Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ასეთ სისტემებზე აპგრეიდი არც არის საჭირო. ვიზუალურად ულამაზესია, საერთოდ რომც არ ჩართო, ისედაც დატკბები მაგის ყურებით.. ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერია, გეიმინგისთვის და ბენჩებისათვის ამას არც იყიდი
  2. სონისაც კარგი რიდერები აქვს სხვათა შორის, მაგრამ ფასით ყველაზე მისაღები ვარიანტი მაინც ეგ არის.. :)
  3. CES-ზე დაანონსებულმა MSI Wind Top AE2210 21.5-დუიმიანმა all-in-one დესქტოპმა, რომელიც აღჭურვილია Intel-ის მეორე თაობის Core პროცესორებით, სამი დღის წინ, წილად ხვდა სათანადო გულთბილი მიღება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ცოტა ხანში უნდა ველოდოთ მის რითეილ-რელიზსაც. მას გააჩნია Full HD (1920 x 1080) თაჩსქრინი და თან მოყვება უკვე ჩატვირთული, რამდენიმე touch-enabled საჩუქარიც, რომლებშიც შესულია Wind Touch ინტერფეისი, ArtRage painting პროგრამა და YouCam v4.0. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, თვალწარმტაცი AiO აღჭურვილია 3.1 გჰზ-იანი Core i3-2100 ან 2.5 გჰზ-იანი Core i5-2400 პროცესორით, 2/4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 640 გბ მყარი დისკით, DVD-ჩამწერითა და ან ინტეგრირებული Intel HD 2000-ით, ან GeForce GT 540M ბარათით. გარდა ამისა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია 1.3 მპ-იანი ვებ-კამერა, ორი ცალი 3W სპიკერი - THX TruStudio Pro ტექნოლოგიასთან ერთად, 802.11 b/g/n WiFi, 6-in-1 ქარდ-რიდერი და სურვილისამებრ, TV-ტუნერიც. Wind Top AE2210-ის გამოსვლა მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს და მისი ფასი დაიწყება 800$-იდან. TC Magazine
  4. ვაგრძელებ Enermax-ის თემას და ამჯერად წარმოგიდგენთ მის ახალ კეისებს. კორპუსი Hoplite-ი განკუთვნილია ATX ზომის სისტემური პლატებისათვის. ის აღჭურვილია სამი სლოტით ხსნადი HDD-ებისათვის (წინა და ზედა კედელზე) და ორი USB 3.0 პორტით. ამ მონსტრისებურ კორპუს ECA5020-ში შესაძლებელია 20-მდე (!) ფენის დამონტაჟება. ATX ზომის პლატებისათვის განკუთვნილი 'ტაუერის' გაბარიტები შეადგენს - 64 х 235 х 640 მმ-ს. ხოლო შასი გათვლილია 14 მყარი დისკისათვის. ზედა კედელზე განთავსებულია SATA ინტერფეისის მქონე დისკებისათვის განკუთვნილი სადგური. SpineRex კორპუსი ჯერ კიდევ CeBIT-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ხოლო ამ განვლილ დროში მასზე განხორციელდა ყველა რეკომენდაციის შესაბამისი რიგი ცვლილებები. მისი ზომები შეადგენს 544 х 213 х 591 მმ-ს და მასში შესაძლებელია ATX ზომის დაფებისა და 6 ფენის განთავსება. ხოლო 25 სმ-იანი ვენტილატორი უკვე დაყენებულია გვერდითა პანელზე. მოდელი ECA3230 — ECA5020-ის უმცროსი ძმაა და ისიც ასევე განკუთვნილია ATX ზომის დაფებისათვის.გაბარიტები შემდეგნაირია - 520 х 221 х 505 მმ, ხოლო შეტანა-გამოტანის პანელზე გამოტანილია USB 3.0 პორტი. შიგნით კი, შესაძლებელია 9 ცალი ფენის მოთავსება. IXBT
