Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. 28nm-იანი Fury X 270 ვატიანია და ნანო 175. ეს ვეგა 14nm-ზეა და კიდევ უფრო გაუმჯობესებული ენერგო ეფექტურობა ექნება არქიტექტურის ხარჯზე, რატომ უნდა გადასცდეს ვითომ 275 ვატს? თანაც დიდი ვარაუდით GPU 1-1,5 Ghz-ზე ექნება და რეალურად 250 ვატიანი უნდა იყოს მაქსიმუმ.
  2. გაყიდე სანამ ცეცხლის ფასი ადევს მერე ამ ფასად უკეთესი AMD-ს ვიდეო ბარათი მოგივა Vega როცა გამოვა. თავიდან ვეგა იქნება დეფიციტური, მცირე რაოდენობით გამოუშვებენ ივლისის 26-27-ში, მაგრამ მერე მოაყრიან სამაგიეროდ, ხოდა ცოტას დაამატებ და მოგივა ვეგა. მეც მივაყიდე ჩემი 290X რომელიც ცოტა გულს დამწყდა, მაგრამ ლოგიკურად ასე სჯობდა და მეც გირჩევ სანამ ვეგა გამოსულა, გაყიდე და უკეთესი იყიდე მერე. ვიდეო ბარათი მარტო სათამაშოდ არ გამოდგება, ასე რომ მხოლოდ თამაშის შესაძლებლობით ნუ შეხედავ
  3. როგორც მახსოვს, შარშან ამ დროს, ამბობდნენ სექტემბერში უნდა გამოსულიყო 1080-ის და ტიატანის კონკურენტად მაგრამ უკვე 1 წელიც გავიდა
  4. პირიქით, HBM მეხსიერების ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ენერგოეფექტურობაა. როცა PCB-ზე განლაგდება მრავალი GDDR ჩიპები, მას სჭირდება უფრო მეტი კვების ფაზა და მეტი ელექტრული გამტარები, მეტი ვოლტაჟი, რაც ავტომაუტარად იწვევს ელექტრო სიგნალის დამახინჯებას ე.წ. "ხმაურს" ტემპერატურაზე რომ არაფერი ვთქვათ. Nvidia ამ პრობლემას განსაკუთრებით გამოყოფს ხოლმე თავის დემონსტრაციებში როდესაც ახალ არქიტექტურას აანონსებს, სლაიდებში კარგად აჩვენებს ხოლმე რამდენად გააუმჯობესეს ეფექტურობა წინა თაობასთან შედარებით, თუმცა ეფექტურობით და პოტენციალით GDDR მაინც ვერ გამოირჩევა ისე როგორც HBM. შესაბამისად HBM თავისი უპირატესობით არის მაღალი დონის მეხსიერება, რომელსაც სასერვერო სეგმენტში უფრო აქვს გამოყენება ვიდრე სამომხარებლოში, სწორედ ამიტომაც გაუშვა Nvidia-მ HBM მიეხსიერება სასერვერო სეგმენტში სადაც მაქსიმალური ეფექტურობა პრიორიტეტულია. ჯერ-ჯერობით მხოლოდ AMD არის რომელიც სამომხარებლო სეგმენტში უშვებს HBM მიეხსიერებას, რომლის დამზადების პროცესი ნელია და ძვირი, თუმცა ამ ეფექტური მეხსიერების პლიუსები სამომხმარებლო სეგმენტში დიდად არ ფასობს, მომხარებელთა უმრავლესობისთვის HBM იქნება თუ GDDR არააქვს მნიშვნელობა. HBM მეხსიერების გამო არავინ ყიდულობს ვიდეო ბარათებს. ამიტომაც Nvidia შემდეგ თაობა ვოლტას GDDR6 ჩიპებზე გამოუშვებს, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება ვიდრე GDDR5X ჩიპებია. ვიდეო ბარათის ძირითადი კვება მაინც GPU-ზე მიდის, რაც მეტი ბირთვებია GPU-ში მით მეტი დენი იხარჯება, ასევე GPU-ს სიხშირე და არქიტექტურის ეფექტურობაც მოქმედებს საერთო ელ. ენერგიის დანახარჯზე მაგრამ, მარტო