Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. თუ რაზგონს არ აპირებ და არც ინტეგრირებული ვიდეოთი თამაშს, i3 აიღე იმიტომ რომ სადაც მხოლოდ პროცესორია საჭირო იქ უკეთესია ინტელი. მაგრამ უნდა გაითვალისწინო რომ სათამაშოდ აუცილებლად დაგჭირდება რამე ვიდეო კარტა, იმ შემთხვევაში რასაც მისი HD Graphics 4000 ვერ მოერევა. ტესტებს რომ გადახედო ზოგან AMD აჩვენებს უკეთეს შედეგს ზოგან INTEL. ზოგიერთი განსხვავება კი არც ისეთი დიდია მათ შორის. A10-5800K-ს რაც შეეხება სარაზგონო პროცესორია, თავისი VISION Engine დისკრეტული ვიდეოთი, რაც იმას ნიშნავს რომ თამაშებისთვის საკმარისი სიმძლავრე აქვს და არ არის აუცილებელი დამატებით ვიდეო კარტის ყიდვა. თუმცა თუ AMD Radeon™ კარტას მიუმატებ CrossFire რეჟიმში იმუშავებს. მხოლოდ პროცესორის ვიდეოთი შეგიძლია 3 მონიტორზე გამოიტანო გამოსახულება, ისე კი AMD Eyefinity Technology შეგიძლია შენი გემოვნებით შეარჩიო შენი სასურველი მონიტორების გალაგება საერთო ჯამში i3-3225 პროცესორის ბირთვების ბენჩმარკებში A10-5800K პროცესორის ბირთვები ვერ ჯობნის, თუმცა ყოველდღიური ხმარებისთვის A10-5800K სრულიად საკმარისია. ასევე აქვს AppZone http://www.amd.com/us/vision/shop/cool-apps/Pages/cool-apps.aspx სადაც ნახავ ისეთ პროგრამებსა თუ თამაშებს რომლებიც ოპტიმიზირებულია AMD სისტემისთვის. AMD-ს პლიუსი ისაა რომ იაფად უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს და ჩემი აზრიც ესეთია რომ იაფ სეგმენტში ეს პროცესორი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია როგორც შემდეგი განახლებისთვის (შემდეგი თაობის პრცესორიც FM2 სოკეტზე გამოვა), ასევე ნაკლები ღირებულებითაც. ეს ის სხვაობაა რაც მის წინა თაობასთან შედარებისას გვაქ, შემდეგი თაობის პროცესორში კიდევ უფრო გაუმჯობესებული GPU ინება ასე რომ არჩევანი შენზეა.
  2. არა საერთოდ მე საუბარი მაქვს 775 სოკეტის დროინდელი მაზარების ინტეგრირებულ ვიდეოზე სადაც ინტელის GMA 3000 ვერაფერს აკეთებდა. არც უნდა გაგევლო აზრად ინტელის ინტეგრირებულ ვიდეოზე თამაში, განსხვავებით ati-სა და nvidia-საგან. გეიმინგისთვის ინტეგრირებული ვიდეოთ რომ ვერაფერს იზავ ყველა დამეთანხმება მარა დარწმუნებული ვარ მსოფლიოში კომპიუტერების მომხმარებლები სადღაც მინიმუმ 30-40% მაინც ინტეგრირებულ ვიდეოზე ზის. ამიტომ ამ სეგმენტისთვის (დაბალი ფენისთვის) ინტეგრირებული ვიდეოების სიძლიერე ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხდება. აი ჩემი მაგალითად ყველაზე ბოლო დონის NVIDIA-ს ჩიპსეტია, ინტეგრირებული ვიდეოთი, თანაც ჯერ კიდევ როდინდელი მაზერია 2007 წელს გამოშვებული. კოლექციონერისგან მოპარული პროცესორი Celeron® D Processor 336 (FSB 533 MHz). მაზერს ერთარხიან რეჟიმზეა აქვს ოპერატიულის მხარდაჭერა დაბალ და საშუალო (ზოგი თამაში) გრაფიკაზე 1024x768 რეზოლუციაზე მაქ ნათამაშები ისე რომ არანაირად არ ჭედავდა აი ესენი: Tom Clancy's H.A.W.X NFS CARBON NFS Underground 2 და სხვა მსგავსი ტიპის თამაშები. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ პენტიუმების ეპოქაში, atis ან nvidias ინტეგრირებულებით შეიძლებოდა დაბალი გრაფიკით თამაშების თამაში, ინტელისგან განსხვავებით. მე უბრალოდ გაკვირვებულიც კი ვარ ასეთ ნაგავმა სისტემამ როგორიც მე მაქTom Clancy's H.A.W.X როგორ გაქაჩა. ეხლა უკვე სხვა დროა და სხვა არქიტექტურაა საერთოდ, მაგალითად AMD A10 5800K-ის ვიდეო უფრო ძლიერია ვიდრე GeForce GT 440 1GB და კიდე რომელიღაც entry დონის ახალი nividas კარტა. დაბალ ბიუჯეტიანი მომხმარებლისთვის კი იქმნება დიდი კონკურენცია, მაგალითად 1 Hign end ვიდეო ბარათს თუ იყიდის კაცი, იმავე მაღაზიაში 10 low end ვიდეო ბარათი გაიყიდება. ამიტომ თემიდან გამომდინარე ვიდეო კარტების შედარებასთან ერთად ინტეგრირებული ვიდეოების შედარებასაც თუ მოვახდენთ შიგადაშიგ უადგილო ნამდვილად არ იქნება, თანაც ცოტა ნათლად გამოჩნდება თუ რომელი კომპანია უფრო ზრუნავს თავის მომხმარებელზე.
  3. მეც ვითხოვ განახლებას, მის ჩიპსეტზეა ჩემი მაზერიც და ცოტა აპგრეიდი არ აწყენდა ოდნავ მაინც... ზუსტად 1 წლის წინ გადმოვწერე სოფტი და დავაინსტალირე, მერე შევინახე საინსტალაციო. ეხლა ახალი გადმოვწერე და ისევ იგივე სოფტი აღმოჩნდა რაც 1 წლის წინ გადმოვწერე :| არადა ადრე მაზერზე ინტეგრირებული ვიდეოთი (ორონდ არა ინტელის) ისეთი საოცარი თამაშების თამაში შეიძლებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი. (ჩემი მაზერის ჩათვლით)
  4. რამდენადად ვიცი 16 ბირთვიანი ოპტერონის პროცესორი უკვე კაი ხანია გამოსულია. ეს ალბათ ახალი თაობაა. ზუსტად არ ვარ ინფორმირებული საინტერესოა ტრანზისტორების რაოდენობა რამდენია
  5. ხო გამორთვისას ყველაფერი იკარგება. როცა ჩაიტვირთება ვინდოუსი ისევ შექმნი. ნიუეგზე ვნახე ერთი მოდული ოპერატიული DDR3 1333 Mhz 32 GB 2146 $ ღირდა გამოვშტერდი. ეგეთი არაფერი მინახია. თან HP-ის რაღაც LOW END გავს ვიზუალურად არანაირი გაგრილების კიტი... ამხელა ფულს იხდი ლამაზი მაინც გამოეშვათ http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820326202 ვინმეს რო ეჩუქებინა ისე გადავაგდებდი ზედაც არ დავხედავდი :D
  6. ჰოო მასეა მასე რამდისკით როცა შექმნი გარკვეული მოცულობის ადგილს ოპერატიული მეხსიერებიდან, გახდება მაგალითად Local Disk (E) როგორიც C და D დისკია. რაც გინდა ის ჩაწერე, მაგალითად თამაშის ინსტალაციისას შეგიძლია მიუთითო ეგ ადგილი და მანდ დააინსტალირებს ფაილებს. ან რავი ჩაწერ რასაც გინდა. ჩაწერა წაკითხვის სიჩქარე არის დიდი SSD და HDD-სთან შედარებით, ამიტომ შეგიძლიათ რაიმე 3D პროგრამებთან მუშაობის დროს პროექტის რენდერისას ან შენახვისას ან რაღაც სხვა ფუნქციებისთვის ეს ადგილი გამოიყენო. ასევე მაღალი ხარისხის ფილმების კონვერტაცისაას და ა.შ. P.S. ყველაზე იაფიანი CORSAIR XMS 64GB (8 x 8GB) 1333 Mhz, 288 $ http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820233308 ძვირიანი CORSAIR Dominator Platinum 64GB (8 x 8GB) 2133 Mhz, 900 $ http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820233363
  7. მადლობთ ყველას ჯერ ჯერობით რაღაც მიზეზების გამო XP მიყენია და ვერ დავაინსტალირე უფასო ვერსია რომ გამეტესტა. მინიმუმ ვისტა უნდა გეყენოს რომ დააყენო ეს პროგრამა. ხშირად გამოსაყენებელი პროგრამა არაა მაგრამ, რაღაც კონკრეტული საქმისთვის გამოიყენებს კაცი.