  5. მიმდინარე CeBIT 2011-ზე, Enermax-მა გარდა კვების ბლოკებისა, ასევე წარმოადგინა პროცესორის ქულინგ-სისტემებიც. ეს სფერო კომპანიისათვის მართალია ახალია, მაგრამ საქმეს ის თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა - სქემაზე დეტალურად არის ნაჩვენები რადიატორის გაგრილების ეფექტები და საჭირო ადგილზე განმუხტვის მიღების საიდუმლო. რასაკვირველია, საქმე მხოლოდ ჰაერის ნაკადებში არ არის. ETS-T30 მოდელის კონსტრუქციაში შედის 10 მმ-იანი სამი სითბური მილაკი ხოლო რადიატორის გაგრილებაზე ზრუნავს 120 მმ-იან ფენი. ქულერს ასევე მოყვება უნივერსალური სამაგრი, რომელიც თავსებადია Intel LGA 775, 1155, 1156, 1366, AMD AM2, AM2+, AM3 სოკეტებთან. მოდელი ETD-F40 ორიენტირებულია ზედა სეგმენტისათვის და ზემოაღნიშნულ სოკეტებთან ისიც თავსებადია. მისი კონსტრუქცია შედგება ოთხ 10 მმ-იან ჰითპაიპებისაგან, ხოლო ფენის ზომა კი 140 მმ-ია. წონას რაც შეეხება, ის 830 გ-ს შეადგენს. ETD-T60 მოდელის სითბური მილაკები შედარებით თხელია, დიამეტრში ისინი 6 მმ-იანებია, მაგრამ მათი რაოდენობა უკვე 6-მდეა გაზრდილი. ქულერის გამოყენება შესაძლებელია 225 ვ სიმძლავრის პროცესორებთან ერთად. IXBT
  6. სულ ცოტა ხნის წინ, რითეილ-ბაზრებზე დაიწყო Intel-ის მობილური dual core Sandy Bridge პროცესორებით აღჭურვილი ნოუთბუქების გაყიდვა, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ტაივანში, მაგრამ სხვა ქვეყნებსაც არ მოუწევთ დიდი ლოდინი. პირველი ასეთი ტიპის ორი მოდელის გამოშვება ეკუთვნის კომპანია Acer-ს. პატარა მიუხედავად იმისა, რომ ჩიპსეტ snafu-ს შიფინგი მცირე ხნით გადაიდო, დუალ-ქორ ვერსიების გამოჩენა ამ დრომდე მაინც არ იყო მოსალოდნელი. მაშ ასე, გადავიდეთ უშუალოდ Acer Aspire 4750G-სა და Aspire 5750G-ზე. პირველი მოდელის ეკრანის ზომა 14, მეორესი კი - 15.6 დუიმია და ორივე მათგანი ხელმისაწვდომია ან Core i3-2310 ან Core i5-2410 ვარიანტებში. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესორები რაღაცით განსხვავდება Intel-ის 35W dual core მობილური CPU-ებისაგან, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. Core i3-2310M-ის სიხშირე შეადგენს 2.1 გჰზ-ს და გააჩნია ქარხნული 650 მჰზ-ის მქონე Intel HD Graphics 3000, რომლის აჩქარებაც შესაძლებელი იქნება 1100 მჰზ-მდე. Core i5-2410M ოდნავ სწრაფია და დგას 2.3 გჰზ-ზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს i5-ია, ამ მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელი იქნება ორივე ბირთვისათვის 2.6 გჰზ-მდე, ან მხოლოდ ერთი მათგანისათვის - 2.9 გჰზ-მდე. წინა მოდელის მსგავსად, გრაფიკული სიხშირე შეადგენს 650 მჰზ-ს, მაგრამ უკვე საშუალება გვექნება ისევ და ისევ გავაუმჯობესოთ ეს ნიშნული და ავწიოთ ის 1200 მჰზ-მდე. რა განსხვავებაა ამ ორ OEM მოდელსა და იმ პროდუქტს შორის, რომლებიც Intel-მა თავის პრაის-ლისტში შეიტანა? Core i5-2520M-თან შედარებით, აჩქარების დონე გაცილებით დაბალია, მაშინ, როდესაც ეს 2.5 გჰზ-იან პროცესორს, ორივე მომუშავე ბირთვით, შეუძლია 3 გჰზ-მდე მიღწევა, ეს კი, თავის მხრივ, 500 მჰზ-იანი ასწრაფებაა, თუ შევხედავთ Core i5-2410M-ის 300 მჰზ-საც. ასევე, იქნება გრაფიკის დონის 1300 მჰზ-მდე გაზრდის პოტენციალიც, თუმცა ეს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბოლოს კი, Core i5-2410M-ს არ გააჩნია Intel-ის AES, TXT და vPro ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ის დამზადებულია არა როგორც მომხმარებლის პროცესორი, არამედ როგორც turbo აჩქარების მქონე მოდელი, ანუ ის, რაც Core i3-ს არ აქვს. ორივე მოდელი Acer-მა აღჭურვა 1 გბ მეხსიერების მქონე Nvidia GeForce GT 540M გრაფიკული ბარათებით, 