Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Posts posted by lasha1616

  1. 4 hours ago, Ant. said:

    გამარჯობათ,

    S9 ჩავდე ზეთში, უკეთესი გაგრილების მიზეზით.

    ზეთში ჩდებისას მოვხსენი ქულერები და აღმოჩნდა რომ ქულერების გარეშე არ მუშაობს,

    სხვა ფანი, რაც იდეაში რადიატორის გასაგრილებლად მჭირდება, ის რომ შევაერთო, კავშირდზე აღარ დგება მაინერი, რადგან  ბრუნებს ითვლის ქულერზე.

    ამიტომ ერთადერთი გზა რაც მომდის თავში არის რომ ემულატორით მოვატყუო, თითქოს მიერთებულია ქულერები და მუშაობს.

    ჰოდა ამაში მჭირდება დახმარება, როგორ ავაწყო ეს ემულატორი, ან ვის ავაწყობინო?

    ან იქნებ ვინმეს სხვა უკეთესი გამოსავალი მოგაფირდეთ.

     

    მიაერთე ეგ ქულერი, გამტარები გადაჭერი და დააგრძელე, ისე რომ ზეთში არ ჩადო. 

    ან თუ ეგრე არ გინდა მაშინ პროპელერის ფრთები მოატეხე და ისე ჩადე ზეთში

     

  2. 32 minutes ago, Xocho said:

     შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის Broadcast ? ბროადქასთი

    Broadcast ნიშნავს როდესაც რაიმე ზოგადოდ, ყველასთვისაა განკუთვნილი და არ ეკუთვნის კონკრეტულად რამდენიმეს ან ერთს.

    მაგალითად broadcast TV, ნიშნავს იმას რომ, ვისაც ტელევიზორი და ანტენა აქვს, ყველას შეუძლია TV არხების დაჭერა.

     

    რაც შეეხება ქსელებს, Broadcast ნიშნავს

    როდესაც ქსელში მონაცემები იგზავნება Broadcast IP მისამართზე, ეს იმას ნიშნავს რომ იმ კონკრეტულ ქსელში ჩართულ ყველა მოწყობილობაზე მივა და მიიღებს ამ ინფორმაციას.

    • Upvote 1
  3. 21 hours ago, Nerd said:

    მოკლედ გადავაყენე ვინდოუსი მაგრამ ხმა არ არის. Asus - ის ოფიციალურ საიტზე არ დევს. ვერც ინტერნეტში ვნახე ვერსად. იქნებ დამეხმაროს ვინმე. 

    windows XP-ზე არის აუდიო დრაივერი

    https://www.asus.com/Motherboards/P5VD2MX_SE/HelpDesk_Download/

    წესით უნდა წავიდეს

  4. 6 hours ago, unc-dunc said:

    ტუილად ველოდი ნაკლებ გრადუსს?

    100% დატვირთვაზე 65 გრადუსზე ნაკლები რატომ არააქვს წუხარ? :D მე მაგ ტემპერატურას საერთოდ არც განვიხილავ როგორც ცხელს

  5. On 2/28/2018 at 4:52 PM, gaige said:

    რა არის პორტი ქსელში და რა დანიშნულება აქვს.ხდება თუ არა მისი გაწერა ?

    პორტი არსებობს როგორც ფიზიკური ასევე ვირტუალური.

    ფიზიკური (და ზოგიერთ მათგანს ასევე აქვს ვირტუალური) პორტები აქვს სვიჩებს, როუტერებს, ნოუთბუქებს, კომპიუტერებს და ა.შ. ყველა სადაც RJ-45 ჯეკი შეეტევა.

    ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობაზე კომუნიკაცია ხდება როგორც კაბელით (სპილენძი ან ოპტიკური) ასევე უკაბელოდ (wireless). ამ კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად შექმნეს პორტები, რომელზეც შეიძლება IP მისამართის გაწერა.

  6. 2 hours ago, Gadget said:

    რა error-ს გიწერს ?

    log-ში რომ ჩავიხედე პრობლემის მიზეზად NAK დასახელდა.