მეხსიერების კვება არამგონია დიდად ცვლიდეს საერთო სურათს. მაგალითად Fury GDDR-ით რომ ყოფილიყო, ოდნავ მეტი ექნეოდა დენის დანახარჯი. VEGA-ს დამზადების არქიტექტურაში ენერგოეფექტურობაზე უფრო იზრუნეს, ვიდრე წარმადობაზე ანუ არქიტექტურული ცვლილება ენერგოეფექტურობასაც შეეხო და მემგონი გაუთანაბრდება Nvidia-ს, ესე მგონია მე. ხო ეგ ტაივანში Computex ჩვენებაზე თქვა ლიზამ რომ 26 თუ 27 ივლისს გამოვა მცირე რაოდენობითო. შემდეგ უფრო მეტი გამოვა რათქმაუნდა
  5. ეგ მაზერი გახდა ჰილბერტას ბოლო ამიერიდან ჰილბერტა ამ კომპით დაწერს და ჩაასწორებს საიხლეებ სთავის საიტზე
  6. იტანიუმები 2012 წელშიც თუ გამოდიოდა აღარ მეგონა, ეხლა გადავხედე და ეს უკანასკნელი საბოლოო გამოშვება ყოფილა
  7. ძნელი სათქმელია რატომ აგვიანდება ამდენ ხანს, "შიდა სამზარეულოში" რაც ხდება მაგას გარედან ზუსტად ვერავინ იტყვის, მიახლოებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ერთ-ერთი მიზეზთაგანია უფულობა, მეტი ფული რომ ჰქონდეთ, სავარაუდოდ ცოტა უფრო დააჩქარებდნენ გამოშვებას. Vega-ზე როგორც ამბობენ infinity fabric-თან ექნება რაღაც მხარდაჭერაო, ასევე იგი არ არის მომდევნო რიგითი ბარათი. Vega ვიდეო ბარათების ახალი საფეხურზე გადავიდა და AMD-ს მხრიდან ასეთი პროდუქციის გამოშვება, მოითხოვს უამრავ რესურსს და სწორ გათვლას. თუ ვიდეო ბარათი არ აღმოჩნდება შესაფერის ადგილას, შესაფერის სეგმენტში, ეს AMD-სთვის ცუდად დამთავრდება, შეიძლება თანხების ამოღებას ელოდებიან პოლარისიდან, მაინინგმაც ხელი შეუწყო. მესამე კვარტალში წესით უკვე ექნებათ საკმარისი ფინანსები, თანაც ვეგას გარდა კიდე სერვერები და X399 ჩიპსეტი უნდა გამოუშვან, მთელი ფინანსებს მარტო ვიდეო ბარათს ხომ არ მოახმარენ. იმედია ფინანსები წელს საკმაოდ გაეზრდებათ, რაც ავტომატურად ახალ და კარგ პროდუქციას ნიშნავს. მომხარებელი რომ არ ყიდულობდეს Nvidia-ს და Intel-ს, მერე ისინიც დაიწყებენ კიდევ უფრო უკეთესი პროდუქციის გამოშვებას ვიდრე დღეს უშვებენ.
  8. მაგის მიზეზი ისაა რომ , 14,16, 18 ბირთვიანი პლატფორმა არის HCC და ამის გამოშვებას არ გეგმავდა სამომხმარებლო სეგმენტში. მაგრამ რადგან AMD-მ 16 ბირთვიანია პროცესორის გამოშვება განიზრახა, ინტელის LCC 12 ბირთვიანი რაღაც ცუდად გამოიყურება 16 ბირთვის წინააღმდეგ. შესაბამისად ინტელი იძულებული გახდა XEON სასერვერო პროცესორები გამოეშვა i9 სახელით. AMD-შიც იგივეა, სამომხარებლო Threadripper იგივე სასერვერო EPYC პროცესორებია, რაღაც მცირე განსხვავებებით რათქმაუნდა. AMD-ს შეუძლია 24 ბირთვიანი და 32 ბირთვიანიც გამოუშვას სამომხარებლო სეგმენტში, უბრალოდ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს, თორე ისე რატომაც არა? საინტერესოა მერე ინტელი რას იზამს data center xeon-ებს ხომ არ მიადგება?