640 გბ მყარი დისკებით, ოპტიკური წამყვანით, 802.11b/g/n Wi-Fi-ით, Bluetooth 3.0-ით და USB 3.0-თაც კი. გარდა ამისა, Gigabit Ethernet-ი, HDMI გარე გასასვლელი, წყვილი USB 2.0, ვებ-კამერა და სხვადასხვა სტანდარტული თავისებურებები, რომლებიც თანამედროვე ნოუთბუქებს გააჩნიათ. ორივე მოდელს აქვს 4400mAh 48Wh ტიპის ელემენტი, რომელიც კომპანიის მტკიცებით, უზრუნველყოფს 4.5 სთ-იან ავტონომიურ რეჟიმს. Aspire 4750G-ის წონა 2.25, ხოლო Aspire 5750G-ის კი - 2.6 კგ-ია. Aspire 4750G-ის ღირებულება, Core i3-2310 პროცესორით, შეადგენს 1,115-ს, ხოლო Core i5-2410M-ით კი - 1,249$-ს. რაც შეეხება მეორე მოდელს, Core i3-2310-ით დაკომპლექტებული, ის ხელმისაწვდომია 1,163$-ად, ხოლო მეორე CPU-თი კი ფასი პირველის მსგავსია. Acer-ი ჯერჯერობით ერთადერთი ნოუთბუქების მწარმოებელია, რომელიც გვთავაზობს Sandy Bridge-ზე დაფუძნებულ ნოუთბუქებს Intel-ის B3 სტეპინგით, თუმცა წესით, სხვა ბრენდებიც დიდხანს არ გვალოდინებენ ამ პროდუქტების გამოშვებით. VR-Zone
  7. საქმე შეეძლოს და იყოს წვრილი, რას ერჩით ესეც Sparkle GeForce GTX 570 V-Go
  8. გაგიჟებული ფანები კი იყიდიან, მარა თვითონ თამაშის თემაზე პროდუქტების დამზადება სისულელეა და მეტი არაფერი.. ბარსა 10X 4 ინფო
  9. ამ სტატიის გამოტოვება არაფრით არ შემეძლო, რადგან ვფიქრობ, რომ ის ერთგვარ 'MUST HAVE' კატეგორიას ეკუთვნის და საიტზე აუცილებლად უნდა იყოს... შესავალი მინდა ავღნიშნო Radeon ვიდეოკარტების ათი წლის იუბილე და თუ ნებას დამრთავთ, წარსულში მცირეოდენ ექსკურსიას შევასრულებ. აგრეთვე, საკადრისი პატივი ვცეთ ბრენდ ATI–საც, რომლის სახელიც ბოლოს და ბოლოს უბრალოდ გაქრა ბაზრებიდან მას შემდეგ, რაც ის კომპანია AMD–ემ შეიძინა და გაშვებულ იქნა Radeon HD 6000 სერია. 25 წლის მანძილზე წარმატებებისა და ვარდნების, ფანების აღფრთოვანებებისა და ოპონენტების კრიტიკის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა ATI–ის მოღვაწეობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ითვლებოდა ძალიან აქტიურ მოთამაშედ ვიდეოკარტების სეგმენტში. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ATI–ს ყველა მნიშვნელოვან პროდუქტს. რასაკვირველია, კომპანიის ყველა ნაწარმზე ვერ ვისაუბრებთ, აქცენტს მხოლოდ დესქტოპ–კომპიუტერების ვიდეოკარტებზე გავაკეთებ. დავიწყოთ 1987 წლიდან... 1987 – EGA Wonder ATI–ს პირველი ვიდეოკარტა, რომელიც მუშაობდა EGA გრაფიკით. 1988 – VGA Wonder ერთი წლის შემდეგ, ATI–მ გამოუშვა 16–ბიტიანი ვიდეობარათი ISA, რომელიც მუშაობდა 8–ბიტიანი სლოტში. მას ჰქონდა კონექტორები – ანალოგურ და ციფრული ვიდეოსათვის, ასე, რომ მასთან შესაძლებელი იყო სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მონიტორების მიერთება. 1991 – Mach8/Mach32 Mach8 ATI–მ ბაზარზე 1991 წელს გამოიტანა, რომელიც თავდაპირველად იყო თანაპროცესორი, ხოლო შემდეგ ხელმეორედ გამოიშვებულ იქნა როგორც ინტეგრირებული პროცესორი Mach32–ის სახით. 1992 წელს კომპანიამ პირველი თავისი 2D-ამაჩქარებელი გვიჩვენა. 1994 – Mach 64/ Rage I თავისი პირველი 64–ბიტიანი პროცესორი March64, ATI–მ 1994 წელს გამოუშვა. ამ პროდუქტებს გააჩნდათ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად ფერის კონვერსია და როგორც მძლავრი 2D–ამაჩქარებლები, ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. 