    ინტერნეტში გადავიკითხე NAK-ის მნიშვნელობა. როგორც ჩანს როცა კომპიდან ტელეფონში იტვირთება სტოკ რომი, ტელეფონი არ უდასტურებს მიღებულ ფაილებს, რის შედეგადაც ეგ პროგრამა წყვიტავს ატვირთვას.

    გუშინდელი დღიდან მოყოლებული უკვე აღარ ტვირთავს

    თუმცა როდესაც ტელეფონი აღარ ჩაირთო 2 დღის უკან, პირველივე ცდაზე ავტვირთე წარმატებით, მაგრამ მაინც არ ჩაირთო ტელეფონი.

    მეორედ ავტვირთე, მაგრამ მაინც არ ჩაირთო. მესამეჯერ ვცადე, მესამეჯერაც არ ჩაირთო.

    როგორც ჩანს რომც აიტვირთოს სტოკ რომი, მაინც არაფერი შველის. KERNEL-ის დონეზეა პრობლემა როგორც ვხვდები.

     

     

  7. @Gadget

    კი, ეგ ვნახე და ეგრე ვაკეთებდი როცა ტელეფონი აღარ ირთვებოდა. ახლიდან ვწერდი თავის stock ROM-ს.

    მაგრამ ახლა ბოლომდე არ მიდის როცა ეგრე ვაკეთებ.

    სადღაც ბოლოსკენ რომ მიდის უკვე წყვიტავს ატვირთვას და error-ს მიწერს.

     

    თან საერთოდ არც კი შევხებივარ ამ ტელეფონს. სულ თავისით ემართებოდა რაღაც ლაგები და ჭედვები. ახლიდან დაფლეშავდი სტოკ რომს და მუშაობდა, ეხლა საერთოდ აღარ იფლეშება

  8. 15 minutes ago, gaige said:

    რა არის dedicated და non dedicated სერვერი?

    ზოგადად როცა გარკვეული სერვისით გინდა ისარგებლო, შეგიძლია ეს dedicated ან  non dedicated სერვერზე გააკეთო. გააჩნია რა სერვისზეა საუბარი.

     

    მაგალითად თუ გინდა DHCP სერვერი გქონდეს, შეგიძლია ეს ფუნქცია როუტერზე ჩართო ან იყიდო მოწყობილობა რომელსაც მარტო DHCP სერვერად ამუშავებ.

    ამ შემთხვევაში, როუტერი გარდა თავისი მოვალეობისა, შეასრულებს DHCP სერვერის ფუნქციას, ამას non dedicated სერვერი ჰქვია.

    როცა იყიდი კომპიუტერს, სერვერს ან სხვა სპეციფიკურ მოწყობილობას და ააწყობ როგორც DHCP სერვერს, ამას dedicated სერვერი ჰქვია.

  9. Device Manager-ში ასე ჩანს Qualcomm HS-USB QDLoader 9008, ბევრი ძიების მერე როგორც დავადგინე ეს hard brick-ს ნიშნავს და მსგავსი პრობლემები არაერთი აღმოვაჩინე.

    ერთადერთი Recovery რეჟიმში შედის რომელიც სტანდარტულია (ქეშის, Data-ს წაშლა, SD ბარათის ნახვა და Update ADB-დან)

    ეს ტელეფონია BLU Life One (2015) Qualcomm MSM8916 SoC-ით.

    Qualcomm-ის ჩიპებზე ხომ არ გიცდიათ ვინმეს unbrick? ან რა საშუალებებია არსებობს გასაცოცხლებლად?

  10. 1 hour ago, kostaiakosta said:

    უბრალოდ ასეთი ჯიშჲსაა.

    კი მასეთია.

    ჩემიც ეგრე ხმაურობს ტოშიბაზე როცა ვაკოპირებ. ზოგადად ყველა ხმაურობს მაგრამ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.

    wd-ზე ასე შესამჩნევი ხმაური არააქვს არა აქვს 

  11. @მათე

    ინტელმა აღიარა რომ ოპერატიული მეხსიერებიდან შეიძლება მნიშვნელოვანი მონაცემების გაშიფრვაო, თუმცა გაფუჭება, შეცვლა ან წაშლა შეუძლებელიაო (დიდი შეღავათი :D )

    ყველაზე დიდი დარტყმა სასერვერო და ღრუბლოვნ სერვერების შეიძლება მიადგეს.