  8. AMD Radeon™ RAMDisk შექმნილია იმისათვის რომ გამოვიყენოთ ოპერატიული მეხსიერების შესაძლებლობები უფრო მეტად. ამიტომ ამ პროგრამის შესაქმნელად გაერთიანდა AMD და Dataram. ამ პროგრამის მუშაობის პრინციპი შემდეგია. არსებული ოპერატიული მეხსიერებიდან არეზერვებს გარკვეულ მოცულობას და ახდენს მის ვირტუალურ "მყარ" მეხსიერებად გარდაქმნას. მაგალითად თუ გვაქვს 8 GB მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და გვინდა შევქმნათ 4 GB მოცულობის მეხსიერება, ამ პროგრამის საშუალებით ეს თავისუფლად მოხდება. ვინდოუსის ოპერაციული სისტემა ამ დარეზერვებულ მეხსიერებას აღიქვავს როგორც ჩვეუელბრივ ვინჩესტერის მეხსიერებას. უარყოფითი თვისება ისაა რომ კომპის გამორთვისას ეს ვირტუალურად შექმნილი მეხსიერება ქრება რადგან ოპერატიული მეხსიერების მუშაობის პრინციპი ესეთია. მაგრამ დადებითი თვისებებიც აქვს თამაშების ჩატვირთვის დრო შემცირდება უსწრაფესი ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე (RAMDisk წაკითხვის სიჩქარე აღწევს 25600 MB წამში DDR3-1600 ოპერებზე) უფრო მეტი სისწრაფე ვებ–გვერდების ჩატვირთვაში Easily protect your privacy with auto-delete on boot or protect your data with auto-save on shutdown არის ამ პროგრამის უფასო და ფასიანი ვერსიები. უფასო ვერსიას შესაბამისად ლიმიტირებული ფუნქციები აქვს, მისი გამოყენებისას მაქსიმუმ შეგიძლიათ 4 (ან 6 თუ AMD-ს ბრენდირებული ოპერებია) გიგაბაიტამდე დაარეზერვერვოთ ოპ. მეხსიერება. ფასიან Radeon™ RAMDisk Xtreme ვერსიას რაც შეეხება 19 $ ღირს და საშუალებას გვაძლევთ 64GB მოცულობის ადგილი დაარეზერვოთ. აქ მოცემულია რეკომენდირებული მონაცემები თუ რომელ სისტემაზე რა იქნებ აოპტიმალური ჩვენთვის. აქ კი მოცემულია თუ რომელი კატეგორიის მომხმარებელს რა სარგებელი ქნება უფასო ვერსია შეგიძლიათ გადმოიწეროთ ახლავე საიტიდან: http://www.radeonramdisk.com/ ხოლო ფასიანი: http://radeonramdisk.com/xtreme/ [media=] წყარო: http://blogs.amd.com...radeon-ramdisk/ http://www.amd.com/u...k-overview.aspx http://www.amd.com/u...promotions.aspx http://www.amd.com/U...k-consumer.aspx
  9. აი დღეს მომივიდა ECS Elitegroup–ისგან NEXUiZ-ის კოდი გადმოვწერე სტეამი, მივყევი ინსტრუქციას როგორც ამ კუპონზეა ახსნილი და შევიყვანე კოდი. მომეცა საშუალება უფასოდ გადმოვიწერო მთლიანი ვერსია ამ თამაშის. კიდევ მომწერეს კარგი ივენთები გაიმართებაო კარგი პრიზებითო და ვნახოთ.
  10. აი AMD-ს რომ აქვს ოპერები მგონი პატრიოტი უმზადებს http://www.amd.com/us/products/desktop/radeon-memory/Pages/system-memory.aspx და ეს მაზერი http://www.ecs.com.tw/ECSWebSite/Product/Product_Detail.aspx?DetailID=1368&CategoryID=1&DetailName=Feature&MenuID=154&LanID=9 რაღაც AMD-ს ოპერების მხარდაჭერა აქვსო და რამე ახალია? World's 1st AMP Support AMP (AMD Memory Profile) features a wide range of enhancement, reliability and perfectly performance and provides a new experience to users in order to unleash the maximum memory performance. AMD-ს ოპერების მაგივრად რომ სხვა ოპერები იყოს იგივე სიხშირის, რამე სხვაობა იქნება?