1995 წელს, ეს ვიდეოკარტა აღჭურვილ იქნა 3D-პროცესორით და ბაზარზე გამოჩნდა Rage I სახელწოდებით. 1995 – ახალი სახელწოდება, ახალი ლოგოტიპი Rage 3D ჩიპების გამოშვებას თან უძღოდა ყუთებზე ახალი ლოგოტიპის გაჩენას. 1996 – Rage II ამ ჩიპს ჰქონდა შესანიშნავი 2D-წარმადობა (ძველი Mach64–ის მეშვეობით), მაგრამ 3D–ში ეს მაჩვენებელი ზომიერი იყო. პროდუქტი ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ბაზარზე, თუმცაღა არსებობდა გარკვეული პრობლემები დრაივერების კუთხით. 1997 – Rage Pro ATI–ს კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი ვიდეოკარტა გახლდათ Rage Pro. Rage II თითქმის ისეთივე სწრაფი იყო, როგორც nVidia Riva 128, რითაც ეს საკმაოდ იაფფასიანი ბარათი გახდა ძალიან პოპულარული. 1997 – Rage XL ეს ვიდეოკარტა იგივე Rage Pro–ა, მხოლოდ ძალიან შეკვეცილი წარმადობით და ორიენტირებულია ОЕМ–ბაზრებისათვის. 1998 – Rage 128 ამ ვიდეოკარტის ტექსტურის შეკუმშვის არასაკმარისი შესაძლებლობებისა და დრაივერების პრობლემების გამო, რომლებიც ძალიან აწუხებდათ მომხმარებლებს, შეამცირა მისი პოპულარობა. ეს იყო ATI Rage ხაზის დასასრულის დასაწყისი. 1999 – Rage Fury Maxx ATI–ს პირველი ვიდეოკარტა ორი GPU–თი. სამწუხაროდ, ბეჭდურ პლატაზე დაყენებულმა ორმა ჩიპმა ვერ შეძლეს სათანადო წარმადობის დონის ჩვენება სამგანზომილებიან აპლიკაციებში. მართალია, კოლექციონერებისათვის დღეს ის პოპულარული ობიექტი გახდა, მაგრამ იმ წლებში, ენთუზიაზისტებისთვის ის არც ისე კარგ არჩევანს წარმოადგენდა. 2000 – ახალი ერა, Radeon 8000 2000 წელს, პირველად იწყება ვიდეოკარტების გაყიდვა ახალ ბრენდ Radeon–ის სახელწოდებით. Rage–ი ძალიან კომპრომეტირებული აღმოჩნდა. ახალი სახელი, ახალი იღბალი? მოდით გავიხსენოთ... 2000 – Radeon 7500 მართალი რომ ვთქვათ, ამ ვიდეოკარტის წარმადობამ მომხმარებლები არ გააოცა. თუმცა, Radeon–ი მაინც იქცა საკმაოდ სერიოზულ ნაწარმად ბაზარზე. 2001 – Radeon 8500 არც თუ ისეთი ურიგო შემოსავალმა, რაც კომპანიამ მიიღო Radeon–ების გამოშვების შემდეგ, განაპირობა ამ სერიის მომდევნო მოდელების რელიზიც. LE ბარათები განკუთვნილი იყო საწყისი დონისათვის, ხოლო ХТ ვერსიები კი – ჰაი–ენდისათვის. 2002 – Radeon 8500 All-In-Wonder All-In-Wonder ბარათში, ATI–მ გააერთიანა გრაფიკული 3D–ბარათი – ანალოგური ტელე და რადიო–ტუნერით. ეს გახლდათ ОЕМ ბაზრისკენ მიმართული ძალიან წარმატებული ნაბიჯი, სადაც nVidia წარმატებული არასოდეს ყოფილა. 2002 – Radeon 9000: საწყისი დონის GPU Radeon 9000 სერია გაშვებულ იქნა 2002 წელს, რომლის ყველაზე უმცროსი მოდელიც იყო 9000. 2003 – Radeon 9600 Pro: ყველაზე პოპულარული 9000 სერიის რამდენიმე სუსტი მოდელის შემდეგ, ვიდეობარათი Radeon 9600 Pro გახდა იმ დროის საშუალო დონის ყველაზე პოპულარული ვერსია. ეს მართლაც კარგი პროდუქტი იყო, კადრების ცვლის ღირსეული სიხშირით და მისი ერთადერთი ნაკლი მხოლოდ ის იყო, რომ მას არ გააჩნდა Shader Model 3.0–ის მხარდაჭერა. 2003 – Radeon 9800 XT: ATI Hot Iron ‘კომეტა’ სახელწოდების მქონე ვიდეოკარტა ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ არც ისე ჩუმი და რაც მთავარია, ძალიან ცხელდებოდა. 