     

    ამიტომ ამხელა ფირმები თავს შეიკავებენ და ბაზარზე უფრო ხელსაყრელი პერიოდს დაელოდებიან რაც ინტელს გაყიდვებს შეუმცირებს.

    ვნახოთ რამდენად მალე აღმოფხვრის ამ ყველაფერს

  12. 23 minutes ago, მათე said:

    AMD-მ მაგარი დასცინა intel-ს :D ეს არის ბოლოს აღმოჩენილი სისუსტე რომელიც Intel-ს აწუხებს და AMD-ს არა PTI. მისი დაფიქსვა კი იწვევს performance-ს დაგდებას CPU-ებზე. ამიტომ AMD-მ ჩადო linux-ს kernel_ში ეს პატარა კოდი რომელიც ამბობს რომ თუ სისტემა მუშაობს intel-ს CPU-ზე მაშინ გაეშვას PTI-ს fix (რომელიც შეგახსენებთ იწვევს performance-ს დაგდებას) ხოლო თუ იგი მუშაობს AMD-ს CPU_ზე მაშინ არ გაეშვას ეს fix შესაბამისად ამ კოდის გამო Intel-ს CPU-ები ოდნავ შენელდება, მაშინ როცა AMD-ზე არაფერი შეიცვლება :D

    
    /* Assume for now that ALL x86 CPUs are insecure */
    -	setup_force_cpu_bug(X86_BUG_CPU_INSECURE);
    +	if (c->x86_vendor != X86_VENDOR_AMD)
    +		setup_force_cpu_bug(X86_BUG_CPU_INSECURE);

    PTI არის Page Table Isolation.

    2018 წელს AMD მაგრად აჯობებს intel-ს რატომღაც მგონია ასე.

    https://lkml.org/lkml/2017/12/27/2

    ARM-საც აწუხებს ის პრობლემა რაც ინტელს.

    ჯერ-ჯერობით AMD-ში ამბობენ რისკის პრობლემა თითქმის ნულამდეა დაყვანილიო, რადგან სხვა არქიტექტურა აქვს.

     

    AMD rebukes Intel, says flaw poses 'near-zero risk' to its chips

  13. ზემოაღნიშნულ ტელეფონზე რომელი custom rom წავა?

    https://en.wikipedia.org/wiki/List_of_custom_Android_distributions აქ რაც ვნახე BLU-ზე არცერთს არააქვს custom ROM.

    ჩემი ტელეფონის იდენტური მონაცემები აქვს Moto G 2015 მოდელს. https://www.gsmarena.com/compare.php3?idPhone1=6930&idPhone2=7247

     

    წავა ვითონ Moto G-სთვის განკუთვნილი Lineage OS ჩემსაზე?

     

    ან თქვენ მირჩიეთ რომელიმე... 

  14. 3 minutes ago, sauron said:

    ნეტა ეყიდებათ საერთოდ ასეთ ფასებს რომ ადებენ?

    http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=16333&category_id=22&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en

     

    ვინ თქვა რომ მაგი ხალხისთვისაა? მაგი ხალხისთვის არც შემოაქვთ :D 

    ტენდერებში გასაღდება ყველა 

  15. 1 hour ago, Ioane Aslamazashvili said:

    თუ გქონიათ პრაქტიკა გლობაში ვინდოუს სერვერზე რემოუთით ბეჭდვა იქნებ აღწეროთ მოკლედ. ლოკალში ბეჭდავს, მაგრამ როგორც კი გლობალიდან ვუკავშირდები აღარ ბეჭდავს. ვერ მივაგენი პრობლემას, იქნებ რამე იდეა მომაწოდოთ.

    გააჩნია რა პრინტერია, USB თუ ქსელური.

    თუ USB მაშინ ცოტა საჩალიჩოა.

    თუ ქსელურია, როუტერში გჭირდება port forwarding რათა კონკრეტულ ip-ზე +port-ზე (სოკეტზე) გააგზავნოს ინფორმაცია რემოუთ ქსელიდან. გუგლში ნახე ბევრი ინფო იქნება უფრო დაწვრილებით.

  16. On 12/13/2017 at 11:32 AM, G1ORG1 said:

    ვნახავ მაგასაც აბა. Thomsonია როუტერი. ამას დგავენ სტანდარტულად.