  9. @#Skinhead აი ეგ ვიდეო ვნახე ცოტახნის უკან და უკვე დაგიდია შენც. ლინუსას ბრავო, არ მოველოდი მისგან ასეთ გულახდილობას, ახლა უკვე ნამდვილად დავწრმუნდი რომ, მიუკერძოებელი და ერთ-ერთი ობიექტური ადამიანია განხილვების დროს. ინტელი ბოლო 10 წელი დომინირებს და მომხარებელთა უმრავლესობას როდესაც საქმე პროცესორამდე მივა, მხოლოდ ინტელი მოსდის თავში, ამის ფონზე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა ოდესმე "დაბნეულ" ინტელს. რაც შეეხება ინტელს, Intel Announces Skylake-X: Bringing 18-Core HCC Silicon to Consumers for $1999 აქ კიდევ უფრო დაწვრილებითაა განხილული ინტელის 2066 სოკეტის შესახებ. ინტელს აქვს შემდეგი ტიპის პროცესორები, LCC (low core count ანუ მცირებირთვიანები) და HCC (high core count ანუ მრავალბირთვიანები). intel-ს "სამომხმარებლო" ბაზრისთვის განკუთვნილი აქვს LCC პროცესორები, მაქსიმუმ 12 ბირთვით. ამ ტიპის დიზაინში გამოყენებულია single ring დიზაინი. ხოლო HCC პროცესორები განკუთვნილი აქვს "სასერვერო" სეგმენტისთვის, მხოლოდ ფირმებისთვის, ე.წ. კორპორაციული კლიენტებისთვის. ამ პროცესორის დიზაინში გამოყენებულია dual ring დიზაინი, რომელიც შედგება მაქსიმუმ 20 ან 18 ბირთვით, (ინტელს ზუსტად არ გაუკეთებია მინიშნება მაქსიმუმ 20 ბირთვიანია თუ 18 ბირთვიანი, ის ჩიპი რომელზედაც დაფუძნებულია i9-7980XE) რომ არა AMD-ს 16 ბირთვიანი სამომხარებლო პროცესორი, ინტელი გადმოიტანდა სასერვერო დონის HCC პროცესორს, სამომხარებლო დონის სეგმენტში, სადაც სამომხარებლო სეგმენტში ისედაც ჰქონდა LCC პროცესორები? რათქმაუნდა არა. Intel უბრალოდ იძულებული გახდა, HCC დონის ჩიპი რომელიც კორპორაციული კლიენტებისთვის შექმნა, გადმოეტანა სამომხარებლო სეგმენტში რათა AMD-ს 16 ბირთვიანი პროცესორისთვის კონკურენცია გაეწეია, რადგან თავისი LCC 12 ბირთვიანი ჩიპით რომელიც ისედაც სამომხარებლო სეგმენტისთვის შექმნა, თითქოს გაუჭირდებოდა გამკლავება და მომხარებლის თვალში დაკარგავდა "N1"-ი" სტატუსს. ასე რომ AMD-ს სტატეგიამ შედეგი გამოიღო და აიძულა ინტელი საუკეთესო HCC ჩიპები მომხარებელთა სეგმენტში გადმოეტანა, სამწუხაროდ ისევ მაღალ ფასად. როგორც წინასწარ ჭორებია ყველაზე იაფიანი16c/32t Threadripper 850 დოლარი ეღირებაო, რომელიც ამ ზაფხულში გამოვა.
