეგახსენებთ, რომ გრაფიკული პროცესორი Tahiti მზადდება 28 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით და მოიცავს 4,31 მლრდ ტრანზისტორს. ნაკადური პროცესორების რაოდენობა Radeon HD 7970-ში შეადგენს 2048 ერთეულს, ტექსტურული და რასტერული ბლოკებისა კი - 128 და 32-ს შესაბამისად. ბარათი იყენებს 384-ბიტიან ინტერფეისს, აღჭურვილია 3 გბ GDDR5 მეხსიერებით, ხოლო ნომინალური სიხშირეები გახლავთ 925/5500 მჰზ. ეტალონური დიზაინის მქონე მოდელის ღირებულება 549$-ია. რასაკვირველია, AMD-ს პარტნიორებს შეეძლებათ საკუთარი ვერსიების გამოშვებაც, თუმცა გაყიდვაში ისინი მოგვიანებით გამოჩნდებიან. ხოლო Radeon HD 7950 კი, თავდაპირველად უამრავი ვარიანტით იქნება წარმოდგენილი. Radeon HD 7970-ს გააჩნია DirectX 11.1 და PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც, ასე, რომ ამ ინტერფეისის მქონე, სისტემური დაფების არსებობის აქტუალობა უკვე მნიშვნელოვნად გაიზრდება. Overclockers.ru
  19. კომპანია MSI-მ ოფიციალურად წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი GT780DX. მის კომპლექტაციაში შესულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i7 და 3 გბ GDDR5 მეხსიერების მქონე, ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 570M. დაინტერესებას აგრეთვე იწვევს განათების ხუთ რეჟიმიანი კლავიატურა SteelSeries და ხმის ქვესისტემა Dynaudio - ტექნოლოგია THX TruStudio Pro-ს მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს წყვილ დინამიკსა და საბვუფერს. გარდა ამისა, მოდელი ითვალისწინებს 32 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერებას, ორ-ორ 500 ან 750 გბ მოცულობის მყარ დისკს (ოპციონალურად შესაძლებელია ერთ-ერთი მათგანის შეცვლა Intel-ის 120 გბ-იან SSD-თი), Blu-ray/DVD Super Multi ოპტიკურ წამყვანს. ის არ არის აღჭურვილი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერებით. 17,3 დუიმიან დისპლეი გაფართოება შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს. ადგილზეა D-Sub და HDMI, ორი USB 3.0, სამი USB 2.0, ერთი eSATA გასასვლელი, ბარათების წამკითხველი და ვებ-კამერა - მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებელობით 720p/30 ფორმატში. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 9-სექციანი ელემენტი 7800 mAh ტევადობით. მწარმოებელი აღნიშნავს ტექნოლოგია TDE (Turbo Drive Engine)-სა და Cooler Boost-საც, რომელთა საშუალებითაც უმჯობესდება ნოუთბუქის წარმადობის დონე დაძაბულ სათამაშო სიტუაციებში - ღილაკზე ერთი დაჭერით. Ctrl და Alt-ის ზომა გაზრდილია, რომ ზუსტად მოხდეს მათი პოვნა საპასუხისმგებლო მომენტში, ხოლო კლავიში Win გადატანილ იქნა მარჯვნივ. პროდუქტის ზომები გახლავთ 428 x 288 x 55 მმ, მასა კი - 3,9 კგ. ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. IXBT
  20. ახალი ვერსია გამოვიდა http://www.3dnews.ru/software-news/621757/
  21. 'Delete' ღილაკით ან F2-ითაც სცადე აბა. თუ არა, ცოტა ხნით გეჭიროს და ეგრეც შეამოწმე
  22. GeForce GTX 580 Classified Ultra 3072MB უკვე გამოჩნდა Newegg-ზე. მისი მახასიათებლები შეადგენს 900/1800/4212 მჰზ-ს, ხოლო ღირებულება, როგორც ცნობილი იყო, 620$-ს.
  23. გამოქვეყნდა ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის ინჟინერული ნიმუშის ფოტოსურათი. მას გააჩნია წყვილი 6-პინიანი პორტი, ხოლო კვების სქემაში შესულია ციფრული PWM კონტროლერი და Volterra-ს წარმოების ძაბვის რეგულატორები. სავარაუდოდ, სქემა '5+1+1' ფაზური სახისაა, თუმცა ზოგიერთი კომპონენტი დაფაზე არ შეინიშნება. გარეგნული თვალსაზრისით, გრაფიკული პროცესორი განსხვავდება AMD-ს სხვა GPU-ებისგან. 45 გრადუსზე შებრუნებული კრისტალი გარშემორტყმულია მეტალის სადებით, რომლის ფუნქციაც გახლავთ გაგრილების სისტემის სიმძიმის თანაბარზომიერად გადანაწილებისთვის. გარდა ამისა, ჩანს 12 მეხსიერების მიკროსქემა, რომელიც დაკავშირებულია 384-ბიტიან ინტერფეისთან. ზედა მხარეს განლაგებულია CrossFire გასასვლელები, მათ გვერდით კი გადამრთველი BIOS-ის ორ ვერსიას შორის. ადგილზეა ერთი DVI, HDMI და ორი mDP პორტიც. ქულერის კონსტრუქცია მოიცავს თხევად კამერაზე განთავსებულ, სწორკუთხოვან რადიატორს და ფენს. წყაროს ინფორმაციით, ნაწარმის სერიულ მოდელს ექნება შავი ფერის ბეჭდური დაფა. PCinLife
  24. კომპიუტერული კეისების ტაივანურ მწარმოებელ Aerocool-მა დაანონსა Vs-3 და Vs-3 Advance-ის გამოსვლის შესახებ. ისინი დამზადებულნი არიან 0,5 მმ სისქის ფოლადის ფირფიტებ SPCC-ებისგან და Mid-Tower ფორმ-ფაქტორის მიხედვით. ხასიათდებიან საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტებით (440x187x475), ხოლო განსხვავება მათ შორის მხოლოდ იმაშია, რომ მეორე დაკომპლექტებულია 120 მმ-იან, ასევე ლურჯი ფერის განათების მქონე, ფრონტალური ფენით, ხოლო პირველი, აღჭურვილია ჩვეულებრივი, ამავე ზომის მოდელით, რომელიც დამაგრებულია უკანა პანელზე. საერთო ჯამში კი, თითოეულ მათგანში შესაძლებელია 10-მდე 'პროპელერის' დაყენება. Aerocool Vs-3 ითვალისწინებს ATX-თავსებად სისტემური დაფების, კვების ბლოკების, მაქსიმუმ შვიდ, 40 სმ-მდე სიგრძის, PCI Express გაფართოების ბარათის, ექვს 2,5/3,5 ტიპის მყარი დისკებისა და სამ ოპტიკური წამყვანის ჩადგმას. დისკური მოწყობილობები ფიქსირდება უხრახნო მეთოდით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ორი ხვრელი პროდუქტების უკანა მხარეს - თხევადი გაგრილების სისტემის მილებისთვის. წინა პანელზე კი, განთავსებულია ოთხი გასასვლელი - წყვილი USB 2.0, თითო-თითო ანალოგური 'მინი-ჯეკი' - ყურსასმენებისა და მიკროფონისათვის. Overclockers.ua
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.