    გადავიკითხე მაგ როუტერებზე და ასეთი სიტუაციაა

    https://superuser.com/questions/1045757/i-cant-access-thomson-router

    Quote

    A major security issue was found in this router model. An exploit can be executed even remotely (CSRF type of attack) if router IP is not changed from 192.168.0.1 to a different one. Once triggered, all router settings are reset to factory defaults and router is restarted. The exploit was not fixed by Thomson, so ISPs had to came with solution that doesn't lead to hardware replacement. Part of router configuration is overwritten with data provided by ISP, directly and automatically via cable. In my case (Poland, ISP: Inea) after hard reset, the gateway IP changed from 192.168.0.1to 192.168.100.1 in first 5 minutes, and once this "ISP specific" configuration was fully loaded - 192.168.random.1. However I'm not able to open router configuration via this IP anyway. Whenever i need to change some settings (i.e. Wi-Fi password), i have to hard reset my router without Internet data cable connected.

    Thomson-ის როუტერებზე ან რომელიღაც მოდელებზე, security-ის პრობლემები აღმოაჩნდა, რაც გამოიხატება იმაში რომ, გარკვეული ტიპის "შეტევების" მიმართ უძლურია ანუ სუსტი წერტილი გააჩნია. Thomson-ს ამ პრობლემაზე რეაგირება არ გაუკეთებია, ანუ რაიმე fix არ გამოუშვია, შესაბამისად ყოველთვის იქნება სუსტი წერტილით რომელიც შეიძლება ვინმემ გამიოყენოს.

    როგორც მანდ წერია, hard რესეტი ჭირდება და მერე IP-ის შეცვლა მაგალითად 192.168.50.1 ან 100.1 ან 150.1

    სავარაუდოდ რაღაც ვირუსის მაგვარი პროგრამა გქონდა, ან რაიმე გადმოწერე ან რაღაც გააქტიურე საიტზე ან კომპში, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია ეს პრობლემა.

    ინტერნეტის კაბელი გამოაძრე, მერე დაარესეტე, შეცვალე wifi-ის პაროლი ან რაიმე, რისი გაკეთებაც გინდა, მერე გადაიყვანე IP მისამართი სხვა მისამართზე (192.168.50.1 ან 100.1 ან 150.1) და შეაერთე ინტერნეტის კაბელი.

    დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს, როუტერზე მაინც ვერ შევდივარო.

    • Thanks 1
  17. 52 minutes ago, G1ORG1 said:

     

    Capture.JPG

    იპინგება და ინტერნეტიც გაქვს, თავის ფუნქციას ასრულებს როუტერი. 

     

    On 12/12/2017 at 12:51 AM, lasha1616 said:

    https:// ან http://

    https://192.168.0.1

    http://192.168.0.1

    ესე შესვლა თუ სცადე? მოსინჯე ორივე თუ არ გიცდია. 

  18. სხვა ბროუზერით სცადე ან მაგას წინ მიუწერე https:// ან http://

    42 minutes ago, G1ORG1 said:

     რესეტის გაკეთებაც არ მინდა, შეიძლება რესეტმა უშველოს ხზ.

    ან მეორე ვარიანტია, მობილური ან პლანშეტი აიღე, მაგ როუტერის wifi ქსელს დაუკავშირდი და იქედან გუგლით შედი

    • Thanks 1
  19. 14 hours ago, G1ORG1 said:

    0.1ია კი. არავის არაფერი არ შეუცვლია. არ ვიცი რსტომ არ შედის.

    start > run > cmd და აკრიფე ipconfig და მერე სქრინშოტი დადე. მერე სცადე ბროუზერით შესვლა და იმის სქრინშოტიც დადე.

     

    ინტერნეტში თუ შედიხარ, ესეიგი როუტერშიც უნდა შედიოდე, იმ Default Gateway-ით რაც ქსელის ბარათზე გაქვს.

     

    • Thanks 1
  20. 53 minutes ago, G1ORG1 said:

    ეგეც ვცადე 0.1 და არ შედის არ მასე :/

    default gateway კარგად შეამოწმე? ხომ არ შეგეშალა 0.1-ია თუ  1.1? სტანდარტულად ამ ორიდან ერთ-ერთი აქვთ ხოლმე default-ად თუ სხვამ არ შეცვალა.