2004 – Radeon X700: Xs–ის გამოჩენა Х700–ის გამოშვებით, კომპანია ATI–მ შექმნა ბაზრის სრულიად ახალი სეგმენტი – საშუალო დონის ზედა ნაწილი. საკმაოდ მისაღები ფასის მქონე ვიდეოკარტებს არ ჰქონდათ 3.0 შეიდერების ვერსიის მხარდაჭერა, რაც უარყოფითად მოქმედებდა nVidia–ს GeForce 6 სერიის პროდუქტებთან კონკურენციაზე. nVidia–ს ბარათები გვთავაზობდნენ უფრო მეტ 3D-ეფექტებს Shader Model 3.0–ით და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, საზრიან მომხმარებლებს შეეძლოთ უბრალოდ განებლოკათ GeForce 6600 – GeForce 6800 (საწყისი დონის)–მდე. 2005 – Radeon X850 XT: "ღუმელი" შეზღუდული ფუნქციონალურობით Radeon X850 XT – ეს გახლდათ კომპანია ATI–ს პასუხი nVidia FX 5800–ზე. ძალიან სწრაფი ვიდეოკარტა, რომელიც სჯობდა GeForce 6800 GT–ს ყველა პარამეტრში, როდესაც საქმე ეხებოდა Shader Model 2.0b–ს. სიტუაცია უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ Shader Model 3.0–ს და იმას, რომ ბევრი თამაში უბრალოდ არ მუშაობს AMD–ს მოწყობილობებთან. თუ თქვენ გსურთ Bioshock–ის გაშვება Radeon X850 XT–ზე, მაშინ მოგიწევთ მოცდა (დიდი ხნით), სანამ ამ თამაშს არ გატეხავენ. 2005 – X1300 Pro: ნელი სტარტი 2006 – X1650 Pro: საშუალო დონის თანაბარსვლიანობა ATI ცდილობდა GeForce–ის მეშვიდე თაობის ბარათებთან კონკურენციას, საშუალო დონის სეგმენტში მაინც – Radeon X1650 Pro–ს საშუალებით. 2006 – X1950 XTX: მძლავრი ქმნილება გზა დაუთმეთ! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს: გამოჩნდა ნამდვილი მძლავრი ვიდეოკარტა ATI–საგან. X1950 XTX–ის გამოყენებით, ATI პრაქტიკულად ანადგურებს nVidia–ს GeForce 7 სერიის ბარათებს და ისაკუთრებს პირველობის გვირგვინს. ეს პროდუქტი იყო ძალიან პოპულარული და სწრაფი, მაგრამ ამავდროულად ძვირადღირებული და საკმაოდ ცხელიც. ასეა თუ ისე, Radeon X1950 XTX გახდა პირველი ბარათი, რომელიც გვაგონდება, როგორც კონკურენტის აშკარა დამამარცხებელი. GeForce 8800 გახდა პირველი ვიდეოკარტა, რომელსაც შეეძლო მასთან წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ის ისედაც ძალიან კაშკაშა პროდუქტი იყო. ასე დაიწყო უნიფიცირებული შეიდერული არქიტექტურის მქონე გრაფიკული ბარათების ეპოქა. 2007 – HD Radeon 2600 Pro: უნიფიცირებული შეიდერი, გამარტივებული ვარიანტი GeForce 88xx ვიდეოკარტების სერიას არ შეხვედრია სერიოზული კონკურენცია Radeon HD 2600 Pro–ს მხრიდან. 8600 GTX–საც კი შეეძლო არხეინად ყოფნა. თუმცა, ATI–ს ბარათები პირველად იძლეოდნენ აუდიოს გამოტანის შესაძლებლობას DVI-ს მეშვეობით. არც თუ ისე ურიგო არგუმენტია დაწყებითი НТРС–ვიდეოკარტებისათვის. ისეთი მწარმოებლები, როგორც HIS–ი, აწესებდნენ ახალ სტანდარტებს – გაგრილების მძლავრი და ჩუმი პროდუქტებისათვის. 2007 – HD 2900 XT: GeForce–ზე მონადირე ATI–ს ფანების გარდა, მომხმარებელთა ფართო მასებიც კი გაოცებულნი იყვნენ, რომ გამოშვების შემდეგ, ეს ვიდეოკარტა არ იყო საკმაოდ პოპულარული, თავისი შესანიშნავი წარმადობის მიუხედავად. ღირსეული ადგილის დამკვიდრება მან მხოლოდ ადეკვატური დრაივერების გამოჩენის შემდეგ შეძლო. ის იყო ხმაურიანი, ცხელი და არც თუ ისე წარმატებული. 2007 – HD 3850: მესამე ცდა Radeon HD 3850 – ეს არ არის ATI–ს სიმძლავრის რეკორდი, თუმცა გახლდათ საკმაოდ ნორმალური ვიდეოკარტა. თავისი წარმადობის დონით, მას არ შეეძლო GeForce ბარათებთან კონკურენცია, მაგრამ ზომიერი ფასის მეშვეობით, ის გახდა ძალიან პოპულარული პროდუქტი საშუალო კლასში. 