  10. ჩემი კომენტარი ინტელის ფასებთან დაკავშირებით ნამდვილად შეიძლება ითქვას "გამოსწორებულია" იმ კუთხით რომ პროცესორებს შორის, გემეტრიული პროგრესიის მსგავსად არ ეზრდებათ ფასები, 2066 სოკეტზე უკვე არითმეტიკული პროგრესიის მიხედვით იზრდება ფასები, ეს უკვე შეღავათია (thanks AMD) თუმცა ღორობის ნიშნები მაინც გამოავლინა 1000 დოლარის ზემოთ პროცესორები პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა რომ არ გაიყიდება, +1000$-ზე მეტი უკვე მკვდარი ზონაა და ეს ინტელშიც კარგად ესმით. დიდი ალბათობით ვინც გადაწყვეტს i9 პროცესორის ყიდვას, აბსოლიტური უმრავლესობა იყიდის ყველაზე იაფიან i9 ვარიანტს ანუ ზუსტად 1000 დოლარიანს. ნუ 18 ბირთვიანი სადღაც კოსმოსშია, გამოდის ხალხისთვის და ფასი აქვს 2000$, როგორია? მაგ პროცესორების მოამვალი ესეთია: მაღაზიაში თაროზე დება და დამლაგებელი მტვერს გადაწმინდავს წლიდან-წლამდე, მერე ახალი თაობა გამოვა და ისე დაასრულებს ეს პროცესორი სიცოცხლეს, მზის სინათლესაც ვერ იხილავს. ნუ გასაგებია Intel-ის მხრიდან ეს უბრალოდ მუსკულების თამაშია და მომხარებლის ტვინში დომინანტობის გაზრდას ემსახურება "აი მე 18 ბირთვი მაქვს და ყველაზე მაგარი ვარ". 1500$ რომ დაედო ეგ იქნებოდა ყველაზე ლოგიკური, 10 ბირთვიანიც ძვირია, სადღაც 800$ უნდა დაედო ლოგიკურად, მაგრამ ინტელის პოლიტიკა უცვლელია ტრადიციულად, არ მიკვირს. მე ის მიკვირს ახალი i3 სადაა? ალბათ ძალიან დაკავებულები იყვნენ და მერე გამოუშვებენ რადგან 150$ დოლარამდე სეგმენტში i3 გადიოდა და ახლა i5 250$-დან იწყება. რა ჰქნას იმ კატეგორიამ ვინც 150$ ან 250$ დოლარამდე ყიდულობდა პროცესორებს? იმედია ინტელი საქართველოსნაირი გაჭირვებული ქვეყნების ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს და არ დაუკარგავს 2 ბირთვიან i3-ს "შეღავათიან" ფასად მორალი ის არის რომ, თუ შექმენი რაიმე კარგი, მაშინ დაე გახადე ხალხისთვის ხელმისაწვდომი, რაც AMD-მ გააკეთა, ამის მერე Intel-ის ბიზნეს პოლიტიკა უბრალოდ უთავმოყვარეობაა და სირცხვილი, ხალხს რანაირად უყურებს, არ მესმის. ერთის მხრივ ინტელი ძლიერია და მეორე მხრივ ღორი - ეს ორი მცნება კი ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთში. სამწუხაროდ ესაა ინტელის იმიჯი ბოლო რამდეიმე წლებში რომელსაც კვლავაც აგრძელებს. AMD მიუხედავად იმისა რომ ღარიბია და ლამის გაკოტრდა 2016 წელს, 2017 წელს 52%-ით გააუმჯობესა IPC, გაუთანაბრდა ბირთვის წარმადობით ინტელს ერთნაირ სიხშირეზე და Ryzen პროცესორი (1800X) ინტელის (i7-6900K) ნახევრის ფასად გამოუშვა! Ryzen 1700 ხომ საერთოდ i7-6900K-ის მესამედი ფასია? და ამ ყველაფრის მერე, დღეს მაინც ვხედავ ინტელისგან i7-7740X 4c/8t პროცესორს 340$ დოლარად! რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამის მერე ან რა სმაილი დავსვა? ადრე ხალხი ამბობდა, ინტელს კონკურენტი არა ჰყავსო და იმიტომაც წველის ხალხსო, ლოგიკურად მართლებიც იყვნენ. ეხლა ხო ყავს კონკურენტი? ხომ გვაქვს Ryzen 1700 8c/16t 320$ დოლარად? i7-7740X 4c/8t რატომ ღირს მაინც 340$? თან როგორც თქვეს არაფერი ახალი არააქვსო, იგივე i7-7700K პროცესორია უბრალოდ სხვა სოკეტზე. P.S. დღევანდელი ამაზონის ფასები. ყველაზე სასაცილო ისაა რომ, ინტელი მილიარდელი კომპანიაა და კაპიკს არ უცვლის ფეხს, როცა AMD-ს პროცესორებზე ფასები დაკლება ლამის ტრადიციადაა ქცეული, ძალიან ხშირად მიანხავს AMD-ს პროცესორებზე კარგი ფასდაკლებები, როცა ინტელის შემთხვევაში მარტო შავ პარასკევზე თუ მოხდება ისიც -10$...
  11. ხო უკვე მოუსწრიათ დაღუნვა, მოუწევთ სოკეტის ახლიდან გამოცვლა
  12. ჰო ეგ ნიუსი ცოტა მოძველდა, 2-3 კვირის წინ დაიდო მგონი... ზუსტად რა რაარის გამოჩნდება ცოტახანში.
  13. მემგონი ვეგას ვოლტასთვის ამზადებენ პასკალზე საშუალოდ 10%-ით ძლიერი მაინც უნდა იყოს და პასკალზე იაფი უნდა ღირდეს, სხვა მხრივ მთელი ვეგას არქიტექტურა, ფინანსები და დრო რაც ვეგაზე დახარჯეს წყალში გადაყრილი იქნება
  14. წუხელ იყო ლაივი და ვუყურე ბოლომდე, ისე ისაუბრეს აღარც მაინტერესებს უკვე დესკტოპი, ეპიკის სერვერი მომინდა შესადარებლად მოიყვანეს 8 ვირტაულური მანქანის ჩატვირთვის დრო. რაც მალე ჩაიტვირთება, რათქმაუნდა მით უკეთესია. ეს არის წინაპირობა ამ ტესტის ინტელის საუკეთესო 22 ბირთვიან Xeon პროცესორს E5-2699A v4, შეადარეს საუკეთესო EPYC პროცესორი. ანუ იდეა არის Intel-ის საუკეთესო პროცესორი, AMD-ს საუკეთესო პროცესორის წინააღმდეგ. ორივე ორ სოკეტიან სისტემაზე დაიტესტა შესაბამისად ინტელის შემთხვევაში 2x22=44 ბირთვია, AMD-ს შემთხვევაში 2x32=64 ბირთვი. Intel-ის სერვერმა ჩატვირთა 22 წამში, ხოლო AMD-ს სერვერმა 15 წამში. სხვაობა 7 წამი. Xeon E5-2699A v4 პროცესორს ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავს, ყველზე მეტი მომხმარებელი ჰყავს Xeon E5-264x მოდელებს, რომელებიც 5,5-ჯერ აღემატება E5-2699A v4 მომხმარებლებს, როგორც სურათიდან ჩანს თეთრი ხაზი აღნიშნავს მომხარებელთა რაოდენობას. ამიტომ ერთ სოკეტიანი AMD-ს პროცესორებით კონკურენციის გაწევა ინტელის ორ სოკეტიანი სერვერებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან დღეს ორ სოკეტიან პროცესორებს მოიხმარს მომხამრებელთა 80%. ასე რომ ყველაზე ფართო მომხარების სერვერები სწორედ ორ სოკეტიანია. ფოტოზე კარგად ჩანს ეს ყელაფერი. EPYC 32 ბირთვიანი ერთ სოკეტიანი AMD-ს სერვერი, შადარეს ამავე ტესტში 2 სოკეტიან E5-2650 v4 სერვერს (2x12=24 ბირთვით), EPYC-ის პროცესორით ჩაიტვირთა 33 წამში, ინტელის 2 სოკეტიანი სერვერი 37 