     

     

    • Thanks 1
  21. 38 minutes ago, G1ORG1 said:

    როუტერში როგორ შევიდე.

    192.168.0.19 ეს უნდა იყოს წესით მაგრამ არ ხსნის ბრაუზერი :|

    გახსენი შენი ქსელის ბარათის პარამეტრები და ნახე default gateway 

    აკრიფე ბროუზერში და შეხვალ

    • Thanks 1
  22. 12 hours ago, kostaiakosta said:

    მოცულობა და ნამუშევარი საათები ყიდვისას რა შეიძლება გავითვალისწინო კიდევ?

    ტექნიკურად მეტი აღარც არაფერი რჩება.

    თუ ახალს ყიდულობ, გარანტია ექნება, თუ ნახმარი გინდა, შეამოწმე და ისე იყიდე.

    12 hours ago, kostaiakosta said:

    წესით ვფიქრობ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ლეპტოპის მყარი დისკის ჩადგმას.თქვენი აზრიც მაინტერესებს

    არანაირი პრობლემა არ იქნება

     

    • Thanks 1
  23. 4 hours ago, მათე said:

    ryzen 2700   with 10 cores 4ghz    base clock and 4.5 boost with a price of 329$

    ryzen 2800   with 12 cores 4.4ghz base clock and 4.9 boost with a price of 399$

    ryzen 2800x  with 12 cores 4.6ghz base clock and 5.1 boost with a price of 449$

    wtf :D აშკარად i9 ამოიღეს მიზანში. AMD-ს ამბიციები უკვე შორს წასულა :D 

    უკვე თვალნათლივ ჩანს ორი გიგანტის სასტიკი კონკურენცია.

     

    ინტელი OC პოტენციალით და ცოტა მეტად მძლავრი ბირთვებით მაინც დომინანტია. რაიზენ 1-ის შემდეგ, იძულებული გახდა გაეზარდა ბირთვების რაოდენობა. რადგან 4 ბირთვით უკვე 8 ბირთვთან კონკურენციას აშკარად ვეღარ გაუწევდა. შესაბამისად მოუწია ათწლეული პოლიტიკის (ტიკ-ტოკი) შეცვლა.

     

    AMD-ში რადგან უკვე შექმნეს კონკურენტუნარიანი პროცესორი და ბაზარზე წილის გაზრდისთვის საკმაოდ სოლიდური ამბიციებიც გაუჩნდათ, ინტელთან ბრძოლაში მეტი ბირთვებით და იაფი პროცესორებით Ryzen 1-მა შედეგი გამოიღო.

    როგორც უკვე ჩანს, AMD-ს მორიგი პასუხი Ryzen 2-ის სახით, ისევ მეტი ბირთვები და ნაკლები ფასი იქნება. რადგან სხვა გზა პრაქტიკულად აღარ დარჩათ დღევანდელ ინტელთან კონკურენციის გასაწევად. IPC-ის გაუმჯობესებას დიდად არ მოველი, ძალიან მცირედით გააუმჯობესებენ ალბათ, ჩემი ვარაუდით 5-10%-ით მაქსიმუმ. OC-ის პოტენციალს ალბათ ცოტა კიდე მოუმატებენ, 4,5-ზე რომ ავიდეს უკვე სრულიად საკმარისია მომხარებელთა 95%-ითვის.

     

    თუკი მართლა Ryzen 2700 10 ბირთვით გამოვა და 4,5-ზე დადგება, მართლაც საოცრება მოხდება.

    intel-ს Core i9-7900X რომელიც 1000$ ღირს, AMD-ში იგივე სიმძლავრის პროცესორი უკვე 330$ იქნება რაც მისი ფასის 1/3-ია.

    ფაქტიურად Ryzen 2 იგივეს გაიმეორებს, რაც Ryzen 1-ში მოხდა, როცა R7 1700 8 ბირთვით 330 $ ღირდა და Core i7-6900K 1000$.

     

    თუმცა ვნახოთ, რამდენად რეალური იქნება, მანადე კიდე გაჟონავს ინფორმაციები.

     

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.