2007 – HD 3850 AGP: ნიშური გადაწყვეტილება პიკური სიმძლავრის ნაცვლად აიღეთ ჩიპი და გადააკეთეთ თანამედროვე PCIe-ბარათი – AGP–თავსებადად. ეს იყო შესანიშნავი გადაწყვეტილება, მაგრამ მას კვლავაც გააჩნდა დრაივერების პრობლემა. ვერაფრით ვერ ხერხდებოდა უპირატესობის მოპოვება Catalyst–ის ბოლო დრაივერებით, ამიტომ მომხმარებლები ან წყვეტდნენ AGP ვიდეოქვესისტემის წარმადობის ზრდას, ან საერთოდ უარს ამბობდნენ ამ ინტერფეისზე. 2008 – HD 3870 X2: კვლავ გამარჯვება! აუცილებელი იყო ძალიან კარგი ვიდეოკარტის შექმნა იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ღირსეული კონკურენციის გაწევა – nVidia GeForce–ის დომინირებასთან, იმ მომენტში. მათი G80 იქცა კიდევ უფრო ეფექტურ G92–ად. ATI–ს საბედნიეროდ, Radeon HD 3870 X2 ვიდეოკარტები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას დაბრუნებოდა ლიდერობა წარმადობაში, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად, დაიხარჯა არც თუ ისე ცოტა რაოდენობის სილიკონი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბარათის ენერგომოხმარება საკმაოდ მაღალი იყო. 2008 – HD 3850 X2: ეგზოტიკა Asus–ისაგან Asus–მა, Radeon HD 3850–ის ორი ჩიპის საფუძველზე შექმნა თავისი საკუთარი ვიდეობარათი, მაგრამ მან ვერ შეძლო მყიდველთა დაინტერესება. 2008 – HD 4670: ხელმეორედ გააზრება საშუალო დონეში კვების დამატებითი გასასვლელების არმქონე, ენერგოეკონომიური ვიდეობარათი HD 4760 გახდა ATI–ს ძალიან საინტერესო პროდუქტი – НТРС–ის მოყვარულთა ფართო წრისათვის. ისეთი თამაშის პროცესიც კი, როგორიცაა ‘Assassin’s Creed’–ი, 1680х1050 გაფართოებაში ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. 2008 – HD 4870: ძალზედ პოპულარული, მისაღები ფასით, მაგრამ ძალიან ცხელი Radeon HD 4870–ის გამოშვების შემდეგ, კომპანია ATI–მ კვლავაც მოახერხა რეალურად ჩაბმულიყო ბრძოლაში, წარმადობაში ლიდერობის მოსაპოვებლად. მან აჯობა nVidia–ს კონკურენტ ბარათს რამდენიმე ტესტში, მაგრამ კომპანია მაინც უკან ჩამორჩა. ვიდეობარათის ოდნავ დაბალი ფასი გახდა ისეთი პრობლემების მიზეზი, როგორიცაა უფრო მაღალი ენერგომოხმარება თავისუფალ რეჟიმში და სითბოს გამოყოფის დონე. 2008 – HD 4870 X2: კიდევ ერთი ორსლოტიანი ვიდეობარათი ვაუ! ზომას რომ მნიშვნელობა ჰქონდეს, ეს ორსლოტიანი ვიდეობარათი უბრალოდ ვარსკვლავი იქნებოდა (ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც დრაივერებს გააჩნიათ CrossFire–ის მხარდაჭერა). მისი შეძენის სიამოვნება დიდად იყო დამოკიდებული შესაფერისი პროგრამული უზრუნველყოფის ქონით. 2009 – HD 4890 აიღეთ წარმატების ნებისმიერი ისტორია, სულ ოდნავ შეამცირეთ და... არა, G92–ზე სულაც არ ვსაუბრობთ. მხედველობაში მაქვს Radeon HD 4890, რომელიც დაფუძნებულია იგივე არქიტექუტრაზე, როგორც Radeon HD 4870. 2009 – HD 5770: ძალიან საინტერესო საშუალო კლასი ATI–მ შეძლო Juniper ხაზი ექცია საშუალო დონის მიმზიდველ ვარიანტად. ენერგომოხმარების დაბალმა დონემ ‘Idle’ რეჟიმში და ზომიერმა – დატვირთვის დროს, ასევე არამაღალმა ფასმა (Sweet Spot სახელწოდების მქონე სტრატეგიის შედეგი), ATI–ს (მაშინ უკვე AMD–ს შემადგენლობაში) არც თუ ისე ურიგო შემოსავალი მოუტანა. 