წამში. ამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, რაც სერვერები გამოდიოდა, Xeon-ის ერთი თაობიდან მეორეში არაფერი იცვლებოდა გარდა ოდნავ მეტი წარმადობის, ოდნავ მეტი ბირთვებისა და ოდნავ მეტი მეხსიერების გამტარობისა. დანარჩენი ფაქტიურად უცვლელი რჩებოდა. AMD სრულიად ახალი თაობის, ახალი ტიპის სერვერს წარმოადგენს, სადაც ყველაფერი უკავშირდება პირდაპირ EPYC პროცესორს, თუმცა მას არა პროცესორი არამედ SoC ჰქვია, რადგან თითქმის ყველაფრის ინტეგრირება მოხდა პროცესორის კრისტალზე. ყველა მოწყობილობა რომელიც სერვერზე იქნება, პირდაპირ დაუაკვშირდება EPYC პროცესორს და არანაირი კონტროლერები და სვიჩები არ იქნება მათ შორის, განსხვავებით დღევანდელი ინტელის სერვერებისა, სადაც ინტელი პროცესორსა და სხვა ნაწილებს შორის, სვიჩებს და დამატებით სხვა კონტროლერებს იყენებს. ასევე EPYC სერვერების 1 სოკეტიანი დედადაფა იქნება ისეთივე პატარა და მართკუთხედი როგორიც დესკტოპის, უამრავი PCI-E სლოტით, და არა ისეთი მახინჯი გეომეტრიული ფიგურის მსგავსი როგორიც დღეს გვაქვს 2 სოკეტიან სერვერებში, სადაც PCI-E სლოტები არასტანდარტულად არის განალგებული. ამ ყველაფრის მერე უკვე ცხადია რომ ერთ სოკეტიანი სისტემა გახდა ბევრად უფრო კომპაქტური, ძლიერი, ეფექტური და მიმზიდველი. ვისაც 2 სოკეტიანი სერვერები სჭირდებოდა, ახლა უკვე ერთ სოკეტიანი სისტემაც თავისუფლად დააკმაყოფილებს და აღარ იქნება ვალდებული უფრო ძვირიანი 2 სოკეტიანი ჯაბახანა სერვერები ააწყოს, მითუმეტესად როდესაც AMD-ს სერვერი საკმაოდ პატარა ზომის და მოქნილი იქნება. აქედან გამომდინარე AMD შეეცდება დააბალანსოს სერვერული სეგმენტი სადაც ინტელის შემთხვევაში 80% 2 სოკეტიან სერვერებს იყენებს, ხოლოდ 1 და 4+ სოკეტიან სერვერებს 10-10%. AMD ეცდება აითვისოს ერთი და ორ სოკეტიანი სერვერული ბაზარი, სადაც წესით უნდა გაიზარდოს მოთხოვნა 1 სოკეტიან AMD-ს სერვერებზე. ამ ერთ სოკეტიან სერვერს მეც დიდი სიამოვნებით დავიდგავდი, ჩვეულებრივ ქეისში თავისუფლად მოთავსდება
  15. R9 საინტერესოა ინტელი რატომ შეჩერდა 12 ბირთვზე. მეტი ბირთვები ვეღარ ჩაატია კონკრეტული ზომის კრისტალზე? ან არქიტექტურულად აღარ გამოდიოდა მეტი? თუ უფრო მეტი ხარჯის გაწევა აღარ უღირდა? საინტერესოა
  16. სამომავლოდ (სადღაც 1-1,5 შუალედში) უკვე Zen 2 იქნება, უფრო მეტი IPC პერფორმანსით და იქნებ უფრო უკეთესი ოვერქლოქერიც გახადონ... სანამ 8c/16t რესურსი ამოიწურება, მანამდე კიდევ ბევრი თაობის პროცესორები გამოვა. ასე რომ შენი სისტემიდან ჯობია Zen 2-ზე გადახტე ან ინტელი ვნახოთ როგორი იქნება ფასი/წარმადობის მიხედვით. P.S. Ryzen-ზე ECC ოპერებიც მუშაობსო, ასე რომ ვისაც უნდა ვორქსთეიშენ-სერვერებისთვის, მათ ჯერ მაზერის memory support უნდა შეამოწმოს თუ აქვს ECC მხარდაჭერა.