  11. ეგეთი რაღაცეების გაკეთება შეუძლებელი მგონია. ფეისბუქს საკმაოდ მკაცრი კრიტიკა ჰქონდა უსაფრთხოების საკითხებზე და არამგონია რაიმე ხერხით შეიძლებოდეს სურათების ნახვა. ფეისბუქი ეგეთ რაღაცას არ დაუშვებს
  12. რა მაინტერესებს ვოლტებიბს მომატების გარდა, რანაირად ზიანდება კიდევ ოპერები? ტაიმინგები რომ არასწორად დავსვა, შეიძლება რომ საერთოდ მოკვდეს ? ან კიდევ low end ოპერების რაზგონის პოტენციალი რამდენია? მაგალითად DDR3 1600–იანი სადამდე შეიძლება რო გავზარდოთ? ჰერცების მომატებასთან ერთად ტაიმინგებიც უნდა უმატო??
  13. ანდროიდის ან ეფლის სმარტფონებით შეიძლება? ბოლობოლო რომელი დაცვის სისტემა არ ტყდება? WPA/WPA2 ტყდება?
  14. რავი როგორც მანდ წერია HWBOT–ზე ვალიდაცია ხდება და შესაბამისად როგორც FM1-დან ისე FM2–დანაც ეყოლება გამარჯვებული. 1 ნომებრიდან 30 ნოემბრამდეა ვადა. ასე რომ კიდევ უფო დაწვრილებით რომ დაიწყება მერე გაირკვევა. ამ ყველაფერს შესაბამსიად ოვერქლოქერის ხელი დასჭირდება თუმცა შეუძლებელი არაფერია http://www.cmstorm.c...s/quickfirepro/ ეს კლავიატურა ყოფილა http://www.cmstorm.c...ipherals/spawn/ და ეს მაუსი. მაგარ ვიდზეა კია ერთ ერთი უმთავრესი პრიზი
  15. Trinity Challenge 2012-ში არა მაგრამ მისი ერთ ერთი პრიზი რომელიცაა A85F2-A Golden მაზერი, ამის გათამაშება იყო რაღათქმაუნდა ECS–ის მიერ და დასრულდა 20 ოქტომბერს. მეც ვმონაწილეობდი, ვიფიქრე ეს მაზერი დამხატავდა, თუმცა მოგების იმედი 0,0000000001% მქონდა იქიდან გამომდინარე რომ ჩემნაირი მონაწილე ძალიან ბევრი იყო. მთავარი პრიზიც ეს "ოქროს" მაზერი იყო 1-2-3 ადგილებზე გასულთათვის, დანარჩენი 32 მონაწილისათვის კი თამაშის ფასდაკლების კუპონები. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება სრულიად შემთხვევით გამომივიდა. შევედი ECS–ის გვერდზე და ვათვალიერებ დედაპლატებს FM2 სოკეტზე. ვნახე ეს გოლდენ დედაპლატა და ქვემოთ გათამაშების რეკლამაც იყო. დავალაიქე ეს რეკლამა ფეისბუქის მეშვეობით, შემდეგ მივყვი ინსტრუქციებს და გაზიარების და 3 მეგობრის დატაგვის შემდეგ, გათამაშების მონაწილეც გავხდი. 25 ოქტომბერს გამოვლინდა გამარჯვებულები და მოულოდნელად ჩემი თაივიც აღმოვაჩინე სიაში. მართალია მთავარი პრიზი არ მომიგია მარა თამაშის ფასდაკლების კუპონი მხვდა წილად. გამიხარდა რომ მოვიგე მარა, გული დამწყდა რომ ეს მაზერი ვერ მოვიგე #7 გამარჯვებული მე ვარ ისე ვისაც სურვილი აქვს ჩაერთეთ მაგ გათამაშებაში. კაი პრიზებია, თქვენგან ხო მაინც არაფერი არ მიდის. FM2 არა მარა აქ ჰქონდა ვიღაცას FM1 სოკეტზე კომპი ხოდა მოსინჯოს ძალები. The competition starts from November 1st, runs until November 30th. There are two competition stages for overclockers. First stage- AMD FM1 platform: It is open to all overclockers with ECS brand motherboards only and the benchmark is: 3DMark06. Second competition stages- AMD FM2 platform: It is open to all overclockers with all brands of motherboards in the market, and the benchmark is: 3DMark Vantage. HWBOT general benchmark validation rules apply to both stages. კაი პრიზებია Prize for winners this time is really attractive for attendants! The total prize includes ECS A85F2-A Golden Motherboard, ECS A85F2-A Deluxe Motherboard, AMD A10 APU 5800K, CoolerMaster Power Plus 550W, CM STORM QuickFire Pro keyboard, and CM STORM SPAWN mouse. Also includes ECS golden pen drive (8G), ECS Black Series T-SHIRT, Caps, and ECS Nonstop Mouse Pad and luggage tag. The entire prize is really useful, extraordinary and cannot be missed by you!