2009 – HD 5870: ცხელი შემოდგომის დროს გამოსული პროდუქტი high-end–ისათვის ნოემბრის თვეში, ATI–მ გამოუშვა Radeon HD 5870, ეს იყო high-end ბარათი, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომი და მისი დამარცხება მხოლოდ ორი GPU–ს მქონე nVidia GeForce GTX 295–ს თუ შეეძლო. 2009 – HD 5970: გემრიელი სენდვიჩი Double X–ის გარეშე ATI–მ კვლავ მოიპოვა ლიდერის პოზიციები წარმადობის მხრივ – ორი GPU–თი აღჭურვილი Radeon HD 5000 სერიის ბარათების გამოშვებით. ხოლო ორსლოტიანი HD 5970–ის გამოთვლითი სიმძლავრის მეშვეობით, ის მოხვდა საუკეთესო წარმადობის მქონე ვიდეოკარტების ათეულში, სხვადასხვა რეიტინგებში. 2010 – HD 5670: თავიდან ბოლომდე გაჩნდა ახალი სეგმენტი – საშუალო დონის ქვედა ნაწილი? ATI–ს ასორტიმენტის ისეთი ფართო სპექტრი აქვს, რომ სხვადასხვა კლასები უკვე ერთმანეთში არევას იწყებენ. თუმცა, სანამ საბოლოო მომხმარებლები ბედნიერები არიან და შეუძლიათ მათი გარჩევა, HD 5670 ტიპის ბარათები წარმატებით გაიყიდება. 2010 – ბრენდ ATI–ს დასასრული წელიწადი დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ ბრენდი Radeon–იღა რჩება (თუმცა თავიდან Stream–საც ჰქონდა შანსი). 25 წლის შემდეგ, ATI საბოლოოდ იქცა AMD–ედ. ეს სერიოზული აქციაა, მაგრამ AMD–სათვის ამას მნიშვნელობა აქვს. კომპანია, რომელმაც როდესღაც ჩაყლაპა თავისი ისეთი წარმატებული კონკურენტები, როგორებიცაა Tseng Labs–ი და ArtX–ი, სრულად მოახდინა ATI–ს ათვისება. ნახვამდის ATI, გამარჯობა AMD! 2010 – HD 6850: x800 ხდება საშუალო კლასი ის, ვინც ფიქრობს, რომ ახალი HD 6850 და HD 6870 ვიდეობარათები მაღალ კლასს განეკუთვნება, როგორც მიიჩნევს AMD–ს დასახელების ადრინდელი კონვენცია, ძალიან ცდება. ამ პროდუქტებით AMD აღნიშნავს ახალ საშუალო დონეს, მაშინ როდესაც Radeon HD 5700 სერია განაგრძობს ღირებულების შუა სეგმენტის ქვედა ნაწილში ყოფნას. 2010 – HD 6870: პატარა ბარათი დიდი შესაძლებლობებით Radeon HD 6870 აჩვენებს არც თუ ისე ურიგო წარმადობის დონეს მისაღებ ფასად, ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა ოთხ მონიტორთან მუშაობა. რასაკვირველია ჩვენთვის ცნობილია, რომ Radeon HD 6900 ვიდეოკარტების მომდევნო სერია, AMD–ს არქიტექტურას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სულ ცოტა ხანში Radeon HD 6990–იც იმისთვის გამოჩნდება, რომ მოახდინოს დემონსტრირება, თუ რა შეუძლია Cayman ხაზის ბირთვებზე მომუშავე ორპროცესორიან ბარათს. THG
  10. ჰაფი მგონი საუკეთესო ვარიანტია თბილისში, ორიონტეკს ადრე კოსმოსიც ჰქონდა თუ არ ვცდები, მარა 600 ლარამდე ღირდა თუ მეტი, არ მახსოვს.. კვებაზე თუ ვერაფერი გადაწყვიტე, PM და მაგარ ვარიანტს შემოგთავაზებ
  11. მადლობა ბარსა, მარა ასეთი სიმძლავრისათვის ასუსმა ცოტა უკეთესი დიზაინი ვერ გაიმეტა? დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ სიკაშკაშის მაქსიმალური დონე შეადგენს 300 cd/m2-ს და კლავიატურას აქვს ბექლიტ განათება.
  12. ხო, HP-ს ნოუთები დიდად არც მე მომწონს, არჩევანს ამ ბრენდზე ნამდვილად არ შევაჩერებდი. მაგის ნოუთები ძირითადად საქმიან ხალხზეა გათვლილი, ვინც დიზაინს სულ არ უყურებს. ტაჩპადის მარცხნივ გადატანა კი, როგორც ვიცი, იდეაში იმიტომ გააკეთეს, რომ ის კლავიატურის ცენტრში მოეთავსებინათ..
  13. ძალიან საინტერესო ინფოა, რა თქმა უნდა, თავისი მომხმარებელი აუცილებლად ეყოლება, მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა.