  17. ჯობია მოიცადო კიდე 2-3 თვე. გამოვიდეს ენთუზიასტი დონის ინტელი და AMD და მერე უკვე დალაგდება ყველაფერი. უფრო ადვილად გააკეთებ არჩევანს. AMD სავარაუდოდ 10-12-14-16 ბირთვიან ვარიანტებს გამოუშვებს X390 ჩიფსეტზე და ფასი არამგონია ზედმეტად გაბერილი დაადოს.
  18. AMD Ryzen 16 Core Threadripper CPUs & Whitehaven Platform To Launch On Monstrous 4094 Pin Socket In June სასერვერო და ენთუზიასტი დონის პროცესორები 4094 კონტაქტიან სოკეტზე იქნებაო.
  19. მაგაზე ეს მახსენდება ინტერნეტში ფართოდაა ცნობილი ეს ვიდეო, სწორედ ეგეთი შემთხვევებისთვის
  20. კი მასეა ეს ორი ბენჩია ჯერჯერობით 10 და 12 ბირთვიანი ვარიანტები https://videocardz.com/69457/specifications-of-intels-core-x-i9-and-i7-series-supposedly-leaked#disqus_thread
  21. ვოლტას შესახებ პრეზენტაცია ბიზნეს სეგმენტისთვის, გეიმერებისთვის არაფერია ნათქვამი. http://www.ustream.tv/channel/20165212 http://wccftech.com/watch-nvidias-gtc-2017-keynote-volta-supercomputing-9-pt-may-10th/ P.S. ეს ვიდეო ბოლომდე ვნახე, მერე ამის შესახებ ცოტა მოზრდილი ტექსტი დავპოსტე მიმოხილვის სახით, მერე ვიდეოს ჩასმა დავაპირე და დავარედაქტირე ნაწერი, რატომღაც პირდაპირ ვიდეო აღარ დაიდო, მერე ისე დაიპოსტა ყველაფერი წაიშალა. ამიტომ ახლიდან წერას აღარ ვაპირებ
  22. კარგი შედეგია ბიოსს რომ განაახლებ, მერე ბიოსში შედი, სადღაც ბირთვების განყოფილება იქნება საიდანაც შეგიძლი აკონტროლო ბირთვების ჩართვა-გამორთვა, მანდ ასეთი კონფიგურაციით ჩატვირთე ბიოსი: 2+2 მერე ჩვეულებრივ გაბენჩე და აქ დადე სურათი. მერე ისევ შედი ბიოსში, ყველაფერი იგივე დატოვე, ოღონდ ბირთვები შეცვალე და დააყენე: 4+0 ან 0+4 (ნუ როგორც იქნება) და ისევ გაბენჩე. წესით 4+0 კონფიგრუაციით ოდნავ მეტი ქულა უნდა დადოს თუმცა მაინც საინტერესოა რა სხვაობა იქნება მათ შორის.
  23. რომც იყოს მასე Prey-ში GTX 1080-ის დონის იქნება
  24. გამოცდილება არ მაქ DVR-ებში თუმცა, DVR-დან ხომ არაა რამე გასასწორებელი? შეიძლება რაღაც ფუნქციების ჩართვა ჭირდებოდეს ან სხვა აპლიკაციით სცადე დაკავშირება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.