  16. ადრე მახსოვს ოპერატიულების რაზგონზე ცალკე თემა იყო აპინული და სადარის? სანამ შეკითხვებს დავსვამდე იქნებ იქ ვიპოვნო პასუხები...
  17. და საერთოდ რო დამალო ვაიფაის სიგნალი? Hide an SSID Broadcast ვგულისხმობ და WPA/WPA2 დაცვა მიყენია შეიძლება სიგნალის პოვნა რაიმე ხერხით?
  18. ლეპტოპებისთვის ხო მარა PC-ზე თუ გინდა 2.5–ის ყიდვა რა საჭიროა.
  19. ისე ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება არ ემთხვევა ამ თემას მაგრამ მაინც რატოა 2,5 დიუმიანი ეს ვინჩესტერები? არ ჯობდა 3,5 გაეკეთებინათ 10 000 ბრუნზე? თუ შეუძლებელია?
  20. ლამაზი ქეისია თუმცა სხვა ბრენდებიც არანაკლებ მიმზიდველებია
  21. მარტო გიგაბიტს აქვს 3D ბიოსი ჯერ ჯერობით. ასუსის მაზერებიც ვნახე და ასროკის მაგრამ ასროკი უფრო კარგად გამოიყურება მონაცმეებიც ისეთი უწერია რომ დაჯერებაც მიჭირს http://www.asrock.com/mb/AMD/FM2A85X%20Extreme6/
  22. არადა 5800K მეგონა 140$ ეღირებოდა. კაია რომ 120 ღირს. ალბათ მერე კიდე დააკლებენ ფასს
  23. რათქმაუნდა შეიძლება ჩალიჩი თუმცა მე არ ვიცი როგორ და რა საჭიროება შეგექმნა ეგეთი რომ ვინდოუსის დაყენებისას მერე ეგ დააყენოს? ჯერ ვინდოუსის მერე ეგ შენით დააყენე
  24. Intel i3-2100 3.1GHz, INTEL H61, 4GB DDR3 RAM, 500GB Seagate 7200 RPM HDD, Nvidia GTS 450 1GB Video Card, Case ITD Happy Archevit, 550W PSU, [p/n Gamer_PCS] ეს მონაცემები თუ გეიმერის დონისაა კარგად ჰქონიათ საქმე მაგრამ 800 ლარში ვიდეო კარტასტან ერთად i3–ზე უკეთესი პროცესორი მგონი ვერ მოგივა. H61 – რაღაც ნაგავი მაზერი იქნება, ნაგავი კვების ბლოკით. პრინციპში თავი საქმეს კი შეასრულებს და თამაშებშიც გაგიქაჩავს მარა მაინცადამაინც მაღალი გრაფიკით თამაშს ნუ მოთხოვ.. ჯობია ვიდეო კარტის გარეშე იყიდო, მერე ფულს როცა მოუყრი თავს უკეთესი ვიდეოკარტა იყიდე. არის მეორე ვარიანტი AMD, ცოტა იაფიანი მაგრამ აქ რაღაც არსად მინახავს ვინმე AMD-ს სისტემურ ბლოკს ყიდდეს.. თუ ლოდინი არ გეზარება ჯობია საერთოდ ჩამოიტანო შენ თვითნ მეც თვის ბოლოს ან შუა ოქტომბრისთვის მექნება $$$ და ჩამოტანას ვაპირებ
  25. მაგალითი მოვიყვანე 50% იყოს 20% ოვერქოლქი, 95 ვატს რამდენით გადააჭარბებს?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.