  14. მე 4510s მაქვს, ცოტა ადრინდელი ვერსია. ზუსტად ასეთია, მონაცემებით ცოტათი უკეთესია, 3 გბ ოპერები და 300 გბ დისკი.. საშუალო კლასის ბიზნეს-ლეპტოპია, ყოველდღიური საქმიანობისათვის ნორმალური რამეა
  15. რაზგონის გარეშეც მხეცი რამე იქნებოდა, რათ უნდოდა ზედმეტი მჰზ-ები არ მესმის .. :chojinfc:
  16. Gigabyte Technology მზად არის, რომ წარმოადგინოს GeForce GTX 560 Ti ვიდეობარათის მეორე მოდელი GV-N560SO-1GI-950, რომლის GPU სიხშირეც იქნება 950 მჰზ, რაც 50 მჰზ-ით ნაკლებია პირველ ვერსიაზე, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა. უფროსი GeForce GTX 560 Ti SOC-ის მსგავსად, ახალ პროდუქტსაც გააჩნია Ultra Durable დიზაინი, დუალ-სლოტ, დუალ-ჰითპაიპ და დუალ-ფენ WindForce 2X ქულერი, 1900 მჰზ-ზე მომუშავე 384 CUDA ბირთვი, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი. ასევე, 4580 მჰზ-იანი 1 გბ GDDR5, 2-way SLI მხარდაჭერა, dual-DVI და mini HDMI პორტები. ჯერჯერობით GV-N560SO-1GI-950 მაღაზიებში არ შეინიშნება, თუმცა ის სულ მალე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, ალბათ დაახლოვებით მარტის შუა რიცხვებისათვის. VR-Zone
  17. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია MSI-ს უკვე გააჩნია Twin Frozr II-ით აღჭურვილი მოდელები, მან მაინც გადაწყვიტა, რომ ასევე გამოეშვა Radeon HD 6950-იც, რომელსაც ექნება Twin Frozr III ქულერი, რომელიც თავის წინამორბედთან შედარებით, გამოირჩევა 80 მმ-იანი ორი პროპელერის ახალი დიზაინით, თავის მხრივ კი, ეს უზრუნველყოფს 20%-ით მეტ ჰაერის ნაკადს. გარდა Twin Frozr III-ის 5 სითბური მილაკისა, Radeon HD 6950-ს აქვს 6+2 ფაზიანი PWM დიზაინი, Military Class II კომპონენტები, 1408 ნაკადური პროცესორი. ასევე, 5200 მჰზ-იანი 2 გბ GDDR5 (5000 მჰზ), 256-ბიტიანი მეხსიერების კონტროლერი, 850 მჰზ - GPU სიხშირე (800 მჰზ ქარხნული), CrossFireX, dual-DVI, ერთი HDMI 1.4 და dual mini DisplayPort 1.2 პორტების მხარდაჭერა - რამდენიმე მონიტორიანი კონფიგურაციისათვის. R6950 Twin Frozr III Power Edition მზად არის წინასწარი შეკვეთებისათვის და მისი ღირებულებაა 300€. VR-Zone
  18. სამი დღის წინ, კომპანია GIGABYTE-მა განაცხადა, რომ მან დაიწყო ახალი B3-სტეპინგის მქონე დედაპლატების გამოშვება Intel P67 და H67 ჩიპსეტებზე, რომლებიც წესით, ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე კვირის განმავლობაში. შეიცვალა ამ ახალი პროდუქტების დიზაინი და სახელწოდებები, იმისთვის, რომ ადვილად მოხდეს მათი გარჩევა შედარებით ძველი, B2 ვერსიებისაგან. მაგალითად, GA-P67A-UD7 შეიცვალა და გახდა GA-P67A-UD7-B3, GA-H67A-UD3H კი - GA-H67A-UD3H-B3. ეს ყველაფერი რასაკვირველია გარკვევით ჩანს ყუთებზეც, PCB-ზეც, ბიოსში სტარტ-აპის დროს და რიგ აპლიკაციებში, როგორიცაა GIGABYTE 6 Series SATA Check utility და CPU-Z. უფრო მეტი სიზუსტისათვის და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, B3 სტეპინგის ლოგოები გარკვევით არის აღნიშნული დედადაფებზე. VR-Zone
  19. მეც მაგრად მომწონს ასეთი ტიპის კეისები.. 12 კი არა, 4 ფენითაც მაგარი გაგრილება ექნება, დარწმუნებული ვარ.. D-35 კი ძალიან კარგი ვარიანტია და აქ რომ იყოს, მართლაც რომ ბევრი იყიდიდა..
  20. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მაინც არ ღირს სენდიზე სისტემის აწყობა, მაინცდამაინც ძლიერი კონფიგი თუ გინდა, ნეჰალემი აიღე და გეყოფა ყველაფრისთვის უპრობლემოდ..
  21. ხო, ადრე მოვკარი ყური ამას, მაგრამ ეს ძირითადად მათთვის არის გასათვალისწინებელი, ვისაც ვორდში უხდება დიდი ხნით მუშაობა, სადაც მარტო ტექსტს უყურებ, რაც თვალისთვის ძალიან დამღლელია.. ოპერაზე და სხვა პროგებზე არ ღირს დაყენება ჩემი აზრით
  22. კარგ სიხშირეზე კი დგას პროციკა, თამაშებში გადაგივა რასაც ქვია.. ასეთ ფასიანი ნოუთის დარაზგონება არ იქნება
  23. მართალი გითხრათ, მეც გამიკვირდა.. თხელი მართლაც რომ არ ეთქმის, ულტრა-სლიმი უფრო შეეფერება ჩემი აზრით
  24. 560 ყველაზე კარგ ვარიანტად რჩება მაინც, ასუსი ან გიგაბაიტი, ორივე მშვენიერი რამეა.. გბ-ს დახრილი ფენების კონსტრუქციამ, როგორც ჩანს გაამართლა, აგრილებს და ყველა დანარჩენზე უხმაუროცაა. მადლობა მიშა, მეც ვაპირებდი მსგავსი რევიუს დაწერას :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.